სიამაყე
მიდიოდა ამაყად, თავაწეული, მაგრამ სული დამახინჯებული ქონდა... X-ს მაინც უყვარდა... უყვარდა სიგიჟემდე, ის კი წასვლის საშუალებას აძლევდა... უნდოდა გაეჩერებინა, მაგრამ რაღაც აკავებდა და უფლებას აძლევდა გაეშვა... Y-საც სტკიოდა... ორივეს სულში ომი იყო გაჩაღებული... გული და გონება ერთმანეთს ეომებოდა... ერთს გაშვება უჭირდა, მეორეს კი წასვლა... კვდებოდნენ ერთმანეთთან ყოფნის სურვილით, მაგრამ მაინც თმობდნენ, მაინც ტოვებდნენ... სიყვარული, ორივეს სულში გამომწყვდეული, განთავისუფლებას ლამობდა, თუმცა უშედეგოდ... ორივეს სული ნაფლეთებად იგლიჯებოდა, სიამაყე კი თავაწეული შესცქეროდა თავის შემოქმედებას... გული კვდებოდა, სული ლპებოდა, სიყვარული კი ძლიერდებოდა... არაფერი არ ქრება უკვალოდ... ისინი გრძნობდნენ, ხვდებოდნენ და მაინც თმობდნენ... არა და როგორ უჭირდათ... როგორ სტკიოდათ... მოგონებები არცერთს არ ასვენებდა... კადრები არ წყდებოდა... სურვილი ერთად ყოფნის ანგრევდა ყველაფერს, მაგრამ უშედეგოდ... ორივე ნამსხვრევებად ქცეულ მათ ოცნებებს შესცქეროდნენ და ტკივილისაგან თვითონაც ილეწებოდნენ... არ აძლევდნენ თავს უფლებას სისუსტე გამოეჩინათ... ტკივილს თავად ქმნიდნენ... თავად ინადგურებდნენ ცხოვრებას აუტანელი სიამაყითა და მოზღვავებული თავმოყვარეობით... იმდენად ძლიერი იყო ეს წყეული რომ ვერ ეწინააღმდეგებოდნენ და საბოლოოდ გამოხრულ ფიტულებს ემსგავსებოდნენ... ცხოვრება თავისი დინებით მიდიოდა... გამოხრული ფიტულები კი დინებას მიჰყავდა შორს ტკივილიან მარტოობაში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.