შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არანორმალური (1) საცდელი თავი


21-01-2018, 22:23
ავტორი Lily Morgan
ნანახია 2 819

-დილა მშვიდობისა!
-აუ დამაძინე რა!
-აეგდე რა!
-აუუუ...შემეშვი
-ასდექ!
-არაა!
-აწიე შენი ერთი ადგილი და გამყევი.
-სად?
-...
-სად თქო?
-თუ წამყვები გეტყვი.
-მოგყვები! მითხარი!
-ჯერ არ მჯერა! მანქანაში გეტყვი.
-მაშინ არ მოგყვები.
-აუ...ბაბიი!
-აუუ...ხო კაი ვდგები!
ავდექი და ეს დილის რიტუალები ჩავატარე. აბანოში შესვლით დაწყებული, ფეხსაცმლის ჩაცმით დამთავრებული.
დაბლა ჩავირბინე, ჩემი მამიკო ჩავკოცნე, შემდეგ ჩემთვის განკუთვნილი ბრუტერბროდი ავიღე, პირში ჩავიტენე და თან პირგამოტენილმა ყვირილი დავიწყე:
-ლუკა საად ხარ?
ამ დროს გადამცდა და ხველა ამიტყდა.მამაჩემს უკვე რეაქცია აღარ აქვს. ჭიქით წყალი მომაწოდა.
-ბაბი! მერამდენედ უნდა გითხრა რომ პირში როცა ლუკმა გაქვს, ნუ ლაპარაკობ და მითუმეტეს ნუ ყვირი!
ალბათ ვიღაცა ახლა იფიქრებს რამხელა უნდა იყოს ეს გოგოვო? 7-ის თუ 8-ისო? მაგრამ სინამდვილეში 24 წლის ვარ. ჩემი სახელი და გვარია ბაბი(ბარბარე) ბაქრაძე.უნივერსიტეტი დავამთავრე უკვე(მენეჯმენტი დავამთარე). მაგრამ ამჟამად უმუშევარი მენეჯერი ვარ, თუმცა დროებით! გადავწყვიტე უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 3 თვიანი არდადაგები მოვიწყო. მაგრამ უკვე მთავრდება ეს 3 თვე და ალბათ დავიწყებ რამე სამსახურის მოძებნას.
რაც შეეხება ჩემს შტერ ძმას: მისი სახელია ლუკა და ნუ რა თქმა უნდა ისიც ბაქრაძე. ის ჩემზე 2 წლით უფროსია. შესაბამისად 26წლის არის.
დედა გარდაგვეცვალა... მაშინ სულ რაღაც 5წლის ვიყავი და წესიერად არც მახსოვს, მაგრამ ჩემ ძმას ახსოვს. ზოგადად არც ერთს არ გვიყვარს დედაზე რომ გველაპარაკებიან ან ლაპარაკობენ. მაგრამ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და მაგასაც მივეჩვიეთ! ასე რომ იქიდან მოყოლებული მამა გვზრდის. მამას თავისი კომპანია აქვს და ჩემი ძმაც და მამაც მაგ კომპანიას უვლის. ლუკას საბუთების მოწესრიგება ეხერხება,ამიტომ ყველანაირი საბუთი მის ხელშია...უნდა ნახოთ სამსახურში რა სერიოზულია. ერთხელ ვიყავი ჩემს ძმასთან მისული რაღაცაზე და ასეთი სერიოზული რომ ვნახე,კინაღამ სიცილისგან გავიგუდე...
-ბაბი წავედით?
-კი, კი წავედით! – გამოვერკვიე ფიქრებიდან.
დავიხედე და სადღაა ბრუტერბროდი. ხელში აღარ მიჭირავს!
-ჩემი ბრუტერბროდი სად გაქრა?-გაბრაზებული მივუბრუნდი ლუკას.
-მე რა ვიცი! ჭამე ალბათ!
-მე? თუ შენ?
-წამო გვეჩქარება!
-მშიერი სად წამოვიდე! რატო შემიჭამე?!
-არ მიჭამია გოგო მე!
-აფერისტი ხარ!
მივაფრინდი ზურგზე, მუშტი შევკარი და თმები ყირაზე დავუყენე: -ღორო!
-ბაბი! შენ შეჭამე ეგ შენი ბრუტერბროდი! ლუკას არაფერი არ უჭამია! შეეშვი!
-მე როდის ვჭამე? სულ ორი წუთით ჩავფიქრდი და ამან გადამისანსლა. ალბათ სამაგიერო გადამიხადა, წინა კვირას მე რომ შევუჭამე იმიტომ!
-არა, შენ შეჭამე და თანაც ჩემს თვალწინ! ალბათ რომ ჩაფიქრდი ვერ გაიაზრე რომ ჭამე...–მეუბნება მამა და მე და ლუკას გვაშველებს.
-რა იყო ბარბი! შეყვარებული ხომ არ ხარ?
ვერ ვიტან ბარბის რომ მეძახიან და ჩემ ძმამ ეს კარგად იცის.
-მე ბარბი არ მქვია! და საერთოდაც აღარ მოგყვები!
-კაი, კაი! გამყევი რა!-და ლეკვის თვალებით შემომხედა.
-მაშინ გზაში რამეს მიყიდი!
-კაი, კაი!
-შენ სიცხე ხომ არ გაქვს? ასე ადვილად პირველად დაგითანხმე ყველაფერზე. სიმართლე მითხარი...უნდა ჩამომახრჩო და ბოლო სურვილებს მისრულებ ხო?!
-ნუ სულელობ! გამოეტიე სახლიდან!
-მოვქრიი!–და კარებში გავვარდი.
გავედით სადარბაზოდან და ჩავხტი ჩემი ძმის მანქანაში,ისიც ჩემს გვერდით, საჭესთან დაჯდა.
-აბა სად მივდივართ?-ვკითხე ინტერესისგან გამსკდარმა.
-მოკლედ რაღაცას გეტყვი და არ დამცინო!
-ვეცდები!
-ერთი გოგო მომწონს...
-ეე ძმაკაც მითხოვდები! რა მაგარია! ვისია ვისია ლუკა ლამაზიიი! ჰეე!–მაშინვე გავაწყვეტინე.
-გოგო ნუ ღრიალებ! და წესიერად იყავი იცოდე!
-კაი! მე კონკრეტულად რისთვის გჭირდები?
-თუ არ გამაწყვეტინებ გეტყვი!
უცებ საჩვენებელი და ცერა თითი შევკარი, ტუჩებზე გადავისვი, ბოლოს ვითომ გასაღებით ჩავკეტე,მერე ლუკას ხელი გავაშლევინე და გასაღები ხელში ჩავუდე და ხელით ვანიშნე დაიწყეთქო.
-უხ! მაიმუნობის გარეშე არ შეგიძლია!.. მოკლედ საჩუქარი უნდა ამარჩევინო იმ გოგოსთვის. რამე გოგოშკური რა!
უცბად გავწითლდი! სადაც იყო გავსკდებოდი! პირზე ხელი მქონდა მიჭერილი! სასწრაფოდ გავაშლევინე ის ხელი ლუკას,რომელშიც მანამდე ,,გასაღები ჩავუდე", პირი გავიხსენი და ბოლო ხმაზე დავიწყე სიცილი.
-მე?! მე აგარჩევინო საჩუქარი?!თანაც რამე გოგოშკური?!–და სიცილს ვუმატე.
-აუ მეც ვთხოვე რა ამ ქაჯს!–თვალები გადაატრიალა–არ მინდა! გადაბრძანდი მანქანიდან!
-კაი ხო, ბოდიში!ხომ იცი როგორ მიყვარხარ და დაგეხმარები!
-მადლობა თქვენო უდიდებულესობავ!
-არაფრის გლეხის ბიჭო! ახლა კი გააჭენეთ თქვენი ცხენი ისთ პოინტში.
-ახლავე თქვენო უმაღლესობავ!
ორივეს სიცილი აგვიტყდა. არა, რაც მართალია, მართალია! გამიხარდა, რომ ვიღაც მოეწონა. გოგოებს თითქმის არ უყურებს ზედ. ყველაზე იძახის მახინჯიაო(ჩემზეც მათშორის). ერთადერთხელ მოეწონა ვიღაც ქერა გოგო და ისიც მეტროში...
-მაინც როგორია ეგ შენი გოგო?როგორ გამოიყურება ან რა მოსწონს?–ვეკითხები მანქანაში.
-მოკლედ შავგრემანია, მწვანე თვალებით და ხატვა და კითხვა უყვარს.
-ესეიგი შენი საპირისპიროა?
-ვითომ რატომ?
-აბა შენ ქერა ხარ, ცისფერთვალება, ერთ სწორ ხაზს ვერ ავლებ და წიგნი ხელში არ გჭერია და მეტი რა გითხრა?!
-შენ ძალიან ხომ არ გაიტლიკე ენა?!
-კაი ხო, ვჩუმდები! ოღონდ შოკოლადები მიყიდე!
-აუ...იმენა ბავშვი ხარ რა...
-თან ახლავე მიყიდე!.. თორემ არაფერშიც არ დაგეხმარები!
-უნდა დამამადლო ახლა მთელი ცხოვრება, ერთხელ რომ რაღაცის ასარჩევად გამყევი?!
-აუ...შოკოლადი მიყიდე და გინდ დამადლებად მიიღე და გინდ არა!
-კაი.მოიცა ვიყიდი რომელიმე მარკეტში.
-პირველი რომელიც შეგვხვდება იმაში!
მანაც პირველივე შემხვედრ მარკეტთან გააჩერა და იმდენი შოკოლადები იყიდა, მანქანაში საჩუქრისთვის ადგილი აღარ იყო!
-აი, ამ უბრალო რაღაცაზე მაწუწუნე ამდენი!
-მიდი ჭამე! იქნებ ჭამის დროს მაინც გაჩუმდე!
მეც მართლა აღარ მეცალა სალაპარაკოდ. პირი გამოტენილი მქონდა. შოკოლადით სულ დავითხვარე, ამიტომ კიდევ მოუწია ლუკას მანქანის გაჩერება და სველი სალფეთქის ყიდვა.
-იმენა პატარა ალქაჯი ხარ. არ იზრდები!..
-გაიხარე!–და პირზე მოვისვი სალფეთქი.
მოკლედ მოვძუძგეთ ისთ პოინტში და დავიწყეთ ყველაფრის დათვალიერება. იმდენი ვატარე საწყალი
ლუკა, კინაღამ გადაიფიქრა ყველაფერი.
-აღარც იმ გოგოსთან ურთიერთობა მინდა და აღარც შენი საჩუქარი. ამომადინე ყველაფერი ძმრად.
-აუ მოიცა რა! თუ გინდა შენ სადმე ჩამოჯექი!
-კაი ძმურში ჩამოვჯდები რა!
-კაი! მე მანამდე დურში გავივლი რა! კიდევ ვნახავ რაღაც-რუღაცეებს!
-ოხ ეს გოგოები! მიდი, მიდი! თუ რამე ეგრევე ზარი ახლობელთან!
-ვოქეი!
უამრავ მაღაზიაში ვიყავი და არაფერი არ მომეწონა! ცოტა არ იყოს გავნერვიულდი, რადგან თითქმის არაფერი არ მომეწონა. ნერვიულობისას რამე ტკბილი მინდება ხოლმე(ორსული ქალივით ვარ რა).ჩანთიდან წეღან ნაყიდი შოკოლადი ამოვიღე და ჭამა დავიწყე, თან ვიტრინებს ვათვალიერებდი. როდესაც შოკოლადის ჭამა დავამთავრე, ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი. ბევრი რაღაცეები ჰქონდათ და...ვაიმე ეს ზუსტად ის არის!.. იმენა საჩუქარია!..
დავინახე გახსნილი ყუთი, რომელშიც ლამაზად იყო სამი სართული ჩამწკრივებული. სულ ბოლო სართული ეხსნებოდა... მაგ ნაწილში სხვადასხვა ფერის საღებავები იყო ჩამწკრივებული და ალბათ მაგიტომ. ქვედა სართულებზე კიდევ ნაირ-ნაირი ფუნჯები და ფანქრები ელაგა.
სასწრაფოდ დავურეკე ჩემს ძმას და ვუთხარი სადაც უნდა მოსულიყო.მალე ისიც იქ გაჩნდა!
-აბა?..როგორია?!–ვეკითხები და სულმოუთქმელად ველოდები პასუხს.
-მმმ...ეს ძალიან...ძალიან მაგარია!.. პირდაპირ საოცრება ხარ ბაბლი!–მომვარდა, ხელში ამიყვანა და ჩამეხუტა.
-იმ გოგომ ჯადო გაგიკეთა?!–კინაღამ გამჭყლიტა...
არა განა ისე არ ვეხუტებით ერთმანეთს ან რამე, მაგრამ ბევრი ბრძოლა და ომი გვაქვს ყველაფერზე... მეგონა მეტყოდა ეს რა არის?! ან რამე უკეთესი ვერ ააეჩიეო და ბოლოს მეტყოდა კაი შენ რომ არ გამებუტო, იმიტომ ავიღებო(თვითონაც რომ მოსწონს, მაშინ იძახის ეგრე).
-ეს შემიფუთეთ თუ შეიძლება!–მიუბრუნდა გამყიდველს.
ფულიც გადავიხადეთ და ჩავჯექით მანქანაში.

###
მომენატრეთ და დავბრუნდი! ^_^ მოკლედ ეს არის საცდელი თავი და იმედია მოგეწონებათ. თუ დადებით რეაქციებს გამოიწვევს გავაგრძელებ <3 <3 <3



№1 სტუმარი Nia

Dzaan magaria ratqmaunda undagaagrdzelo tan rac sheileba male unda dado momdevno tavi imito ro dzaliAn damainteresa

 


№2 სტუმარი სტუმარი gega

male dade ra shemdegi tavi ❤️❤️

 


№3 სტუმარი მარიამმი

გააგრძელე აუცილებლად!^_^

 


№4  offline მოდერი lemongiirl

ძალიან საყვარლობაა♥♥♥ heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი Lily Morgan

Nia
Dzaan magaria ratqmaunda undagaagrdzelo tan rac sheileba male unda dado momdevno tavi imito ro dzaliAn damainteresa

მადლობა <3 <3 <3 ან დღეს საღამოს დავდებ ან ხვალ <3 <3

სტუმარი gega
male dade ra shemdegi tavi ❤️❤️

ვეცდები <3 <3 <3

მარიამმი
გააგრძელე აუცილებლად!^_^

მიხარია რომ მოგეწონა <3 <3 <3

 


№6  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგია უკვე შემიყვარდა ეს გოგო მისი პრინციც მალე გამოჩნდება ვარაუდობ გააგრძელე და მალე დადე რა heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№7  offline წევრი Lily Morgan

blondeangel631
ძალიან კარგია უკვე შემიყვარდა ეს გოგო მისი პრინციც მალე გამოჩნდება ვარაუდობ გააგრძელე და მალე დადე რა heart_eyes heart_eyes heart_eyes

აუცილებლად გამოჩნდება <3 <3 მადლობა შენ ასეთი თბილი კომენტარისთვის! <3 <3 <3

 


№8 სტუმარი სტუმარი ქეთი

ვაიიჰ მომეწონაა :)) აუცილებლად უნდა გააგრძელოოო ????საინტერესოდ დაიწყე? ???? ველი სულმოუთქმელად ახალ თავს ❤❤

 


№9  offline წევრი Lily Morgan

სტუმარი ქეთი
ვაიიჰ მომეწონაა :)) აუცილებლად უნდა გააგრძელოოო ????საინტერესოდ დაიწყე? ???? ველი სულმოუთქმელად ახალ თავს ❤❤

მადლობაა *__* ძალიან გამახარე! <3 <3 უკვე ავტვირთე და წესით მალე უნდა დაიდოს ახალი თავი! <3 <3 <3

 


№10  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

კარგია გააგრძელე აუცილებლად♥♥♥
ამჟამად არანაირი შენიშვნა არაქვს კარგად მიყვები ყველაფერს.. თან პირველი თავიც კარგად დაიწყე
ველოდები მოვლენების განვითარებას და არ დააგვიანო♥♥♥

 


№11  offline წევრი Lily Morgan

ტკბილიწიწაკა
კარგია გააგრძელე აუცილებლად♥♥♥
ამჟამად არანაირი შენიშვნა არაქვს კარგად მიყვები ყველაფერს.. თან პირველი თავიც კარგად დაიწყე
ველოდები მოვლენების განვითარებას და არ დააგვიანო♥♥♥

ვაიმე დიდი მადლობა *__* <3 <3 <3 <3 მახარებთ! <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent