შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაბედე და იყავი ბედნიერი (I)


13-02-2018, 23:12
ავტორი ნანუკი
ნანახია 1 296

სირბილისაგან გულაჩქარებული,გათოშილი,აკანკალებული,დაუცველი ხელებით აბრახუნებს გაყინულ ხის კარზე,როგორაც შესწევს ძალა,თუმცა სუსტი და უძლური აღნაგობა ხელს არ უწყობს,რომ შინაგანად მაინც იყოს ძლიერი.მის სხეულში შეჭრილი შიში თვალებს უღრღნის და შიგნიდან წვავს.უკან ხომ წყვდიადითა და უკუნით გაჟღენთილი ღამე მოიტოვა,მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით,რასაც გამოექცა და ცდილობს გაექცეს მთელი ცხოვრება.

სიცოცხლის განმავლობაში სულ შეუდრეკლად გარბის,მუხლების გადაყვლეფამდე,სისხლისდენამდე,ტკივილამდე და სასოწარკვეთილებამდე. სანამ შეუძლია,სანამ ძალა შესწევს,თუმცა ცოტა ხანიც და მუხლები მოეკვეთება და დაუძლურებული შეწყვეტს შეწინააღმდეგებას...

არ ჩერდება,აბრახუნებს სანამ არ გააღებენ, თითქოს ტანჯვა მოერია და ალბათ წააქცევდა კიდეც,მაგრამ სიჩუმით შეპყრობილი ოთახიდან სირბილის ხმა მოესმა და იმედი გაუღვივდა,იმედი იმისა,რომ მარტო არ იქნება,ვიღაც ეყოლება,ვინც ფეხზე წამოაყენებს და არ დაუშვებს იმას,რომ უბრძოლველად დაეცეს.

ელიზი იყო ეს შავგრემანი,თმააბურდული,სუსტი აღნაგობის,გაუბედავი,შემზარავი,მრავლისმეტყველი თვალებით მომზირალი და მის ასაკთან შედარებით მეტი გამოცდილების მქონე ადამიანი,რომელიც სიბნელიდან მოსულ აჩრდილს დამსგავსებოდა და ძალა გამოცლოდა. კარი ისეთი სისწრაფით გაიღო,უკან მდგომი წაიქცეოდა თავი,რომ არ შეეკავებინა.

სასოწარკვეთა,სისუსტე,ტკივილი,უსამართლობის გრძნობასთან წინააღმდეგობაში მყოფი გაუბედაობაც კი მისი განუყრელი ნაწილი იყო,რომელსაც თვალებით დაატარებდა.ბავშვური,სიხარულითა და უდარდელობით გამოწვეული გამომეტყველება დიდი ხანია გაუქრა და არც მისი ვადა იყო განკუთვნილი უსასრულობამდე.თითქოს თავიდანვე იყო განსაზღვრული ამ გოგონას ბედი,რომელიც სულ შიშში ყოფნას გულისხმობდა.
ალბათ,მხოლოდ გადმოცემით უნდა სცოდნოდა ბედნიერი ადამიანის გრძნობები.
-ოჰ,ელიზ,-კარის გაღებისთანავე წამოიყვირა ყოველგვარი შეკითხვების გარეშე არანაკლებ შეშინებულმა გოგონამ და დაინახა ფეხზეძლივსმდგარი, ღონემიცლილი,აქოშინებული და დაღლილი მასზე უფრო სუსტი მეგობარი.

ამდენი ითმინა,ამდენს გაუძლო,მაგრამ გრძნობებმა ვერ დაუოკეს ცრემლები, გულამოვარდნილი მივარდა გოგონასთან და ძლიერად,ძლიერად ჩაებღაუჭა.განცდებმა მწვერვალს მიაღწიეს.ასეთი დაუოკებელი და ნათლად გამომჟღავნებული გრძნობები,თითქოს გაურკვევლობაში მყოფ მეგობარს გადაედო და აჩქარებით,აღელვებულმა დახურა კარი.
სიწყნარე გამეფებულიყო,ელიზს უკვირდა,როგორ შეეძლო ასეთ სიჩუმეში და წყნარ გარემოში მაინც შეშფოთებული ყოფილიყო.მეგობარს არ ეშვებოდა,უფრო და უფრო იკრავდა გულში,თითქოს შვება იგრძნო,ამოისუნთქა გრძნობები დაიოკა,ცრემლები მოიწმინდა,მაგრამ მაინც თავბრუსდამხვევი ფიქრები გონებას უღრღნიდა,ანცალკავებდა მის შინაგან და გარეგან სამყაროს,მათი ურთიერთშერწყმის მიუხედავად.

ხმისამოუღებლად შეჰყვნენ დერეფანს,რომელიც ახლა ელიზს უსასრულო ეჩვენებოდა,თითქოს აქედან გაღწევას ლამობდა, სწორედ მაშინ როცა მანამდე ეგონა თუ ამ სახლში ვერ შემოაღწევდა მოკვდებოდა.ასეთი, ცვალებადი გრძნობებისგან გაწამებული ადამიანის სახე ყველაფერს მეტყველებდა და ასეთ გაწამებულ სულს შუაზე გლეჯდა.

-ელენ! როგორ შეიძლება ასე გამიმეტონ?გესმის შენ? როგორ ბედავენ?დაუცველი ვგონივარ ყველას. არ მინდა ასე გაგრძელდეს ჩემი ცხოვრება და ამაში შენ უნდა დამეხმარო. გესმის? როგორ მტანჯავს, როგორ მექცევა! არა, ამას თავი უნდა დავაღწიო, დამეხმარე, გთხოვ.
ისეთი აღელვებითა და დაუცხრომელი გატანჯული მეტყველებით იყო ეს სიტყვები წარმოთქმული გეგონებოდათ ცხოვრებას ამთავრებდა, უკან იტოვებდა სანუკვარ წლებს და ეცლებოდა ხელიდან ამ სამყაროს. გული ამოიგლიჯა ამ სიტყვების წარმოთქმისას. ცრემლებით განაწამებ სახეზე უფრო და უფრო ეტყობოდა ის განუცხრომელი დაღი, რომელიც დიდი ხანია დაასვეს.თანაც ამ ასაკში. წარმოგიდგენიათ? ისეთი გაწამებული ქალის სიტყვებს გავს ეს,რომელსაც არასოდეს გაუმართლებს და ხელი ჩაუქნევია ცხოვრებაზე, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, მოვიდეს თხუთმეტი წლის გოგონა,რომელსაც ასეთი აზრები ტანჯავს,ღრღნის,რასაც ვერ გაექცევა და დახმარებას ითხოვს.
-ელიზ,გთხოვ დაწყნარდი,ამოისუნთქე თორემ მეც შენთან ერთად ავტირდები.ყველაფერი გაივლის,აი ნახავ...ამჯერად რაღა მოხდა,გული კარგს არაფერს მიქადის,მაგრამ უნდა მოვითმინო სანამ არ დაწყნარდები. ასეთი გაღიზიანებული ბოლოს მაშინ გნახე დედა,რომ....-ინანა ეს რომ გაახსენა,ისედაც გაუბედურებულ გოგონას.კიდევ კარგი ბოლომდე არ დაასრულა თავისი სათქმელი და თანაც მგონი ასეთი აღელვებული ელიზის ყურს ბოლო წინადადება არ მისწვდომია.ოჰ,როგორ შეეძლო ელენს დაუფიქრებელი სიტყვებით გაეტანჯა ისედაც დატანჯული სული.

-თბილ ჩაის დაგალევინებ და დაწყნარებულად მომიყვები რა მოხდა.-დედობრივი ალერსით წარმოთქვა ეს თბილი სიტყვები,რომელიც ელიზის ყურს დიდი ხანია არ მოხვედრია,თუმცა ამას არც კი უმოქმედია.

-როგორ შევძლებ ასეთ დროს,ასეთ სიტუაციაში ჩაიზე ან ყავაზე ფიქრს. მჭირდები,ელენ,გთხოვ ამ განსაცდელს ერთად გავუმკლავდეთ,მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ტკივილია. არც კი ვიცი რა გითხრა, რა სულელი ვარ, რაზე ვფიქრობდი.რომელი საათია?ალბათ თორმეტს გადაცდა არა? მე კი ამ დროს გაგაღვიძე და ჩემს გასაჭირზე გელაპარაკები.მაგრამ არ შემეძლო. გესმის? არ შემეძლო სახლში გაჩერება,ვერა ვერ შევძლებდი.

მის სულში ტკივილმა იმძლავრა,თანაც ისე,რომ უკვე ცრემლებიც კი გამშრალიყო.აზრებს თავს ვერ უყრიდა,დაიბნა,ვეღარ გაიგო რა ექნა.

-ელიზ,შენი ტკივილიც,გაჭირვებაც ჩემია,როგორ ფიქრობ ასეთ დროს და ასეთ აღელვებულსა და განსაცდელში მყოფს,იმის გამო,რომ ღამეა და ძილი მომაკლდება,უკან გაგაბრუნებ და უკანასკნელი სიტყვებით გაგლანძღავ?არა ძვირფასო.-ძლივს შეიკავა ცრემლები და განაგრძო,-წამოდი ჩემს ოთახში,დაწყნარდი და ყველაფერი დეტალურად,დაწვრილებით მომიყევი,იქნებ დაგეხმარო.

თავადაც შეშინდა,მაგრამ არ იმჩნევდა,ელიზისგან განსხვავებით მას შეეძლო გამკლავებოდა ემოციებს და ამით საქმე გადამწყვეტ წუთს არ გაეფუჭებინა.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian sainteresoaaaaa

 


№2  offline წევრი ნანუკი

უღრმესი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent