არანორმალური (14)
-მოკლედ, ბაქრაძეებო თქვენთან სასაუბროდ მოვედი! – თქვა კმაყოფილმა ბერდომ. -აა, მოტაცება გაგიჭირდა და საუბარზე გადახვედი? – შევახსენე მისი საქციელები ბატონ ბერდოს. -ბაბი, შენ ნამდვილი ბაქრაძე ხარ! მამაშენის ასლი-კვალი დედაშენის თვალებით! – მეუბნება ძალით ღიმილით. -იქნებ სწრფად თქვა რაც გინდა, სახლში გვეჩქარება! – მიუბრუნდა მამა. -ხო, მოკლედ გადავწყვიტე, რომ თქვენი მოტაცებების მიზეზი პირდაპირ გითხრათ და ზედმეტად თავი აღარ შევიწუხო. ესეიგი – დივანიდან წამოხტა და დაიწყო – პირველი, სანდრო ჩემი შვილი არ არის! – თქვა მხიარულად – რეალურად დავით, ის შენი შვილია! -მოიცა, მოიცა რეებს ბოდავ? -მეგონა, რომ სანდრო შენს ცოლს ჩემგან გაუჩნდა, მაგრამ ბავშვი რომ წავიყვანე სამშობიაროდან და ანალიზები ავუღე, მასში ჩემი დეენემი არ დადასტურდა! მერე მინდოდა თქვენთვის დამებრუნებინა ბავშვი, მაგრამ სიამაყე თავისას შვრება, ხომ ხვდებით! ახლა მეორე საკითხი! მინდა, რომ გარიგება შემოგთავაზო დავით: მინდა რომ ბაბი ჩემმა ბიჭმა ცოლად შეირთოს, სანაცვლოდ კი ჩვენს შორის ყველანაირი დავა დასრულდება, კომპანიას შენს წინააღმდეგ კი შენს სასარგებლოდ წარვმართავ და კიდევ თქვენც დედათქვენის ბედს არ გაიზიარებთ! – ბოლო სიტყვები მე და ლუკას გვითხრა. -ჯერ ერთი შენ ნორმალური ხარ? შენი შვილიც შენნაირი მანიაკი იქნება დამერე მეორეც, დედაჩვენის ბედს არ გავიზიარებთ? – ვეკითხები შოკირებული. ბერდომ გადახედა ბიჭებს რაღაც ჰკითხა. -დიახ სერ, კამერები გავთიშეთ! – უპასუხა ბიჭებთაგან ერთ-ერთმა და კმაყოფილი ბერდოც ჩვენ მოგვიბრუნდა. -შემთხვევითი ავარია! ბედის ირონიაა ხომ? – გვეკითხება ღიმილით. -შე ნაგავო! – ახლა გაბრაზებული ლუკა გაიჭრა ბერდოსკენ, მაგრამ მისმა ბიჭებმა გააჩერეს. -ჩვენს შორის არავითარი გარიგება არ იქნება, განსაკუთრებით მაშინ თუ ის ჩემს შვილებს ეხება! – უთხრა ცრემლმორეულმა მამამ. -იცოდე სიცოცხლეს გაგიმწარებთ! – დაგვემუქრა ბერდო. -როგორ?! როგორ შეძლებ ამას? – ვეკითხები ირონიული ღიმილით. -ისე, როგორც დედათქვენს! – ამბობს სიცილით – თქვენც ისევე მოგიტაცებთ, ან მოგკლავთ! რავიცი უამრავი საშუალებაა. ბაბის შეუძლია დედამისის ბედი გაიზიაროს მოტაცებისას, ჩემი შვილი მზად არის დამერწმუნეთ – ამბობს ღიმილით – ან თქვენ ყველას ერთად შემიძლია იგივე გაგიკეთოთ, რაც თავის დროზე ეკატერინეს შეემთხვა. ის ვითომ შემთხვევითი ავარია, რომელიც რეალურად ჩემი მოწყობილია! – თქვა კმაყოფილმა და წარბები შეათამაშა. -მანიაკი ხარ! – ვეუბნები გაბრაზებული. -ვიცი! – ამბობს კმაყოფილი. -იცი რა?! ვეღარაფერს ვეღარ შეძლებ – დაიწყო ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმად მყოფმა ნოემ – შენი სიტყვები ჩაწერილია, რაც შემდეგ სასამართლოში შენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. აი დანარჩენი კი შეგიძლია პოლიციას მოუყვე! – ეუბნება ნოე ღიმილით. ამ დროს მართლაც შემოდის პოლიცია ოთახში და ბერდოს, თავის ბიჭებიანად ბორკილებს ადებს. -თქვენ გაქვთ დუმილის უფლება ბატონო ბერდო. ნებისმიერი სიტყვა კი რასაც იტყვით, სასამართლოში გამოყენებული იქნება თქვენს წინააღმდეგ! -რის საფუძველზე მაკავებთ ბატონო ოფიცერო? – ამბობს ბერდო სიცილით. -თქვენივე აღიარების საფუძველზე, რომელიც საკუთარი ყურებით მოვისმინე და რომლის მტკიცებულებაც ხელთ გვაქვს! – თქვა კმაყოფილმა ოფიცერმა. მოკლედ მალე ბერდო პოლიციის განყოფილებაში, დროებით საკანში იჯდა თავისა ბიჭებთან ერთად. ჩვენ კი ჩვენებები მივეცით და გვიან წამოვედით სახლში. -სად ხართ ამდენი ხანი? ვინერვიულე თქვენზე! – ამბობს კარებში მდგარი სანდრო და ყველას სათითაოდ გვეხუტება. მამა სახლში არ შემოდის. კარებს მიჰყუდებია, ხელები გადაუჯვარედინებია, თვალები ერთ წერტილზე გაშტერებია და ისე დგას. მივუახლოვდით და ხელით ოდნავ შევაფხიზლე: -რაზე ფიქრობ მამი? -დღევანდელ დღეს ვხარშავ. ამდენი ახალი ინფორმაციის ერთდროულად მიღებ ძალინ გამიჭირდა. ნუთუ სანდრო მართლა ჩემი შვილია?! ან რომ არა ბერდო იქნებ დედათქვენი, ჩემი ეკატერინე ცოცხალი ყოფილიყო?! – ამბობს და თან ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდის. -მამა ჩემთვისაც რთულია, მაგრამ წარსულზე ნუღარ ფიქრობ! წარსულით რომ იცხოვრო, აწმყოს გაინადგურებ, შემდეგ აწმყოც წარსულად იქცევა და მოკლედ მთელ ცხოვრებას სინანულში გაატარებ! ვიცი, რომ მშობელი შენ ხარ და რჩევებსაც პირიქით შენ უნდა მაძლევდე – ვეუბნები აცრემლებული თვალებით, მაგრამ ღიმილით – მაგრამ, იმედია ამ ჩემს პატარა რჩევას არ იუკადრისებ! -ოხ შე მაიმუნო! როდის მიუკადრისებია რამე რჩევა შენგან? – მეუბნება სიცილით და მეხუტება. -აქამდე მომიცია შენთვის რჩევა?! – ვეკითხები გაკვირვებული. -ანუ არც მიუკადრისია! – ამატებს მამა სიცილით – წამოდი, ჩემო შეშლილო, შენი ძმა... ჩემი პატარა ბიჭი... უნდა ჩავიხუტო!.. უნდა ვახარო, რომ ჩემი შვილია და თქვენი ნამდვილი ძმაა! -წამოდი მამი! – ვეუბნები ღიმილით და სახლში შევედით. მალე მთელი ოჯახი სამზარეულოში ვიჯექით და მივირთმევდით. მამა სანდროს თვალს არ აცილებდა და სანდროც უხერხულად იჯდა, თან ვერც კითხულობდა მამას მზერის მიზეზს. -იცი სანდრო, დღეს ბერდო იყო ჩვენთან მოსული! – თქვა მამამ და სანდროს რეაქციას დაელოდა. სანდროს თვალები გაუფართოვდა, მამას შეშინებულმა გადახედა და ისე იკითხა: -რამე დაგიშავათ?! იმიტომ დაგაგვიანდათ ხომ? -ბევრიც დაგვიშავა და მისდა უნებურად ბევრი კარგიც გვითხრა. -რას გულისხმობ?! – იკითხა გაკვირვებულმა სანდრომ. -მან გვითხრა, რომ შენ მისი შვილი არ ხარ და რეალურად 99.9%-ით შესაძლებელია, რომ მამაშენი მე ვიყო და შენ ბაბის და ლუკას უფროსი ძმა იყო...არა ნახევარძმა...ნამდვილი ძმა! – ამბობს მამა ღიმილით. -სერიოზულად ამბობთ?! – თქვა სანდრომ რამდენიმე წუთიანი გააზრების შემდეგ – ანუ თქვენი ოჯახის ნამდვილი წევრი ვარ?! ნამდვილი, ნამდვილი წევრი ვარ?! – თქვა ბედნიერმა, თვალებზე ცრემლები მოადგა, წამოხტა და მამას ჩაეხუტა. მამაც მოეხვია, შემდეგ კი დაამატა: -შენ ჩემთვის რაც არ უნდა იყოს, მაინც ჩემი შვილი იქნები. შენ ამ ოჯახში ღირსეული ადგილი მოიპოვე და ყველანი ვამაყობთ, იმით რომ შენი ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი ნამდვილი წევრი ხარ! დეენემის ანალიზი მაინც ავიღოთ. ბერდოს თქმით შენ მისი შვილი არ ხარ და შესაბამისად ჩემი გამოდიხარ! შენ უკვე დიდი ხანია, რაც ჩემი შვილი ხარ! უბრალოდ მაინც გადავამოწმოთ, კარგი? სანდროც ღიმილით დაეთანხმა და ვახშამი გააგრძელა. -როგორც იქნა მთელი ოჯახი ერთად ვართ. ასე რომ მინდა მოგახსენოთ ჩემი ქორწილის შესახებ: ზუსტად 3 კვირაშია ჩემი ქორწილი და სერიოზულად უნდა მოვემზადოთ. უდავოდ ყველაზე მაგარი ქორწილი უნდა იყოს. აი ისეთი ჩემს სალომეს რომ მოეწონება! – წარსდგა თავისი სიტყვით ბატონი ლუკა. -გეთანხმები! ხოდა ორგანიზატორობას მე გავუწევ! – მეც ფეხზე წამოვხტი. -შენ გგონია შენ მოგანდობ ჩემს ზე გრანდიოზულ ქორწილს? – სიცილით მომიბრუნდა ლუკა -და რატომ გგონია რომ ვერ გავაკეთებ?! – ცხვირი ავიბზუე და ხელები გადავაჯვარედინე. -იმიტომ რომ ბაბი ხარ! და ვერაფერს აბამ თავს! – მეუბნება კმაყოფილი. -ჰაჰჰ... მოგინდება შენ რამეში დახმარება – ვთქვი ცხვირაბზუებულმა და ნაწყენი დავჯექი. -განდო? შეძლებ?! – მეკითხება დაეწვებული. -მაინც აღარ დაგეხმარები! ტყუილად მეკითხები –ვეუბნები გაბრაზებული. -კაი!.. კაი!.. – თქვა ჩემსავით ცხვირაბზუებულმა ლუკამ და ერთმანეთზე გაბრაზებულები დავჯექით მაგიდასთან. -ნუ ჩხუბობთ! ლუკას უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს, რომ შენ გაუწევ ორგანიზატორობას და ნუ ებუტები! – მითხრა სანდრომ ღიმილით. -მართლა?! – ვთქვი თვალებგაბრწყინებულმა. -მჰმმ.. – თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია ლუკამ. -მადლობა! მადლობა! მადლობა! – ვეუბნები და გახარებული ჯერ ლუკას ვკოცნი, მერე კი სანდროს. მერე ნოესთან დავჯექი და მხარზე დავადე თავი. -დღეს ხომ დარჩები? – ვეკითხები ნოეს. -არა წავალ. ნიაკოსთან ვიქნები ამაღამ! დიდი ხანია წესიერად აღარ მინახავს! -კარგი! – ვეუბნები და ლოყაზე ვკოცნი. -გმადლობთ ყველაფრისთვის, მაგრამ ახლა ჩემი წასვლის დროა! – წამოდგა ნოე და მადლობა გადაგვიხადა. -მადლობა შენ, რომ პოლიციაში დარეკე და ბერდო დააჭერინე! – მამაჩემიც მოეხვია და ისე გამოუშვეს ნოე. მე კარებამდე მივაცილე. -აბა პრინცესავ! ხვალიდან ვიწყებთ ხომ ქორწილის საკითხებთან დაკავშირებით მუშაობას? – მკითხა და ცხვირზე თითი დამკრა. -მაშ! – ვპასუხობ ამაყად. -ჩემი არანორმალური! – მითხრა, წელზე ხელი მომხვია, მისკენ მიმიზიდა და ტუჩებზე დამეწაფა – ტკბილი ძილი! – თქვა და ლიფტში შევიდა. მეც დავხურე კარები, ჩემს ოთახში შევედი და ლოგინში ჩავწექი. უკვე ძილბურანში ვიყავი, რომ რაღაც ხმა მაფხიზლებს. თვალები ნელა გავახილე და ჩემს ოთახში მდგარ სანდროს გავხედე. -გინდოდა რამე სანდრინიო? – ვეკითხები თვალების ფშვნეტით. -ვერ ვიძნებ და შეიძლება ცოტახანი ვილაპარაკოთ?! – მეუბნება დამორცხვებული. -აუ მეც რა! ვერაფრით დავიძინე! – უკან ლუკა ამოუდგა სანდროს. ორივეს გაკვირვებულმა გავხედე. -მობრძანდით! – წამოვჯექი და ისინიც გვერდით მომიჯდნენ – აბა გისმენთ! – ვეუბნები ნახევრად მძინარე. -ჰმმ...მმმ...იცი...თემა...თემა...თემა არ გვაქვს... – დაიწყო ორივემ ბლუკუნი. -მაშინ ფილმს ვუყუროთ! – ვამბობ გახარებული და ლოგინიდან ვხტები. სასწრაფოდ მოვამზადე ბატი-ბუტი, ფილმი ბიჭებმა აარჩიეს, პლედებში გავეხვიეთ და ფილმის ყურება წყნარად დავიწყეთ. იმდენი ვიცინე, რომ მალე მუცელი დამეჭიმა. მერე რაღაც დრამაც ჩავრთეთ და უკვე თენდებოდა, როდესაც სანდროს მხარზე ტკბილად ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.