შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასოდეს გამიშვა IV


12-02-2018, 14:46
ავტორი The Dreamer
ნანახია 1 931

-ჯერ არა.. -საშამ ხელში აყვანილი ამატარა კიბეები,მე ვყვიროდი და როგორც შემეძლო ვურტყამდი,ის კი მაინც საძინებლისკენ მიიწევდ
საწოლში ამოვყავი თავი.. საშა გაშმაკებით მკოცნიდა ცალი ხელით კი მიჭერდა,რომ არ გავქცეულიყავი.. ვნებამორეულს გონება დამებინდა...
დილით საშას ხმამ გამაღვიძა,რომელიც ტელეფონზე საუბრობდა,შემდეგ მე შემომხედა და თანხმობა მისცა ვიღაცას შეხვედრაზე.
-საღამოს გავდივართ და შესაბამისად მოემზადე.
-სად საშა?
-მეგობრები ვიკრიბებით და შენც წამოხვალ.
გამიხარდა,რომ თავისი მეგობრების წრეში მეც მივყავდი,ასე ვთქვათ ეს ერთი ნაბიჯი იყო ჩემკენ გადმოდგმული.. კი ვაიძულე ჩემზე დაქორწინება,მაგრამ ვგრძნობდი რომ ისიც არ იყო ჩემს მიმართ გულცივი,წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემითან ცხოვრების სურვილიც არ ექნებოდა.
საღამოსათვის ვეცადე სადად,მაგრამ დახვეწილად ჩამეცვა,მაკიაჟი როგორც ყოველთვის სადად გავიკეთე,თმაც გავიშალე..
საშას ვამჩნევდი როგორ მოსწონდა ჩემი გაშლილი თმები.. არაფერს ამბობდა მაგრამ დროდადრო კმაყოფილებით სავსე თვალებით გადმომხედავდა..
-რა მაგარია რომ მოხვედით.-გადაგვკოცნა საშას ძმაკაცის ცოლმა,რომელიც ჩვენს ქორწილშიც იყო.
მამაკაცები სამზარეულოში ფუსფუსებდნენ,გოგონები კი მისაღებ ოთახში ვჭორააობდით.. ყველა მათგანი ნანახი მყავდა ჩემს ქორწილში და მეტნაკლებად გავიცანი,კარგი ხასიათის გოგონები იყვნენ,ნუ რამოდენიმეს თვალში არ „მოუვედი“ და ცხვირაბზუებული მეკითხებოდნენ რაღაცეებს.კარზე ზარის ხმა გაისმა...
ოთახში მაღალი,ძალიან ლამაზი გოგონა შემოვიდა,თითქოს რაღაც მომენტში ჩემს თავს მახსენებდა.. თვალის ჭრილიც კი ერთნაირი გვქონდა,ტუჩის მარჯვენა ზედა კუთხეში ორივეს იდენტური „ხალი“ გქონდა.გოგონამ ყველას მიესალმა და ჩემს წინ ჩამოჯდა. კარგი ხასიატების აღმოჩნდა ჩემი ორიეული,მაგრამ ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი როცა წარბაწეულმა შემათვალიერა..
-ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ?-მკითხა მან..
-არამგონია.-თავაზიანად გავუღიმე მე..
-მე ტანია ვარ.-თქვა მან.
-კატერინა.-ვუთხარი თუ არა ჩემი სახელი ოთახში ბიჭებიც შემოვიდნენ.
ტანიას თვალები სიხარულისაგან უბრწყინავდა,თითქოს დადნა..
მის მზერას თვალი გავაყოლე,ის საშას უყურებდა,საშა კი მას...
ვიგრძენი მათ შორის უჩინარი იმპულსები.. საშამ ტანია გადაკოცნა და ჩემს გვერდით დაჯდა.
-ტანია..-ყურადღების მისაქცევად დაუძახა ლუდამ(საშას ძმაკაცის ცოლმა)-კაწია ჩვენი საშას მეუღლეა,მგონი არ იცოდი.-ტანიას სახე დაებრიცა,ალმაცერად გადმომხედა და საშას დამცინავად კითხა.
-ცოლი მოიყვანე?თანაც ჩემი ასლი.-ისევ გაიცინა და ყავა მოსვა,მე საშას გავხედე.
-ტანია ძვირფასო მე არავის ასლი არ ვარ,ერთადერთი და განუმეორებელი კატერინა ორლოვი ვარ.
-ორლოვი? ვლადიმირ ორლოვის ძმის შვილი შენ ხარ?
-ტანია აქ ჩემი ცოლის გენეალოგიის გამოსაკვლევაად ხარ მოსული?-ჰკითხა საშამ.
ტანიამ თავი დაგვანება,მაგრამ თვალს არ გვაშორებდა არცერთს.. მივხვდი მისი საცოლე ტანია იყო,ამიტომ არ მინდოდა თუნდაც ერთი წამით მის გვერდით ყოფნა მაგრამ წასვლას არ ვაპირებდი.. მე არ მეშინოდა და არც არავის ვაფიქრებინებდი შეეშინდა და ამიტომ წავიდაო.
მე და ლუდა სამზარეულოში ვსაუბრობდით,როდესაც კერძს ამზადებდა..
-აქ რაომ მოვიდა?
-ჩემი ქმრის დეიდაშვილია და მასაც უთხრეს მოსულიყო,ალბათ შენი რეაქცია აინტერესებდათ.
-საშამ იცოდა?
-არამგონია.-თქვა ლუდამ და მხრები აიჩეჩა..
ყველა თავის „პონტში“ იყო როცა მსიაღებში დავბრუნდი,მხოლოდ საშა და ტანია არ ჩანდნენ..
მითხრეს აივანზე გავიდნენო,რა თქმა უნდა ჩემს საყვარელ ქმართან გასვლა გადავწყვიტე..
გარეთ გავედი თუ არა გული საშინლად ამიჩქარდა,თავბრუ დამეხვა და ამაკანკალა.. თვალებში ცრემლები მომაწვა და სიბრაზისაგან ნესტოები დამებერა.. დავინახე როგორ კოცნიდა საშა და ტანია ერთმანეთს.. უკან,სახლში შევბრუნდი... ცრემლები თავისათავად მცვიოდა თვალებიდან,ყველას ყურადღება ჩემკენ იყო მომართული...
-კაწინკა რა გჭირს?-მკითხა ლუდამ.ყურადღება არ მივაქციე და ჩანთას წავავლე ხელი.-სად მიდიხარ კაწწ რა მოხდა?-ხელები გამიკავა ლუდამ.
-თავი დამანებე ლუდა..-ხელები გავაშვებინე და ბეწვს წავავლე ხელი.. არც ჩამიცვია ისე გავაღე კარები
-კაწ..-კიბეებზე დამედევნა საშას ძმაკაცი ივანი,მაგრამ რომ არ მივაქციე ყურადღება უკან დაბრუნდა..
ჩემს „პორშეში“ ჩავჯექი და გაურკვეველი მიმართულებით მივქროდი.. ძალიან სწრაფად მივდიოდი ვხვდებოდი,მაგრამ ყველაფერი სულ ერთი იყო ჩემთვის..ცრემლები მხედველობას მიბინდავდა,გონება არეული მქონდა.. ან რისი იმედი მქონდა საშასთან ურთიერთობისას,მას მე კი არა ტანია უყვარდა..
„ზებრაზე“ ადამიანი შევნიშნე.. დამუხრუჭება ვცადე,მაგრამ ყინულზე დავსრიალდი და განათების ბოძს შევეჯახე....... მაშინვე გავითიშე..
გონს საავადმყოფოში მოვედი,უამრავი აპარატი მქონდა მიერთებული.. მაკანკალებდა.. ძალიან მციოდა,ამიტომ ექიმი გამოვიძახე..
-ძალიან მცივა.-ვუთხარი პალატაში შემოსულ ექიმს..
-ნარკოზიდან გამოდიხართ და ამიტომ,ახლავე მოვიტან პლედს..-ექთანმა პლედი დამაფარა თუ არა მაშინვე ჩამეძინა..
თვალები რომ გავახილე ჩემს გვერდით დედა დავინახე,რომელსაც ცემი ხელი ეჭირა.. ძალიან გამიკვირდა მისი ნამიანი თვალების დანახვა,ნუთ ჩემს გამო დარდობდა.. მეეჭვება მე ვაინტერესებდე,ალბათ ეშინოდა რამე არ დამმართნოდა და ჩემი მემკვიდრეობა არ დაეკარგა.. ეს უფრო რეალური იყო ვიდრე ჩემზე დამწუხრებული დედა.
-ძვირფასო..თავს როგორ გრძნობ.-მკითხა როცა დამინახა გავიღვიძე.
-აქ რა გინდა დედა?
-რას ნიშნავს რა მინდა,გავიგე შენი ამბავი..
-და ჩამოხვედი,რადგან შვილის ჯანმრთელობაზე ღელავ არა?
-კატო ძალიან გთხოვ შვილო ნუ მესაუბრები ასე.. შენ არც კი იცი რა გადავიტანე როცა ეს ამბავი გამაგებინეს.
-შენ არც კი იცი მე რა გადავიტანე როცა აქ გამომიშვი.
საუბარი აღარ გაგვიგრძეკებია,რადგან ორივეს გული გვეტკინებოდა.. რაღაც მომენტში ძალიან გამიხარდა როცა დედა დავინახე ჩემს გვერდით.. არ აქვს მიზეზს მნიშვნელობა,ის ხომ ჩემს გვერდით იყო.. მძიმე დროს რომ დედას შენი ხელი უჭირავს ეს ყველაზე მაღლა დგას,ველა კამათზე მაღლაა ჩემი გრძნობა დედაჩემის მიმართ..
საშა არ მინახავს ის დღეები..
სახლში გამომწერეს,დედამ ბებოს და ბაბუს სახლში წამიყვანა..
-ჩემ შვილთან ერთად საქართველოში ვბრუნდები.-საღამოს გამოაცხადა დედამ,როცა ვლადიც მოვიდა.
-კი მაგრამ..-დაიწყო ბებომ,მაგრამ დედამ გააწყვეტინა.
-არავითარი მაგრამ.. მე ჩემი შვილი განდეთ,მინდოდა ესწავლა და გზა თავისი ცოდნით გაეკვლია... თქვენ კი რა გააკეთეთ? გაათხოვეთ.მე რომ მისთვის გათხოვება მდომოდა საქართველოშიც ყავდა შეყვარებული,მაგრამ სწორედ ამიტომ გამოვუშვი თქვენთან..-ბებომ და ბაბუმ ხმა ვერ ამოიღეს.
-კაწიას ვერ წაიყვან.-თქვა ვლადმა.
-ვითომ რატომ? შენ შემიშლი ხელს?
-კაწია ჩემი მეგობრის მეუღლეა და მისგვერდით დარჩება.
-ვლად სად არის შენი მეგობარი?აქ უკვე ხუთი დღეა რაც ვარ.. კატოსთან რატომ ერთხელაც არ მოვიდა?აქ დაასრულეთ ეს საუბარი,კატო ჩემთან ერთად მოდის..
-დედა..-დამღალა ამ კამათმა..-ჩემს ნივთებს ავიღებ ჩემი სახლიდან და წავიდეთ შემდეგ საქართველოში.-ყველა გაოცებული მიყურებდა.-ვლად შენ წამიყვანე სახლში.
ვლადმა მანქანა დაძრა,ძალიან გაღიზიანებული იყო.. ნესტოებდაბერილი მართავდა მანქანას.თან ყველას „ეჩხუბებოდა“ ვისაც გასწრება უნდოდა,ვინც „პავაროდნილი“ დროულად არ ჩართო.. მოკლედ აუტანელი იყო მის გვერდით ყოფნა.
-კაწინკა..მე შენი ტყუილის მიუხედავად გაგაყოლე საშას,ყველანაირად მხარს გიჭერდი.. ახლა კი უბრალოდ ადგები და წახვალ?
-კი წავალ..
-რატომ რა გააკეთა საშამ ასეთი?
-საშა არაფერ შუაშია.. მე აღარ მინდა მის გვერდით.
-დარწმუნებული ხარ?
-თავი დამანებე ვლად.. ხომ გაიგონე დედამ რა თქმა? საშა არც ერთხელ არ მოსულა ჩემს სანახავად,არ აინტერესებს მე რა მჭირს.-უკვე ვყვიროდი,ამიტომ ვლადმა თავი დამანება.
სახლში ისე შევედი არც შემიმოწმებია საშა იყო თუ არა.. პირდაპირ საძინებელში წავედი.. რაკი ახალი გადმოსული ვიყავი ამ სახლში ნივთები სრულად ამოწყობილი არ მქონდა,ამიტომ დიდი დრო არ დამჭირდებოდა მოსამზადებლად..
როგორც ჩანს საშა სახლში იყო.ნივთებს რომ ვაწყობდი საშა სააბაზანოდან გამოვიდა.. ძალიან გაუკვირდა ჩემი ამ მდგომარეობაში დანახვა.
-რას აკეთებ?-მკითხა მან,მე კი რა თქმა უნდა დავაიგნორე.-კაწ რას აკეთებ მეთქი?-ისევ იკითხა მან და მე სევ არ გავეცი ხამ.-კაწ..-უკვე ხელზე შემეხო,მე კი ნერვები ვეღარ მოვთოკე და ხელი ვკარი.
-აღარასოდეს შემეხო.
-კიდევ ერთხელ გეკითხები,რას აკეთებ?
-მივდივარ,ვეღარასოდეს მნახავ.-საშას გაეცინა
-ღადაობ?
-არ ვღადაობ.
-არ გაგიშვებ...
-საშა თუ თვალებში შემომხედავ და ისე მეტყვი რომ ის ქალი შენთვის არაფერს ნიშნავს დავრჩები და გთხოვ არასოდეს გამიშვა,სულ შენს გვერდით გყავდე..-საშამ თვალები დახარა და წამიერი დუმილი ჩამოვარდა,რაც ჩემთვის გასაგები იყო.-ყველაფერი გასაგებია.-ჩანთას ხელიი დავავლე და კიბეებზე ჩამოვირბინე.
მესმოდა საშას ფეხის ხმა როგორ მომყვებოდა,ამიტომ მანქანასთან მივირბინე..
-რა მოხდა?-მკითხა ვლადმა
-წადი გთხოვ წადი...-ვუყვირე ვლადს და ამ დროს დავინახე საშა.. რომელიც სახლიდან გამოვიდა თან პერანგს იკრავდა,თუმცა ვლადი არ დალოდებია და დიდი სისწრაფით წავედით სახლისაკენ..
ემოციურად ძალიან გადაღლილი ვიყავი,არც საშას თავი მქონდა და არც დედაჩემის.. მინდოდა რაც შეიძლება მალე გავრიდებოდი ამ სიტუაციას.მაგრამ არც კი მიფიქრია,რომ სადაც არ უნდა წახვიდე მოგონებები ყველგან თან გამყვებოდა..
საშა ჯერ კიდევ მაშინ მიყვარდა,სანამ გავიცნობდი,სანამ შევხვდებოდი.. რა თქმა უნდა ეს ამაღელვებელია,მაგრამ როგორც ჩანს ცხოვრების დაცინვა იყო.. რადგან შემიყვარდა მამაკაცი რომელსაც სახვა უყვარდა.. მას ჩემთვის არ უთქვამს რომ ვესიზმრებოდი,ყოველთვის ბანზე მიგდებდა პასუხს.. იქნებ ესეც დავიჯერე,რადგან მე მსურდა ასე..
სულელი ბავშვი ვიყავი.. მეგონა რადგან მე „მოვისურვებდი“ ეს ასეც იქნებოდა.. მოვისურვე მისი ცოლობა,მაგრამ თავზე დამემხო ოცნების კოშკები.. ნანგრევებში ისე ღრმად მოვყევი,რომ ჩემი ამოყვანა შეუძლებელი იყო..
დეპრესიის კვირეულ,თვეებში გადამეზარდა.. უამრავი ფსიქოლოგი მომიყვანა დედაჩემმა,მაგრამ დუმილს ვინარჩუნებდი.. არავის ნახვა არ მინდოდა,არსად წასვლა არ მინდოდა..
იმ ღამით ისევ მესიზმრა.. ისევ მომიკვდა გული მისი ნახვით.. სიზმარშივე გავიაზრე რომ ის ჩემი არასოდეს იქნებოდა...
დილით თავს ვაიძულე საწოლიდან ადგომა.. ცივი შხაპი მივიღე გამოსაფხიზლებლად და უკვე გამოწყობილი მისაღებში ჩავედი.ოჯახის წევრებს ჩემი დანახვა ძალიან გაუკვირდათ.
-სად მიდიხარ ?-მკითხა დედამ.
-არ ვიცი.. გარეთ გავივლი..
-თუ გინდა შენი საბუთები ისევ აქ გადმოვიტანე და უნივერსიტეტში წადი..
-ვიფიქრებ მაგაზეც.-ძლივსშესამცნევად გავღიმე და გარეთ გავედი..
დედაჩემის გადამკიდე არც მეგობარი მყავდა და არც ვინმე ისეთი ვისაც ასეთ დროს დაველაპარაკებოდი.. ყოველთვის ერეოდა ჩემს გადაწყვეტილებებში,არასოდეს არ მოწონდა ის ხალხი ვინც ჩემთან იყო და ჩემს ჩუმად ცდილობდა ჩამოეშორებინა.. ახლა კი მარტოდმარტო ვარ.. მოსკოვში ვლადს მაინც ვესაუბრებოდი,აქ?.. ვერავის..
უნივერსიტეტს ვუყურებდი და ვფიქრობში შევსულიყავი თუ არა..
-კატო?-მომესმა ნაცნობი ხმა..-არ წასულხარ?-მკითხა მან.
-უკვე ჩამოვედი..-ოდნავ გავუღიმე ოთოს..
-ისევ ჩვენთან სწავლობ?
-კი.
-შემოხვალ?-ვერ ვწყვეტდი ისევ მინდოდა თუ არა აქ დაბრუნება..-წამო წამო..-ხელი ჩამკიდა ოთომ და უნივერსიტეტისაკენ მიბიძგა..

პ.ს მაპატიეთ გუშინ ვერ დავდე.. თუ მოვახერხე დღეს გვიან დავამატებ მომდევნო თავს..



№1 სტუმარი ani

Kargia mshvenieric ki nu ar minda uazro sityvebi Umagresia kawinka da viki xasiatebit gvanan sheni temebi imitom miyvars rom agwerili ara susti qalebi an gogonebi gyavs aramed dzlieri isterichkebi ar arian da es met xibls sdzens yvelafers warmatebebii gyvarobt Shenc da shens shemoqmedebasac <3

 


№2  offline მოდერი The Dreamer

ani
Kargia mshvenieric ki nu ar minda uazro sityvebi Umagresia kawinka da viki xasiatebit gvanan sheni temebi imitom miyvars rom agwerili ara susti qalebi an gogonebi gyavs aramed dzlieri isterichkebi ar arian da es met xibls sdzens yvelafers warmatebebii gyvarobt Shenc da shens shemoqmedebasac <3

მადლობა ანი heart_eyes

 


№3  offline წევრი naniko mindia

Umagresi xar kargad wer shen yvela istoriaze var sheyvarebuli♥♥♥♥♥♥♥warmatebebs gisurveb dges dadeb kidev ?
--------------------
lomidze

 


№4  offline მოდერი The Dreamer

naniko mindia
Umagresi xar kargad wer shen yvela istoriaze var sheyvarebuli♥♥♥♥♥♥♥warmatebebs gisurveb dges dadeb kidev ?

დღეს ვეღარ მოვახერხებ ხვალ შუადღისას დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent