შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული


12-02-2018, 14:06
ავტორი sofia.sofia
ნანახია 1 698

სევდიანი სიყვარული.


ამბავი,რომელიც სრულიად შემთხვევით მოვისმინე ერთობ საინტერესო და სევდიანიცაა..სამარშუტო ტაქსით უნივერსიტეტიდან ვბრუნდებოდი.ჩემი ყურადღება ჩემს წინ მჯდომი ორი ახალგაზრდა გოგონას საუბარმა მიიპყრო,რომლებიც საუბრობდნენ გიორგის და ნინოს (სახელები შეცვლილია ) სიყვარულის ამბავზე.
მოკლედ, მათ ერთმანეთი აგვისტოს ომის პერიოდში გაუცნიათ სოციალური ქსელით,გიორგი რაიონიდან იყო, ნინო დედისერთა, თბილისიდან.თავიდან სოციალური ქსელებით ურთიერთობდნენ,შემდეგ შეხვდნენ და აქედან დაიწყო ყველაფერი...
ხვდებოდნენ ერთმანეთს,საკმაოდ ახლო მეგობრები გახდნენ,გიორგი სახლშიც აკითხავდა ნინოს და მის გარეშე აღარ შეეძლო ცხოვრება,უნდოდა სულ მასთან ყოფილიყო,ძალიან უყვარდა და ვერ ამხელდა,ეგონა სიყვარულით ვერ უპასუხებდნენ და თავს ფიქრებით და ოცნებებით იტანჯავდა.მიუხედავად იმისა,რომ გიორგის კარგი სამსახურიც ჰქონდა რაიონში და თავისი ბიზნესიც,ფიქრობდა,რომ ნინო მას უარს ეტყოდა და ვერც ნინოს მშობლები გაიმეტებდნენ ნინოს გიორგისათვის. ასე გავიდა თითქმის ორი წელი...
გიორგის აღარ შეეძლო ასე ცხოვრება და გადაწყვიტა ნინოსთან მეგობრული ურთიერთობის გაწყვეტა,მაგრამ ეს არ იყო მარტივი მისთვის და მიიღო სრულიად უცნაური გადაწყვეტილება-შეგნებულად შეაძულა თავი ისე,რომ, ნინოს გიორგის დანახვაც აღარ უნდოდა,ფიქრობდა რა,რომ ამით ნინოს დაივიწყებდა და მისი ტანჯვა დასრულდებოდა.
ასეც მოხდა...მას შემდეგ ერთმანეთი აღარც უნახავთ.გავიდა დრო,ნინო გათხოვდა,ცოტა ხანში გიორგიც დაოჯახდა,მაგრამ დღემდე უყვარს ნინო,ამის დასტური კი გიორგის მედალიონში ჩამალული ნინოს ფოტოა,რომელიც მუდამ თან დააქვს და თვალის ჩინივით უფრთხილდება...
P.S. ნუ დამალავთ სიყვარულს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent