ყველაფერს ვიხსენებ 6
ტკივილისთვის ყურადღება არც მიუქცევია, უფრო გადარჩენაზე ფიქრობდა იმ წუთებში, მამის გადარჩენაზე. მანქანა ვერც კი შენიშნა ,ტყიდან გამოვარდნილივით იყო, ბეწვაშლილი და გააფთრებული, მაგრამ უცებ დაენარცხა მიწაზე და ყველაფერმა ერთად შეახსენა თავი. წამიერად შეეშინდა, იქნებ შემამჩნიეს და ყველაფერი აქ უნდა დამთავრდესო. მთელი სხეული დაძაბვოდა. ნაცნობი ხმის გაგონებამ თითქოს მცირეოდენი შვება მოჰგვარა , მაგრამ პანიკამდე ატეხილი შინაგანი განგაში იმდენად შემზარავი იყო, სადღაც აზროვნების მიღმა აკავებდა მამაკაცის სიტყვებს და ბოლომდე არ აძლევდა რეალობის აღქმის საშუალებას. გაქცევისაკენ უბიძგებდნენ იმუპლსები ნაწილებად დაშლილ სხეულსა და გონებას , მაგრამ ლაშას თვალებს , ლაშას თვალებს აბა სად უნდა გაქცეოდა. ნათელი სხვივივით გამოჩნდა ბნელში. ქვეცნობიერად ენდობოდა ამ ადამიანს, არავინ იცის რის საფუძველზე, მაგრამ იცოდა, მის გვერდით არაფერი დაუშავდებოდა. განგაშის ფაზა რეზისტენტობაში გადაეზარდა და სრულიად მოდუნებასთან ერთად გახევდა. საოცარი დაცულობის შეგრძნება ეუფლებოდა მასთან ახლოს მყოფს. ათასი რამ ერეოდა გონებაში. გგონიათ გაუკვირდებოდა, ახლოსაც რომ არ მიკარებოდა? არა, ის უფრო აკვირვებდა, მის გადარჩენას რომ ლამობდა. საკუთარი თავი შეზიზღდა უცებ . გაახსენდა როგორ იცავდა ლევანსა და რეზოს , პირველად რომ გაიჩიჩქნა კარგად შეფუთული რეალობა. როგორ ეწინააღმდეგებოდა და რწმენას არ კარგავდა. არადა, ვინ უფრო ახლობელი აღმოჩნდა მისთვის ? რა ეგოისტი უნდა იყოს ,მისგან თანადგომას ითხოვდეს. არა და ერთადერთი მაშველი გროლივით ჩანს, უკიდეგანო სიცრუის ცუნამში მოყოლილი დაკარგული გოგონასთვის. მასზე თბილი ხელების შეხება იგრძნო ევამ და უძალო სხეული შეაჩეჩა ხელებში მის წინ მდგომს. თვალებს არც კი ახამხამებდა. წლები არ ეყოფოდა ალბათ ამ ამბის მოსანელებლად, მაგრამ დრო არ იცდიდა და წლები კი არა, დღეები წყვეტდა ყველაფერს. მანქანაშიც ვერ გათბა , თითქოს განურჩევლად, ყველაფერი გარეშესგან თავს იცავსო. უკვე გადაღებული კადრივით დაუტრიალდა ევას თვალწინ ცხოვრება. ისევ ლაშას გვერდით, ისევ საავადმყოფოს გზაზე.. ისევ ყინულივით ცივი, უტყვი , თეთრი კედლები და შემზარავად კაშკაშა, გამყინავი თეთრი სინათლე. თვალის დახუჭვაც არ შველის, ვერაფრით აერიდები. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც საავადმყოფოსკენ მოდიოდნენ ხმა არ ამოუღია. მანქანიდან რომ გადმოიყვანა და ოდნავ სიცივე მოხვდა, შეაჟრჟოლა. მაშინ თუ იგრძნობდით ამ სხეულის სიცოცხლის ნიშან-წყალს. უფრო ძლიერად მიიხუტა გულზე ,თითქოს ათბობდა. მაგრამ, განა ის სიცივე ახლოს მივიდოდა შინაგან ლოდებთან ? ფერმკრთალი ხელები და სახე კიდევ უფრო გაცრეცვოდა. მიმღებშივე მიეგებნენ , როგორც ყოველთვის და მომხდარის შესახებ ჰკითხეს. პასუხი ევამ დაასწრო. ერთ სიტყვიანი და მარტივი პასუხი. -დავეცი,-უცებ გაისმა გოგონას ჩახლეჩილი ხმა,- ეს კეთილი ადამიანი კი შემთხვევით შემხვდა და აქამდე მომიყვანა. _თავი ხომ არ დაარტყით ქალბატონო, ან რა გტკივათ უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ,-თბილი ტონით საუბრობდა ახალგაზრდა და თვალებში შესციცინებდა პასუხების მოლოდინში. -არაფერი, მგონი არც იყო საჭირო აქ მოყვანა. -რადგანაც უკვე აქ ხართ,იქნებ რენტგენი გადავღოთ. სახსრის ან უშუალოდ ძვლის დაზიანება რომ გამოვრიცხოთ. -გადავიღოთ,- ისევ ინდიფერენტული მოკლე პასუხები. ყველა და ყველაფერი ერთად იყო გათქვეფილი ახლა მისთვის . უფასური და უსამართლობაში გათელილი. ეტლში ჩასმული გაიყვანეს მიმღებიდან. იქვე ჩამოჯდა ლაშა და მიხვდა თვითოონაც გაშეშებოდა სხეული დაძაბულობისგან. ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა ამ გოგოს. თუ ყველაფერი გაიგო, რატომ არ მიდის მასთან. თუ ისევ არაფერი იცის, მაშინ რა ხდება, ვის გაურბოდა ასე შეშინებული, ვინ ცხოვრობდა იმ კორპუსში, ვინ ნახა დილით. ბევრი კითხვა დაუგროვდა, რომელზე პასუხის გამცემიც არსად ჩანდა. ერთადერთი ევა იყო და ისიც ჯიუტად დუმდა, განმგმირავი დუმილით. -უკაცრავად,-ფიქრებიდან კარში შემოსულმა, მწვანე უნიფორმიანმა ახალგაზრდამ გამოარკვია,-ქალბატონის საბუთები გვჭირდება რეგისტრაციისათვის,- თავის დაქნევას, მძიმე ამოსუნთქვა ამოაყოლა, მუხლებზე ხელის გულები დაისვა და ფეხზე წამოდგა. ჩანთები ჯერ კიდევ მანქანაში იყო. მოსაცმელი შეისწორა და გარეთ გავიდა. აფორიაქებულს კარი ღია დარჩენოდა, გასაღებიც საჭესთან . თუმცა ან ერთი ვის ადარდებდა ამ წუთებში, ან-მეორე.ერთი სული ჰქონდა დალაპარაკებოდა, რამდენად მოახერხებდა არ იცოდა, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირდა. უკან დაბრუნებულს ევა უკვე იქ დახვდა. ისევ ისეთი გამომეტყველებით, ხელები შეხვეულ მუხლებზე დაეკრიფა და შიშველ ტერფებს დაჰყურებდა. -ევა, საბუთები უნდათ, რომელი ჩანთა მოგაწოდო?- ცივად შეირხა ქალი, ქვემოდან ამოხედა და ისეთივე უემოციო პასუხი გასცა, როგორი გამომეტყველებაც აკროდა მის დარდიან სულს. -შავ ჩანთაშია, ამოიღე ,-ყოყმანის შემდეგ გახსნა ელვა, ლურჯი საფულე ამოაცოცა და მის გვერდით მდგომს პირადობის მოწმობა გაუწოდა. რენტრეგის სურათი უკვე გამშრალი ელოდა ლაშას კაბინეტში,ისტორიის შევსების პარალელურად ექიმმა უხმო თავისთან, მდგომარეობის გასაცნობად. ევა ისევ მარტო დარჩა მისაღებში. ფიქრებთან, ეჭვებთან, მწარე სიმართლესთან, განადგურებულ მომავალთან და ოცნებებთან . ნელ-ნელა მოდიოდა გონს და გარე სამყაროს ადეკვატურ აღქმას იწყებდა. უკვე დაბეჟილბების ტკივილსაც ცხადად გრძნობდა. ადამიანობას უბრუნდებოდა. ყველა თავისი სიხარულით და ტრაგედიით, ისევ ამ ქვეყნის შვილი ხდებოდა.გვედით დალაგებულ ჩანთებს ალმაცერად გადახედა.გაუხარდა, უჯრაში ჩატოვებული ფეხსაცმლის დანახვა. ეტლის ფეხის დასადები გვერდით მისწი-მოწია და ფრთხილად ამოიცვა. ბრაზით და სიცრხვილით იწვოდა. ისევ აქ იყო ლაშა, გვერდით. ახლა ექიმთან მის დგომარეობას განიხილავდა. ის კი იჯდა, იჯდა იმ წყეულ ეტლში და ვერაფერს აკეთებდა დასახმარებლად. იქნებ ლევანი ყველაფერსაც მიხვდა და ახლა ყველა საფრთხეშია. ყველაზე მარტივი გამოსავალი უქმად ჯდომა და არაფრის კეთებაა, მაგრამ ასე არ შეეძლო. საკუთარი სიცოცხლის გაწირვასაც არ დაერიდებოდა ოჯახისთვის. მისი ყველაზე ძვირფასი განძისთვის. მისი ძმის ჯერ კიდევ უცხოვრებელი მომავლისთვის . არ შეეძლო ასე უქმად ჯდომა და ლაშას ძალებზე მიშტერება. არ შეეძლო გამუდმებით მისი დახმარების ურცხვად მიღება . ახლა მისი დროა, თავადაც უნდა მოიმოქმედოს რამე . ფეხზე წამოდგა, იქვე დადებულ პირადობას ხელი დაავლო და გარეთ გავარდა. არც ტაქსის მოძებნა გაჭირვებია , კართანვე დახვდა საშუალო ასაკის მამაკაცი, მუქი ფერის მანქანით . უკან ჩაჯდა და ლაშას სახლის მისამართი უკარნახა . ცოტა ხნით განმარტოება სჭირდებოდა, ცივი გონება. ყველაფრის დასაწობად და დასაგეგმად. მერე აუცილებლად დაელაპარაკებოდა და ყველაფერს აუხსნიდა. ბოდიშს მოუხდიდა აუცილებლად, ყველაფრისთვის რაც მათ დამართეს. ყველაფრისთვის აგებდნენ პასუხს, თითოეული უდანაშაულო სისხლისთვის . ჯერ არ იცდა, რას მოიმქმედებდა, მაგრამ ხვდებოდა ,კომპანიაში მისი მდგომარეობა და სტატუსი საკმაოდ დიდი კოზირი იქნებოდა. იმაზე ცნობილი ფაქტი კი არაფერია, რომ ციხე ყველაზე ეფექტურად სწორედ შიგნიდან ტყდება . ლაშა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იყო და აზრად არ მოუვიდოდა ევას თავში ასეთ ვულკანი თუ დუღდა. რენტგენის სურათით ხელში გამოვიდა ოთახიდან, ექიმის რჩევა დარიგებები მორჩილად მოისმინა, ფურცელზე დაწერილი რეკომენდაციებიც კოხტად ჩაიკეცა ჯიბეში ,მაგრამ ლამის ხელში შეახმა ყველაფერი ცარიელი სავარძელი რომ დაინახა. ცივად დაემშვიდობა ექიმს და აჩქარებული ნაბიჯით მიიჭრა რეგისტრატურასთან. -უკაცრავად, ის ქალბატონი, აქ რომ იჯდა, აი ამ ეტლში,-ხელით მიანიშნა კედელთან მდგარ ინვენტარზე,-ხომ არ გართულდა რამე. სადმე გადაიყვანეთ, სად წავიდა?-კითხვების დასმას არ წყვეტდა და პასუხებს ელოდა. - არა ბატონო, ყველაფერი კარგად არის, გარეთ გავიდა, ალბათ იქ გელოდებათ,-ღიმილიანი სახით დაამშვიდა გოგონამ აღელვებული და იქაურობას გაეცალა . მიხვდა არ დაელოდებოდა. ისევე უცნაურად გაქრებოდა , როგორიც გამოჩენაც სჩვეოდა. -გიჟია ეს გოგო, სად წავიდა. გადარეული, ნამდვილი ჭკუიდან გადასული. ან ასეთ მდგომარეობაში როგორ წავიდა. ო, ღმერთო ჩემო. არ გაკლდა სანერვიულო ლაშა ფილფან , არა. -თავისთვის ბუტბუტებდა და მანქანის კენ მიდიოდა, ისევ გაურკვევლობაში დატოვა ამ ფერგალეულმა არსებამ . ტელეფონზე ურაკავდა ლევანი, ალბათ უკვე გაეღვიძა. დილიდან იმდენი რამ მოხდა, ის კი მხლოდ ახლა იწყებდა . -სად გამეპარე ძმობილო,-ჩვეული, სიცოხლით სავსე ტონი ისმდა. სიკვდილის პირას მყოფსაც გააღიმებდა მისი ოპტიმიზმი. -საუზმის მოსატანად გავედი, გინდა რამე წამოგღო?-დამაჯერებლად ჟღერდა ლაშას არგუმენტი. -რამე წამოიღე, სულ ერთია. მალე მოხვალ ? -კი, მალე მოვალ. -კარგი მიდი გელოდები.-საჭესთან მოთავსდა, ძრავი დაქოქა და საავადმყოფოს ეზო დატოვა . ისევ ევას დასტრიალებდა მისი ფიქრები . უნებურად მიურბოდა ყველა აზრი და დარდი. ისევ გრძნობდა მის ძრწოლას. თვალებიდან არ ამოსდიოდა ფერმკრთალი სახე. რამდენიმე ობიექტში შეიარა გზაზე. წინა სავარძელზე დააწყო საუზმე და კომპანიისკენ აიღო გეზი. არ უნდოდა რამე შეტყობოდა. საგულდაგულოდ დააწყო გამომეტყველება კაბინეტში შესვლამდე. ცოტა მხნეობა შეჰმატა ირაკლის განწყობამ დაბნეულს . სიამოვნებით სვამდა ცხელ ყავას , სულს და გულს აყოლებდა თითოეულ ყლუპს. -დაიღალე?-მოგვიანბით ჰკითხა მეგობარს , უგუნებობა რომ შეატყო. -თუმცა დაიღლებოდი, აბა რა იქნებოდა. მთელი ღამე გიმუშავია, მე რაღა დამიტოვე გასაკეთებლი, -საკუთარ კითხვასვე გასცა პასუხი და ხელით თითქმის დასრულებულ პროექტზე მიანიშნა. ჯერ ვერ გადაეწყვიტა მოყოლა. თვითონაც ვერ გაეგო რა მოხდა და ირაკლისთვის რა ეთქვა . -ხო, დავიღალე,-ასეთი იყო მისი პასუხი. მოკლე და ამომწურავი. ტყავის ზედაპირზე დაეშვა, თავქვეშ მკლავი დაიდო და ძალაგამოლეულმა დახუჭა თვალები. -დაისვენე, დაისვენე . მე დავამთავრებ რაც დარჩა,- მეგობრულად დაჰკრა ირაკლიმ ხელი მხარზე და სამუშაო მაგიდას მიუბრუნდა. მაინც არ შეეძლო ახლა ნახაზებზე და ციფრებზე ფიქრი. ხელუხლებლად ცივდებოდა ყავა მაგიდაზე,დაღლილ მამაკაცს კი მეტად ძლიერად ექაჩებოდა ძილი თავისკენ. ერთიანად მოშვებოდა დაძაბული მხრები და შეკრული პირი-სახე. ევას კი არ ეძინა , ნერვიულობისგან აკანკალებულმა მოძებნა ჩანთაში გასაღები, ქურდივით შეიპარა ეზოში, სწრაფად გააღო კარი და სიბნელეში გაუჩინარდა. ერთი სული ჰქონდა ჩანაწერები მოესმინა. ადრე ეშინოდა, ახლა თითქოს ეს გრძნობაც სადღაც გადაკარგულიყო, უჩუმრად შემოპარვოდა სხეულს ძლიერების შეგრძნება . ეგონა მთების გადატრიალებას შეძლებდა. ძლივს მიაგნო კედელზე თეთრ კვადრატს და ოთახი გაანათა. წამს არ კარგავდა ისე მოქმედებდა, ჩანთიდან ხმის ჩამწერი ამოიღო და იატაკზე, ყუთის წინ დაჯდა ფეხმორთხმული. ხელებაკანკალებულმა ძლივს ჩაჩურთა ფირი და დაწყების ღილაკს დააწვა. გააკანკალა რეზოს ხმის გაგებისას, ისეთი საზარელი და ავისმომასწავებელი ეჩვენა , როგორც სიკვდილის სიცილი. უბედურების ზარი იყო, მისი პირიდან ამოსული თითოეული სიტყვა. ბოროტებით ნაკვები სული. და მაინც ღმერთო, როგორი შენიღბული. როგორ უნაკლოდ ასრულებდა თავის როლს. ერთხელ მაინც დაეშვა შეცდომა, ერთხელაც არ გადაუბრუნდა ფეხი. ნუთუ ასეთ ადამიანებს სწყალობთ ბედი. ასეთები უნდა ამძიმებდნენ ამ ქვეყანას და სპობდნენ სპეტაკ სიცოცხლეებს . უნდა დამთავრდეს, ერთხელ და სამუდამდ უნდა შეჩრდეს. სადღაც გზა იქნება და აუცილებლად იპოვნის. *** ლაშას სახლის გეგმის ირგვლივ შეკრებილიყო ათიოდე კაცი. ყრილობა მოეწყო რეზოს და რაღაცაზე ბჭობდა მთელი სერიოზულობით . ბრდღვინავდა, ცდილობდა თავის შეკავებას, მაგრამ ბრაზს ამოეხეთქა და ამას უკვე ვეღარ აკონტროლებდა. -საიდან გებულობს ყველაფერს , ჯანდაბა ,-მუშტი დასცხო მაგიდას და მინის ჭურჭელს ერთი ხელის მოსმით გადაუძახა იატაკზე. -რეზო,-მკაცრი ხმით და მკლავში მოჭიდებით ძლივს შეაჩერა მისი ასაკის მამაკაცმა . -როგორ ვერ მივაგენით, როგორ ვერ მივაგენით,-აღრიალდა და ისევ ქაოსი დაატრიალა. -აქ თუ ვერ ვნახეთ, მის სახლში შევალთ. მაინც ვერაფერს გვიმტკიცებს , ჩვენ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვართ. გახსოვს, მამამისმაც გაიგო, მაგრამ ვერაფერი მოგვიხერხა. ეგ ლაწირაკი, მით უმეტეს ვერ მოგვერევა. -ასე ფიქრობ? ჩვენი ხალხი თითქმის აღარ დარჩა ხელისუფლებაში,-თითქოს შიში შეჰპარვოდა ამ ბუმბერაზ მკვლელსა და თაღლითს. -სანამ “ის” იქ არის, ხელს ვერავინ გვახლებს,-არ წყვეტდა გამხნევებასა და მაცდურ ღიმილს „კოლეგა“. არავინ იცოდა ვის გულისხმობდნენ, იგვლივ მყოფებთანაც კი ნამიოკებით საუბრობდნენ გამუდმებით . - ახლა დაშოშმინდი რევაზ, მონიშნე სად იყო კაბინეტი. ვნახოთ, როგრ შევძლებთ იქ ნაკლები ხმაურით შესვლას და ბიჭებს იმწამსვე გავგზავნი .-მბრდღვინავ კაცს ცხვირის აფრების მოძრაობა ნელ-ნელა გაუნელდა. ფართე ფურცელს ძლიერად დაუსვა ხელის გული და კარგად გადაათვალიერა ხაზების ლაბირინთი. თითს აყოლებდა დერეფნის სილუეტებს და ბოლოს ერთ-ერთთან შეჩერდა. -აქ არის,-თქვა დაბეჯითებით და კიდევ ერთხელ, დამაჯერებლად დაჰკრა საჩვენებელი თითი მაგიდის ზედაპირს. -კარგი, დანარჩენს მე მივხედავ. მარტო კაბინეტით ვერ გავრისკავთ, ჯობს სხვა ოთახებიც ვნახოთ.-ნელა მოსცილდა რეზო მაგიდას და იქვე მდგომ სავარძელში ჩაეშვა. მარჯვენა ხელით ისრესდა ნერვიულად შუბლს და ტუჩებს იკვნეტდა. ბორგავდა ბოროტი სული. სიმწრით ნაშენები იმპერია დანგრევის პირას იდგა და იხარშებოდა ამ შიშში. ნახევარი საათი არ იქნებოდა გასული, ერთიანად რომ დაიფანტნენ და შავ ფორმიანებს მითითებებს აძლევდნენ. ზედმეტი ხმაურის გარეშე ცდილობდნენ სასურველის მიღწევას. შავად, ავისმომასწავებლად შეიბურა ბინდი. თითქოს უბეში იფარებს ბოროტ შვილებს , უხილავნი რომ გახადოსო ისინი. მხოლოდ უმოწყალო,ელვარე თვალები გამოსჭვიდნენ მუქი სამოსებიდან. ისევ ფეხმორთხმული იჯდა ევა შუაგულ ოთახში , შეღებული ფანჯრიდან ყოველი ცივი ნიავის შემობერვისას აჟრჟოლებდა. თუმცა არც უსიამოდ იშმუშნებოდა და არც გამომეტყველება ეცვლებოდა. მთლიანად შეეთრია მოსმენილს და გარემოეცვა მისი ყურადღება. -ღმერთო ჩემო,-თავზე ხელები შემოიწყო კიდევ ერთი ფირის მოსმენის შემდეგ და თვალებიდან ცრემლების წასკდა. თავს აქეთ-იქეთ აქანებდა. უნდოდა გამოფხიზლებულიყო, სიზმარი ყოფილიყო და გაღვიძებოდა. მოსაცმელის მკლავებით შეიშრო ცვრიანი ღაწვები და მუხლი გაშალა. ერთიანად დაბუჟებოდა კიდურები, ჭიანჭველებმა დაუწყეს სირბილი ტერფებისა და წვივების გასწვრივ. ფანჯრის რაფას წაეპოტინა დასაყრდნობად და ცივ ჰაერს მიუშვირა სახე. გულში კითხულბდა მხურვალე ლოცვას, მამის სახე ელანდებოდა დახუჭული თვალების მიღმა და სული ეფლითებოდა მისი არყოფნის წარმოდგენისას. დედაბოძის გარეშე დარჩენილი ოჯახი ეწვოდა გულზე. რა უნდა ექნა , მარტოს რისი ძალა ჰქონდა. მით უმეტეს ახლა, როცა ლევანს ცოლობაზე უარს უცხადებდა. შესაძლოა მისმა წინდაუხედაობამ ყოველ წამს მოუსწრაფოს სიცოცხლე. ლევანს შეურიგდეს? მაშინ ხომ , როგორც კი დაქორწინდებიან, მაშინვე ძირს დაამხობენ ქარაბაკების სახლეულს. საღ აზრს ეძებდა , ათას აბლაბუდაში გახვეულს უნდოდა მიეგნო ჭეშმარიტებისათვის, რომელიც ისე ინიღბებოდა, როგორც ცხოველები-მიმიკრიისას. კიდევ ერთხელ ჩამოუყვა ცივი თითებით ცხვირის აფრების ხაზს და დაღლილი ქუთუთოები ერთმანეთს დააცილა. უგონოდ გაჰყურებდა უმთვარო ღამის წყვდიადს, და აქაც ამაოდ ეძებდა სინათლის ნაფლეთებს . მხოლოდ სადღაც შორს , მოსჩანდა ციმციმა ბურთი ერთადერთი იმედივით. იმედივით , რომელიც მოულოდნელად გამოჩნდება ხოლმე გამწარებული სულის დასატკბობად. ბოლო გადამრჩენად. მღრინავი ძაღლის ხმასავით გაისმა სიჩუმეში მანქანის ძრავის ტონი. მაშინვე სინათლის ჩამრთველისაკენ გაიწია და ჩააბნელა ოთახი. ყურთასმენად იქცა ევას მთელი არსება. ალბათ ლაშა მოვიდაო ფიქრობდა, არ უნდოდა შეემჩნია, ისედაც რცხვენოდა დილით მომხდარის გამო. ფარდები ჩამოაფარა და ჩარჩოს კუთხიდან ფრთხილად გააპარა მზერა. ეუცნაურა , უცებ რომ დაჩუმდა ყველაფერი, არც ჭიშკარი გაიღო, მონათებული ფარების შუქიც გაკრთა. -ალბათ მეზობლად მოვიდნენ,-ჩუმად ჩაილაპარაკა. გვერდი აიქცია და ის იყო, ისევ უნდა აენთო შუქი, თვალის კუთხეში შავ სილუეტს მოჰკრა თვალი. ბნელზე შავი იყო იგი, მხოლოდ ცხვირის ზურგის მესამედი და თვალების სილუეტი ლანდავდა ღამეს. ჩუმად მოიპარებოდა, წელში მოხრილი. სწრაფი ნაბიჯებით გადაჭრა დაბალზე გაკრეჭილი ბალახის საფარი და კედელს გაეკრო. ალბათ, ვერ იფიქრებდა სახლის ბოლო ფლიგელიდან თუ გამოიჭერდნენ. უცებ ამოსცდა შიშის შეძახილი, პირზე აიფარა ხელი და ემოციებისგან მუხლი მოეკვეთა. მხოლოდ ახლა გაახსენდა ნიავივით ჩუმი მუსიკა, კედლის მიღმა რომ ისმოდა. ლაშას დედა იყო სახლში, შვილს ელოდებოდა ალბათ და ვინ იცის იქნებ სიკვდილი მიცოცავდა დაწოლისას „მშვიდი ძილი სასურვებლად’’. ნეტავ რეზომ გამოგზავნა ეს ხალხი კიდევ ერთი უბედურებისთვის? თუმცა , სხვა ვინ იქნებოდა. სხვას რა საქმე ჰქონდა, ამ გამწარებულ ქვრივთან, სახლთან, მის მემკვიდრესთან. ვერ იქნებოდა ყველაფრის მოწმე. არ შეეძლო უბრალოდ აქ ჯდომა და სხვისი გაწირვა. ახლა მართლა აღარ ეპატიებოდა უმოქმედობა, როცა ყველაფერი გაიგო. ფარდაახდილი სიმართლის წინაშე იდგა და გადაწყვეტილების მიღების დრო იწურებოდა. ან სუსტი უნდა ყოფილიყო და სამართლის პოვნის არარსებულ იმედს დალოდებოდა, ან ყველა ის ბორგვა შეეერთებინა დილიდან რაც უტრიალებს გულში, ძალა მოეკრიბა და მარტო არ დაეტოვებინა უმწეო ქალი. თავად კარგად იცოდა, ყოველი უკან გადადგმული, შეჩერებული ნაბიჯი, ძალაუნებურად მისი ოჯახის სასიკვდილო განაჩენისათვის ხელის მოწერას ნიშნავდა. გარეთ გასვლას ვერ გარისკავდა , არ იცოდა რამდენი იყვნენ და სად . ისევ შიგნითა კარი უნდა ეძებნა. ერთმანეთზე ჭერამდე აწყობილ ყუთებს გახედა, მთელს კედელს რომ ფარავდნენ. თავიდან ფრთხილად დაიწყო გადმოლაგება, შემდეგ კი აღარც ის ანაღვლებდა რამეს გატეხდა თუ დააზიანებდა. ძლივს-ძლივობით დააშორა ორი სვეტი, შუაში ჩადგა და რაც შეეძლო, მთელი ძალით აწვებოდა ზურგითა და ტერფებით. ხის კარი ჩანდა , დალუქული .. ესღა აკლდა დაბრკოლებად. უკვე გადმოყრილ ყუთებს მივარდა და ბლაგვი საგნის ძიებაში გადაჩიჩქნა ძირს დაყრილი ნივთები. არც დაკვირვებია ხელში რა მოხვდა, პატარა ქანდაკება იყო, ქვის. სახელურს მივარდა და ურდულს ჩამოარტყა. არც ერთმა დარტყმამ გაჭრა, არც-ორმა. სუნთქვა აუჩქარდა მღელვარებისგან, არ ყოფნიდა მკლავში ძალა. ერთ ხანს ხელებ ჩამოყრილი იდგა, კედელს მიეყრდნო და ბაგეებს კვლავ წასკდათ ბუტბუტად ამოთქმული ლოცვა -ვედრება. ბოლოს ისიც იფიქრა რაც არის იყოს, გარეთ გავალო, მაგრამ უცებ გაიგონა კარს მიღმა ფეხის ხმა, მუსიკაც უფრო გაძლიერდა, როგორც ჩანს კაბინეტის კარი გაიღო და ბგერებმაც გამოხეთქეს ჩაკეტილი სივრციდან. -შემოვიდნენ, ღმერთო შემოვიდნენ,- ერთანად ააკანკალა, მაგრამ ახლა არც შიშის დრო იყო და არც სასოწარკვეთის. საოცარი ენერგიის მოზღვავება იგრძნო , ორივე ხელი მაგრად მუჭირა ქვის სილუეტს, თვალები დახუჭა,თითქოს საგანგებოდ ემზადება საღვთო რიტუალის ჩასატარებლადო და რაც ძალ-ღონე ჰქონდა დაუშინა სახელურს. ნელა შეირხა მარჯვენა წამწამთა გროვა, უიმედოდ გამოიჭყიტა პატარა ნაპრალიდან, თხელ ძაფზეღა ეკიდა ლუქი. სწრაფად ჩამოგლიჯა და კარი შეაღო. ბნელოდა დერეფანშიც, მხოლოდ ფეხი მოჩანდა და ისიც მალე მიიმალა მკრთალი ათინათის მიღმა. უხმაუროდ ცდილობდა, თითის წვერებზე გარბენას. უჭირდა წონასწორობის შენარჩუნება ნატკენი ფეხით და ხანდახან კედელს ადებდა ხელს , რომ არ წაქცეულიყო. ჩუმად ღიღინებდა ნანა, მწვანე ჩვარი ეჭირა ხელში და ისეთი სიყვარულით წმენდა მაგიდის ჩუქურთმებს , გეგნებოდათ ცოცხალ არსებას უვლისო. ალბათ აქ ყველაფერი მეუღლეს ახსენებდა, თითოეული კუთხე, ნივთი, წიგნი , საკალმეც კი. არ შეუმჩნევია უცხოს შესვლა, ის კი ნელ-ნელა, ქურდივით ეპარებოდა. ქამარში ჩატანებული იარაღისკენ წაიღო ხელი და მარცხენა კი ალბათ პირზე ასაფარებლად ჰქონდა მომზადებული. დაბნეული ჩანდა, ალბათ არ ელოდა ვინმესთან პირისპირ შეხვედრა თუ მოუწევდა. ბოლოს მაინც საკუთარ ალღოსა და გადაწყვეტილებას ენდო და ერთი ნაბიჯით წინ წაიწია. ბოლო ხმაზე დაიკივლა ქალმა, ძლიერი სხეული რომ აეკრო ზურგზე, თან საფეთქელთან გრძნობდა ლულას. ძრწოლამ და შიშმა ერთიანად დაუარა სხეულში და თვალები უმეტყველოდ გაუფართოვდა. ევას კარგად ჩაებღუჯა ხელში ქვის გამოსახულება, სახელურის გატეხვისას ზედაპირიც დაზიანებულიყო, თუმცა ვის აინტერესებდა მთელი დარჩებოდა, თუ ნაწილ-ნაწილ დამსხვრეული. საკმაოდ მაღალი იყო მისთვის, ფეხის წვერებზე აიწია და კეფაში ჩაარტყა. თითქოს დრო შენელდა , ფრთხილად მოსცილდა შაოსანი ქალს და მარცხენა მტევანი კისრისაკენ წაიღო, ეტყობოდა ტკივილმა გზა გაიკვლია და თითებზე აყოლილ სისხლს დახედა. თავის აკანკალებულ ხელს უყურებდა ევა, ლამის გავარდნოდა ხელიდან ქვის კაცი, მაგრამ მისკენ მოშვერილმა იარაღმა სულ დაზაფრა. შეუვალი თვალებიდან მეტისმეტი სისასტიკე იცქირებოდა. სასხლეტმა გაიტკაცუნა ტყვიის გრგვინვამ გააპო ჰაერი. ყურებზე ხელი აეფარებინა ნანას და კიდევ ერთხელ დაიკივლა განწირული ხმით. იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ . ვერ გაეგო საიდან გაჩნდა ეს გოგო აქ მის მშველელად, თუმცა, ამაზე ფიქრისათვის ახლა ვერ მოიცლიდა გონება. სიკვდილს გადაურჩა, მეორედ არ დაუობლდა შვილი. მარტოდ დასატოვებლად არ გაიმეტა უფალმა და ანგელოზად მუვლინა ევა. რამოდენიმე ნაბიჯი, უნებურად მოეხვია და გულამომჯდარი ატირდა. ხელებშეკრული, ტბაში ჩავარდნილი, სასიკვდილოდ განწირულივით სულშეხუთული ეგონა თავი . ნელა მოუდუნდა თითები და იატაკზე ნაწილებად დაიშალა მწვანე ფიგურა. -მადლობა შვილო,-მის მკერდზე აკრული ბუტბუტებდა ნანა და მხრებზე ჩამოშლილ თმებს უკოცნიდა,- ჩემი ანგელოზი ხარ, ჩემი შვილის ანგელოზი,-ისევ აგძელებდა . -ღმერთო მოვკალი?-უცებ იღრიალა მფეთქავ გრძნობებთან ერთად და წამში მოიცილა ნანას მკლავები. შეშინებულმა ქალმა მხოლოდ ახლა მიაქცია ყურადღება გაშოტილ სხეულს. კიდურები უსულოდ ჩამოეკიდნენ და გონება მეორე რეალობას გაუსწორდა. -ოღონდ ცოცხალი იყოს, ღმერთო მკვლელი ვარ ,- გაშტერებული იმეორებდა და წამწამზე ერთადერთ შერჩენილ ცრემლთან ერთად კანკალებდა. ცალი ხელით დაეყრდნო ნანა მაგიდას და გონდაკარულს მიუახლოვდა. შიშით გააცურა ხელი მისი მაჯისკენ და სამი თითით, ფრთხილად მოუსინჯა არტერია. ჯერ კიდევ უცემდა გული, ისევ თბილი იყო. -არ მომკვდარა,-ქვემოდან ამოხედა დამამშვიდებელი, თანმგრძნობი მზერით,-ნუ გეშინია, არაფერი მოსვლია. -მართლა?-უნებურად მოებრიცა ტუჩი და ატირდა. ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა. იდგა შუა ოთახში და გულამოსკვნილი ქვითინებდა . შეებრალა ნანას, ნაკუწებად იფლითებოდა მისი ფსიქიკა და ვერაფერს შველოდა. თავი ხელში უნდა აეყვანა, თორემ თავადაც გაგიჟდებოდა. -მართლა, მართლა ცოცხალია. წამოდი გავიდეთ ,ცოტა წყალი დალიე, თან დავრეკოთ მოვიდნენ და წაიყვანონ ,-არ უნდოდა მღელვარება შეემჩნია. ხელით უბიძგა კარისკენ. ერთი მოიხედა ისევ აწყლიანებული თვალებით ევამ. ეგონა იატაკზე დაწებებოდა ტერფები. ძლივს გალასლასდა დერეფანში . ლოდებს დაათრევდა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას. ფეხის თითებიდან დაუარა ჟრჟოლამ და დაბუჟებამ. ერთიანად გაიყინა ,გაფითრდა, ააკანკალა, თვალები ელულებოდა. შიში კვლავ ჩაუდგა თვალებში ნანას და იგრძნო როგორ გაუსრიალდა სხეული . მესამჯერ შეჰკივლა იმ დღეს ქალმა. მისი გონებაც შეურაცხადი გამხდარიყო. თავადაც ვეღარ აკონტროლებდა თავს , ვერ ხვდებოდა რას და რატომ აკეთებდა. სამყაროში კენტად დარჩენილი ადამიანივით გრძნობდა თავს . *** ირაკლიმ ძლივს შეაფხიზლა ძილში ღრმად წასული მეგობარი. რამდენჯერმე უბიძგა მხარზე და თბილი ტონით გაიმეორა რამდენჯერმე მისი სახელი. -ლაშა,ლაშა მოვრჩი ყველაფერს. გადახედე და წავიდეთ, გვიანია უკვე. -რა, რომელი საათია?-არეული ხმით იკითხა და ძლივს აზიდა სხეული. -ადექი, მიდი წასვლის დროა. -მთელი დღე მეძინა?- თავი რამოდენიმეჯერ მიატრიალ-მოატრიალა და დაჭიმულ კისერზე ძლიერად დაისვა თითები,-შენ კიდევ ყველაფერი გაგიკეთებია, მთელი საქმე შეგატოვე და განვერთხე აქ ლეშივით. -კარგი რა ლაშა, სამაგიეროდ გუშინ მთელი ღამე მუშაობდი,- ღიმილი გაეპარა უნებურად, მილაგებულ მაგიდას გახედა . ყველაფერი თავის ადგილზე ელაგა. ზედმიწევნით ზუსტად . მისი უთქმელი სიტყვა იყო ეს ბიჭი. ირაკლი გახლდათ სახელი, რომელიც მისთვის ყველაფერს ამბობდა, ყველაფერს იტევდა-ერთგულებას, სიყვარულს, ძმობას, თავდაუზოგავ , უანგარო გვერდში დგომას. -რატომ მოიკალი დღეს თავი, ხვალ დაგვემთავრებინა. -ხომ იცი, არ მიყვარს გადადებული არაფერი. რა მნიშვნელობა აქვს , მაინც ჩვენი გასაკეთებელი იყო. ხვალ საქმე თუ არ გაქვს ადექი და დაისვენე. მოჰკიდე ნანა დეიდას ხელი და წადით სადმე,-ფართე ხალისიანი ღიმილით იღიმოდა მის წინ მდგომი. მომაკვდავს დაუბრუნებდა სიცოცხლის ხალისს. თუმცა ვინ აცდიდა ლაშას დასვენებას. ჯერ ,მარტო სახლში ისეთი ამბები ელოდა, ვერც კი წარმოიდგენდა. გზად დედას საყვარელი ტკბილეული იყიდა. მიეჩქარებოდა მთელი გულით მისკენ. მანქანა ეზოში შეაყენა , რკინის კარებიც დახურა. შორიდან გახედა კაბინეტიდან გამომავალ სინათლეს და სასიამოვნოდ ჩაეღვარა გულში ნაცნობი მელოდია. მის წარმოდგენაში ნანა მშვიდად იჯდა მაგიდასთან. გულდასმით ათვალიერებდა ფოტოებს, როგორც სჩვევია და ისე უყურებდა მეუღლის სიფრიფანა გამოსახულებას, ისეთი სიყვარულით, რომელიც მხოლოდ მას ესმოდა. სახელურს დააწვა და ის იყო უნდა დაეძახებინა კივილმა რომ შეურყია სამყარო. უცებ დაუტრიალდა თვალწინ მამის უბედურება. ერთიანად განუახლდა ყველა ტკივილი, უკლებლივ ყველა იარამ შეიხსნა პირი და ათასი გამჭვალავი დანასავით დაესო გულს. დაფეთებული გაიქცა კიბისაკენ, ოთხ საფეხურს ახტებოდა ალბათ ერთდროულად. ინერციით უმოწყალოდ ეხეთქებოდა დერეფნის კედლებს და გაჩერდა. -დედა,- დაღლილი ხმით ამოიოხრა და მხრები ჩამოუშვა. -ლაშა, დედიკო,-შვილის ხმის გაგონებისას ფრთხილად დაუშვა ქალმა უსულო გოგონას სხეული იატაკზე . წამოფრინდა წინ მიეგება და შვილს ჩაეკონა. უკვე მეორედ გამოეცხადა მოულოდნელი იმედი. -დედიკო, ცოცხალი ხარ დედა. როგორ შემაშინე,-მთელი ძალით მოხვეოდა ტანზე და თმებზე კოცნიდა. -ახლავე დარეკე დედიკო , ვიღაც შემოვარდა სახლში . კაბინეტშია , იარაღით იყო, ჩემი მოკვლა უნდოდა,-აფორიაქებულმა მიაყარა სათქმელი და სიტყვები ძლივს მიაწია ქარივით გავარდნილ შვილს.გაგონება და გავარდნა ერთი იყო. ბრაზისგან დაბერილი კისრის ძარღვები მკლავებზე იკვლევდნენ გზებს. ოთახში შევარდნილი ადგილზე გაშეშდა და ირგვლივ მიმოიხედა. -აქ არავინაა დედა,-გაკვირვებული აცეცებდა თვალებს ლაშა და იატაკზე უწესრიგოდ დაფანტულ მინის ნამსხვრევებს უყურებდა . -არავინ?-გაოცება ვერ დამალა ქალმა და კარის ჩარჩოსა და შვილის მკლავს შორის გაიხედა,-ღმერთო ჩემო გაიქცა,-უცებ შეიცხადა და სახეზე აიფარა ხელები. -ვინ გაიქცა , ვინ იყო დედა,-მკლავებში ჩააფრინდა ლაშა და მომლოდინე მზერა მიაპყრო. -არ ვიცი,-ჩახლეჩილი, გაპარული ხმით აღმოხდა პასუხი ქალს. ახლა ისე ეჩვენებოდა იგი , როგორც დაუცველი უმწეო ჩვილი. ერთიანად მოდუნებოდა სხეული და შვილს შესჩერებოდა.-ეს გოგო რომ არა, ეს გოგო რომ არა . არ ვიცი ახლა სად ვიქნებოდი, ალბათ აქ ვეგდებოდი სისხლიანი,-ამის წარმოდგენაზე სახე მოებრიცა ნანას. სიტყვები დაეფანტა. -ვინ გოგო?-უკვე გაურკვევლობის ზღვაში შეეტოპა ლაშას გონებას. -არვიცი შვილო ვინ არის, მაგრამ გადამარჩინა. ანგელოზად გამომეცხადა,-თითქოს უცებ მოვიდა გონს. გაახსენდა ევას ცუდად ყოფნა. მაჯაზე ჩააფრინდა და მისკენ შეაბრუნა ,-წამოდი დედიკო, ცუდად გახდა , მომეშველე,-ისევ აფორიაქებით ლაპარაკობდა . უნებურად მიჰყვებოდა აქოთქოთებულ დედას ლაშა. თავში ვერ დაელაგებინა არეული მოვლენები. ან ვინ შემოიჭრა , ან ვინ გოგომ გადაარჩინა დედა. მხოლოდ იმას იაზრებდა რომ ცოცხალი ჰყავდა. ცოცხალი და უვნებელი . სხვა რამ ნაკლებად ანაღვლებდა ამ წუთას , მაგრამ ყველაფერი კიდევ ერთხელ აემღვრა, ხალიჩის პირზე მწოლიარეს რომ შეჰხედა. -ევა,-ამოსუნთქვას ამოაყოლა სახელი, სულ სხვანაირად, თბილად. მერამდენედ შეიძლება ცხოვრებამ მათი გზები გადახლართოს. არ შეიძლება ყველაფერი შემთხვევითობას მიეწეროს. ერთ დროს მტერი, ახლა დედის მხსნელად მოევლინა. რაც დრო გადიოდა, მეტად იჭრებოდა მის ცხოვრებაში ეს ქალი .ქალი, რომელსაც ლაშა უფრო ხიფათს დაარქმევდა ,ვიდრე-ევას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.