გზა რომელიც შენამდე მოდის (4)
-აი, ყავა-გამომაფხიზლა ლუკას სიტყვებმა. -გმადლობთ-ყავა უხმოდ დავლიეთ. მე კახაზე ვფიქრობდი. ლუკა არ ვიცი. -ჩემი წასვლის დროა.-წამოდგა ლუკა. მეც წამოვდექი. -ნომერი, რომ გთხოვო..-გამომხედა. -მომეცი ტელეფონი-ხელი გავწიე. ტელეფონი მომაწოდა და ნომერი დავუწერე. -ზარს მოგცემ და ჩაიწერე ჩემიც. -კარგი-გავაცილე ლუკა და ნატუკას მივუწექი. რა ძილი, რის ძილი. ვფიქრობდი. ძილი არც კი მომეკარა. ავდექი და წიგნის კითხვა დავიწყე. მე ხო ბედი არ მაქვს აქაც მთავარ გმირს კახა ერქვა. წავედი და ისევ კომპიუტერი ჩავრთე. რამე მშვიდი მჭირდებოდა. ამასობაში უკვე 1 საათი გახდა. ჩემს ტელეფონზე უცხო ნომერმა რომ დარეკა. -გისმენთ! -უკაცრავად, ვინ ხართ ლუკა შუბითიძის? -მეგობარი. რა ხდება? -ბოლოს თქვენი ნომერი იყო დანარეკებში და ვიფიქრე.. -რა ხდება?-გავაწყვეტინე. უკვე ისტერიკა დამემართა. -თავისივე მანქანაში ესროლეს.-აღარაფერი მითქვამს. ყველაფერი ერთმანეთს შეერწყა. ჩემმა გონებამ ლუკა არა რატომღაც კახა!-შეჰკივლა. ნუთუ მან ისროლა? რას ნიშნავდა მისი ცივი ჩაღიმება? ღმერთო! -გესმით?-მომესმა ხმა. -მესმის. ახლა? სად არის? ხომ.. ხომ ცოცხალია? -ცუდადაა. ძალიან... ძალიან ცუდად. -სად არის ახლა? -იაშვილის რეანიმაციაში. -რომ მოვიდე?-არაფერი უთქვამთ გამითიშეს. გარეთ გავიხედე. წვიმდა. ნატუკას ეძინა. სხვა გზა არ მქონდა ნატუკა ჩავკეტე და მამაჩეემის მანქანა დავქოქე. ხომ, მაგრამ ვფიქრობ. სად წავიდე? კახასთან თუ ლუკასთან? ჯერ ლუკა, უნდა მენახა. საავადმყოფოში გიჟივით შევვარდი. იქვე ჯგუფად იდგნენ ბიჭეები. ერთ-ერთი მომიახლოვდა -შენ ალბათ ინა ხარ. -ჰო. როგორაა? -ცუდად. ინა, ლუკას არავინ ემტერებოდა. არ მინდაა აგანერვიულო, მაგრამ შენგან რომ გამოსულა შენს ქმარს დაურეკავს... ყველაფერი ისევ ერთმანეთს შეერწყა და გული წამივიდა. გონს პალატაში მოვედი. ალბათ 10 წუთი ვიყავი გათიშული. იმ წამს ისევ ის ბიჭი მომიახლოვდა. -არ უნდა მეთქვა. -არა პირიქით. ახლა უნდა წავიდე. ჩემი შვილი მარტოა სახლში. -თუ გინდა წაგიყვან. -არა მანქანით ვარ. -შენი ქმარი თუ დაგირეკავს უთხარი, რომ არ შევარჩენ, კაცობას ვფიცავ. -ყოფილი ქმარი.-შევუსწორე.გამოვედი საავადმყოფოდან და მანქანა დავქოქე. იმ წამს კახასთან დავრეკე. არ აიღო. ასეც ვიცოდი. არა კახა. ასე მარტივად არ შეგეშვები.-ვთქვი და მანქანა მისი სახლისკენ მოვაბრუნე. კარზე იქამდე ვაბრახუნე ვიდრე არ გამიღო. -კახა, ნატას თავს გეფიცები არ წავალ სანამ არ გამიღებ-კარი უხმოდ გამიღო. -შემოდი-მითხრა და მშვიდად დაჯდა მაგიდასთან.სიგარეტს მოუკიდა და, ცალი ხელით მაგიდას დაეყრდნო და სივრცეში გაიხედა.თვალები ცრემლებით ამევსო არადა რამდენი საშინელი რამის თქმა მინდოდა. მანაც ამომხედა. -ნუ ტირი რა. თორემ ვგიჟდები ეგ ცრემლები იმ ნაბიჭვარს ეკუთვნის. -ანუ, შენ ქენი ეს?-ხმა ამიკანკალდა. -ეს შენც იცი. თორემ არ მოხვიდოდი-ოთახიდან გავიდა და იარაღი გამოიტანა. წინ დამიდო. -რა გინდა რა? რას მერჩი? ან მე ან ნატას ან ლუკას? რა გინდა არ მეტყვი?-უკვე ვყვიროდი. -შენ.. შენს თავს არასოდეს არავის დავუთმობთქო ბოლოს გითხარი გახსოვს? ჰოდა ვასრულებ-თვალები მძიმედ დახუჭა და ცრემლი გადმოუგორდა. -მკვლელი ხარ.-დავარტყი. უხმოდ იდგა. -მესროლე გინდა?-იარაღს დახედა. -იცი, რომ არ შემიძლია და იმიტომ მეუბნები არა?-უკვე ვღრიალებდი. იარაღი აიღო გადატენა და საფეთქელს მიადო. -მითხარი და ჩემი ხელით გავისვრი. -არაკაცი ხარ კახა მჭედლიძე შენ. მეზიზღები, მეზიზღება ის დღე, როცა ვთქვი "თანახმა ვარ" მძულს ის დღე, როცა შეგიყვარე. ყველაფერი მძულს შენს ირგვლივ. ყველაფერი ჩემი შვილის გარდა. -ნატა! ჩემი სიამაყე-იარაღი დაუშვა-არაკაცი ხარ კახა მჭედლიძე, არაკაცი.-იმეორებდა ჩუმად.-ინა.. გთხოვ ჩემს თავს ნუ შეაძულებ ჩვენს შვილს. კარგად გაზარდე და აცადე თავად თქვას როგორი მამა ვარ მე! ბოდიში, ბოდიში ყველაფრისთვის.-ჩემსკენ გამოიწია და ხელი მომკიდა. -ნუ მეხები!-ვუყვირე. იმ წამს უკან გაიწია. -ახლა წადი. -რას აპირებ?-ისევ გამიღიმა. -წადითქო. ნატას აკოცე.-კარი გავიხურე და წავედი. საათს, რომ დავხედე უკვე 4 ხდებოდა. როგორ მინდოდა რუსოსთან დარეკვა. დილით დავურეკავდი. ახლა ნატუკასთან უნდა ამერბინა. გამიხარდა კარი,რომ გავაღე და კვლავ მშვიდად ეძინა. ვიფიქრე დავისვენებთქო და წამოვწექი. დაღლილი ვიყავი და ჩამძინებია. დილით ნატუკამ გამაღვიძა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.