ერთი ამოსუნთქვით
შავი მრგვალი საბურავი, ჰაეროვნად მისრიალებდა სველ მოლიპულ გზაზე, თითქის არც კი ეხებოდა ასფალტს, ფრენის სიმულაციას ქმნიდა და ალბათ მალე გაფრინდებოდა კიდეც. შეგრძნებით აღტაცებული უფრო და უფრო ატრიალებდა მარჯვენა ხელს და სისწრაფეც უფრო იმატებდა. არ უყვარს წვიმა, არაა მისი ამინდი მაგრამ გაზაფზულის დილის სურნრლს განსაკუთრებულს ხდიდა. შავი ქურთუკი, შავი ჩაფხუტი. ეს იყო საბა ლუკავას საყვარელი სამოსი. გასული რამდენიმე წუთის შეგრძნება კვლავ მოყვებოდა, დაფიქრებულ და წარბშეკრულ სახეს ხანდახან ღიმილი გადაურბენდა. *** ვიწრო, ტანზე მომდგარი კაბით ცისფერი საროჭკითბდა და წვრილი მაღალი ქუსლებით მიაპობდა გზას. ოსტატურად ეკავა ნახევარი მკლავით მისი საყვარელი ჩანთა. თითებში გამომწყვდეული იყო მისი ნახევრად ოქროსფერი და ნახევრად ვარდისფერი ტელეფინი რომელიც მზის შუქის მიხედვით იცვლიდა ფერს. სასიამივნო განწყიბას მხოლოდ წვიმის წვეთები უკარგავდა წითურ ხვეულ თმას რომ უსვეებდა, თუნცაღა ღიმილი მაინც გაიელვებდა გასული რამდენიმე წუთის გახსენებებისას. *** მხოლოდ ერთი მოსახვევიც და უკვე სამსახურის კართან იქნებოდა, რომ არა, არსაიდან გაჩენილი წყლის ტბა და ჯანდაბა, კიდევ უფრო არსაიდან გაჩენილი ჩაფხუტიანი. მართამ გააზრებაც ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე სველი. ხელიდან უებურად გაუვარდა ჭიქა, რომელიც მისი საყვრელი კაპუჩინოთი იყო შევსებული. ამ უკანასკნელის ვარდნასთან ერთად გაისმა დამუხრუჭების ხმა. მართამ მხოლოდ ახლა გაიხედა ჩაფხუტიანისკენ, რომელმაც ფეხის მარტივი მოძრაობით გააჩერა მოტოციკლეტი და პარალელურად ჩაფხუტი მოიხსნა. -შენ რა სულ გაგიჟდი? ტროტუარი არ ასრებობს გზაზე რომ არ იარო? მართა ერთ ხანს დაბნეული უსმენდა და ეგონა ეჩვენებოდა მარგამ სულ ორი წამი დასჭირდა გასააზრებლად და დაიწყო. -უკაცრავად?! თუ თქვენი ხმის ტონი და ეს შენიშვნა ბოდიშს ნიშნავს მიღებული არ იქნება! საერთოდ, მხედველობასთან პორობლემები გაქვს, შუქნიშანზე ჩემ გზას თუ ვერ ამჩნევ, ამ რაღაცის მართვის უფლება როგორ გაქვს ძალიან მიკვირს! ერთი ამოსუნთქვით ჩაამთავრა მართამ ისე რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია. -რაღაცის? ცოტა კორექტულად ახალგაზრდავ. ეს რაღაც კიარა ცხოვრებაა, მაგრამ ალბათ შუქნიშანი ვერ შევნიშნე. ღმერთო სულ სველი ხარ. -არ დაგიმალავ მომწონს დანაშაულს რომ გრძნობ, მაგრამ ეს სულაც არ მიშველის ეხლა. გოგონა ძირს დაიხარა უკვე ყავისგან გათავისუფლებული ჭიქა აიღო ნაგვისურნაში მოათავსა და გრაციოზულად გაემართა "რაღაცისკნ", როგორც მან რამდენიმე წამის წინ უწიდა. მასზე კომფორტულად მოკალათდა. საბა გაოცებული უყურებდა, თითქოს ამ წამს საოცრება დაენახოს. -ღმერთო! მხოლოდ ოცი წუთი მაქვს სამსახურში რომ არ დავაგვიანო! შენ კიდევ ადგილიდან არ იძვრი. ხელები მაღლა აღმართა და მობეზრებული სახით გადახედა ბიჭს. გოგონას სახლთანღა აღმოხდა რომ არავინ მჯდარა მის მოტოციკლეტზე. არავის აძლევდა უფლებას. მართას მხოლოდ გაეღიმა, მოსწინდა, ყოველთვის ყველაზე მეატად სიამივნებდა, როდესაც რაღაც დოზით, რაღაც ვითარებაში, პირველი იყო. ხშირად ეუბნებოდნენ რომ პირველი, იყო ვისაც რაიმე მნიშვნელოვანი უთხრეს. პირველი იყო ვის გამოც ეს გააკეთეს და აი ეხლაც სწორედ ეს უთხრა საბამ. მხოლოდ ორი სიტყვით შემიფარგლა. -მალე ჩამოვალ. სადარბაზოს მიაშურა. საბა გარემოს თვალიერებით გაერთო, არაფერი განსაკუთრებული ძველი კორპისები, რამოდენიმე ახლად აშენებული ორსართულიანი სახლი, დიდი ეზოთი და ახლად ამოსული ყვავილებით. მართლაც ძალიან მალე შეავლო თვალი საბამ გოგონას, რიმელსაც ცისფერი ზედა თეთრით და შავი მოკლე კაბა იდნავ გრძელით ჩაენაცვლებინა. გაოცებულმა გახედა "როგორც წესი გოგოებს დიდი დრო სჭირდებათ, " გაიფიქრა. მაგრამ როგორც ჩანს მას არა. -ახლა საით? -იგივე ადგილზე, სადაც ჩემიყავა დამაღვრევინე. გოგონას ხმაში იგრძნიბოდა განსაკუთრებული სინანული. რათქმაუნდა მას ეს არგამორჩენია და ღიმილნარევი ხმით თქვა. -საინტერესოა. -რა? -კინაღამ სისხლი დაგაღვრევინე და რატომღაც შენ ყავის დაღვრა უფრო გაწუხებს. ამ უკანასკნელზე ირივეს გაეცინათ დაადგილს მოსწყდნენ. -შენ არიცი. -რა? -დილის ჰაერზე და გაზაფხულის სურნელებასთან ერთად კაპუჩინო სრულ რელაქსაციას აწყობს. ბიჭს მხოლოდ გაეღიმა და ძრავა უფრო მეტად აახმაურა. მართა ძლიერად ხვევდა ხელს განსაკუთრებით მაშინ როდესაც მანქანის წინ გაღწებას აპირებდა. მკაფიოდ გრძნობს მის სუნამოს, იმდენად სასიამოვნო იყო მისთვის რომ წამით გაიფიქრა, "ნეტავ სადმე უსასრულოდ მივდიოდეთ". თავის ფიქრებზე თვითინვე გაეცინა და სიცილ ნარევი სუნქვა, შეეხო საბას მხრებს. -მადლობა. -არაა საჭირო. -ხო მაგრამ მაინც. -წარმატებული დღე. გოგონამ გაუღიმა და ნაცნობ გზას გაუყვა. "გიგრძვნიათ ოდესემე რომ კონკრეტული ადამიანი შენდ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის?! " სწორედ ეს სიტყვები გაახსენდა მართას, მისივე საყვრელი ფილმიდან, "before we go". როდესაც ეს კითხვა პირველად მოისმინა არავინ გახსენებია, მაგრამ ახლა ჩაბხუტიანმა გაახსენა. რა სისულელეა ამ სიტყვებს არავითარი კავშირი არ აქვს მასთან. თავადვე გააპროტესტა და კიბეები სწრაფად აირბინა. ცდილობდა მწვანე ფერისთვის მიესწრო მაგრამ, არა, წითელზე მოუწია გაჩერება. " და საერთოდ მხედველობასთან პრობლემბი გაქვს, და შუქნიშანზე ჩემ გზას ვერ ამჩნევ ამ რაღაცის მართვის უფლება არ უნდა გქონდეს". ბიჭს გაეღიმა მისი სიტყვების გახსენებაზე. მხოლოდ ერთი შუქნიშანიც და უკვე სამსახურის კარი შეაღო. -ნინ კაპუჩინო ჰო? -აუ ჰო რა გიო. -ერთი კაპუჩინო მეც რა ძმურად. -ვა საბა შენ? კაპუჩინო? -ჰომ მირჩიეს დილის ჰაერზე არაფერი შეედრებაო. -ეგრე რა! -მიდი, მიდი და ჩემ დესკთან ვიქნები. ცხელი ყავის დანახვისას, გაანალიზა რომ თავისდა უნებურად შემოუშვა თავის ცხივრებაში სრულიად უცხო და ეს არ იკმარა, ახლა ცდილობს ის ემოცია იგრძნოს რასაც ის გრძნიბს. დღე სწოროედ ისე დაიწყო როგორც მწვანე თვალება იწყებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.