ბრძოლის ველზე I
ისეთი ქარი ქროდა და თანაც ისე ციოდა ახალგაზრდა ქალი ძლივსღა მიიკვლევდა გზას. –ყველაფერი გამოგივა, შენ ამას შეძლებ! მიდიოდა და თან თავის თავს უმეორებდა. ტყის პირას,განმარტოვებით, მდგარ სახლს მიუხლოვდა და დააკაკუნა. კარი ახოვანმა და დაკუნთულმა მამაკაცმა გააღო, უხეში მზერა შეავლო ქალს და სახლში შეუძღვა. –ამ შუაღამისას ტყეში რას აკეთებდი? ჰკითხა საშამ გოგონას. –რამნიშვნელობა აქვს... ამ საღმოს შემიფარე ხვალ, კი წავალ. სიჩუმე არცერთს აღარ დაურღვევია, ისხდნენ ბუხრის წინ და ფიქრობდნენ. გოგონას ჩაეძინა, ვაჟს კი რამდენჯერმე თალი გაეპარა მისკენ. მართლაც მიმზიდველი იყო გოგონა. თხელი ცხვირი ჰქონდა, გამოკვეთილი ტუჩები, თმა გრძელი და ღია ქერა თმა უბზინავდა ცეცხლის შუქზე. თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ბიჭს უნდოდა შეხებოდა მის ტენიან და აბრეშუმივით პრიალა კანს.გოგონას ნიკოლი ერქვა, ამ სახლში შემთხვევით ნამდვილად არ მოხვედრილა, საშას მიუგზავნეს. საშა ყოფილი სპეცრაზმელი იყო, ერთდღესაც მობეზრდა ყველაფერი და ხალხისგან მოშორებით გადავიდა საცხოვრებლად. ნიკოლს დილით საწოლში გაეღვიძა გარეთ ისევ წვიმდა, აბაზანაში შევიდა და მოწესრიგდა. გარეთ რომ გამოვიდა, საშა იქ იყო. ოთახს თვალი მოავლო და პიანინო შეამჩნია. თავისდა უნებურად დაიწყო დაკვრა ჯადოსნური მელოდიისა, ოთახში შემოსული საშა გაექვავებინა ამ მელოდიას, ნიკოლმა რომ შეამჩნია შიშით შეკრთა. –შეგიძლია განაგრძო, ეს ღვთაებრივი იყო. მაგრამ გოგონას აღარ შეეძლო, ხელები ნერვულად უტოკავდა, სუნთქვა გახშირებოდა, ალბათ ბიჭის ნაიარევები აშინებდა ასე ძალიან. თუმცა მომხიბვლელობას ვერ უკარგავდა ეს შრამები, პირიქით რაღაც ელფერსაც კი მატებდა. საშამ საუზმეზე მიიწვია ნიკოლი თუმცა, მადა ნამდვილად ჰქონია ნიკოლს. –თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. თქვა ნიკოლმა. –რატომ? –აქ იმისთვის ვარ რომ... –ვიცი რატომაც ხარ. უხეშად მიუგო საშამ. –ეს საქმე რომ ჩამივარდეს... უცებ ტუჩები მოკუმა ნიკოლმა. –რას გიზამენ? –არაფერს... –მიპასუხე! სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა საშა. –ჩემი და სიკვდილს ებრძვის, ძალიან ბევრი ფული მჭირდება. –შენ რატომ გამოგგზავნეს, სხვა ვერავინ ნახეს? რამდენი წლის ხარ 10ის? გოგონას ჩაეცინა –17 ბიჭმა თავი გააქნია და ოთახიდან გავიდა.[audio=http://www.youtube.com/watch?v=8SbUC-UaAxE] |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.