შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარეწარის დღიურები (დღე 1)


12-02-2018, 13:58
ავტორი merione
ნანახია 1 042

მოკლედ, დღეს 11 თებევრვალია, ჩვეულებრივი დღე, არაფრით გამორჩეული სხვებისგან. თუმცა ვის ვატყუებ? ალბათ, ამიტომაც მირჩია ანამ დღიური დაწერა, რომ საკუთარი თავი მაინც არ მომეტყუებინა, რა სი**ბით უნდა დავიწყო წერა არ ვიცი. ბოლოს რასაც ვწერდი, აღიარებითი ჩვენება იყო საძაღლეთში, სადაც მაგრად მეკიდა ყველაფერი პროსტა გარეთ არ გავსულიყავი იმ წამს, ანამ მითხრა რომ ჯობდა გულწრფელი ვყოფილიყავი გღიურთან, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ. მაშინ მომიწევს ბავშობაში ქექვა, იმიტომ რომ ჩამოვუყალიბო ამ თეთრ და მცირე პურცელს შემი ჭაობისფერი და დიდებული ცხოვრება...
მამა არასოდეს მყოლია, ჩვეულებრივი მუშა კაცი იყო, რომელიც სამსახურში მოკვდა, იმის გამო რომ ვიღაც ნაბიჭვარმა თავის საქმე ნორმალურად არ შეასრულა, სახლში დავრჩით მე ჩემი 2 და და დეპრესიაში ჩავარდნილი დედაჩემი. მამა რომ მოკვდა 2 თვის ვიყავი (ამაში მაინც გამიმართლა ცხოვრების განმავლობაშ) ამიტომ არ მიგრძვნია ტკივილი მის გამო ჩემი დები 7 და 8 წლისებ იყვნენ. დედას 3 წელი დასჭირდა დეპრესიის დასაძლევად მანამდე ჩემი ორი და მზრდიდა, ბავშობაში უამრავჯერ გადავრჩი სიკვდილს, არ მინდა, ამ ამბების ჩამოთვლა, ეს ის ისტორიებია, რომლის არც დაწერაა საჭირო და არც გამართლება, დავიწყებ იქიდან ოდნავ რომ წამოვიზარდე და პირველი მიზანი გამიჩნდა.
ჩემი პირველი მიზანი 8 წლის ასაკში გამიჩნდა რადგან გარშემო უამრავი მყავდა. მძიმე პერიოდი იდგა ოჯახისთვის. ჩემი დები სტუდენტები იყვნენ, მამა ხალხისგან მივიწყებული მკვდარი, დედა მთელი დღე მუშაობდა, მე კი საკუთარი თავის მოვლა მარტო მიწევდა, პირველად მაშინ ვიტირე რომ მამა არ მყავდა, მეორე სართულიდან ვუყურებდი როგორ თამაშობდნენ ჩემი მეზობლები მამებთან ერთად, მე კი მამაჩემის მხოლოდ შავ-თეთრი ფოტო მქონდა სადაც მთელი ოჯახი იყო გამოსახული ჩემს გარდა, იმდენად ადრე მოკვდა, რომ მასთან ფოტოც კი არ მქონია. ლამაზი იყო მათი ყურება გისოსებიანი პანჯრიდან. ეზოში სათამაშოდ მხოლოდ მაშინ ჩავდიოდი როცა არავინ იყო უფროსი, ხოდა ერთხელაც ჩავედი ეზოში, ბავშვებთან სათამაშოდ და 30 წუთში გამოიკრიფნენ მშობლები, ყველა მივიდა მის შვილთან მე კი ასეთ დროს ჩვენი ეზოს ძაგლებთან მივდიოდი და იმათ ვეფერებოდი, მაშინაც ასე მოვიქევი როცა გავიგე: „იმ ბინძურთან ნუ თამაშობ ვერ ხედავ როგორი გაუზრდელია“ მისმა სიტყვებმა მთლიანად გამანგრია, ავედი სახლში სარკეში ჩავიხედე. თველები ცრემლების შეკავებისგან, სულ ჩასისხლიანებული მქონდა, და გავუმეურე ჩემს თავს: „შენს შვილს იმაზე მეტი სათამაშო ექნება ვიდრე მთელ სამეზობლოს ერთად“. ასე დავიწყე მომავალზე ფიქრი
სკოლაში სასტიკი ვიყავი „პალაჟენია“ მე მქონდა კლასში, თავს არავის ვუხრიდი, და ამიტომაც ყველა ზურგსუკან ამბობდა ჩემზე „მამა არ ყავს ნეტა ჩხუბი ვინ ასწავლა“... მესამე კლასში ვიყავი როცა ახალი მოსწავლე დაგვემატა, ლიზი. ლიზი ლამაზი გოგო იყო, ყველაზე ლამაზი, მას დედა არ ჰყავდა, უფრო სწორედ მკვდარი ჰყავდა, მორცხვი იყო, დაკომპლექსებული, შეშინებული და სუსტი, სამფურცელა ყვავილს ჰგავდა. მასწავლებელმა ჩემს გვერდით დააჯინა. ისეთი ლამაზი ხმა ქონდა რომ გაგიჯება შეიძლებოდა, ყველა ცდილობდა მის დამცირებას, მაგრამ მას მე ვყავდი, მე ის მომწონდა. ის ლამაზი და კეთილი იყო, ყველასგან ვიცავდი, ყოველ დღე სახლიდან ვაცილებდი და ჩანთა მიმქონდა მისთვის, და მოხდა ისე, რომ მე და ლიზი საუკეთესო მეგობრები გავხდით...
12 წლის რომ ვიყავი კალათბურთზე დავდიოდი, მთავარ ნაკრებში, სტრიტბოლში, საქართველოს ჩემპიონები ვიყავით, მანამ სანამ მენჯის ძვლის დისპლაზია არ დამემართებოდა, სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ „კოსანტროზი“ ანუ ძვალი იმდენად წვრილ ნაწილაკებად ჩაოფხვნა ჩირქისგან, რომ სისხლს შეერია და გაქრა, ასე დავკარგე შანსი იმირ რომ სპორტით მომეპოვებინა ჩემი შვილისთვის შეპირებული სათამაშოები. საშინელი ტკივილები მქონდა უსაძაგლესი, ვინმეს ნემსი თუ გაუკეთებია ძვალთან, ეცოდინება რა მტკივნეულია მასზე შეხება, მე კი ძვალიც კი არ მქონდა უკვე, ძვლის ტვინში იყო ჩირქი ჩასული, მარჯვენა ფეხზე 3 სანტიმეტრი დავკარგე, და 1 წელი ყავარჯნებზე შემაყენეს, რადგან მძლივს გამიქრეს გაუსაძლისი თკივილები, ტკივილები რომლებსაც გამაყუჩებლებიც ვერ მიამებდნე და ექსტრემალურ სიტვაციაში ნარკოზით მაძინებდნენ, რიმ შემოტევისთვის გამეძლო, ეს საშინელება იყო, მახსოვს ერთხელ, ექიმს სკალპელი დარჩა საწოლთან, როცა წამლის მოსატანად გაიქცა, მე შემომიტია ტკივილმა და ავიგე კლაპელი და ფეხში ჩავირჭე 5 წამი ვცდილობიდ მოჭრას, შემდეგ კი ნემსით დამაძინეს. საშინელი წელი იყო, იმდენად საშინელი რომ ცხოვრება შემაზიზღა, თუმცა ცხოვრება ხომ ის არაა, უბრალოდ რომ არსებობ, ცხოვრება ისაა ამ არსებობიდან რაც დაგამახსოვრდება, ხო და ზუსტად იმ წელს მახსოვს სანდროს სიკვდილი, მის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ჩვეულებრივი დილა იყო როცა სანდრომ გამომიარა სახლში მე მოვკიდე ჩემს ყავარჯნებს ხელი და გავედით, ისნის მეტროსთან, უცებ საცხობში დავინახე, რომ სულ ახალი გამომცხვარი, ეკლერები გამოიტანეს, სანდროს ვთხოვე, გადასულიყო და ეყიდა, სანდრომ რათქმაუნდა ჩაიბურტყუნა და წავიდა რომ ეყიდა ეკლერები, უკან რომ ბრუნდებოდა შუქნიშანმა გაჭედა და უცებ მას მარშუტკამ დაარტყა, საშინელება იყო, ჰაერში 2 ბრუნი გააკეთა და თავით დაეცა, მძლივს მივედი ყავარჯნებით მასთან, ხმას ვერ იგებდა, სულ სსხლიანი იყო, მისი თავი მუხლებში ჩავიდე, სულის შემძვრელად ხროტინებდა, არ ვიცი ასე საშინლად როგორ შეიძლებოდა მოქცეოდა ღმერთი მას. ჩუმად ვტიროდი, რომ მისი ხმა გამეგო, მეგონა რაღაცის თქმა ცდილობდა, და მერე მოკვდა, დავიყვირე და გავითიშე მეც, სასწრაფოს მანქანაში გამომეღვიძა, წვეთოვანით ვენებში, სახეზე კიდევ სანდროს სისხლი მესხა, ხმას ვერ ვიღებდი არ ვიცოდი რა მქენა, შეშინებული ვიყავი, მერე გავიგე რომ იმ მარშუტკის მძღოლმა თავი მოიკლა, მე კი სანდროს დაკრძალვაზეც ვერ წავედი, ვერც სამძიმარზე რადგან 1 კვირა ხმას არ ვიგებდი, სახლში მთალი დღე მარტო ვიყავი და მთელი დღეები ვსვამდი, 1 თვის განმავლობაში ფხიზელი არ ვყოფილვარ და ამასობაში ყავარჯნებიც მომხსნეს როცა უკვე 13 წლის ვიყავი,
ყავარჯნების მოხსნის შემდეგ, ვცდილობდი ჩემს ქალაქში პალაჟენია დამემყარებინა, ჯერ ჩემს თანატოლებში, შემდეგ კი უფროსებთან. ჩემს თანატოლებთან მთავარი იყო კარგად გეჩხუბა, ხოლო დიდებთან ჯობდა თავით გეტარებინა, შენი მთალი ძალა და არა მუშტებით. მე ბევრს ვკითხულობდი ყავარჯნებზე დგომის ერთი წლის განმავლობაში, ასე რომ გონებას




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent