შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თითქმის დაქორწინებული V


23-02-2018, 11:46
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 826

-ძალიან გთხოვ არ გინდა უაზრო თავის მართლებები.. მე გავიგე ის რაც იყო და დავასრულე ჩვენი ქორწინება,სანამ დაიწყებოდა და ვთვლი,რომ მე სწორად მოვიქეცი.-ავდექი და ისევ საძინებელში დავბრუნდი.
ტანსაცმელი გამოვიცვალე და სამსახურში წასასვლელად მოვემზადე,თუმცა დიტო ისევ სახლში იყო და ჩემი გაშვება არ უნდოდა..
-ძალიან გთხოვ დარჩი..
-რატომ? იმისთვის რომ თავი მართლო?
-არა.. თავის მართლებას არ ვაპირებ.. უბრალოდ მინდა ახალი დასაწყისი..
-რომელ დასაწყისზე საუბრობ დიტო გუშინ დაგშორდა საცოლე.
-მე ის არ მიყვარდა..
-მასე უთხარი იმ ძუკნასაც მე რომ წავედი?-გამეცინა ირონიულად..
-არავისთვის არაფერი მითქვამს.. ყოველთვის შენ მიყვარდი.. მქონდა წამიერი სისუსტები,მაგრამ ჩემს გულში და გონებაში შენს მეტს არავის უარსებია.
-მეც რომ წამიერი სისუსტე გამოვიჩინო.. ავდგე და სხვასთან გავერთო,შემდეგ მოვიდე და ჩემს სიყვარულში გარწმუნებდე.. დაიჯერებ?
-მე რომ გავიგო შენი სხვასთან „გართობის“ ამბავი დამიჯერე იმის უნარი აღრა გექნება რომ ილაპარაკო.. იქვე მიგაწყვიტავ თავს..-ძალიან გავბრაზდი და როგორც შემეძლო ისე ვცემდი.
-დეგენერატი ადამიანი ხარ.. ერთ უჯრედიანო,იმბეცილო.. გეფიცები მოგკლავ..-ვემუქრებოდი მე..შემდეგ შევწყვიტე თმა გავისწორე და ამან კიდევ უფრო გაახალისა.-მოკლედ.. სანამ შენს შტერ საცოლეს დაშორდებოდი და ურთიერთობა გვქონდა ისე გავაგრძელებთ,ან მე გადავალ ისევ ჩემს ბინაში და გავაგრძელებ ცხოვრებას ისე,თითქოს არც გამოჩნელიხარ.
-მაგრამ ჩვენი გრძნობები?
-დიტო დროა საჭირო,რომ გაპატიო არა წარსულში ჩადენილი,არამედ ახლანდელი ამბები.
სამსახურში ჩემი დანახვა ყველას ძალიან გაუკვირდა.. ამბები სწრაგად ვრცელდებოდა..
კაბინეტში შევედი თუ არა ტრადიციულად გოგონებიც უკან შემომყვნენ.. გოგონებმა იცოდნენ მიზეზი,თუ რატომ მივატოვე დიტო საკურთხეველთან ,ამიტომ ბევრი საუბარი არ დაგვჭირვებია.. საღამოს კი კლუბში წასვლა და ცხოვრების გაგრძელების გეგმა დავსახეთ..
საღამოს სახლში,რომ მივედი დიტო დამხვდა რამოდენიმე „ძველ“ ძმაკაცთან ერთად რომელთაც ჩემი დანახვა საერთოდ არ გახარებიათ.. სახეწე წამიერმა ირონიულმა ღიმილმა გადამირბინა,რაც არცერთს არ გამოჰპარვია.. არაფერი მითქვამს პირდაპირ საძინებელში შევედი და მზადება დავიწყე კლუბში წასასვლელად..
საქმიანი ქალის იმიჯი ამ საღამოს ნამდვილად არ გამომადგებოდა..
კარადა გამოვაღე,მაგრამ „ისეთი“ ვერაფერი ვიპოვე,რომ კლუბში ჩაიცმებოდა.. ყველა ტანსაცმელი რაც გამომწვევი,ღრმა დეკოლტე,აჭრილი ან მსგავსი რამ ჰქონდა სადღაც გაქრა..
სასწრაფოდ მოვიცვი ატლასის ხალათი და მისაღებში გავფრიალდი..
-ჩემი ტანსაცმელი სად არის?-მივმართე დიტოს,რომელმაც თითქოს ვერ გაიგო რა ვუთხარი.
-კარადაში არ არის?
-დიტო ჩემი ყველა კაბა თავის ადგილზე დაბრუნდეს არ დაგავიწყდეს ვის ეთამაშები.-ბიჭები თვალს არ გვაცილებდნენ.
მომბეზრდა უაზრო დიალოგი და საძინებელში დავბრუნდი..
ჩვეულებრივ სტილზე ჩავიცვი,ისე როგორც სამსახურში..
კარადაში თვალი მოვკარი დიტოს მაიორის ფორმას და ერთმა გიჟურმა აზრმა გამიელვა..
მაკრატელი მოვძებნე და ფორმაზე მკერდის ადგილზე მგვრალებად ამოვჭერი,ასევე თეთრ პერანგზე ბუმბულები დავუწებე.. ფეხსაცმელებში კი თმის „მუსი“ და წვერისაპარსი ერთდროულად ავაქაფე..
კმაყოფილი სახით გავედი სახლიდან,რადგან ვიცოდი ამ საღამოს მას სამსახურში მოუწევდა წასვლა..
კლუბში ცოტა დავლიეთ,ვიცეკვეთ.. ნამდვილად გავხალისდი,მაგრამ დიტოს სახე მაინტერესებდა როცა ფორმის ჩასაცმელად მივიდოდა..
სახლში მიმავალ გზაზე საპატრულო მანქანამ გამაჩერა..
-საბუთები თუ შეიძლება.-თავის წარდგენისა და „ჩესტის“ შემდეგ გადავიდა მოვალეობის შესრულებაზე,მაგრა იმდენად ნასვამი ვიყავი,საბუთების მოთხოვნა საჭირო აღარ იყო.
-არ მაქვს.-ჩემს პასუხზე ბოდიში მომიხადა და მანქანის წინ გავიდა ნომრის შესამოწმებლად..შემდეგ ტელეფონი ამოიღო და სადღაც გადარეკა.
-ცოტა უნდა შეგაყოვნოთ.-მითხრა მან.
-მაგრამ მეჩქარება სახლში,საშინელი დიქტატორი მყავს რომ დავაგვიანო შეიძლება მომკლას კიდეც.-სიცილით ვუთხარი,მან კი შვისთვალით შემათვალიერა,მაგრამ აღარ მოუთხოვია არც საბუთი,არც სიმთვრალის გადამოწმება მიუხედავად იმისა,რომ გათიშული მთვრალი ვიყავი..
დაახლოებით ნახეარ საათში ჩემი მანქანის უკან გაჩერდა მანქანა.. ვიღაც მანქანდან გადმოვიდა და ჩვენი მაიმართულებით წამოვიდა.. ოფიცერს გაეცინა,მაგრამ სახე დამალა.. დამაინტერესა ვინ იყო და ფანჯრიდან გადავიხედე..
დიტო იყო,დაჭრილი მაიორის კოსტიუმი ეცვა,რომელიც მკერდზე ამოჟრილი იყო და თეთრ ფერანგზე დაწებებული ვარდისფერი ბუმგულები გარეთ გამოწეულიყო.. სერიოზული სახე ჰქონდა,თითქოს ჩვეულებრვად გამოიყურებოდა და არაფერი მნიშვნელოვანი.. რა თქმა უნდა ოფიცერი ვერ გაუბედავდა ვერაფერს,მაგრამ მე აქ რისთვის ვიყავი?...
-მაიორო კარნავალიდან მოდიხართ?-დიტომ ოფიცერს გახედა,მადლობა გადაუხადა და გაუშვა..
-გოგო შენ სულ აიჭერი ხომ? ეს რა ჯანდაბააა?-ფანჯარას დაეყრდონ და დამტუქსველი სახით მიყურებდა.
-იცოდე ასე ნუ მიყურებ თუ არა ტუჩებს მოგაჭამ..-სიმთვრალისაგან რას ვბოდავდი მე თავად არ ვიცოდი.
-გადმოდი მანქანიდან.-კარები გააღო დიტომ.
-რატომ?.. სწორ ხაზზე თუ დავდივარ გაინტერესებს?.-ისევ ისტერიკულად ვიცინოდი..
-გადმოდი,მე დავჯდები.-მკლავში ჩამავლო და მიბიძგა გადმოვსულიყავი,მეც დვემორჩილე..
მანქანაში ჩამეძინა,მაგრამ საწოლში გავიღვიძე..
ავდექი დიტოს დავუწყე ძებმა,მაგრამ ის უკვე წასული იყო..
უცნაურად ვგრძნბდი თავს.. ყველაფერზე ტირილი მინდოდა,ასე სუსტად თავი ბოლოს წლებისწინ ვიგრძენი როცა ყველაზე საშინელი გადაწყვეტილება მივიღე,რაც შეიძლება ქალმა გააკეთოს მთელი თავისი არსებობის განმავლობაში.. მე არ ვგულისხმობ დიტოს მიტოვება.. როცა ყველაფერსმა ჩაიარა,თავს საშინლად ვგრძნობდი,სულ მშიოდა და მუცელმაც ფორმა დაკარგა,ამიტომ გადავწყვიტე ყველასგან ჩუმად ექიმთან წავსულიყავი,რომელმაც მითხრა რომ ექვსი კვირის ფეღმძიმედ ვიყავი.. ეს ჩემთვის შოკი იყო,ენით გადმოუცემელი ტკივილი ვიგრძენი.ერთი კვირის განმავლობაში ვფიქრობდი რა შეიძლება გამეკეთებინა,მაგრამ მე ყველაზე საშინელი გზა ავირჩიე რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება. მე ცხოვრება მოვიწამლე..
მოვკალი ბავშვი.. უმანკო.. უდანაშაულო.. უმწეო,რომელსაც მხოლოდ ცხოვრება,მხოლოდ დაბადება სურდა,რომ დედა ჩაეხუტებოდა,მოეფერებოდა და აკოცებდა.. მაგრამ დედამ ის მოკლა.. თვალის დაუხამხამებლად გაწირა საკუთარი სისხლი და ხორცი,სიყვარულის ნაყოფი,რომელიც ახლა უკვე დიდი ბიჭი ან გოგო იქნებოდა და ენატიტინით ირბენდა სახლში..
დიტომ მიღალატა?.. მე? მე რა გავაკეთე? ნუთუ ეს ღალატზე მეტი არ იყო რაც მე მის წინაშე ჩავიდინე.. მოვუკალი შვილი,რომლის შესახებაც წარმოდგენა არ ჰქონდა.. მიუხედავად იმისა რომ ჩემსავეთ ვერავინ განიცდის ამ ტკივილს,მათ შორის ვერც დიტო.. მე ცხოვრება განვაგრძე,თითქოს ეს სისხლი ჩემს კისერზე არ იყო,თითქოს ხელები საკუთარი შვილის მკვლელობაში არ მქონდა გასვრილი და კიდევ დიტოს ვეჯინებოდი და მისი სეცდომის გამო ვტანჯავდი..
მინდოდა დიტოსთვის მეთქვა რაოდენ ძლიერად მიყვარს.. ამ დილით გავიაზრე,რომ ცხოვრება ხანმოკლეა და მე ჩემი“ მოკლე“ ცხოვრების გატარება მხოლოდ მასთან მსურდა.. მინდოდა მეყურებინა მისი ზღვასავეთ ლურჯი თვალებისათვის,რომელიც ყუველთვის სიყვარულით მიმზერს,მეკოცნა მისი წითელი ტუჩებისათვის და ჩავხუტებოდი ისე ძლიერად რომ მეგრძნო მისი გულის ცემა..
ყველაზე,რთულია იყო იდეალური ქალი და არ დაუშვა ისეთი შეცდომები რაც მე დავუშვი.. ბევრს ვკიცხავდი,ვაკრიტიკებდი.. მეზიზღებოდა ყველა ვინც აბორტს იკეთებდა,მაგრამ მე თავად გავხდი საძულველ ქალი.. არავინ არ უნდა ილაპარაკოს წინასწარ,რადგანა არ იცი ცხოვრება წინ რას გიმზადებს.. მეც მეგონა მეყოლებოდა ბედნიერი ოჯახი,მრავალი შვილი,მაგრამ არც ერთი მაქვს და არც მეორე..
საღამოს,როცა დიტო სახლში მოვიდა დაინახა ჩემი ამდენი ტირილისაგან როგორ ჩამწითლებოდა და დამსიებოდა თვალები.. ახლოს დამიჯდა და ჩამეხუტა..
-რატომ ტირი?-მკითხა მან.მინდოდა მეთქვა მიზეზი,მაგრამ გავჩუმდი.. შემეშინა მისი რეაქციის.
-არაფერი.. სისულელეა.
-ისე დაჭერი რაიმე ტანსაცმელი და შემთხვევით შენიც მიაყოლე?-მკითხა სიცილით..მე კი უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.-კარგი არ დაგაძალებ.. -ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსთან მივიდა.-სახლში მხოლოდ საჭმელად შემოვირბინე.
-ისევ მიდიხარ?
-კი.. რთულ სიტუაციაში გვიწევს მუშაობა და შეიძლება ვერ მოვახერხო მოსვლა..
-მაგრამ მე მჭირდები..-ძლივს გასაგონად ვთქვი.
-ეგ მნიშვნელოვანი არ არის..
-რა არ არის მნშვნელოვანი.. ის რომ მჭირდები?
-კი.. შენს გარდა მე ძალიან ბევრ ხალხს ვჭირდები,რომელთაც რაღაც უჭირს და უაზრო ახირების გამო კი არ უნდათ ჩემს გვერდით ყოფნა.. -არც კი უჭამია ისე წავიდა,ძალიან გაღიზიანდა ჩემი სიტყვებით..
ისევ მოწყენილი ვიყავი სახლში,ვხვდებოდი უკვე დეპრესიის ზღვარზე ვიყავი..
დღეები ისე გადიოდა დიტოს სახლში ვერც კი ვხედავდი.. ძალიან დამღალა ამ გაურკვევლობამ..
ტელეფონის ზარი იმდენად მოულოდნელი იყო,რომ შემეშინდა..
-სოფი რას იზამ წამოხვალ რუსეთში?-მკითხა კოსწიამ..
-არ ვიცი,არ მიფიქრია ამ თემაზე..
-საფიქრალი რა არის,თუ არ წამოხვალ სერიოზული ზიანი მიადგება კომპანიას,თანაც ორ კვირას ოჯახურ გარემოში გაატარებ.-იმდენად მომხიბვლელად ჟღერდა ორი კვირა ოჯახთან ერთად რომ დავთანხმდი..
ბარგი ჩავალაგე და ისე წავედი დიტთვის არაფერი მითქვამს,ან როდის მეთქვა? სახლში არასოდეს იყო ან თუ იყო თავს მარიდებდა.
აეროპორტში კოსწიას შევხვდი და გავფრინდით „სამშობლოში“..
კოსწიას სახლში მივედით სადაც მისი მშობლები და ახალი ცოლი ცხოვრობდა.. ჩვენი დანახვა ძალიან გაუხარდათ.. ჩემი ყოფილი დედამთილი და მამამთილი ძალიან კარგი პიროვნებები იყვნენ,ის ორი წელი რაც მათი რძალი ვიყავი თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი,რადგან მათი სახით მშობლები შევიძინე..
-რა კარგია რომ ჩამოხვედი.-მითხრა ლენამ(დედამთილი)
-კოსწიამ მითხრა რომ თიკო(ახალი რძალი) წინააღმდეგი არ იყო და ამიტომ ჩამოვედი.
-რას ამბობ.. პირიქით ძალიან გამიხარდა რომ ჩამოხვედი.-ყავა მოგვართვა თიკომ.
-თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობ.. ყოფილ დედამთილთან და მათ ახალ რძალთან ერთად ყავას ვსვამ და ვიცინით..
-ასეთი ორიგინალური რძლები მყავს.. კარგია,რომ ერთმანეთში დავა არ გაქვთ.მიუხედავად იმისა,რომ თიკო ჩემი უსაყვარლესი და სათნო ადამიანია,შენ ყოველთვის ჩემს შვილად დარჩები.-სახეზე მომითათუნა ხელი ლენამ და დაგვტოვა.
-არც ისეთი სათნო ხარ არა?-სიცილით ვკითხე თაკოს.
-სათნო არა,მაგრამ კმაყოფილი ვარ ყველაფრით,რაც უფალმა მომცა.. გამიმართლა ქმარში და ვთვლი,რომ ცხოვრებაში გამიმართლა..
-კოსწია მართლაც კარგი ადამიანია და მიხარია ბედნიერებს რომ გხედავთ..
-ნამდვილად.. არცერთი წამი არ მქონია ეჭვიანობის განცდა.. შენ ხომ მისი პირველი ცოლი ხარ,თანაც ასეთი სექსუალური,ვიცი სახლში ბევრჯერ მარტონიც რომ იყავით და საუბრობდით და თუნდაც აქ ჩამოდით..
-საეჭვიანო არც არაფერი გაქვს.. კოსწია ჩემი ფორმალური ქმარი იყო,რომელიც ტკივილის გადატანაში მეხმარებოდა და საშუალება არ მომცა სულით დავცემულიყავი.. ხოლო ეს საუჯახო ბიზნესი მინდა,რომ შენ გადმოგიფორმო.-თიკოს თვალები გაუფართოვდა..
-არა.. რას ამბობ?
-არასწორია თქვენს ცხოვრებაში ვრჩებოდე,შეიძლება ამ წამს არ ეჭვიანობ და პირიქით გიხარია რომ საერთო ენა გამოვძებნეთ,მაგრამ წლების შემდეგ არავინ იცის რას იფიქრებ,ცუდი ენები რა ამბებს ჩაგაწვდის,არ მინდა თქვენს შორის უთანხოება გამოვიწვიო.
-მაგრამ კოსწია არ დაგთანხმდება..
-მე მადლობელი ვარ იმ ბიზნესისთვის,რომელიც მან დამიფინანსა და სადაც თავად არ ფიგურირებს. დავრჩებით მეგობრებად,რომლებიც ერთმანეთს დაბადებისდღეებზე შეხვდებიან,ან სულაც არ შეხვდებიან,მაგრამ კარგი დამოკიდებულება ექნებათ..
თიკოსთან საუბარი დავასრულე თუ არა კომპანიაში წავედით სადაც ადვოკატს საბუთების მომზადება ვთხოვე.. კოსწიას ყველაფერი ავუხსენი და გაგებით მოეკიდა ჩემს გადაწყვეტილებას.. სწორედ ეს მიყვარდა ამ ადამიანში,რომ პროტესტს არაფერზე გამოთქვამდა და პატივს სცემდა ჩემს გადაწყვეტილებებს.
მინდოდა სანამ მოსკოვში ვიყავი,მამა მომენახულებინა,რომელიც პეტერბურგში ცხოვრბდა,მაგრამ ვერ დავუკავშირდი..
დღეები ძალიან მალე გადიოდა,ან მე მეჩვენებოდა ასე რადგან ყოველი დღე სავსე იყო სითბოთი და მზრუნველობით..
ყველა საქმე მოვაგვარე,ამიერიდან აღარ მომიწევდა ჩემი ექს მეუღლის ოჯახთან სტუმრობა,თუმცა მათი დაჟინებული მოთხოვნით წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მომენახულებინა..
თბილისის აეროპორტში ავტოგაქირავებიდან მანქანა ავიყვანე და სამსახურში მივდიოდი,თან მაკიაჟს ვისწორებდი როცა მხედველობის არედან გამომრჩა შუქნიშანის,სადაც წითელი აინთო და ჩემს წინ მდგარ მანქანას დავეჯახეე.აირბაგი გაიხსნა და მასში მოთავსებული მტვერი გადამცდა..
მანქანიდან ქოფაკივით ჩამოვხტი და შევამოწმე რა სჭირდა მანქანას. დარწმუნებული ვიყავი დაზღვევა ამ მანქნის შეკეთებას,“უთოს ფასსს დამიჯენდა“..
ვასაც დავეჯახე იმის მანქანას საერთოს არაფერი სჭირდა.
-შეენ?-მომესმა ნაცნობი ხმა.გავშეშდი,ვერ მივხვდი სად დავმალულიყავი.-მართვის მოწმობას ჩამოგართმევ,ეგ კი არა საერთოდ არ გაღირსებ.
-დიტო რა გინდა?-გაღიზიანებული მივმართე.
-ამას შეხედეთ,კიდევ იქეთ არის გაღიზიანებული.-დიტოს მანქანიდან რამოდენიმე მამაკაცი ჩამოვიდა,აღნაგობით ეტყობოდათ პოლიციელები იყვნენ.
-მაიორო ყველაფერი რიგზეა? იცნობთ ამ გოგოს?-ჰკითხა ერთ-ერთმა
-კი ყველაფერი კარგად არის.. თქვენ მანქანებს მიხედეთ მე კი ამ აბეზარს მოვუვლი.-მკლავში მწვდა და იქვე მდგარი ტაქსისკენ წამიყვანა.
-ხელი გამიშვი.არსად არ მოვდივარ.
-რატომ ხარ ასეთ განწყობაზე? ახსნა განმარტებების გარეშე მე წავედი სახლიდან,რუსეთში ჩემს ყოფილთან ერთად,თუ მე დაგეჯახე და დაგიმტვრიე მანქანა.
-როცა მჭირდებოდი ჩემს გვერდით არ იყავი..
-ვჭირდებოდი თურმე გოგოს.. -ხელი მაგრად ჩამავლო და ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ტაქსში ჩამსვა..
დავუბრუნდით საწყის წერტილს.. ახლა ყველაფრის გადატანა თავიდან მოგვიწევდა.. ყველაფერზე ჩხუბი,ოინები და რაც მთავარია თავიდან ვატკენდით გულს ერთმანეთს,შემდეგ მის მოშუშებას შევეცდებოდით და ამით კიდევ უფრო დავიტანჯებოდით.



პ.ს მაპატიეთ პირადი მიზეზების გამო ვერ დავდე გუშინ და ამ თავის გაყოფა მომიწია.
გპირდებით ხვალ ავანაზღაურებ..
ისე.. როგორია?.. :X ცოტა ავურიე ყველაფერი.



№1  offline წევრი Gotham

Araferic ar agirevia magram es ra iyo
Amas ar movelodi
Sashinlad gavbrazdii yvelaze metad bavshvis mkvlelobas da mitumetes jer ar dabadebulisas vgmob arc ki minda warmovidgino ra reaqcia eqneba ditos
Ise martali xar dzalian patara tavia da velodebi 12is mere

 


Perfect!საოცრება ხარ,სა-ო-ცრე-ბა.
შეუდარებელი იყო და ეს თავიც საშინლად მომეწონა,სიტუაცია კი ძალინ ნაგრად ვითარდება,უფრო მაინტრიგებ და მითრევ რაც მომწონს.შეუდარებელი ხარ ცხოვრება ასე გააგრძელე !! :))

 


№3  offline მოდერი The Dreamer

Gotham
Araferic ar agirevia magram es ra iyo
Amas ar movelodi
Sashinlad gavbrazdii yvelaze metad bavshvis mkvlelobas da mitumetes jer ar dabadebulisas vgmob arc ki minda warmovidgino ra reaqcia eqneba ditos
Ise martali xar dzalian patara tavia da velodebi 12is mere

სულელი მეოცნებე
Perfect!საოცრება ხარ,სა-ო-ცრე-ბა.
შეუდარებელი იყო და ეს თავიც საშინლად მომეწონა,სიტუაცია კი ძალინ ნაგრად ვითარდება,უფრო მაინტრიგებ და მითრევ რაც მომწონს.შეუდარებელი ხარ ცხოვრება ასე გააგრძელე !! :))


ძალიან რთული და მტკივნეული თემაა რა თქმა უნდა და სწორედ ამიტომ ჩავრთე თემაში.. აღწერილი მაქვს ერთი ადამიანის განცდა,რომელმაც მსგავსი შეცდომა დაუშვა და მთელი ცხოვრებაა იტანჯება.. ამ ისტორიას უამრავი ადამიანი და უამრავი გოგო კითხულობს,რომელიც მომავალდში დედები გახდებიან და არ მინდა დაუშვან იგივე შეცდომა და გაინადგურონ დარჩენილი სიცოცხლე.. ყველაზე მეტად ვერ ვიტან ადამიანსებს ვინც საკუთარი სურვილით კლავს შვილს,რომელიც ჯერ არ დაბადებულა და ვთვლი რომ ეს სისხლსამართლის დანაშაულების სიაში უნდა დაამატონ.
და მადლობა თქვენ რომ ხართ ასეთი კარგებიი და მახარებთ თქვენი კომენტარებით

 


№4  offline წევრი blondeangel631

საგრძნობლად აურიე მაგრამ კარგი იყო იმედია ბავშვის მაბავს აპატიებს რათქმაუნდა უპატიებელია მაგრამ იმსახურებენ ბედნიერებას ორივენ დაუშვა შეცდომა და ალბათ მოვა ის დრო რომ ბედნერები იყვნენ ესენიც heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი ვიპნი

ძალიან დამწყდა აბორტის გაკეთების გადაწყვეტილება რომ მიიღო,მაგრამ ისე სხვა მოთხრობებს დაემსგავსებოდა,კარგი გოგო ხარ,გელოდები:*

 


№6 სტუმარი ani

Dzalian kargia magram bavshvi ar unda mogekla
Sxva yvelaferi momwons areuli sulac araa jer erti valdebuli ar xar rame agvixsna
Yvelas gvaq problemebi araushavs mere meore aseti kargi tavebi miyvars <3

 


№7  offline წევრი katiusha

Auu aurie tan rogor.simartles getyvi da imedia ar gewyineba... cudad aurie,yvelaferi.shegedzlo,sxva rame mizezi,mogefiqrebina asarevad magram ara es bavshvia mkvleloba.tan rogor ugulod gamogivida.or sityvashi,or winadadebashi. Tu sxva rame ver moifiqre,jobda es saertod ar dagewera da isev ise gagegrdzelebina mxiarulad ertmanetis wvalebashi gaetarebinat dro... arevacaa da arevac..es is namdvilad ar iyo rasac velodi.is,ris gamo vkitxulobdi da ragac afetqebas rom velodi. Gasagebia wyvils uyvars ertmaneti da ase dzlierad gadmoscem,mat grdznobeba da ase uceb ugulo ugrfznib qald rogor aqcie es gogo?
Mapatie tu mkacri viyavi da ise ver gadkiveci chemi azri,rogorc mindoda gadmomeca

 


№8  offline მოდერი The Dreamer

katiusha
Auu aurie tan rogor.simartles getyvi da imedia ar gewyineba... cudad aurie,yvelaferi.shegedzlo,sxva rame mizezi,mogefiqrebina asarevad magram ara es bavshvia mkvleloba.tan rogor ugulod gamogivida.or sityvashi,or winadadebashi. Tu sxva rame ver moifiqre,jobda es saertod ar dagewera da isev ise gagegrdzelebina mxiarulad ertmanetis wvalebashi gaetarebinat dro... arevacaa da arevac..es is namdvilad ar iyo rasac velodi.is,ris gamo vkitxulobdi da ragac afetqebas rom velodi. Gasagebia wyvils uyvars ertmaneti da ase dzlierad gadmoscem,mat grdznobeba da ase uceb ugulo ugrfznib qald rogor aqcie es gogo?
Mapatie tu mkacri viyavi da ise ver gadkiveci chemi azri,rogorc mindoda gadmomeca

არაუშავს ჩემთვის გასაგებია რასაც გულისხმობ,მაგრამ ეს წარსულში ჩადენილი უმძიმესი ცოდვა იყო,რასაც მთელ თავს და მითუმეტეს ისტორიას ვერ დავუთმობდი,მაგრამ "წარსული ყოველთვის გვახსენებს თავს" და ეს ამბავი ექსცესების გარეშე ნამდვილად ვერ ჩაივლის,ეს კი ნამდვილი ბომბა უნდა იყოს. იმედია მოგეწონება.. (როგორ შეიძლება ასეთი ამბავი მოგეწონოს,მაგრამ მაინც) ეს უბრალო ისტორიაა "არავისზე".. რა თქმა უნდა მე ვგმობ მსგავს თემას,მაგრამ ძალზე აქტუალურია და უნდა დამეწერა თანაც მთელი გრძნობით ნამდვილად ვერ გადმოვცემდი იმედია გამიგებ რატომაც.. ამას თხუთმეტი წლის გოგონები კითხულობენ და მცირე დოზითაც საკმარისია მსგავსი თემა და ტკივილის გააზრება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent