შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასოდეს გამიშვა V


13-02-2018, 15:25
ავტორი The Dreamer
ნანახია 1 898

-შემოხვალ?-ვერ ვწყვეტდი ისევ მინდოდა თუ არა აქ დაბრუნება..-წამო წამო..-ხელი ჩამკიდა ოთომ და უნივერსიტეტისაკენ მიბიძგა..
ლექციებზე რა თქმა უნდა ხმის ამოუღებლად ვიჯექი.. ოთოს გვერდით,ის თვალს არ მაშორებდა.. ვრძობდი უხერხულობას.მან არ იცოდა ჩემი ბოლოდროინდელი მოვლენები.. ეგონა,რომ ისევ ის მიყვარდა დაამიტომ დავბრუნდი.. რთულია ადამიანს,რომელსაც ერთ დროს იმედი მიეცი ახლა წაართვა.. განა მეც ასე არ გამიკეთეს? ვიცი რა გრძნობაც დაეუფლება მას.. ვიცი როგორაც გავანადგურებ,ამიტომ ვერიდები იმის თქმას,რისი მოსმენაც არ უნდა..
-კატო წამოხვალ დრეს გიგისთან?-მკითხა ოთომ.. გიგი მისი ძმაკაც იყო,მეც კარგი ურთიერთობა მქონდა.
-კარგი წავიდეთ.-გულის გადაყოლება ნამდვლად მჭირდებოდა.
დედას არ გაუპროტესტებია ჩემი საღამოს სახლიდან გასვლა..
გიგისთან მისულებს „ბავშვები“ უკვე შეკრებილი დაგვხვდნენ.. ჩვენი დანახვა ყველას გაუხარდა.. ყველა გვილოცავდა ისევ ერთად ყოფნას,რომ ჩვენ კარგი წყვილი ვიყავით..
რაღაც ვარიანტში ეს იმ სარამოს ჰგავდა,როცა საშამ ჩემზე საბოლოოდ თქვა უარი..
თავს უხერხულად ვგრძნობდი,ამიტომ სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად.ტელეფონის ზარმა ძალიან შემაშინა.. ვლადი რეკავდა.. რადგან სამზარეულოში მარტო ვიყავი ვუპასუხე..
-რას შვები?-მკითხა მან..
-არაფერს.. რა გინდა?
-ასე უნდა მელაპარაკო გოგო?
-არ მინდა შენთან ლაპარაკი ვლად.
-სამაგიეროდ მე მინდა.. სანამ საქართველოში ჩამოვსულვარ ნორმალურად მელაპარაკე.-მუქარის ტონით მითხრა ვლადმა.
-ვლად,ძალიან დავიღალე უნდა გავთიშო..-მუსიკას ბოლო ხმაზე აუწიეს სასტუმრო ოთახში,რა თქმა უნდა ვლადმაც გაიგონა.
-სად ხარ?
-შენი საქმე არაა..
-კაწ მოთმინებას ვკარგავ..
-მეგობრებთან ვარ.
-ასე ერთობი,მაშინ როცა საშა..
-არ მაინტერესებს საშაზე არაფერი.. მან ჩემზე უარი თქმა ჰოდა ტანიასთან ბედნიერებას ვუსურვებ,მაგრამ ჩემგან შორს.-ტელეფონი ანერვიულებულმა გავთიშე და მაგიდაზე დავაგდე..
ხელის კანკალით მოვსვი წყალი..ღრმად ჩავისუნთე და ამის შემდეგ დავინახე გიგი სამზარეულოს კარებთან.. რომელიც მკვლელის თვალებით მიყურებდა.. ვცადე გვერდი ამეარა მისთვის მაგრამ მკლავში ცამავლო და ისევ სამზარეულოში შემომიყვანა.
-რას აკეთებ?-შევიცხადე მე.
-ვინ არის ვლადი?
-შენ უნდა გაბარო ანგარიში?
-მე არა,მაგრამ ოთოს კი..
-არც ოთოს! ეგ თქვენი საქმე არ არის.. მე საქართველოში დავბრუნდი და არა ოთოსთან..
-ეგ უთხარი უკვე ოთოს?
-არა.-მოვიღუშე მე..
-ჰოდა მეც მაგას ვამბობ.. იცი ოთო რა დღეში იყო რომ წახვედი?
-არ ვიცი,მაგრამ ის ვიცი რომ მე ოთოსთან ერთად ვეღარ ვიქნები.
-ასეთი რა მოხდა რუსეთში?-მკითხა მან დაეჭვებულმა.
-შენი საქმე არ არის.. მე წავედი.-გიგიმ ისევ ჩამავლო მკლავში,რომელიც ძალიან მტკიოდა ავარიის შემდეგ სწორედ ამ მკლავზე ჩამიტარდა ოპერაცია.
-ეს რა არის?-ხელზე ამიწია მაისური.
-მგონი ზედმეტები მოგდის.-ხელი გავაშვებინე მას და ოთოს გვერდით დავბრუნდი
მთელი საღამო გიგის გავურბოდი.. წამითაც კი თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.. ეგონა მის მეგობარს ვატყუებდი,ის მეგობრის დაცვას ცდილობდა და მართალიც იყო... არ მინდოდა ოთოს გული ტკენოდა,ამიტომ ყველაფერს მოგვიანებით ავუხსნიდი შედარებით წყნარ გარემოში და არა მეგობრების თანდასწრებით..
დრო გადიოდა.. მე და ოთო ძალიან დავახლოვდით,რა თქმა უნდა მე მას მეგობრად ვთვლიდი და ჩვენს შორის არ ხდებოდა სხვა არაფერი.. არ ვიცი ის რას ფიქრობდა მაგრამ ჩემი დისტანცია ყველაფერზე მეტყველებდა.. ჩვენ დროს ერთად ვატარებდით,ვსაუბრობდით ყველაფერზე,გარდა იმ ერთი თვისა,რაც მე რუსეთში გავატარე..
-რეზიდენტურის გავლას სად აპირებ?-მკითხა ოთომ
-არ ვიცი.. ჯერ არ მიფიქრია ამაზე..
-რაღაცას გეტყვი.. იმედია არ გაბრაზდები.. ჩვენი საბუთები გადავგზავნე ერთ-ერთ ცნობილ კერძო კლინიკაში და დღეს პასუხი მივიღე..
-რა ქენი?-შევიცხადე მე..
-რადგან ასე კარგად ვართ ერთად ვიფიქრე ერთად გაგვევლო რეზიდენტურაც.. იქნებ ჩვენს შორის მანძილი კიდევ უფრო შემცირდეს..
-ოთო.. ჩემს მაგივრად არ უნდა იფიქრო.-მასზე გაჯავრებას უკვე აზრი არ ჰქონდა,რადგან უკვე გამოსწორება გვიანი იყო.-სად გადაგზავნე?
-მოსკოვის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში.-მოსკოის გაგონებამ თავბრუ დამახია.
-კარგი წარმატებებს გისურვებ.. მე არ მოვდივარ.
-რატომ?რამე მოხდა რუსეთში რასაც არ ამბობ?-შევყოყმანდი,იქნებ ჯობდა ყველაფერი მომეყოლა მისთვის?
-არაფერი მომხდარა,უბრალოდ არ მინდა იქ წასვლა,რადგან ჩემს ოჯახის წევრებს ვეჩხუბე.
-და მსგავსი იდიოტიზმის გამო ამბობ უარს ცხოვრებაში რამეს მიაღწიო? რამხელა შანსი გვეძლევა შენ ვერც ხვდები..
ყველაფერი კი ისე დასრულდა,რომ ოთომ მოახერხა ჩემი დაყოლიება..
ახლა მხოლოდ დედაჩემის კივილის გადატანა დამჭირდებოდა...
უკვე მოსკოვში ჩამოვედი.. კლინიკასთან ახლოს ვიქირავე ბინა.. ოთოც ახლოს გადმოვიდა ჩემთან..
ძალიან ვღელავდი,რომ სადმე შევხვდებოდი მას,ქუჩაში.. გადასასვლელის მოლოდინში ჩემს გვერდით შესაძლოა ის მდგარიყო.. ან კაფეში ყავის სმის დროს ერთმანეთს შევხვედროდით.. გული გამალებით მიცემდა,მაგრამ გარდაუვალი იყო მასთან შეხვედრა.. ჩვენს ერთსა და იმავე პროფესიას ვეუფლებოდით.. შეხვედრებზე,გადამზადებაზე,შესაძლოა ოპერაციაზეც კი შევხვედროდით ერთმანეთს..
დარწმუნებული ვარ ყოველ თქვენგანს,ვინც საყვარელ მამაკაცს დაშორდით, მაგრამ მაინც გიყვართ.. შინაგანად გრძნობდეთ ეს სიყვარული როგორ გკლავთ დღითიდღე და ჰაერის ჩასუნთქვის საშუალებას არ გაძლევთ.. მე ვგრძნობდი,მას შევხვდებოდი.. დარწმუნებული ვარ თქვენც გრძნობთ რომ ერთ დღეს,მას კვლავ შეხვდებით.. მისთან შეხვედრას გონებაში ათიათასჯერ ატრიალებთ.. ფიქრობთ საშუალება რომ მოგეცეთ რას ეტყოდით,ან ის რას გეტყოდათ..
-დღეს გადაგვანაწილებენ.-სიხარული გაუზიარა ერთმა ინტერმა მეორეს..
ოჰოო.. დღეს ვიღაც მარწუხებს ჩაგვავლებდა,აღარ მოგცემდა ამოსუნთქვის საშუალებას... ყველაზე უკან ვიდექით მე და ოთო.მე არ მინდოდა ვინმეს თვალში მოვხვედრილიყავი,ოთო კი მე არ მტოვებდა..
ყველაზე კვალიფიციური ექიმები პირველები აგვირჩევდნენ,ჩატარებული ტესტის საფუძველზე..
თითქმის ყველა აირჩიეს,ცოტაც და შვებით ამოვისუნთქვადი.. ოთო უკმაყოფილო სახით მიყურებდა..
-ორლოვ მე გამომყევი.-მომმართა ერთმა არცთუისე ახალგაზრდა ექიმმა.. მეც უკან გავყევი.
უამრავი დავალება მომცეს იმის გათვალისწინებით,რომ დღეს ჩემი პირველი დღე იყო..
დერეფანში მივდიოდი,თან პაციენტის სამედიცინო ისტორიას ვეცნობოდი,რომ ვიღაც ძლიერად დამეტაკა და კედელზე მხრებით ამაკრა.. თვალები დავხუჭე,რადგან სუნთქვა ძალიან მიჭირდა..
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-მომმართა ნაცნობმა ხმამ.. თვალები გამიფართოვდა.. ერთიანად ავცახცახდი.. არ ვიცი შემეშინდა,თუ უბრალოდ ემოციები მომეძალა..
-ხელი გამიშვი.. მტკივა.-საშას თითქოს არც კი გაუგონია ჩემი წუწუნი.. დერეფანს თვალი მოვავლე,ყველა ჩვენ გვიყურებდა..-საშა მეტკინა!
-ორლოვ,ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს.. წადი!-დამიღრინა საშამ და უკან დაიწია,რადგან მიხვდა ძალიან მიჭერდა ყელზე ხელს..
-არსად წასვლას არ ვაპირებ,მე აქ ვმუშაობ.. შენ თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია თავად წახვიდე.-გვერდი ავუარე და მიმღებში დავბრუნდი..
ძალიან ცუდად ვიყავი,არა იმიტომ რომ საშამ მატკინა,არამედ შინაგანად ვიყავი ცუდად...
დღის ბოლოს სახლში ცოცხალმკვდარი მივედი..
დაღლილი საწოლზე დავწექი, ფეხები კედელზე შემოვაწყვე, ვცდილობ ცრემლები გადავყლაპო წყენასთან ერთად მაგრამ არ გამომდის ..არასდროს არაფერი არ გამომდის ცხოვრებაში ,დაცემის და ვერ წამოდგომის მეტი .. არ გამომდის მყარად ვიდგე , არ გამომდის ტკივილი ვერ მომერიოს, არ გამომდის არ ფიქრი , გულთან ახლოს არ მიტანა ..არ ყოფნა არ გამომდის ..
მთელს ორგანიზმს შიგნიდან ტკივილი მიჭამდა..
ვცდლობ ძლიერი ვიყო,მაგრამ არც ეს გამომდის როცა მარტო ვრჩები...
კარებზე ზარის ხმა გაისმა..
მეგონა ოთო მოვიდა,ამიტომ თამამად გავძახე..
-შემოდი ოთო ღიაა კარი.-კარები გაიღო და ნელი.. დაკვირვებული ნაბიჯის ხმა შემომესმა.. ეს არ იყო ოთო..
საწოლიდან წამოვდექი და კარების მიმართულებით წავედი..
მისაღე ოთახში ვლადი დამხვდა,რომელიც ისე მიყურებდა,რომ მეგონა ცოტაც და თავს დამესხმებოდა.. ორივე წარბი ზემოთ ავზნიქე და ძლივსშესამჩნევად გავუღიმე.. ისიც ანალოგიურად მოიქცა,შემდეგ კი ბუხრის წინ მდგარ სავარძელში მოკალათდა..
-ჩემი მისამართი საიდან გაიგე?
-სერიოზულად მეკითხები კაწ?
-რა გინდა ვლად მითხარი და წადი..
-ჯერ იქედან დავიწყებ,რომ ტელეფონზე არასოდეს მპასუხობდი.. შემდეგ იმაზე გადავალ,რომ ჩამოხვედი და ჩვენთან კი არ მოხვედი,არამედ ამ ნაგავსაყრელზე ცხოვრობ,და ბოლოს რა შეხვედრა გაქვს?
-ვლად შენი ირონიის თავი არ მაქვს..
-თავს საერთოდ დაკარგავ კაწ მსგავსი საქქციელით.
-რა საქციელს გულისხმობ?
-ჯერ ქმარი მიატოვე,ახლა კი მისივე საავადმყოფოში ინტერნად დაიწყე მუშაობა?
-არ ვიცოდი საშაც თუ იქ მუშაობდა,ჩემმა მეგობარმა გადააგზავნა ჩემი რეზიუმე და მე ინფორმირებული არ ვიყავი.
-კაწ ვეღარ გცნობ.
-შენ მე არც მანამდე მიცნობდი..
-მოკლედ გირჩევ საშას თვალში არ შეეჩხირო..
-მაგ თემასთან დაკავშირებით უკვე მივიღე გაფრთხიება..-ნატკენ კისერზე ხელი წავისვი,ვლადმაც შენიშნა ნათითურები,მაგრამ ყურადღება არ გაუმახვილებია.-არ ვაპირებ საშას ერთად მუშაობას.. ჯერ ერთი განქორწინებას მოვითხოვ და მერე მეორეც სხვა საავადმყოფოში გადავალ..
-აი მაგ საქმეებში წარმატებას გისურვებ,რადგან დარწმუნებული ვარ საშა ჯოჯოხეთად გიგცევს ყოველ წამს.. შენ არ იცი საშა როგორი პიროვნებაა.
-მისი ადვოკატის ამპულაში ნუ გამომიხვალ ახლა.. წადი,როცა მზად ვიქნები ბებოს და ბაბუს მოვინახულებ,მაგრამ გამაფრთხილე იმ დროს არ მოვიდე როცა სახლში იქნები.
-კარგი ძვირფასო ძმისშვილო,თავს გაუფრთხილდი.-ვლადი ადგა და გავიდა,თუმცა კარები არ დაუხურავს..-ვითომ ჩემზე რელავდეს.-ძლიერად მივხურე კარები,თან მის გასაგონად შევძახე.. დარწმუნებული ვიყავი გაიგონებდა..
ღამით ვერც კი დავიძინე ისე მტკიოდა კისერი..
დილით მაღვიძარამ რომ დარეკა მე უკვე მომზადებული ვიყავი გასასვლელად..
გარეთ რომ გავედი ჩემი „სპეც ზაკაზის“ „პორშე პანამერა“ დამხვდა.. მივხვდი ეს ვლადის ნახელავი იყო,თუმცა არც კი მიფიქრია საჭესთან დაჯდომა..
სამსახურში მივედი თუ არა ისევ გადანაწილება გველოდა წინ,რადგან ყველა ექიმს არრ დასწრებია წინა გადანაწილებას.
-რა გჭირს კისერზე?-მკითხა ოთომ.
-გრძელი ამბავია,სხვა დროს მოგიყვები.-ვუთხარი ოთოს და კვლავ უკანა რიგში დავდექი..
-ორლოვ!-მომესმა ნაცნობი ხმა,რომელიც წინა დღეს მუქარის ტონით მესაუბრებოდა.-ორლოვ გესმის?
-დიახ პეტროვ,მესმის..-ყველამ გაკვირვებული სახით შემომხედა,ოთომ ვერ გაიგო რატომ მივმართე ექიმს ასე უხეშად..
-ძალიან კარგი თუ გესმის.. წამოდი დღეს ჩემთან ხარ!-ტრადიციულად თვალები დავუელამე,მაგრამ ისე რომ თავადაც დაენახა.
-მოგვიანებით გნახავ.-გადავუჩუქჩულე ოთოს ქართულად,რაც საშას არ გამოჰპარვია.. ნაბიჯი შეანელა.. შემობრუნდა და ოთო შეატვალიერა,შემდეგ ისევ სწრაფი ნაბიჯით განაგრძო გზა..
თავს ისე ვგრძნობდი,თითქოს კიდევ მე ვიყავი რამეში დამნაშავე.. კიდევ მე უნდა ამეხსნა მისთვის... კარგად იცოდა როგორ უნდა მეგრძნო თავი დამნაშავედ..
მთელი დღე არ გვისაუბრია ჩვენს პირადულზე.. ერთ-ორ უკმაყოფილო სიტყვას მომიგდებდა პაციენტებთან დაკავშირებით და შემდეგ ისევ მაიგნორებდა..
დღე ძალიან გაიწელა.. საშამ კიდევ უფრო დამღალა..
-თუ მეტს არაფერს მავალებთ ბატონო პეტროვ მე მივდივარ.-განვუცხადე,როცა მის კაბინეტში შევედით.საშამ ექიმის ხალათი გაიძრო და საკიდზე ჩამოკიდა,შემდეგ პერანგის მკლავები აიკეცა და ჩემკენ წამოვიდა ნელი ნაბიჯით..
რამდენ ნაბიჯსაც გადმოდგამდა ჩემკენ,მე იმდენივეს ვდგამდი უკან,რამაც კიდევ უფო შეიყვანა აზარტში..გული გამალებით მიცემდა,იმის მიუხედავად რომ მასზე საშინლად ვიყავი ნაწყენი,მაინც მინდოდა შემხებოდა და ძველებურად შემოეხედა ჩემთვის.. თუმცა ეს მხოლოდ მე მინდოდა..
კედელს ავეკარი.. საშამ ალი ხელი კედელს მიადო,რომ არ გავქცეულიყავი,მეორე ხელით კი ნატკენ კისერზე დახვეული შარფი შემომაცალა,თუმცა თვალებში მიყურებდა.. ვხვდებოდი,რომ იცოდა რაზეც ვფიქრობდი,მან კი წარბი ასწია და ტუჩსა და ლოყებს შორის ღიმილისაგან გამოწვეულო ორმოები გაუჩნა,შემდეგ უფრო ახლოს მოიწია...


პ.ს რას ფიქრობთ,როგორია? :))



№1 სტუმარი ani

Mshvenieria ra metqmis yoveldge Deb Cota kawinka gaamkacre gtxov
Radgan misi xasiati sirbilit ar gamoircheva vfiqrob simkacre mouxdeba Aseve Sasha aechviane yvelaze kargad gamova nu neba shenia warmatebebii <3

 


№2  offline მოდერი The Dreamer

ani
Mshvenieria ra metqmis yoveldge Deb Cota kawinka gaamkacre gtxov
Radgan misi xasiati sirbilit ar gamoircheva vfiqrob simkacre mouxdeba Aseve Sasha aechviane yvelaze kargad gamova nu neba shenia warmatebebii <3

მაშინ შენ მომდევნო თავი უფრო მოგეწონება :D

 


№3 სტუმარი სტუმარი Lia

Sauketesoa

 


№4  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგია heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent