სიკვდილმისჯილი (მეექვსე თავი)
პიჯაკი გაისწორა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. ჯიბიდან პატარა წითელი ყუთი ამოიღო და გადაშალა, საიდანაც ლამაზი ნიშნობის ბეჭედი ანათებდა და ბრწყინავდა. -მია გახდები ჩემი ცოლი?_თვალებგაბრწყინებულმა შემომხედა. იმდენად დამწველი იყო მისი ეს მზერა, მოუნოდნელად ფიქრების სამყაროში გადამტყორცნა. გამახსენდა მასთან გატარებული ყოველი წუთი და ყოველი წამი და მივხვდი, რომ მის გარეშე არ შეიძლებოდა ცხოვრება. მე მჭირდებოდა მისი ყოველი ამოსაუნთქვა, ყოველი გამოხედვა და ყოველი შეხება. - თანახმა ვარ. თანახმა ვარ მთელი ცხოვრება შენთან ერთად გავატარო!_ ამ სიტყვებს ვამბობდი და გული ამოვარდნას მქონდა. ხელები მიკანკალებდა და მთელი სამყარო მავიწყდებოდა. მეგონა, რომ ჩვენს მეტი არავინ, აღარ არსებობდა. მთელი სხეულიდან და თვალებიდან ბედნიერებას ვასხივებდი, რომელიც მხოლოდ იოანესკენ იყო მიმართული. იოანემ ჩემი ხელი ხელში დაიჭირა და თითზე ბეჭედი გამიკეთა. ფეხზე წამოდგა და თვალებაციმციმებულმა ხელში ამიტაცა. თან ყვიროდა: -ჩემი ცოლი გახდება! ის ჩემი ცოლი გახდება! მთლი დარბაზი ჩვენ გვიყურებდა, რასაც ტაში და შეძახილები დაერთო. -კოცნის დროა!_ვიღაცამ წამოიყვირა და იოანე არც დაფიქრებულა ისე დაეწაფა ჩემს ტუჩებს. -გაჩერდი სირცხვილია!_ მისი ტუჩები მოვიშორე და შევუბღვირე. -გაბრაზებულიც რა საყვარელი ხარ! -დამსვი! -ჰო, კაი._ და ძირს ფრთხილად დამსვა.-წამო რა წავიდეთ! -კაი, მეც აღარ მინდა აქ!_ და გასასვლელისკენ გავწიეთ. მანქანში ჩავსხედით და სახლისკენ წავედით. ნუ, მე ასე მეგონა სანამ მანქანა სხვა მიმართულებით არ წავიდა. -მგონი, გზა შეგეშალა! -არა სულაც არა. -როგორ არა მანდეთ ჩემი სახლი არაა. -და ვინ გითხრა რომ შენთან მივდივართ ისევ? -მაგრამ, არც ის გითქვია სად მივდივართ. -ჩემს სახლში. აი ხომ გითხარი._ და ეშმაკურად გაიცინა. ახლაღა მომაგონდა ის დიდი სახლი მაშინ წვეულებაზე, რომ ვიყავით. სახლის კარი დაცვამ გააღო და იონემ მანქანა იქვე ეზოში გააჩერა. მანქანიდან , რომ გადმოვედით ეს სახლი კიდევ უფრო კარგად დავინახე. საკმაოდ ლამაზი იყო გარედან. სახლის წინ აუზი იყო, ხოლო აუზს დიდი აივანი გადმოჰყურებდა. -წამო, შევიდეთ. უხმოდ გავყევი და სახლში შევედით. შიგნითან არანაკლებად ლამაზი იყო. -გინდა დაგათვალეირებინო? -კი. -წამო.-წელზე ხელი მომხვია და ხალის თვალიერება შევუდექით. ისეთი კარგად იყო მოწყობილი ყველფერი ეყობოდა, რომ იოანეს დაგეგმილი არ იყო. სულ ბოლოს დიდ საძინებელში შევედით და ჩემს აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. მთელი ოთახი ვარდებით და გვირილებით იყო სავსე. -ეს ჩვენი ოთახი იქნება! -რა ლამაზია! -მართლაც. დედაჩემს ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა ეს ოთახი. იძახდა სახლის გულიაო. ჯერ მთავარი არ გინახავს._ და საწოლზე დადებული პატარა პულტი ხელში აიღო და პატარა ღილაკს დააჭრა ხელი. ოთახს სახურავი გადაეხადა და მინის სახურავიღა სერცა საიდანაც მთელი ცა ჩანდა. -ღმერთო, რა ლამაზია. -შენთვის გავაკეთებინე. -მადლობა._ და მაგრად მივეხუტე.-მიყვარხარ! -მეც მიყვარხარ._ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა. მთელი ყელი დამიკოცნა და ნელ-ნელა ვგრძნობდი, როგორ მიზიდავდა და თავშეკავების უნარს მიკარგავდა. -ერთი წუთი, მოიცადე!_ და საწოლზე წამოვჯექი. -რაიყო? -იცი რაღაც უნდა გითხრა. -ცუდი თუ კარგი? -ცუდი!_ სინანულის თვალები შევანათე.- მე... მე იცი შენამდე სხვასთან ვიყავი, როდესაც მე და შენ დაშორებულები ვიყავით. -რა?_სახე ისე შეეცვალა ყველა გრძნობა ერთად ერეოდა. ამაზე კი ვეღარ მოვითმინე და სიცილი წამსკდა. -რა გაცინებს გოგო! -რა გულუბრყვილო ხარ და ადვილად გჯერა ყველაფრის!_თან ისევ ვიცინოდი. -მია! -რაიყო. ხომ იცი როგორ მიყვარხარ. არასოდეს და არასდროს არავისში არ გაგცვლი. -ამისთვის დაისჯები. ცუღლუტო._ და ჩემს ტუჩებს ეტაცა. აი ახლა კი თავს მაღტლა ვეღარ შევიკავებდი. მისი საროჩკის ღილების ხსნა დავიწყე და მან არც კი მაცალა ერთი ხელი მაოისვა და ყველა ღილი გახსნა. მეორე დილით იოანეს კოცნამ გამაღვიძა. ცალი თვალი გავახილე და წავიჩურჩულე. -მიყვარხარ! -მეც! აბა როგორი ღამე იყო?_ სიცილი წასკდა. -გაჩერდი._ და ხელი მივატყი. _ ეს რატომ არ დახურე._ და ხელით სახურავზე მივანიშნე. -რავი. ხო მართალა დღეს სტუმრები გვეყოლება. -ვინ? -გაიგებ, როცა მოვლენ. -აუ, მითხარი რა. -არა. -კაი. დაგაბუტული სახე მივიღე. -ჩემი ბუტია. როგორ მიყვარხარ._ და მაგრად ჩამეხუტა. -ავდგეთ. -არა, ვიყოთ რა კიდე. -ოჰ. _ და ფეხზე წამოვდექი.- აუ მე რა ჩავიცვა. მთელი დღე ამ კაბით, ხომ არ ვივლი. მგონი სახლში მოგვიწევს გასვლა. -სულაც არა. კარად გამოაღე. -კარადაში რა ვნახო. შენი ტანსაცმელი რად მინდა. -გამოღეთქო. კარადსთან მივედი და გამოვეღე. მთლი კარდა სავსე იყო ქალის ტანსაცმით. -ეს ვისია? -შენ გიყიდე. -როდის? -სანამ შენთან მოვიდოდი. თადარიგი დავიჭირე, ვიცოდი რომ შემოგირიგებდი. -ცუღლუტო. სწრაფად გავემზადე და ოთახის აივანზე გავედი. ამ ოთახის აივანი ყოფილა თავიდან რომ თვალში მომხვდა. სახლის წინ მთელ ეზოს გადაჰყურებდა ეს აივანი. ოთახში შევედი, ძალიან მშიოდა და რამე უნდა მეჭამა. მერე დაბლა ჩავედი და იოანეც უკან გამომყვა. -რა ვჭამოთ? მშია. _ ბუზღუნი დავიწყე. -ომლეტი გინდა? -კი. -მაშინ გააკეთე._ და გამიცინა. -მეზარება. -აბა ვინ გააკეთბს. ამ სახლის დიასახლისი უკვე შენ ხარ. -მერე რა. დღეს შენ გააკეთ რამე და მერე მზარეული ავიყვანოთ. -ზარმაცო.- და მზარეულობა დაიწყო. მე კი ვეყურებდი და თან მის მოუხერხებლობაზე მეცინებოდა. მალევე ვისაუზმეთ და მისაღბში, დივანზე მოვკალათდით. -ქორწილზე არ ვილაპარაკოთ? -რავი._და ქვემოდან ავხედე. -როდის იყოს. რიცხვი და თვე შენ აირჩიე. -31 დეკემბერი. საღამოს. -იმ სიცივეში ტო. -აუ გთხოვ რა. -ჰო, კაი. -ნუ ბევრი ხალხი არ მინდა. მე, შენ, დედაშენი, შენი ბებია და ჩვენი მეჯვარეები. -რატო ჩვენი ქორწილი მე დიდი და ხმაურიანი წარმომედგინა. -მე არ მინდა. ხმაურიანი ისედაც იქნება._ და გავიცინე. -კაბა? ეხლა არ თქვა ეგე არ მინდა თორე გავაფრენ. -არა რას ამბობ. ქორწილი თეთრი კაბის გარეშე ვერ წარმომიდგენია. -კაი, მაშინ კაბის შესარჩევად მერე წავიდეთ. ჯერ სტუმრებს მივხედოთ. -აუ მითხარი რა ვინ იქნებიან. -ნწ, გაიგებ, რომ მოვლენ. ექვსის ნახევარი იყო კარზე ზარის ხმა რომ გაისმა.მე დივანზე ვიჯექი, იოანე კი მეორე სართულზე იყო ასული. საწაფად გავიქეცი, ვკვდებოდი ისე მაინტერესებდა ვინ იქნებოდა. კარი გავაღე და იქვე გავშეშდი. ჩემს წინ ხელჩაკიდებული ნიკუშა და ნია იყვნენ. -ნია! როგორ მომენტრე!_სიხარულით ყვირილი დავიწყე. -მეც მომენეტრე საყვარელო!_ ყვირილითვე მომვარდა და ჩამეხუტა. მერე ნიკაშას გადავეხვიე და სახლში შესვლას, ვაპირებდით, რომ ნიას ხელზე ბეჭედი შევამჩნიე. -მაჩვენე!_ და მისი ხელი ხელში ავიღე.- თქვენ რა... -დავინიშნეთ._ნიკუშამ დაამთავრა. -გილოცავთ._და ისევ ორივეს გადავეხვიე. ამ ხმაურში იოანეც ჩამოვიდა. -რაიყო რა გაყვირებთ._ და ორივეს გადაეხვია. როგორც ჩანს არც იოანეს გამოეპარა ნია ბეჭედი და მანაც ორივეს მიულოცა. ყველანი მისაღებში გავედით და დივანზე დავსხვედით. -გოგო შენც?_ გაოცებული მუყურებდა ხელზე ნია. -კი გუშინ._ სიცილით მივმართე. -ესენი, ნახე. -ნუ ეს ამბები უნდა აღინიშნოს. ისე არ გამოვა._ და იოანე სამზარეულოში გავიდა. იქიდან ნაირნაირი სასმლის ბოთლებით და ჭიქებით დაბრუნდა. -აბა წავიდა._ სიცილით შევძახე და სმაც დაიწყო. მოკლეთ მთელი საღამო, კარგად გავერთეთ. ვიცეკვეთ, ვიმღერეთ და კარგადაც ვსვით. ნია და ნიკუშა თერთმეტ საათზე წავიდნენ და ჩვენც ისეთი მთვრალები ვიყავით, ოთახში ასვლისთანავე დავიძინეთ. მთელი თვე ნახევარი ასე მხიარულად გავატარეთ. ხან ნიკუშა და ნია მოდიოდნე ჩვენთან ხან ჩვენ მათთან. ან სადმე ლამაზ ადგილას სავახშმოდ მივდიოდით. სად იყო და სად არა კარზე ჩემი დაბადების ღღეც მოგვადგა. მთელი წინა ღღე სულ მოუთქმელად ველოდი 16 დეკემბერს. პატარა ბავშვივით ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. იმ დილით, რა თქმა უნდა ისევ იოანეს კოცნამ გამაღვიძა. გამეხარდა სადაც იყო მომილოცავდა. -სულთანო. ადექი დღეს სვანეთში მივდივართ, ჩემები უნდა გაგაცნო. ხოლოთ თბილად ჩაიცვი იქ საკმაოდ ცივა, შიძლება თოვლდეს კიდეც._ ღიმილი სახეზე შემაშრა, ნუთუ ჩემი დაბადების დღე დაავიწყდა. არც არაფერი არ შემიხსენებია. ჩვეულებრივი სახით წამოვდექი და გამზადება დავიწყეთ. მანქანში ჩავსხედით და არც იქ არ მითქვამს არაფერი. ან რა უნდა მეთქვა მთელი გზა ისედაც მეძინა. მანქანა, რომ გაჩერდა მივხვდი, რომ მოსულები ვიყავით, მაგრამ ძალით არ გავხილე თვალები. იოანემ ამიყვანა ხელში და ისე წამიყვანა სახლისკენ. ვიგრძენი, რომ თოვდა. ფიფქები ისე ნაზად მეყრებოდა სახეზე ლამის ისევ ჩამეძინა. აი მაშინ გავახილე თვალები და ავხედე. -უკვე მოვედით? -კი. დაგსვა თუ ასე შევიდეთ. -აუ არა მეზარება სიარული. -კარგით სულთანო._ ღიმილით მითხრა და ლაოყაზე მაკოცა. მე კი სულაც არ მესიამოვნა, რადგან ძალინა გაბრაზებული ვიყავი და სადაცაა ავფეთქდებოდი. ეზოში, რომ შევედით სახლს შევავლე თვალი. ორსართულიანი იყო და საკმაოდ ლამაზიც. პირველ სართულიდან სინათლე არ გამოდიოდა და სიწყნარე სუფევდა, როგორც ჩანს არც იცოდნენ, რომ მივდიოდით. ეზო გაიარა, კარი გააღო და შიგნით შემიყვანა. დერეფანი გავიარეთ და ერთ-ერთ ოთხში შევედით. უცებ შუქი აინთო და თვალწინ გადაიშალა ლამაზად მორთული ოთახი. იქ იოანეს დედა, ბებია, ნია და ნუკუშა იყვნენ. ყველამ ერთად დაიყირა, მათ შორის იოანემაც: -ნია გილოცავთ!-ისე გამეხარდა, ჩმს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მერე იოანესკენ მივატრიალე სახე და ყელზე მოვეხვიე. -შენ რა გეგონა დამავიწყდა? -კი. კაი ეხლა დამსვი. -კაი წამო დედაჩემი და ბებია გაგაცნო. იატაკზე ვისკუპე და იოანეს დედისკენ წავედით. -დედა ეს მიაა, შენი მომავალი რძალი. ნია ეს კი დედაჩემია ლიზა. -რძალი კი არ შვილი._ შეუსწორა მან და ჩამეხუტა._ ჩემი შვილიკო,რემდენი ხანი ველოდი, შენაირს გოგოს ჩემი იოანეს გვერდით. ჩემო საყვარელო._ ამ ქალისგან იმდენი დედობრივი სითბო და სიყვარული მოდიოდა, თავი ევღარ შევიაკვე და ტირილი ამივარდა. -რა გატირებს საყვარელო?_ გაოგნებული მიყურებდა იოანე. -ჩემთვის შვილი არასდროს არავის არ დაუძახია და თავი ვეღარ შევიკავე._ ძლვს ამოვთქვი. -კარგი რა._ და გულზე მაგრად მიმიხუტა. შემდეგ ბებიამისი გამაცნო, ქალბატონი ნელი. ისიც ისეთივე თბილი ქალი აღმოჩნდა. ყველანი დივნებზე ჩამოვსხედით. მე იოანეს გვერდით, ნია და ნიკუშა ერთად, ხოლო ლიზა და ნელი ერთად. საუბარი მე დავიწყე. -ყველას დიდი მადლობა ამ სურპრიზისთვის, ისე გამეხარდა ვერც წარმოიდგენთ. -არა რის მადლობა შვილო. -არა არა რის მადლობა, არ არის საჭირო._ ჩაერია სიცილით ნია. -შენ ქალბატონო, არ უნდა გეთქვა, რომ ასე აპირებდით? -კიდე რა გინდოდა? -კაი ახლა მორიჩით კინკლაობას!_ ჩაერია სიცილით იოანე. -ადექით შვილო, მშივრები იქნებით! -კი დედა, თანაც როგორ მშია! წამო._ და წელზე ხელი მომხვია. სასდილო ოთახში გავედით. ყველანი მაგიდას მივუსხედით და ვივახშმეთ. ამდენხნიანი მგზავრობით ისე დავიღალე, რომ იქვე მაგადასთან იოანეს მხარზე მიმეძინა. როგორც ჩანს მანვე ამიყვანა ოთახშიც. მეორე დილით, რომ გამეღვიძა იოანე ოთახში არ დამხვდა. ალბათ დაბლა იქნებოდა. სწარფად ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. მისაღებში შევედი. ყველა სრული შემადგენობლით დამხვდა. -დილამშვიდობისა._მივესალმე ყველას. ასევე მათაც. იოანე კი წამოდგა და გარეთ გამიყვანა. -რა ლამაზია აქაურობა._მართლაც ყველაფერი ენით აუწერელი იყო. ეს თოვლი ხომ ყველეფერს უფრო ნათელს ხდიდა. იოანეს კი არც არაფერი არ უთქვია ჩემსკენ მოიწია და მაკოცა. -როგორ მომნატრებია შენი ტკბილი ტუჩები. -მეც. შენ წარმოიდგინე._ და კიდევ ერთხელ ვაკოცე. -დღეს სტუმრები გვეყოლება. -ეხლა მაინც მითხარი ვინ იქნებიან. -ჩემი მეგობრები. -გასაგებია და აქ რამდენ ხანს დავრჩებით? -ოცდახუთ დეკემბრამდე ვიყოთ და მერე ხომ ქორწილითვის უნდა მოვემზადოთ. -არც კი მჯერა, რომ ქორწილი გვექნება. -არც მე. -ლიზას და ნელის უთხარი. -აუ, არა დამავიწყდა. -წამო ერთად ვუთხრათ, თან ნიასთვის თქმა ამ ერთ თვეში არც კი მომგონებია. სულ გამოვშტერდი._ ხელი მოვკიდე და სახლში შევედით. -მე და ნიამ რაღაც უნდა გითხრათ? -გისმენთ შვილო._სათნო სახით შემოგვხედა ლიზამ. -ოცდათერთმეტ დეკემბერს საღამოს ქორწილი გვექნება!_ერთად ვახარეთ ყველას. -გილოცავთ შვილო ზუსტად შენი დაბადების დღის წინა საღამო აგირჩევიათ. -რა? არ უნდა გეთქვა თუ პირველ იანვარს გქონდა დაბადების დღე?_ გაბრაზებული სახით შევხედე. -კაი, რაიყო. მერე ყველა ერთდ ჩევენკენ წამოვიდა და ჩაგვეხუტნენ. ისეთი ბედნიერი ვიყავი იმ წამსაც. როგორც იქნა მეც მყავდა დიდი და ბედნიერი ოჯახი. ცოტა ხანში კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. კარი ლიზამ გააღო. ოთახში ექვსი ახალგაზრდა შემოვიდა. იოანეს მეგობრები. ერთი გოგოც იყო. ეს კი შემოსვლისთანავე ისე ჩამოეკიდა კისერზე, მაშინვე გავიფიქრე, რომ მისი აქ სტუმრობა მგონი კარგად ვერ დამთავრდებოდა. ნუ არ უნდა მეეჭვიიანა, მაგრამ რა ვქნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.