შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თითქმის დაქორწინებული IV


21-02-2018, 10:56
ავტორი The Dreamer
ნანახია 3 098

როგორც შემეძლო ისე გავწელე ჩემი სააბაზანოში ყოფნის დრო.. დიტომ გაიღვიძა თუ არა კარებზე მოაკაკუნა.. როგორც ჩანს ეჩქარებოდა.. დაახლოებით ნახევარ საათში ისევ მოაკაკუნა და მთხოვა გავსულიყავი. მთელი ამ დროის მანძიზლე მე საგულდაგულოდ ვმალავდი დინამიკებს და ხმის გამაძლიერებელს სააბაზანოში.. შემდეგ სწრაფად ვიბანავე და პირსახოცშემოხვეული კარებთან მივედი.. დაველოდე კიდევ ერთხელ რომ დააკაკუნებდა შემდეგ გავიდოდი. ასეც მოხდა.
-ამდენ ხანს რას აკეთებ?-გაღიზიანებული მოარტყა კარებს ხელი.
-აი გამოვდივარ.-კარები გავაღე თუ არა დიტო მაშინვე შევარდა საავაზანოში თავის ყავის ფინჯანთან ერთად.
რამოდენიმე წამი გადავთვალე და წინასწარ შერჩეული „ნაითვიშის“ ერთ-ერთი მისამღერი ჩავრთე.. რა თქმა უნდა დინამიკებმა და ხმის გამაძლიერებელმა თავისი გააკეთა.. იმხელა ხმაზე ზანზარებდა სახლი,რომ ყურებზე მთელი ძალით ავიფარე ხელები.დიტო მაშინვე გამოვარდა,გაოგნებული და დამფრთხალი სახე ჰქონდა,ყავა თავზე გადაესხა და თვალებგაფართოებული მყურებდა.. მე კი წინასწარ მომზადებული სალფეთქებით სახე მოვწმინდე,თითქოს გაოცებული ვიყავი მომხდარით,ტუჩებზე ვაკოცე,საძინებელში სწრაფი ნაბიჯით შევედი და კარები გულმოდგინედ გადავკეტე.
-არანორმალური ხარ გოგო?-მესმოდა იქედან ბილწი სიტყვების რახარუხი,მე კი არხეინად ვემზადებოდი სამსახურში წასასვლელად..
ამაღელვებელ განწყობაზე ვიყავი,გოგონებმაც შეამჩნიეს,მაგრამ არაფერი მითქვამს..
მთელი დღე რაღაც არარსებულ მელოდიას ვღიღინებდი და არაამქვეყნიურ სიმშვიდეს განვიცდიდი.. სახლშიც თავდაჯერებული მივედი,მეგონა უკვე გავიმარჯვე და თავი „დედოფალი“ მეგონა ისე დავაბიჯებდი. დიტო ხმას არ მცემდა,სამზარეულოში რაღაცას ამზადებდა.. ისეთი გემრიელი სუნი ჰქონდა,მომშივდა..
-მაჭმევ?-ვკითხე უმანკო ბავშვის თვალებით,რაზეც გაეცინა..
-შედი გამოიცვალე,დაგიცდი ერთად ვივახშმოდ.-მითხრა ისე,თითქოს დილას არც არაფერი მომხდარა. გახარებული გავიქეცი ოთახში გამოსაცვლელად.
როგორც ჩანს იდიოტ საცოლეს შეურიგდა და ამიტომ არ არის ჩემზეც ნაწყენი.-გავიფიქრე და ცოტა თამამ კაბას წავავლე ხელი,არ ვიცი რატომ ან რის იმედად.მაგრამ მე მაინც ასე მოვიქეცი.
კარები დემონსტრაციულად გავაღე და როცა გამოვიხურე ნაბიჯი ვეღარ გადავდგი.. ხელი სახელურზე მიმეწება და ვერანაირად ვშორდებდოდი.. ჩემს წინ მდგარი მაგიდიდან კი უგემრიელესი სუნი მოდიოდა,თუმცა სადმეცალა.. ლამის კარების ჩამოხსნა დავიწყე..
-მოდი,თორემ გაცივდა ვახშამი.-მითხრა მხიარული სახით დიტომ და მაგიდას მიუჯდა.
-მე..
-უპს.-დამანახა წებო და გემრიელად ვახშმობა დაიწყო,მე კი ნერწყვს ვყლაპავდი და ვფიქრობდი ჩემი დაჟინებული მზერის გამო ყელში გაეჩხირებოდა და დაიხრჩობოდა.-ასე ნუ მიყურებ,მაინც არ დავიხრჩობი,თან მინდა შეგახსენო,რომ ეს შენ თავად მოისურვე.ახლა რა აზრები გიტრიალებს თაში?რამე ახლას გეგმავ?-გამეცინა და ნიშნისმოგების მსგავსად ცალი წარბი ზემოთ ავზნიქე,მაგრამ არაფერი ვუპასუხე.-ისე კარგად გამოწყობილხარ,რას აპირებდი თავბრუ უნდა დაგეხვია ჩემთვის?
-მაგრად ენც და ეგ გემრიელი ვახშამიც.
-დაგიჯერე..
-რა ქენი იმ დებილს შეურიგდი?
-ვის?
-შენს საცოლეს.
-ის დებილი არაა და რა თქმა უნდა შევრიგდით.
-დებილი რომ არ იყოს შენ არ შეგირიგდებოდა.
-შური გალაპარაკებს?
-ღმერთმა დამიფაროს.. კიდევ კარგი მიგატოვე თორემ ალბათ მალევე ჩამოვიხრჩობდი თავს.-მას გაეცინა
საათნახევარი ფეხზე ვიდექი,ამავე დროის მანძილზე კი იატაკზე ვიჯექი.. ნაგავმა სკამიც კი არ მომიტანა.შემდეგ რაღაც დაასხა სახელურს და ნელ-ნელა ხელი ავწიე..
ის ადგილი რაც დაწებებული იყო საშინლად გამიუხეშდა და ალაგ-ალაგ კანი გადამძვრა..
საერთოდ არაფერი მიჭამია ისე დავწექი დასაძინებლად,მაგრამ მანამდე კიდევ ერთი „გეგმა“ მჭირდებოდა,რადგან ხვალ მისი დაბადების დღე იყო.....რა თქმა უნდა მის განწყობაზე აუცილებლად ვიზრუნებდი.
დილით ძალიან ადრე ავდექი და მარკეტში წავედი.. პატარა ტორტი ვყიდე და უკან დავბრუნდი.
დიტომ რომ გაიღვიძა ყურადღება არ მივაქცია,თავს ისე ვაჩვენებდი თითქოს ისევ გაბრაზებული ვიყავი..
თვალი მოვკარი როგორ შევიდა „სავარჯიშო“ ოთახში და ზუსტად ამ დროს დამებადა აზრი..
დრო მივეცი „გასახურებლად“..
დაახლოებით თხუთმეტ წუთში განწირული კივილი ავტეხე და დასახმარებლად ვეძახდი,შემდეგ კარების უკან დავემალე ჩემი ტორტით ხელში..
კარები შემოაღო თუ არა სახეში მიიღო..
-გილოცავ ტკბილო..-ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და სასწრაფოდ გავერიდე განრისხებულ დიტოს..
სამსახურში ყვლაფერი იდეალურად მიდიოდა,როგორც გავიგე დღეს რამოდენიმე მეგობარი აპირებდა დიტოსთან მოსვლას.. სრულებით არ მაღელვებდა ეს ფაქტი,რადგან გასულ ღამით დიტომ რამოდენიმე რესტორანში შეკვეთა მისცა,ხოლო მისი და გაუწევდა ორგანიზებას ყველაფერს.
საღამოს ეზოში ულამაზესი შავი მანქანა იდგა,უახლესი მარკის მერსედესი,რომელსაც უზარმაზარი ბანტი ამშვენებდა.. მივხვდი „ჩემი ბიჭი“ გაანებივრეს..
ისე ავედი სახლში,თითქოს ვერც კი დავინახე ამხელა მანქანა,ან დილას ჩვეულებრივად ჩაევლო..
ყველაფერ მზად იყო,იუბილარი კი სააბაზანოში,სარკის წინ წვერს ისწორებდა.არაფერი მითქვამს მისთვის.ტანსაცმელი გავიძვრე და და ხალათით შევედი სააბაზანოში თავის მოსაწესრიგებლად..
-ხალათი მაინც შეგეკრა.-მითხრა გესლიანად მან.
-რატომ?
-იმიტომ რომ საცვლები გიჩანს
-მე ასე მომწონს.-კბილები ბრაზიანად გააკრაჭუნა ჩემს პასუხზე და აღარაფერი უთქვამს..
მაკიაჟი გავიკეთე და თმის დახვევა დავიწყე,როცა ტელეფონმა დარეკა და ოტახში დაბრუნება მომიწია.. კლიენტი რეკავდა,რომელიც ხვალისთვის დავიბარე და ისევ უკან,სააბაზანოში დავბრუნდი. დიტომ წვერს თავი დაანება და გასვლისას საჯდომზე წამარტყა ხელი,რა თქმა უნდა გავბრაზდი,მაგრამ არაფერი მითქვამს..
თმა ავახვიე თუ არა უცნაური სუნი მეცა.. თმას ბოლი გადიოდა,მაგრამ „დიფუზორს“ ვერაფრით ვიშორებდი.. ნერვები იმდენად ამეშალა რომ კივილი დავიწყე,მაგრამ არაფერი მიშველიდა.. დავინახე სარკესთან დადებული „სუპერ წებო“.. სადენი გამოვქაჩე და დიფუზორი გაითიშა,თუცა ისევ ჩემს თავზე რჩებოდა,ამიტომ იძულებული გავხდი თმა შემეჭრა უფრო სწორად დამეძიძგნა..
როცა თავის მოწესრიგება დავასრულე.. ვეცადე თმის ამოჭრილი ნაწილი დამემალა,რაც წარმატებით განვახორციელე. ამის შემდეგ სტუმრებთან გავედი. დიტოს საცოლეს აშკარად არ ესიამოვნა ჩემი დანახვა და ცხვირი წაუშვა.. ამისთვისაც ურიგო არ იქნებოდა ჭკუის სწავლება..
სტუმრები ხალისობდნენ,საუკეთესო საჩუქრებს ჩუქნიდნენ იუბილარს.. მხოლოდ მე ვიყავი უხასიათოდ..
-რა გჭირს?-მკითხა მარიმ და მე ყველასაგან ჩუმად დავანახე ჩემი თმა,-ეს რა არის?
-შენმა იდიოტმა ძმამ მომიწყო.
-მე სუნი მცემს აქ დიდი გადატრიალება გველის.-აღნიშნა მარიამმა.
-არანაირი გადატრიალება.
-არ მითხრა ახლა რომ არ გიყვარს.-წაისისინა ნანაკომ.
-მე არ..
-გაჩუმდი! რომ არ გიყვარდეს მასთან გადმოხვიდოდი რაც არ უნდა დაგმუქრებოდა? შეიძლება თავიდან მოგწონდა,სიმფათიური მამაკაცია და მიგიზიდა,ახლა კი ზუსტად ვიცი ისევ გიყვართ ერთმანეთი.-მომაკეტინა მარიმ.
-შეხედე გამუდმებით შენ გეძებს თვალებით.-დამანახა ნანაკომ..
-გოგონებო.. მას ცოლი მოჰყავს.-დანანებით ჩავილაპარაკე და ალაფრუშეტის მაგდას დავეყრდენი.
-ეგ შენზეა დამოკიდებული.. თუ ისევ არ ეცდები შენი და მისი ცხოვრება დაანგრიო უნდა დაელაპარაკო,თორემ ის ამ დღეებში კომპანიაში მოვა ქორწილის დასაგეგმად.-მხარზე ხელი მომითათუნა მარიამმა.
-უკეთესი აზრი მაქვს..-ეშმაკურად ჩავიცინე.
-რა აზრი.. ჯერ ჩვენ გვითხარი.
-იმ გოგოს დაველაპარაკები და ვეტყვი,რომ მე და მის საქმროს ძალიან ვნებიანი სექსი გვქონდაროცა დაბრუნდა.-გოგოებს თვალები გაუფართოვდათ.
-რაააა?-შესძახეს ერთდროულად და მთელს შეკრებილ საზოგადოებას გააგებინეს.-შენ დიტოსთან სექსი გქონდა?-თვალებზე ხელი ავიფარე სირცხვილისაგან,რადგან ყველა ჩვენ გვიყურებდა..
სტუმრებმა ჩურჩული დაიწყეს.. ანიკო ახლა კი ნამდვილი მკვლელის სახით მიყურებდა,შემდეგ ჩანთას ხელი დაავლო და გაიქცა,მას უკან დიტო გაჰყვა..
გოგონები მომხდარით შეწუხდნენ.. სტუმრები ნელ-ნელა იშლებოდა,რადგან დიტო დაბრუნებას არ ჩქარობდა..
ყველა წავიდა.. მხოლოდ მე და ჩემი გოგონები დავრჩით..
დივანზე დავსხედით ყავის ფინჯნებთან ერთად და ვსაუბრობდით..
-ეს ის დღე იყო ბებოსთან დავრჩიო არა?-მკითხა ნანაკომ
-კი.-მორცხვად დავუქნიე თავი..-მაგრამ დიტო ნამდვილად გააფრენს..
-უდაოდ.მისი ვიზიტი კომპანიაში ორ დღეში მქონდა ჩანიშნული.. ის უკვე ქორწინდებოდა და ჩვენ ისევ წავართვით შესაძლებლობა.-თქვა მარიამმა.
-არ მინდოდა ასე მომხდარიყო,ვაპირებდი მე თავად მეთქვა მხოლოდ იმ გოგოსთვი.. შემდეგ ისინი დაშორდებოდნენ.
-რა სულელი ხარ გოგო.. გგონია ეს შემთხვევით გავაკეთე?-მკითხა გაოცებულმა ნანაკომ
-რაზე ამბობთ?
-რაც ჩვენ ხმამაღლა ვთქვით „ორი კურდღლის დაჭერა“ იყო. ანუ.. ანიტა თუ ანიკა დაშორდებოდა დიტოს და ის შენ არ გაგიჯავრდებოდა,შესაბამისად ერთად დარჩებით.. „ჭირი-იქა“ „ლხინი-აქა“ „ქატო-იქა“ „ფქვილი-აქა“..-ბედნიერი სახით წაილუღლუღა მარიამმა.
-ნამდვილი სატანები ხართ გოგოებო.-ძალიან გამიკვირდა მათგან.
-კარგი მასწავლებელი გვყავს ასეთ საქმეებში შენი სახით.-ჩამეხუტა ნანაკო.
თორმატ საათს გადასცდა.. ნანაკოს ძმამ მოაკითხა და წაიყვანა.. მხოლოდ მე და მარიამი დავრჩით,მაგრამ უკვე ლაპარაის თავიც არ გვქონდა..
პირველი სრულდებოდა,როცა დიტო დაბრუნდა სრულიად მშვიდი სახით..
-მარიამ დაგვტოვე.-მშვიდად დაუძახა დას.. მარი ფეხზე არ დგებოდა,ამიტომ მოთმინება დაკარგა დიტომ და ყვირილით უთხრა.-წადი მეთქი!-ისიც უსიტყვოდ ადგა და წავიდა.მეც არ მინდოდა რაიმეს თქმა.-შენ კი.. რას აკეთებ?-როცა ხმა არ ამოვიღე მეც დამიღრიალა.-რას აკეთებთქო.
-ვზივარ,რა უნდა გავაკეთო?-მშიდი და აუღელვებელი ვიყავი,ის კი დაჭრილი დათვივით ღრიალებდა.
-გეფიცები მოთმინებას დავკარგავ,გეფიცები რამეს დაგიშავებ.. თვალით არ დამენახო სოფო.-გამეღიმა ირონიულად,რამაც უფრო გააბრაზა.
-დიტო! მე არაფერ შუაში ვარ და ვინმესთან ჩხუბი თუ გინდა შეგიძია სავარჯიშო ოთახში გახვიდე..
-ესეც თამაში გგონია? ადამიანს.. უდანაშაულო ადამიანს გული გაუტეხეთ და ახლა რას იზამ? წებოთი შეაწებებ?
-წებოს ხმარებაში შენ ხარ გამოცდილი,ასე რომ შენ მოგანდობ.მე რატომ მეჩხუბები?
-ახლა მოგინდა სექსის განხილვა დაქალებთან?
-შესაძლებლობა ახლა მომეცა.-ჩემი სიმშვიდე ჭკუიდან შლიდა.
დამეტაკა და ყბაში ხელი ჩამავლო,მეორე ხელით გამაკავა და კედელს მთელ ძალით მიმანარცხა...
-ჩემს ცხოვრებაში გინდა შემოსვლა? არაა პრობლემა, კარი ღიაა. გასვლა გინდა? კარი ამისთვისაც ღიაა. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს - კარში ნუ გაჩერდები და ჩემი ცხოვრების დანგრევას ნუ ეცდები.თორემ უპასუხოდ არ დაგტოვებ.-ისე ძლიერად მიჭერდა ხელს,თვითონ ვერც კი აცნობიერებდა.
-ხელი გამიშვი მეტკინა.-ამის გაგონებაზე თავი დამანება,მაგრამ უკვე გვანი იყო.. ამჯერად მე გამოვედი წყობილებიდა.სადღესასწაულო სუფრიდან ყველაფერი ძირს მოვიფრიალე და ყვირილი დავიწყე.. ცრემლები საუბრის საშუალებას არ მაძლევდა.-ნუ მეუბნები რა უნდა გავაკეთო! შენი ნებაა გამოჩნდე ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დააყენო და შემდეგ იქეთ გაბრაზდე საკურთხეველთან მიმატოვესო? შემდეგ ისევ შეიჭრა ადამიანის ცხოვრებაში და ფეხქვეშ გათელო,პასუხი აგებინო იმისთვის რაშიც პასუხისმგებლობა მხოლოდ შენ გეკისრება?-მთელ ხმაზე ვყვიროდი და ხელში რაც მომხვდებოდა ყველაფერს ვამსხვრევდი.დიტო გაკვირვებული მიყურებდა,ვერ ხვდებოდა რას ვგულისხმობდი ან ამდენის უფლებას თუ მივცემდი თავს ვერ წარმოედგინა.-შენი ბრალია რომ არეული ცხოვრება მაქვს.. მხოლოდ შენი და მე პასუხს ნუ მთხოვ!-ერთ-ერთ ნამსხვრევზე ხელი გადავიჭერი,მაგრამ ადრენალინის მოზღვავების გამო ვერ ვიგრძენი.
დიტო ნელი ნაბიჯით მოვიდა ჩემთან და ჩახუტება სცადა,თუმცა არ მივიკარე და ცემა დავუწყე,მან კი ძლიერი მკლავებით დამიჭირა და ჩამეხუტა,მაგრამ მე არ ვცხრებოდი..
-ჩშუ.-ყურში ჩამჩურჩულებდა პატარა ბავშვივით და იქვე მდგარ დივანზე ორივე ერთდროულად დავჯექით.. ძალა აღარ მქონდა.. ისე დავიღალე ამხელა ენერგიის მოზღვავებით და იქვე,დიტოზე ჩახუტებულს ტირილში ჩამეძინა..
დილით თავი ძლიერად მტკიოდა.საწოლზე ჩამოვჯექი,მაგრამ უკვე დაღლილი ვიყავი.. სულიერადაც და ემოციურადაც.. გადავიღალე,გამოვიფიტე.. რთულია გტკიოდეს სული,მაგრამ იღიმი თუ არა ყველას ჰგონია „მან ეს გადალახა“ „ის კარგად არის“ .. სინამდვილეში კი ყოველ დღე ვკვდებოდი,ყოველ საათში სამოცჯერ ვკვდებოდი დიტოს გარეშე.. მივატოვე? ეს მან მიმატოვა როცა ვიღაც ძუკნას აეკიდა,მე კი ეს ქორწილამდე ერთი დღით ადრე გავიგე.. გული იმაზე ძლიერად მეტკინა ვიდრე წიგნებში იყო გადმოცემული,იმაზე ძლიერაც ვიდრე სხვა მიყვებოდა.. ამას ნებისმიერი მაშინ გაიგებს,როცა საკუთარ ტყავზე გამოცდის ამდენ ტკივილს.
მის ახალ საცოლეს გული ეტკინა?-არაუშავს,გადაიტანს როგორც მე გადავიტანე ერთ დროს..
არავის ავუხსენ მიზეზი ჩემი გაქცევის?-იმიტომ რომ საყვარელი ადამიანი დავიცავი,მიუხედავად თავისი საქციელისა.
ხალათი მოვიცვი და მისაღებში გავედი,სადაც ჩვენი თანამშრომლები აწესრიგებდნენ წუხანდელი ჩხუბისაგან გამოწვეულ არეულობას.მარიამი თავად კურირებდა ყველას,ამავდროულად ძმას ელაპარაკებოდა.. მათ არც კი მივესალმე ისე წავედი სააბაზანოშო წამლების დასალევად.
როცა იქედან დავბრუნდი მარიამი უკვე წასული დამხვდა,სახლიც დალაგებული.. მხოლოდ დიტო დამხვდა ყავისორი ფინჯანით.
-დაჯექი,უნდა ვილაპარაკოთ.-მისი თავი არ მქონდა,ამიტომ რაც მალე დავჯდებოდი მით მალე იტყოდა სათქმელს და თავს დამანებებდა.-გუშინ რა მიზეზზე საუბრობდი?
-არ ვიცი რას გულისხმობ,გუშინ ბევრი რამე ვილაპარაკეთ.
-მაინტერესებს რატომ მიმატოვე ეკლესიაში.
-ისევ ამას დავუბრუნდით?-გაკიზიანებულმა ვკითხე.
-კი დავუბრუნდით და სანამ ეს თემა საბოლოოდ არ დაიხურება შეუძლებელია რაიმე ახალი დაიწყოს.
-მე არ მინდა რაიმე ახალი,მე უკვე აღარ მინდა..
-ამიტომ დაიწყე სტუმრებთან ჩვენი სექსის განხილვა?
-დიტო..
-არ გკიცხავ არაფრის გამო,უბრალოდ მაინტერესებს რატომ წახვედი იმ დასაწვავ დღეს.
-კარგი.. გეტყვი.-ყავა მოვსვი და დრო გავწელე.-ჩვენი ქორწილის წინა დღეს აივანზე,რომ გავედი შენი ძმაკაცები საუბრობდნენ შენზე და შენს ქერა ძუკნაზე,რომელიც ყველაფრის ჩაშლას გეგმავდა,საშუალება არ მომეცა შენთან მესაუბრა.. მე ცოლად ვერ გავყვებოდი ადამიანს ვისაც აღარ ვენდობოდი,ვისი იმედი და რწმენაც დავკარგე.. შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი,იმ დღეს კი გაუფასურდი.მხოლოდ გულსრევას ვგრძნობდი..-დიტო გაჩუმდა,ხმას ვერ იღებდა.. მან არ იცოდა თუ ეს ამბავი ჩემთვის ცნობილი იყო.
-სოფია..
-ძალიან გთხოვ არ გინდა უაზრო თავის მართლებები.. მე გავიგე ის რაც იყო და დავასრულე ჩვენი ქორწინება,სანამ დაიწყებოდა და ვთვლი,რომ მე სწორად მოვიქეცი.-ავდექი და ისევ საძინებელში დავბრუნდი.

p.s მეგობრებო მოგეწონათ "თავი"?
მომდევნო თავი შესაძლოა საღამოს დავამატო



№1 სტუმარი სტუმარი Lia

Ganumeorebeli xar.

Sauketeso motxrobaa.❤❤❤

 


№2  offline მოდერი The Dreamer

სტუმარი Lia
Ganumeorebeli xar.

Sauketeso motxrobaa.❤❤❤

მადლობა საყვარელოო.. თუ მოვახერხებ დღეს საღამოსაც დავამატებ თუ არა და ხვალ აუცილებლად

 


№3  offline წევრი Gotham

алексей воробьев is samive klipi gamaxsene erti ertshi :dd amis miuxedavad dzalian vixalise

 


№4  offline მოდერი The Dreamer

Gotham
алексей воробьев is samive klipi gamaxsene erti ertshi :dd amis miuxedavad dzalian vixalise

არ ვიცი უბრალოდ წანაკითხი მაქვს მიახლოებული რაღაც,მე ჩემებური ინტერპრეტაციით მაქვს შეცვლილი.. იმედია ძალაიანც არ ემთხვევა :D

 


№5  offline წევრი Gotham

The Dreamer
Gotham
алексей воробьев is samive klipi gamaxsene erti ertshi :dd amis miuxedavad dzalian vixalise

არ ვიცი უბრალოდ წანაკითხი მაქვს მიახლოებული რაღაც,მე ჩემებური ინტერპრეტაციით მაქვს შეცვლილი.. იმედია ძალაიანც არ ემთხვევა :D


Damtxvevit namdvilad daemtxva rogorc gitxari magram aset situaciebs uxdeba msgavsi damtxvevebi :dd
Velodebi shemdeg tavs
imedi maqvs simartle agmochndeba sopos natqvami da ar gaabanalureb

 


№6  offline მოდერი The Dreamer

Gotham
The Dreamer
Gotham
алексей воробьев is samive klipi gamaxsene erti ertshi :dd amis miuxedavad dzalian vixalise

არ ვიცი უბრალოდ წანაკითხი მაქვს მიახლოებული რაღაც,მე ჩემებური ინტერპრეტაციით მაქვს შეცვლილი.. იმედია ძალაიანც არ ემთხვევა :D


Damtxvevit namdvilad daemtxva rogorc gitxari magram aset situaciebs uxdeba msgavsi damtxvevebi :dd
Velodebi shemdeg tavs
imedi maqvs simartle agmochndeba sopos natqvami da ar gaabanalureb

რა თქმა უდნა ყველანაირად ვეცდები არ გავაბანალურო საყვარელო kissing_heart

 


№7 სტუმარი )))

გააგრძელერააა ????????????

 


№8  offline წევრი მართაა

მეცოტავა კარგი იყო kissing_heart

 


სასწაულიაა,იმედია მალე დადებ.შეუდარებელი ხარ)) მიყვარხარ)))

 


№10  offline მოდერი The Dreamer

სულელი მეოცნებე
სასწაულიაა,იმედია მალე დადებ.შეუდარებელი ხარ)) მიყვარხარ)))

მართაა
მეცოტავა კარგი იყო kissing_heart

)))
გააგრძელერააა ????????????

კი გავაგრძელებ აუცილებლად..
მეტი დიდი თავი ვერ დავდე სამწუხაროდ..
დღეს ან ხვალ აუცილებლად დავდებ.. მეც მიყვარხართ ყველანი heart_eyes

 


№11  offline მოდერი ბელუ შეროზია

ძალიან კარგია heart_eyes გამახარა ახალმა თავმა და იმედია კიდევ გამახარებ მალე

 


№12  offline მოდერი Mathew

საინტერესოა,ველოდები ახალ თავს ))

 


№13 სტუმარი ani

Sul aseti kargi tavi minda unichieresi xar sheni romeli temac ar unda wavikitxo ert azrze viqnebi unichieresi xaarrrrrr warmatebebii

 


№14  offline წევრი blondeangel631

საინტერესოა ველოდები შემდეგს იმედია დიტო და სოფოც სწორ გადაწყვეტილებეებს მიიღებენ და თან ისიამოვნებებ ერთმანეთის გაბრაზებით და თან ბედნიერებით რომელიც ალბათ წინ აქვთ heart_eyes heart_eyes

 


№15  offline წევრი richirichi

ნიჭიერი ხარ.წარმატებებს გისურვებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent