შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯვარედინი სიყვარული მაფიაში(თავი მეორე)


21-02-2018, 01:24
ავტორი მანჯგალაძე
ნანახია 1 399

ზაფხულის ცხელი დღეები იდგა. მდუღარე ქალაქიდან ხალხი დასავლეთისკენ ან საზღვარგსრეთ მიემგზავრებოდა... ქალაქში მხოლოდ მომუშავე ხალხს თუ შეხვდებოდით...საცობი მაინც იყო, მარა არა ისეთი როგორიც წელიწადის სხვა დროებში, ხალხი ვინც თბილისიდან არ გადიოდა ლისის ტბაზე ან უკეთეს შემთხვევაში აუზებზე მიდიოდა მაგრამ უკეთესი შემთხვევა მხოლოდ საფულის სისქეზე იყო დამოკიდებული...
ლისზე ჩვენც ავდიოდით მე და ლელაც... ვიზაგრებოდით, თავიდან წყალში შესვლა ვიუარე მაგრამ მაინც ვენდე ლელას შედეგს. მანამდე ვნებივრობდი სანამ დაავადება არ ავიკიდე ,მას მერე არ ჩავსულვარ წყალში მაგრამ ლისზე მაინც ავდიოდით, მანამ სანამ ჭკუა არ ვიხმარე და ბათუმში არ წავედით დასასვენებლად.
ბათუმი
როგორც ყოველთვის ბათუმის სანაპიროზე უამრავ ქართველ თუ არაქართველს მოეყარა თავი, მათ შორის იყვნენ ღარიბები, მდიდრები, ,,ფეშენ’’ ხალხი, და ელიტა.ქართველები,რუსები, აზერები, ზომხები,თათრები, ჩინელები, დაღესტანელები, ამერიკელები,და დიდი რაოდენობით ჩვენი საყვარელ-სანუკვარი თურქებიც კი. პატარა ,,დუბაის’’ ჰგავდა ჩვენი ბათუმი, ისე პარპაშებდნენ უცხოელები თითქოს თავიანთი ქვეყანა ყოფილიყოს... ჩვენ მათ ვემსახურებოდით. მაგრამ რას ვიზავთ, ,, მოხდების ხოლმე არწივი დაჭრილი დაბლა დავარდეს, მაგრამ ქათამი ზეცაში ვერასდროს გაინავარდებს’’ მომაგონდა ეს ფრაზა მაგრამ ამ შემთხვევაში ქართველებს რომელი პოზიცია გვიჭირავს დასკვნას თქვენ მოგანდობთ...
ჩვენ თითქმის ყოველდღე ვსტუმრობდითზღვის სანაპიროს, ტანზე გამონაყარი მქონდა ჯერ კიდევ შერჩენილი. იმ იმედით რომ კანი გამეწმინდებოდა მლაშე წყლით არ ,,ვმაზავდი’’არც ერთ დღეს ჩასვლის პერიოდიდან.მინდა გითხრათ, გამონაყარმაც გამიარა და სახეც კი გამისუფთავდა, ერთადერთი ჩემი გრძელი თმები დამენანა, რომელსაც ვერ ვარჩევდი თმები იყო თუ ,,მაჩალკა’’ იმდენად გამიუხეშდა. მაგრამ უამრავი კრემების და ბენდენის წყალობით თმებიც მოვიწესრიგე.
***
ჩვენთან სამეზობლოდ ერთი ბიჭი ცხოვრობდა,ბავშვობიდან მახსოვს ეს ბიჭი მამაჩემის ძმაკაცის შვილი იყო... ძირძველი ბათუმელი, მამა და დემური ბიძია წლების წინ დამეგობრდნენ მას მერე რაც სახლი ვიყიდეთ აქ, მახსოვს მეზობლების გაცნობის დღისთვის დედამ სუფრა გაშალა და ყველა მოიწვია... მაშინ ვატო რიჟა ბიჭი იყო... ყველაზე ნათლად კი მახსოვს დედაჩემის კალთაში მოქცეულიყო ვატო და ქათმის ბარკალს შეექცეოდა. ხელები და ტუჩები მთლად გაზეთილი,უფრო გაქონილი, ჰქონდა...
გადავწყვიტე ვატოსთვის დამეძახა ბავშვობიდან მომწონდა ვატო... ჩვენ ერთხანს რაღაც სასაცილო რომანიც კი გვქონდა რომელიც მხოლოდ ქაღალდზე ნაგლეჯი წერილებით და აივანზე ამოსვლით შემოიფარგლებოდა მანამ სანამ მამამისმა არ გამოიჭირა და სასტიკად არ დასაჯა... როგორც გავიგე სახლიდან არ უშვებდნენ... და სახლში რა ხდებოდა და როგორ სჯიდნენ უამრავი ლეგენდა დადიოდა...
კარებთან მივედით მე და ლელა... და დავაკაკუნეთ ერთდროულად.კარები ვატომ გაგვიღო.
-როგორ ხარ ვატო?
-კარგად შენ როგორ ხარ? -თბილად დამხვდა არ ველოდი
-იცი ყავა მაქ დადგმული იქნებ დაგვეწვიო...
-კარგი გამოვიცვლი და ამოვალ- მითხრა ვატომ ვატო ჩვენი გვერდითა ეზოს მეზობელი იყო...
-აუუუ რა სიმპატიური ბიჭია-თქვა ელენემ და ტუჩი მოიკვნიტა
-ეს ჩემია... ამას ვერ დაგითმობ.-ტონს ავუწიე.მერე კი დავცინე და შუბლზე მოვარტყი. -შენი იყოს თუ დაკერე...
სახლში ავედი გამოვიპრანჭე ჩემი ტილოს თეთრი კაბა ჩავიცვი, ლელამ ჩემი ნაჩუქარი შორტები ჩაიცვა რომელიც ცოტა პატარა ჰქონდა, ვატო რომ მოვიდა ლელა შორტებს დაბლა ექაჩებოდა მალევე დაამუღამა მისი ხასიათი და ალბათ ნანობდა კიდეც რომ გრძელი კაბა არ ეცვა...
-სწავლობთ ხო?
-ჰო -თავი დავუქნიე-შენ რაშვრები არ სწავლობ?
-არა არ მაინტერესებს სწავლა...
-ერთად სწავლობთ? მეგობრები ხართ ხო?
-თითქმის ხო... დავუდასტურე-ცოლი არ მოგიყვანია ჯერ კიდევ?
-არა არ მომიყვანია, არ მცალია ოჯახისთვის სხვა გეგმები მაქ.
-რა გეგმები? - წარბი ავუქაჩე და ლოყებიც მიყვა თან
-მამაშენს ვესაუბრე რაღაცა სამსახურს მპირდება- დამაჯერებლად მითხრა.
- ხო მამაჩემი ბევრს უწევს რეკომენდაციას ერთხელაც ვინმე ჩაისვრის და თვითონაც დაკარგავს პოსტს...
-მე არ ვიქნები ეგ ვიღაცა. - კმაყოფილად ამომხედა.
-ვიცი...
***
ღამე მესიჯი მომივიდა ხომ არ დაგველია? დიმო იყო... უჰ როგორ ვგიჟდებოდი ამ ბიჭზე დღევანდელამდე, მაგრამ ახლა მეზარებოდა და უარი ვუთხარი, რამოდენიმე წუთში ლელა შემომივარდა საძინებელში...
-ხო არ უბერავ გოგო შენ?
-შენ რაიყო ცუდი სიზმარი ნახე? დაუკაკუნებლად რატო შემოდიხარ?! ჩემს სტიქიებს ნუ მიფანტავ-ჰა გამოვიცნო? დიმომ მოგწერა არა?
-ხო და წავიდეთ რაა! ჩვენ გამო ჩამოვიდნენ ეგ თემურა და ედი...
-თემურა არა თეიმურაზი ან თემო ან თემური...დავეჯღანე თან ვიმეორებდი თემურა თემურა...
-ვერ წამოვალ მეზარება.
-არ მითხრა საბანაო ვარო... წეღან იბანავე. ახლა კი წავიდეთ ფლზ. მე თუ გიყვარვარ გეხვეწები...
-ჰო კაი წავიდეთ...
ბარში გავედით ბევრი ვიცეკვეთ, ცოტა დავლიეთ... მხოლოდ დილას გავაცნობიერე რომ წინა ღამეს ბევრი მქონდა დალეული , როცა დიმოს ლოგინში სრულიად შიშველი მეძინა... რაზეც პანიკა ავწიე, ტანსაცმელი რომ მცმეოდა მივვარდებოდი და კაი სილასაც გავაწნავდი პასუხმიუღებლად... ისე კარგად ვლანძღე დიმო კი გაოგნებული მიყურებდა...
-კარგი ღამე იყო.
-ნაგავი ხარ.
-არაფერი გახსოვს?
-რა უნდა მახსოვდეს?-ტუჩებზე ხელი გაისვა და ფეხები გადამიშალა... ტრუსით იჯდა კიდევ კარგი მოშვებული ტრუსი ეცვა ,,შორტებივით’’ თორე გული ამერეოდა
-შენ თვითონ მეხვეწებოდი.
-რას?
-ახლა თავს ნუ იდებილებ, და ნუ მადებილებ...
-არ ვიდებილებ დიმო მითხარი რას ვაკეთებ შენს ლოგინში...
-ყავას მოგიდუღებ ცუდად გამოიყურები.
-დიმო...
-ჰო კაი რა პანიკებში ხარ? არაფერი არ მომხდარა ბარში დავლიეთ ბევრი მერე ლელამ ,,აღებინა’’ პირდაპირ შენს ტანსაცმელზე და ედის გაყვა, შენ სად იყავი დაბინავებული არ ვიცოდი, და მაგიტომაც წამოგიყვანე ჩემთან. ტანსაცმელი შევაგდე გუშინ რომ ალკოჰოლს ლაქა არ დაეტოვებინა, ახლა შრება.ჰო საცვლები იმიტო გაგხადე მინდოდა კონფორტულად დაგეძინა თან არ გიხდებოდა ეგენი... ამიტომ გადავყარე... მაღაზიაში ვიყავი და ახლები გიყიდე, ცელოფნის პარკისკენ მიმანიშნა... ხომ გაგიგიათ გამოშტერების პირას ყოფნა ანუ იგივე ,,გამო*ლევებული’’ ვუსმენდი...
-და შენ ნიფხავის ამარა რატო ზიხარ?
- გარეთ რომ ვიყავი საჭმლებზე, და შენს საცვლებზე ჩასული, ძალიან ცხელოდა გადავივლე და ახლა უნდა ჩამეცვა და შენ გაგეღვიძა.
-როგორი დამთხვევებით სავსეა ჩვენი ურთიერთობა...
-ისე წუხელ აღიარე ყველაფერი.-დამცინა
-რასგულისხმობ?
-როგორ მთხოვდი რომ შენთან დავწოლილიყავი? ქალიშვილობას ჩაგაბარებო მეხვეწებოდი...
- შანსი არაა არ ვიტყოდი.-ქვეცნობიერში გამჯდარი კი მქონდა ეგ აზრი მაგრამ რამ მათქმევინა არ ვიცი... რა იდიოტი ვარ... გავწითლდი
-კაი რაა ნუ გერიდება, ისე როგორი ნაზი კანი გქონია... პირველად შევეხე ესეთ სხეულს არ დაგიმალავ... წუხელ ზურგზე გეფერებოდი და გკოცნიდი და მაინც მართლა არაფერი გახსოვს?
-ნუ მესაუბრები ეგრე და საერთოდ რაც იყო დაივიწყე და მეც დამივიწყე...
სახლში მისულს ლელა ძალიან კარგი ხასიათზე იყო...
-ყავას დალევ?
-აუცილებლად...
-ვიბანავე წამოვწექი და ჩამეძინებია....
ბათუმი დავტოვეთ დავტოვეთ ვატოც.... დავტოვეთ ყველაფერი რაც ბათუმს უკავშირდებოდა მოგონებებს ვერაფერს ვუხერხებდით მხოლოდ. დიმომ ტრადიცია არ დაარღვია და ყვავილები გამომიგზავნა, ბოლო დროს მომწონდა ეს ბიჭი. სულ უფრო და უფრო მანებირვებდა. ჩინური სურნელოვანი ეთერზეთები, სურნელოვანი ჩხირები, შოკოლადები ტკბილეულობა და დილით ყავაც კი მხვდებოდა გამზადებული პლასმასის ჭიქაში კარებთან. ძალიან საყვარელი იყო თან უხეში. შორიდან საყვარელი იყო ახლოდან კი იკბინებოდა... უჰჰ ნერვებს მიშლიდა ეს ბიჭი... მაგრამ, მაინც რაღაც ძალა, რაღაცა ვნება მქონდა დაუოკებელი მის მიმართ...
***
მახსოვს 18 სექტემბერი იყო, უნივერსიტეტთან დიმო დამხვდა და სახლამდე გამაცილა სახლში ამოვიპატიჟე თან ერთი შეკვრა ლუდი ვიყიდეთ... ჩიფსები და მზესუმზირები ჩემი საყვარელი შკოლადის ფილაც წამოიღო და შავი რომი... იცოდა ძალიან მიყვარდა...
სახლში არავინ იყო ლელა მალე უნდა მოსულიყო მეგობარ ბიჭთან ვარო მომწერა.
-დავლიოთ თუ ლელას-დაველოდოთ მკითხა დიმომ...
-რავი დავიწყოთ და მოგვასწრებს...- ორი სირჩა გამოვაძვრინე ,,სერვანტიდან’’ წყალი გავუვლე... ჩიფსები შუშის ჯამში ჩავყარე და ბატიბუტს გავურიე... ცოტა მარილიც მოვაყარე და ავრიე... ყველაფერი მაგიდაზე დავაწყვე ფილმი ჩვართეთ და ვუყურებდით... ფილმს ერქვა ,,არ მოკლა კაჭკაჭი’’ თუ რაღაც მაგვარი...
სირჩები შევავსე და დიმოს გავუწოდე სავარძელში ერთმანეთის მოპირდაპირეთ ვიჯექით.
-გაგვიმარჯოს.
-გაგვიმარჯოს მე და შენ.- შმომხედა ღიმილით...
-დაიღალე უნივერსიტეტში?
-კი ცოტა დავიღალე, განტვირთვა კარგია...- ტუჩები მოვკუმე. როცა მასთან მარტო ვრჩებოდი უფრო მორიდებული ვხდებოდი ვიდრე ვინმე სხვასთან ერთად გიგრძვნიათ ოდესმე მსგავსი რამ? მე ძალიან ხშირად...ოღონდ მხოლოდ დიმოსთან.
-რა უნდა გამოხვიდე რომ მორჩები სწავლას?
-დეგუსტატორი...
-რისი ?
-ნამდვილი შავი რომის... -კიდევ ერთხელ მოვსვი სასმისი
-ამდენი მხოლოდ იმიტომ იწვალე ისწავლე რომ დეგუსტატორი გახდე?
-რატომაც არა? ჯერ ეგ მომწონს მერე შეიძლება სხვა რამის დეგუსტატორიც გავხდე...
-მაგალითად?
-წიგნების...
-კიდე?
-თეატრის სუნის...
-მეტს რას მეტყვი?
-შეიძლება მასწავლებელი ან სულაც არქეოლოგი გამოვიდე...-კარგად შევთვერი. რადგან უფრო თავდაჯერებულად მეჭირა თავი... ვგრძნობდი თავს უფრო ვაკონტროლებდი და დაძაბულობა უფრო გამიმძაფრდა...
-ძალიან ბევრი რამე ხო არ გინდა?
-ხშირად ბევრზე მეტად მიუწვდომელი მინდება...
-მეც ეგრე ვარ... -ფეხზე ადგა ზურგიდან მომიახლოვდა და ჩამჩურჩულა-რაც არ უნდა მოგიწვდინო მაინც მიუწვდენელი ხარ. ეს კი დიდი მუღამია,დიდი მუღამია გინდოდეს ქალი მაშნაც კი როცა შენთანაა, შენს მკლავებშია...
-რატომ სვავ შენ ლუდს>?-მინდოდა თემა სხვა რამეზე გადამეტანა, უფროსწორედ მინდოდა ასე ეფიქრა...-რომი ჯერ კიდევ არის
-და შენ რატომ სვავ რომს?
-,,რომს იშვიათი გემო აქვს, იმდენად იშვიათი რომ მხოლოდ განსაკუთრებულებს შეუძლიათ ჩაწვდნენ მის ნამდვილ გემოს, რომი ქალივითაა ყველას შეუძლია გასინჯოს მაგრამ მხოლოდ ერთეულებს შეიგრძნონ და შეიყვარონ’’
-ჩამეხუტე-წამოვდექი და ჩავეხუტე...-შვება ვიგრძენი ეს იყო რეალურად რაც მინდოდა ამის მერე თუნდაც არაფერი ყოფილიყო...ვიგრძენი ის რასაც თავს არ ვუტყდებოდი...



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

ცოტა პატარა თავია, უფრო დიდები დადე, საერთო ჯამში მომწონს

 


№2  offline წევრი მანჯგალაძე

გავიღვალისწინებ ბელუ

 


№3 სტუმარი უსახელოუგვარო

ბათუმზე უაზრობები გეწერა, ყველა ტურისტულ იგივე სიტუაციაა, რაც ბათუმში ზაფხულში, და კი არ ვემსახურებით უცხოელებს, ფულს გამოვიმუშავებთ ტურისტული ბიზნესით, როგორც ყველა ქვეყანაში ხდება ისე. არავინ არავისონა არაა, და არც თურქებისაა ქალაქი, არც ტურისტიც გინდათ აბა და ასე ჰაერზე ფულს არავინ დაგაყრის თავზე.

 


№4  offline წევრი მანჯგალაძე

უსახელოუგვარო
ბათუმზე უაზრობები გეწერა, ყველა ტურისტულ იგივე სიტუაციაა, რაც ბათუმში ზაფხულში, და კი არ ვემსახურებით უცხოელებს, ფულს გამოვიმუშავებთ ტურისტული ბიზნესით, როგორც ყველა ქვეყანაში ხდება ისე. არავინ არავისონა არაა, და არც თურქებისაა ქალაქი, არც ტურისტიც გინდათ აბა და ასე ჰაერზე ფულს არავინ დაგაყრის თავზე.

ეს მხოლოდ შენი აზრია ჩემი აზრი მე უკვე დავწერე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent