შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

BUTTERFLY (1)


15-02-2018, 21:36
ავტორი Yoong
ნანახია 1 106

მკვლელის თვალები ზუსტად სჭრის მსხვერპლის თვალსაც. ღრმა დანაშაულებრივი ცხოვრება მუქ შავ თვალში ყვავის და უკლებლივ აჩენს მის ყველა ბზარს სულში.
კივილი და მანიაკური სიცილი დიდი ხნის წინათ ეწვია სარდაფს. სადაც ოდესღაც ალუბლის სუნი იდგა დღეს მწვანე ჟანგისა და სისხლის სუნით გათენთილა, ეს ჰაერი თითქოს მომწამვლელია, რადგან იქვე მყოფი ერთადერთი ალუბლის ნაზი ხეც წლებია მიმჭკნარა და აღარც ლამობს გაახალგაზრდოებას.
დამწვარ და დასისხლიანებულ ხელში ( სისხლი მისი არ იყო) დანას ატრიალებს და იმის ფიქრით თუ სად წაიღოს "ადამიანი", რომელიც უგონოდ დევს თბილ მიწაზე, თავს იტკიებს.
– რა მოგიხერხო? – უსვამს კითხვას საკუთარ თავს და შემდეგ "ადამიანს". სისხლიანი დანა ტუჩებთან მიაქვს, სიცილი სახეზე უთამაშებს, ბოლოს კი ექოსებრ ისმის. დამსკდარი ტუჩები აქვს, ადგილ–ადგილ სისხლჩაქცევათა კვალიც ეტყობა, სისხლიანი მარცხენა ხელი იმავე მხარეს მყოფ თვალთან მიაქვს, სიცილს უმალვე აქრობს და ნაიარევს ჩაყოლებაზე მიჰყვება, თვალებში სიძულვილი, ტკივილი და საპირისპირო სიყვარული, მონატრება ერთად კივის, თუმცა ბოროტმოქმედებს გრძნობა არ შეუძლიათ... მგონი თვალები ამბობენ გულის სათქმელს, რომელმაც გულის უკიდურეს წერტილს ახლახანს მიაღწია და შეიძება გრძნობებიც გააღვიძა, სევდას ჩვეულად გულშივე იკლავს და "ადამიანს" უსიცოცხლო ტუჩებზე კოცნის, ცოტა ხანს აშტერდება შემდეგ კი უბრალოდ დგება და მიდის.
***
ავტობუსის კარი ნელა იღება და მალევე ნაბიჯთა შერწყმული ხმა ისმის კარიდან ჯერ ოქროსფრად მოელვარე თმები მოჩანს, თანდათან ლურჯად მოფრიალე კაბაც , რომელსაც საყელოზე წითელი ბაფტა ამშვენებს თანდათან გოგოს გამოსახულებაც ჩნდება, მკვლელი მკვლელი ხედავს თუ როგორ ატარებს გოგონა ბილეთს და მისკენ მიემართება. გოგონას თვალები ცისფერია სწორ ცხვირსა და ლოყებზე ჭორფლები გადაჰკრავს, ტუჩები კი მრგვალი და ლამაზი ფორმისაა ისევე როგორც "მისი". მკვლელში სურვილს ისევე აღძრავს და უკვე იცის, რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი... დასანანია ასეთი სათუთი არსება კვლავ მოაკლდება წუთისოფელს და როცა გოგონა მკვლელს ჩაუვლის იგი ოდნავ შეხებით ახერხებს მასთან კონტაქტს, გოგონა უსიტყვოდ ჯდება მამაკაცის გვერდით წამით აშტერდება შემდეგ კი მზერა სხვაგან გადააქვს. ჩანთას იღებს და უაზროდ ეძებს შიგნით რაღაცას, ბევრი ძებნის შემდეგ ყურსასმენებს იღებს და ტელეფონს აერთებს თუმცა არაფერს უსმენს, ხელები უკანკალებს, ალბათ ეშინია, მაგრამ არ იმჩნევს...
-----------
– ვიცი ძალიან პატარა იყო...
იმედია მოგეწონათ :33
მგონი არ არის დალაგებული ^^
რჩევებსველოდები...
მადლობაყურადრებისთვის :33 <33



№1 სტუმარი სტუმარი ანჩო

საინტერესოა, ჯერ მეტს ვერაფერს გეტყვი დდ სიუჟეტი გამორჩეულია და აშკარად არ გავს სხვებს თან თუ ჩემს ჰიბრისტოფილიას გავითვალისწინებთ (სერიული მკვლელების სიყვარულს) ამ ისტორიას ჩემი სახით ერთი მკითხველი აუცილებლად ეყოლება ^^ ველი შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი Yoong

სტუმარი ანჩო
საინტერესოა, ჯერ მეტს ვერაფერს გეტყვი დდ სიუჟეტი გამორჩეულია და აშკარად არ გავს სხვებს თან თუ ჩემს ჰიბრისტოფილიას გავითვალისწინებთ (სერიული მკვლელების სიყვარულს) ამ ისტორიას ჩემი სახით ერთი მკითხველი აუცილებლად ეყოლება ^^ ველი შემდეგ თავს

^^ მადლობა დიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent