შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯვარედინი სიყვარული მაფიაში (პირველი თავი)


19-02-2018, 00:25
ავტორი მანჯგალაძე
ნანახია 1 567

დიმო იმდენად კარგად მიწებებოდა ჩემს სავარძელს, თითქოს სულაც არ აპირებდა წასვლას... დიდად ვერასოდეს ვგუობდი ადმიანებს, რომლებიც მეჭრებიან ჩემს სამყაროში ამ პერიოდისთვის კი ჩემი სამყარო ჩემი სახლი იყო... ისე წმინდად გამოიყურებოდა ჩემი სახლი... და ახლა ვიღაც ედის ვიღაც ძმაკაცი, თავისი გაპრიალებული ფეხსაცმელებით მიბილწავდა მისაღებ ოთახს...
-ყავას დალევთ? -შემოგვთავაზა ლელამ,მას სულაც არ ეჩქარებოდა დიმოს წასვლა სახლიდან... დიმოც კი ამჩნევდა ამას...
-ხო არ დაგაგვიანდა სტუმრის შეთბობა? -ვკითხე თან იუმორნარევი სახე გადავიჭიმე წამის მეათედებში სახეზე... არც ეს გამოპარვია დიმოს და რათქმაუნდა ლელასაც...
-რანაირად ლაპარაკობ ნინო? თუ არ გინდა თვითონ გააკეთე... და საერთოდ რანაირად მელაპარარები? და საერთოდაც ვინ ხარ? რა ხასიათზე ხარ?
-წყალი გამიცივდა...-ისევ დავცინე, ლელა მიხვდა რომ ყავის გაკეთებას არამც თუ ვაპირებდი არც გულში გამივლია...
-ჰო კაი არ იჩხუბოთ...- თეთრი მანდილი ჩააგდო დიმომ. არადა ამის საჭიროება ნამდვილად არ იყო. დამერწმუნეთ იმდენად მოდუნებული ვიყავი აბაზანაში წოლის შემდეგ იმის ტ.აკიც არ მქონდა რამე მეთქვა კიდევ...
-რომელს დალევ? ფრანგული ყავა გვაქ და კიდევ თურქული...- ისე შესთავაზა დედაჩემის გამოგზავნილი ყავა თითქოს დამეკითხაო.
-ფრანგული საინტერესოა თურქულიც რომელს მირჩევთ? - წარბები ლამის შუბლს ზემოთ აქაჩა...
-თურქული ნალექიანია, ფრანგული დედაჩემის გამოგზავნილია ჩვეულებრივი მძიმე ყავაა. ქართველებს ნაკლებად მოსწონთ...
-სასიდედროს გემოვნებას უფრო ვენდობი ვიდრე შენსას,- და წითელ ტუჩებზე აისვა ენა... კაი იყო ფლირტი ბარში მაგრამ არა ჩემს სახლში და არც დედაჩემი უნდა მოქცეულიყო მის ფლირტულ დიალოგში რომელიც ახლახან დაიწყო...თან სურვილი გამიჩნდა იმ წითელ ტუჩებს შევხებოდი ენით, თან დავრწმუნდებოდი რომ მისი ფერი იყო... არა რა დებილური ფიქრები მაწუხებდა? შანსი არ იყო ამას საცხი სმეოდა...
-აი ყავაც-თქვა ლელამ და კინაღამ მოაქცია მდუღარე ყავა იატაკზე რომლის ჭიქებიც კრიალა ვერცხლისფერ ლანგარზე ეწყო.ერთი წამით შევხედე ლელას შემდეგ ისევ დიმოს ტუჩებს დავუწყე ყურება რომელიც ნაზად ირხეოდნენ თან რაღაცას მესაუბრებოდნენ...
სიმხურვალეს ვგრძნობდი ორგანიზმში რომელიც თითქოს ამ წუთას მე არ მეკუთვნოდა არც სული იყო ჩემს სხეულში ის დიმოს მიუახლოვდა თეთრი პერანგი გახადა და მთლად გააშიშვლა ეამბორა ნიკაპს ენის წვერით შემდეგ ყურებსაც მიწვდა და ჩასჩურჩულა რომ გაჰყოლოდა მაგრამ მან ვერ გაიგო ნიკაპს შემოუბრუნდა მაგრამ ტუჩებამდე ვერ გაბედა და თავის ადგილს დაუბრუნდა მალევე...
-ცხელია-დიმომ ყავა მოსვა და დაატანა
- შენსავით მივუგე მე...
-როგორ? გაიცინა შემდეგ ზედა კბილებით ქვედა ტუჩები დააკავაყვა გამოწია წინ ყბა თავი დაბლა ჩახარა და თვალი თვალში გამიყავარა. ასე იჯდა ცოტახანი.
-აი ეგრე როგორც გითხარი.
-ანუ? -ჩამაცივდა.
-ცხელი ხართქო... -მივუგე და წავეთმაშე მზერით თვალების ტალღური მოძრაობით ერთხელაც მარჯვნივ ერთხელაც მარცხნივ,-იუმორში არც კი ჩამომრჩა...
-შენ რა იცი სიცხე რომ მქონდა, როდის გითხარი? ჰა ჰა... ჰა ჰა..-ისე ხმამაღლა და ომახიანად გაიცინა მეგონა გიჟი მეზობელი მეც კი ჩამომივარდებოდა...
-გრგძნობ... - კიდევ უფრო დავძაბე, შევამჩნიე იუმორით მხოლოდ იმიტომ გამიტარა რომ კომპლექსს შეერყა.
-რამდენი წლის ხარ? - ნაგლად ამომხედა, ორი მიზეზი იყო ამ კითხვის:პირველი კეთილი მიზეზი უბრალოდ უნდოდა თემა სხვა რამეზე გადაეტანა ან მეორე ცოტა ბოროტი მიზეზი უნდოდა მეფიქრა რომ მხოლოდ სრულწლოვანებთან იჭერდა სექსუალურ კავშირს და და რაც მთავარია უნდოდა მეფიქრა რომ მხოლოდ სახმარად ვუნდოდი, თუნდაც ასე ყოფილიყო.არ მადარდებდა ამ წუთას ის უფრო ნახმარი გამოდიოდა ვიდრე მე.არ დავბნეულვარ და მალევე მოვუჭერი პასუხი...
-მეგონა ინფორმირებული იყავი რომ ბარში 18+ დაიშვებიან, მაგრამ რომ გითხრა ჩვიდმეტის ვართქო რამე შეიცვლება?
-დაგელოდებოდი ერთ წელს და ჭკუაზე მოგიყვანდი...
-თუ ჭკუაზე მოყვანა გინდა ჩემი იმ ჭკუაზეც კი მიმიყვანდი შენკენ გადაგებირებინე თვრამეტი წლის შესრულებამდე...
-ამაშიც მართალი ხარ...ლელა სადაა? ტავი უკან გადავრიცა...
-არ ვიცი... თავის ოთახში იქნება გასული...
ცოტაც ვისაუბრეთ და მალევე წავიდა, პირობა ჩამომართვა რომ მალე ვნახავდი...
მე კი ლელას ოთახში შევედი რომელიც მობუზული იწვა ლოგინზე, ჩასძინებია ადიალა მივაფარე მისაღებისკენ შემოვბრუნდი დაბალ ხმაზე ჩავრთე მუსიკა... ერთი ბოკალი ღვინოც ჩამოვასხი ,,ბადაგონი’’მომწონდა ეს ღვინო... თან ვფიქრობდი დიმოზე, კიდევ ედიზე ...

ლელა ჩემს ცხოვრებაში
ორი წლის წინ ნოემბრის ღამე იდგა, ძალიან ციოდა თითქოს ბუნება ადამიანებს არ გვინდობსო,მაღაზიაში მომიწია ჩასვლა რაღაც გაზიანი მომინდა... ჩემს მინდას მეც კი ვერ ვეუბნები უარს. მაღაზიაში მისვლამდე პატარა სკვერია რომელიც კორპუსებს შორის იყო. იქვე სკვერში სკამზე მჯდარიყო ვიღაც და ამოუსუნთქავად სლუკუნებდა... მალევე გავარჩიე გოგო იყო მოყვითალო თმა უჩანდა ყავისფერი ქუდის ქვეშ.მიტოვებულ ადამიანს ჰგავდა, მალევე მიუახლოვდი...
