ჩემი ძმაკაცის შეყვარებულს შეყვარებული ავახიე ( თავი 3 )
ესე გრძელდებოდა ბავშვობიდან მანამდე, სანამ .... -ანიტა სად არის? -კაბას იცვამს -ვიზაჟისტები უკვე მოვიდნენ -ვიცი და ზედა სართულზე იქნება, იქ ვნახავ -მიდი შენ აირბინე და უთხარი 3 საათიღა დაგვრჩათქო -ანკას დაურეკე შენ -მგონი ანიტასთან ერთად არის -კარგი ვნახავ -ანიტ, აქ ხარ? -შემო ნუც -ვიზაჟისტები უკვე მოვიდნენ -ვიცი გამაფრთხილა მაკამ -ბიჭები სად არიან? -შოთასთან, საქმეებს აგვარებენ. -არა არ არიან შოთასთან, ბარში სხედან ქვემოთ და ჩვენთან ამოვლენ ეგრევე. - ჩაერთო ანკა -2 საათი და 51 წუთი გვაქვს -კარგი ნუ მაჩქარებ მაცადე -ჩაიცვი გოგო მალე, ქვემოთ უნდა ჩაგიყვანო -ანკა კაბა შემიკარი და ამას უთხარი ნუ წიკვინებს -კაი ნუცა გეყოფა მართლა, ნერვიულობს აცადე -რა ანერვიულებს ყველაზე ლამაზი პატარძალი იქნება ვაფშე, არა ანიტ?! -თუ ნერვებს არ დამაწყვეტ მადლობას გეტყვი- გაბრაზებული მზერა ვესროლე და უცბად ტონი შევარბილე- აუ მაპატიე რა, მართლა ძაან ვნერვიულობ -კაი რა იყო არ გადაგაგდებს - გამიცინა ნუცამ და ოდნავ ხასიათზე მოვედი. მაშინ რა ვიცოდი რო ეს სიტყვები შეიძლებოდა გამართლებულიყო 2 საათში გამზადებულები მაყრიონის მოსვლას ველოდებოდით. ლოდინი საუკუნედ გაიწელა და როგორც იქნა შოთა შემოვიდა დაძაბული სახით. ღიმილით შევეგებე და მეწყინა კომპლიმენტი რო არ უთქვამს. -ხალხი სად არის?- შევეცადე არ შემემჩნია ქ-ანიტა მისმინე, ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რო ჯერ ადრეა ჩემთვის ოჯახის ექმნა. ძალიან კარგი გოგო ხარ და არ გეგონოს რო არ მიყვარხარ, მიყვარხარ უბრალოდ ეხლა ცოლს მართლა ვერ მოვიყვან. ჯერ არ ვარ ამისთვის მზად. სამსახურიც კი არ მაქვს და ჩემი მშობლების კისერზე ვარ... აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი როგორი მთელი ძალით გლიჯა ვაკომ ყბაში და ჩემი აწ უკვე ყოფილი საქმრო როგორ გადავარდა უკან -აქამდე არ გიფიქრია ამაზე შე ა*ვარო? რატო სთხოვდი ცოლობას თუ ესე არაკაცურად უნდა მოქცეულიყავი. რამდენჯერ გელაპარაკე და მეუბნებოდი ცივ ნიავს არ მივაკარებო. გახსოვს რამდენჯერ გითხარი არ ხართ ამისთვის მზად, ჯერ ადრეა თქვენთვის-თქო?!! ამაზე მანამდე არ უნდა გეფიქრა? თუ მაინცდამაინც გინდოდა ყველას ელაპარაკა რო ჩემი და ქორწილში მიატოვეს? და თან ვინ მიატოვა, ვიღაც *ირმა შოთა ახალკაცმა? - მთელი ხმით ღრიალებდა და თან მუშტების რტყმას არ წყვეტდა -ვაკო შეეშვი შემოგაკვდება- ხელებში ეცა მგელაძე -საბა შემეშვი!! შემეშვი-მეთქი!! ამას უნდა შეარჩინო ეს ამბავი? შენი და ქორწილის დღეს მიაგდო და მეუბნები შეეშვიო?! -ხო იცი რო არავინ აპირებს ამისთვის ამ ყველაფრის შერჩენას, უბრალოდ ეხლა აქ და ამ სიტუაციაში არა- თვალით ანიშნა ჩვენკენ ვაკო მოტრიალდა, დაინახა როგორ უემოციოდ ვიდექი და შეშინებული თვალებით ვუყურებდი. დაინახა ანკა რომელიც დედაჩემს ეხუტებოდა ,ბებიაჩემი რომელიც ტიროდა, ნუცა რომელიც ცეცხლებს ყრიდა და მზად იყო თვალები ამოეთხარა იმ წუთას იმ არაკაცისთვის და ყველაფერს გეფიცებით გამკეთებელი იყო. მამაჩემი რომელიც მისი მოკვლის მეშვიდე ვარიანტს განიხილავდა. ნია რომელიც ბაბუაჩემს წყალს ასმევდა და ერთი სული ჰქონდა წიხლებით შემდგარიყო წაქცეულ შოთას. გვერდით დაინახა ბიჭები: რატი რომელიც მუშტებს ისეთი ძალით კრავდა, ხელებზე ძარღვები ჰქონდა გამობერილი. ცოტნე რომელიც სიგარეტს ეწეოდა და რომელმაც შემდეგ ახალკაცის ლოყაზე ჩააქრო ნამწვავი. საბა, რომელიც მთელი ძალით უჭერდა ხელს რო დამშვიდებულიყო და რეზი, რომელიც იმ წუთას ჯიბიდან კასტეტს იღებდა. ამ უკანასკნელის გააზრება ცოტა გვიან მოხერხდა, როცა შოთას უკვე სახიდან სისხლი სდიოდა. მამაჩემმა მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ზემოთ აგვიშვა , მე ჩამეხუტა და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა ხო იცი რო ეს არ შერჩებაო, თავზე მაკოცა და თვალი ჩამიკრა. შემდეგ აღარ ვიცი ქვემოთ რა ხდებოდა, უბრალოდ რატის გინება და ცოტნეს და საბას ხმები მესმოდა, რომელიც მის დამშვიდებას ცდილობდნენ გაანებე თავი, შემოგაკვდებაო. მე არ მიტირია, მაგის გამო ცრემლებს ნაღდად არ დავღვრიდი. ნუცაზე ჩახუტებულს ჩამეძინა და რო გავიღვიძე, დავინახე რო ყველა თავზე მედგა -რა იყოთ რას დამტირით, კი არ მოვმკვდარვარ- ვეცადე მხიარულად მეთქვა და გარშემომყოფებს გავუღიმე. მთელი დღე არ მომშორებიან გვერდიდან. საღამოს უკვე წასვლა რო დააპირეს ანკა შემომიბრუნდა -არ გინდა შენთან დავრჩე? -არა , კარგად ვარ, მართლა- ვაკოცე და გავაცილე. წავიდნენ თუ არა ჩემოდანი გადმოვიღე და ბარგის ჩალაგება დავიწყე. წერილი დავტოვე სადაც მოკლედ მქონდა ახსნილი რო ეხლა რო არ წავსულიყავი, უბრალოდ შეუძლებელი იყო. აუცილებლად გულის გადაყოლება მჭირდებოდა, თან რაც შეიძ₾ებოდა მალე. შესაბამისად, ტაქსი გამოვიძახე და სტამბულის რეისზე ავიღე ბილეთი. იქიდან კი ჩართტერით გადავფრინდი ნიუ იორკში და ერთ დღეში შევიცვალე ყველაფერი: საცხოვრებელი გარემო, გარშემომყოფთა წრე და მიზნები. დავიწყე ყველაფერი ნულიდან და ჩემით მივაღწიე გავმხდარიყავი ის ვინც ეხლა ვარ. ამის შემდეგ ჩველებრივად აღარაფერი ყოფილა სანამ არ დავბრუნდი. დავბრუნდი და თითქოს ნელ-ნელა ყველაფერი კალაპოტს უბრუნდებოდა. -აუ ანიიტ, შენი ჯიმი ჩუს ფეხსაცმელი მათხოვე რა- შემოვარდა ნია ჩემს ოთახში -რად გინდა ჯიმი ჩუს ფეხსაცმელი რესტორანში- გავუცინე და კარადიდან ზემოთხსენებული გამოვიღე -აუ შენს ნაჩუქარ კაბას და ჩანთას დააკვდება ზედ - ყუთი გამომართვა -რატო იპრანჭები არ მესმის- გავუცინე და ჯინსები გამოვაძვრინე ტანსაცმლის მთიდან- ლიზას გასაცნობად მივდივართ, ელიზაბეტ მეორის კი არა -ჯერ ერთი ჩვენ ვიცნობთ უკვე შენგან განსხვავებით და მერე მეორეც ისეთ ზმანებზე იჩითება შეიძლება დაეცე - ხელიდან გამომგლიჯა შარვალი და საწოლზე ისროლა- მთელი ამერიკის მაღაზიები ჩამოზიდე და კიდე ამას იცვამ გოგო? -ყველაფერი არ წამომიღია, ზოგი იმ სახლში დავტოვე, ეს კიდე ცოტაა იმასთან შედარებით - მხრები ავიჩეჩე და ისევ იმ ჯინსს დავწვდი -შენ მე მგონი მილიონერი გახდი და გვიმალავ ხო?- ეჭვის თვალით შემომხედა ნიამ და ისევ წამართვა შარვალი- ნორმალურად ჩაიცვი გოგო -აი კაი ვის ეპრანჭები ნეტა გამაგებინა -აუუ აბა იმ ლიზამ მიიპყროს სხვების ყურადღება და ჩვენ დაგვჩრდილოს? ხო იცი რო მაგის შანსს არ მოგცემ -კარგი კარგი, შენ ამირჩიე მაშინ რა ჩავიცვა. ოღონდ ძაან გადაპრანჭულიც არ მინდა -ღმერთო, ამ ტანსაცმელებით მილანში ვივლიდი თავაწეული და ეს გარდერობში ალპობს ამ ყველაფერს - აწუწუნდა და ეგრევე მომიტრიალდა- რო რამე ხო მათხოვებ ხოლმე? - რო გითხრა არათქო აზრი აქვს?! -ნწ- თავი გაიქნია და კაბა მესროლა სადარბაზოდან გამოვედით და რეზის მანქანისკენ წავედით -ამ სიცხეში ამხელა მაკიაჟი რათ გინდოდა ნიუშ? - გადაკოცნა და აათვალიერა- რა ლამაზი ხარ გოგო, ამას მიმალავდი? -ნუ ცანცარებ ჯანჯღავა- დაეჭყანა კენჭაძე და თმა ხელით გაისწორა -არა ეს ჩემს თვალწინ დაქალდა და რამე მარა, ანიტ, შენ და კაბა ნაღდად ვერ წარმომედგინეთ. როგორ შეცვლილხარ და გალამაზებულხარ -შეგიძლია გადაკვრით მაინც არ მიკბინოთ მაგ თემაზე? ჰოდა რაო? გალამაზებულხარო ხო?- წარბი ავწიე და მზერა გავუსწორე რეზის -სულ ლამაზი იყავი მაგრამ ეხლა რაღაც საოცარ ფორმაში ხარ -ვვარჯიშობდი და ხო აზრზე ხარ - გავარკვიე სიტუაციაში და კორპუსებს ავხედე - ვის ველოდებით? -პრინციპში არავის. რატი ლიზას გაუვლის, ვაკომ გოგოები წაიყვანა და ცოტნე და საბა იქ არიან უკვე -წავედით მაშინ - რეზის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე და გრაციოზულად ჩავჯექი -ანიტ, შენ მართლა ესე დაიხვეწე თუ გვატყუებ? - სარკიდან გამომხედა და მზერა გამისწორა -იქაურ ელიტასთან ვბირჟაობდი წელიწადზე მეტი და შენ როგორ გგონია? -არა მაინც გაქვს რაღაც მშობლიური შერჩენილი- დამშვიდდა ჯანჯღავა და მანქანა ადგილიდან დაძრა რესტორანში რო შევედით უკვე ყველა მისულიყო. რეზის აქეთ-იქიდან ხელკავი გავუკეთეთ მე და ნიამ და ჩვენი მაგიდისკენ გავემართეთ. -აი ეს მესმის- დაუსტვინა ცოტნემ და სკამიდან ადგა- რა ლამაზები ხართ ტო -ტო- გავაჯავრე და წყვილისკენ გავიხედე- გამარჯობა -მივესალმე თავაზიანად და გავუღიმე- მე ანიტა ვარ, ამ სამეგობროს ერთ-ერთი წევრი -მოღალატე წევრი- დაამატა ციბაძემ -ცოტნე გაჩუმდი - ვუჩქმიტე შეუმჩნევლად და ლიზას ხელი გავუწოდე -შენზე ბევრი მსმენია, რაც რატის სამეგობროს შეკრებებზე ვყოფილვარ, ძირითადად სულ შენზე ლაპარაკობდნენ -ხო?! რა საინტერესოა.. და რას ამბობდნენ? თუ საიდუმლო არაა -რას მიირთმევ?- შეგვაწყვეტინა რატიმ -შენ არ უნდა მომესალმო? -დღეს ხო გნახე -ხო რავი -ისე მართლა უნდა აღვნიშნო რო ძალიან ლამაზი ხარ -ეგ ვიცი- თვალი ჩავუკარი და ჩემს ადგილზე მოვკალათდი.. -გვერდითა მაგიდიდან ვიღაც ბიჭი გიყურეებს - ჩუმად წაიღიღინა ნიამ და სახეზე ეტყობოდა რასაც ფიქრობდა: „აი კიდევ კაი რო დამიჯერე და ნორმალურად ჩაიცვიო“ -ჯობია არ შეიმჩნიო თორე რაღაც ბიჭები ვერ არიან კარგ ხასიათზე- გავაფრთხილე და მწველი მზერა დავაიგნორე- ისე ეს ლიზა ნორმალური გოგო ჩანს- გადავჩურჩულე ბოლოს -ხო რავი, ცუდი გოგო არაა, პროსტა ჩვენი სამეგობროს შეკრებებზე სიარულს ისე მოუხშირა ზოგჯერ ეჭვიანობა მიპყრობს- დაისისინა და შორიდან გაუღიმა , თითქოს აქ არაფერიაო -შენ ამბობდი ამაზე ძაან მაგარ ზმანებს ჩითავსო?- მივუბრუნდი ნიას და ქათმის სალათა გადმოვიღე -ეხლა არ თქვა არ მომეწონაო, მაგარი დახვეწილი გოგოა -მერე ეს ზედმეტად დახვეწილობა მოსაწყენია, არა? -ეგ ჩვენთვის თორე ისე არა -მე რატის გამკვირვებია ამასთან როგორ ძ₾ებს ჩვენს მერე. ნახე ხმას საერთოდ არ იღებს- ჩაერთო ანკა -ცოტა ჩუმად თუ ილაპარაკებთ დამავალებთ- გადმოგვჩურჩულა საბამ -შენ ნუ გვისმენ და ნუ ხარ ჭორიკანა - შეედავა ნუცა და ლიზას მიუბრუნდა- გეხვეწები ანიტას მოუყევი როგორ გაიცანი რატი -მაგაში მოსაყოლი რა არის -აუ რატი შენ გაჩუმდი, აინტერესებს ბავშვს -ისეთი არაფერი, უბრალოდ წიგნის სახლი როა ბახტრიონზე, მანდ შევედი. იქ იჯდა. მერე წიგნს ვკითხულობდი და გადმომიჯდა. შევყევით ლაპარაკს და მორჩა. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა -გეხვეწები რაზე დაგიწყო ლაპარაკი?- გაეცინა ანკას -იმ წიგნის განხილვა დავიწყეთ- მხრები აიჩეჩა ლიზამ და რატის ლუკმა გადასცდა -აუ სულ მინდოდა მეკითხა, რომელ წიგნს კითხულობდი? - ჩაეძია ნია და უკვე მივხვდი რა თამაშსაც თამაშობდა. -ამმ.. ზუსტად არ მახსოვს..-დაიბნა უცბად- შენ გახსოვს ფისო? რატის ხველება აუტყდა და ბოდიშის მოხდით გარეთ გაიყვანა შეყვარებული -კაით ეხლა თქვენ მართლა გჯერათ რო ეს იქ წიგნის საკითხავად შევიდა და რატი თვითონ გადაუჯდა?! - გადმოგვხედა ნუცამ ირონიულად -ნუ ჭორაობ შენ - შენიშვნა მისცა ვაკომ -აუ შენ ნუ ერევი გოგოების საქმეში- გააჩუმა და წვენი მოსვა. -რატის საქმეში ერევით და გოგოების საქმე რა პონტშია? -ჩვენ რატის კი არა მაგის ფისოს განვიხილავთ- სიცილი აუტყდა ანკას- აი კაი თან როგორ არ ახსოვს რა წიგნს კითხულობდა თან მითუმეტეს თუ მაგისი განხილვა დაიწყეს? -თან რატისაც როგორ გადასცდა ლუკმა- შენიშნა ნიამ -აღარ გაჩერდებით?- გამოგვხედა საბამ -ცოტნე დააოკე შენი ძმაკაცი -როგორც ჩემია, ისევეა შენი -აუ გვაცადეთ ვა- ხელი აიქნია ნუცამ- უეჭველი ევასებოდა რატი, მერე ხელსაყრელი მომენტი მოძებნა. რატი რო შევიდა იმ კაფეში დაახლოებით 15-20 წუთში შეყვა, -გოგო შევიდა კაფეში მე არ შევედი კაფეში? - ცანცარის ხასიათზე დადგა ცოტნე -ხო ოღონდ ცოტა სხვანაირი სცენარია -ხო მერე? - დაინტერესდა ნუცას რეჟისური მონაცემებით რეზი - მერე წინა მაგიდასთან დაუჯდა ისე რო კარგად დაენახა რატის და 3 წუთში ერთხელ შლიდა ფურცელს. კლასიკური თხა და გიგოს ვარიანტია. -და რა საინტერესოა მერე როგორ განვითარდა მოვლენები?- დაეჭვდა კაპანაძს გამოძიებაში ვაკო -მერე ალბათ ფული აღარ ეყო რო ყავის ანგარიში გაესწორებინა -არა ეგ ძაან ნიტო პონტია- შენიშნა ნიამ - ფული არ ეყო არა, ალბათ საკრედიტო ბარათი „დაკარგა“ -რა საინტერესოა სხვა ვარიანტებს რატო არ განიხილავთ- მუღამში შევიდა ჯანჯღავა -ორი მიზეზი არსებობს. პირველი, რატი ვიღაც გოგოს არ დაუჯდებოდა მაგიდასთან -მეორე?- ჩაეძია ცოტნე -მეორე ის რო აშკარად იტყუებიან -თან რაო? ფისოო? - გაახსენდა წეღანდელი ნუცას და სიცილი ატეხა- -ვაიმე მაგაზე მთელი ცხოვრება რო უნდა ვეღავადოთ უკვე გაიაზრა ეგ? - ახარხარდა ციბაძე და ხელი გამკრა- შენ რატო ზიხარ გოგო ჩუმად, ხმა ამოიღე რა აზრის ხარ ჩვენს სარძლოზე -მშვენიერი გოგოა პროსტა რაღაცნაირი უმარილო. აი თითქოს ყველაფერი კარგი აქვს, გარეგნობა, აღნაგობა, მანერები.. მაგრამ რაღაც მაინც აკლია და ვერ ვხვდები რა - დავფიქრდი წამით- ანუ არა რატისებურია თითქოს -ხო ეგ ჩვენც შევნიშნეთ- დამეთანხმა ანკა - გამოვააშკარაოთ რას წარმოადგენს სინამდვილეში. ესე ათასში ერთხელ ნახვით როგორ უნდა გავიცნოთ -ბაზარი არაა, გეგმა მაქვს - ამაყად განაცხადა ნუცამ და ჩვენკენ წამოსულ წყვილს შეხედა- კარგ დროს მოხვედით -რატო რა ხდება?- დანტერესდა რატი -ყველა შევთანხმდით რო ძალიან დაცხა ხო? -და? -და ის რო სადმე უნდა წავიდეთ ერთი თვით მაინც. თან გავერთობით, თან დავისვენებთ, თან ჰაერს გამოვიცვლით, თან ანიტას მოენატრა ჩვენთან ერთად ყოფნა და იტოკში ყველაზე კარგი დროა -თან ლიზაც წამოვა ხო? - დაამატა ნიამ და ყველამ მისკენ გავიხედეთ -მე.. იცით.. არ ვიცი , ვნახოთ- გაგვიღიმა დაბნეულმა -კარგი რა, რა ვნახოთ. არამგონია თქვენ - ორი თითი წყვილისკენ გაიშვირა- დიდხანს ძლებდეთ უერთმანეთოდ -ნუ კარგი წამოვალ- დაგვთანხმდა ბოლოს და რატის გახედა -ხოდა ვსო გადაწყვეტილია. ხვალ ვბარგდებით და ზეგ ჰაიდაა- წამოვდექი ადგილიდან - წავედი მე, უნდა გამოვიძინო, ხვალ დიდი დღეა და ზეგ კიდევ უფრო დიდი. კოცნა გავუგზავნე და კარისკენ დავიძარი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.