შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილები.(მეოთხე თავი)


20-02-2018, 16:54
ავტორი liar girl
ნანახია 1 358

4თავი.
*
“მოგენატრე?”
გაშეშდა.
*
ძვლების ატკიებამდე მოგნატრებიათ? მოგნატრებიათ კივილამდე? ტკივილამდე, გაფრენამდე?
მოგნატრებიათ იმდენად, რომ სიგიჟემდე მოგდომებიათ მისი ნახვა?
მონატრებას სიყვარული იწვევს. ადამიანი, რომელიც გიყვარს გაგიჟებამდე, მაშინ როდესაც შენს გვერდით არ არის, სიგიჟემდე გენატრება.
სიყვარული?
დიდი მცნებაა!
არ შემედავოთ! სიყვარულის პირისპირ ჩვენ ყველა შეუძლონი ვართ. ვერ ვაკეთებთ ვერაფერს და გვინდა არ გვინდა გვიყვარდება.
*
“გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა მონატრების შემდეგ? გახსოვს ყველა ემოცია რაც ჩემი დანახვისას იგრძენი?! მითხარი, რომ გახსოვს, იმიტომ რომ მე მახსოვს. ყოველი ემოცია, ყოველი პულსის აჩქარება, გულის ბაგა-ბუგი.
როგორ მაკანკალებდა შენი მონატრებისგან. როგორ მინდოდა შეგხებოდი და ვერ გეხებოდი.
გახსოვს ჩუმ-ჩუმად ჩემს ჟაკეთს, რომ თან ატარებდი? როგორ გეგონა, რომ არც ერთხელ შემინიშნავს. როგორ გაფაციცებით მეძებდი როდესაც ჩემი ესემესი მიიღე.
ჩვენი ნოემბერი?
როგორი გიჟი ღამე იყო!
ელენა.
ყველა დეტალი მახსოვს, მითხარი, რომ შენც..”
*
უნივერსიტეტიდან გამოსული ყოველ დღე გაფაციცებით აცეცებდა თვალებს. აკვირდებოდა ყველა მანქანას, ყველა მაღალ ბიჭს. ყველას ვისაც შავი ოდნავ მოზრდილი თმა ჰქონდა. ყველა ვინც შუა ნოემბერში გიჟივით დადიოდა ტიტველი.
მონატრების ჩახშობა ვერაფრით, რომ ვერ შეძლო მის ჟაკეტს ატარებდა სულ. ყველგან სადაც შეიძლებოდა და არშეიძლებოდა ეცვა. უყვარდა სუნი რომელიც არ განელებია მის ჟაკეტს.
ნოემბრის საღამოს ნელა მიუყვებოდა ქუჩებს. არ წყვეტდა მანქანებზე და ხალხზე დაკვირვებას.
გული გამალებით უცემდა და მიზეზი ვერ გაეგო.
ტელეფონი იმდენად მოელოდნელად აზუზუნდა, რომ შეცბა. ნელა ამოიღო ჯიბიდან და შეტყობინება ურეაქციოდ წაიკითხა სანამ ადრესატის სახელს არ დახედა.
“დათა”.
“მოგენატრე?”
გაშეშდა.
გულმა გაასმაგებულად დაუწყო ცემა. პულსირება აუჩქარდა და სუნთქვა გაუხშირდა. სწრაფად გაიხედა ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ.
კვლავ აზუზუნდა ტელეფონი.
“მითხარი!”
იმ მომენტში ალბათ რას არ მისცემდა მისი სახე მაინც, რომ დაენახა.
და კი, შეყვარებული იყო ბიჭზე, რომელიც სულ რამოდენიმეჯერ ყავდა ნანახი.
სიყვარული ეგრეა რა, როდის მოვა როდის წავა ვერ გაიგებ. მთავარია მალევე გაანალიზო, თორე იმდენად დიდი ნარკოტიკია ბოლომდე გჭამს.
“ორი თვე გავიდა, დათა.”
გაუაზრებლად გააგზავნა შეტყობინება და იმის იმედით, რომ შეიძლებოდა საიდანღაც გამოჩენილიყო ადგილიდან არ იძვროდა.
“დათა..!”
ხელმეორედ გააგზავნა შეტყობინება.
“ჩემი ჟაკეტი ძალინ გიხდება და ის ფაქტი, რომ ნივთი რომელიც მე მეკუთვნის შენ გეხება, ჭკუიდან მშლის..!”
დააჟრჟოლა,
იმაზე მაღლა ავარდა პულსირება ვიდრე შესაძლებელი იყო.
“მოდი!”
მე გეუბნებით, ჩემი დაიჯერეთ იმ დროს ელენეს დათა, რომ არ ენახა უეჭველი გაგიჟდებოდა. ადამიანი ვერ შეძლებს ახსნას და აღწეროს ის რაც იგრძნო მაშინ ელენემ.
ნოემბრის ცივ ღამეს, დათას მონატრებით მორეულმა, საკუთარ თავთან პირველად აღიარა, რომ შეუყვარდა.
პასუხი არ იყო, შეშინებულმა ეკრანს თითები სწრაფად დაუსვა და მესიჯი ხელმეორედ გააგზავნა.
“დათა, მომენატრე!”
და იმ დროს ჭავჭავაძის ქუჩა მარტო ორ ადამიანს ხედავდა. ხედავდა გოგონას, რომელიც მონატრებისგან გაგიჟებულიყო, ბიჭს, რომელიც ბედნიერი უყურებდა მის ტელეფონზე შემოსულ ესემეს, სიგარეტს ნაფასს ურტყავდა და უყურებდა ყველაზე ლამაზ გოგოს დედამიწაზე.
რა ძალას შეიძლებოდა გაეჩერებინა?
ვერანაირს.
ვერ შეიკავა, თავი ვერ შეიკავა და სიბნელეში შემალული ლამპიონის შუქზე გამოჩნდა.
*
ყველაზე დიდი ბედნიერება ის მომენტია მონატრებულ ადამიანს, რომ ხედავ. მაშინ ყველა გრძნობა, ყველა ემოცია ერთნაირად გიტევს. მაშინ გჯერა, რომ თუ თქვენ ორნი ერთად იქნებით გაფრენასაც შეძლებთ. შეძლებთ დედამიწის ბირთვი თქვენ იყოთ.
შეძლებთ იყოთ ყველაზე ბედნიერი ადამიანები დედამიწაზე!
*
ვცდილობ გამოვნახო სიტყვები, რომლებიც შეძლებს ახსნას ელენეს განცდები და არა მარტო ელენესი, დათასიც. რომელმა მოკვდავმა შეიძლება მოახერხოს მათი გრძნობების ახსნა და განმარტება.
მე არ ვიცი! მე ვერ შევძლებ.
ადგილზე გაქვავებული მხოლოდ იმას ხედავდა, რომ მისთვის ძალიან ნაცნობი სხეული უახლოვდებოდა. იმ მომენტში სუნთქვაც კი დაავიწყდა.
ისევ ისეთი იყო, მაგრამ მაინც განსხვავდბული. შეცვლილი, მაგრამ თან არ. ამჯერად თეთრი საროჩკა არა, მაგრამ თხელი მაისური ეცბა. ნოემბერის ცივ ღამეს, მხოლოდ მაისური ეცვა.
ხელები შარვლის ჯიბეში ჩაეწყო და იღიმოდა, რაღაცნაირად, ჯერ რომ აქამდე ელენესთვის ასე არასდროს გაუღიმია.
ღმერთო! როგორი იყო?!
ყურებში წუილი მაშინ გაიგო მის წინ რო დადგა, შარვლის ჯიბიდან ხელი, რომ ამოიღო და იქამდე გააჩერა სანამ სახეზე შეეხებოდა.
როგორი რთულია ემოციების კონტროლი, არადა არ უნდოდა ეჩქარა. ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ყოფილიყო ყველაფერი.
ააკანკალა, სიცივისგან არა. სურვილისგან, რომ შეხებოდა!
-არ მეტყვი რამეს?
არც უფიქრია ისე დაილაპარაკა. მერე ენაზე იკბინა და ღრმად ამოისუნთქა.
დათას სერიოზულ სახეს ოდნავ შეეპარა ღიმილი.
სულ წამით მაინც, რომ ჩამოესვა მის სახეზე ხელი! სულ წამით მაინც.
-მოგენატრე?
დაიბნა.
ხელებმა კანკალი დაუწყო. ერთმნეთში ახლართა და ნერვიულად ტუჩების კვმეტა დაიწყო.
-ნოემბერია დათა!
-მოგენატრე?!
-ჩაიცვი, გაცივდები.
მისი ჟაკეტი რომელიც მოცმული ჰქონდა გაიხადა და გაუწოდა.
-მოგენატრე?!
არ უპასუხია. მისკენ მიიწია და ჟაკეტი მოახურა. არ უნდოდა, მაგრამ ელენეს თითები მაინც მოხვდა დათას სხეულს.
-ელენე! ეს აიღე და ჩაიცვი.
სწრაფად გაუწოდა ჟაკეტი, სახე გამკაცრებოდა.
-დათა, გაცივდები!
-ამ მაიკასაც გავიხდი იცოდე.
გამაფრთხილებლდ გადახრდა და სახე უფრო დაასერიოზულა.
-სიცივის შეგრძნება არ გაქვს?! არ ჩავიცვამ.
მობეზრდბულმა ჟაკეტი რომელიც ხელში ეჭირა ელენეს მარცხენა მხარზე დაადო, მერე მაიკა გაიხადა და ის მარჯვენა მხარეს გადაადო.
გაგიჟებული უყურებდა ელენე და ვერ ხვდებოდა დათა შუა ნოემბერში რას აკეთებდა.
ასეთი იყო, გიჟი, რომელსაც შეეძლო სიცივეში მაიკა გახდილი ყოფილიყო.
არ გაჩერებულა, გზა გააგრძელა და სიგარეტს გაუკიდა თან.
მიდიოდა იქამდე სანამ ელენეს ხმამ არ გააჩერა.
-მომენატრე, ჰო, ძალიან. ასე მგონია ჭკუიდან ვიშლები. საერთოდ ნორმალურია ეს? არა, შენ არ ხარ. ეს ცხადია! ჩემი გრძნობები ნორმალურია შენს მიმართ? ნორმალურია, რომ ახლა სიტყვებს ვერ ვაბამ ერთმანეთს?! სად იყავი? გეკითხები! რას გამოჩნდი ან რას გაქრი! ღმერთო. გაიყინები, იცი რა მოგივა? ნორმალური არ ხარ! საერთოდ ოდნავადაც კი!
ვერ დააფიქსირა ისე გამოუტყდა გრძნობებში დათას. ისე მიახალა ყველაფერი რასაც გრძნობდა. ხმის ტემბრსაც აეწია და ვერც ამას აცნობიერებდა.
დათა კიდევ იღიმოდა, პირის გახევამდე იღიმოდა.
არადა დღეს საკუთარ თავს მკაცრად უთხრა, რომ იქამდე მიყვებოდა სანამ სახლში არ ავიდოდა. არ გამოჩნდებოდა და ცოტას კიდევ მოანატრებდა თავს.
ეს, რომ ვერ შეძლო მერე მკაცრად თქვა, რომ არ შეეხებოდა.
ა რ ა !
არც ეს არ გამოუვიდა. ახლა ყველაზე საყვარელ ელენეს, რომ არ შეხებოდა ჭკუიდან შეშლა არ ასცდებოდა.
-იცი ახლა, რომ გრძნობებში გამომიტყდი?
ხმამაღლა სიცილით დაუყვირა შორი მანძილიდან დათამ.
-დათა!
-იცი ახლა როგორი საყვარელი ხარ?
-დათა-მეთქი!
-იცი როგორ არ მინდოდა დღეს, რომ მენახე?
-დათა! გაცივდები!
-იცი როგორ მინდოდა კიდევ უფრო მოგნატრებოდი?
-მინინგიტს აიკიდებ!!
-იცი როგორ არ მინდოდა შეგხებოდი?!
-დათა, გთხოვ!
-რას?
-ჩაიცვი!
-რომ ჩავიცვა კოცნის უფლება მექნება?
მთელს ჭავჭავაძეს ესმოდა მისი სიცილი. ელენე კი იმდენად დაიბნა ორი წუთი სამყაროს გამოეთიშა.
-ჩაიცვი, რა.
ორი სიტყვა ძლივს წარმოთქვა.
-არ მექნება?
-დათა..
-ჩახუტების?
-დათა ჩაიცვი!
-ჩამეხუტები?
-გთხოვ!
-ელენე, კი თუ არა?
-ჰო!
-ჰო?
-ჩაგეხუტები.
*
“არასდროს დამავიწყდება ჩვენი პირველი ჩახუტება. არ დამავიწყდება რა სუნამო გესხა მაშინ. როგორი გაყინული თითები გქონდა და როგორ ნაზად მხვევდი ხელებს. არადა ყველაფერი როგორ ნელა უნდა მომხდარიყო. რანაირი ხარ ელენა? ახლაც ვერ ვხვდები.
რას არ მივცემდი ახლა შანსი, რომ მქონდეს ჩვენი ნოემბრის ღამის დაბრუნების.
მენატრები, უზომოდ მენატრები.”
*
მაშინ ყველაზე თბილი დათას სხეული იყო რომელსაც შეიძლებოდა შეხებოდა. არანაირი ქურთუკი, გათბობა ვერ შეძლებდა გაეთბო ელენე ისე როგორც გაათბო დათამ. მორიდებულად, მაგრამ მაინც ხვებდა ხელებს. სურნელი რომელიც ასე ენატრებოდა კვლავ გრძნობდა და დამეფიცება იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო დედამიწაზე.
-ჩაიცვი.
ხელები ნელა შეუშვა და უნდა გამოწეულიყო დათამ უფრო რომ მოხვია ხელები.
-გთხოვ, ცუდად გახდები.
უკვე ემუდარებოდა.
-ცოტახანი, გთხოვ რა, ელენა.
“ელენა” ისე უცნაურად მოხვდა მის ყურს. არასდროს უხმარიათ ეს სახელი მის მიმართ. სიამოვნებისგან დააჟრჟოლა.
“ელენა” როგორი ლამაზი სახელი იყო! როგორი სასიამოვნო მოსასმენი იყო ბიჭისგან, რომელსაც ელენესთვის ყველაზე ლამაზი ხმა ჰქონდა.
თმები რომელიც მის ლავიწებზე იყო ჩამოყრილი გადაუწია.
-არამგონია გაციება შენც აგცდეს, ნოემბერში ასე არ უნდა იარო, ელენა.
ისევ!
ისევ ეს სახელი.
-მეუბნება ბიჭი, რომელიც ასეთ სიცივეში მაიკა გახდილი დგას.
-შენ ხო მათბობ.
სწრაფად გამოიწია, თვალი ჩაუკრა და ისევ ჩაეხუტა.
ორი თითი ყელზე გადაუტარა და კმაყოფილებისგან გაეცინა.
მაიკა გადაიცვა, ელენეს კი მისი ჟაკეტი მოაცვა.
-ნახვამდის.
დაბნეულმა ჩაილაპარაკა და ხელებს რომელიც ერთმანეთში ჰქონდა ახვეული დახედა.
-ახლა საერთოდ არ დამემშვიდობე და საერთოდ არ გამიგია ეს. - ჩაეცინა და კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა. - და საერთოდ არ გიფიქრია რომ დღევანდელი ასე დასრულდებოდა.
-სახლში უნდა წავიდე.
ჩუმად ჩაიბუტბუტა და საკუთარ თავს უწინასწარმეტყველა, რომ დღეს გათენება არ აცდებოდა.
-სახლში მიმყავხარ მეც.
სიგარეტი ჩაწვა და მისი მანქანისკენ აიღო გეზი.
-არ მოდიხარ ელენე?
ელენ-ე და არა ელენ-ა.
არადა როგორი სასიამოვნო იყო.
-ფეხით წავალ..
ვითომ ჩუმად ჩაიბურდღუნა, მაგრამ მაინც შეძლო გაგონება დათამ.
სახე შეეცვალა და ღიმილი გაუქრა.
-ჩავთვალოთ ეს არ გამიგია. დაჯექი!
*
ისეთი გამაყრუებელი სიჩუმე იყო ნერვებს, რომ ანგრევს. დაძაბულობისგან არ იცოდა რა ექნე. ხან ტელეფონს ათამაშებდა, ხან ხელებს ატკაცუნებდა, ხან ტუჩებს იკვნეტდა.
თან საკუთარ თავს აზრზე მოყვანას სთხოვდა. გადახარშული ნორმალურად არც კი ჰქონია რა მოხდა.
გათიშულმა ვერც მიხვდა როდის მოვიდნენ. ერთ წერტილს მიშტერებოდა და ტვინში ათასი რამე უტრიალებდა.
-მოვედით.
-მადლობა. ნახვამდის.
უკვე უნდა გადასულიყო, მაგრამ გააჩერა.
-არ გადახვიდე.
-რ..რატო?!
ღვედი შეიხსნა, მძიმედ ამოიოხრა ელენესკენ გადაიხარა და მასაც შეუხსნა ღვედი. მისკენ მისწია და სახეზე ხელები დაადო. თავდაუნებურად დახუჭა თვალები და მისკენ მიიწია. შუბლი შუბლზე მიადო, მანძილი ძალიან შემცირდა. დათას სუნთქვას გრძნობდა სახეზე. ისევ ხმამაღლა ამოისუნთქა დათამ და შუბლი უფრო მაგრად მიაჭირა.
-მეც მენატრებოდი. - ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა. თითებით თმაზე ეთამაშებოდა. - თავს ძლივს ვიკავებ ახლა, რომ არ გაკოცო. ძალიან მინდა გაკოცო, ელენა!



№1  offline წევრი Mmariami)

ვაიმეეეე
რანაირიააა.
დათასნაირი.
როგორ მიყვარს.
როგორი იდეალურია.
დათასნაირი.
ჩემი დათა.
ჩემი.
ელენ ა ს დათა.
საოცარი.
ჩემი ოცნების ბიჭი:).
დათა.
როგორ მიყვარს.
ნეტა იცოდე როგორ მიყვარს.
ს ა ო ც რ ა დ.
ისე, მარტო დათას სიყვარული რომ შეიძლება ეგრე.
ისეთი სხვაა.
სხვა ‘ფერის.
დათასებური.

შენ? შენზე რა ვთქვა?
ისე მეამაყები, ისეთი ამაყი ვარ შენს გამო.
ისე გაიზარდე:) ისეთი სხვა ხარ:) როგორ მიხარია რომ ჩემი ხარ.
ჩემი ნიჭიერი.
საოცარი მწერალი:)
რეებს წერ? რეებს ქმნი? აფიქსირებ?
რამდენი ხანი გავიდა და
შენ? შენ საოცრებებს ქმნი.
როგორ მეამაყები.
უზომოდ.
სულ ესეთი იყავი რა.
სულ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent