შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი გამონაკლისი ხარ [სრულად]


17-02-2018, 16:50
ავტორი elena gavasheli
ნანახია 7 085

ერთი წუთით დახუჭეთ თვალები, რას ხედავთ? ირგვლივ გამეფებულ სიბნელეს? აი მე კი სიბნელეს უკვე რამოდენიმე თვეა ვეღარ ვხედავ მას გაბრიელის მზერა ცვლის. რამდენჯერაც თვალს დავხუჭავ იმდენჯერ გაიელვებს მისი ჭაობისფერი თვალები, თვალები რომლებიც დღითიდღე უფრო და უფრო მიყვარდება. თვითონ რას გრძნობს ჩემდამი? არვიცი და სწორედ ეს არცოდნა მანადგურებს, როგორი გრძნობაა უყურებდე მას და აცნობიერებდე რომ ის შენი არ არის? გინდა ჩაეხუტო მისი გულის ცემა გესმოდეს მაგრამ იცი რომ ეს აკრძალულია? საშინელებაა. გისურვებთ არასოდეს გამოგეცადოთ ეს გრძნობა.
************ ************** ******************** *************
-ნანო დღეს ნიკას ვხვდები-ვამბობ აჟიტირებული
-და შენს ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებს?-მეკითხება ნანო
-კი მაღალია და თან სუნთქვას-ვეუბნები და ვიცინი
-როდის შეამცირე შენი მოთხოვნების სია ევა ?-მეკითხება გაკვირვებული ნანო
-როცა გავაცნობიერე რომ შინაბერა დავრჩებოდი აი მაშინ
-და ეგ როდის იყო/
-ორი კვირის წინ
-ევა ჯერ მხოლოდ 25 წლის ხარ მაღალი, შავი თმით შავი თვალებით სწორი მაგრამ ცოტა აპრეხილი ცვირი და მადისაღმძვრელი დიდი ტუჩებით ყველას მოხიბლვა სეგიძლია, და დეპრესიული ქალივით ნუ საუბრობ
-და ამ ყველას თუ მხოლოდ ერთი ღამისთვის ვუნდივარ?
-ესეიგი ჯერ არ გამოჩენილა ის ერთადერთი
-და რავქნა ახლა თეთრ ცხენზე ამხებრებულ პრინცს ველოდო
-შავ bmw-ში მჯდარ მდიდარ იდიოტებს არ ჯობია?
-კაი და იქნებ ამ პრინცს ცხენი მოუკვდა გზაში და ფეხით მოდის
-რატომ ხარ მოსიარულე ინტრიგანი?
-ნანო მოსიარულე მელოდრამას ჯობია და მაგიტომ
-და ნიკაზე რას ფიქრობ?
-არვიცი ნანო არმინდა ისევ ისე მოხდეს რომ წაგებული მე დავრჩე-ვამბობ სევდიანად
-კარგი ჯერ შეხვდი ადამიანს რაიცი რახდება
-შეიძლება ტუზი დამეცეს ხომ-ვამბობ ნანოს საყვარელ ფრაზას
-ტუზი თუ არა მეხი მაინც დაგეცემა არ ინერვიულო -დამცინის ნანო
-კარგი წავალ თორემ დამაგვიანდება ვერ ვიტან როცა ვაგვიანებ- ვეუბნები და სახლიდან გავდივარ
-ეცადე პირველივე დღეს ნიკას საძინებლის ჭერის ცქერა არ მოგიწიოს-დამაწია სადარბაზოში გასულს
როგორც ნანომ თქვა ცუდი გარეგნობა მართლა არ მაქვს მაგრამ არც მზეთუნახავი ვარ ურთიერთობებში არასდროს მიმართლებდა რადგან მამაკაცები ისე აღმიქვამდნენ როგორც ერთი ღამის ქალს მე კი ეს მომბეზრდა მინდა ვინმე ნორმალური გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში ამიტომ მემგონი მილიონი პაემანი მაივ მქონდა, კარგი ხო ვაჭარბებ მთლად ეგრეც არ იყო დღეს ნიკას ვხვდები ამიტომ სურვილიც არ მაქვს დავაგვიანო. ნიკა თამაშის დროს გავიცანი ძალიან მიყვარს რაგბი და მორაგბეების თამაშს სულ ვესწრები ნიკა კი ჩემს გვერდით იჯდა ერთ-ერთი თამაშის დროს.
სწრაფად ჩავირბინე სამი სართულის კიბეები და ტაქსში ჩავჯექი. რესტორანის კარი როგორც კი შევაღე მაშინვე ნიკას ძებნა დავიწყდე მაგრამ შენც არ მომიკვდე ვერ ვიპოვე. ნიკას ერთი მინუსი უკვე აქვს. არაპუნქტუალური ბოლოს და ბოლოს საკუთარი თავი მეზარება, მაგრამ გამამართლებელი მიზეზი მალევე ვიპოვე ალბად საცობსია-მეთქი ერთ- ერთი მაგიდისკენ წავედი და ჩემი ადგილი დავიჭირე. დიდხანს ველოდე მაგრამ არ მოვიდა. ის იყო უდა წავსულიყავი როდესაც ვიგაცის ხმა გავიგე
-უკაცრავად თქვენ ევა გავაშელი ხართ?
-დიახ მე ვარ?-ვეუბნები დაბნეული და ახალმოსულს ვუყურებ რომელიც სულაც არ გავს ნიკას მაგრამ რა დროს ნიკაა ისეთი საოცარი თვალები აქვს რომ მინდება სულ ვუყურო
-სასიამოვნოა მე გაბრიელი ვარ-ამბობს და ჩემს პირდაპირ მაგიდასთან იკავებს ადგილს
-ცემთვისაც სასიამოვნო იქნება თუ მეთყვით საიდან იცით ვინ ვარ?-დავსვი საჭირო შეკითხვა
-ნიკა არაბული რამეს გეუბნებათ ეს სახელი?-მეუბნება და ახლა ვაკვირდები რომ ეს კაცი მემგონი გაუცინარი ხელმწიფეა სერიოზული სახე და რაღაც საშიში იმიჯი აქვს
-გუშინ მეუბნებოდა აი დღეს კი უკვე აღარაფერს- ვამბობ გაბრაზეული
-მას ტყუილად ელოდებით არ მოვა
-და რატომ უნდა დაგიჯეროთ
-თვითონ გამაფრთხილა რომ მოხვიდოდი და მთხოვა თქვენთვის მეთქვა რომ ძალიან წუხს რადგან თქვენთან შეხვედრას ვერ მოახერხებს
-ალბად რამე პრობლემა გამოუჩნდა -არ ვიშლი ჩემსას
-კი მოსიარულე პრობლემა და თან ზალიან ლამაზი-თქვა და ჩემს რეაქციას დააკვირდა
-მოკლედ თქვენი არ მესმის, თქვენი კი არა ზოგადად მამაკაცების არ მესმის-მაშინვე შევასწორე როგორც კი მისი შეკრული წარბი დავინახე
-ყურები დაიბანეთ დილიტ და თვალებიც კარგად გაახილეთ აი მაშინ გაიგებთ-მითხრა და ფეხზე წამოდგა -მე დაგემშვიდობებით საქმეები მაქვს
მეც დიდხანს აღარ გავჩერებულვარ ნიკაზე გაბრაზებულმა რესტორნის კარი ლამის ჩავამტვრიე ისეთი სიძლიერით დავხურე სახლში არ წავსულვარ ნანოსთან წავედი ისევ ახლა მხოლოდ ის თუ მიშველიდა თორემ ნერვებისგან ვიღაც შემომელანძღებოდა ეს ვიღაც კი სულ ჩემი უმცროსი ძმაა კონსტანტინე ცოდვაა დრეს მაინც დაიძინოს მშვიდად. მობილურს ვიღებ და ნანოსთან ვრეკავ როგორც კი მის სადარბაზოში შევდივარ
-როგორ ჩაიარა პაემანმა -ეკითხება აჟიტირებული
-ნანო კარები გააღე რა ზარის დარეკვა მეზარება
-გეზარება თუ ნერვებისგან არ გინდა კარი ჩამოიღო იცი რომ მერე შენი გასაკეთებელი იქნება -დამცინის
-კი ეგრეა-ამაზე მეც მეცინება
ნანო მალევე მიღებს კარებს ბინაში შესულს კი მისი იდიოტი ძმა მხვდება სახლში
-ოჰო ევა როგორ ხარ-ალაპარაკდა ლაშა ოღონდ ეს არა
-შენი მოსმენის ხასიათზე ნამდვილად არა-ვეუბნები გაბრაზებული
-ნანო ამას რა ბზიკმა უკბინა
-ბზიკი და ნიკა ნუ გერევა ერთმანეთში ლაშა-აყვა ნანოც
-მერე ეგ ნიკა ცოფიანი იყო ნახე რა ხასიათზეა აშკარად გადაედო
-ლაშა თუ არ მოშორდები ჩემი თვალთახედვიდან შემომაკვდები-ვეუბნები და სავარძელში ვჯდები
-ასეთი კრიმანალები უნდა დადიოდნენ ქუჩაში თავისულად- ჩაილაპარაკა დემონსტრაციულად
-ეს კრიმინალი იქნება რომ გესვრის ამ ლარნაკს ახლა მერე კი ახალს იყიდის ნანოს რომ არ შემოაკვდეს-ვთქვი და გამეცინა
-კარგი წავედი თქვენს გამო სიკვდილი არ მინდა მაგრამ რავქნა რომ მიყვარს შენს ნერვებზე დაკვრა-აგრძელებს ლაშა
-აუ ნანო ამან ამ ლოგიკით უნივერსიტეტი როგორ დაამთავრა
-ძალიან იაფად-გაიკრიჭა ლაშა
-ჩემი ნერვული სისტემა და პიანინო ერთმანეთში ნუ გერევა „შუა არის დიდი მზღვარი“-გავილექსე
-დედა მიცვალებული ადგა -დაიწყო ლაშამ ყვირილი
-რა მიცვალებული ?-კითხა გაკვირვებულმა ნანომ
-უფ არაფერი უცებ მეგონა რუსთაველი გაცოცხლდათქო შენმა მეგობარმა როდიდან დაიწყო ვეფხისტყაოსნით საუბარი არ გამიხეთქა ამხელა კაცს გული -აბრძელებს მსახიობობას - კარგი წავედი თორემ მართლა გამეხსნება ბედი და საიქიოში გამისტუმრებენ-თქვა ლასამ და წავიდა ამაზე გულიანად გავიცინე ლაშა ერთადერთია ვინც ჩემს გაბრაზებას მაშინაც კი ახერხებს როცა კარგ ხასიათზე ვარ ამიტომ ვეძახი იდიოტს თორემ ჩემი დასაწუნი არაფერი აქვს.
ნანოს ყველაფერი მოვუყევი რაც დღეს გადამხდე გულიანად დამცინაისიც დაამატა არაფერი გეშველებაო
-ახლა რას აპირებ?-მკითხა ნანომ და სიცილი შეწყვიტა
-ნიკას თავი უნდა გავუტეხო-ვამბობ და ნერვები მეშლება თავიდან
-გაბრიელი როგორია?
-რავიცი მაღალი დაკუნთული შავი თმა ჭაობისერი თვალები სწორი ცხვირი და ჩვეულებრივი ტუჩები სულ ესაა , კიდევ უჟმურია და ძალიან ბრაზიანი-დავამატე როცა მისი შეკრული წარბები გამახსენდა
-უნდა მაჩვენო ძალიან მაინტერესებს
-კი მაგრამ მე საიდან ან როგორ ხომ არ შეიშალე?
-ხვალ ისევ წავალთ იმ რესტორანში თუ გაგვიმართლებს მოვა-უკვე გეგმებს აწყობს ნანო
-კარგი-ვეუბნები რადგან ნანოსთან შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს იმიტომ რომ ბოლოს თავისას მაინც გაიტანს -ახლა კი საწოლი გაამზადე მეძინება ძალიან- ვეუბნები და ვამთქნარებ
მალევე დამეძინა მიუხედავად იმისა რომ როცა გაბრაზებული ვარ გვიანობამდე ძილს ვერ ვახერხებ. დილით რომ გამეღვიძა და საათს შევხედე ლამის საწოლიდან გადოვვარდი სამსახურში ვაგვიანებდი ამიტომ სასწრაფოდ წამოვხტი საწოლიდა და სააბაზანოში შევედი, ნახევარი საათის სემდეგ კი მხოლოდ პირსახოცის ამარა გამოვედი და ნანოს ოთახისკენ წავედი
-ვიღაცას თავი ისე გონია როგორც საკუთარ სახლში-გავიგე ლაშას ირონიული ხმა
-ვიღაცას კიდევ ძალიან აინტერესებს როგორია ჯოჯოხეთი
-ვიღაცას კიდევ პირსახოცი ვერაფერს უფარავს-დაამატა ნიშნისმოგებით
-აი ზუსტად შენზეა ნათქვამი უნახავმა რა ნახაო-დავცინე გმრიელად
-ვიღაცა კიდევ სკოლის ასაკიდან ვერ გამოდის
-ვიღაცას კი ჩემი ნერვების მოშლა არ გამოსდის დღეს -დავცინი ლაშას
-ვირაცას კიდევ დაავიწყდა რომ სამსახურში აგვიანდება და ჩემთან ბაასში კარგავს დროს
-ვაიმე სამსახური-წამოვიყვირე და მასინვე ნანოს ოთახში შევედი რაგან ჩემთან ვერ მოვასწრებდი გავლას და გამოცვლას გადავწყვიტე მისი გარდერობიდან ამეღო ტანისამოსი
მალევე მოვწესრიგდი და ოთახიდან გავედი
-ლაშა!-გადავწყვიტე ლაშასთვის მეთხოვა სამსახურში გაყვანა რადგან დაგვიანება არ მინდოდა ავტობუსით კი ეს უკანასკნელი გარდაუალი იყო
-მომესმა თუ თვით ევა მეძახის -ღმერთო სულ ღადავის ხასიათზე როგორაა
-მოგესმა
-წავალ ექიმთან ჩავეწერები კონსულტაციაზე
-ნამდვილად გჭირდება და სანამ ექიმთან ჩაეწერები იქნებ ჯერ სამსახურში გამიყვანო
-აი თურმე დილიდან რატომ მქონდა ცუდი წინათგრძნობა
-ლაშა გამიყვან?
-ლიკას გამაცნობ?-ლიკა ჩემი მეგობარია უფრო სწორად კარგი ურთიერთობა გვაქვს
-მოიცა ახლა რამე მომესმა
-არა არ მოგესმა-თქვა ლაშამ და სამზარეულოდან გამოვიდა
-კარგი წამიყვანე და გაგაცნობ ჯანდაბას კი მეცოდება ლიკა მაგრამ რასვიზამთ
-სკოჩი სადაა ხომ არ იცი-მეკითხება ინტერესით
-მე რავიცი და რად გინდა?
-პირზე უნდა აგაკრა შენი ხმა რომ არ გავიგო ამიტომ ჯობია ეგ ტუჩსაცხი მოიშორო ისე მაინც არ გიხდება-დაიგესლა ლაშა
-ლაშა დავაგვიანებ
-კარგი ხო
სამსახურში ლაშას წყალობით არ ვაგციანებ მაგამ ის ფაქტი რომ ლიკა უნდა გავაცნო არ მომწონს იმიტომ რომ ლიკა უკვე ერთი თვეა რაც გათხოვდა და ახლა თაფლობისთვე აქვს
-მადლობა ლაშიკო რომ მომიყვანე- ვუთხარი და მანქანიდან გადავედი
-დანაპირები
-ლასიკო აუცილებლა გაგაცნობ ლიკასაც და მის მეუღლესაც როცა თაფლობისთვიდან დაბრუნდებიან-ვეუბნები და ენას ვუყოფ პატარა ბავშვივით ეს ჩვევა ისევ ვერ მოვიშორე
-მოიცა ეგ როგიდ გათხოვდა-ისე იკითხა ვითომვ არაფერი
-ო რომეო დაიღალა ჯულიეტა შენს ლოდინში და სხვა რომეო იპოვა -არ დავაკელი ირონია
- გამიხარდა ერთი შინაბერათი ნაკლები ივლის დედამიწაზე-მაინც გადმომწვდა
-ხოდა ახლა თუ არ წახვალ ერთი ლაშა დაემატება ჯოჯოხეთს-ვთქვი ნერვებმოშლილმა
-მიდი და ამის მერე გაუკეთე ვინმეს სიკეთე-თვა და მანქანა დაძრა
სად ვმუშაობ? რედაქციაში სტატიებს ვწერ სხვადასხა სიახლეებს ვაქვეყნებ მიყვარს ჩემი სამსახური მიუხედავად იმისა რო დიდი ვერაფერია. ბევრი სამე არ მქონდა მხოლოდ სტატია უნდა მომემზადებინა შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე)პირებზე. და ასევე ინტერვიუ უნდა ჩამეწერა. ინტერვიუ ჩავწერე 18 წლის ლიზა გიგაურთან რომელიც ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული და თავისულად გადაადგილება არ შეუძლია. საკმაოდ სევდიანი და სულის შემძვრელი ინტერვიუ გამოვიდა ახლაც როდესაც ამ ინტერვიუს მეათედ ვუსმენ ისევ ვერ ვიკვებ ცრემლებს. სტატია დავწერე ინტერვიუც დავურთე და ბათონი თაზოს კაბინეტისაკენ წავედი კარზე ფრთხილად დავააკუნე
-შემოდით-გავიგე დირექტორის ხმა
-ბატონო თაზო სტატია მზადაა -ვეუბნები როგორც კი კარს ვაღებ და სტატიას ვაწვდი შემდეგ კი კაბინეტიდან გავდივარ
როგოც კი სამუშაო საათები იწურება მაშინვე ვიღებ ჩემს ნივთებს და სამსახურიდან სახლში მივდივარ. ავტობუსში ძლივს ვიპოვე თავისუფალი ადგილი და იქ მოვთავსდი უცებ ჩემი მობილური რომ აწკრიალდა . ნანო იყო შეყობინება მომწერა
„ sayvarelo dzalian gtxov chemi tanisamosi damibrune da kargadac gamoewye restoranSi mivdivart ar dagaviwydes“
არა როგორ ვიფიქრე რომ დაავიწყდებოდა საკუთარ თავზე მეცინება როგორც კი ავტობუსი ჩერდება მთელი სისწრაფით მივდივარ სახლისკენ ტანსაცმელს ვიცვლი და სარეცხი მანქანაში ვათავსებ სააბაზანოში შხაპს ვიღებ ჩემს საყვარელ ლურჯ კაბას ვიცმევ თმებს მაღლა ვიწევ შავ მაღალქუუსლიან ფეხსაცმელსაც ვიცმევ და სახლიდან გავდივარ ნანოსთან გავლა შემეზარა ამიტომ რესტორნის მისამართი მივწერე მე კიდევ პირდაპირ რესტორანში წავედი.
იქ მისულმა ისევ ძველი ადგილი დავიჭირე ოღონდ ერთი განსხვავებით ახლა ნანოს ველოდებოდი და არა ნიკას მაგრამ ფაქტია რომ დაგვიანება ორივეს ძალიან უყვარს დროის გასაყვანად რაიმეს დაწერა გადავწყვიტე ჩანთიდან კიდეც ამოვიღე კალამი მაგრამ ვინ მაცალა რამის დაწერა
-ისევ ნიკას ელოდები?-მომესმა ნაცნობი მაგრამ ოდნავ გაბრაზებული ხმა
-საღმო მშვიდობისა ბატონო გაბრიელ? როგორ ხართ?-არ დავაკელი ირონია ამ სიტყვებს როგორც კი ჩემს წინ მდგარი გაბრიელი დავინახე
-კარგად და შეკითხვაზე მიპასუხე?-ზრდილობა სად დაკარგა
-მეც კარგად ვარ მადლობა რომ მკითხეთ-არ ვწყვეთ თამაშს
-არაფრის. ნიკას ელოდები?-მიმეორებს კითხვას გაღიზიანებული ტონით
-კი კალამი დარჩა და უნდა დავუბრუნო- ვეუბნები სერიოზული სახით
-მომეცი მე დავუბრუნებ-მეუბნება და კალამს მართმევს
-კარგი შენი ნებაა -მეც ვეუბნები და ხელებს მაღლა ვწევ დანებების ნიშნად უცებ ჩვენსკენ მომავალ ნანოს ვხედავდე მეც ვდგები-აი ჩემი ცხოვრებაც მოვიდა-ვამბობ და ნანოსკენ მივდივარ დემონსტრაციულად ვეხუტები
-არ მითხრა რომ ეს ზესიმპატიური მამაკაცი გაბრიელი არ არის თორემ მეწყინება-სიცილით მეუბნება ნანო
-არ გეტყვი ეგაა-ვეუბნები და მაგიდისკენ მიმყავს
-სად გაქრა ჩემი მოსვლა ეწყინა-ამბობს ნანო როგორც კი ვსხდებით
-არა კალამი მივეცი და ნიკას უნდა დაუბრუნოს-ვეუბნები და ვიცინი
-რა კალამი გადაირიე?-უკვირს ნანოს მეც მოვუყევი მის მოსვლამდე რაც გავაკეთე -მოიცა და დაიჯერა
-მე რავიცი -ვამბობს და მხრებს ვიჩეჩავ
-კარგი მე საპირფარეშოსი გავალ და მალე დავბრუნდები მითხრა ნანომ და წავიდა მე კი ამდროს რესტორანში შემოსული ნიკა დავინახე მანაც შემამჩნია და ჩემსკენ წამოვიდა
-საღამომშვიდობისა ევა მინდა ბოდიში მოგიხადო გუშინდელის გამო -დაიწყო მონოლოგი და გვერდით მომიჯდა
-არაუშავს გავიგე მოსიარულე და ლამაზი პრობლემა გამოგიჩნდა-არ დავაკელი ირონია
-კი ჩემი და ვნახე რესტორანში და სალში წავიყვანე ცუდად იყო-არა რა ეა სულელი ხარ რატომ დაუჯერე გაბრიელს ისე გაბრიელიდან რა მინდა მან რაც დაინახა მხოლოდ ის მითხრა
-არაუშავს იმედია ახლა კარგად არის-ვუთხარი შეწუხებულმა
-კი კარგად არის-მეუბნება და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ნანო რომ მოგვიახლოვდა
-ნანო გაიცანი ეს ნიკაა ნიკა ეს კიდევ ნანოა ჩემი მეგობარი-ნანო მკვლრლოს თვალებით მიყურებდა ძალიან გაუკვირდა მაგრამ არაფერი შეიმჩნია
მინტანს დავუძახეთ ნიკამ მე უნდა დაგპატიჟოთ თან გუშინდელიც უნდა გამოვასწოროო მიმტანა სეკვეთა მოიტანა ბევრი არაფერი მიჭამია მაგრამ ბევრი დავლიეთ. კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი სმას ნანოს რომ არ აეტეხა სახლში წასვლა გამოსვლისას ხელს რესტორნის ბროშურა გამოვაყოლე მაგრამ არვიცი რატომ. ნიკამ შემოგვთავაზა მე გაგიყვანთო და ჩვენც დავთანხმდით. ნანო მის კორპუსთან დავტოვეთ მერე კი გზა გავაგრძელეთ გზაში მთვრალს ჩამეძინა გონს რომ მოვედი საწოლში ვიწექი თვალები გავახილე და მივხვდი რომ ეს ჩემი ოთახი არ იყო.
შემეშინდა მერე ნიკა გამახსენდა და საწოლიდან წამოვხტი მე სულელს კი ფეხი გადამიბრუნდა და წავიქეცი კიდევ კარგი წავიქეცი თორემ შეიძლება საბედისწერო შეცდომა დამეშვა საწოლის ქვეშ ქალის შავი საცვალი დავინახე და მივხვდი რომ ნიკამ მომატყუა გარეთ მაინც გავედი
-გაიღვიძე ყავა მოვამზადე გინდა -მკიტხა ნიკამ როგორც კი ოთახიდან გამოსული დამინახა
-ნიკა აქ რას ვაკეთბ?-მისი კითხვა დავაიგნორე
-ჩაგეძინა მანქანაში და აღარ გაგაღვიძე შენი სახლის მისამართი კი მე არ ვიცოდი-იმართლა თავი რომ შემეძლოს რა სიამოვნებით ჩავულეწვდი კბილებს და დავტოვებდი პროტეზის იმედად
-კარგი აბაზანა საით არის-ვიკითხე ბოლოს
-შემოსასვლელთან პირველივე კარი, წამოდი გაჩვენებ-მითხრა და წინ გამიძღვა ახლა დავაკვირდი მის სახლს მდიდარი რომ არის ეტყობა ევრო რემონტი ცოტა ხომ არ არს ძცირადღირებული ნივთები და ნახატები
-მოიცადე კარს კოდი აქვს -ვკითხე გაკვირვებულმა
-კი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიები-ამბობს და იცინის
-მეც მინდა ასეთი-ვამბობ და ვიცინი რომ არაფერი იეჭვოს
-აი სააბაზაო-მეუბნება და კარს აღებს
-მადლობა-ვეუბნები და სააბაზანაში შევდივარ წყალს ვუშვებ რომ არაფერი იეჭვოს
როგორმე უნდა წავიდე აქედან მაგრამ როგორ ამ კარის კოდი მე არ ვიცი ნიკა კი სანამ თავისას არ მიიღებს არ გამიშვებს აქედან რ გავაკეთო ? გაბრიელი მას ეცოდინება ის ხომ მისი მეგობარია გამახსენდა რესტორნიდან ბროშურა რომ წამოვიღე ტელეფონი ამოვიღე და ბროშურაზე მითითებულ ნომეზე დავრეკე
-გამარჯობათ რით შემიძლია დაგეხმაროთ-მომესმა ქალის ხმა
-გამარჯობა რესტორანია ველაჯიოა?-ვეკითხები ნერვიულად
-დიახ
-შეგიძლიათ გაბრიელს გადასცეთ ყურმილი ?
-გაბრიელ ონიანს ალბად ?
-დიახ მას-ვთქვი ცოტა დაბნეულმა რადგან გამახსენდა რომ მისი გვარი არ ვიცოდი
-გისმენთ-გავიგე გაბრიელის ხმა
-გაბრიელ ევა ვარ შენი დახმარება მჭირდება
-ამიტომ რეკავ სამსახურის ნომერზე?-აშკარად გაბრაებულია
-ბოდიში შენი ნომერი არ ვიცოდი და ვერ დამესიზმრებოდა მითუმეტეს
-რახდება სადხარ რა ხმა ისმის?
-ნიკას სააბაზანოში-ვეუბნები და ნერვები მეშლება
-და ჩემი დახმარება გჭირდება კიდევ არ გრცხვენია მაინც-აუწია ხმას
-მომისმინე მაინც
-შენი ნომერი მითხარი და დაგირეავ-მეც მაშინვე ვუთხარი გათიშა მერე კი თავისი ნომრით დარეკა
-ახლა მოყევი რახდება ?
-დამნაშავე არ ვარ შენ რომ წახვედი ნიკა მოვიდა და მითხრა რომ ის გოგო მისი და იყო-ეს რომ ვთქვი გავიგონე გაბრიელის სიცილი-თუ დაასრული სიცილი გავაგრძელებ მოყოლას
-კარგი კარგი გისმენ
-მეც დავიჯერე მერე დავლიეთ ცოტა ზედმეტი მომივიდა ნიკამ სახლამდე მე გაგიყვანთო პირველი ნანო დავტოვეთ მე კიდევ ჩამეძინა მანქანაში გონ რომ მოვედი მასთან ვიყავი სახლში გამოპარვა მინდოდა მაგრამ კარს კოდი აქვს და მე არ ვიცი
-მერე კი მე გაგახსენდი
-მართალია ნიკას ვერ ვკითხავდი იმიტომ რომ თავის საწადელს თუ არ მიაღწევს არამგონია აქედან გამომიშვას-ვთქვი ნერვიულად
-შენი მფარველი ანგელოზი მგონია თავი-იცინის და კოდს მეუბნება
-მადლობა და კიდევ ერთი სათხოვარი მქვს
-ხომ არ მოვიდე და სახლამდე მიგიყვანო-ამბობს და იცინის ხუმრონს და ხუმრობა რომ აუხდება არ იცის
-თუ არ შეწუხდები რათქმაუნდა -ვეუბნები და ხმადაბლა ვიცინი
-ევა მე ვიხუმრე-დაუსერიოზულდა ხმა
-გთხოვ
-კარგი, კარგი, -ამბობს და თიშავს მობილურს
სააბაზანოდან გავდივარ ნიკას მომზადებულ ცივ ყავას ვსვამ, მუცელზე მაგრად ვიჭერ ხელს ნიკას ვეუბნები რომ ცუდად ვარ და ისევ აბაზანაში გავრბივარ მალე გაბრიელის შეტყობინებაც მოდის მობილურზე
„MOVEDI “
მეც ეს მინდოდა სწრაფად ვკერეფ კოდს და კისრისტხით ჩავრბივარ კიბეებზე სადარბაზოდან გასული გაბრიელს ვეძებ ისიც ხვდება და ფარებს ანთებს მეც პირდაპირ მისი მანქანისკენ მივდივარ და წინა სავაეძელში ვიკავებ ადგილს
-მადლობა -ვეუბნები და დამშვიდებას ვცდილობ საკუთარი თვის ოღონდ
-მისამართი მითხარი სანამ დაგეძინება-მითხრა ნიშნისმოგებით
-სულ უნდა გამახსენო ეს ისტორია-ვკითხე გაბრაზებულმა
-სკოლაში არ გასწავლეს რომ უფროსებს უნდა დაუჯერო-აღარაფერი მითქვამს ვიცოდი მართალი იყო ამიტომ მისამრთი ვუთხარი
სახლამდე ხმა არცერთს არ ამოგვიღია ვერც კი მიხვდი ისე აღმოვჩნდი ჩემსი კორპუსის წინ არ რას მივხვდებოდი გაბრიელის ცქერით ვიყავი დაკავებული
-მოვედით შეგიძლია გადახვიდე
-კარგი მივდივარ -ვამბობ და კარებს ვაღებ
-მე მეგონა დაძინებას აპირებდი და შემეშინდა -ამბობს და იცინის
-კარგი ვიმსახურებ -ვამბობ და მანქანიდან გადავგივარ
ნინაში შესული სასწრაფოდ ჩემი ოთახისკენ მივდივარ მერე კი სააბაზანოში. ცხელმა წყალმა მომთენთა ამიტომ პიჟამო ჩავიცვი და საწოლში მოვთავსდი. ისევ გაბრიელზე ვფიქრობ და მეცინება საკუთარ სისულელეზე მეცინება. გაბრიელი და მე არა რაღაც არარეალურად ჟღერს მაგრამ მის თვალებს მაინც ვერ შეველევიამფიქრებში მყოფს ვერც გავიგე როდის ჩამეძინა
დილით მაღვიზარას ხმა მაღვიძებს და ვხვდები რომ სამსახური მიხმობს საწოლიდან ვდგები შხაპს ვიღებ თავს ვიწესრიგებ და სამზარეულოში გავდივარ ძალინ მშია ამიტომ ომლეტს ვაკეთებ ვსაუზმობ და სამსახურში მივდივარ. არა სამსახურში ყველაფერი რიგზე მაქვს და ამ პირად ცხოვრებას ვერაფერი მოვუხერხე რა. საქმე დღეს არაფერი მაქვს ამიტომ მხოლოდ ვზივარ და უსაქმურად გამყავს დრო. უცებ ჩემი მობილური აწკრიალდა შეტყობინება მომივიდა გაბრიელისგან
„DGES SAGAMOS RESTORANSHI MODI“
,,RAXDEBA?”
,,ARAFERI WVEULEBAA UBRALOD DA SHEMOGTAVAZE NANOC WAMOIYVANE”
,,MADLOBA MOVIFIQREB”
,,ARAFRIS”-იდიოტი რომ მოეწერა გელოდებიო ან მე მინდა მოხვიდეო ხომ არ დავფიქრდებოდი კარგი რა ევა მემგონი გიჟდები რა სისულელეებზე ფიქრობ
ცოტახანში ბატონმა თაზომ დამიბარა და მამცნო რომ ჩემი სტატია შესანიშნავი იყო და აუცილებლად დაიბეჭდებოდა მეც მეტი რა მინდოდა მთელი დღე ღიმილი არ მომშორებია სახიდან მიყვარს როდესაც მიზანს ვაღწევ. გამახსენდა გაბრიელის შეტყობინება და ნანოსთან დავრეკე
-გაგახსენდი?
-მე შენ სულ მახსონხარ ნანიკო-ვეუბნები და ვიცინი
-ნანიკოს კიდევ დამიძახებ და ნახავ რაც მოგივა-გაბრაზდა
-კაი ნანო დღეს რესტორანში წვეულებაა და წამოხვალ
-და შენ საიდან იცი რომ წვეულებაა?-მეკითხება ინტერესით
-გაბრიელმა მითხრა უფრო სწორად მომწერა-ვეუბნები და ვიცინი
-რაო? კი მაგრამ რა მოხდა? საიდან? -ემოციებს ვერ აკონტროლებდა ნანო
-თუ წამოხვალ რესტორანში მოგიყვები-ვეუბნები და პასუხს ველოდები
-გამომიარე-მეუბნება და მობილურს მითიშავს
ნანო სამსახურის შესახებ არასდროს არაფერს მეკითხება და ეს ძალიან მომწონს იცის რომ არ მიყვარს სამსახურზე საუბარი და თავსაც არ მაბეზრებს. სამსახურს როგრც კი მოვრჩი მაშინვე სახლში წავედი და მოვემზადე მერე კი ნანოსთან მივედი და კარებზე ზარი დავრეკე კარი ლაშამ გამიღო
-ნანო შინაბერა მოვიდა -ამბობს ლაშა გვერდზე იწევა
-რა სიამოვნებით მოგაშორებდი სახიდან მაგ ირონიულ ღიმილს
-საშლელი მოგიტანო -არა ნამდვილად მოვკლავ
-სადაა ნანო?-ეკითხები მობეზრებული
-თხოვდება
- თხოვდება?-თვალები მიფართოვდება
-არა უბრალოდ თეთრ კაბას იცმევს და ვიხუმრე -ამბობს და იცინის
-დებილი ხარ იცი ამხელა კაცი ხარ და სერიოზულობის ნასახიც კი არ გაქვს. ისე რას გამოწყობილხარ ცოლი მოგყავს ?-ვეუბნები როცა მის შარვალკოსტუმს ვამჩნევ
-არა
-აბა პინგვინივით რატომ გაცვია-ვეუბნები და ვიცინი
- შინაბერა არ მინდა დავრჩე და მაგიტომ
-ვაიმე დღეს რა გჭირ ასე რომ იგესლები
-შხამის დიდი დოზა დავლიე დილით და ახლა ვანთხევ რომ არ მომეწამლოს ორგანიზმი
-უფრო იოლი გზაც არსებობს ლაშიკო
-გავიგე რომ ბიოლოგიში ათი გყავდა და დაანებე ჩემს ენას თავი-მიმიხვდა ჩანაფიქრს
-გამატარე ბერლინის კედელივით რომ ამესვეტე წინ -ვეუბნები და გვერდზე ვწევ
-ბერლინის კედელი დაინგრა-ამბობს დაიცინის
-ხოდა ფრთხილად იყავი შენც მისი ბედი არ გაიზიარო-ვეუბნები და ნანოს ოთახში შევდივარ
ნანო უკვე ჩაცმული მხვდება მოკლედ ვუყვები წუხანდელი ღამის ამბავს და რსტორანში მივდივართ იქ მისულებს კი დიდი სურპრიზი დაგვხვდა მე ნიკა დავინახე ნანომ კი მისი ბედოვლათი ძმა ლაშიკო ვიღაც გოგოსთან ერთად რომელიც ჩვენკენ მოდიოდა
-ლამაზო ამ საღამოს რას აკეთებ-ღმერთო დაიწყო ამან
-არაფერს საყვარელო -ვეუბნები და ვუცინი
-ანუ დღეს ჩემი ხარ?-მეუბნება იცის რომ მაბრაზებს მაგრამ ახლა მისსას არ გავატანინებ
-შენი და კიდევ ჩვენი პატარა გოგსი-ვეუბნები და ვხედავ როგორ ეყინება სახეზე ღიმილი-ერთით-ერთი ბატონო ლაშა- ვუთხარი როგორც კი მისი თანმხლები გოგონა ტირილით გავარდა გარეთ მალე უკამ ისიც მიყვა მე კიდე ცოტა რომ მოვიწყინე რესტორნის აივანზე გავედი და ტახტზე ჩამოვჯექი
-რაქვია შენს გოგონას-მესმის გაბრიელის შეცვლილი ხმა და ვერ ვხვდები როგორ მომიახლოვდა ისე რომ ვერ გავიგე
-შენ რა ყველაფერი გაიგე?
-კი გავიგე-არვიცი რატომ მაგრამ მომინდა მისთვის ყველაფერი ამეხსნა
-გაბრიელ მე შვილი არ მყავს ის მამაკაცი კი ლაშა იყო ნანოს ძმა შინაბერას მეძახის ამიტომ დღეს მის შეყვარებულთან დავდგი ეს სპეკტაკლი -ვთქვი და გულიანად გავიცინე
-მაინც რა ვართ არა ეს ადამიანები?
-არვიცი
-მე ვიცი უგრძნობი არსებები, იმიტომ რომ ჩვენთვის გრძნობებს ფასი არ აქვს. არც ჩემთვის აქვს გრძნობებს ფასი მას კარგი არაფერი მოუტანია ჩემთვის მაგრამ არსებობს გამონაკლისიც
-გამონაკლისი?
-კი. გამონაკლისი სიყვარულია, რომელიც გვახსენებს რისთვის ღირს სიცოცხლე
-გაბრიელ გყვარებია ოდესმე ?
-არა. შენ გყვარებია?
-მე ამის შანსი არ მქონია. არ გამომდის ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება-ვამბობ და მეცინება
-წარმომიდგენია შენს უკანასკნელ ურთიერთობას თუ გავიხსენებთ დანარჩენები რა იქნებოდა -ამბობს და ისიც მყვება სიცილში მოიცადეტ ის იცინის გასაცარია ღიმილიც როგორ უხდება მემგონი ვდნები ევა გონს მოდი რა გემართება
-ევა-მომესმა ლაშას გაბრაზებული ხმა
-ბედოვლათს ვახლავარ-ვეუბნები და ფეხზე ვდგები
-რა ბავშვი რის ბავშვი გაგიჟდი
-კარგი ვიხუმრე რამოხდა გაგებუტა
-მიწასთან გაგასწორებ ამის გამო ხომ იცი- მეუბნება და იცინის
-მეც მიყვარხარ-ვეუბნები და რესტორანში ვბრუნდები
-ჩემი შინაბერა ხარ-მაინც დამაწია
რესტორანში დაბრუნებულნა ნანო მოვძეებნე და სახლში დავბრუნდით მე კიდევ ლაშას დაველოდე მალე გამოჩნდა უხასიათოდ იყო მივხვდი ამის მიზეზი ჩემი დადგმული სპეკტაკლი იყო. იცოდა რომ ეთხოვა არაფერს გავაკეთებდი მაგრამ ახლა სინდსმა შემაწუხა
-ლაშა ომ გოგოს ნომერი აკრიფე და მობილური მომეცი-კი გაუკვირდა მაგრამ ეს მაინც გააკეთა
თეკლა ძალან კარგი გოგო აღმოჩნდა ნერვებიი მომეშალა საკუთარ თავზე ამ ბედოვლათის გამო მას როგორ ვაწყენინეთქო , ყველაფერი ავუხსენი და დამიჯერა ლაშც კი გადამეხვია ამას ნამდვილად არ ველოდი . სინდისი დავამშვიდე ახლა გონების ჯერია უნდა დავიძინო.
ძილი არ მეკარებოდა გაბრიელზე ფიქრი მემგონი მავნე ჩვევაში გადამივიდა მის გახსენებაზე ჩემი სახე საახალწლო ფეივერკივით ანათებდა , თვალებს რომ ვხუჭავდი მის თვალებს ვხედავდი და მივხვდი რომ ჩემი საქმე ძალიან ცუდად იყო რადგან ვგიჟდებოდი და ამ სიგიჟეს გაბრიელი ერქა .
*********** ********************* ********************** ***************** **************
უკვე ერთი თვეა რაც ვიცნობ გაბრიელს და არ ვიცი ჩვენს ურთიერთობას რა სახელი დავარქვა უკვე ერთი თვეა გავაცნობიერე რომ მასზე სიგიჟემდე ვარ შეყვარებული და თან უიმედოდ .
დღეს ჩემი ძმა კონსტანტინე ჩამოვიდა ჩემთან მაგრამ საღამოს ისევ უკან ბრუნდება სამწუხაროა მასთან ერთად ვერ გავატარებ დროს რადგან სამსახური მიხმობს ნანო და ლაშაც ბათუმში წავიდნენ გაბრიელმა კი გამაფრთხილა რომ დღეს არ შემეწუხებინა მე კიდე სრულიად მარტო ვარ ამხელა თბილისში . სამასახურს გული ვერ დავუდე ერთი სული მქონდა როდის წავიდოდი სახლში და დავიძინებდი. მაგრამ დრო არადა არ გადიოდა თითქოს ესე ჩემს ნერვებზე მოქმედებდა. უხასიათობა დამჩემდადა რატომ არ ვიცი მხოლოდ მაშინ მეღიმეგა როდესაც გაბრიელს ვესაუბრები ამას ნანოც ამჩნებდა ისიც იცნობდა გაბრიელს და ხვდებოდარო მართლაც უიმედო იყი ჩემი სიყვარული რადგან გაბრიელი ისე აღმიყვამდა როგორც მეგობარს ან უარესი როგორც უმცროს დას.
როგორც იქნა სამუშაო საათები ამოიწურა მე კიდევ მემგონი ისე გამიხარდა ყველას მოვასწარი წასვლა და კოლეგებიც გაკვირვებული დავტოვე. სახლში მისულმა ჩამთაში გასაღების მოძებნა დავიწყე მაგრამ ვერ ვიპოვე გამახსენდა რომ კონსტანტინეს გამო გასაღები სახლში დავტოვე რადგან კარებიდაეკეტა. მობილური ამოვიღე და ჩემს ძმასთან დავრეკე
-გისმენ ევა-გავიგე კოტეს მხიარული ხმა
-ძამიკო გასაღები სად დატოვე ხომ ვერ მეტყვი-ვკითხე იმ იმედით რომ მართლა დატოვებდა
-არ დამიოვებია ევა ვუფქრე შენ გქონდა მეორე გასაღები
-კარგი-ვეუბნები და მობილურს ვთიშავ ვაცნობიერებ რომ რამეს თუ არ მოვიფიქრებ მთელი ღამის გათენება აქ მომიწევს მე კი ეს არ მინდა ნანო ბათუმშია მასთან ვერ გავალ სხვა მეგობრებ კი მე აქ არ მყავს, ისევ გაბრიელი ამომიტივტივდა გონებაში მაგრამ მან ხომ გამაფრთხილა დღეს რომ არ შევეწუხებინე ბოდიში გაბო მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა მაქვს. მობილურში გაბოს ნომერს ვეძებ და ვრეკავ არ მპასუხობს , ოხ გაბრიელ მეორედაც ვრეკავ არც ახლა მპასუხობ ბოლოს კი საერთოდ თიშავს მობილურს. იდიოტი ახლა რა გავაკეთო
გადავწყვიტე მასთან მივსულიყაავი სახლში სადარბაზოდან გასულმა ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე . კი მერიდება და მრცხვენია ამას რომ ვაკეთებ მაგრამ სადარბაზოში ვერ დავიძინებდი ნამდვილად. ტაქსი როგორც კი გაჩერდა მძღოს ფული გადავუხადე და გაბრიელის ბინისკენ წავედი
კარებზე ზარს ვრეკავდი მაგრამ არავინ აღებდა მე კიდევ ნერვები მეშლებოდა
-გაბრიელ ევა ვარ ვიც რომ სახლში ხარ და კარი გააღე -ვყვირი ხმამაღლა მაგრამ ამაოდ მემგონი მართლა არ არის სახლში ჩავიკეცე კარებს ზურგით მივეყრდენი და ტირილი დავიწყე რა უნდა გამეკეთებინა შემეშინდა და თან ძალიან არვიცი რამდენს ხანს ვტიროდი მაგრამ მხოლოდ მაშინ მოვედი გონს როცა ჩემს წინ მდაგრი გაბრაზებული გაბრიელი და ვიღაც გოგო დავინახე ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა
-ევა მე შენ რა გთხოვე-გავიგე გაბრიელის გამყინავი ხმა და გეფიცებით ჟრუანტელმა დამიარა სიცივისგან
-ბოდიში მე მე წავალ-ვამბობს და ცრემლებს ვიწმენდ როგორც კი ჩემი ნამტირალევი სახე დაინახა მაშინვე მომაბრუნა
-ჯერ მოყევი აქ რა გინდა და რატომ ტირი?-მეუბნება მშვდი ხმით მე კიდევ ყველაფერს ვუყვები-აი ახლა უსახლკაროც ხარ -დამცინი ისტორიის მოსმენის შემდეგ
-კარგი წავალ ხელს არ შეგიშლით-ვეუბნები და წასვლას ვაპირებ
-სად წახვალ გაგიჟდი დღეს ჩემთან დარჩები-ამბობს დაა ბინის კარებს აღებს
-კი მაგრამ
-აზრი არ აქვს ჩემს ძმასთან კამათს მაინც ვერ გადააფიქრებინებ ვირივით ჯიუტია-მომესმა გოგონას ხმა და ისე გამიხარდა რომ გავიგე გაბრიელის და იყო მემგონი მეცხრე ცაზე ვიყავი მაგრამ არაფერი შევიმჩნიე
გაბრიელი კარგი მასპინძელი აღმოჩნდა მისი დაც გამაცნო. ლანა მემგონი მთელს დედამიწაზე ყველაზე კეთილი ადამიანია, ახლა მივხვდი გაბრიელს რატომ არ უნდოდა შევეწუხებინე დღეს . სასტუმრო ოთახში მომთავსეს მე კიდე დაღლილს მაევე ჩამეძინა დილით ისე ადრე გავითვიძე თვითონაც გამიკვირდა შხაპი მივიღე ტანსაცმელი ჩავიცვი და ქურდივით გავიპარე ბინიდან სამსახურში მისულმა ხელოსნის ნომრერი გავარკვიე დათხოვე რომ როგორმე ბინის კარი გაეღო. ეს საკითხიც მოვაგვარე კმაყოფილმა გავაგრელე ჩემი საქმე
შესვენება მქონდა სამსახურში როდესაც მობილურზე გაბრიელმა დამირეკა სულ მე ვურეკავდი ეს რაღაც ახალია
-გისმენ გაბო-შევამოკლე მისი სახელი და რეაქვიას დავაკვირდი
-მე გაბრიელი უფრო მომწონს-არ დააყოვნა გაბრაზებამაც
-რამე გკითხე და არ მახსოვს-ვკითხე და გულში გემრიელად გადავიხარხარე- რატომ დამირეკე არამგონია მოგნატრებოდი
-მართალია შენი შინაბერობის საკითხი უნდა მოვაგვარო და მაგიტომ-ახლა გაბრიელი იცინის ოღონდ დაუფარავად
-კარგი და ამას როგრ აპირებ-ვკითხე მისი პასუხით გაოცებულმა
-ერთი ნაცნობი მყავს ლადო ძალიან კარგი ადამიანია და ხვალ მასთან პაემანი გაქვს -მითხრა და ისევ გაიცინა
-რა?
-კიდევ ლურჯი კაბა ჩაიცვი გიხდება და მერეც ფოტოს გამოგიგზავნი რომ იცოდე ვის ხვდები-მითხრა და გამითიშა
რამოდენიმე წუთის შემდეგ მართლაც მოვიდა ფოტო გავხსენი და თვალები გადმომცვივდა ლამის თბილისში ასეთი მამაკაცი დადის და არ ვიცოდი ადრე მართლაც ძალიან სიმპათიური იყო მაგრამ მე უკვე მყავდა გაბო ისე რომ დავფიქრდე ცდა ღირს გაბრიელთან ვერასდროს ვიქნები მე კი სულაც არმინდა შინაბერა დავრჩე და ლაშიკო გავახარო ამით
გაბრიელს მივწერე რომ თანამა ვიყავი მერე კი შეხვედრის ადგილი მომწერა. არაფერი აღარ მიკითხავს არვიცი რატომ მაგრამ ავნერვიულდი უცნობ ადამიანს უნდა შევხვდე მაგრამ მერე ვმშვიდდები რადგან ვიცი რომ გაბრიელი ცუდ ადამიანს ჩემთან ურთიერთობის საშუალებას არ მისცემდა ცოტახანში ისევ აწკრიამდა ჩემი მობილური თვალები უკვე მეორედ გამიფაეთოვდა თვით ბატონი ბედოვლათი მირეკავდა
-რახდება ლაშა-ვკითხე გაოცებულმა
-პირი დახურე სირცხვილია-მეუბნებდა და იცინიის
-რით დავიმსახურე ეს პატივი შენგან-არ დავაკელი ირონია
-ჩამოდი ჩვენთან ბათუმში მართლა ხომ მანდ არ მოიხარშები
-მოიცა მომესმა ხომ რაც მითხარი
-კარგი რა ევა დავიღალე შენი გამწარებით და სერიოზულად გეუბნები
-კარგი არმჯერა შენი მაგრამ მოვიფიქრებ-ვეუბნები და მობილურს ვთიშავ არვიცი რატომ მაგრამ ლაშას არ მჯერა ვიცი ეს მისი მომდევნო ოინი იქნება არ გამიკვირდება თბილისში რომ იყოს და ბათუმში ტყუილად ჩამიყვანოს
შესვენება რომ დასრულდ ისევ სამსახურს და სტატიებს დავუბრუნდი
სამუსაოს რომ მოვრჩი სახლში წავედი შხაპი მივიღე და დაძინება გადავწყვიტე მაგრამ შენც არ მომიკვდე ვერ დავიძინე ნანოს დავურეკე და თითქმის მთელი ღამე ვიჭრავეთ გამთენიისას ჩაგვძინა ორივეს
დილით რომ გამეღვიძა და საათს შევხედე მივხვდი რომ დილა სულაც აღარ იყო ოთხი ხებოდა საათი სამსახურში დავრეკე და ბატონ თაზოს ბოდში მოვუხადე ავადმყოფობა მოვიმიზეზე . არაფერი უთქვამს მხოლოდ გამოჯამრთელება მისურვა შემდეგ კი დღევანდელი პაემანი გამასხენდა მოვწესრიგდი და საშოპინგოდ გავედი ლურჯი კაბა ვიყიდე როგორც მითხრა გაბომ მაგრამ მოკლე
სახლში რომ დავბრუნდი 6 ხდებოდა მე კი ერთ საათში ბარში უნდა ვყოფილიყავი პაემნისთვის ცოტა შეუფერებელი ადგილია მაგრამ არაუშავს. ტანსაცმელი გამოვიცვალე და ნახევარ საათში უკვე მზად ვიყავი. ტაქსი გამოვიძახე როგორც კი მოვიდა მაშინვე ჩავირბინე სადარბაზოს კიბეები და ტაქსში ჩავჯექი მძღოლს მისამართი ვუკარნახე და იმ იმედით რომ ყველაფერ კარგად აეწყობოდა სახეზე ღიმილი ავიკარი. ვიცოდი რომ ეს ფუჭი იმედი იყო რადგან მიუხედავად იმისა რომ ლადო სიმპატიური მამაკაცი იყო გაბრიელის თვალებს და მის ღიმილს ვერასოდეს დამავიშყებდა. ამის გაკეთება არავის შეუძლია მეც რომ მოვინდომო არაფერი გამომივა. ამბობენ დრო ყველადრი მკურანალიაო მაგრამ სისულელეა არ დაიჯეროთ დრო არაფერ კურნავს უბრალოდ ძველ იარებს გავიწყებს ისიც დროებით მერე მისი ნახვის შემდეგ რომ იფეტქოს და თავი დაგაკარგინოს. ამ ფიქრებში გართულს მძღოლის ხმამ გამომაღვიძა უკვე მოვედითო მეც რა უნდა გამეკეთებინა ფული გადავუხადე მძღოლს და ბარში შევედი. ბარში შესულს ხმაურმა ლამის დამაყრუა არ მესიამოვნა სიყუაცია უამრავი ხალხი ირეოდა ამდენ ხალხში ლადოს ძებნა თივაში ნემსის ძებნას გავს, მაინც დავიწყე მისი ძებნა ცდას რა უდგას წინ გამიკვირდა როდესაც ერთ-ერთმაგიდაზე გაბრიელი დავლანდე რომელიც ხელით მანიშნებდა რომ მასთან მივსულიყავი
-შენ აქ რასაკეთებ-ვკითხე გაკვირვებულმა
-იმის სათქმეად მოვედი რომ ლადოს მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა და ვერ მოვა-ძლიან მშვიდად მიპასუხა
-და ამას ტელეფონით ვერ მეტყოდი-ვთქვი და სკამზე ჩამოვჯექი
-აქვე ვიყავი და პირადად თქმა გადავწყვიტე
-კარგი არაუშავს
-არ ფიქრობ რომ ეგ კაბა მოკლეა-რაო რა სისულელეს მეკითხება
-არა გაბო არ ვფიქრობ, ვიცი რომ მოკლეა
-ეგ კაბა აღარასდროს ჩაიცვა დაგააგდე
-რატომ მე ზალიან მომწონს -ვეუბნები და კაბის სიმოკლეს ვამოწმებ მართლაც მოკლეა მაგრამ ძალიან მიხდება და გადაგდებას არ ვაპირებ
-როგორც გინდა-მეუბნება და მიმტანს სასმელს უკვეთავს-მე იგივე და ამ ქალბატონს ფორთოხლის წვენი
-რატომ წვენი?-გავაპროტესტე მაშინვე
-არ მინდა ჩემს მანქანაში დაგეძინოს და მაგიტომ-ამბობს და დამცინის
-მაგ ისტორიას არასოდეს დაივიწყებ ხომ
-ვერ დავივიწყებ
-მერე რა მოხდება თუ დამეძინა ჩემი მისამართი ხომ იცი-ვეუბნები ნიშნისმოგებით
-ქალბატონო დაგავიწყდა რომ ოცი კილო აღარ ხარ-აი აქ ზედმტი მოუვიდა
-კი ვიფიქრე ეგ კუნთები მიხატული რომ გქონდა მაგრამ დღეს დავრწმუნდი
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრელო ლამის დავჭამეთ ერთმანეთი მაგრამ მაინც გავერთეთ სახლში გაბრიელმა წამიყვანა თქვენ წარმოიდგინეთ და გზად ჩამეძინა არმინდოდა მაგრამ მაინც ისე ტკბილად მეძინა ვინმეს რომ გავეღვიძებინე ალბად იქვე მოვკლავდი
დილით თვალები რომ გავახილე ჩემს საწოლში ვიყავი მივხვდი რომ გაბო ამომიყვანდა რასვერჩი მიხატული კუნთები არ ქონია გამეცინა ჩემს ფიქრებზე. მობილური ავიღე და გაბოს დავურეკე
-ამ დილაუთენია რატა მირეკავ-გაისმა მისი ნამძინარეი ხამ
-დილამშვიდობისა როგორ ხარ
-ევა საქმეზე გადადი
-მადლობა მინდა გადაგიხადო რომ სახლში მომიყვანე გუშიდ და ბოდიში უნდა მოგიხადო რომ შენს კუნთებს ხელოვნური ვუწოდე-ვთქვი და გულიანად გავიცინე
-ბოდიში მე კი არა ჩემს წელს მოუხადე-თქვა ძალიან სერიოზულად
-ეგ რა შაშია?
-შუაში კი არა თავშია 100 კილოს რომ მეხუთე სართულზე აიტან უარესი დაგემარტება-ამბობს და სიცილს ძლივს იკავებს
-გაბრიელ ასი კოლო არ ვარ და შეგეძლო უბრალოდ გაგეღვიძებინე-ვამბობ გაბრაზებული
-შენც შეგეძლო ჩემს მანქანაში არ დაგეძინა- არც მან დააკოლო გაბრაზება
-ხეპრე ხარ-ვუთხარი და გავუთიშე
სამსახურში მთელი დღე უხასიათოდ ვიყავი და არ ცდებით ეს სულ გაბრიელთან დილინდელი აუბრის გამსახურებაა ყველას ვინც კი რამე ს მეტყოდა ან მკითხავდა ცუდად ვპასუხობდი იმასაც კი არ ვფიქრობდი რას ვაკეთებდი მაშაც მიშლიდა ნერვებს მაგრამ ეს ვის გადავეყარე ეს ლაშაზე უარესია, გავიგე რომ ლიკა დაბრუნდა თაფლობისთვიდან და ძალიან გამიხარდა ახლა მაინც აღარ ვიქნებოდი მარტო , ლიკას კაბინეტისაკენ ავიღე გეზი იქ შესულს კი ის და მისი მეუღლე დამხვდნენ ერთმანეთზე აკრულები მაშინვე თვალებზე ავიფარე ხელი
-არ გიყურებთ შეგიძლიათ გააგრძელოთ-ვამბობ და ვიცინი
-ლიკა ამან დაკაკუნება ვერ ისწავლა ხომ-ამბობს გეგა
-ხო კარგით რა დღეში ხართ -ვეუბნები მოთმინება დაკარგული
-სულ დამავიწყდა ევა რომ ჯერ პატარა ხარ და ასეთი რაღაცეები შენთვის ხიხია-გამცინის გეგა და გარეთ გადის
-როგორ ეტყობა შენს ქმარს რომ ჯერ ჯარგად არ მიცნობს -ვეუბნები და ლიკას ვეხუტები -როგორ ხარ მომენატრე ძალიან
-კარგად ვარ ევა მეც მომენატრე რახება შენსკენ ჩემს არყოფნაში რა მოხდა
-ბევრი რამ ლიკჩო მაგრამ ამას აქ ვერ მოგიყვები სხვა დროს იყოს-ვეუბნები და ვიცინი
-დღეს ჩემთან გელოდები -პრეტენზიებს გარეშე ყველაფერი მაინტერესებს-კატეგორიული იყო ლიკას ხმა
-მეც ასევე -ვეუბნები და თვალს ვუკრავ-ეცადე შენი ქმარი სახლიდან გაუშვა თორემ ან ის დარჩება ცოცხალი ან კიდევ მე -ვეუბნები და ვიცინი
-კარგი რა ევა საპირისპირო სქესის ყველა წარმომადგენელს ასე უნდა ეჩხუბებოდე სულ-დამცინის ლიკაც
-აი ზუსტად თქვენზეა ნათქვამი ფერი ფერს და მადლი ღმერთს რაც ქმარი ის ცოლი -ვეუბნები და ვიცინი გემრიელად მერე კი გარეთ გავდივარ
საღამომდე ყველა საქმეს ვამთავრებ და სალხში მივდივარ სახლში შესულს მაგიდაზე წითელი ვარდების ტაიგული მხვდება ძალიან მიკვირს საიდან მაგრამ ბარათს რომ ვკითხულობ ყველაფერს ვხვდები
„bodiSi dgevandelisTvis zedmeti momivida…….gabo“-ძალიან მესიამოვნა მისი ეს საქვიელი განსაკუთრებით გაბო იმიტომ რომ ვიცი მისი სახელის შემოკლებულ ვარიანტს როგო ვერ იტანს მობილური ავიღე და შეტყობინება გავუგზავნე
„bodishi migebulia...chagetvala“
,,sxvanairad verc moxdeboda”
,,tvitkmayofili idioti xar ”
,,madloba”
„arafris“
,,xval chemtan saxlshi wveulebs vawyob da tu moxval gamixardeba”
,,movifiqreb” -არაფერი უპასუხია მაშინვე ლიკასთან წავედი გამიმართლა მისი ქმარი სახლში ახ დამხვა ძალიან გამიხარდა რადგან მშვიდად ვისაუბრებდით
ლიკას ყველაფერი მოვუყევი ნიკას გაცნობიდან დაწყებული დღემდე ძალიან ბევრი იცინა ნიკას სააბაზონოში რომ გავიჭედე. კარგი რა ამ ისტორიას არავის მოვუყვები სხვას თორემ ყველა დამცინის ძალითკი არ მინდოდა მერე ისიც მოვუყევი რომ გაბრიელზე ყურებმდე ვიყავი შეყვარებული ბევრი ვისაუბრეთ თურმე როგორ მომნატრებია ლიკა
-ევა და არასდროს დაგიშვია ის ფაქტი რომ შეიძლება მასაც უყვარდე-მეკითხება დასერიოზულებული ლიკა
-კარგი რა მას ეს არასოდეს უგეძნობინები-ვეუბნები და თავს ვხრი
-დავიწყოთ ნიკას სახლიდან გამოგაპარა, დაგეხმარა უსახლკაროდ დარჩენილის, იეჭვიანა როცა გაიგო თითქოსდა შვილი გყავდა, არ მოეწონა მოკლე კაბა რომ გეცვა, დღეს კიდევ ვარდები დაგახვედრა სახლში მეტი რით გაგრძნობინოს-გაუკვირდა ლიკას
-არვიცი შეიძლება მართალიც ხარ-ვეუბნები და ვფიქრობ რომ შეიძლება ლიკა მართალი იყოს
-გახსოვს რას ამბობდი რომ კაცები იდიოტები არიან შენ თუ არ მოარჯულე და პირველი არ გადადგი ნაბიჯი არაფერი გამოვაო-გამახსენა ლიკამ ჩემი ნაბოდიალევი ეს მხოლოდ იმიტომ ვთქვი რომ მაშინ გეგა დებილურად დამცინოდა და არ მინდოდა ეს გაეგრძელებინა თორემ მაგას როგორ ვიტყოდი-და ევა არასდროს დაიქრებულხარ რომ ეს მართლაც ასეა?
-არა ლიკა არ დავფიქრებულვარ-გამახსენდა გაბოს შეტყობინება თუ მოხვალ გამიხარდებაო რომ მომწერა მეც რაღაც დოზით დავუჯერე ლიკას არვიცი რატომ მაგრამ მისი ნათქვამი ამეკვიატა და ამაზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი
ლიკას ვუთხარი ძალიან დავიღალეთქო და სახლში დავბრუნდი არვიცი რატომ მაგრამ მგონია რომ ლიკა მართალია მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა მაინც არ მინდა ამიტომ ნანოსთან საუბარი გადავწყვიტე მანაც თითქმის იგივე მითხრა რაც ლიკამ. ბოლოს ისღა გადავწყვიტე რომ ხვალ წვეულების შემდეგ გაბრიელს დაველაპარაკებოდი ასე მაინც ვეღარ გავაგრძელებდი მასთან ურთიერთობას სჯობდა ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი გამერკვია თუ ისიც გრძნობაზე გრძნობით მიპასუხებდა ხომ კარგი და თუ არადა არც ამით დაიქცევა ქვეყანა არც პირველი ვიქნები ვისაც ჩემს მსგავსად არ გაუმართლებს და მითუმეტეს არც ბოლო. მეშინია რეური შედეგის მეშინია მეშინია რომ ვერასდროს დავინახავ გაბრიელის წაობისფერ თვალებს ვერასდროს გავაბრაზებ და ვერ ვთხოვ დახმარებას როცა ძალიან გამიჭირდება.
დილით სამსახურში ისევ არ წავედი არც გაბრიელზე დამირეკავს დღეს მნიშვნელოვანი დღეა და ემოციურად უნდა მოვემზადო
************ *********************** **************************** *************************** **********
გაბრიელი
***** ****************** ***
დღეს წვეულებაა დილიდან ვემზადები სურსათი და სასმელები მოვიმარაგე ნუ საღამოსთვის ყველაფერი მოვამზადე ყველა მეგობარს თუ ნაცნობს დავურეკე მათ შორის ევასაც მოვიფიქრბო მომწერა იმედია მოავა
წვეულება უკვე დიდი ხნის დაწყებული იყო ევა რომ მოვიდა ყურადღებას ვერვაქცევდი რადგან თვითონ უამრავი სტუმარი მყავდა მაგრამ იმას მაინც ვხვდებოდი რომ კარგად არ იყო აუცილებლად დაველაპარაკებოდი
უამრაცი სასაცილო ისტორია გავიხსენეთ და მოკლედ ისე გავერთეთ რო დრო საერთოდ დაგვავიწყდა მე კი ევა საერთოდ ამომივარდა გონებიდაბ
ყველა რომ დაიშლა და წავიდა მხოლოდ ევა დარჩა და სახლის დალაგებაში დამეხმარა ვაფასაბ მისი მხრიდან ამ საქვიელს სიკვდილს გადამარჩინა  სახლი რო მივალაგეთ მისი უხასიათობა გამახსენდა და გადავწყვიტე გამერკვია ყველაფერი
-ევა ერთი წუთით მოდი მინდა დაგელაპარაკო-დავინახე როგორ შეეშინდა ჩემი ხმა რომ გაიგო რამაც ეჭვები უფრო გამიმძაფრა
-გისმენ გაბრიელ-ორ სიტყვას ძლივს მოაბა თავი
-რაგჭირ რაღაც ცუდ ხასიათზე მეჩვენები -დავსვი სააჭირო კითხვა
-უბრალოდ რაღაც მინდა გითხრა და არვიცი როგორ დავიწყო-ამბობს და თავს დაბლა ხრის
-ჩვეულებრივად პირდაპირ მითხარი სათქმელი
-გაბრიელ არვიცი როგორ რანაირად მაგრამ შემიყვარდი არ ვიცი შენ რასფიქრობ მაგრამ ეს რომ არ მეთქვა ალბად გული გამისკდებოდა -გაკვირვებული ვუყურებდი ევას მას კი თავი ვერ აეწია მაღლა სირცხვილისგან
-ევა მე შენთვის საბაბი არასდროს მომიცია რომ შეგყვარებოდი მე შენს მიმართ არაფერ ვგრძნობ და ეს სიმართლეა- ვიცი რომ ამ სიტყვებით ევას ვატკინე მაგრამ მე უფრო მეტად მეტკინა როდესაც მის თვალებზე ცრემლი დავინახე
-იცი რას გეტყვი გაბრიელ შენგან განსხვავებით მე გრძნობები მაინც მაქვს და ეს მიხარია, შენგან განსხვავებით მე მაინც ვცადე მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა რომ მეშინოდა სენ კი საბოლოოდ ისე დაამთავრებ რომ გვერდით არავინ გეყოლება და მერე მიხვდები ყველაფერს მაგრამ ზალიან გვიანი იქნება -მითხრა და სახლის წავიდა კარი იმხელა ხმაზე გაიხურა მემგონი ახალი მაქვს აყიდელი
რა ვიგრძენი? ვერაფერი უბრალოდ ვერ გავაანალიზე სიტუაცია და მშვიდად დავიძინე
ახლა როგორ ვარ? კარგად ნამდვილად არა მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ერთი კვირა გავიდა მაინც ძალიან მაკლია ვერ მივხვდი როგორ შევეჩვიე ასე ზალიან მასთან საუბარს მისი თვალების ყურებას ნის ნერვების მოშლას მაგრამ ფაქტია რომ სისულელე გავაკეთე საკუთარ თავს ვწყევლი იმის გამო რაც იმდღეს ევას ვუთხარი. ყოველდღე მობილურს იმ იმედით ვრთავ რომ შეიძლება ევამ დარეკოს ჩემს ზარებს არ პასუხობსს და მგიტომ. მასთანაც უამრავჯერ ვიყაი მისული მაგრამ უშედეგონ ან მართლა არ იყო სახლში ან კიდევ სახლში იყო და ჩემთან საუბარი არ უნდოდა. თავი უკანასკნელი არაკაცი მგონია ქალი სიყვარულში გამომიტყდა მე კი ვიტომც არაფერი მშვიდად დავიძინე. რაც დავთესე ახლა იმას ვიმკი
სამსახურშიც კი უხასითოდ ვიყავი ვიკა ხშირად მეკითხებოდა რა გჭირსო მაგრამ ვერაფერს ვპასუხობდი ან რა უნდა მეთქვა ის რომ არაკაცი ვარ ნამდვილი თურმე სიგიჟემდე მყვარებია ევა და ვერ მივხვდი მანამ სანამ არ დავკარგეთქო
უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა ევა და ლადო ერთად რომ დავინახე ჩემს რესტორანში არმინდოდა ჩხუბი დამეწყო ამიტომ ჩემს კაბინეტში შევედი და მემგონი ყველაფერი დავლეწე რაც კი ხელთ მქონდა
-გაბრიელ რა გჭირს -მესმის ვიკას ხმა
-გიხაროდეს წყევლა აგიხდა -ვეუბნები და სულელურად ვიცინი
-ანუ გაები ჩიტო კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს სამყაროში, სიყვარულის სამყაროში-ამბობს და გარეთ გადის
*************** ************************** ****************************** **************************
ევა*
************** *********
გაირკვა რომ ლადო მართლაც არსებობდა და რსტორანშიც დამპატიჟა ყვეაფერი კარგად აეწყო ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა ლადო მაგრამ ფაქტია რომ ის გაბრიელი არ არის და მას ვერ შეცვლის სახლამდე მიმაცილა მეც დავემშვიდობე და ბინის კარები დავხურე. უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა ვიფიქრე რომ ლადო იყო და რაღაც დაავიწტდა-მეთქი
-გისმენ ლადო -ვთქვი როგორც კი კარი გავაღე
-ლადო არ ვარ-გავიგე გაბრიელის ხმა და მეგონი კლინიკური სიკვდილი დამემართა ჩემმა გულმა ფეთქვა შეწყვიტა
-რა გინდა გაბრიელ?-ვკითხე და ცრემლები ძლივს შევიკავე
-მინდოდა შენთვის კალამი დამებრუნებინა- მითხრა და კალამი მომაწონდა. გამიხარდა ეს კალამი ნიკასთვის რომ არ მიუცია რადგან მისი არიყო
-მადლობა და ღამე მშვიდობისა მეძინება-ვუთხარი და კარების დახურვა გადავწყვიტე
-მოიცადე მარტო ამისთვის არ მოვსულვარ მინდა ჩემი გრძნობების შესახებ გითხრა
-თუ კარგად მახსოვს უკნასკნელი საუბრიდან შენ გრძნობები არ გაგაჩნდა გაბრიელ
-მაგრამ მე ვთქვი რომ არსებობს გამონაკლისიც
-ხო მახსოვს
-ევა შენ ჩემი გამონაკლისი ხარ ნუ მიყურებ ეგრე გაოცებული სახით მიყვარხარ ეს იქამდე ვერ გავაცნობიერე ვიდრე არ დაგკარგე, მაპატიე კარგი- მეუბნება და მკოცნის რა ვიგრძენი ყველაფერი ერთად ფეივერკი მოსაგონი დარჩა თავი ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ქალი მეგონა
-კარგი გაპატიებ-ვუთხარი და გავიცინი
-სხვანაირად ვერც მოიქცეოდი-ამბობს და მთელი ძალით მეხუტება რამდენჯერ მიოცნებია ამ მომენტზე მეგობრებო არაფერი იმაზე სასიამოვნო როდესაც საყვარელი მამაკაცის გულისცემა გესმის მე დავიჯერე რომ ოცნებები ხდება ეს თქვენც უნდა ირწმუნოთ.იოცნებეთ მაგრამ ამ ოცნების რეალობაში გადმოტანისთვისაც ყველაფერი გააკეთეთ
***************** ************************* ********************
6 თვის შემდეგ
************ ***************
-ევა სად ხარ ამდენი ხანი -ყვირის მობეზრებული გაბრიელი
-მოვდივარ გაბო დამაცადე-ვეუბნები და კიბეებზე ჩავდივარ
-მაგ კაბით სახლიდან არ გაგიშვებ, ხომ გითხარი რომ ეგ კაბა გადაგეგდო
-მოდი და თვითონ გადააგდე- ვეუბნები და ხელებს ვაჯვარედინებ
-იცოდე შენ გმომიწვიე- მეუბნება და ჩემსკენ მოდის როგორც კი მიახლოვდება კაბას მხდის და გვერდით აგდებს
-ასე წამოვიდე გაბრიელ-ახლა მე ვუყურებ გამარჯვებული სახით
-კი მასე წამოდი ოღონდ წვეულებაზე არა ჩემს საძინებელში-მეუბნება რ არაფრის თქმას არ მაცლის ისე მიკიდებს ზურგზე და თავის საძინებელში შევყავარ მერე კი მორფეოსის სამყაროში ვიკარგები მემგონი ჩემზე ბედნიერი ადამიანი ამ მომენტში არსად არ მოიძებნება მემგონი ძალიან ეგოისტურად გამომივიდა ნათქვამი
მეორე დილით უამრავი საყვედური მივიღეთ რადგან წვეულებაზე არ წავედით ლაშას წვეულება იყო ცოლი მოყავს და რაღაც სისულელეებს აკეთებენ მაგრამ მალევე შემოვირიგეთ
ორი კვირაა თავს უცნაურად ვგრძნობ მაგრამ არ ვიცი რატომ ჩემი ეჭვების და სადასტურებლად აფთიაქში მივდივარ და ორსულობის ტესტს ვყიდულობ, როგორ მნდა დედა გავხვდე ამ ექვსი თვის მანძილზე უამრავჯერ გამიცრუვდა იმედი იმედია ასე აღარ იქნება. სააბაზანოში მოწყენილი სახით სევდივარ, იქედან გამოსულს კი საერთოდ მავიწყდება შიშები მე მალე დედა გავხვდები. წარმომიდგენია გაბრიელის სახე როდესაც ამ ამბანს გაიგებს
საღამოს გაბრიელი სამსახურიდან დაღლილი ბრუნდება საჭმელი მიირთვა გამაოცვალა და ჩემს გვერდით დაჯდა
-მომენატრე-მითხრა და მაკოცა
-გაბრიელ გახსოვს როგორ ამიხსენი სიყვარული -ვკითხე და თვალებში ჩავხედე როგორ მიყვარს ეს თვალები
-მახსოვს გითხარი შენ ჩემი გამონაკლისი ხართქო-ამბობს და იცინი
-იცი მემგონი დროა მაგ ფრაზაში ერთი სიტყვა შეცვალო-ვეუბნები და ეშლაკურად ვიცინი
-და რომელი სიტყვა მაინც-მეკითხება და ვხვდები რომ ვერაფერს ხვდება
-„შენ“ აი ეს სიტყვა -ვეუბნები და ვიცინი
-რა სიტყვით ჩავანაცვლო მითხარი აბა -ვაიმე გაბრიელ მოგკლავ რატომ ვერაფერს ხვდება
-„თქვენ „ ამ სიტყვით-ვეუბნები და ვიცინი
-თქვენ ჩემი გამონაკლისი ხართ-ამბობს და უცებ სახე ეცვლება ჯერ უსერიოზულდება მერე კი ისეთი საოცარი სახით მიყურებს რომ უკვე მეორე ბავშვზეც ვფიქროდ-მოიცადე ახლა რაც გავიფიქრე მართალია?-მეკითხება გაბადრული სახით
-და რა გაიფიქრე გაბრიელ?
-ის რომ მამა გავხვდები? სიმართლეა ?
-რათქმაუნდა-ვეუბნები და ვიცინი
-სხვანაირად ვერც იქნებოდა -მეუბნება და მუცელზე მკოცნის
****************** ******************************** ******************************** *************************************** **********
ვგიჟდები ამ ისტორიაზე და იმედი მაქვს შევძელი თქვენი მოლოდინის გამართლება
ყველას დიდი სიყვარულს და ულევ ბედვიერებას გისურვებთ.
მიყვარხართ <3



№1  offline მოდერი zia-maria

ძალიან კარგი იყო,წარმატებები. kissing_heart

 


№2  offline წევრი elena gavasheli

zia-maria
ძალიან კარგი იყო,წარმატებები. kissing_heart

მადლობა

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

მეც მომეწონა.

 


№4  offline წევრი elena gavasheli

lalita
მეც მომეწონა.

მადლობა მიხარუა თუ თქვენი მოწონება დავიმსახურე

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვუამიი რამაგარი იყო საოცრება როგორ მომეწონა ვერცკი ავღწერ თავიდან ცოტა კი გავბრაზდი გაბოზე მარა ბოლო მომენტი მაგარი იყოო ❤ ❤

 


№6  offline წევრი elena gavasheli

zia-maria
ძალიან კარგი იყო,წარმატებები. kissing_heart

მადლობა თქვენც ასევე

სტუმარი მარიამი
ვუამიი რამაგარი იყო საოცრება როგორ მომეწონა ვერცკი ავღწერ თავიდან ცოტა კი გავბრაზდი გაბოზე მარა ბოლო მომენტი მაგარი იყოო ❤ ❤

მიხარია თუ მოგეწონა

 


№7  offline წევრი elena gavasheli

Hela
ძალიან საყვარლობა იყო

მიხარია თუ მოგეწონა

 


№8  offline წევრი mariam m.k

elena gavasheli
Hela
ძალიან საყვარლობა იყო

მიხარია თუ მოგეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent