შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო გასეირნება


21-02-2018, 20:07
ავტორი მეოც-ნებე
ნანახია 1 193

0
აგერ უკვე თითქმის მიიწურა ზაფხულის ბედნიერი დღეები, საცაა დავბრუნდები თბილისში და დავუბრუნდები ჩემი ცხოვრების ჩვეულ რითმს.
მზე ჩადის, შეხედე რა ლამაზიააა… ქვიშაზე ჩვენი, ხო ჩვენი, ჩემი და შენი ნაკვალევი რჩება, რომელსაც დროდადრო ზღვის დაუნდობელი ტალღები შლიან, მაგრამ ჩვენ მაინც მივაბიჯებთ, მივდივართ წინ და გაუთავებლად ვსაუბრობთ, დროც სასიამოვნოდ გადის, ნაპირზე ჩამოვსხედით და ზღვის სიმღერას ვუსმენდით და აი ამ დროს შენი ხელის სითბოც ვიგრძენი მოულოდნელად, უკარებას ნიღაბი მოვიხსენი, რადგან ეს თბილი შეხება ძალიან მსიამოვნებდა, ასე გადიოდა წუთები, იქცეოდა საათებად და დგებოდა განშორების წამები, განშორებისა, რომელიც არც შენ გინდოდა და არც მე, წუთები, რომლებიც ასე ძნელი ადასატანი იყო და ვშორდებოდით იმედით, რომ კვლავ გათენდებოდა ახალი დღე და ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს, ისევ შევიგრძნობდი შენი ხელის სითბოს და გავიგებდი შენს სუნთქვას, ვიგრძნობდი შენს აჩქარებულ გულისცემას და დავინახავდი შენს თვალიბს, რომლებიც ჩემს დანახვაზე გიბრწყინდებოდა, მე შენი, შენ კი ჩემი ხმა გენატრებოდა ამიტომ ჩვენი ტელეფონებიც არ იწყენდნენ.
ვსეირნობდით, ვსაუბრობდით, თბილად მიხუტებდი და სახლამდე მაცილებდი და ასე იქამდე სანამ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვი და იმაზე მეტი არ მოინდომე რისი მოცემაც შემეძლო.
ერთი ჩვეულებრივი, არა ამჯერად უკვე არაჩვეულებრივი საღამო იყო. თითქოს წამები საათებად იქცეოდა და კადრი ნელდებოდა, ლამაზი და უცნაური საღამო იყო, მზეც თითქოს არ ჩქარობდა ჩასვლას, ჩიტუნებიც რაღაც უცნაურად დაფრინევდნენ, და ზღვაც უეცრად აღელდა, შენ ისევ მომიახლოვდი და მხარზე ხელი მომხვიე, მაგრამ ამჯერად სიამოვნება აღარ მიგრძვნია შენი ხელის სითბოსგან, დავიძაბე და ამ დროს ვიგრძენი როგორ ინაცვლებდა შენი ხელი მხრიდან შორს ქვევით და ქვევით, შევცბი და განზე გავედი, შენ ისევ შენსკენ მიმიზიდე და მაგრად ჩამიხუტე, თუმცა შენი სიახლოვე უკვე აღარ მსიამოვნებდა, აი იმ კაფესაც მივადექით სადაც უგემრიელეს ნაყინს მივირთმევდით ხოლმე, რატომღაც აღარც ნაყინი მინდოდა თუმცა უარი მაინც ვერ ვთქვი შემოთავაზებაზე.
ცოტახანში დაძაბულობამ გამიარა და ისევ ისე სასიამოვნოდ, ბულბულის გალობასავით ჩამესმოდა შენი ხმა,ისევ პლაჟზე გავედით იქ სიმშვიდე და სილამაზეა, აგერ უკვე მზეც ჩასვლას აპირებს და ულამაზესია აქაურობა. ნაპირზე ჩამოვსხედით ტალღები კი ნაზად ეფერებოდა ჩვენს ფეხებს, მე გავიქეცი და გამოდევნება არც შენ დაგიყოვნებია, უმალ დამეწიე, მე კი წავიქეცი და ქვიშაზე ნაზად დავეცით ერთად. ხელი ხელს შეეხო, გული გულს, შენი გულისძგერა ასე ახლოდან პირველად შევიგრძენი, თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, შეშინებული და დამფრთხალი თვალები, უცებ სიცილი აგვიტყდა და ტალღამაც არ დააყოვნა, დაგვირღვია მყუდროება და ერთმანეთს დაგვაშორა გზა ისევ ჩახუტებულებმა გავნაგრძეთ.
მზე მთვარემ ჩაანაცვლა, მთვარემ, რომელიც საოცრად ანათებდა, ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, ზღვა ჩვეულებრივზე უფრო მეტად ღელავდა, თითქოს ტალღები უბედურების მოახლოვებას მამცნობდნენ, მთვარე ღრუბლებს ამოეფარა და საოცარმა სიბნელემ დაისადგურა, და აი ისევ ის უცნაური გრძნობა ისევ დაძაბულობა და აუხსნელი შიში, რომელსაც აქამდე არ შევუწუხებივარ. ნაბიჯის გადადგმა მიძნელდება, თითქოს ჩემს ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს, მოწყვეტით დავეცი ოქროსფერ ქვიშაზე ვცდილობ მღელვარება არ შევიმჩნიო, ისევ ვიღიმი და ამ დროს ვგრძნობ ისევ შენი ხელის სითბოს ოღონდ ისე არა როგორც ადრე, ვგრძნობ როგორ მოეშვა ჩემი მაისური, ვიფიქრე უბრალოდ მაისურს ბანტი შეეხსნა თქო მაგრამ არა, ის შეგნებულად შემიხსენი და ხელი უფრო ქვემოთ წაიღე, შევიშმუშნე და გაჩერება გთხოვე, შენ კი მოდუნება მთხოვე და განაგრძე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, შევიშმუშნე და წამოდგომა ვცადე, მარამ არ გამიშვი, ძალას მატანდი და როცა ხელიდან გაგასხლტი დარტყმა დააპირე. წამოვდექი და გავიქეცი, გავიქეცი ისე უკან არც მომიხედავს, გავრბოდი მანამ, სანამ თავი უსაფრთხოდ არ ვიგრძენი.
დილით კართან თიგული დამხვდა წერილით სადაც ბოდიშს მიხდიდი. იცი ? გატეხილის შეწებება შეიძლება, მაგრამ ბზარი მაინც რჩება. ამ საბედისწერო საღმომ ჩვენს ლამაზ თავგადასავალს წერტილი დაუსვა, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ფილმები რჩება ხოლმე ისე არა, ჩვენს ურთიერთობას HaPpY EnD-ი არ ქონია.



№1  offline წევრი Gimilis gogo

მომეწონა.. რაღაცნაირად კაი იყო <3 წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent