შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არანორმალური (13)


12-02-2018, 01:14
ავტორი Lily Morgan
ნანახია 1 935

ყველანი შოკირებულები იჯდნენ. ჩემს გამოსვლას ჯერ კიდევ ხარშავდნენ. მხოლოდ სალომე გვიყურებდა მხიარულად, რადგან იცოდა რომ ეს ყველაფერი ოდესღაც ისედაც მოხდებოდა. მაია დეიდასაც ძალიან გაუხარდა. მე და ნოეს გვითხრა, როდესაც პირველად დაგინახეთ ერთად, მაშინვე მივხვდი რომ ერთმანეთისთვის იყავით გაჩენილებიო. ვიკიმ მხოლოდ ის მითხრა, ხომ გეუბნებოდიო! ვიცოდი რომ გიყვარდაო. აი ნია კი ვერაფერს ვერ მიხვდა. გაოცებული გვიყურებდა მე და ნოეს, ბოლოს კი ჩვენთან მოვიდა.
-თქვენ ნორმალურები ხართ? ერთმანეთი მოგწონდათ და მე არ მითხარით? როგორ ვერ შევამჩნიე? საერთოდ რამდენი ხანია რაც ერთმანეთის მიმართ გრძნობები გაქვთ? და მაინც ეს ყველაფერი მე როგორ დამიმალეთ?! – რაც ენაზე მოადგა ყველაფერი გვკითხა.
-ნიაკო, დაწყნარდი! – მშვიდად დაიწყო ნოემ – დამერწმუნე ჩვენც ისე შეგვიყვარდა ერთმანეთი, რომ ვერც კი მივხვდით. ოღონდ მართლა!
-და თან ყველაფერი ძირითადად მაშინ მოხდა, შენ რომ წასული იყავი! – დავამატე მე – შენ წინააღმდეგი ხარ ჩვენი ურთიერთობის? – ვეუბნები ანერვიულებული და ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ.
ცოტახანი გვიყურა ჩაფიქრებულმა, მერე კი სერიოზული და ჩვეულებრივზე ოდნავ მაღალი ტონით დაიწყო ლაპარაკი
-იცი ყველაზე მეტად რა მწყინს?! –მეკითხება და მეც უარის ნიშნად თავს ვაქნევ, აბა მე საიდან უნდა ვიცოდე რა ეწყინა – აი ყველაზე მეტად ის მეწყინა, რომ თქვენ გგონიათ მე ამ ურთიერთობის წინააღმდეგი ვიქნები! – გაგვიღიმა და მერე ორივეს ხელი მოგვკიდა – მე ყველაფერი მაბედნიერებს, რაც თქვენ ბედნიერს გხდით! იმაზე კარგი გრძნობა კიდევ რა არის, როცა ორ ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანს ერთმანეთი უყვარს და ბედნიერები არიან ერთად. მე თქვენ მახარებთ ხალხო! მაბედნიერებთ! – მოვიდა და ორივეს ჩაგვეხუტა, შემდეგ სანდროსთან მოჭუკჭუკე ვიკის გახედა და ღიმილით მოგვიბრუნდა – მართალია თქვენ ჩემი წვლილის შეუტანლად შეგიყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ აი იმათთან კი ნამდვილად უფრო ყურადღებით ვიქნები.
-წამოდი სადმე წავიდეთ! – მეუბნება ნოე ცოტახანში.
-მაინც სად? – ღიმილით ვეკითხები.
-წამოდი მთაწმინდაზე ავიდეთ! – ისიც ღიმილითვე მპასუხობს.
-კარგი, წავიდეთ!
ლუკა და სანდრო გავაფრთხილე, ჩუმად გავიპარეთ კაფიდან და დაახლოებით 20-25 წუთში უკვე მთაწმინდაზე ვიყავით. როგორი მაგარია, როდესაც მთელ თბილისს გადაჰყურებ. ულამაზესია! უბრალოდ მთაწმინდაზე ციოდა, მე კი ერთი თხელი კაბის ამარა ვიყავი.
-რაზე ფიქრობ?! – ვეკითხები ინტერესით, ჩემს გვერდით მდგარ, ჩაფიქრებულ ნოეს.
-იმაზე თუ როგორ შემიყვარდა ერთი არანორმალური და როგორი მაგარი საჩუქარი გამიკეთა ჩემს დაბადების დღეზე! მადლობა ჩემს ჟანას! – ისე ამბობს, რომ ხედს თვალს არ აცილებს.
-ვუაიმე, ჩემი რომანტიკოსი უშანგი! – ვეუბნები და ლოყაზე ვჩქმეტ.
ცოტახანში ძალიან შემცივდა და მოვიბუზე. ნოემ გამომხედა და თავში ხელი შემოირტყა.
-ღმერთო სულ გამოვშტერდი! სულ გამომაშტერე და დამავიწყე ყველაფერი! – სასწრაფოდ გაიხადა თავისი ნაცრისფერი ჟაკეტი და მომახურა. შემდეგ კი მკლავებს მოჰკიდა ხელი და მისკენ ასე მიმიზიდა.
-არ უნდა თქვა, რომ გცივა?! – მეუბნება წყენით და ტუჩებზე ნაზად მკოცნის.
-ნოე! ძალიან ძალიან მიყვარხარ! – ვეუბნები და მაგრად ვეხუტები – შენც ხომ გიყვარვარ?!
-ისე ნუ იქცევი, თითქოს იმ დღეს მანქანაში ჩემთვის არ მოგისმენია! – მახსენებს წინა დღეს და ორივეს გვეღიმება – აი მაინც რატომ დამიმალე ის ფაქტი, რომ ყველაფერი გაიგე? დროს ისედაც მოგცემდი შენი აზრების დასალაგებლად. რა საჭირო იყო ჩემი ნერვების მოშლა!
-უბრალოდ იმ წამს, ისიც არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა შენთვის! – ვუთხარი სიცილით.
-არანორმალურო! – მეუბნება და მაგრად მეხუტება – ძალიან აცივდა და წავიდეთ ხო?
–აუ კი წავიდეთ! – გავუღიმე და მანქანისკენ წავედით.
* * *
დილით სანდრო მაღვიძებს.
-ცოცხალი ხარ? – მეუბნება და მიღიტინებს.
-აუ რატო მაღვიძებ ამ დილა უთენია? – ვბუზღუნებ და მეორე მხარეს ვტრიალდები.
-რა დილაუთენია გოგო შუადღეა უკვე!
-კაი ავვდგები ერთ საათში – ვეუბნები და კვლავ ვუბრუნდები ძილს.
-კაი, მაშინ ნოეს ვეტყვი წავიდეს! – მეუბნება ღიმილით და კარებისკენ მიდის.
-ნოე აქ არის?! – რასაც ქვია წამოვფრინდი.
-კი, მაგრამ გავუშვებ არ ინერვიულო!
ლოგინიდან წამოვხტი და კარების წინ გადავეღობე სანდროს.
-არა! არ გახვიდე! რა ჩავიცვა? თმა ავიწიო თუ გაშლილი ჯობია? ვაიმე მირჩიე რამე გეხვეწები!
სანდრომ კი სიცილი დაიწყო.
-რა გაცინებს?! – ვეკითხები წყრომით – დამეხმარე მაგის მაგივრად! კაი ანდა იყოს. გადი ჩემით ვიზამ!
გული რომ იჯერა, ჩემი გარდერობი გამოაღო და გადმომიღო ჭუჭყიან ვარდისფერს, რომ ეძახიან, აი იმ ფერის სვიტერი და ჯინსის შარვალი.
-ჩემი აზრით მოგიხდება! – თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა.
მეც გავემზადე. სანდროს არჩეული ტანსაცმელი ჩავიცვი და დაბლა ჩავედი.
ნოე და სანდრო სამზარეულოში იჯდნენ და ლაპარაკობდნენ. ლუკა და მამა კი სამსახურში წასულიყვნენ.
-დილა მშვიდობისა! – სამზარეულოში ღიმილით შევედი.
ჯერ ძამიკო გადავკოცნე, მერე კი ნოეს ვაკოცე და გვერდით მივუჯექი.
-აბა რა ხდება?
-რა ხდება და დღეს უნდა დამეხმარო.
-რაში? – ვკითხე ინტერესით.
-ახალ სახლში გადავედი და მინდა, რომ რაღაცეების ალაგებაში მომეხმარო. თუ შენ გცალია რა თქმა უნდა.
-აუ კი, კი! მიყვარს ეგეთი რაღაცეების კეთება! წავიდეთ, წავიდეთ! – ვუთხარი ბედნიერმა და ქურთუკს დავავლე ხელი – სანდრო შენ რა გეგმები გაქვს დღეს?
-მე ვიკ... მეგობარს უნდა შევხდე!
-ვიკის ხვდები?! – ვეკითხები გაოცებული და მხარზე ვურტყამ ხელს – წარმატებები ლომო!
-ნუ ცანცარებ გოგო! წადი, წადი!
და მართლაც მალე ნოეს ახალ სახლში ვიყავით. დიდი სამსართულიანი სახლი უყიდია სანზონაში. მესამე სართულზე მანსარდი იყო. პირველი ორი სართული კი უკვე გაეკეთებინა და თანაც საკმაოდ კარგად.
-აბა როგორ მოგწონს? – მეკითხება და ინტერესიანი თვალებით შემომცქერის.
-წავა რა! – ვეუბნები მობეზრებული – ასეთ სახლზე მაგ შეკითხვას რა ნამუსით მისვამ?! წავა რა კი არა, უმაგრესია!
-კაი, კაი დამშვიდდი! ცოლად რომ მოგიყვან შენიც იქნება! – მეუბნება და მკოცნის.
-ნუ ცანცარებ და წამოდი ამოვალაგოთ რაღაცეები!
მოკლედ მთელი დღე ნივთების დაწყობა- დალაგებაში გავატარეთ და ორივე სასწაულად დავიღალეთ. მერე ერთ-ერთ პარკს დავავლე ხელი, სადაც საკმაოდ დიდი ასოებით აწერია: ფ ო ტ ო ე ბ ი.
დავიწყე თვალიერება, სანამ ნოე მეორე სართულზე იყო. რამდენიმე საყვარელი ფოტო ვნახე მისი და ნიაკოსი და ბოლოს მივაგენი იმ ზე უმაგრეს ფოტოს, რაზეც კინაღამ გავიგუდე, იმდენი ვიცინე. როგორ დგას სულ ტიტველი ტაშტში, მთელი სახე სავარაუდოდ შოკოლადით აქვს დასვრილი, ვიღაც წყალს ასხამს და ესეც ტირის. ვაიმე ეს ფოტო მე უნდა შევინახო.
ამ დროს ნოეც ჩამოდის.
-ნოე!
-გისმენ! – მეძახის და ღიმილით მოდის ჩემკენ.
-შოკოლადით ხშირად ითხვრებოდი ხოლმე?! – ვეკითხები სიცილით.
ნოეს კი სახე ეცვლება.
-ჩემი ფოტო ნახე?!
-კი! აი! – ვუთხარი და ფოტო დავანახე.
-დამიბრუნე ფოტო! – მეუბნება სიცილით – უნდა დავწვა!
-ეს ფოტო ჩემია უკვე და არ დაგიბრუნებ!
-დამიბრუნე რა!
-ჩემია უკვე!
-იცოდე ძალით გამოგართმევ!
-მაშინ ჯერ ჩემი დაჭერა მოგიწევს – ვთქვი სიცილით და სასწრაფოდ გავიქეცი ოთახიდან.
-არანორმალური! – ჩაილაპარაკა და გამომეკიდა.
იმდენი ვირბინე, კინაღამ გული საგულიდან ამომივარდა. ბოლოს კი ძირს გავწექით დაღლილები და დაქანცულები.
-ვაიმე აღარ მინდა! გქონდეს შენ! – მეუბნება დაღლილი.
-მაინც არ დაგითმობდი არანაირად! – ვუთხარი გამარჯვებული სახით.
ერთი ბრუნი გააკეთა ნოემ და ზუსტად ჩემს ზემოთ აღმოჩნდა. ღიმილით შემომხედა და ვნებიანად მაკოცა.
-მიყვარხარ ბაბი ბაქრაძევ!
-მეც მიყვარხარ ნოე ვარდოსანიძევ!
როდესაც კოცნით გული ვიჯერეთ ავდექით ხალიჩიდან.
-წამოდი სახლში წაგიყვან!
-სახლში კი არა, წამოდი მამასთან წავიდეთ კომპანიაში!
-კაი წავიდეთ.
მალე მამას კომპანიაში ვიყავით.შევედი დაქანცული მამის კაბინეტში და მაგრად მოვეხვიე მამიკოს.
-აბა როგორ ხართ ბარტყებო? – გვეკითხება მამა მე და ნოეს – თქვენი ამბავი მეც გავიგე! – გადახედა ნოეს და გაუღიმა – წუხელ ბაბიმ მომიყვა ყველაფერი.
ამ დროს ლუკა შემოვარდა ოთახში.
-რას შვრებით ტკბილებო?!
-ლუკიტოო! – მივედი და მთელი დღის უნახავ ძმას, მაგრად მოვეხვიე – აუ არ წავიდეთ სახლში?
-კი, კი წავიდეთ! – თქვა მამამ და სავარძლიდან წამოდგა, მაგრამ ამ დროს მის ტელეფონზე ზარია.
-გისმენთ!.. კარგი გია, შემოუშვი! – გაბრაზებულმა დაუკიდა ყურმილი.
-ბერდო მოვიდა! ბაბი შენ და ნოე მეორე მხრიდან გადით. დარმუნებული ვარ ბერდოს რაღაც აქვს ჩაფიქრებული, თორემ ისე არ მოვიდოდა. მინდა, რომ თქვენ უსაფრთხოდ იყოთ. აი მე და ლუკა კი მათ მივხედავთ.
მამამ თოფი შეამოწმა და ისე ჩავიდა დაბლა ჰოლში.
-ნოე ჩვენ ახლა ვერ წავალთ აქიდან!
-არა, შენ წახვალ! გარეთ მე გაგიყვან, ტაქსიში ჩაგსვამ და გაგიშვებ!
-ეს უსამართლობაა! მეც აქ ვრჩები! ამ ოთახში ვიქნები და უბრალოდ აქედან მოგისმენთ! უნდა ვიცოდე რომ კარგად ხართ!
-არა ბაბი უნდა გაგიყვანო აქედან! – მომკიდა ხელი და უკანა გასასვლელამდე ძალით მიმიყვანა, მაგრამ წინ ვიღაც დიდი კაცი გადაგვეღობა და მალე მე და ნოე ბერდოს, მამას და ლუკას შუაში ვიყავით და შეშინებულ მამაჩემს კრავის თვალებით ვუმზერდი.
-ვაუ, მაგარია! მთელი ბაქრაძეების ოჯახი ერთად! თქვენი ახალი წევრი სადაა?!,
მხიარულმა გამოგვხედა და იქვე დივანზე მოთავსდა.

###
ბოდიშით დაგვიანებისთვის!კვლავ ჩემმა ავადმყოფობამ შემიშალა ხელი ახალი თავის წერაში და როგორც კი უკეთესად გავხდი, მაშინვე დავწერე ახალი თავი! <3 <3 <3 რამდენიმე თავს ისევ დავდებ, რადგან ერთ თავში ვერ ჩავატიე ყველაფერი <3 <3 <3 გყვარობთ! ♥ :*



№1 სტუმარი ani

Auuuu babi noe Usayvarlesi wyvili Ai mesmis ganvitarda yochag da madloba rom ar daamtavre <3

 


№2  offline წევრი ქეთიtaisia

ვაიმეეეეეე როგორც გამიხარდა რომ არ დაამთავრე ჯეერრ????❤❤❤
იმ ოთხს არაფერი დამართო რაა :(
რაც შეიძლება მალე დადე ახალი ოღონდ რომ ვიბღავლო ისეთი არა! :)
თმის ღერის რომ ჩამოუვარდეს რომელიმეს არ ვიცი რას გიზააამ!????❤
მიყვარხაარ ❤ და ველი შემდეგს????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent