შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟური ვალენტინობის საჩუქარი (სრულად)


14-02-2018, 00:00
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 12 266

დილას ყვავილების სურნელი მიღიტინებს ცხვირში და მაღვიძებს. სხვანაირად ვერც დავაღწევდი ღამის ბურუსს თავს. უცნაურია, საუკეთესო მეგობარი მიწყობს სიუპრიზს და არა მიმზიდველი მამაკაცი, რომელსაც ერთ დროს ვუყვარდი.
ვიწევი საწოლიდან, ხელებს მაღლა ვწევ და მეღიმება. ლიკა არ ჩანს. ალბათ, ჰგონია, მომატყუებს, ვითომ დიმიტრის გავახსენდი, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ის სამუდამოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, როგორც მთებიდან თოვლი.
„ახლა ჩემი სიყვარული თოვლს შევადარე?! შესანიშნავი საწყისია, არა?“
-ჰო,ნამდვილად შესანიშნავი!-ფიქრებს მიხვდება ლიკა და ოთახში შემოდის.
-რა გინდა, გოგო?-ვითომ მიკვირს, ფეხზე ვდგები და ეხუტები; ის კი ხითხითებს და ყვავილებით მოფანტულ იატაკს უღიმის.
-ჰო, დიდი მადლობა-ლოყაზე ვკოცნი და ტანსაცმელს ვეძებ.
-რომანტიკული საუზმე-იღიმის ლიკა.
-კარგი რა, ვერა ხარ!-ხარხარს ჩემდა უნებურად ვიწყებ, ასეთ სიუპრიზს არ ველოდი.
-ვიცი, რომ სხვა რამ გინდოდა, მაგრამ ვერ შევწვდი-ოთახიდან გადის და მარტოს მტოვებს. ჰო,მე „აიფონ 6“ მინდოდა. დიმიტრის უნდა ეჩუქნა, მაგრამ დამშორდა. მხოლოდ ტელეფონის გამოც კი მინდა აქ იყოს-მაგრამ თავმოყვარეობას ვერ გადავაბიჯებ და ვერ დავურეკავ ,დამიბრუნდიო, ის ხომ თავად გავუშვი; ახლა კი სხვას ხვდება,ალბათ.
კაბას ვიცვამ და მისაღებში გავდივარ. ლიკას შესანიშნავ საუზმეს ვუყურებ და მეცინება. ალბათ, რამდენი იშრომა, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ეღიმება..ვხვდები, ყველაფერი რესტორნიდან ამოუტანია.
-შენ რა გეგონა?
-სანთლები მომწონს..-მეღიმება და სკამზე ვჯდები.
-რომანტიკული ფილმი გვაქვს?
-ჰო?
-წმინდა ვალენტინის დღეზე რას იტყვი?
-ისევ ეს?-უკმაყოფილოდ ვუყურებ.
-აუ,წამოდი,კინოში წავიდეთ..რა გვინდა აქ?-გადაწყვეტილებას ცვლის.
-შესანიშნავია!
კინოში რაღაცას ვნახულობთ. მელოდრამაა და საკმაოდ სასიამოვნო სანახავი, თუმცა ნოსტალგია მიპყრობს და განწყობა მიფუჭდება. პირველ პაემანზე ზუსტად ამ ადგილას ვიჯექით მე და დიმიტრი, თანაც ზუსტად ამ ფილმს ვუყურებდით.
ფილმის შემდეგ ლიკა მტოვებს. აბა, რას იზამ შეყვარებულმა სიუპრიზი მოუწყო და ხომ არ გამოტოვებს.
-მიდი, შენ იცი-ვკოცნი ლიკას.
-ლილე, ყველაფერი კარგად იქნება!-მიყვარს ამ გოგოს მიხვედრილობა და თან მაბრაზებს.
-კარგად ვარ. მაღაზიებში შევივლი-ვუღიმი და ფეხით მივუყვები გზას. სავაჭრო ცენტრში ახალ სამოსს ვიყიდი და რამე ფუმფულა სათამაშოსას გამოვაყოლებ ხელს. ალბათ, საკუთარ თავს უნდა მოვუწყო საჩუქარი...
მთელ დანაზოგს ვხარჯავ. ახალი კაბით გამოვდივარ გარეთ და ხელში სათამაშოც მიჭირავს. ძვირადღირებულები რომ არ მეყიდა, რა მეშველებოდა! ჰო, ფული არ მენანება საკუთარი თავის სიამოვნებისთვის. მაღლებზე მოვსეირნობ და თვალებს ვაცეცებ.
რა სისულელეა, დიმიტრი სულ სხვაგანაა .მან ქვეყანაც დატოვა. გული ვატკინე და აღარ დაბრუნდება. მახსენდება ის ბოლო დღე, როცა ვუთხარი უნდა დავშორდეთ-მეთქი. რატომ დავშორდი? იმიტომ, რომ მტკიოდა მასთან ყოფნა, ეგოისტურად იყო ჩემზე შეყვარებული, წამსაც ვერ ძლებდა ჩემს გარეშე.. მაგრამ მე ც ეგოისტი ვიყავი და არ მინდოდა, რომ ჩემი ნაწილი ყოფილიყო იყო, თუმცა არ ვაღიარებდი.
სახლში მისული საწოლზე ვწვედი და ლეპტოპს ვრთავ. არ წამიშლია ჩვენი ერთად გადაღებული ფოტოები, ისევ ვუყურებ და მეღიმება. რა კარგი ყოფილა, როცა საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს. გული წყურვილით მევსება, დიმიტრი მწყურია ისე, როგორც არასდროს. ისევ მინდა, რომ მისი ხმა მესმოდეს, ისევ მინდა თავს მაბეზრებდეს თავისი ხუმრობებით, დამცინოდეს და შემდეგ გულში ჩაკვრით მირიგებდეს. ისევ მინდა მასთან.
ნოსტალგია მაწვება. როგორც ჩანს,“უაიფონოდაც“ მჭირდება..რა არის ტელეფონი ასეთ ძლიერ სიყვარულთან შედარებით? არაფერი, სრულიად არაფერი. დიმიტრის სითბოზე ძვირფასი თურმე რომ არაფერი ყოფილა.
ფუმფულა დათუნიასთან ერთად „სელფს“ ვიღებ და ყვავილებით მოფანტულ აიტაკსაც ვაჩენ, შემდეგ „ფეისბუქზე“ ვტვირთავ. საკუთარ თავს არ ვუტყდები, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებ,რომ დიმიტრი ვაეჭვიანო. არ ვიცი რას გრძნობს, თუ აღარ ვუყვარვარ, ასე იმას მაინც დავანახვებ, რომ მარტო არ ვარ.
შეყვარებულად ვგრძნობ თავს-მეთქი და სურათს ვტვირთავ. ვჯდები ლეპტოპის წინ და მეღიმება. ვიცი, რომ დიმიტრი ნახავს. ალბათ, ნახავს, მეც ვნახავდი.
ჩვენს სურათებს ვათვალიერებ, ყველას სათითაოდ ვაკვირდები და მოგონებებს გონებაში ვატრიალებ. როგორი ბედნიერი ვყოფილვარ ერთ დროს, თუმცა ბედნიერება როდისაა ხანგრძლივი?!
ერთი ფოტოს ცქერა განსაკუთრებულად მსიამოვნებს..იქ მე და ის ვწევართ საწოლზე და ფილმს ვუყურებთ. მახსოვს იმ დღეს საშინლად ვიყავი და ადგომის თავიც არ მქონდა, მან კი ყველაფერი გადადო და ჩემთან მოვიდა. სწორედ ამიტომ ვაფასებდი მას, თუმცა ერთ დღეს ამ მიზეზით გადავაფასე.
საკუთარი თავი მძულდება. ასეთ ბიჭს როგორ მოვექეცი ასე ?!
ფეხზე ვდგები და სარკეში ვიხედები.
„ახლა შეიცვალე?!“-რიტორიკულ კითხვას ვსვამ და ვირინდები. ვისგან ველი პასუხს, ნეტავ?!
კედლები და საათი..საათის წიკ-წაკი,რომელიც გამგმირავ ხმაურად მეჩვენება..ჩემს თავში ყველაფერი ირევა, აზრები მეფანტება და დაკარგულივით ვჯდები საწოლზე.
სასტიკად მომნატრებია დიმიტრი..მონატრება უსაზღვრო ყოფილა. ადრე ვერ ვგრძნობდი! ალბათ, უნდა დაკარგო, რომ დააფასო. უნდა დაშორდე, რომ მოგენატროს. მახსენდება უნარებში როგორ ვიხილავდი კავშირს „დაშორება-მონატრება.“
ალბათ, უნდა შეგცივდეს,რომ საბანი დააფასო, უნდა ბევრი იშრომო, რომ ძილის ფასი გაიგო, უნდა გეძინოს ცოტა ხანს და მერე ტკბილად შეძვრები საბანში...
ჰო,ახლა კი...რა ვქნა ახლა? ის ხომ აღარ დაბრუნდება. განა განშორებამ მოანატრა ჩემი თავი...ის ხომ ახლა სხვაგანაა, შორსაა და სულ არ ვენატრები. ალბათ, ახლა სხვა გოგოს ეუბნება, როგორ უყვარს.
საათს ვუყურებ, ჯერ მხოლოდ შვიდია, მე კი შუა ღამე მგონია. სივრცეს გავყურებ და ნოსტალგია კიდევ უფრო მიპყრობს. ყვირილი მინდა, მაგრამ ვჩერდები. მეზობლები რომ არა, სადარბაზოს ავიკლებდი, ალბათ.
მუსიკას ვრთავ და ტანზე ვიხდი, კაბა ძალიან მიჭერს .იატაკზე ვწვები და თვალებს ვხუჭავ. ვცდილობ, დიმიტრი წარმოვიდგინო. მახსოვს ერთხელ რა მითხრა, როცა შენგან შორს ვიქნები, თვალები დახუჭე და წარმომიდგინეო, მეც ასე მოვიქცევიო, ესეც დაამატა..ეს აქამდე არ მიცდია, მენატრებოდა, მაგრამ არ მიცდია.
თვალებს ვხუჭავ...დიმიტრის ვიხსენებ..თითქოს ჩემს გევრდით წევს და მეუბნება, რომ ვუყვარვარ...არა, ილუზია დებილობაა, მე რეალური დიმიტრი მჭირდება...
სოციალურ ქსელს ვამოწმებ,მაგრამ საინტერესო ვერაფერს ვაწყდები. ტანზე ვიცვამ და „ტაქსის“ ვაჩერებ.არ ვიცი სად მივდივარ,რა მინდა,მაგრამ მივდივარ...აეროპორტში ბილეთსვიღებ და მოსაცდელში ვჯდები. სად მივფრინავ არ ვიცი, მაგრამ გეოგრაფია სულ არ მანაღლებს. ვიცი, რომ უნდა წავიდე და ის ვნახო..არ ვიცი სად ცხოვრობს, მაგრამ მაინც უნდა წავიდე, რამენაირად გავიგებ.თვითმფრინავში ჩაჯდომამდე კავშირებს ვიყენებ და დიმიტრის ზუსტ მისამართს ვინიშნავ.

-რამეს დალევთ?-მეკითხება სტიუატესა.
-არა, არ მინდა. მადლობა-ვპასუხობ და საზურგეს ვეყრდნობი. გავგიჟდი, ალბათ...ეს ვიცი, მაგრამ მაინც მივდივარ..მივდივარ, რომ მას შევხვდე, მივდივარ, რომ ისევ შევუფაკლო ლოყები და მეც შევიფაკლო..მივდივარ, რომ ვიგრძნო მისი გულუბრყვილური მზერა..არ ვიცი, თუ ისევ ვუყვარვარ, იქნებ გოგოსთან ერთად დამხვდეს კიდეც, მაგრამ არ მაინტერესებს მაინც მივდივარ..მაინც მინდა, რომ ვნახო და შევიგრძნო დიმიტრი..ის მე ას „დეში“ მჭირდება და არა ილუზიურ სამყაროში.
ილუზია მძულს,მე რეალობა მიყვარს!


დილაუთენია მივუყვები უცნობ ქუჩებს, “ტაქსის“ ვაჩერებ და მისამართს ვეუბნები. დაბნეული ვარ და ლოგიკაც სადღაც გამქცევია, თუმცა არ მანარვლებს..მთავარია, ის ვნახო .მანქანიდან გადმოსულს ვიღაც ქალი გიჟივით მიყურებს, არ ვიცი რა გაიფიქრა ჩემზე,მაგრამ ესეც არ მადარდებს.
მივიწევს დიმიტრისკენ...ზემოთ ასროლილი ბურთი მსროლელს უბრუნდება, ამიტომ იმედს არც მე ვკარგავ, ერთ დროს ხომ ჩემი ავტონომია მოქმედებდა მასზე. ლიფტით ავდივარ სასტუმროში და გიჟივით მივექანები მისი ოთახისკენ, დილის რვა საათია, მაგრამ არ მანაღვლებს,მას მაინც ვნახავ..არ მაინტერესებს არაფერი, მეც ეგოისტურად მიყვარს.
ცოტა ხანში მის კარებს ვუახლოვდები..თეთრია ის, ეტყობა, რომ ისეთი სუფთაა, როგორიც დიმიტრის სული იყო, დიმიტრის უმწიკვლო შინაგანი სამყარო ისევ მახსენებს თავს..ღმერთო, რა ძლიერ მყვარებია! ახლაც მიყვარს, ამიტომ ვრეკავ ზარს..აკანკალებული ხელებით, მაგრამ მაინც ვრეკავ..
კარებს არავინ აღებს..და მეც არ ვჩერდები. უნდა ვნახო და უნდა ვუთხრა!
ჰოპ....ცოტა ხანში კარი იღება..ჩემს წინ მოულოდნელად ჩნდება ის..არ ვიცი რა ვუთხრა, საიდან დავიწყო..თვითმფრინავში ვიცოდი, მაგრამ მავიწყდება...ვიცი და თან არ ვიცი..მისი მზერა მწვავს..ალბათ, ავფეთქდები..
-შენ..არ მჯერა!-თვალებიდან ნაპერწკლები უცვივა, სწორედ ისეთი ნაპერწკლები,როგორიც მე მიყვარს..
-ჰო...-სახეზე ხელებს ვიფარებ და ტირილი მივარდება..გავტყდი! არ ვყოფილვარ ძლიერი! მონატრების წინაშე რაა ადამიანის ძალა?!
ხელებს შლის, გულში მიკრავს..ისევ ვგრძნობ მის სასიამოვნოზე სასიამოვნო სურნელს...
-მომენატრე...-ხელებს მიშვებს და მაკვირდება..
-დამაგვიანდა-სევდიანად ვამბობ.
-ნუ ტირი!-ცრემლებს კოცნით მწმენს..მაჟრჟოლებს და თავი სიზმარში მგონია..ნუთუ ეს ისევ ჩემი დიმიტრია!
-მიყვარხარ...ძალიან მენატრებოდი..გთხოვ, მაპატიე..
-გაპატიე,ლილე....მიხარია, მიხარია, რომ მოხვედი, რომ არსებობს..მიყვარხარ,ლილე...
-არ დამტოვო,დამპირდი...დამპირდი, რომ არასდროს დამტოვებ...-მუდარით მეუბნება.
-არასოდეს!-ვცდილობ,ცრემლები შევიკავო.
-ნუ ტირი..
-დამაგვიანდა...დღეს 15-ია...
-ეგ არაფერი, ყოველთვის მიყავრხარ და მეყვარები..რა მნიშვნელობა აქვს რომელი დღეა..
-მადლობ, რომ მაპატიე..
-ჩუმად! შენთვის სიუპრიზი მაქვს...-ეღიმება.
-რა? აიფონი?-სიცილი მივარდება.
-არა,მერე გიყიდი.
-არ მინდა..ვიხუმრე! მხოლოდ შენ მჭირდები,დიმიტრი.
-ლილე, მე კი შენ...და მინდა სულ ასე იყოს...
-მეც...
-ანუ თანახმა ხარ,რომ...-და ბეჭედი ანათებს..
-რიტორიკული კითხვაა,ალბათ, ჰო?-სიცილს ვერ ვიკავებ და მონატრებულ კისერზე ვეკიდები, ის ხომ ჩემი გიჟური ვალენტინობის საჩუქარია...

13.02.2016

___
გილოცავთ სიყვარულის დღეს !



№1  offline წევრი tatiko.1995

ძალიან კარგი იყო

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

tatiko.1995
ძალიან კარგი იყო

დიდი მადლობა <3

 


№3  offline მოდერი N1penguin

ძალიან, ძალიან საყვარლობა იყო heart_eyes ჩემში უამრავი დადებითი ემოცია გააღვიძა heart_eyes ასე მეგონა, ლილესთან ერთად განვიცდიდი ტკივილსაც და სიხარულსაც. საოცარი მწერალი ხარ <3

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

N1penguin
ძალიან, ძალიან საყვარლობა იყო heart_eyes ჩემში უამრავი დადებითი ემოცია გააღვიძა heart_eyes ასე მეგონა, ლილესთან ერთად განვიცდიდი ტკივილსაც და სიხარულსაც. საოცარი მწერალი ხარ <3

საოცრად დიდი მადლობა <3

 


№5  offline მოდერი naattii

მართლაც კარგი იქნებოდა დღეების მიხედვით არ აღვიქვამდეთ სიყვარულს ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent