შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

iwantyou!!


11-02-2018, 00:25
ავტორი rainey
ნანახია 964

მარიამ, მარიამ.. ხო კაი, მსიამოვნებს როდესაც განსაკუთრებით გამოთქვამენ ჩემს სახელს. ეს უკანასკნელია ერთ-ერთი ყველაზე მეტად რომ მეამაყება.. მარიამი! და როგორი სახელი, თითქოს მთელი სამყარო ერთიანდება ამ 7
შვიდ ასო-ბგერაში.. და მაინც, მიუხედავად მისი ასეთი უნიკალურობისა, მაინც, ჩემთვის კიდევ ერთი უნიკალური არსებისგან სულ სხვა ჟღერადობა ახლავს, არა, ეს რაღაც უფრო მეტია, მეტზე მეტი, ადამიანის განცდები რომ ვეღარ აღწერენ ისეთია. ნუ ეხლა, აი, როგორ ვთქვა, ამ დროს არა ჩემი ,,მარიამი", არამედ მისი დასახებული ,,მარიამი" მაბრწყინებს.. არა, აი, თითქოს სააქაოდან მოწყვეტილს მჩქეფარე ცხოვრებას ვუბრუნდები.. უფრო მეტიც, ღრუბლები და მეცხრე ცა უფრო დაბლა იმასთან შედარებით როგორც მე ვფრინდები ხოლმე მის დაძახებულ ,,მარიამზე"^^. ძაან უბრალოდ, შემიძლია მთელი ცხოვრება ამ ინტონაციას ვუსმინო, მივუყურადო არამარტო ყური, გული! სულიც! და რაც რამ კიდევ საარსებოდაა აუცილებელი, ისიც..
მე არ შემიძლია ვთქვა რომ გადაჭრით მიყვარს, სიმართლე ვთქვა, არც კი ვიცი რა არის ნამდვილი სიყვარული, ასე მგონია. რასაც განვიცდი განვიცდი, და არ ვარქმევ რაიმე კონკრეტულ სახელს, რადგან იმის გამოცდილება მაინც მაქვს რომ ხშირად ისე არ არის როგორც ჩვენ გვგონია. ხო, ვაფრენ მის დაძახებულ ,,მარიამზე", თუმცა ეს არაა ყველაფერი. მე შეიძლება მომწონს მისი ,,მარიც", ან, შეიძლება, ყველა მისი ჩემი მისამართით ნათქვამი სიტყვა მიყვარს.. მაგრამ არამგონია ეს სიყვარული. ვერვიტან ყველაფერს სიყვარულს რომ არქმევენ.. უბრალო, პონტის ურთიერთობებს. ამიტომ ჩემგან ეს ჟესტი ერთგვარი პროტესტია იმდენად, რომ მეტად სიყვარულისკენ მიახლოებულ გრძნოებებსაც კი არ ვაloveებ! ნუ რაც არის, და რაც არ უნდა მოხდეს მე სრული სიმშვიდით ველი. და მაინც, რა უნდა მოხდეს ისეთი, იმას თუ არ ჩავთვლით რომ დღესაც მისი თანხლებით გავიღვიძე, მან წამომიყვანა ფართიზე, მან.. მან.. თუმცა ბუზღუნა ვარ.. ხო ეხლაც ვბუზღუნებ, მაგრამ .. ნუ მეც არ ვიცი როდის როგორი ვარ, - ეხლა ეგ საფიქრალი დავიმატო კიდე. უბრალოდ ხშირად უნდა მივყვეთ დინებას რომ თავი არ დავიძაბოთ.. ხოო ბრძოლაო ბედის შექმნისთვისო და ა.შ.. ნუ სიტუაციას გააჩნია.. ყველაფერი სიტუაციაზეა დამოკიდებული ამ ქვეყანაზე, ალბათ, . ის ამგვარად ახლოს არ იქნებოდა ალბათ, მისი მოსაწონი რომ გამოჩენილიყო ვინმე. აბა სხვა რა მიზეზია?! ისე უხასიათოდ ვიქცევი მასთან, მისი ჩემთან ყოფნის სხვა მიზეზი არც იქნება..///
უკვე ათი წუთია წარბებშეკრული ვზივარ და თვალები ჩემდაუნებურად გამირბის მის მოლოდინში.. ზუსტად ცხრა წუთის წინ ჩემ სიახლოვეს დაბოდიალობდა: ხან ბიჭებს გამოელაპარაკა, ხან გოგოებს აუციმციმა თვალები,,, ალბათ რომ იცის რომ ვუყურებ მაეჭვიანებდა, - მისთვისვე აჯობებს ასე ვიფიქრო ხო ეხლა 5 წუთიც დაველოდები და...
გავიდა ეს ხუთი წუთიც, - ოთხი წუთი და ოცდაათი წამი.. რაღაც საშინლად დაძაბული ვარ! სად გაქრა ამდენი ხნით?! ვითომ მან არ ითავა ჩვენი აქ შეკრება რო ეხლა არც იჩენს ყურადღებასს!! უკვე ფეხებიც მიკანკალებს ნერვებს მიზიანებს//
უკვე აღარ შეიძლება მოთმენა! უღიმღამოდ ვიყურები ბედნიერი გამომეტყველების მქონე და სიხარულით აღსავსე მეგობრებისკენ, რომლებიც ფეხებს ,,ჭერს ურტყამენ" // ჩოჩქოლია.. როგორ მინდა ყველა ჩავაჩუმო!0 ის მაინც ჩანდეს,გონებას რაღაც დოზით მაინც მოვადუნებდი. არა! ეს უკვე პიკია!! წამოვვარდი!
გონების ძალით გავემართე კლუბის გასასვლელისკენ ისე, რომ ლამის ფეხები მოვიმტვრიე. ვისღა ახსოვდა ფეხები?! სად იყო?! ისე გამწარებული მივექანებოდი რომ წარმოდგენა შემექმნა თითქოს ჩემი ნაბიჯები მიწას ძრავდა, თუ არა, ეს მემგონი გონების დაბინდვა უფროა, ვიგრძენი რომ მოწყვეტით დავეცი. ჩემ გარშემო მყოფები კი კვლავ განაგრძობდნენ ცეკვას? თითქოს ლანდებს უფრო გავდნენ.. უცებ ძლიერი ხელები ვიგრძენი მკლავებში, ამაყენა მიმიხუტა ისე, რომ ისედაც სუნთქვა გაძნელებული უფრო ვეღარ ვსუნთქავდი. გამოერკვა, მომიცილა და სკამზე დამსვა სული რომ მომეთქვა. როცა გამოვერკვიე ჩემი ყურადღება პირველად მისმა მწვანე თვალებმა მიიპყრო, რომელიც დაჟინებით და გამომცდელად შემომცქეროდა, და რამაც ცოტა არ იყოს დამაბნია. მივხვდი რომ მოვეწონე, მე ხომ იმ დღეს უნაკლოდ გამოვიყურებოდი.. როგორ მიყვარს როცა ვიღაცას, მითუმეტეს ასეთს, ჩემდამი მოწონებას შევამჩნევ ხოლმე, და თან რა საყვარელიაა თვალები ხომ ყველაფრად ღირს. აუ ესე როგორ გამიმართლა ამ გონებრივად გადალეწილს, სადღაც ბედმა შემამჩნია ალბათ// კაიაა ამ ფიქრებში ვიყავი, ის სიმპატიურიც თვალს არ მაშორებდა და ამ ბედნიერ წამს უბედნიერესს რომ გამხდიდა ის მოვიფიქრე რათქმაუნდა ვიცოდი რომ დათქმულ დროს არ გადააცილებდა ჩემი სამიზნე, კი მალოდინა მთელი 15 წუთი და მეტიც, მაგრამ ახლა შემეძლო მოდუნება და ზიამოვნება მისი რეაქციით. მხოლოდ ისღა დამრჩა მოსაფიქრებელი როგორ მემოქმედა გეგმის განსახორციელებლად, ან ეს ბიჭი ასე გაშტერებული ხომ არ იდგებოდა ბოლომდე და დამეხმარებოდა ალბათ, ხოდა ასეც მოხდა იმ დროს, როცა მოულოდნელად ძალიან მომხიბვლელად გავუღიმე და ბედნიერი თვალებით დავუწყე ყურება, - წარმოვიდგინე როგორ მომიხდებოდა იმ დროს. თვითონაც გაიღიმა და პიკი იყო ახლოს მომიტანა სახე, რამაც ძალიან გამაბედნიერა, ვიცოდი რომ ,,ის" შემომხედავდა, თან ასეთ ბიჭთან დამინახავდა. უფრო გავუღიმე და ლაპარაკი დავუწყე სისულელეებზე წამოვიწყე რომ ამეყოლია და გამოვიდა კიდეც. ფლირტიც დაიწყო და ამ ჩემი პრინცის რეაქტივაციაც თუმცა არ მინდოდა მწვანეთვალებას უხეშად მოჰქცეოდა, მინდოდა ჩემთან გამოეხატა, ჩემთან გაბრაზებულიყო მხოლოდ, - ეს ხომ სიხარულის პიკი იქნებოდა..ხელი ჩამოვართვი და მალევე გასცდა კლუბის ზღურბლებს მწვანეთვალება. ჩემი მეორე ნახევრის შესახებ რომ ვუხსენე, რომელმაც სულ წუთით დამტოვა და მალე მომაკითხავდა, არა ბიჭოდა ,,ჩემს პრინცს" ვამჯობინებდი მწვანეთვალებას, თუმცა მაინც მწვანეთვალებაა, ძაანსაყვარელთვალება, სასიამოვნოთვალება^^ თუმცა ზედაპირული/ და სერიოზული ურთიერთობის არმოსურნე.
- ეს ჩემი პრინცული ბიჭი ხო ძაან სერიოზულია რაა,- გავიფიქრე უცებ. თუმცა დამატებითი გაფიქრების დრო არც დამრჩა, არც დამიტოვა. მომვარდა, ხელები წელზე მომიჭირა, დივნისკენ მიმათრია მერე ყელში მწვდა და ზედ მძიმედ დამაგდო. შუბლი შუბლზე მომადო. მძიმედ ქშინავდა. და მე ვიგრძენი, ვიგრძენი რო ვატკინე შიგნით. არ მინდოდა,ასე არა. მისიც მეტკინა. როცა მისი სუნთქვა მთელს სახეზე მეფინებოდა, მისი ხშირი სუნთქვა, ხმიანი, თითქოს ტკივილს მაფენდა მთელს სახეზე. შემეცოდა, წამოწევა და ახსნა დავაპირე, მაგრამ ძლიერად ვიყავი მიბჯენილი დივანზე, ხეს არ მიჭერდა ძლიერად, თუმცა გაკავებული ვიყავი. ხელი შუბლზე მოვუსვი, ორივე ხელით ვეფერებოდი, მაინც ვერ მშვიდდებოდა. შემდეგ დავუძახე, რომ გავეთავისუფლბინე. რომ ვერ მოვახერხე, ესე წოლა აღარ შემეძლო და ტირილი დავიწყე მაღალი ხმით, ოღონდ არ ვთვალთმაქცობდი, მართლა ვეღარ გავძელი. ამან გამოაფხიზლასავით და თავი ასწია, მეც წამოვჯექი და რომ შევხედე, გამიკვირდა, თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა. რომ გავიფიქრე რომ ჩემ გამო შეიძლებოდა განეცადა ის რაც სახეზე ჰქონდა აღბეჭდილი, სასოწარკვეთამ მომიცვა. სახე ახლოს მივუტანე და მისი მზერა შევისუნთქე უცებ ძალიან ახლოს განვიცადე ის რაც მისი თვალებიდან მოდიოდა. მძიმედ ვუყოჩე და კიდევ ერთი ცრემლი ჩამომიგორდა. თითქოს დამშვიდდა. ჩემმა ქცევამ გონზე მოიყვანა. სახე მოწყვეტით მომაშორა და მთელი სისწრაფით გაექანა გასასვლელისკენ. თავი დამნაშვედ ვიგრძენი და მიუხედავად იმისა, რომ მოუთმენლობა მჭირს ხოლმე, თავი შევიკავე და არ გავყევი, თუმცა ცოტახანში ვინანე. ხომ ვიცნობდი, რამე რომ დაემართოს მეთქი? ვიფიქრე.. გული ამიჩქარდა და გავიქეცი იქნებ ჯერ არ წასულიყო, თუ სადმე აპირებდა წასვლას. უნდა დამემშვიდებინა . საბედნიეროდ გარეთ დამხვდა, შორიდანვე შევატყვე როგორც იყო. დაველაპარაკები-მეთქი, მაგრამ რა მეთქვა, საერთოდ არ მიფიქრია, რაზე დაველაპარაკებოდი მას, არასდროს. საერთოდ მე ვფიქრობ რამეზე? გული ვატკინე. რამე უნდა მეთქვა. უნდა დამემშვიდებინა რამე გზით.
მივედი.
- რამე გაწყენინე? (ვკითხე) კვლავ სისხლიანი თვალებით შემომხედა, სულში ჩამხედა თითქოს.. გული მიკვდებოდა. ხმა არ ამოუღია.
- კაი, ანუ არაფერია.. (დაბნეულად დავამატე და უმალ მოვბრუნდი) თითქოს მინდოდა ვეღარ შევემჩნიე, მინდოდა გავმქრალიყავი და ვეღარ დავენახე, ამიტომ სწრაფად ავიღე გეზი შესასვლელისკენ რომ ეს უხერხულობა მორჩენილიყო.. თავს ვისულელებდი, ვითომ არც არაფერი ხდებოდა, აბა რა უნდა მექნა. რა უნდა მექნა და აქეთ საყვედური უნდა მეთქვა რო დამახეთქა იქ, მარა აქეთ ახსნა ვცადე. ნუ რა სისულელეა! ვერც ამ ურთიერთობებისას ვიგებ რამეს და ვერც ჩემ ქცევებს ვერ ვიგებ. არც მან იცის არაფერი მემგონი, არც თავისი თავის იცის არაფერი. ნეტავ როგორ მოხდება შემდეგ..
არ ველოდი. რომ შემაჩერა. ცხვირი კეფაზე მომადო და გაგუდული ხმით მითხრა ჯერ ერთხელ, ჩემი ხარო, შემდეგ მეორედ, მესამედ, უფრო აძლიერებდა ბგერებს და ხელებს მკლავებზე უფრო მიჭერდა. გათავისუფლება არც მიცდია. არვიცი. ვერ ვინძრეოდი. თითქოს ერთ ადგიკს მივეყინე და მხოლოდ მის სხეულს ვგრძნობდი ყველა უჯრედითა და ყველა ამოსუნთქვით. სიამოვნების პიკი იყო. ზუსტად ეს მინდოდა. გამოეჩინა ის რასაც თუმცა ხშირად ამჟღავნებდა ჩემ მიმართ, მაგრამ მე უფრო ხშირად მინდოდა. ვხვდებოდი რომ მაავადებდა... ვეღარ ვძლებდი მისი ქცევების გარეშე. თვითონ რამდენად ხვდებოდა ამას არ ვიცოდი. არ მინდოდა გამემწარებინა, მაგრამ თან სასიკვდილოდ მსიამოვნებდა შედეგები. მინდოდა მეთქვა რომ ის ბიჭი არაფერი იყო და არც უნდა ეფიქრა, მაგრამ ვიცოდი მისი ეჭვიანობა და იმასაც ვხვდებოდი რომ არც ექნებოდა თქმას აზრი, და ვერც მეთვითონ ვეტყოდი ამას, რადგან ზუსტად არ ვიცოდი რაზე იყო ასე, ვიცოდი, მაგრამ კვლავაც თავს ვიტყუებდი...
-მე ის მიყვარს!
არვიცი უცებ რა ძალამ მათქმევინა ეს აბსურდი, მაგრამ ალბათ მაზოხისტურ-სადისტური სიგიჟე მომინდა. მინდოდა უფრო მეგრძნო. მისი ეჭვიანობა. სიგიჟე. ფიზიკური ტკივილი მისი მკლავებისგან, რომეიც შინაგან სიამოვნებას მიძლიერებდა. მისი ქცევები მინდოდა სადიზმით გამეჟღინთა, ალბათ. თუმცა არც იმ დროს დავფიქრებულვარ თუ რატომ ვთქვი და რა მინდოდა. შემდეგ ვხსნი ხოლმე ჩემს ქმედებებს. მინდოდა მისი მკლავების სიმკაცრე მეგრძნო და ამ სიტყვების შემდეგ ველოდი კიდეც.

მაგრამ..

უცებ ხელები მოუშვა, თანდათან უხმოდ გამშორდა. მისკენ შევბრუნდი, გაკვირვებული ვიყურებოდი. გაოცებული დავრჩი ხასიათის ცვ66ლილებით, რადგან ყოველი ჩემი წინააღმდეგობა მის რეაქციას აძლიერებდა.. იქნებ ზედმეტი მომივიდა? არც მინდოდა მეფიქრა... თუმცა რა უნდა გაეკეთებინა იმაზე მეტი რისი ავადმყოფური მოლოდინიც მე მქონდა?! ...
ხელი ჯიბისკენ წაიღო. საიდანაც პატარა ნივთი ამოიღო, ვერ დავინახე რა იყო. ხელის გულიმიაბრუნა თავისკენ. გამიღიმა. თუმცა ეს ის არ იყო რაც მე მინდოდა. შევცბი, როცა მის ხელში პატარა ოთხკუთხედი ყუთი დავინახე. რომელიც გახსნა. ბეჭედი იდო. ამოიღო. კვლავ გამიღიმა. ხელი ზევით ასწია. ბეჭედი მაჩვენა...
და თითქოს დაასრულა...
გაისროლა, უმიზნოდ..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent