შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავადაზნაურული ამბები (8)


10-02-2018, 18:41
ავტორი Ioana
ნანახია 3 352

გერმანიაში ყოფნის ერთი კვირა სრულდებოდა უკვე,მაქსიმუმ ერთ კვირაში უკან უნდა დავბრუნებულიყავით მე და ანანო.პირველ რიგში,მარტო მყოფი დედა მეცოდებოდა,თან უნივერსიტეტს ამდენი ხნითაც ვეღარ გავაცდენდით.სემესტრის ბოლო ახლოვდებოდა და საქმეს გაართულებდა არ სიარული.მე ძალიან ბედნიერი ვიყავი გერმანიაში გატარებული ამ რამოდენიმე დღით,მართალია ნიკოლას თავი ცოლად ვერ მოვაყვანინე,თითქოს ძაან მინდოდეს პენსიონერის ცოლობა,მაგრამ გავიცანი ახალი ადამიანები,რომლებიც ჩემთვის იმაზე ძვირფასნი აღმოჩნდნენ,ვიდრე აქ ჩამოსვლამდე ვიფიქრებდი.
ერთ-ერთ საღამოს,არ ვიცი ქვა-ბეტონს რამ მოუარა,თავის სახლში დაგვპატიჟა მე,ანანო,იოანე,გიო და როგორც ბიჭება მითხრეს,კიდევ სხვა მისი აქაური მეგობრები.დიდი პრანჭვა და მოკაზმვა არც დამიწყია,შავი მაღალ წელიანი,ძალიან ვიწრო,ტანზე მომდგარი შარვალი,თეთრი საროჩკა და ტყავის კურტკა მეცვა,გაზაფხულის მიუხედავად გერმანიაში მაინც საკმაოდ ციოდა.რატომღაც მეგონა,რომ დადიანების სასახლის მსგავსი მუზეუმი ექნებოდა ნიკოსაც,მაგრამ ჩვეულებრივი,საყვარელი სახლი იყო.გემოვნებით მოწყობილი,რამდენიმე საძინებლითა და დიდი მისაღებით.მუსიკის ხმა ჯერ კიდევ გალავანთან ისმოდა,შიგნით კი იმდენი ხალხი იყო,რომ თავი ამერიკულ ჰაუს ფართიზე მეგონა და ყოველ წამს ველოდი,რომ რომელიმე ფანჯარას ვინმე თავით ჩაამსხვრევდა.მე და ანანოს მარტო მისვლა მოგვიწია,რადგან ბიჭებმა საქმეები გვაქვს და მერე მოვალთო.
-ეჭვი მაქვს,დღეს მაგრად ვიგულიავებთ!-ჩავყვირე ანანოს,რომელიც გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით.
-მგონი დალევა კარგი იდეა არ უნდა იყოს!
-შენთვის დალევა კარგი იდეა როდისაა ერთი?-ვჭყაოდი,რომ მუსიკების ხმა დამეფარა.
-იმიტომ,რომ ჩვენი ყოველი დალევა ცუდად მთავრდება!
-დიდი- დიდი,დილით იოანეს საწოლში გაიღვიძო და მაგისთვის კი ღირს შენი დათრობა!-ყველის ვაჭარვივით გავეკრიჭე და თავში წამორტყმაც არ ამცდებოდა,რომ არა ბატონი ნიკოლა.რომელიც ჩვენკენ მოდიოდა და თან ცალი ხელით ერთ გოგოს მოათრევდა,რომელიც აშკარად მაგარი გასული იყო.
-არ მეგონა ასაკოვან ხალხსაც თუ უყვარდა გართობა და ხმაური!-ირონიულად ავხედე ქვა-ბეტონს,რომელიც დღეს აშკარად კარგ ხასიათზე იყო.
-შენ კიდევ ბევრი რამ არ იცი! არაუშავს,დაგხვეწავ ნელ-ნელა!
-ნიკოლაა-იმ გოგომ ამოიყმუვლა რაღაც გერმანულად და ხელით ჩვენზე ანიშნა,თან სამჯერ სცადა ნიკოლას ტუჩებს დაწაფებოდა.მე კიდევ ხელის გულეფს ვიფხანდი,რომ არ წავწვდომოდი თმაში ამ მაწაკ გოგოს.
-რაო,რა მინდაო?-იკითხა ანანომ და თავით გათიშულ გოგოზე ანიშნა.
-რაც მაგას უნდა,მაგისთვის თქვენ ჯერ ძაან პატარები ხართ!-საყვარლად გაიცინა და გვერდით მდგომს ვნებიანი მზერა ესროლა.
-შენ კიდევ საკმაოდ მოხუცი ხარ იმისთვის ,რომ ეგ გოგო ასიამოვნო!-ჩემთვის ჩავილაპარაკე,მაგრამ ბედი რომ არ გექნება.იმ წამს გამორთეს მუსიკა და ყველაფერი გაიგონა.გვერდით მდგარ არსებას ხელი გაუშვა და ჩემკენ დაიხარა.
-თუ ჩვენ კოცნას გაიხსენებ პატარა ქალბატონო,მიხვდები რომ ლოლა ტყუილად არ მეპატიჟება საწოლში-თვალი ჩაგვიკრა და იმ ვიღაც ლოლასთან ერთად გაუჩინარდა.ანანო კიდევ ყბადაღებული მიყურებდა.
-მოიცა...ერთ წამს,მე რა მომესმა? მან რა კოცნა ახსენა?
-კაი ანანო,გეყოფა!
-რა მეყოფა გოგო,ბიჭმა პირველად გაკოცა და ეგ არ ვიცი?
-ოოოო,ისეთი არაფერი,პროსტა შემეხო!-ისე ვთქვი,თითქოს ის კოცნა არაფერს ნიშნავდა ჩემთვის.
-რა შეგეხო გოგო,ახლავე დაფქვი,თუ არ გინდა შენი სისხლით მოვრწყა ეს სახლი!
-ანანოოოოო
-კაი მე დაგეხმარები!-ეშმაკურად გაიცინა-დიდხანს გკოცნიდა?
-საკმაოდ.
-კარგი კოცნა იცის?-აათამაშა წარბები და პასუხს დაელოდა.
-ნუუუ ახლაა...
-ესეიგი ძაან მაგარი სცოდნია-გაეცინა ჩემ დაქალს.
-ფრანგულად გაკოცა?
-როგოორ?-გაკვირვებულმა გავხედე.
-ფრანგული კოცნა რა გჭირს!
-კოცნა კოცნაა,ფრანგული რამე განსხვავებულია?
-ვაიმეე რა დებილი ხარ პროსტა!-თავში ხელი შემოირტყა.
-ბებიაშენისამ,შენ ხო ხარ გამოცდილი რაა!-გავუბრაზდი ქალბატონს.
-კაიი,არ ინერვიულო შენ მაგაზე.სახლში რომ მივალთ აგიხსნი მაგასაც,არ შერცხვე ამ ბიჭთან მერე-ეშმაკურად გაიცინა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-მოკლედ ვსვამთ გასკდომამდე-ტაში შემოვკარი და ლამის ბოლომდე ჩავცალე ერთი დიდი რედბულ ვოდკა.
-რამ გაგამწარა,რა ხარივით იქცევი,ჭიქაც არ გადაყლაპო-დამფრთხალი სახით მიყურებდა ანანო.
-აბა ლაპარაკს მორჩი და პირი გამიღე-დავუყვირე და ერთი ჭიქა მასაც გადავაყლაპე.
დაახლოებით ერთ საათში,ისეთი გათხლეშილები ვიყავით,რომ ჩემი ტყავის კურტკა სად ეგდო არ ვიცოდი,თეთრი საროჩკა გამენასკვა და ტოპად ქცეულიყი.ანანოს კიდევ ზედის ღილები ისე ჰქონდა ჩახსნილი,რომ თავისი სიამაყეებით,თუ სათვალავი არ ამერია,ცეკვისას სამი ბიჭი მაინც სცემა.ისეთ „ხოდზე“ ვიყავით,ათი საათი გაუჩერებლად ვიცეკვებდით კიდე.მაგრამ ვინ გაცდის? იქით ანანოს წაწვდა იოანე,რა დღეში ხარო.აქეთ მე ნიკოლა მექაჩებოდა,პატარა ბავშვების ძილის დროაო.
-ბიჭი,უფრო სწორედ ბიძია,გაიწიეთ რაა!-უდარდელად ამოვილაპარაკე და ნიკოლას ზურგი ვაქციე,რომ ანანო მომეძებნა.
-თათია!-სერიოზული ტონით დამიძახა და სანამ გონს მოვიდოდი მხარზე გადამიგდო.მერე კი ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა.
-შენთან საჭორაოდა კი არ მოვსულვარ,რას გამომკეტე აქ,გაიწიე-ვბლუყუნებდი, თან უაზროდ ვიცინოდი და კარების გაღებას ვცდილობდი,მაგრამ აშკარად დაკეტილი იყო.ნიკოლა კი მშვიდად იჯდა და ირონიულად მაკვირდებოდა.
-ეს რა არის?-თვალით ჩემს საროჩკაზე მანიშნა,თან ირონიულად ამათვალიერა.
-საყვარელო,ამას ქართველები პერანგს ვეძახით-იდიოტივით გავეკრიჭე და კარის საკეტს კიდევ ერთხელ დავეჯაჯგურე.
-დაკეტილია და ტყუილად წვალობ.რაც შეეხება შენ პერანგს,ახლავე გაიხდი და ნორმალურად ჩაიცვამ!
-სულ ვიცოდი,რომ სადღაც გამოავლენდი შენს კომუნისტურ ასაკს!
- რას ვავლენ,ახლავე იხდი მაგას-გაბრაზებულმა მომაძახა და ერთ-ერთი კარდიდან თავისი მაიკა გამოიღო,რომელსაც კაბად თუ ვიხმარდი.
-ოჰოო,როგორი მკაცრი ხარ! თავი მამაჩემი ხომ არ გგონია,მაგრამ ისეთ ასაკში ხარ რომ,არც გამიკვირდება!-აქ რა იყო სასაცილო არ ვიცი,მაგრამ მის სახეს რომ ვუყრებდი ისე ავხარხარდი,ჩემ სიცილზე მასაც გაეცინა.
-მთვრალიც ისეთი თხა ხარ,როგორც ფხიზელი!
-შენ კიდევ,მთვრალიც ისეთი ქვა-ბეტონი ხარ,როგორც ფხიზელი!-მივუგდე პასუხი და საწოლზე გადავწექი,რადგან კართან ჭიდაობის ნერვები უკვე აღარ მქონდა.
-რა ვარ?-ისე გაიკვირვა,გეგონება სიცილის მეტი ამ ცხოვრებაში არაფერი უკეთებია.
-რა ვერ გაიგე! სიყრუეც ასაკის ბრალია ალბათ-სინანულით გავიქნიე თავი.
-გეყოფა ლაყბობა და ზედა გამოიცვალე!
-შანსი არაა,ეგღა მაკლია შენ დაკრულზე ვიარო!-უარის ნიშნად გავაქნიე თავი.
-იცოდე ჩემი ხელით გაგხდი!
-აბა,შენ იცი! წარმატებები!-მოწონების ნიშნად ცერა თითი ავუწიე.
-ხომ იცი რომ ვიზამ!-გამოსცრა კბილებში.
-არაფერიც არ ვიცი!-უდარდელად ავიჩეჩე მხრები და კამოდისკენ წავედი,სადაც ნიკოლას ბავშვობის სურათი იდო.პამპერსის ამარა პატარა ნიკოლას სახე დაემანჭა და ტიროდა.
-ბავშვობაშიც უჟმური იყავი?-გაკვირვებულმა გადავხედე.
-ეგ შენი საქმე არაა და დროზე გაიხადე-სანამ სიტყავს დავასრულებდი,უკნიდან არ მეცა თხასავით და არ შემომაგლიჯა ეს ზედა?! გაკვირვებული ხან მას ვუყურებდი,ხან ჩემს ტიტველ სხეულს,რომელსაც მხოლოდ ბიუსჰალტერი მიფარავდა.უცებ გონს მოვედი და ხელები ავიფარე,თან გამწარებულმა ავხედე ნიკოს,რომელიც ირონიულად მათვალიერებდა და თან ენის წვერს ტუჩზე ისვამდა.
-იდიოტო,თავგასიებულო პენსიონერო! თავი ვინ გგონია? რა უფლებით?-ვყვიროდი და თან წიხლებს ვურტყავდი,მაგრამ სიმთვრალის გამო ყველას ვაცილებდი.
-მე გაგაფრთხილე,შანსი მოგეცი სამჯერ!-უდარდელად ამოილაპარაკა.
-ჯანდაბას შენი ქვა-ბეტონი თავი! მომეცი ეგ ძონძი-თვალით თავისი ზედისკენ ვანიშნე.
-ისე ნუ გერიდება,ტიტველი ადრეც მყავხარ ნანხი და დიდი ვერაფერი-ამ სიტყვებზე ის დღე გამახსენდა,ანიუტა რომ ვცემე და ოთახში ნახევრად ტიტველს,ისტერიკაში მყოფს ნიკოლა რომ მივლიდა.
-იდიოტო! შენი ასაკის კაცისთვის ეგეც მადლია-შევუბღვირე და ცალი ხელით მაიკას დავეჯაჯგურე.
-შეეშვი!-მკაცრი ტონით მითხრა და ხელი გამაწევინა-მე გაგხადე და მე თვითონ ჩაგაცმევ!-სიმართლე გითხრათ,სხვა დროს აუცილებლად ჩემსას გავიტანდი,მაგრამ სიმთვრალე ცუდად მოქმედებდა ჩემზე და დავნებდი.ისიც მომიახლოვდა და მაისური თავზე ჩამომაცვა,ისე იქცეოდა თითქოს თვეების ბავშვს აცმევდა ტანსაცმელს.თან თავისი ვნებიანი მზერით თვალებში მიყურებდა და არც კი ახამხამებდა წამწამებს.მერე ჩემი მარცხენა ხელი დაიჭირა და ცალ მკლავში შემაყოფინა,თან თავის თლილ თითებს შიგადაშიგ ჩემს კანზე დაასრიალებდა,მე კიდევ ისედაც მთვრალი,მის შეხებაზე ორმაგად ვთვრებოდი და ვითიშებოდი.
-როცა ჩუმად ხარ,უფრო ლამაზი ხარ!-ყურთან დამჩურჩულა და მაისურის ქვეშ მოყოლილი თმები ამომიწია,მერე კისრისკენ წამოიწია და მისი ცივი ტუჩების შეხებაც ვიგრძენი საძილე არტერიაზე.
-გული ისევ 40 დარტყმით სწრაფად გიცემს!-ხავერდოვანი ხმით ამოილაპარაკ,მის ხმაშიც იგრძნობოდა ვნებამორეული ბგერები.
-შენ რა მეტი საქმე არ გაქვს,ჩემი პულსი რომ არ ზომო?
-ხომ გითხარი,როცა არ ლაპარაკობ უფრო ლამაზი ხართქო-სინანულით ამოილაპარაკა და თვალებში ჩამხედა.მეც ერთ ადგილზე მიყინული მივშტერებოდი მის შავ კაკლებს და თანდათან ვიძირებოდი ამ შავ სფეროებში.ადრენალინისგან გული მართლაც სწრაფად მიცემდა.იმდენად რომ ჩემი გულის ხმა მესმოდა.დამეფიცება,რომ 19 წლის მანძილზე არასდროს მიგრძვნია ისეთი ნეტარება,როგორსაც ამ წამს ვგრძნობდი,როდესაც პულსაცია ყოველ წამს მეზრდებოდა,მის შავ,მრავლისმეტყველ თვალებს ასე ახლოდან ვუყურებდი,ნესტოებთან მისი სურნელი ტრიალებდა,ჩვენი ხელები კი ერთმანეთს ეხებოდნენ.სწორედ იმ წამს ვიგრძენი,რომ ამ დღის შემდეგ ნიკოლა აღარსდროს იქნებოდა უბრალო მამაკაცი,რომლეთანაც რამდენიმედღიანი ნაცნობობა დამაკავშირებდა.ის უკვე ბევრად მეტი იყო,დაჟე იმაზე ბევრად მეტი ვიდრე მეგონა.თითქოს ეს ყველაფერი ჩემს თვალებში ამოიკითხაო,ნელა გამიღიმა,ისე როგორც არასდროს არავისთვის გაუღიმია.იქნებ გაუღიმია კიდევაც სხვისთვის,მაგრამ ამ წამს მჯეროდა,რომ ეს ღიმილი მხოლოდ მე მეკუთვნოდა.ჩემკენ წამოიწია და გავიაზრე,რომ კიდევ ერთხელ ვიგრძნობდი მის ტუჩებს.რამდენიმე წამში ერთმანეთს შევეხებოდით კიდეც,რომ არა ჩემი მსოფლიო მნიშვნელობის კრახი.ესეთი სირცხვილი მგონი მაშინაც არ მიჭამია,ანიუტა რომ ვცემე.გულისრევის შეგრძნებამ ისე შემაწუხა,რომ მხოლოდ პირზე ხელის აფარება და ტუალეტისკენ გაქცევა მოვასწარი.ზურგიდან კი ნიკოლას ხარხარის ხმა გავიგე,მაგრამ ახლა მასთან კამათის დრო არ მქონდა.საპირფარეშოს კარებს ვეცი და გადავკეტე,რომ ნიკოლა არ შემომყოლოდა,მე კი უნიტაზს ჩავეხუტე და ათი წუთი ვეღარც ავდექი.ისე ცუდად ვიყავი,სულ არ მახსოვდა სირცხვილის გრძნობა.ნიკოლა კიი კარებზე გაუჩერებლად აკაკუნება,თათია შემომიშვი თორემ ამ კარებს ჩამოვხსნიო.ბოლოს როგორც იქნა მოვსულიერდი და სახეც დავიბანე.
-თათიაა!!
-რა გაყვირებს?
-აბა ისე არ გესმის,კარები გამიღე ახლავე!-გაბრაზებული ყვიროდა და თან აკაკუნებდა.
-არ გაგიღებ!
-რატო ვითომ?
-მრცხვენია!-ჩუმად ამოვილაპარაკე და კედელზე მიყრდნობილი ძირს დავჯექი.
-კაი რაა,ჩემი გრცხვენია?-საყვარლად ამოილაპარაკა-საავადმყოფოში ისეთები მაქვს ნანახი,შენ ვერაფრით გამკვირვებ!
-მერე მე პაციენტი კი არ ვარ!-გავკაპასდი.
-ხო და პაციენტი კი არა,ჩემი თათია რომ ხარ,მაგიტომაც უფრო არ უნდა გრცხვენოდეს!-ისე უდარდელად თქვა,თითქოს სამი წლის ცოლ-ქმარი ვიყავით.
-არააა და ვსოო!
-ეგრე ხო? დამაცადე!-დაიმუქრა ვაჟბატონი და კარებს მოშორდა.რამდენიმე წამში კი საკეტის ხმა გაისმა და კარის ზღურბლზე ნიკოლაც გამოჩნდა.თავი ისე მისკდებოდა,რომ ზევით ახედვის თავიც არ მქონდა.თვითონ წამოვიდა ჩემკენ და გვერდით დამიჯდა.
-ხომ გეუბნები,პატარა ბავშვებისთვის დალევა არ შეიძლებათქო!
-გთხოვ,ახლა არ მაქვს კამათის თავი!
-ს..ქსის?-ისე იკითხა,უცებ ვერც გავიაზრე რა თქვა,მაგრამ რომ მივხვდი, იდაყვი ფერდში ისე ჩავარტყი,მგონი ნეკნი დავუმსხვრიე.
-არაა რაა,არ ისვენებ! გინდა რომ მაინც და მაინც ჩემი ხელით მოკვდე?-გაცეცხლებულმა ჩავყვირე ყურში.
-ნუ ყვირიხარ!-დამიძაბა ბიჭმა-რამდენჯერ გაგფრთხილო?-გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და მეც წამომაგდო,მერე უცებ ხელში ამიყვანა და საწოლისკენ წავიდა.
-რას აკეთებ,ახლავე დამსვი! ისედაც თავი მისკდება,შე ქვა-ბეტონო!
-დამშვიდდი,შენთან ს...ქს ნმდვილად რ ვაპირებ! დაწექი და მე წამალს მოგიტან!-გასცა ბრძანება და ოთახიდან გაუჩინარდა.მე კიდევ სანამ დაბრუნდებოდა,ისე ჩამეძინა რომ დილამდე აღარაფერი გაუგია ჩემს ყურებს.

პ.ს. იმედია ახალი თავი მოგეწონათ ველი თქვენს შეფასებებს



№1  offline წევრი blondeangel631

როგორი საყვარლები არიან თათიამ ეს ქვა-ბეტონიც კი გაადნო ღმერთო ჩემო joy joy heart_eyes heart_eyes

 


№2 სტუმარი ani

უმაგრესია და რა ვთქვა აღარ ვიცი ერთი სიტყვით ჩემი სიტყვების ნიკოლაზე რომ ბებერია და ახალგაზდა ბიჭი ჯობდა ყოველი ახალი თავის დადებისას მცხვენია მადლობა რომ ასე შემაყვარე ეს წყვილი და კიდევ მალე არ დაამთავრო ერთი 15 თავი კიდევ უნდა დაწერო heart_eyes

 


№3 სტუმარი დგგ

ველოდები როდის გმოუტყდებიან ერთნანეთს რომ გიჟდბიან ერთმანეთზეეეე ვნახოთ რასოიმოქმედებს ნიკოლააა

 


№4 სტუმარი სტუმარი lia

შაუკეტესო ტავია.ზალიან კარგები არიან ჰვენი გმირები.
კარგი გოგო ხარ ,ახალი ტავის დადებას რომ არ აგვიანებ❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი

აუუუ არც ველოდი რომ დადებდი <3 <3 ძაალიან კარგი იყო.. მაგრამ ამ ორზე მეტად ანანო და იოანე მომწონს :დდდდ

 


№6  offline წევრი ki si

სტუმარი
აუუუ არც ველოდი რომ დადებდი <3 <3 ძაალიან კარგი იყო.. მაგრამ ამ ორზე მეტად ანანო და იოანე მომწონს :დდდდ

Au mec ananosa da ioanes wyvili ufro mxiarulia nikola zogjer metismetad ,,mudoa,, xo da dzaan mainteresebs mtvrali ananosa da ioanes situacia

 


№7 სტუმარი სტუმარი

ki si
სტუმარი
აუუუ არც ველოდი რომ დადებდი <3 <3 ძაალიან კარგი იყო.. მაგრამ ამ ორზე მეტად ანანო და იოანე მომწონს :დდდდ

Au mec ananosa da ioanes wyvili ufro mxiarulia nikola zogjer metismetad ,,mudoa,, xo da dzaan mainteresebs mtvrali ananosa da ioanes situacia



აუუ ხოო <3 ძალიან საინტერესო იქნებაა <3 ნეტავ კიდევ ასე მალე დადოს :(((

 


№8 სტუმარი ani

აუ ახალს როდის დადებ ? გთხოვ მალე დადე რა

 


№9 სტუმარი Mariam

Au ra Dzaan magaria imdenats momewona ro yov naçar saatshi vamowmeb xo ar dado axali tavı Dade male Daan welav nu gadagvrie

ისე მომწონს არავინ დღეს ხუთჯერ მაინც ვნახე ხოარ გაგვახართქო გული დამწყდა რო არ იყო აი ნიკოლას და თათას აბავი ძაან საინტერესოა

 


№10  offline წევრი Ioana

ani
აუ ახალს როდის დადებ ? გთხოვ მალე დადე რა

Mariam
Au ra Dzaan magaria imdenats momewona ro yov naçar saatshi vamowmeb xo ar dado axali tavı Dade male Daan welav nu gadagvrie

ისე მომწონს არავინ დღეს ხუთჯერ მაინც ვნახე ხოარ გაგვახართქო გული დამწყდა რო არ იყო აი ნიკოლას და თათას აბავი ძაან საინტერესოა


ვაიმეე მადლობა დიდი heart_eyes ძალიან მახარებთ heart_eyes ვიცი,ცუდი გოგო ვარ მაგრამ ხვალ დავდებ ახალ თავს heart_eyes შევეცდები მთლიანი თავი იოანეს და ანანოს მივუძღვნა,მათი სიმთვრალეც რომ ვნახოთ smile მაპატიეთ,მაგრამ მართლა ძალიან დატვირთული ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ,თავისუფალ დროს ვწერო heart_eyes ხვალ ახალი თავი მოფრინდება kissing_heart

 


№11  offline წევრი mariam m.k

saintersesod kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent