ჩემი ძმაკაცის შეყვარებულს შეყვარებული ავახიე (თავი 1)
სამსახურიდან დაღლილი გამოვედი, სტარბაქსის ყავა ჯერ კიდევ ცხელი იყო, შესაბამისად მისი დალევა შეუძლებელი. ჩანთაში მანქანის გასაღებს ვეძებდი, როცა ვიღაც ბიჭს შევასკდი და ყავა მთლიანად ზედ გადავასხი, თუმცა არც მე ვიყავი კარგ მდგომარეობაში. ბოდიში მომიხადა და სასწრაფოდ გამეცალა. თვალი გავაყოლე და გახარებული ჩავჯექი მანქანაში. ტელეფონზე დაქალის ნომერი ავკრიფე, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობდა და სანამ მიპასუხებდა ჩემს თავს კმაყოფილი ვათვალიერებდი სარკეში. - გისმენთ - შენ სულ როგორ გძინავს - რა გინდა ამ დილაუთენია - იმის გათვალისწინებით რო ორი დაიწყო, საერთოდ არ მაწუხებს სინდისი რო გაგაღვიძე. სახლში ხარ? -აბა სად ვიქნები -რავი შენს შეყვარებულთან - გამოვთქვი ვარაუდი და მანქანა დავქოქე.- მისმინე, 5 წუთში შენთან ვარ და მეტიც არ მინდა ყავა მზად არ დამხვდეს -კარგი ხო- დაიბუზღუნა და გამითიშა. - რას გავხარ რა არის ეს - კარის ზღურბლს გადავაბიჯე და ყავა ხელიდან გამოვგლიჯე - ეე ეგ ჩემი იყო - კაი რა რამ გაყო - კაი შეყვარებულებიც გავიყოთ ხოლმე მაშინ, გინდა? - არა იყოს არ შეწუხდე. შენი ტანსაცმელი გამიყავი გირჩევნია, ესე სად ვიარო ეხლაღა ამათვალიერა და შეამჩნია დაფსმულს რო ვგავდი - რა იყო რა ჩაიდინე- სიცილს ვეღარ იკავებდა ნიკე - შენი ყოფილი ვაწუწავე- კმაყოფილი სახით ვაუწყე ახალი ამბავი და სკამზე ჩამოვჯექი - ადექი მანდედან, დამისვრი, გიცნო? -არა ძაან სწრაფად გამეცალა, მგონი სადღაც აგვიანდებოდა, მაგარ ვიდზე კი იყო ისე მარა, ჩემთან შეხვედრის მერე მაგას ვეღარ ვიტყოდი - ხოდა ღირსია- მხრები აიჩეჩა და სკამიდან ამაგდო- წადი გამოიცვალე - კაი აბაზანაში შევალ და რამე ნორმალური შემომაწოდე- ბოლო ყლუპი მოვსვი და პირსახოცს დავავლე ხელი - აუ ნახევარ საათში კლიენტი მოდის და უნდა გავიქცე, ხოდა საღამოს რო გამოვივლი მზად დამახვედრე რა ჩემი ტანსაცმელი- ჩემი თავი შევათვალიერე სარკეში და ნიკეს მოსაცმელი გამოვართვი -აუფ კიდე რა გინდა, ხო არ გამეუთოვებინა ბარემ?- ირონიულად შემომხედა და გარდერობის კარი მიხურა -გთხოოვ- მუდარის თვალებით შევხედე და ქვედა ტუჩი გადმოვაბრუნე. -ხო კაი, ოღონდ ეგრე ნუ აკეთებ- გამიცინა და ოთახიდან გავიდა -აუ ჩემი ჩანთა არ უხდება ამ ნარიადს- დავიწუწუნე და ნიკეს გავხედე -კარგი ხო აიღე ეს- ჩანთიდან ამოყარა თავისი ნივთები და ცარიელი გამომიწოდა -აუ და ხარ -ვიცი ვიცი, საღამოს გეგა უნდა ვნახო და თუ არ დაგხვდი გასაღები ხო გაქვს -კი წესით, მომიკითხე სიძე- კოცნა გავუგზავნე და კარი გამოვიხურე ჩემს ოფისში მალევე მივედი და საათს რო შევხედე გადავწყვიტე რო ერთი ყავის დალევას კიდევ მოვასწრებდი. -მარია, ჩემთან შემოხვალ?- მდივანს ვუხმე და სავარძელში მოვკალათდი -ანიტა, როგორ ხარ? -დღეს არ მნახე? -მმ-დაფიქრდა წამით- მგონი არა -მაშინ კარგად შენ? -რავი ნორმალურად, რაზე დამიძახე? -ყავის დალევას ვაპირებ და კომპანიონობას არ გამიწევ?- ეშმაკურად ავუთამაშე წარბები -რატომაც არა- კმაყოფილი წამოდგა- ეხლავე მოვადუღებ -საქმეს ხო არ გაცდენ? -არა, საბუთები გუშინ დავახარისხე, ხვალინდელი შეხვედრების განრიგი შეგიდგინე, ახალი მსურველები ჩავწერე და ამოპრინტერებული და გამზადებული მარჯვენა უჯრაში გიდევს -მოკლედ, ოქროს გოგო მყავხარ რა- უჯრა გამოვაღე და ხვალინდელი დღის გეგმას გავეცანი სანამ მარია ყავით ხელში დაბრუნდებოდა -აუ ხვალაც ესეთი გადატვირთული დღეა? -რას იზამ, საუკეთესო ფსიქოლოგი ხარ მთელ ნიუ იორკში -ნუ მეპირფერები თორე ხელფასს ჩამოგაკლებ -კარგი ხო, საღამოს მაღაზიებში გამომყვები? -დავფიქრდები, თუ მეცლება, არ მინდა ჩემი ბანკის ანგარიში მინუსებში გადავიდეს -არ გამიტეხო იცოდე- გამაფრთხილა და კარისკენ გაიხედა- მგონი გელოდებიან -ფეხზე წამოდგა და ფინჯნები გაიტანა- შებრძანდით თავისუფალია- მიმართა გარეთ მდგომს და ჩემი კაბინეტისკენ მიუთითა -ქალბატონო ელეონორა, როგორ ბრძანდებით? -კარგად ანიტა , თავად? -მე მშვენივრად -ამდენი გიჟის მოსმენა გიწევს ყოველდღე და კიდე მშვენივრად ხარ? -მე ფსიქოლოგი ვარ, ქალბატონო ელეონორა, ფსიქიატრობა რო მდომოდა, აქ არ ვიჯდებოდი-გავუღიმე და სავარძლისკენ მივუთითე- სად იყავით დაკარგული? -ჩემი შვილი ჩამოვიდა და სანამ უკან გაფრინდებოდა მანამდე ვერ მოვშორდებოდი, მასთან გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის ძვირფასია, ხომ გესმით -დიახ, რასაკვირველია. რაზე გინდათ დღეს საუბარი? -არის შენთვის ის, რაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად გენატრება? ამ კითხვაზე ხშირად მიფიქრია, თუმცა ეხლა რაც პირდაპირ ენაზე მომადგა, მაგან ზედმეტად იმოქმედა ჩემზე , წყალი დავლიე და ჩემს კლიენტს თვალებში შევხედე -რა თქმა უნდა -ხოდა შვილო, არაფერს მისცე უფლება წაგართვას. თუ შეგიძლია უნდა დაიბრუნო, თორე მერე შეიძ₾ება გვიანი იყოს. ამ სიტყვებმა გულში რაღაც ჩამწყვიტა. მთელი სეანსის განმავლობაში კონცენტრაციას ვეღარ ვახდენდი. ელეონორა მიხვდა ჩემს ემოციურ მდგომარეობას და წამოდგა- ჯობია დღეს დავასრულოთ, ანიტა- ხელი ლოყაზე მომითათუნა და კარიდან გრაციოზულად გააბიჯა. ხელი ტელეფონის ღილაკს დავაჭირე -მარია, ძალიან გთხოვ დღეს ჩემი ყველა შეხვედრა გადადე, წასასვლელი ვარ -ხო მშვიდობაა? -კი კი, უბრალოდ უნდა წავიდე. ჩანთას ხელი დავავლე და ოფისი დავტოვე. მანქანა ავტოსადგომზე დავტოვე და ფეხით გავუყევი ნაწვიმარ ქვაფენილს. როგორ კარგად ვცხოვრობდი აქ, თუმცა რაღაც ყოველთვის მაკლდა. რაღაც, რასაც ვერავინ ვერასდროს შემივსებდა. ჩემი მშობლიური ქვეყანა, ქალაქი, სახლი, ოჯახი და მეგობრები, რომლებიც ისე უსულგულოდ დავტოვე, ჩემი თავი მძულდა. ავიწყე ცხოვრება, მაგრამ ყოველთვის მენატრებოდნენ ისინი. დავტოვე იმიტომ, რომ შეყვარებულმა საკუთარ ქორწილში მიმატოვა. ამის გამო, იმ დღესვე ჩავალაგე ბარგი და აქ გამოვფრინდი. 4 წელი გავიდა და მე მხოლოდ ეხლა მივხვდი თუ რას ვკარგავდი და ვის გამო. ამ ფიქრებში გართული ჩემს სახლს მივუახლოვდი, ზემოთ ავედი და ნიკეს შეტყობინება გავუგზავნე: „საქართველოში ვბრუნდები და წასვლამდე იმედია მნახავ“, მობილური საწოლზე მოვისროლე და ჩემოდნები კარადიდან გადმოვიღე. 20 წუთში ნიკემ და ალექსმა შემოგლიჯეს კარები -რას აკეთებ- მკითხა გაკვირვებულმა -ხო მოგწერე უკვე რასაც ვაკეთებ- ავხედე ორივეს და ალექს გავუღიმე -ეგ მეც ვიცი, რო ტირი მაგაზე გეკითხები რას აკეთებ-თქო -თუ ხედავ რაღას მეკითხები?- ცრემლები მუჭით მოვიშორე და ფეხზე წამოვდექი -დარწმუნებული ხარ? ღრმად ამოვისუნთქე და სამწუთიანი დუმილის შემდეგ ძლივს ამოვღერღე-კი. ნიკე ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა და ისიც ატირდა. ალექსმა ოთახის კარი გაიხურა და ჩვენ ორნი მარტო დაგვტოვა. -არ წამოხვალ? იცი როგორ მოგეწონება? ძალიან მაგარი ქალაქია, ყველას ყველა უყვარს, ყველა ყველას იცნობს, ალექსიც წამოიყვანე, ჩემებს გაგაცნობ, ძალიან კარგად ვიქნებით ერთად- -არა ანიტ, არ შემიძლია -კარგი, როგორც გინდა. -სამუდამოდ მიდიხარ?- შიშნარევი ხმით შემომაპარა ეს კითხვა -არ ვიცი, ვნახოთ- მხრები ავიჩეჩე და გავუღიმე- ხომ ჩამოხვალ ხოლმე? -თუ იქ დარჩენას აპირებ ჩამოვალ ან შენ ჩამოხვალ. ბოლოს და ბოლოს ალექსს რო გავყვები, მეჯვარე შენ უნდა იყო-გამიცინა და მხრებზე მომეხვია- სამსახურს რას უპირებ? -დავხურავ კომპანიას და თუ დავბრუნდები ხელახლა აღვადგენ- მხრები ავიჩეჩე და ჩემოდნები შევკარი-ყველაფერს არ წავიღებ მაინც, თუ რამე ხო გამომიგზავნი? -აბა რას ვიზამ- მითხრა მოჩვენებითი მხიარულობით , თუმცა მაინც შევამჩნიე მის ხმაში სევდის ნოტები. სახლი მარიას დავუტოვე, აეროპორტში სამივემ გამაცილა და ესკალატორზე ასვლისას მივხვდი როგორ დამეწყო ნერვიულობა. რამდენიმე საათიანი მგზავრობის მერე დაღლილი ჩავფრინდი და მივხვდი როგორ ამიძგერდა გული ყველა მხრიდან ჩემი მშობლიური ენა რომ მესმოდა. ნიკესაც ვასწავლიდი ხოლმე იქ ყოფნისას მაგრამ ისე წვალობდა და სასაცილოდ გამოსდიოდა, ბოლოს შევეშვი. ეხლა კი, ყველა გამართული ქართულით საუბრობდა. ბარგი ავიღე და აეროპორტიდან გამოვედი. -ტაქსი გნებავთ?- მომადგა მოხუცი კაცი -იცით, მხოლოდ დოლარები მაქვს- ვუთხარი დაბნეულმა -არაუშავს, 10 დოლარად გაგიყვან, სად მივდივართ? ძაან საყვარელი მოხუცი იყო, მთელი გზა მელაპარაკებოდა და რო შეატყო დიდი ხანი იყო გასული, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ, გულწრფელად გაიხარა -კეთილი იყოს შენი დაბრუნება, შვილო, აბა შენნაირი ახალგზარდები უნდა ტოვებდნენ ამ მიწა-წყალს? ისედაც რა ცოტანი ვართ. ზოგადად წასული ბევრი მინახავს, ჩამოსული ძალიან ცოტა, ცოდვაა ბაბუ, საკუთარი სამშობლოს მიტოვება, ცოდვა. ისეთი ალერსიანი ხმით ლაპარაკობდა, ჩემი ბაბუა გამახსენდა და ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა. სახლთან გავაჩერებინე და 50 დოლარიანი გავუწოდე -შვილო, მე ამის ხურდა აბა საიდან, გადავახურდავებ და.. -არა ბაბუ, როგორ გეკადრებათ- შევაწყვეტინე ლაპარაკი და ხელით ვანიშნე რო გამოერთმია.- თქვენი იყოს, შვილიშვილებს უყიდეთ რამე -ვერ გამოგართმევთ ამდენს, არა შეუძ₾ებელია -ძალიან გთხოვთ, გინდათ რო მაწყენინოთ? -შენ გაგახარებს ღმერთი, შვილო- თვალები ცრემლებით აევსო და ჩემოდნის გადმოტანაში დამეხმარა- რომელ სართულზე აგატანინო? -არ შეწუხდე ,ბაბუ, აქვე ვცხოვრობ , პირველივეზე, არაა მძიმე -კარგი შვილო, სახსრები მაწუხებს მაგრამ შენ დაგეხმარები, ხო იცი, არ მოგერიდოს -როგორ გეკადრებათ- გავუღიმე და ვერ მოვითმინე რო არ ჩავხუტებოდი- ბოდიში, ბაბუაჩემს მაგონებთ რაღაცით, ძალიან თბილი თვალები გაქვთ- ვუთხარი და მოვშორდი -ღმერთმა დაგლოცოს, შვილო- გამიღიმა და სანამ სადარბაზოში არ შევედი მანამდე ადგილიდან არ დაძრულა. ძლივს ავათრიე ბარგი მეცხრე სართულზე. მაინცდამაინც რო მჭირდებოდა, მაშინ არ მუშაობდა ეს ლიფტი, მაგრამ რა დროს ეს იყო, გული ისე მიცემდა, მეგონა დინამიკებზე ვიყავი შეერთებული და ყველას ესმოდა. ჩემს კარებთან გავჩერდი და 10წუთიანი ფიქრის მერე დავაკაკუნე.. -მოვდივაარ- გაისმა კარს იქით ბებიაჩემის ხმა და სანამ კარს გააღებდა სამჯერ მოვასწარი ნერვიულობა და დამშვიდება. კარები გამოაღო და ქვედა ხალიჩის სწორებას შეუდგა, ისე , რო ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს -დამღალა ამ ხალიჩამ რა, სულ იბურდება. -დაიწყო ჯუჯღუნი და კარები ფართოდ გამოაღო- ისე ესე ადრე არ გელოდ...-მზერა გამისწორა და უცბად გაჩუმდა -გამარჯობა ,ბე - ვთქვი ორი სიტყვა და მთელი ძალით გადავეხვიე -ანიტა? არა შენ არ ხარ, შენ ხარ? ანიტა, შვილო, საიდან გაჩნდი, არა მეჩვენები, აქამდეც ბევრჯერ მომჩვენებიხარ, არა შეუძლებელია, შენ არ მეხუტები -რა მოხდა რა გაქოთქოთებს-გამოყო თავი სამზარეულოდან ბაბუაჩემმა და არანაკლებ გაოგნებული მზერა მომაპყრო. ეხლა მისკენ გავექანე და მთელი ძალით ჩავეხუტე -ანიტა, შეენ? საიდან გაგახსენდით, ბაბუ. მეგონა სულ დაგვივიწყე და აღარასდროს გაგახსენდებოდით- მისაყვედურა ბაბუმ თბილი ხმით თუმცა მისი სიტყვები მაინც ეკალივით დამესო და ვეცადე არ შემემჩნია. ისევ ბებიასკენ შევტრიალდი, რომელიც ისევ იქ იდგა და ტიროდა -არა ბე, არ იტირო, ვსო აქ ვარ მე, ჩამოვედი, თქვენთან ვარ- მხრებზე მოვეხვიე და მეც ავსლუკუნდი -რამდენი ხნით ჩამოხვედი შვილო?- მომაპყრო მზერა და მივხვდი როგორ დაიძაბა ორივე -არ ვიცი ბე, შეიძლება წასვლა გადავიფიქრო- ვუთხარი და დავინახე როგორ გაუნათდა თვალები. -შენ გენაცვალოს შენი ბებია- ჩამეხუტა და სამზარეულოსკენ გამიძღვა- წამო შვილო, გეშიება ეხლა შენ, მოდი დაჯექი შენს ადგილზე.- სკამი გამომიწია და უცბად ისევ შემოტრიალდა- მართლა ჩამოხვედი ბე, თუ მეჩვენები?! - დაკოჟრილი ხელი ლოყაზე მომისვა და თვალები დამიკოცნა- ჩემი დიდი გოგო. -დედა და მამა როგორ არიან?- მივუბრუნდი ბაბუას და მის გვერდით მოვკალათდი- კარგად შვილო, მუშაობენ და არიან. გვერდითა სახლი გაყიდეს და ეხლა ჩვენთან ცხოვრობენ. -გაყიდეს? რატო გაყიდეს?- თითქოს რაღაც ჩამწყდა და თვალები ამიცრემლიანდა -გვიჭირდა ბაბუ, ძალიან გვიჭირდა -მერე? მერე ვერ დამირეკეთ? ფულს გამოგიგზავნიდით. სანამ წავიდოდი ხო ყველაფერი კარგად იყო- ცრემლები ღაპაღუპით ჩამომივიდა სახეზე -კარგად იყო და ეხლაც ძალიან კარგად არის, უბრალოდ ერთი პერიოდი ძალიან გაგვიჭირდა. ბოლოს საერთოდ აღარ გვეკონტაქტებოდი და ფულზე დაგვერეკა? არ გრცხვენია ბაბუ? -ხო იცი თქვენთან ლაპარაკი უფრო დიდ ტკივილს მაყენებდა, უფრო მენატრებოდით და ყოველი ზარის მერე ცუდად ვხდებოდი. მართლა აღარ შემეძლო ამდენი- თავი დამნაშავედ ვიგრძენი -ვიცი ბაბუ, მესმის -ჩემი ბავშვები ? ისევ ყველანი ამ უბანში ცხოვრობენ? -კი ბაბუ, არ დაშლილან, ხშირად ამოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან, ეხლა მაგათმაც მოუკლეს სიარულს, თუმცა არ შეუწყვეტიათ. გვინდოდა არგვინდოდა, ბოლოს მაინც შენზე ჩამოვარდებოდა ხოლმე ლაპარაკი და აღარ შეეძლოთ არც ბებიაშენის ცრემლების ატანა და აღარც ჩემი დუმილი. -მაპატიეთ რა, ძალიან გთხოვთ მაპატიეთ- ბებიას ხელზე მოვკიდე ხელი, რომლითაც მაგიდაზე ჩემთვის საჭმელს დებდა და ლოყაზე მივიხუტე- ეს ოთხი წელი მაპატიეთ- სამივე ვტიროდით, ვტიროდით სანამ ჩემი მშობლები არ მოვიდნენ. მერე სამის მაგივრად ხუთნი გავხდით რამდენიმესაათიანი ლაპარაკის მერე ჩამეძინა. რო გავიღვიძე თავთან დედაჩემი მეჯდა და თმაზე მეფერებოდა -დე- ამოვილაპარაკე ნამძინარევი ხმით -ხო დედას სიხარულო -ბავშვები არ იცი სად არიან? -კი, დილას ცოტნეს დედა შემხვდა და დღეს დიდი ალიაქოთი იმართება ჩემს სახლში და ჩემს დასთან ვაპირებ წასვლასო , ყველანი ცოტნესთან არიან ალბათ -ჩავიცმევ და წავალ- წამოვდექი, ლოყაზე ვაკოცე და აბაზანაში შევედი. 40 წუთში გამზადებული მეორე სადარბაზოს შესასვლელთან ვიყავი, ნელა ავუყევი კიბეებს, ჩემს ყოფილ სახლს გულდაწყვეტილმა შევხედე და ერთი სართულით მაღლა ავედი. აქ კიდე უფრო დიდი ხანი დამჭირდა მოსაბილიზებლად და კარზე დავაკაკუნე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.