-როგორ ხარ,-ცოტა შეკრთა.
-კარგად ვარ, ცრემლნარევი ხმა გავიგე.თვალებს იმშრალებდა მომწვანო კურტკის სახელურით.
-მე ნინა ვარ შენი სახელი?
-ლელა...ხმა ისევ ცრემლნარევი ჰქონდა.
-კარგი ლელა თუ რამე დაგჭირდა ჩემი ნომერი ჩაიწერე...-მანაც მალევე ჩაიწერა.
გავეცალე გოგოს და გული ამიჩუყდა. ენერგეტიკული სასმელები კოლა და ბორჯომი მოვიმარაგე... დახლზე გენმოდიფიცირებული ატამიც იყო ერთი ცალი ავაწონინე, მეტი არა რადგან მავნელებლი იყო და უკან მოვბრუნდი. ახლა აქ ლელა სხვა მდგომარეობაში იყო ვიღაცა მაღალ ტიპს ეკამათებოდა.სადარბაზოში შევედი და მივაყურადე თავიდან არ ჩავრეულვარ. ცოტახანს დაველოდე სანამ სიტუაცია დაწყნარდებოდა მაგრამ ბოლო არ უჩანდა... იმ ბიჭის უარესი ღრიალი ისმოდა. მალევე მივედი სიტუაციის განსამუხტად.
-აქ რახდება? ლელა კარგად ხარ, რა დღეში ხარ რა გაღრიალებს ვერ ხვდები რომ აშინებ?
-მოიცა რაა შენი საქმე არ არის და ნუ ერევი...
- აუუუ.ბიჭო სანამ კაჩავს დამიწყებ, გააცნობიერე ვის ეკაჩავები. და მერე იკაჩავე. შენს უბანში არ ხარ.აქ მოსახლეობა ცხოვრობს და მოდი გეთაყვა პატივი გვეცი და ხმა ჩაიწყვიტე.
-გოგო წესიერებაზე ნუ მელაპარაკები თუ წესიერი ხარ რა გინდა აქ, შუა ღამეს?
-აუ! შენი ძირგავარდნილი მსჯელობა შენს უბანში...
-და ვინ ხარ? ნინა ვარ დევდარიანი...
-ვინ ჩემი ფეხებია ეგ?
-ხვალ დილას სწორედ იმ შენს ფეხებს მიხედავენ...-რა მინდოდა, რა ჩემი საქმე იყო, რას ვერეოდი. მამაჩემის დაღლა მეზარებოდა ამ საქმეზე სიმართლე გითხრათ...ლელა ტირილს განაგრძობდა...-ნუ ტირიხარ ამ საქონელს ხვალვე მივხედავ.მომინდომა ბიჭმა.-შენ წამოდი ჩემთან-ჩემთან ავიყვანე სახლში, სახლში მარტო ვცხოვრობდი. მამაჩემი სვაბოდაზე იყო დედაჩემი მამაჩემისგან სვაბოდაზე.
-სად წავიდეთ? წამოდი ჩემთან სახლში-მალევე მენდო ეს გოგო და გამომყვა სახლში ვერ ვხვდებოდი უცნობს ასე რატომ მენდო მაგრამ არც ისე არასადნდოდ გამოვიყურებოდი, ან უკვე ყველაფერი ფეხებზე ეკიდა და სულ ერთი იყო ვის გაჰყვებოდა ეს გოგო სახლში...
-სად მიგყავს ? ვის უნდა გაა*იმინო ეს ....ქალა დღეს მე ვიხმარე ეყოფა. გამეჭიმა მაღალი ზედმეტად გამხდარი მაკნატუნა,საზიზღარი სიფათით...
-შე *ლეო *ახუი ახლა აქედან სანამ გიგდე... და საგულდაგულოდ შენახული დანა გავუძვრე ცხვირწინ. -ხვალ გნახავენ.
-მნახავენ არა კვახი, წამომეჭიმა ისევ.
-იცი ახლა რას გეტყვი ერთი ყვირილი მინდა, მთელ ვაჟას ფეხზე დავაყენებ მანამდე კი ყელს გამოგღადრი, თუ გაგიმართლებს სასწრაფო მოგისწრებს... დამერწმუნე ყველაფერზე ვარ წამსვლელი...
-სამივე ერთად ხო არ წავსულიყავით? რა პო*აში გირჩევნია?
-აი ახლა ნახე... დანა მოვუქნიე, ქურთუკი გავურღვიე ვერ დავჭერი მაგრამ აშკარად შევაშინე, და გაიქცა მალევე. მშიშარა იყო...გოგოს მოქნეულ დანაზე როგორ გაიქცა დღემდე აზრზე ვერ მოვდივარ...
-წამო ავიდეთ -თან უკან ვიყურებოდი... სახლში ,რომ ავედით ლელა მომიყვა იმ ყმაწვილზე, რომელიც გვებილწსიტყვავა. ზაზა ლელას შეყვარებული იყო, ის მისგან ფეხმძიმედ დარჩა,ზაზამ რომ გაიგო უთხრა მოიშორეო რაზეც ლელამ უარი განაცხადა... სწორედ მაშინ თურმე იმდენი ურტყა გოგონას ზაზამ მუცელში ბავშვი მოშორდა... ახლა კი ლელამაც არ იცოდა რა უნდოდა ზაზას მისგან...
-გიყვარს?
-ძალიან.-ცხელი რძიანი ჩაი გავუწოდე და ორცხობილებით სავსე თეფში მუხლებზე დავუდე.
-რთულია ხო ადამიანი გიყვარდეს და ცუდად გექცეოდეს?
-ძალიან.-მეცოდებოდა ეს გოგო.ძალიან მეცოდებოდა.
-სად ცხოვრობ? დედა რას გეუბნება?
- ხან ვისთან ვათევ ღამეს, ხან ვისთან... ამას წინად იქ ვცხოვრობდი, სადაც ვმუშაობდი.
-მშობლები დედა?
-დედა უცხოეთშია.საქართველოში მხოლოდ მამინაცვალი მყავს.
-დედასთან რატო არ ჩადიხარ, აქ არავინ გყავს?
-კი ძმა მყავს ,რომელიც კახეთში ცხოვრობს. ის დაოჯახებულია და ჩემზე ფიქრის დრო არც კი აქვს!ინვალიდი შვილი ჰყავს.დედა იტალიაშია მეც იქ ვცხოვრობდი მაგრამ ზაზამ მთხოვა ჩამოდიო, თავიდან ხათრით ჩამოვედი მაგრამ, მერე შემიყვარდა. ახლა კი უსახლკაროდ ვარ, რაც ფული მქონდა მას დავახარჯე. მხოლოდ ეს ჯვარი დამრჩა.-გამომიწოდა ოქროს ჯვარი რომელიც კისერზე ეკიდა ისევ უკან ჩააბრუნა.
ბედი გენეტიკურია, ვერავინ დამაჯერებს რომ, ეს ასე არ არის, როგორი საწყალი გოგოა.: არ ყავს მამა, დედა უცხოეთშია, ძმას მისთვის არ სცალია. უპატრონოდ მიაგდეს შვილი. ბედს მიანდეს... საზიზღრობაა ასე არ შეიძლება. ეს არაა სამართალი. ეს ჯოჯოხეთია გაფერადებული დედამიწით. ერთს ვხვდები მაღალი ღმერთი არ გაგვწირავს.
სტუმრებს ველოდებოდი მერორე დილას საფრანგეთიდან.გოგონა მოვაწესრიგე რომელიც არც ისე კარგად გამოიყურებოდა ჩემი საცვლები მოვეცი რომელიც წინა დღეს ვიყიდე ,და პიჟამაც.მის ტანსაცმელს ობის სუნი ასდიოდა რომელიც ჩანთიდან ამოაძვრინა... ვუთხარი რომ ხვალ ვივხედავდით. თმის საღებავიც კი ვუყიდე და თმები შევაღებინე ცოტახანში მოწესრიგებული იყო... მისი საძინებელი ვაჩვენე სადაც უნდა დაეძინა... ახლა მშვიდად ვიყავი, ცოტას ვშფოთვდი, მეშინოდა მართლა ვინმე ხათაბალას ხო არ გადავეყარე.

***
-ტკბილი ძილი
-რომელი ხარ?
-ცხელი ბიჭი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent