შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასოდეს გამიშვა VII


16-02-2018, 15:02
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 089

საშას ისევ გაეღიმა და თვალები მოიწმინდა.. მისი თეთრი პერანგი მთლიანად გავარდისფერდა.. ჭიქა მაგიდაზე დავდე თუ არა უცებ ვიგრძენი ჰაერში როგორ ავიწიე.. საშამ ხურჯინივითღ მხარზე გადამიკიდა და კარებისაკენ წავიდა.. მივხვდი კარგი დღე არ მელოდა..
-საშა პეტროვ ახლავე გამიშვი ხელი.-ვყვიროდი და ზურგზე ხელებს ვურტყამდი.
-არსოდეს გაგიშვებ,მაგაზე ოცნებაც კი გეკრძალება..
საშამ ჩამსვა თავის მანქანაში და დიდი სისწრაფით ატარებდა მანქანას.. აეროპორტის გზა ვიცანი,მთრთოლვარე ხმით მკითხე..
-რას აპირებ?
-გეშინია?-მკითხა მან.
-უნდა მეშინოდეს?-ამაზე პასუხი არ გაუცია..
უკვე აეროპორტში ვიყავით,მაგრამ სპეც რეისი იყო შეკვეთილი მხოლოდ ჩემთვის და საშასთვის.. არ ვიცი ეს როდის დაგეგმა,მაგრამ ყველაფერი მზად იყო.. თვითმფრინავში ასვლის პირველად შემეშინდა.. არა.. მე მგზავრობის არ მეშინოდა,მე საშას გადაწყვეტილებები მაშნებდა..
თვითმფრინავში მაგიდა ორ კაცზე იყო გაშლილი.. ასე ვთქვათ „ტკბილი“ სუფრა და ორი ჭიქა შამპანიურთან ერთად.. საშა ათი წუთით გაუჩინარდა.. ჩემთან კი ისევ თეთრი პერანგი ეცვა,არანაირი ღვინის ლაქებით..
-სად მივდივართ საშ?-ისევ მიკანკალებდა ხმა.
-ყველგან... მე წაგიყვან პარიზში,მილანში,პრაღაში,ეგვიპტეში.. მუზეუმებში , პარკებში , ყველაზე ღირსშესანიშნავ ადგილებში და გაკოცებ ყველგან, ისე, რომ ვერასოდეს დაუბრუნდები ამ ადგილებს მოგონებების გარეშე.ისინი ჩემ თავს გაგახსენებენ, როგორც სისხლის გემოს პირში..მე ასეთი განადგურება ვიცი და არა ღვინის გადასხმა..გაგანადგურებ, მაგრამ გაგანადგურებ ყველაზე ლამაზი გზით. და როდესაც დაგტოვებ, ბოლოს და ბოლოს მიხვდები,
რატომ არქმევენ ქარიშხლებს ქალის სახელებს.
-საშ.. თავი ხომ არ დაარტყი რამეს?-რატიმღაც მეგონა მეღადავებოდა.
-სავსებით კარგად ვარ!მაგრამ შენ ამ მოგზაურობის შემდეგ ყველაზე სუსტი და უმწეო ადამიანი იქნები და მე მაინც დაგტოვებ.. იცი რატომ? მიხვდე სად გადის ზღვარი.. არც ერთი წამით არ დამიტოვებიხარ,მიუხედავადი იმისა რომ შენ წახვედი ჩემგან.. და ახლა ყოველივე ამის შემდეგ მე წავალ შენგან.. შემეხვეწები,მემუდარები მაგრამ მე არ დავბრუნდები სანამ კარგად არ გაიაზრებ ყველაფერს.
-შენ მე ვერ დამტოვებ.. ძალიან სუსტი ხარ იმისთვის რომ მე მაწყენინო..-გავუცინე თავდაჯერებულმა,მაგრამ ვიცოდი საშა არ ხუმრობდა.. ეს მოგზაურო ყველაფერს გადაწყვეტდა.. ან მოვახერხებდი,გულს მოვულბობდი და შევინარჩუნებდი ან სამუდამოდ დავკარგავდი.
-გამომცდი?
-მაგრამ შენ მითხარი,რომ არასოდეს გამიშვებდი..
-კაწინკა რა მიამიტი ხარ.. რა თქმა უნდა არასოდეს გაგიშვებ.. მიკვირს როგორ დაიჯერე,რომ როდესმე ჩემგან თავს დააღწევს.-დამცინა ბოლოს მან..
არ ვიცი სად მივფრინავდით,მაგრამ მთელი გზა აღარ გვისაუბრია.. ჩემს სავარძელში ვიჯექი და ილუმინატორში ვიხედებოდი.. სიმაღლე რომ შევამცირეს და უკვე ხმელეთთან ახლოს ვეშვებოდით დავინახე ეიფელის კშკი,შემდეგ კი კერძო ბილიკზე დავეშვით სადაც „რეინჯ როვერის“ მარკის მანქანა დაგვხვდა და „ლიტზ ჰოთელში“ მიგვაცილა..
შემდეგ „საპრეზიდენტო“ ნომერი აიღო საშამ და ლიფტს ავყევით..
ვიცოდი საშა მდიდარი ოჯახის შვილი იყო,მაგრამ არც ამდენად მდიდარი მეგონა..
ყველგან მაღალი კლასის მომსახურებას ირჩევდა და ფასს არც კი უკვირდებოდა.. ნუთუ ამდენად ძვირფასი ვიყავი მისთვის?
-ცოტა დაისვენე ორ საათში სასტუმროს რესტორანში ვივახშმებთ.-მითხრა მან სააბაზანოში შევიდა..
სააბაზანოდან გამოვედი თუ არა საწოლზე დიდი ყუთი დამხვდა.. ულამაზესი საღამოს კაბა იყო,მესიამოვა მეუღლისგან მსგავსი საჩუქარი..
საღამო მართლაც არაჩვეულებრივი იყო.. რესტორანში „შტრაუსის ვალსი“ გაისმა,ჩემმა დახვეწილმა და ჯელტმენმა მეუღლემ საცეკვაოდ გამიწვია.. ისეთი ნაზი და ამარელვებელი იყო.. ასეთი სასიამოვნო საღამო მართლაც რომ არასოდეს გამიტარებია.. ეს ზღაპარი იყო, ჩვენ კი ზღაპრის პერსონაჟები...
საოცარ მიზიდულებას ვგრძნობდი,ამ საღამომ გამახსენა რომ მე მყავს ადამიანი ვინც ჩემზე ფიქრობს.. ვნება მომერია.. ლიფტიდა თითქმის შიშველი გავედი.. ოთახში შევედით თუ არა ჩემი კაბა უკვე ნაფლეთებად აქცია საშამ.. პერანგი ისე გავუხსენი ღილებს არც კი შევხებივარ.. წამიერად გავჩერდით და ერთმანეთის შეთვალიერაბას მივყევით თითქოს პირველად ვხედავდით ერთმანეთის შიშველ სხეულებს.. ქვედა ტუჩზე ვნებიანად ვიკბინე თუ არა ჩვენი წამიერი სიშორე მაშნვე დასრულდა და გადავეშვით სიამოვნების მორევში..
-გაიღვიძე საყვარელო.-ცხვირზე მაოცა საშამ.
-ოო თავი დამანებე მეძინება.-გადავბრუნდი მეორე მხარეს.
-კაწ.. დღეს ეიფელის კოშკზე ვისაუზმებთ ადექი.-თვალები ისე დავქაჩე კინაღამ ბუდიდან გადმომცვივდა.
-რა?
-ჰო.. შენთვის დავხურე დღეს ეიფელის კოშკი.. ნასაუზმევს კი მივფრინავთ.
-მთელი ღამე რომ დაძინების საშუალება არ მომეცი არაუშავს?
-არაუშავს.-ისევ მაკოცა და მაიძულა ავმდგარიყავი..
საშა გარდერობისაკენ რომ მიდიოდა თვალი მის ნაიარევიან ზურგს მოვავლე..
ძალიან გამიკვირდა მათი დანახვა,რადგან სანამ დავშორდებოდით არანაირი ნაიარევი არ ჰქონია..
-საშ..
-რა მოხდა?
-ზურგზე რა ნაიარევები გაქვს?
-ეს?.. გრძელი ამბავია..
-საშა გისმენ..
-არ გვინდა მომენტის გაფუჭება..
-საშა!-დაჟინებით მოვითხოვე
-კარგი მოკლედ გეტყვი.. ჩემგან რომ წახვედი დაგედევნე და ავარიაში მოვყევი.-ეს ამბავი ჩემთვისუცნობი იყო,მაგრამ საშას აღარ გაუგრძელებია.
-კი მაგრა,,
-კაწინკა საწოლიდან ადექი,გვაგვიანდება.-მივხვდი საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა,ამიტომ ამ საქმეს მაშინ მივხედავდი,როცა მოსკოვში დავბრუნდებოდი.
ეიფელსე საუზმე? ეს რაღაც შოკი იყო.. ულამაზესი ხედით ვტკბებოდი უსაყვარლეს ადამიანთან ერთად.. რატომღაც ბოლომდე მაინც არ მჯეროდა საშასი.. იმდენად სწორად აკეთებდა ყველაფერს,იმდენად იდეალურად,რომ რაღაც ეჭვებმა შემიპყრო.. ის აშკარად ცდილობდა რაღაცის დამალვას ამ თავისი „კარგი ბიჭობით“.. იქნებ ღალატის? მაგრამ ლენასთან არაფერი მომხდარა.. მაშ ვისთან? ნუთუ ტანიასთან? ამ კითხვით საუზმეს არ გავაფუჭებდი..
-ახლა სად მივდივართ?-ვკითხე მე
-ახლა?..-დაფიქრდა.. -სადაც გინდა.
-საშ მე არ მინდა მსოფლიოს დათვალიერება.. მე პეტერბურგში მინდა იმპერატორთა სასახლეების მონახულება.-საშამ დაეჭვებული გამომხედა.
-დარწმუნებული ხარ?
-სავსებით.. დიდი სიამოვნებით ვიცეკვებდი ეკატერინე მეორეს სასახლეში არსებულ დარბაზებში.-საშას გაეცინა.
-შენი სურვილი ჩემთვის კანონია,მაგრამ ძალიან სულელური შემოთავაზებაა შენი მხრიდან.. მე შენთვის მსოფლიოს დათვალიერებას გთავაზომ.. შენ კი,ეკაწერინეს სასახლეო.მგონი ჯერ საავადმყოფოში კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე უნდა წაგიყვანო.-დამცინა მან.
გადავწყვიტეთ პარიზში კიდევ ერთი საღამო გაგვეტარებინა და ამის შემდეგ დავბრუნდებოდით რუსეთში,პეტერ ბურგში..
პარკში ვსეირნობდით როცა ჩემმა ტელეფონმა დარეკა..ტელეფონს დავხედე ოთო იყო..
არ მნდოდა მეპასუხა და ამით საშა გამენაწყენებია,მოგვიანებით მე თავად გადავურეკავდი..
თუმცა ზარები არ წყდებოდა..
-ვინ არის?
-მნიშვნელოვანი არავინ..-საშამ ამ ერთხელაც გაატარა ზარი,თუმცა ისევ რომ დარეკეს საშამ ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა..-აჰაამ.. ამ ქართველს რა უნდა?
-საშა არ ვიცი..
-მაშინ რატომ არ პასუხობ?-საშამ ტელეფონს უპასუხა.. რა თქმა უნდა ოთომ ქართულად უთხრა რაღაც,მან ვერ გაიგო და გაღიზიანებულმა შეუსწორა,რომ რუსულად ესაუბრა.
არ ვიცი იმან რა უთხრა,მაგრამ საშა წყობიდან გამოვიდა და მუქარის ტონით შეხვედრა დაუნიშნა.. შემდეგ ტელეფონი გათიშა და ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს სწრაფი ნაბიჯით წავიდა „ლიტზ ჰოთელის“ მიმართულებით..
მეც უკან დავედევნე..
-საშა რა მოხდა?-ვკითხე როცა ნომერში შევედით.
-არაფერი,სწრაფად მოემზადე დღესვე ვბრუნდებით.
-რატომ?
-კაწია ნერვებს მიშლი და იცოდე მთელს სიბრაზეს შენზე გადმოვანთხევ..-დამიბრიალა თვალები.
-და რას იზამ? მიყვირებ? მცემ? თუ ძალით წამიყვან..
-კაწია!-იყვირა მან და მეც გავჩუმდი..
პირდაპირ მოსკოვში გავემგზავრეთ.. აეროპორტში ვლადი დაგვხვდა.. მე ვლადის მანქანაში ჩაჯდომა „მიბრძანა“ თავად კი მარტო წავიდა.. მანქანა წამში მოეფარა ამ უზარმაზარ ტერიტორიას..
-რა ხდება კაწია,ასე სწრაფად რატომ დაბრუნდით?
-ტელეფონზე ოთომ დარეკა და საშამ უპასუხა,ამის მეტი არაფერი ვიცი.-ტელეფონის გახსენებაზე ჯიბეზე ხელი წავისვი,მაგრამ იმწამსვე გამახსენდა საშამ წაიღო.
-ეგ ტიპი რატომ არ გეშვება?
-ეგ ტიპი ჩემი უახლოესი ადამიანია,როცა გვერდით არავინ არ მყავდით,მხოლოდ ოთო ცდილობდა გავემხნევებინე,მხოლოდ ის მითმობდა იმდენ ყურადღებას,რამდენსაც საშა არასოდეს მითმობდა.როცა აქედან წავედი მხოლოდ ოთოსთან არ მიჭირდა ურთიერთობა..
-იმ დრეს რომ დაგირეკე,მასთან ერთად იყავი?-გამახსენა მეგობრების შეკრება სადაც გაგამ გამომიჭირა.
-კი.
-მაშინ საშა სად იყო?-თითქოს არ იცოდა ისე მკითხა.
-ტანიასთან ერთობოდა.-ცივად ვუპასუხე მე.
-არა! რეანიმაციაში იწვა.-უცებ გაამხსენდა მისი ნაიარევები.-როცა ჩვენ წავედით ის დაგვედევნა და ავარიაში მოყოლილა.. სამი თვე რეანიმაციაში,უგონო მდგომარეობაში იყო,რომ გაიღვიძა ჩახვეულივით მხოლოდ „კაწიას“ იმეორებდა,მაგრამ შენ არც კი მომისმინე ისე გათიშე ტელეფონი.-თვალებზე ცრემლები მომადგა,ნუთუ ასეთ დღეში იყო საშა .-ხანდახან შეიძლება არ გინდოდეს,მაგრამ ადამიანს უნდა მოუსმინო იქნებ რისი თქმა უნდა,იქნებ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.-დამტუქსა ვლადმა.
-მაგრამ..
-არავითარი მაგრამ კაწია,დიდი გოგო ხარ.. უკვე საკუთარი შეცდომების აღიარებაც უნდა შეგეძლოს.-სახლის წინ გააჩერაა ვლადმა მანქანა.-ჩადი,მე საშასთან მივდივარ.. ვნახოთ რა უნდა ქართველს.
-არაფერი დაუშაოთ თორემ არცერთს არ გაპატიებთ.-დავემუქრე მე და მანქანიდან გადავედი.-ვლადმა მანქანის მინა ჩამოსწია რომ გამეგონა..
-იქნებ სულაც არ გვჭირდება შენი პატიება.-თვალი ჩამიკრა და მანქანა დაძრა.


პ.ს როგორია?
მეგობრებო ვერ გავითვალისწინებ იმ სურვილს რომ მალე არ დავასრულო ისტორია.. არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას ერთი ისტორის 38 თავს რომ დევებ.. იმედია ყველა სწორად გამიგებს..



№1  offline წევრი blondeangel631

აუ ძალიან მაგარი იყო უმაგრესი ძალიან მიყვარან მე ესენი heart_eyes heart_eyes kissing_heart

 


№2 სტუმარი სტუმარი nina

dzalian kargia gaagrdzeleee

 


№3 სტუმარი ani

Au Umagresia mixaria am temas rom vkitxulob warmatebebii Oto ar gaaboroto gtxov

 


№4  offline წევრი naniko mindia

Kargia dzan ♥♥♥♥warmatebebi
--------------------
lomidze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent