ცხელი სურნელი (მეექვსე თავი)
კვირის დასასრულს კლუბში შეიკრიბნენ ბიჭები. ყველას რთული გრაფიკი ჰქონდა და ერთად ყოფნა ნამდვილად სჭირდებოდათ ქალებისა და მათი ამბების გარეშე. კოქტეილებს მიირთმევდნენ ,მხოლოდ იოანე არ თმობდა ვისკის. სამსახურის ამბებს ყვებოდნენ, მერე პატარა გერლიანის ამბებს ისმენდნენ ვახოსგან -რაც უფრო იზრდება მით უფრო გიჟი დედა ხდება ნატა .ახლა იძახის პირველი გოგო უნდა გამეჩინაო თითქოს გამოვიწერეთ და ჩამოვიდა .ბიჭები რთულები ხართო წარმოგიდგენია? -კესოს დავუსვამ სახლში ერთი ორი დღით და მერე აღარ იტყვის მაგას. გუშინ მთელი საღამო ტიროდა სახლში რო შევედი და ზლუქუნებდა გული გამისკდა. მერე მითხრა ფილმს ვუყურეო მეთქი ვიღაც მოკვდა გმირია რა მოხდა-თქო და ერთად დარჩნენო სიბერემდე და მაგაზე ვტიროდიო .ვერ გავაჩერე მერე ტიროდა და იძახდა ვერ ვჩერდებიო -კიდევ კარგი მე არ ვიყავი მაგ დროს თორემ გავაფრენდი...ისე ძაან ვღადაობ საოცრებებზე რო წიოკობს - ნიკუშა ახარხარდა წამსვე -შენ საერთოდ მოკეტე რა...მოდის ჯდება და ერთობა ჩემი საცოდაობით -ნატა რომ იყო ფეხმძიმე და ერთად ერთობოდით ხომ კარგი იყო ... -ნატა არ ყოფილა ასეთი მრავალფეროვანი მაგას მხოლოდ საჭმელებზე ჰქონდა გართულება კესო ყველაფერს ერთად შვება ტირის,იცინის, შია, მერე აღარ შია,მერე ღებინება ეწყება შეიძლება უცებ აყირავდეს და გონება დაკარგოს...კოცნა მოუნდეს და მერე გაჩერდეს და მითხრას რომ ქათმის ბარკალი მოუნდა შემწვარი ან მოხარშული -ჯერ ორი თვის არაა და შენ კიდე შვიდი თვე გაუძლებ? -სულ ტყუილად წუწუნებს...გადაუვლის მალე ეგ ყველაფერი და ნუ ხედავ ყველგან პრობლემას რა -იოანე მშვიდად უსმენდა ბოლოს ჩაერთო მხოლოდ -შენთვის მარტივია რა გენაღვლება ერთობი ცოლთან ბავშვი არ გყავთ ვახუნხულასავით, არც ფეხმძიმედაა ... არც ჩემსავით გიწევს ყელზე ჩამოკიდებული გოგონების მოშორება და ვინმე ნორმალურის პოვნა. ერთი კვირაა ვიღაც ბავშვი გადამეკიდა ვეუბნები შვილო არ ვარ პედოფილი სულ გაგიჟდა ეს ახალი თაობა რა -ვაიმეე ნიკუშ ვინ გადაგეკიდა რა ბავშვი სად ნახე -ოოჰ გიგი შენ სასაცილო მოგცე და სულ გავიწყდება ყველაფერი...მე რა ვიცი ჩემ თანამშრომელთან იყო და გავიცანი .ყოველდღე აკითხავს იმის მერე ,ბავშვი რო არ იყოს მაგრა გამისწორდებოდა მარა არ შემიძლია -კარგი გოგოა ? -კარგი ბავშვია ..ზღაპრიდან გადმოვარდნილი პრინცი ვგონივარ არა მისიც მესმის როდესაც ასეთი ზღაპრლი არსება დამინახა გონება დაებინდა .არ მინდა ახლა მაგაზე ლაპარაკი რა პონტია ტო მაჭორავებ აქ... უი მართლა იმ კვირაში კიევში მივფრინავ რამდენიმე დღით სავარაუდოდ. იმედია ბევრი საქმე არ მექნება და გავერთობი ცოტას -კიევი გაკლდა მარტო ისე კი ვერ ერთობი...ვისთან ერთად მიდიხარ -მე და ეკუნა -ეკუნა რომელია ის ქერა გოგო შენი კაბინეტის გვერდით რო აქ ოთახი? -გიგის ქერები არასდროს ავიწყდება ...-ვახომ გაიცინა და ბიჭებიც აყვნენ -რამდენჯერაც მივედი იმდენჯერ შემხვდა და დამამახსოვრდა -ეგ არის მაკუნა ის არის ეკუნა...არ იცნობთ თქვენ.რა მნიშვნელობა აქ იტოკში ერთი კვირა უნდა დაგემშვიდობოთ ძმებო საუბარი განაგრძეს ათას თემას მოედნენ. მერე გიგის კესომ დაურეკა -გისმენ კესარია -სვამ? -ცოტას -აუუ ბევრი არ დალიო რაა...ბიჭები მომიკითხე და უთხარი შემოგვიარონ ამ შაბათ-კვირას -კარგი გადავცემ,მაგრამ დაკავებულები არიან ყველანი -გიგუნაა -მოვიდე? -ხო რაა გოგოები წავიდნენ და მარტო ვარ, ვერაფერს ვაკეთებ საქმეც არ მაქვს -წამოგიღო რამე? -ნწ -დარწმუნებული ხარ? -დავფიქრდები და მერე დგაირეკავ თუ რამე გამახსენდება.გკოცნი ბევრს, იცოდე საჭესთან არ დაჯდე თუ ბევრი დალიე მობილური გადადო და ბიჭებს გახედა. -ცოლი მიხმობს -კაი რა ასე მალე? -მარტო ვარ და მოვიწყინეო ...ისეთი ხმა ჰქონდა რო არ მივიდე გავაფრენ. წავედი და შემომიარეთ დრო რო გაგიჩნდებათ კესარია გეპატიჟებათ -სადაა დრო და აწყობილი ცხოვრება ხვალ უნდა ვიძინო მთელი დღე და ვინმე არ მოვიდეს ღმერთი არ გაუწყრეს-ნიკამ მაშინვე განაცხადა და გიგის ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა- გაკოცეეე სიხარულოო -მე მოვალ თუ არ დამეზარა . დაგირეკავ ხვალ და მითხარი რა მოვუტანო -არ უნდა არაფერი იოანე რა გა**რაკე ? -წადი თუ მიდიხარ და ხვალ გავარკვევთ მაგას გიგი წავიდა მალე ვახოც აწრიალდა, ვერ ისვენებდა და საათს უყურებდა -ვახუნხულას სახლში ეჩქარება -ხო იცით ნატა რა ტიპია არ დამირეკავს მარა არ ეძინება სანამ სახლში არ მივალ -ვიძახი ნატა არის ნომერ პირველი-თქო ..წადი მერე რას ჩამომიჯექი -მარტო დაგტოვოთ ტო? -ვახო წადი რა ცოლ-შვილთან -იოანემ გახედა და ერთი ჭიქა წამში დაცალა -რა გჭირს შენ არ იტყვი? -გეტყვით ... მოგვიანებით ახლა არა.ახლა სახლში წადი ნატას ნუ ალოდინებ -კარგი,როგორც გინდა. ნიკუშა ჯერ ჩუმად უყურებდა მერე თითები აათამაშა მაგიდაზე და ბოლოს ჭიქა გამოგლიჯა ხელიდან -რა ჯანდაბა გემართება მესხი რა დღეში ხარ...ვაფშე არ გავხარ ახალდაქორწინებულს -ჩემში რომანტიკოსის ფესვებს ხედავდი თუ რა ხდება -ნუ მატყუებ რა , ხო გიცნობ და ხო ვხედავ რო რაღაც გაწუხებს.რამე ხდება თქვენთან? ტასიკოს ვკითხავდი მაგრამ არ მინახავს ერთი თვეა -მეც არ მინახავს... -კაი ღადაობ? -პირდაპირ ეთერში ვუყურებ ... შაბათ-კვირასაც არ არის სახლში -ღამე ხომ არის -კი ...ხოდა მეც იმ დროს მივალ სახლში რომ იქნება.დავიტანჯე უკვე მოგტყდა კისერი და მიხვალ იმ გოგოსთან თუ მე მივიდე და ვუთხრა ჩემი ძმაკაცი მალე დაანძ*** და უშველე რამე-თქო -თემას ნუ მიცვლი თან ასე უხეშად რა ... მე ნუ გამიკეთებ ამას. მაგარი გოგოა წავიდე?-უცებ შეცვალა გამომეტყველება და კიდევ გახედა გოგოს -წადი მომშორდი...დამტოვე მარტო -არ იცუღლუტო იცოდე თორე ტასოს ვეტყვი -მასხარა ნუ ხარ რა ...წადი თორე აგახიეს ის გოგო -არ გაგიჟდე ...წავედი - მხარზე ხელი დაჰკრა დამშვიდობების ნიშნად და წავიდა. მალე საერთოდ მიეფარა თვალს. იოანე ჯერ სავსე ჭიქიდან მიირთმევდა სასმელს,მერე ის ჭიქაც დაცალა და ბართან გადაინაცვლა. ბარმენს ორმაგი ვისკი სთხოვა და დახლს დაეყრდნო. მაგიდასთან აღარ დაბრუნებულა იქვე განაგრძო დალევა. გვერდით ქალი იჯდა და ჩუმად ადევნედა თვალს, იოანეს ყურადღება არ მიუქცევია ჭიქას დაჰყურებდა და სვამდა. -მიგატოვეს? თუ იჩხუბეთ -არცერთი -მაშ რატომ ხართ მარტო და თან ასეთი მოწყენილი?-კეკლუცი ღიმილი დასთამაშებდა ქალს. სავსე ტუჩები იასამნისფრად შეეღება და გრძელი თითები ჭიქაზე შემოეხვია. -თქვენ რატომ ხართ ასეთ კარგ განწყობაზე რაიმე აღმოჩენა გააკეთეთ? -დაახლოებით...მთავარია ამ აღმოჩენამ იმედები გაამართლოს- თითები ფეხზე დაადო და ბარძაყზე დაეყრდნო .ახლოს მიიწია და ჭიქა მის ჭიქას შეახო . იოანემ ჯერ ქალის თითებს დახედა მერე ჩაიცინა ,ისე როგორც სჩვევია და სასმელი მშვიდად მოსვა -ძიება არ შეწყვიტოთ ბოლოს ვინმეს იპოვნით ისეთს ვინც განწყობას აგიმაღლებთ - ქალის ხელი მოიშორა ,ჭიქა დაცალა და იქაურობას გაეცალა. მანქანას ნელა მართავდა, არსად ეჩქარებოდა. წვიმდა და ქუჩებიც ცარიელდებოდა. ეზოში ტაისას მანქანა რომ დაინახა მხოლოდ მაშინ აჩქარდა. სწრაფად გადავიდა მანქანიდან ,ისე მიდიოდა თითქოს უნდა მიესწრო მისვლა. სახლში შესვლამდე დასველდა,მაგრამ ვერ გრძნობდა. ჯერ მისაღები შეათვალიერა მერე უცებ აუყვა კიბეს ,საძინებლის კარი შეაღო და მძინარე ცოლი რომ დაინახა მაშინვე გაჩერდა. თავი კარის ჩარჩოს მიაყრდნო,ერთხანს ასე უყურებდა მძინარეს შემდეგ უკან გაბრუნდა. ისევ ჩაიარა კიბე ამჯერად ნელა მიაბიჯებდა სახლში რომელზეც უარი იმიტომ თქვა რომ სიცარიელეს ერიდებოდა ახლა კი ისევ სრულიად ჩუმი , მიძინებული იყო ყველა კუთხე. ბინაში ყოფნისას მარტო იყო და ასეთ სიცარიელეს ვერ განიცდიდა ,იქ ყველაფერი ერთი ადამიანისთვის იყო. დივანზე დაჯდა ,ტელევიზორი ჩართო ,გადაახვია და ტაისას რეპორტაჟს უყურა. სრულიად სხვა ადამიანი უყურებდა ეკრანიდან,სერიოზული საქმიანი და მაინც საერთოდ არ ეტყობოდა დაღლა. მიუხედავად იმისა რომ უკვე ერთ თვეზე მეტი იყო ხედავდა როგორი გრაფიკით უწევდა მუშაობა სახლში შესული ლამის აბაზანაში იძინებდა. რამდენჯერმე დივანზე მიეძინა მაშინ როდესაც ესაუბრებოდა და მერე ისევ მძინარე ცოლის ცქერას დასჯერდა. საძინებელში ისე გადაადგილდებოდა ტაისა რომ არ გაეღვიძებინა, გამოიცვალა და მის გვერდით დაწვა. რამდენიმე წამში იცვალა გვერდი ტაისამ და თვალები ოდნავ გაახილა -სად იყავი? -ძილისგან შეცვლილი ჰქონდა ხმა, წამოიწია და თვალები მოფშვნიტა - მოგწერე, არ გინახავს? -ბიჭებთან ერთად ვიყავი ... არ მეგონა ასე ადრე თუ დაბრუნდებოდი -ადრე არა,დროულად მოვედი უბრალოდ შენ დაიგვიანე. რა ხდებოდა ბიჭებთან ? ვისთან იყავი -კლუბში ვიყავით...უბრალოდ შევიკრიბეთ -ხვალ სახლში ვიქნები ,შენ?- ისევ დახუჭა თვალები და თავი მკერდზე დაადო- შენ იქნები სახლში? -ვიქნები - შუბლზე აკოცა და თითებზე მოეფერა -დაიძინე -ნწ არ დავიძინებ -გძინავს ტაისა უკვე -შხაპი მიიღე? რაღაც სხვა სუნი გაქვს სასმელის ,სიგარეტის და ათასი სუნამოს ერთად , არ მომწონს -კიდევ რა არ მოგწონს ტაისა? -მალე გავიაზრებ რომ სხვისი სუნი გაქვს და ხომ შეიძლება დროულად მოშორდე ჩვენს საწოლს- ისევ დაჯდა და ზემოდან დააცქერდა -ახლავე- ხელი მოხვია მხარზე გაიდო და სააბაზანოსკენ წავიდა- მე ძაან მეზარება და მოიშორე ის რაც გაწუხებს -რას აკეთებ გაგიჟდი? ეგღა მაკლია ახლა დავდგე და შენ გაგხეხო ... უარყავი მაინც -პასუხის გაცემას არ ვაპირებ,ხომ გგონია რომ ვიღაცის სურნელი ამდის იმაზე რატომ არ ფიქრობ რომ შენი არ არის და სხვისია -რას ნიშნავს სხვისია...ვინმესთან იყავი? - როგორც კი დადგა მაშინვე დუშს დაავლო ხელი და ცივი წყალი შეასხა- მიპასუხე ! -ნეტავ ოდესმე თუ გამიცნობ- ხელიდან გამოსტაცა დუში და ტუჩებზე დააცხრა - ახლა მცივა და ჩემი გათბობაც მოგიწევს -იოანეე იცოდე - როგორც კი ამოისუნთქა მაშინვე ლაპარაკი დაიწყო მერე თვალები აატრიალა და თვითონ მოაშორა მაისური- შენ მხოლოდ ჩემი სურნელი გიხდება ! დილით გაღვიძებულს საწოლში არ დახვდა ტაისა. ხელი მის ბალიშზე ედო მაგრამ საწოლი ცარიელი იყო. ბალიშში ჩამალა სახე და მერე შორს მოიფრიალა. აღარ ახსოვდა ტაისა რომ სახლში იქნებოდა ,ბალიში პირდაპირ კარში მდგომს მოხვდა -რა ხასიათზე გაიღვიძე რა ხდება -სახლში ხარ? -ხომ გითხარი წუხელ...დღეს ვისვენებ. მოვემზადები და ხვალ სტამბოლში მივფრინავ -ოპერატორი რომ გავხდე რამდენი წელი დამჭირდება მინიმუმ. ყველაზე დიდ დროს ისინი ატარებენ შენთან -მე ჩემი ოპერატორი მყავს ...შაკო -შაკო გამაცანი მერე და გამიგე რამდენი ხანი დამჭირდება -მაპატიე საყავრელი ცოლი გვერდით რომ არ გყავს ,პროფესია მაქვს ასეთი -ხოდა ვიპოვნე მშვენიერი გზა -სამსახურეობრივი რომანები იკრძალება ჩვენთან და მხოლოდ ცქერა თუ გაკმაყოფილებს მიყურე პირდაპირ ეთერში -მაგრად გკიდია მე რა მდგომარეობაშ ვარ ხო? თუმცა შენ ხომ იცი რას ნიშნავს საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა, უარესია როცა მისი გემო იცი მასთან ყოფნის სიამოვნება განცდილი გაქვს და ახლა ლომკა გაქ -არ ვიცი ,მე მხოლოდ დასვენების დროს უსაქმურობისგან ვხდები ცუდად მგონია რომ სულ ტყუილად ვსუნთქავ და ვარსებობ -სანამ ცოცხალი ვარ ტყუილად არ სუნთქავ ,მაგრამ ჩემთან ახლოს თუ იქნები უკეთესი იქნება -განგებ რომ არ ვაკეთებ ხომ იცი -ვიცი და არაა ახსნა საჭირო ...უბრალოდ აღარ შემიძლია ასე .არაფერი გამოვა ასე -რა გავაკეთო იოანე ,რას ითხოვ მეტს ჩემგან -მეტს? მე შენგან მხოლოდ გადაღლილობისგან განსატვირთი სექ*ი არ მჭირდება და ეს კარგად იცი შენ -არ ვიცი , მე მხოლოდ ეს მჭირდება .სხვა რა გინდა რომ გავაკეთოთ ჩაგეხუტო და შენთან ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებულმა ვისეირნო? ფილმებს ვუყუროთ, ნათესავებთან ვიაროთ შეკრებებზე და როგორც ყველა ახალდაქორწინებული გავხდეთ სანათესაოს ყურადღების ცენტრში? რა გავაკეთოთ, რა გჭირდება კიდევ .არ ვიცი ახლა რას აკეთებენ თავის გასართობათ ახალ დაქორწინებულები ისეთს რაც ზემოსაწყენი და ზესაყვარლობა არ იქნება -მგონია რომ გავიწყდება ვის ელაპარაკები , თუმცა არა შენ არც კი იცი მე ვინ ვარ და როგორი ვარ ,არც ის რა მინდა -როგორ არ ვიცი,შენ მხოლოდ ის გაგაგიჟებს რომ გიღალატო. მე კი არ გიღალატებ იმიტომ რომ გიგის ბედნიერი ოჯახი აქვს და თავის კესარიას არასდროს გაცვლის ჩემში ... - გარდერობის ოთახში იდგა და იცვლიდა, ირონიულად გაუღიმა ქმარს და ზურგი აქცია. იოანეს სისხლი აუდუღდა, გონება დაებინდა ისე გადალახა მანძილი და ჩაავლო ხელი ვერ აზროვნებდა -რამდენჯერ უნდა მითხრა კიდე ეგ სიტყვები...რამდენჯერ უნდა გამახსენო .ერთხელ მივქარე და იყენებ ხომ? რა გგონია რომ ამით გააბათილე ჩვენი ცოდვები ერთმანეთთან რაც მიგვიქარია? შენი ცოდვები დაივიწყე ხომ? შენ კარგი გოგო ხარ და ახლა მე ვარ დამნაშავე იმიტომ რომ ჭკუა მეკარგება აღარც კი ვიცი რა დედის ტყვ*** ვლაპარაკობ . რამდენიმე თვის წინ გიგის რომ ენიშნებინა რას გააკეთებდი მითხარი..მე გეტყვი გინდა? ვაფშე დაიკიდებდი ყველაფერს და საყვარელი კი არა მისი ნაშა გახდებოდი ისეთი გათიშული მთვრალი რო გაჟ*** .. გინდა გენდობოდე, მჯეროდეს და ყველა შენს სურვილს მივყვებოდე. ნდობა უნდა დაიმსახურო ასე უბრალოდ ვერ დავიჯერებ რომ უცებ ჩემი ერთგული გახდი ,კაცის რომელიც არავინაა შენთვის. ვინ ვარ შენთვის უბრალოდ სექს* გვაქ სიამოვნებას იღებ , როდესაც გინდა. მკლავებს როცა ჩახუტება გჭირდება და კმაყოფილებას იმის გააზრებისას რომ ვიღაც შენზე აბოდებს . ეგოისტი ხდები და გაგიჟებს ის ფაქტი რომ შეიძლება ერთ დღეს ყელში ამომივიდეს კედელთან კარადებს შორის ჰყავდა მიმწყვდეული.ღრიალებდა , კედელს მუშტებს უშენდა და მერე უცებ მოდუნდა აკანკალებული თითები სახეზე შეახო და თავი ააწევინა -შემომხედე და მითხარი ოდესმე ერთი წამით მაინც წარმოგიდგენია ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდი? -დავფიქრებულვარ ,მაგრამ ვერ წარმოვიდგინე. მგონი შემეშინდა, რომ შენ ჩემზე მეტად გტკიოდა და მე არ მინდა ამის გააზრება. არ ვიცი ჩემთვის ვინ ხარ ,მაგრამ გიგის კონკურენტი არ ხარ .შენ ჩემი ქმარი ხარ ,კაცი ვისთანაც ვცხოვრობ და ყოველი დღე მაკავშირებს ვის გვერდითაც ვიღვიძებ და ვისთანაც ვიყოფ სარეცელს . გიგის და მე არაფერი გვაკავშირებს ,ოდესმე ხომ უნდა გაიაზრო . შენ უნდა მიხვდე ვინ ხარ ჩემს ცხოვრებაში იოანე, შენ და არა მე -თვალს არ აშორებდა ,არც წინააღმდეგობას უწევდა -მე უნდა მივხვდე, მე უნდა მივხვდე ხო რა თქმა უნდა მე უნდა მივხვდე - მოშორდა თავზე შემოიწყო ხელები და ისე იხევდა უკან - მე უნდა მივხვდე -იოანე მოიცადე -შეგიძლია მშვიდად დაჯდე სახლში და დატკბე სიმყუდროვით. იმ სიჩუმით მე რომ ყოველ დღე ვუსმენ და მერე მითხარი რას უნდა მივხვდე .იქნებ მე ვერ გავიგე -იოანე მოიცადე-მეთქი - უცებ მივიდა და კართან მისული გააჩერა. ხელებზე მოხვია თითები და ხელებზე გადაყვლეფილ კანს დახედა-სისხლი გდის არანორმალურო ,როგორ შეგიძლია ასე დაკარგო კონტროლი რას ჩადიხარ საერთოდ . გინდა გავგიჟდე ხომ? გინდა შევიშალო. მოდი ყველაფერი დავამსხვრიოთ... რომ ყვირი მშვიდდები? მეც მაინტერესებს -უცებ დაუყვირა და იატაკზე დაგდებული ბალიში მოუქნია- ძალიან მაინტერესებს რას განიცდი ავადმყოფო, არანორმალურო დილით საწოლში ვერ დამინახა და ჭკუიდან გადავიდა. შენსავით რომ მიყვარდეს კესარიას კი არა ღმერთი რომ ჩამოსულიყო იმას არ დავუთმობდი .ახლა იმაზე მოგეშალა ნერვები რომ ჩაგეძინა და დილას გაღვიძება ვერ დამასწარი, ასე რატომ მიყურებ გგონია არ ვიცი დილის ხუთზე რომ იღვიძებ. მიყურებ და ელოდები როდის გავიღვიძებ? მერე იმიტომ რომ ეს არ მაჩვენო თვალებს ხუჭავ ...დანაშაულია ზედმეტი სიყვარულის გამოვლინება ჩემნაირ ქალთან, რა იცი როდის გამოვიყენო. იმას ვერ ხვდები რომ მე ყველა ინფორმაციას ვიღებ,ყველაფერს ვამჩნევ და ყველაფერი ვიცი .იცი როგორ ვხვდები? შენი გული გყიდის , ხო ხო გული გყიდის მისი ხმა მესმის ისე ჩქარდება ,სისხლი ისე სწრაფად მოძრაობს შენს ძარღვებში ამ დროს მგონია რომ შეგეხო დამწვავ. შენ რომ იცოდე რა დიდი ბედნიერებაა ამის გააზრება და მერე როგორ მტკივა გული ყოველ დილას შენს დახუჭულ თვალებს რომ ვხედავ იმის ნაცვლად რომ მაკოცო წასვლის წინ... რამდენჯერ მინდოდა ამეღო ბალიში და დამეგუდე იმისთვის რომ ასე იდიოტივით იქცეოდი ნეტავ იცოდე- კიოდა და ხელებს უშენდა- ვგგიჟდები რომ ვფიქრობ შენს ქცევაზე, მაგიჟებს ის ფაქტი რომ ამდენად შეიძლება ვუყვარდე კაცს და მერე მიზეზი ჰქონდეს რომ ასე მომექცეს. ყოველ დილას მინდა მივიდე გიგისთან წამოვაგდო იმ თბილი საწოლიდან და კესარიას თვალწინ მოვკლა საერთოდ რომ არსებობს და ასე რომ ამირია ცხოვრება...იმისთვის რომ ამოვიჩემე და იმისთვის რომ შენს სიყვარულს ბოლომდე ვერ ვიღებ . მისი მოკვლა მინდა გესმის? მინდა გავაქრო მინდა ისიც ისე იტანჯებოდეს როგორც მე ... ძალიან ცუდი ვარ ხომ? გაუმაძრღარი ამდენს აკეთებ და მაინც უკმაყოფილო ვარ ...დიახ ეგოისტიც ვარ, გაუმაძღარიც და დაუკმაყოფილებელიც არ მყოფნის ის რასაც მაძლევ მთლიანად მინდა ჩემ ხელში იყო ... ღმერთო იმდენად სასიამოვნოა, როდესაც ვიაზრებ ყველაფერს რაც შენს გულში და ტვინში ხდება, როდესაც მიახლოვდები,მიყურებ, მისმენ ,მელაპარაკები .აი ამას შენ ვერასდროს გაიგებ . მე რომც შემიყვარდე ისე ვერ შევიყვარებ როგორც შენ გიყვარვარ ეს სიყვარულიი არ არის ...არ არის. ისიც თუ სიყვარულია რასაც მე გიგისთან განვიცდიდი მაშინ ეს რაღაც მეტია ბევრად მეტი ეს სიგიჟეა სიყვარულია ტკივილამდე .ჯანდაბა იოანე მე შენზე ვგიჟდები ყოველდღე ვფიქრობ რა გავაკეთე ასეთი შენი თავი რომ მაჩუქა ღმერთმა და აზრზე არ ვარ .ეტყობა შენ მიქარე რაღაც და ამით დაგსაჯა ხოდა ახლა შეწყვიტე ეს სისულელეები და მაკოცე...მაკოცე ისე როგორც იცი მაშინ როდესაც სუნთქვა გეკვრის სურვილისგან - ბუმბულების ცვენაში იდგნენ ტაისა მკლავში წვდა ისევ და სხეულზე აეკრა. ხელები მოხვია , სახე ახლოს მიუტანა და აიძულა თვალებში ეყურებინა- მაკოცე ,იცოდე არ გაპატიებ ახლა რომ რამე საშინელება მითხრა -ღმერთმა იცოდა რომ შენ უნდა ყოფილიყავი ჩემი ქალი ,შენ და არავინ სხვა ! - სისხლიანი თითები შემოხვია და ტუჩებზე დააცხრა ვნების ზღვა ატყდებოდა თავს ტაისას ის კი მშვიდად ნებივრობდა აზვირთებულ ტალღებში. თვალის გახელისას ჭაობში იძირებოდა და სიმწვანეში ჩაფლული უსულო სითხეს სიცოცხლეს აძლევდა ,აფერადებდა მწვანეებს თაფლისფერი სხივებით... იმ ღამით ტაისას იოანეს მკერდზე ედო თავი, მის გულისცემას უსმენდა ჩაძინებამდე. მეორე დილით ისევ დაასწრო იოანემ გაღვიძება ,მაგრამ მხოლოდ ცქერით არ დაკმაყოფილდა. თითებზე აკოცა ,იმ თითებზე წამის წინ მის მკლავს რომ ეხვეოდნენ ,ხელისგულზე თბილ ტალღებს რომ უგზავნიდა. ტაისას გაღვიძებისას თვალებში უყურებდა და მისი ღვთაებრივი ღიმილით ტკბებოდა. ტაისას სამსახური უხმობდა, გაუშვა ,მაგრამ ამჯერად სრულიად სხვა განცდა ჰქონდა. ძილი განაგრძო, შემდეგ მოწესრიგდა. ბიჭებმა დაურეკეს და პირდაპირ გიგისთან წავიდა. გზად კესოსთვის ტკბილეული იყიდა და ქალიც გაახარა. ნიკუშაც იქ იყო , ნათლული ჰყავა თან წამოყვანილი და განაცხადა რომ ვახუნხულასა და ნატას ბედნიერი შაბათ-კვირა აჩუქა . ბავშვი თავიდან კი კარგად იქცეოდა,მაგრამ მერე ისეთი ტირილი დაიწყო რომ კესარია აშკარად ცუდად გახდა. ისედაც მთელი დღე წუწუნით დადიოდა,იმ დღეს აშკარად წუწუნის დღე ჰქონდა. ბავშვი ნათლიებმა წაიყვანეს , იოანესთან იყვნენ . ტაისამ რომ დაურეკა იმ დროს ცდილობდნენ ბავშვის დაძინებას -რა ხდება მანდ? -არაფერი ვახომ და ნატამ ბავშვი დაგვიტოვეს ... შენთან რა ხდება. დღეს ვერც მივედი ტელევიზორამდე -ამაღამ გამოვფრინდები და ხვალ მანდ ვიქნები. რატო ტირის? აჭამეთ? რამე ხო არ ტკივა იქნებ კიდე კბილი ამოსდის -არა ,არაფერი მაგდაგვარი. ძილის დრო აქვს და არ იძინებს დედიკო უნდა მგონი .გვიშველე რძალოოო -თავი ხელში აიყვანე ნიკოლოზ ,ჩაეხუტე და მოეფერე დამშვიდდეს თორე ეგრე როგორ დაიძინებს -ტაისა -იოანე გააკეთე რამე ცოდოა ნახე როგორ ტირის ახლა მეც ვიტირებ იცოდე და გაყურებინებ -ეს მუქარის ახალი სახეობაა?- ნიკუშამ ჩაილაპარაკა და თვალებამღვრეულ ბავშვს შეხედა-აღარ იტირო რა ნათლი გთხოოვ -ტაისა იმღერე ,როგორც მაშინ და დავაძინებთ -აიყვანე საძინებელში და ვიმღერებ -ის მღერის? -ნიკუშ ბავშვი მომიყვანე და ეგ ლეპტოპი წამოიღე - უცებ აიყვანა ბავშვი,თავზე აკოცა და მოეფერა. მიდიოდა და ელაპარაკებოდა ისიც ნელ ნელა ჩუმდებოდა, სიარული მოეწონა მერე საძინებელში რომ შევიდნენ ტაისამ სიმღერა დაიწყო ნიკუშა ლეპტოპით ჩაეშვა სავარძელში და უყურებდა. ისე იყო დაღლილი ლამის თვითონაც მიიძინა. ბავშვი რომ დააწვინა იოანემ თვალებდახუჭულ ნიკუშას თავშ წამოარტყა- მიგეძინა ბიჭო? -აუუ რა ბოროტი ხარ...მეძინა ჩემთვის... ტასიიკო მეც მიმღერებ? -ყოველი ძილის წინ ? -ჩავიწერ შენ სიმღერას რა საკაიფოდ წამიყვანა ძილში იცი? ვიღაც ნაშაც კი გამეჩითა -ავადმყოფი თუ არ ხარ ახლა იავნანას მერე ნაშა როგორ გაგეჩითა -შენ რაც ცოლი შეირთე იმის მერე წმინდანი გახდი თუ რა ხდება ... ჯადოს აკეთებთ ქალები ხო? მითხარით თავი რო დავიცვა -მე მხოლოდ ჯადოს გაკეთება მასწავლეს ახსნა და თავდაცვა არ ვიცი...ვინმე სხვას მიმართე -ისინი უკვე გამოცდილი მისნები არიან შენ ახალი ხარ -არ შეცდე ჩემო ნიკოლოზ დამიჯერე იოანეს რო ვუყვარვარ ისე გამორიცხულია...წავედი მე დრო აღარ მაქვს. გკოცნით შენ შუბლზე ქმარს იცის სადაც - თვალი ჩაუკრა იოანეს და მერე გათიშა -სად გკოცნის შე ჩემა -არა ბავშვს რო იტოვები რაზე ფიქრობდი? -ქორწინების წლისთავი აქვთ შე ჩემა და ვიფიქრე მარტო იქნებოდნენ. ექსპრომტად ავართვი ბავში და გამოვიქეციმერე მეთქი კესარია მიხედავს-თქო რას ვიფიქრებდი დღეს თუ უხასიათობის დღე ჰქონდა.იტოკში ძაან დავიღალე...მიმაწვინე სადმე და ვიძინებ ეგრევე ბალიშიც არ მინდა ლიჟბი რბილი იყოს -წამოდი წამოდი საძინებელში დაწექი...მე შენ ბავში მგონიხარ და ერთ ბიჭს ვერ მიხედე -არაა ჩემი ჭკუის,ჯერ ცოტა უნდა გაიზარდოს ხუთის რო იქნება აი მერე უკვე ვსიო ორივე ერთ ხმაში იცინოდნენ. თან ჩუმად ბავში რო არ გაეღვიძებინათ. ნიკუშა საძინებელში დატოვა თავად თავის ოთახში დაბრუნდა. ბავშვი თავისთან ჰყავდა , გვერდით მიუწვა და დაიძინა. დილით ბავშვს მშვიდად ეძინა, ნიკუშა ხო საერთოდ არ გაიღვიძებდა თუ არ შეუვარდებოდა ვინმე. იოანემაც გადაწყვიტა ძილის შებრუნება,მაგრამ ბურანიდან ტნაბიჯების ხმამ გამოიყვანა ვიღაც მიიპარებოდა,მერე ნაცნობი სურნელი გავრცელდა ირგვლივ,ბოლოს ლოყაზე ტუჩები მიეწება და ინსტიქტურად გაეღიმა -დილამშვიდობისა -ასე ადრე დაბრუნდი? -ნწ სიზმარში ვარ - უცინოდა და ბავშვს უყურებდა- ვგიჟდები ამ ბავშვზე, მშობლებივით ჭკვიანი და საყვარელია -მალე გადიხარ? -რამდენიმე საათში, გამოვიცვლი გამოვიძინებ და გავალ ...მიმიღებთ? -მოდი -ასე ვერა..გამოვიცვლი და მოვალ - უცებ წავიდა და მალევე დაბრუნდა. ბავშვსა და იოანეს შორის დაწვა. ბიჭუნას აწითლებულ ლოყაზე აკოცა ,იოანე ზურგიდან ჩაეხუტა და მალევე ჩაეძინა. მართალია იოანე ეცადა ილიას შეჩერებას ,მაგრამ არ გმოუვიდა. სულ რაღაც ერთ საათში ბიჭმა გაიღვიძა და წამოჯდომისთანავე მძინარე ტაისას დაესხა თავს. კისკისებდა და ხელებს სახეზე უსვამდა მისთვის მოფერება იყო ,მაგრამ არც ისე ძალიან ჰგავდა ეს მოძრაობები ფერებას. იოანემ რომ აიყვანა მაშინვე აფართხალდა და კივილი დაიწყო -ჩშშ არ გააღვიძო ,წავიდეთ მე და შენ ნიკუშა ნათლია გავაღვიძოთ -არ წაიყვანო ...მოიყვანე აქ გავიღვიძე მე უკვე -დაიძინე ისევ -იოანე მომიყვანე ბავშვი - ხელები გაშალა და მესხიც დაბრუნდა საწოლში- რა მაგარი ვინმე ხარ შენ იცი? ასე თუ იხტუნებ ტაისა ბიცოლა ვეღარ დაგიჭერს იცოდე - ბავშვი ისე დახტოდა ანასტასია სიცილს ვერ იკავებდა -როცა გინდა კი გაქვს ენერგია -ნათლია ეჭვიანობს მგონი, რა ქნას შენსავით საყვარელი არ არის .შენ რომ დაგინახე იმ წამსვე შემიყვარდი იცი? - ლოყებზე ჩქმეტდდა ბიჭს და მერე კოცნიდა- ნეტა დედაშენი როგორ არ გჭამს ,ტკბილოო -აქამდე უბრალოდ კოცნიდი და ახლა რამ გაგაგიჟა -არ მიყვარს ათასი კაცი რომ ესევა ბავშვს და შენც ემატები. ამ დროს კი არ მოსწონს კოცნა აწუხებს და ხასიათი უფუჭდება...ნახე თმები როგორააქ დახვეული .გცხელოდა ხო? მეც მცხელა ხოლმე იოანე ისეთი ცხელია მწვავს -რას ელაპარაკები ბავშვს -ასე არ არის? ღუმელივით ხარ. 25 წელია ასე თბილად არ მიძინია ჩახუტებაც არ გინდა ისე მათბობ აქამდე კიდე სულ ვიყინებოდი -არ მითხრა თბილი პიჟამათი ვიძინებო -ზამთარში კი სხვათაშორის, ახლაც დავიძინებ თუ არ დამცხა -ისეთს არაფერს ჩაგაცმევ ბავშვი რომ მეგონო ისედაც უფროსი ვარ -6 წელი პედოფილად არ გაქცევს, დამშვიდდი- ბავშვის მერე ქმარსაც აკოცა ლოყაზე და საბნის ქვეშ შემძვრალ ბიჭს გაუცინა- ჭიტააა ... დავემალოთ ნათლიას ?- საბანი თავზე გადაიფარა და ბავშვთან ერთად იცინოდა. მერე უცებ მოიშორა და ბავშვთან ერთად დაიძახა - ჭიტაააა -როგორ ერთობა ანასტასია ანჯაფარიძე მეუღლესთან ერთად, ნუთუ ამ სერიოზული ქალის მიღმა ერთი უბრალო ანცი გოგო იმალება- ნიკუშას ხმა რომ გაისმა ორივემ კარისკენ გაიხედა. ბატონი მობილურით იდგა და ხელს უქნევდა წყვილს-ჭიტააააა მესხებსა და გერლიანის ვაჟკაცს -დაიმალეთ თორემ აშკარად გაყურებინებთ როგორ მოვკლავ მოუსვენარ პაპარაცს- მკერდზე საბანი ააკრა ცოლს და საწოლიდან წამოდგა -არ წავშლიი აუუ იოანეეე არ გაფსიხდე ახლააა...არ გინდააა რა ვქენი ასეთი ერთხელ ცოლ-ქმარი მესხებიც ხო უნდა დავაფიქსირო ჩემი კამერით . ტასიკოოო უთხარი რამეეე მეჯვარეს გიკლავენ გოგოოოო - უცებ დატრიალდა და ოთახში შევარდა. ბავშვი იცინოდა და ტაისას ეკვროდა მკერდზე. ხელიც კი ჩაუცურა პენუარის ჭრილში, საბანი ბავშვს ეფარებოდა ტაისას კი არა. ნიკუშამ საბანი რომ ასწია და საწოლში შევარდა ანასტასიამ უკან დაიხია -როგორ მომენატრაა ...მოდი აქ მოდი უნდა გადაგამტვრიო ძვლებში -ველურიი ნუუ სუფთა ფსიხი ... რა უბედურებაა როგორ შეიძლება ამხელა აგრესიის გამოვლენა რძალო მიშველე -ღმერთო მგონი სიზმარში ვარ,ასეთი ჯერ არაფერი მინახავს.რა არ გამიშუქებია რა არ მინახავს ,მაგრამ ამხელა კაცი ასე აფრენდეს? -ნიკოლოზ დროზე გადმოეთრიე მაქედან თორემ -ისე მშვენიერი საწოლია...აქ ერთ ორ ბავშვსაც კი გააკეთებდა კაცი. თან აშკარად უყვარს ტასიკოსაც ბავშვები .როგორი რბილი ლეიბია სად იყიდე ეს საწოლი შე ჩემა ...მეც მინდა ასეთი -არ ვიცი მე რა გინდა, და რა გაკეთდება ამ საწოლზე არც თვალებამნთებული ქმარი მომწონს და არც საწოლში ქმრის ძმაკაცი და თუ შეიძლება დატოვეთ ტერიტორია -ჰმ, როგორ გამიჭედა რა აი ხო ვამბობ ნატაზე კარგი რძალი მე არ მეყოლება არასდროს. მე ვაფშე მივდივარ, გაგებუტეთ ხმა არ გამცეთ. ხვალ დილით წაიყვანენ ბავშვს,მანამდე თქვენ გიტოვებთ .გაკოცებდი ,მაგრამ ისე მიყურებ აშკარად მომკლავ ნიკუშა ნამდვილად წავიდა, იოანემაც ვერ შეაჩერა ისე მოკურცხლა. ბავშვი ტაისას ჰყავა მუხლებზე დასმული და კარისკენ იყურებოდა -რა იყო ეს? იმედია იმ ვიდეოს არ ატვირთავს -ნუ ღელავ... -წამის წინ საწოლში შემომივარდა ნახევრად შიშველი კაცი და ნუ ვღელავ? ეს ჩვეულებრივი მომენტია და მე არ ვიცი? -ნატას სთხოვე და ერთ დღეს მოგიყვება რამდენჯერ შევარდნილან მათ საძინებელში ამ 7 წლის განმავლობაშ -შენც? არ მითხრა რომ მსგავსი არანორმალური ქცევა განგიხორციელებია თორემ გეყრები დღესვე -სერიოზულად ხომ არ იღებ ამ ყველაფერს? -შენ რა გიგის გარდა მართლა არავისზე იეჭვიანებ? თითქმის შიშველი ვარ იცი? -ვიცი რომ ეს არაა ნორმალური ქცევა,მაგრამ ნიკუშა ნამდვილად არ უყურებდა შენს მკერდს და არ იცის რა ფერის პენუარი გაცვია -შევარდნაზე რომ თქვი ანუ მარტო ნიკუშა არ იყო...გიგიც უვარდებოდა ახალდაქორწინებულ წყვილს საძინებელში? -საერთოდაც გიგის წამოწყებული ამბავია. ბავშვს ჭამის დროს აქვს...ქვევით ჩავიყვან,როგორც სჩანს დღეს სახლში დარჩენა მომიხდება - ბიჭი აიყვანა და ოთახიდან გავიდა. ტაისაც მოწესრიგდა,ერთ საათში ქვემოთ იყო და უყურებდა იოანე როგორ ეთამაშებოდა ბავშვს. ხალიჩა ბალიშებით ჰქონდა შემოღობილი . შუაში ისხდნენ,ილია დახოხავდა ხან დარბოდა და სხვადასხვა ხმებს გამოსცემდა. -დავიღალე ... ცოტა ხნით რომ გაჩერდე არა? კაი მაშინ მე დავწვები შენ ირბინე ოღონდ იქეთ არ გადახვიდე ცივია იატაკი გესმის? ხო გესმის...ნეტა ლაპარაკს როდის დაიწყებ -დინჯი ბიჭია და არ ლაპარაკობს ... -მიდიხარ? -ხო...შენ უნდა გყავდეს მთელი დღე? -ასე გამოდის...საქმეებს რო დაიძინებს მერე მივხედავ. ან მულწიკს ჩავურთავ დაჯდება და უყურებს, -მე წავალ და შევეცდები მალე დავბრუნდე - ბავშვს აკოცა მერე ქმარსაც დაემშვიდობა და წავიდა. გათავისუფლება ვერ მოახერხა ,საქმე გამოუჩნდა ამიტომ ილია და იოანე მარტოები იყვნენ მთელი დღე. ნათლია ისე დაიქანცა ბოლოს თვალს ადევნებდა ბავშვს, მთელი სახლი ყირაზე იყო და სრულიად ქაოსი სუფევდა. ტაისა რომ დაბრუნდა იოანე სავარძელში იყო ჩასვენებული ბავშვი კი დარბოდა არა მხოლოდ ხალიჩაზე არამედ მთელს მისაღებ ოთახში -ნუთუ იოანე მესხი ვინმემ დაამარცხა -მითხარი რომ დააძინებ თორემ გეფიცები გავაფრენ -დამშვიდდი მე მივხედავ...გამოვიცვლი და ჩამოვალ .გაუძელი -ნუ დამცინი თორემ მოვიკრებ ძალებს იცოდე -მშვიდად იყავი არავის ვეტყვი ამ პატარა ბავშვმა რომ გამოგაცალა ძალა -არავის ეტყვი რა თქმა უნდა , აბა შენ ვერ მღლი -მაგაზე რომ ჩამოვალ მერე ვისაუბროთ- თვალი ჩაუკრა და წავიდა. კიდევ ერთი საათი იყო დაძინებამდე ამიტომ დრო უნდა გაეყვანათ. ისე იყო ახალი გარემოთი აჟიტირებული რომ ყველაფრის ნახვა უნდოდა, ტაისაც მშიდად დაასეირნებდა . თან ალაგებდა ყველაფერს იმიტომ რომ მობეზრებული ჰქონდა უკვე ის ოთახი ბატონს. იცინოდა და თვითონაც ერთობოდა ბავშვთან ერთად.იოანე იჯდა და შორიდან უყურებდა ,ერთი სიტყვაც არ უთქვამს არც უცდია ჩარევა. კარზე რომ დააკაკუნეს ტაისამ გააღო და მალე მოეხვია კიდეც კესარია -როგორ ხართ? ნიკუშამ ახლახანს გვითხრა რო თქვენთან დატოვა ბავშვი და გადავწყვიტე დაგეხმარო...დარწმუნებული ვარ ბავშვისთვის ძალა აღარ გექნება. მთელი დღეა შენს ჩართვებს ვუყურებ -შემოდით...კარგად ვართ და ბავშვისთვის ენერგია არაა საჭირო მხოლოდ განწყობა. დაღლილობა მომიხსნა პირიქით -მართლა? ეგ როგორ? ბავშვები ილიას ასაკში ძალიან ცელქები არიან ზოგჯერ განსაკუთრებით ჰიპერაქტიულები ხდებიან ...ეტყობა კიდეც თქვენს სახლს -ყველაფრის დალაგებაა შესაძლებელი,მთავარია ბავშვმა არაფერი დაიშაოს. შენ როგორ ხარ? როგორ მიდის ფეხმძიმობა -კარგად, თუმცა გიგი მაბრაზებს მგონი ძალიან დაიღალა . ბავშვის მუცლით ტარება რომ უწევდეთ კაცებს ალბათ არასდროს გააჩენდნენ -კესარია იქნებ დამშვიდდე? ხომ თქვი წავიდეთო წამოვედი, მთელი დღეა შენს განწყობაზე ვარ დამოკიდებული და იქნებ კიდევ არ იწუწუნო? -მიყვირი? - ისე უცებ შეიცხადა და აუცრემლიანდა თვალები .გიგი ადგილზე გახევდა ვეღარც იოანეს მიესალმა -შენ მე მიყვირე ... ყელში ამოგივიდა უკვე, დაიღალე ხომ? აღიარე მაინც და სულ აღარ გეტყვი არაფერს -ღმერთო მითხარი როგორ გავუძლო, მინიშნება მაინც მომეცი თორემ შევიშლები -ხოო აშკარად ორივეს ნერვოზი გაქვთ...მე და ბავშვი გაგეცლებით . უარყოფითი აურა მოქმედებს პატარებზე ,იოანეე ხომ მიხედავ მეგობრებს? მე და ილიკო დავიძინებთ -გაიცინა და ბავშვთან ერთად გაეცალა იქაურობას. საძინებელში იყო მანამ სანამ ილიკომ არ დაიძინა . მერე საბანი დააფარა პატარა კოკროჭინას ,შუქი ჩააქრო და ოთახი დატოვა. მისაღებიდან ისევ კესოს წუწუნის ხმა ისმოდა. სამზარეულოში შევიდა და ტკბილეული დააწყო სინზე, ნატურალური წვენიც და ისე დაბრუნდა მისაღებში -როგორ უნდა მეპატიებინა საღამოს ვუთხარი თეთრი ყურძენი მინდა-თქო . არ წავიდა და არ მიყიდა -შესწორებას გავაკეთებ საღამოს კი არა დილის 4 საათზე მითხარი თანაც ისე რო მეძინა და სიზმარი მეგონა -თავს იმართლებს ხედავ ? -ხო აშკარად თავს იმართლებს აბა დილის 4 საათზე სიზმარი როგორ ეგონება მაგ დროს ხო ფხიზლად გვაქ გონება -შენც ამას იცავ ხომ? ყველა კაცი ერთნაირი ხართ -მეც მოვედიი...აბა რაო რა ხდება ? რატომ ჰგავს ვითომ ჩემი ქმარი ყველა სხვა კაცს? - მაგიდაზე დააწყო ყველაფერი და კესარიას დახედა ძალიან სერიოზული გამომეტყველებით -იმიტომ რომ გიგის ამართლებს... ისიც არ წავა დილის 4 საათზე ყურძNის მოსატანად იცოდე და მოემზადე წინასწარ-ლაპარაკობდა მაგრამ ლანგარზე დადებულ ვაშლს ისე უყურებდა თითქოს პირველად ხედავდა- წითელიი ვაშლიიიი როგორ მიყვარს...ახლა შევწუხდები. დანა მინდა სასწრაფოდ -ვაიმე ახლა მე შევწუხდები გეფიცები- ტაისამ რომ შეხედა მის რეაქციას ეს გოგო ისეთი საყვარელი მოეჩვენა სულ აღარ ახსოვდა არაფერი ისე დაიხარა და აკოცა- ახლავე მოგიტან ...თუმცა გიგი წასულა უკვე -მომააქ -სულ ტყუილად გგონია რომ ასე შემომირიგებ..გაგებუტე - ტუჩები დაბრიცა და დანის გამოსართმევად გაუწოდა ხელი -მე გაგითლი,თითი არ გაიჭრა .სულ ნუ შემირიგდები , მე ჩემ შვილს მივხედავ -ასე ხომ? ანუ ის გიყვარს და მე არა? -ხო ის მიყვარს და შენ არა ...მერე რა რომ ის იმიტომ მიყვარს შენს მუცელში რომ არის და არა სხვაგან - უცებ მიახალა, არც დაფიქრებულა ალბათ რას ამბობდა. სამაგიეროდ ტაისას გულს მოხვდა მისი სიტყვები. თითქოს გამიზნულად მის გასაგონად ამბობდა გიგი ყველაფერს.მისკენ არც გაუხედავს ისე დაჯდა ,იოანეს მხარზე დაადო თავი მანამც არ დააყოვნა ,ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა -ნახე რა საყვარლები არიან ერთად -თვალების ფახუნით უყურებდა წყვილს და გიგიც აიძულა მათკენ გადაეტანა ყურადღება- ნახე როგორ ეხუტება შენნაირი ტუტუცი კი არ არის მოსვენებას რომ არ მაძლევდი არასდროს -კესარია -რაა იოანემ არ იცის როგორ იქცეოდი? -ეგრე იოანემ ისეთი რამეები იცის ჩემზე რაც შენ არ იცი და ყველაფერი უნდა ვილაპარაკოთ? -რა იცის მაინც? -შენ უნდა სწავლობდე იურიდიულზე და პირდაპირ გამომძიებელი გახდე დაკითხვაზე ვერავინ ვერაფერს გამოგაპარებს ან ბოლოს კითხვების სიმრავლისგან შეტევა მოუვა ბრალდებულს და იქვე მოკვდება -ვურჩიე მე და არ მისმინა, ახლა მიხვდი ხომ სიმართლეს რომ გეუბნებოდი-იოანემ უთხრა და გიგიმაც ამოიხვნეშა -თქვენ რა შუაში ხართ მე არ მინდოდა იურისტობა და საერთოდაც დამნაშავეებს რომ დავდევდე მოგეწონება? არ ინერვიულებ ვინმემ რომ მესროლოს? -ახლა ამაზე ფიქრის დრო აღარ არის , უკვე სხვა ფაკულტეტზე სწავლობ და დამშვიდდი -მომეცი ვაშლი კიდე მინდა -ვთლი -არ მინდა გათლილი კანით მინდა -კანით არ გიყვარს -ახლა მიყვარს -ერთ დღეს შევაჯამოთ რა გიყვარდა და ახლა რა გიყვარს თორემ ტვინი ამერია უკვე -რაც მთავარია შენ მიყვარხარ ისევ და სხვას მოვაგვარებთ -ხოო ? ისე რატომ მიყურებდი ამ დილით თითქოს ჩემი მოკვლა გინდოდა -ამათ ახლა დავხოცავ, რა სიყვარულის ფოიერვერკი მომიწყვეს აქ ...ორი ერთნაირი - ჩუმად თქვა იოანეს ყელში თავჩარგულმა და ხელი მოხვია -ყველა შენნაირი ცივი ვერ იქნება -მე მეუბნები?- უცებ წამოსწია თავი და თან ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი-შენზე ცივი ადამიანი მეორე არ დადის დედამიწაზე -ტაისა დაუბრუნდი შენს ადგილს -არ დავბრუნდები და მეც მინდა ვაშლი...ოღონდ წითელი არა მწვანე მინდა -აი მწვანე ..გაგითალო თუ ისე?- კესარია ჯერ თვალებგაფართოებული უყურებდა წყვილს მერე უცებ აიღო მწვანე ვაშლი და მიაწოდა -არ მინდა გათლილი ასე მიყვარს მე - გამოართვა და აბრაზებულმა ჩაკბიჩა.მერე სველი ტუჩები გაილოკა და დივნის მეორე მხარისკენ ჩაიწია. იოანემ თვალი გააყოლა და მერე წარბები შეკრა -ამათი ჩხუბი ნამდვილი ომი იქნება -ხომ ხედავ ჩხუბი არაა ჩვენი საქმე და რაც არ გამოგვდის -შენ გაჩუმდი...ნუ გამაბრაზებ და არ ვიჩხუბებ- უცებ გააჩუმა და მერე წამოდგა . ერთ ვასლი კიდევ აიღო- წასვლის დროა..ბავშვმაც დაიძინა. ტაისასაც დაძინება უნდა იქნებ ან კიევ რა ვიცი რა უნდა. წავიდეთ -როგორც მიბრძანებთ...იტყვი წავიდეთ წვალთ -თუ გინდა სულ ნუ წამოხვალ და მე წავალ -მართლა? შვებულებას მაძლევ? -დამპალი ხარ აუტანელი, უსუნდისო ,უზრელო თავხედო -ნახვამდიის ... იმედია სახლში მისვლამე არ მომკლავს.დანა ხომ დატოვა? -დატოვა და მგონი მაგ დანით მე მომკლავენ - იოანემ თქვა და ტაისას გახედა. რომელიც ისევ ვაშლს აგემოვნებდა და ფეხს ათამაშებდა,იატაკზე ისეთი ხმა ჰქონდა რომ პირაპირ ტვინში ურტყამდა. მესხი უცებ მიიწია დივნის ბოლოში და ფეხზე ხელი მოუჭირა,მერე ვაშლი მოაშორა და წვენით დასვრილ ტუჩებზე დააცხრა -ნუ იოკავ ტუჩებს და ფეხების თამაშს შეეშვი ... როდესაც ასეთი შარვალი გაცვია -შენ ..შენ სულ გაგიჟდი ხომ? -ხოომ ...ახლა მიხვდი? -ვაშლი მინდა -მე შენ მინდიხარ...ჩემი მინდა უფრო მნიშვნელოვანია და ორივესთვის საჭირო- შარვლის ღილები გაუხსნა და ქვემოთ დაქაჩა. ფეხებზე მიასრიალებდა თითებს და თან ნაჭრისგან ათავისუფლებდა. ზემოდან მოექცა და ისევ ტუჩებს დაუბრუნდა -მითხარი ცივი ხარო ... მე ვარ ცივი? შენ ნამდვილი ლოდი ხარ - საყელიშო წვდა და თავისკენ მიიზიდა- როგორ მითხარი ცივი ხარო - პერანგის ღილები სწრაფად გაუხსნა და ყელიდან ლავიწზე გადავიდა- უსინდისო ხარ -კბილების კვალს ნუ მიტოვებ ტაისა -იცოდეს ყველამ რომ გაწამებ- ზემოდან მოექცა და მაისური მოიშორა- ძალიან ,ძალიან სასტიკად -ხელები თავთან აუწია და მაისურით შეუკრა -ტაისაა ნუ მაგიჟებ -მე ხო ცივი, გულქვა და უემოციო ვარ ხოდა გაგიჟდი - კოცნიდა,თითებს დაატარებდა და არც კი ფიქრობდა ქმრის ბოლომდე გაშიშვლებას -ტაისა არ იცი შარვლის ერთი ღილი და ელვა როგორ გახსნა? -არაა ... აზრზე არ ვარ .გცხელა თუ შარვალი რატომ გინდა რომ გაგხადო? აა გიჭერს და ღილი გავხსნა? -ტაისა იცოდე განანებ -დაგელოდები - ისევ აკოცა და ვერც კი გაიაზრა როგორ აღმოჩნდა იატაკზე. ჯერ წამოიკივლა მერე ზემოდან მოქცეულ მესხს რომ შეხედა თვალები გაუფართოვდა და სულ მთლად გაგიჟდა ხელები რომ ვეღარ აამოძრავა-რა ,...როგორ ხომ შევკარი მე ხო მაგრამ -ისიც კი არ იცი კაცი როგორ უნდა დააბა ...აი ასე უნდა შეკრა ,კარგად დაიმახსოვრე მეტჯერ აღარ აგიხსნი. ახლა შემახსენე სად გაჩერდი მე რომ გავაგრძელო? -იოანეე შენ ...ახლა მოვკვები -მეზიზღება ლაპარაკი - ზემოდან დააწვა და სწრაფი ბიძგით შეერწყა ქალის სხეულს. ოხვრა აღმოხდა ტაისასთან ერთად და შემდეგ მისი რეაქციების შესწავლას შეუდგა. თითები მის შეკრულ თითებში ახლართა და მანაც იმ წამსვე მოუჭირა,ისე რომ ფრჩხილების კვალი დაუტოვა -იო-ოანე -კაცის ტუჩებისკენ იწევდა მაგრამ არ გამოსდიოდა .კუნთები დაეჭიმა საკუთარი გულისცემა ესმოდა მხოლოდ და იოანეს მწვანე სფეროებს ხედავდა . სიამოვნების მწვერვალზე მყოფი წაეტანა კაცის ბაგეებს და სხეულიც მოუდუნდა -მიხვდი თუ კიდევ უნდა გავიმეორო-რამდენიმე წუთის შემდეგ უთხრა მესხმა და ჩაცმა დაიწყო -რას მივხვდი როგორ უნდა შეგიკრა ხელები მაისურით? -რთული დღის შემდეგ როდესაც განტვირთვა გჭირდება თამაში არ უნდა წამოიწყო ,რადგან ამ თამაშში ჩემპიონი მე ვარ - თითები თმაში შეუცურა და ტუჩებზე დააცხრა -კუნთები მტკივა ...ფეხები მიკანკალებს - მკლავებზე მოეხვია და ამოიკნავლა- რა გამიკეთე -უბრალოდ რომ მითხრა „იოანე ხელში ამიყვანე „ არ შეიძლება? -იოანე ხელში ამიყვანე და საწოლში დამაწვინე -ხელები ყელზე მოხვია და თავი მხარზე დაადო-რას ალოდები -მე შენ ნერვები დამაწყვიტე ,გამაწამე ... არ აპირებდი გახდას ხომ ასეა ხოდა იკუნტრუშე ახლა შენით. მე შხაპს მივიღებ და მერე დავწვები ბავშვთან შეგიძლია შემომიერთდდე შეიძლება ცხელმა წყალმა გუნება გამომიკეთოს და დაგეხმარო კიდეც -კიბესთან იყო უკვე და იქედან ესაუბრებოდა. ტაისა თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა სწრაფად დაიძრა მისკენ ,მაგრამ კიბეზე რომ აირბინა წონასწორობა დაერღვა და უკან გადაქანდა .ცოტაც და დაგორდებოდა მესხს რომ არ ეშველა -იოანეეეეეეეე- პირველი რაც დაიძახა ეს იყო. უკვე მის მკლავებში იყო მოქცეული ,მაგრამ მაინც ეძახდა.თვალები დახუჭული ჰქონდა და ფართხალებდა -ჩშშ შენთან ვარ...რა გემართება ტაისა როგორ მოუხერხებელი ხდები -შენი ბრალია ჩემს გონებაზე მოქმედებ და მერე არ მაცლი ძალების აღდგენას...მეგონა დავეცემოდი და რამეს მოვიტეხდი -მაგრამ არაფერი მოხდა, ვიბანაოთ?...გამებუტე? აღარ მელაპარაკები? ტაისა გაბრაზდა? -მე არ ვიბუტები,პატარა ბავშვი კი არ ვარ თუ მიდიხარ ამიყვანე. ბავშვს არ გაეღვიძოს ისე -ჩუმა;დ გადაადგილება მეხერხება- აკოცა და ისე განაგრძო გზა-მძიმე ხარ -შენ რომ მოგწონს იმ მკერდის და საჯდომის წონაა სულ -კარგი თუ მათი წონაა ავიტან -დამპალო! სააბაზანოში დადგა თუ არა რაც ეცვა ისიც მოიშორა და კაბინაში შევარდა. წყლის ქვეშ გაიტრუნა ,თვალები მინაბა და მესხის გამოჩენას დაელოდა.ამჯერად მალე გავიდნენ, მეზობელ ოთახში ბავშვს ეძინა და ზედმეტი მოძრაობაც არ უცდიათ. მოწესრიგდნენ და საწოლში დაწვნენ ამჯერად ბავშვი შუაში მოიქციეს რადგან აშკარად ვერ ისვენებდა და მალე იატაკს ჩაეხუტებოდა. დილით ადრე მივიდნენ ნატა და ვახო. მძინარე ბავშვი აიყვანა ნატამ და ლოყები დაუკოცნა -ყველაფერი ნიკუშას ბრალია, ილიკოს გარეშე ვერაფრით ვისიამოვნე.თანაც თქვენ თუ შეგაწუხებდათ არ უთქვამს -მაგას როგორ ამბობ ნიკუშას უტოვებდით ბავშვს და მე შევწუხდებოდი? -შენ არა ,მაგრამ ანასტასია -მე კარგი დრო გავატარე ილიკოსთან ერთად და უფრო ხშირად თუ მოგვიყვანთ ბედნიერი ვიქნები -დარწმუნებული ვარ მთელი სახლი თავდაყირა დააყენა -ნატა გთხოვ ამ უბრალო დეტალებზე ყურადღებას ნუ ამახვილებ, იმდენად პირდაპირი ვარ რომ არ დაგიმალავდით ჩემს დამოკიდებულებას -კარგი,მაშ მადლობა ახლა კი წავალთ თორემ ვეღარ ვითმენ ისე მინდა სახლში მისვლა მარტო დარჩნენ, ტაისა სამსახურში წავიდა.იოანეც აღარ დარჩენილა სახლში დიდხანს... იოანესაც უამრავი საქმე დაუგროვდა და მთელი კვირა თითქმის არ უნახავთ ერთმანეთი. ძირითადად მობილურით საუბრობდნენ თავისუფალ დროს. იოანე რამდენიმე დღით ქალაქიდანაც გავიდა და ისე დაემთხვა რომ ტაისას სწორედ მაშინ იყო თავისუფალი. ჯერ უბრალო ელოდა მის დაბრუნებას შემდეგ გასაღები აიღო და წავიდა. სასტუმროში რომ მივიდა შემდეგ გაიაზრა რაც გააკეთა, ბევრი იფიქრა იოანეს რეაქციაზე ,მაგრამ მაინც გადაწყვიტა მისი ნახვა. ნომრის გასაღები აიღო , მისი ცნობა არ გასჭირვებიათ და შესაბამისად გასაღებიც მალევე მისცეს. ნომერში შევიდა და ჩუმად; დაიძრა საწოლისკენ. მესხი აივანზე იჯდა და ეწეოდა მერე მობილური აიღო ,წამსვე იგრძნო ტაისამ ბარძაყზე ვიბრაცია. მობილური ჯიბიდან ამოაცურა და უპასუხა -გისმენ -სამსახურში ხარ ისევ თუ ჩუმად რატო მელაპარაკები -არა არ ვარ -აბა ? -ამდენს იმიტომ ეწევი რომ მოგენატრე? -რა -არ მოგენატრე? კარგი მაშინ წავალ უკან თბილისში - აივანზე იდგა უკვე და თვალებგაფართოებულ მესხს ზემოდან დაჰყურებდა. სიგარეტი ტუჩებშორის ჰქონდა მოქცეული და თითებიც კი არ მოუშორებია ღერისთვის .მერე უცებ წამოვარდა და ტაისა გულში ჩაიკრა,ტუჩები დაუკოცნა,მთელი სახე შეუსწავლა -მითქვამს რომ სიგარეტის გემო უხდება შენს ტუჩებს? თითქოს უფრო მათრობელა ხდებიან - ტაისა უცინოდა და თითებს ტუჩებზე დაატარებდა -აქ ხარ , რატომ ხარ აქ -მოვიწყინე მარტომ ვიფიქრე ჩემს მოწყენასაც მოვუღებ ბოლოს და ქმარს რომ ვენატრები ამ ამბავსაც-თქო ...მგონი ორი კურდღელი მოვკალი ერთად -ერთი გასროლით ? -დიახ -ანუ მოიწყინე უჩემოდ -მოვიწყინე უშენოდ,ორი დღეა არავისთვის მიკოცნია და ტუჩები უცნაურად დამიბუჟდა ვიფიქრე ასე აღარ შეიძლება-თქო -ხო არა? -ასე ნუ იცინი , რა ზედმეტი კმაყოფილება ჩანს შენს ღიმილში.უბრალოდ ჩამოვედი თანაც აქ იმდენი ფოტო გადაგიღია ამ ლამაზ ლამაზ გოგონებთან ვიფიქრე გავაგებინებ ამ უჭკუო ქალებს რომ ამ კაცს პატრონი ჰყავს-თქო -და უბრალოდ რომ თქვა? -რა უბრალოდ ვთქვა -იეჭვიანე? -რა სისულელეა -ამის გამო ჩამოხვედი აქ ?- უცებ მოშორდა და გამომეტყველებაც წაეშალა-იმიტომ რომ იეჭვიანე ? ეგოისტობამ გძლია და ჩამოხვედი? ტაისას უცებ მოენგრა გამომეტყველება, არადა წამის წინ როგორი ბედნიერი იყო იოანეს გახარება რომ შეძლო.იმდენად მოეწონა ეს შეგრძნება რომ გული გამალებით უცემდა. ახლა კი უცებ შეეკრა სუნთქვა,თითქოს საკუთარი თავი გამოიჭირა -მე არ მიეჭვიანია მე უბრალოდ ჩამოვედი -კარგი რადგან დარწმუნდი რომ მარტო ვარ შეგიძლია უკან დაბრუნდე. მოწყენილიც აღარ ხარ მგზავრობისას დრო გავიდა, კოცნაც მიიღე. სხვა უფრო ხანგრძლივი გართობა თუ გინდა არ ვარ წინააღმდეგი გაიხადე და მოვალ მეც . ან აქვე ...-ვეღარ განაგრძო რადგან ტაისას მოქნეული ხელი მოხვდა , ლოყა ისე აწევა სიტყვა აღარ უთქვამს. გაჩუმდა და ისე გახედა გააფთრებულ ქალს -საზიზღარი კაცი ხარ იცი აქ რისთვისაც მოვედი ,მაგრამ არ იჯერებ.ხვდები ,მაგრამ თავს მაინც ყველაზე ცუდ რამეში არწმუნებ რომ თავიდან დაიწყო ისევ მეჩხუბო...გინდა შემიძულო ,მაგრამ ვერ ეღირსები . შენ ჩემი ხარ ,იმდენად ჩემი რომ არც კი ვიეჭვიანებ. მოვიწყინე ? ხო მოვიწყნე კიდეც... მაგრამ უფრო მომენატრე ,ვერ ავიტანე სახლში რომ არ დაბრუნდი ან რომ არ დამხვდი. შემცივდა, იმდენად რომ გავიყინე წუხელ .ყველაზე თბილი პიჟამა მეცვა, ორი პლედი გამოვიღე კარადიდან ,მაგრამ მაინც ვერ გავთბი მერე მივხვდი რომ სხვანაირად მციოდა ,სხეული თბილი მქონდა ვიწვოდი კიდეც მაინც ვკანკალებდი ...ერთხელაც არ გითქვამს რომ მოგენატრე, ვიძინებო ასე მითხარი წუხელ და გამითიშე. შენ ტკბილად გეძინა აქ, მე კიდე იქ ვიყინებოდი უშენოდ -ამღვრეული თვალებით უყურებდა მერე სლუკუნებდა- ვერ გიტანთ ...ვერც შენ და ვერც იმას ახლა უკვე ორივე მანადგურებთ - ცრემლებს იმშრალებდა ,მაგრამ მაინც ვერ ჩერდებოდა. ხმა არ შეცვლია არც სხეული უთრთოდა უბრალოდ ცრემლები სდიოდა .მერე უცებ გაჩერდა ,გარაზდა და სულ მთლად გადაირია-შენ იცინი? შენ რა გსიამოვნებს ასე რომ ვარ? ისევ მატკინე და მოგწონს? ეს გინდოდა ხომ? -ჩემ ტაისას მართლა მოვენატრე?- მისი სიტყვები თითქოს არც ესმოდა. არ გაუგია „მომენატრეს“ გარდა არაფერი. იღიმოდა, მისი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები შეუმშრალა- ტაისას მოვენატრე? -არაფერიც, ნერვიულობის ნიადაგზე წამომცდა.აფექტურ მდგოამრეობაში ვიყავი და - უცებ დაიწყო მდგომარეობიდან გამოსვლა. ცრემლებით დანამულ გრძელ წამწამებს ხშირ-ხშირად ახამხამებდა და სველ,თაფლისფერ სფეროებს აქეთ-იქით აცეცებდა .მერე იოანეს ღიმილმა შთანთქა ყველაფერი,მისმა ბრჭყვიალა მწვანეებმა .თითქოს ციდან ვარსკვლავები ცვიოდნენ და ჭაობის ირგვლივ იფანტებოდნენ. ფრთხილად შეეხო ქალის ტუჩებს, ისევ იღიმოდა და კოცნიდა სათითაოდ ორივე ტუჩს ეალერსებოდა.მერე ლოყაზე გადავიდა,ცხვირის წვერი კანზე გაუსვა და ბოლოს ყელამდე მიაღწია ქალის ჩამოშლილი თმა სახეზე ეხებოდა ,ტაისას სურნელი იყო ირგვლივ -ტაისას მოვენატრე...წუხელ მეც არ მეძინა აქ ვიყავი და შენზე ვფიქრობდი ,მე სულ მენატრები გუშინაც ,დღესაც ,ხვალაც .როცა ჩემთან ხარ და როცა არ ხარ იცი ეს შენ ,ძალიან კარგად იცი ტაისა -ცუდია მონატრება -კარგია, როცა გენატრება გრძნობ , მასთან უფრო ახლოს ხარ ფიქრებით -მაშინ მომენატრე ...მართლა მომენატრე იმ ღამით არ სციოდა ტაისას. წვიმდა, ქარიც ქროდა ,მაგრამ ტაისა თბილად იყო. იოანეს ცხელი სურნელი ტრიალებდა ირგვლივ, მისი სუნთქვა ისმოდა ოთახში, მესხის გულისცემას გრძნობდა ... გელით გელით მოგელით...მაპატიეთ მცირედი დაგვიანებისთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.