გულის ძახილი.თავი 2
როგორ ალამაზებს ადამიანს სიხარული და ბედნიერება,სიყვარულით როგორ ფეთქავს გული,თითქოს გინდა შენი გული შეუთავსო იმ დიდ გულს სადაც უკვე ფეხს იკიდებს საოცარი გრძნობები.მერედა რა გადამდებია ეს სიხარული,ცხოვრება კი იმდენად ხანმოკლეა,რომ მათ მოგერიებაში დიდი დროის დახარჯვაც არ ღირს.სესილი მისჩერებოდა ლუკას რომელიც ღიმილით საუბრობდა ამ საინტერესო მოხუცთან და ფიქრობდა. -ყველაფერი მოხდება ისე, როგორც უნდა მოხდეს,ვერაფერს შევცვლი საკუთარი თავის ჩათვლით.უბრალოდ დავჯდები და დავწერ იმაზე, რომ ადამიანები ვერ გაურბიან ბედისწერას.უეცრად ყურში ჩურჩული გაიგონა. -არასდროს, არავის და არაფრის გულისთვისთვის არ დამალო შენი გრძნობები და შენ აუცილებლად ბ ე დ ნ ი ე რ ი იქნები.თვალი გაახილა.ლუკას სუნი შეისუნთქა და თვალებგახელილს მისი გაღიმებული სახე და ბედნიერებისგან ანთებული თვალები უცქერდნენ.იმ ღამით ბევრი იცინეს,მოხუცმა ბევრი სახალისო ამბები გაიხსენა სესილის ბავშვობიდან,რაც თვით სესილისაც კი აღარ ახსოვდა. -ერთხელ ვერანდაზე გამოვედი და მოულოდნელად რაღაც მაგარი მომხვდა თავში და იქვე წავიქეცი,თვალი რომ გავახილე თვალცრემლიანი სესილი მადგა თავზე და თავისი პაწაწუნა ხელებით სახეზე მეფერებოდა და თან მთხოვდა ავმდგარიყავი.ხელი მოვისვი ნატკენ ადგილზე და ჩემი თავისხელა კოპი მაჯდა.შევხედე და არ მინდოდა შემეშინებინა,მაგრამ მაინც მკაცრად გამომივიდა თქმა.-ვიდექი ბაბუა ფეხზე და დამაყენე?რა გინდოდა,რას მერჩოდი.არ მკლავს ჯერ დალოცვილი ღმერთი და შენ უნდა მომკლა? -ვაიმეეეე,არ მახსოვს.იცინოდა გულიანად სესილი. -შემომანათა მისი დიდი თაფლისფერი თვალები და კუშტად და უტეხად მითხრა.რა გინდოდა ვერანდაზე ამ სიცხეში,მოხუცი რომ ხარ ვერ დაწვები და ვერ დაისვენებ?თურმე ჩემს ზემოთ მეგობარს ეძახდა და ვერ გააგონა,გადაწყვიტა ქვა ესროლა და ხმაურზე ვიღაც ხომ გამოიხედავდა და ის ვიღაც შევრჩი მე. -ძალიან გადარჩენილხართ ძია ფრიდონ.იცინოდა ლუკა. -ისე დავშინდი მის მერე,ჯერ დავზვერავდი ეზოს ის ჩვენი ეზოს ყაჩაღი კიდე ხომ არ მიპირებს რამესთქო და შემდეგ გავდიოდი ვერანდაზე. -ძალიან ვიხალისეთ,ძალიან გავერთეთ და ძალიან კარგი იყო თქვენთან საუბარი,თქვენს გვერდით ყოფნა,მაგრამ უკვე გვიან არის და უნდა წავიდეთ.წამოდგა ლუკა და მოხუცს დაემშვიდობა.წასვლამდე ქოხს გადახედა და მოხუცმა შეამჩნია მის თვალებში დიდი ინტერესი და უთხრა. -ესაა მთელი ჩემი სიმდიდრე ლუკა შვილო. -მინდა ხაზი გავუსვა იმ რთულ სამუშაოს რაც აქ ამ მყუდრო ადგილისთვის არის დახარჯული,თუმცა ვთვლი,რომ ჩემი რეაქცია მართლაც რომ შთამბეჭდავია.შეიძლება შიგნით შევიდე? -როგორ არა,შემობრძანდი.ლუკამ შიგ ქოხში შევიდა და მისი თვალით მოათვალიერა ყველაფერი და შემდეგ მოხუცს გადახედა. -რაღაც იდეა მომივიდა თავში,კარგად დავგეგმავ ყველაფერს და უახლოეს დღეებში გნახავ ძია. -აქ ვარ შვილო,მე აქ თუ მნახავ.აქ ჩემი სამოთხის სხივია,მოვდივარ და ასე მგონია ისევ აქ დამხვდება,მაგრამ კარს რომ ვაღებ წინ სიჩუმე და სიცარიელე მეფეთება.შვილის დაკარგვა ეს იმდენად დიდი დანაკარგია,რომ არ გიადვილდება შეეგუო ამ ტკივილს.უთხრა მოწყენილად ლუკას და ცრემლიც კი გაბრწყინდა ნაოჭებ შეპარულ თვალის უპეებში. -ვწუხვარ ძია,მაგრამ ვერაფერს ვერ შეცვლით.სესილი გავიაროთ ცოტა ფეხით.სესილიმ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და წინ წავიდა. -ასეა,შეიძლება მთელი ცხოვრება უყურო მზის ამოსვლის მშვენიერებას,სხივთა ულამაზესმა ღიმილიმა დაგათროს,მაგრამ დადგეს დღე,რომ მტკივნეულად გათენდეს შენში ის მშვენიერი დილაც კი. -ან ისე იცხოვრო, როგორც უკაცრიელ კუნძულზე,სადაც მუდამ დანისლულია ირგვლივ გარემო. სადაც სევდის უსასრულობა სულს დარდით ავსებს და ეს მუდამ ასე იქნება,მანამ სანამ არ მიხვდები, რომ სიხარულის გასაღები შენშია, რომ შენ თავად ხარ შემომქმედი შენი ბედნიერების, რომ შენში შენ უნდა გაათენო და ყოველი წამი, ისე დააფასო, როგორც უფლის ლამაზი საჩუქარი. -ზღვა მიდის და რჩება,ცხოვრება ასეთია ერთგული და წარმავალი და ასე გადის მთელი ცხოვრება,ტკივილში და ლოდინში. -ლუკა მეუხერხულება,მაგრამ რაღაც მინდა გკითხო. -გისმენ სესილი.რა გაინტერესებს,ალბად თუ იყო ვინმე ჩემს ცხოვრებაში.კი მყავდა,ძალიან მიყვარდა და ცხოვრება მის გარეშე ვერც კი წარმომედგინა,მაგრამ................. -მაგრამ....წარსულში რატომ ამბობ ლუკა. -იმიტომ,რომ ის უკვე წარსულია,ჩემი მტკივნეული წარსული.ძალიან ეჭვიანი იყო და სულ ვკამათობდით,ხანდახან კამათი სერიოზულ ჩხუბშიდაც კი გადადიოდა. -როცა წყვილში ძლიერი სიყვარულია,იქ ჩხუბიც არის თავისთავად.იჩხუბებენ,იკამათებენ,თუმცა ჩხუბის გარეშეც შეიძლება ერთმანეთის მოსმენა.ნუ იფიქრებ,თუ წყვილი არ ჩხუბობს,არასოდეს არ უწევენ ხმას,მათ რა გგონია ჰარმონიული ცხოვრება აქვბთ?სწორედ ამ დროს უნდა აუღო ალღო და ისაუბრო მასთან არა იგივე ტონით როგორც ის საუბრობს,უფრო მშვიდად რადგან მშვიდი საუბარი ორივე მხარისთვის აუცილებელია. -ხოდა მას არ შეეძლო მშვიდი საუბარი,გიჟს ჰგავდა როცა სამსახურიდან ვაგვიანებდი.ერთ დღეს ლოდინით დაღლილს მარტო დაეცალა კონიაკის ბოთლი და შემდეგ მანქანით წამოსულა ჩემთან სამსახურში,მე კი ამ დროს გზაში საცობში ვიდექი და ნელა-ნელა მივიწევდი სახლისკენ.თითქმის სახლს მივუახლოვდი და მისი ნომერიც დაფიქსირდა ტელეფონზე. -გისმენ საყვარელო,უკვე მოვედი და შემოვალ სახლშიც. -უკაცრავად,ტელეფონი მანქანაში ვიპოვეთ.ავტო საგზაო შემთხვევაა,მძღოლი ნასვამ მდგომარეობაშია და გადაყვანილია საავადმყოფოში,ვწუხვართ.სესილი იცი რა დამემართა?მისმა ავადმყოფურად ეჭვიანურმა ცხოვრებამ შეიწირა მისი სიცოცხლე.მას შემდეგ 5 წელი გავიდა და კიდევ ვერ ვიჯერებ,რომ აღარ არის. -ფიქრობ,რომ ფსიქიური გადახრა ჰქონდა? -სამწუხაროა,მაგრამ უნდა ვაღიარო,რომ კი.ფსიქიური გადახრა ჰქონდა,არასოდეს უნდოდა დაენახა საკუთარი შეცდომა.ისეთი ამაყი იყო,თავის თავში ნაკლს ვერ ამჩნევდა.რა სისულელე იყო,მე ხომ ის მისი ნაკლით,მისი შეცდომებით მიყვარდა,მაგრამ არ შემეძლო დამეჯერებინა ჩემს სიყვარულში რომ გაჯიუტდებოდა. -თუ ოდესმე ჩემი ცხოვრება ვინმეს დავუკავშირე,ვფიქრობ არ არის აუცილებელი მუდმივად ერთად ყოფნა.რაც მთავარია,არ უნდა იყოს ერთმანეთში საიდუმლო და როცა ერთმანეთის ნდობაა იქ ყველაფერი კარგადაა.ერთმანეთის გაგებით კი წყვილი ერთმანეთის შინაგან სამყაროს და სურვილებს ავსებს უთქმელად და აუხსნელადაც კი. -მე ვფიქრობ,რომ ოდესმე უნდა დაივიწყო,ეს სიტყვა აღარ იხმარო,რადგან შენს წინ დგას ადამიანი რომელსაც უკვე ძალიან,ძალიან მოსწონხარ სესილი.მთელი ღამე შენზე ფიქრებში დამათენდა,ვასილიკის წასვლის შემდეგ პირველი ქალი ხარ,ვიზედაც ჩემი გულის ფეთქვა შენელდა და გულმა გიგრძნო. -ვფიქრობ,ჯერ ძალიან ადრეა დასკვნების გამოტანა. -ვიცი და მე არ გაჩქარებ,ეს ჩემი ბარათია და როცა შენ ჩათვლი საჭიროდ შევხვდეთ,მეც მაშინვე შენთან გავჩნდები,მე შენს ზარს დაველოდები სესილი.ლუკამ სახლში მიიყვანა სესილი და დამშვოდობების შემდეგ სესილიმ უთხრა სიცილით. -იმედია დღევანდელი შენი გატაცებით კმაყოფილი დარჩი. -ყოველი დამღლელი სამუშაო დღის დასასრულს ასეთ გატაცებას ვინატრებდი.ხვალ მე რომ გაგიყვანო სადმე ქალაქ გარეთ?სესილიმ შეხედა და უთხრა. -ადგილები არ ვიციო,ისევ მე რომ გაგიტაცო გეწყინება?გაეცინა ლუკასაც და სესილის შეხედა და უთხრა. -სესილი ცეცხლთან თამაშს იწყებ და გაფრთხილებ,ნუ ეთამაშები ცეცხლს,დაიწვრები იცოდე. -არა უშავს,ვიცი რომ გადამეფარები.ლუკა უეცრად მოდუნდა და სესილის ბაგეებს შეეხო,ისე რომ თავადაც ვერ გაანალიზა ეს როგორ მოხდა.ეს იყო მოკლე და წამიერი შეხება,შემდეგ უეცრად მოშორდა და ღრმად ამოიოხრა.სესილის შერცხვა და ისედაც ვარდისფერი ბაგეები უფრო გაუვარდისფერდა.თვალი თვალში გაუყარა ორივემ ერთმანეთს და ორივეს გონებაში მათმა ცხოვრებამ გაიარა.ვერცერთი ვერ იღებდა ხმას,უნდოდა ლუკას ეთქვა ,,არ წახვიდე'' მაგრამ ვერ შეძლო.მხოლოდ ჩახლეჩილი და უცხო ხმით უთხრა. -ხვალ,ისევ ამ დროს აქ ვიქნები.სესილიმ შეხედა და მის თვალებში ამოიკითხა მისდამი ძლიერი ვნება და თავადაც უნდა გაცლოდა,თორემ სულ ცოტაც და თავს თავადაც ვეღარ შეიკავებდა. -ხვალ,ისევ იმ დროს ლუკა.უთხრა სესილიმ და წავიდა.სახლში შესული კარებს აეკრა,ღრმად ამოისუნთქა და რამდენიმე წუთი ჩუმად იყო,თითქოს სახლის სუბნელეს თვალს აჩვევდა,მაგრამ მოულოდნელად ჩუქი აინთო და მამიდამ ხელით ანიშნა მასთან მისულიყო. -რატომ არ დაწექი,მე მელოდი?გაუკვირდა სესილის. -როგორ ფიქრობ,შენ ამ დროს გარეთ როცა ხარ მე სახლში მშვიდად ვიქნები,დავწვები და დავიძინებ? -არ გელოდი და გამიკვირდა. -აბა,არაფერს მეტყვი როგორი საღამო გაატარეთ? -დაუჯერებელი მამიდა.ამ ადამიანს ძალიან ბევრი აქვს გამოვლილი, მაგრამ არ იმჩნევს.ტკივილისდა მიუხედავად,ის მაინც ინახავს მის ლამაზ მოგონებებს და ლამაზ წუთებს მისი განვლილი ცხოვრებიდან. -როგორი ადამიანია,შენ როგორ ფიქრობ შეძლებ მასთან გაატარო მთელი ცხოვრება? -არ ვიცი ჯერ.მომწონს, მაგრამ ადრეა მტკიცე გადაწყვეტილების მიღება. -სანამ იმ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამ,რომ ბოლომდე ენდო მას,უნდა გაიხსნა მასთან,უნდა უთხრა სიმართლე,რატომ გტკივა წარსული ასე ძალიან.სიყვარული სახადივით არის,რაც უფრო გვიან შეგეყრება ადამიანს მით უფრო საშიში და განუკურნებელი ხდება. -ვიცი მამიდა,დადგება ეს მძიმე დღეც.წლების განმავლობაში ვერ მოვიშორე ტირილისგან ჩასისხლიანებული და შიშით სავსე თვალები,მენატრებოდა მშვიდი ძილი და ვერ ვიძინებდი,ამიტომ ვიჯექი ღამით ფანჯრის რაფაზე,სიგარეტს მივეჩვიე და ძლიერი ნაპასის დარტყმის შემდეგ თეთრ ბოლს ვარკვლავებისაკენ ვუშვებდი.ვერა,ვერ მიაღწევდა იმ სიგარეტის კვამლი იქამდე,ისე როგორც ჩემი ფიქრები შორეულ მიმავალ ქართან,მაგრამ მე მაინც გავყევი ცხოვრების დინებას.არ მინდოდა იმ ღამის შემდეგ მე სესილი დავრჩენილიყავი ყველას თვალში საცოდავი და უმოქმედო ბავშვი.იმ თეთრად გათენებულ ყველა ღამეში,ჩემი,მხოლოდ ჩემი იდუმალება დევს,ჩემი იდუმალება.აქამდე,არ გამიღმერთებია არავინ,იმ დაწყევლილი ღამის შესახებ რომ მეთქვა.რა თქმა უნდა,ალბად შენც მეტყვი რატომო,განა ვიყავი კი ამისათვის მზად? -არ გეტყვი და არ შეგეკითხები,იმიტომ რომ ვიცი არ იყავი მზად შერკინებოდი ისევ წარსულის მტკივნეულ მოგონებებს. -მაშინ,მაშინ ხომ პატარა ვიყავი.მაშინ ხომ სულ რაღაც 13 წლის ბავშვი ვიყავი მამიდა. -ხანდახან ცხოვრება გვაყენებს თავად მტკივნეულ დარტყმას შვილო,ეს წარსულია და შენ უნდა განთავისუფლდე წარსულის შიშისგან,წარსულის ტკივილისგან. -გავნთავისუფლდი,მაგრამ მე ხომ სრულყოფილი ქალი არ ვარ.შიშმა,იმ ღამის შიშმა ნახევარი ქალი გამხადა.ახლაც გარკვევით მესმის ექიმის სიტყვები, ,,ვწუხვარ თქვენი შვილი ვერასოდეს ვერ გახდება დედა''. -დაწყნარდი,ეს დალიე და დაგაწყნარებს.მამიდამ სესილის ხელზე დამამშვიდებელი აბი დაუდო და წყალიც მიაწოდა,შემდეგ კი თავის ხელით გაიყვანა საძინებელში.ჩაეძინა,დილით კი საათის ნახვა უნდოდა,რომ ტელეფონზე რამდენიმე შეტყობინება დახვდა და გულის ფრიალით წაიკითხა. -ოქტომბრის ღამე,რა ძალიან ადრე აცივდა და არა მარტო გარეთ,უშენობა ატანს ძვალ - რბილში.ხვალ მოვალ და შენი შეხედვა გამითბობს გულსაც,სულსაც და სხეულსაც.ტკბილი ძილი სესილი.როგორ ღრმად დამძინებია,პასუხიც კი არ დამიბრუნებია ლუკასთვის. -დღეს დილით გუშინდელი დღის მიღებული ენერგიით გავიღვიძე.რა სასიხარულოა,როცა თვალს გაახელ და რაღაც ისეთზე გაქვს საფიქრალი,ან ვიღაც საინტერესოზე,რაც ძალიან სიამოვნებას განიჭებს.დილა მშვიდობის დილის ფერიავ.გაეცინა და პასუხი მიწერა. -მიხარია,რომ ბედნიერების და ენერგიის მოზღვავების მიზეზი მეც ვარ. -მართლა შენ ხარ ყველაფრის თავი და თავი,მაგრამ უნდა ვაღიარო,რომ ბედნიერებაზე ფიქრს ვეღარც კი ვბედავ,მეშინია და არ მინდა ეს რაც წუხელ განვიცადე მალე მოკვდეს და გაქრეს თუ ამ ყველაფერს გაგრძელება არ უწერია,მინდა უბრალოდ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს,წყნარად და უმტკივნეულოდ. -არა,არ დასრულდება,რადგან მე მინდა გაგრძელდეს და გაგრძელდეს მუდამ.ამ წუთებმა იცოცხლოს უნდა საუკუნოდ ლუკა. -უკვე მაბედნიერებ სესილი.ბედნიერება მოდის,დაუგეგმავად და თავისთავად ჩვენი შეხვედრა და გაცნობაც ასეთი იყო,დაუგეგმავი და მოულოდნელი.სიხარული შეუმჩნევლად შემოვიდა ჩემში,მიხარია რომ გაგიცანი და იცოდე,სიხარული გადამდებია.ლუკას გაეცინა და სესილიც გააცინა,მაგრამ შემდეგ მოწყენილმა უთხრა. -სესილი დღეს გადაუდებელი საქმე მაქვს შესაძლებელია დამაგვიანდეს. -არა უშავს, დღეს თუ არ მოხერხდება ლუკა ხვალ იყოს. -არ გეწყინება?არ მინდა ცუდად გაიგო,უბრალოდ დღეს წლების უნახავ ბავშვობის მეგობარს უნდა შევხვდე,ვეცდები რომ დროზე დავიხსნა თავი მისგან და შენამდე მოვაღწიო. -არა,მე გიკრძალავ.უნდა შეხვდე,უნდა გაიხსენო წარსულის ლამაზი წლები,წლები რომლებიც ყველასათვის ძნელად დასავიწყებელია. -დაგირეკავ, სესილი აუცილებლად შეგეხმიანები.ლუკამ ამოისუნთქა და შემდეგ ანდრეას დაურეკა. -როგორც იქნა მოიცალე ჩემთვისაც იურისტო. -მისამართს მოგწერ და იქ მოდი,დღეს ისეთ ადგილზე უნდა წაგიყვანო,რომ ცხოვრებაში სხვა ადგილის ძებმა არ დაიწყო როცა განტვირთვა მოგინდება. -კარგი,ვენდობი დღეს შენს გემოვნებას.დრო დათქვეს მეგობრებმა და მოუთმენლად დაელოდა ანდრეასთან შეხვედრას.სესილი რას გრძნობდა ამ დროს?კარგად ესაუბრა ლუკას თბილად,მაგრამ თითქოს გული ჩაწყდა,რომ დღეს ვერ ნახავდა.მამიდამ მიხვდა მისი მოწყენილობის მიზეზს და დაუყვავა. -სესილი უნდა იცოდე,რომ იურისტი ადამიანი ძალიან დაკავებული პიროვნებაა და ხშირ შემთხვევაში თავადაც ვერ იცლის პირადი ცხოვრებისთვისაც კი. -არ მინდა მივეჩვიო იმ გზას,რომელიც მცდარი იქნება.არ მინდა იმ ლამაზი ციდან სეტყვა წამოვიდეს მამიდა და შემდეგ ისე ძლიერ გამოანათას მზემ რომ მისმა სიმხურვალემ დამწვას. -ნუ მიენდობი ცხოვრების აზვირთებულ ტალღებს ძალიან,ისინი ზოგჯერ განსაცდელს გვიმზადებენ.ნუ დაუბრუნდები ისევ იმ ტკივილს რომელიც ლანდად გაქცევს,ნუ დაიკარგები სესილი და შენს თავს შემოუძახე. -მართალი ხარ მამიდა,ლუკა ეს ისეთი იშვიათი ვარსკვლავია ჩემისთანა უბრალო ვერ დადგება მის გვერდით. -სიყვარულს რას გაუგებ შვილო. -არ მინდა ჩავიკეტო,არ მინდა ისევ მარტოსული მერქვას.არ მინდა ქარისაგან განწირული ფოთოლივით ვცახცახებდე,არ მინდა ჩემთვის მზეც გაუფერულდეს და ღამე ჩემს სულში მარტოობამ დაისადგუროს. -აუცილებლად დადგება ის დღე,რომ შენგანაც დასჭირდება თანაგრძნობა და თანადგომა.აბა მორჩი გვემას,მოემზადე და წადი უნივერსიტეტში,საკმარისია ტირილი.დაგირეკავს,მე დარწმუნებული ვარ დაგირეკავს.სესილი მოემზადა,დილის ყავაც მიირთვა,მამიდას დაემშვიდობა და სასწავლებელში წასასვლელად მოემზადა,რომ კარზე ზარი იყო,ორივემ ერთმანეთს შეხედა და მამიდა წავიდა კარის გასაღებად,კარი გააღო და კართან ახალგაზრდა მამაკაცი იდგა დიდი და ლამაზი თაიგულით ხელში. -მგალობლიშვილი სესილი აქ ცხოვრობს? -კი შვილო აქ ცხოვრობს,ვინ კითხულობს. -ეს თაიგული ამბობს სათქმელს თავად დეიდა,რომ იმ სესილის უნდა გადასცეთ.თუ შეიძლება დაუძახეთ,ან თქვენ აიღეთ და აქ კი ხელი მომიწერეთ. -ვინ აგზავნის? -მაპატიეთ,მაგრამ შიგ ბარათი დევს და ის გეტყვით,მე არ მაქვს საუბრის უფლება რამე გითხრათ.უბრალოდ,მე ჩემს სამუშაოს ვასრულებ.მამაკაცმა გაუღიმა,თაიგული გადასცა და კიბეებზე ჩქარი ნაბიჯით ჩაირბინა.ვიკამ ჩაიცინა და სესილის შეუტანა სამზარეულოში უზარმაზარი თაიგული და ასევე ღიმილით უთხრა. -ვერ მოვა დღეს,მაგრამ არ დავიწყებიხარ.აი,მისი პირველი საჩუქარიც მიიღე.სესილიმ გაოცებულმა შეხედა ვიკას და თაიგულიდან ბარათი ამოიღო,რომელიც ღიმილით ჩაიკითხა. -ჩემო სესო ბოდიშს გიხდი,რომ დღეს არ შემიძლია ჩემი სიტყვა შევასრულო,მაგრამ გპირდები,ხვალ აუცილებლად შევასრულებ და იმედია დღევანდელ დღეს მაპატიებ.მაპატიე ისიც,რომ თაიგული შენსავით ლამაზი არ არის,მაგრამ ვფიქრობ დილას გაგიხალისებს და გაგილამაზებს.,,ლუკა''.სესილიმ გულზე მიიდო ხელი და თვალები აუცრემლიანდა,ვიკას შეხედა და უთხრა. -მამიდა,ამას არ ველოდი. -განათლება ძალიან ბევრს ნიშნავს შვილო.ყვავილები ვიკამ დიდ ვაზაში ჩააწყო,კიდევ ერთხელ შეხედა ბედნიერებით სავსე თვალებით და სახლიდან გავიდა.ტელეფონი ამოიღო და მიდიოდა,თან კი ღიმილით წერდა. -იცი?გელოდები,მე კიარა ჩემი გული გელოდება,მე კი ,,გულის ძახილი'' მესმის,შენი ,,გულის ძახილი''ლუკა.პასუხმაც არ დააყოვნა და სესილიმ პასუხიც ღიმილით ჩაიკითხა. -რთულია თავს გამოუტყდე,მაგრამ მიყვარხარ.მომიხმე როცა გაგიჭირდება,დამიძახე როცა მარტო იქნები.სიყვარული, ერთადერთია რის გამოც ღირს ცხოვრება. რომ განიცადო მისი სიტკბოება,მინდა წრფელი გულით გითხრა თუ რას ვგრძნობ.სესილი „ მე შენ მიყვარხარ“. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.