გაზაფხულის წვიმა (ნაწილი 1)
-აქ რა წვეულება გაგიმართავთ, თვეში ერთხელ ნორმალური ძილი არ მაცადოთ! მალე ლოგინებში დაწექით ყველა-ერთი-ორიც დაგვქოთა და დაგვაწვინა. ლალი ცუდი გოგო არ არის. ქმარი არ ჰყვას და ოჯახის ნაცვლად ჩვენ გვახარჯავს დროს და ენერგიას, მაგრამ რათ გინდა? დღეში ორჯერ მაღაზიაში დაგვარბენინებს ამოგლეჯილ ფურცელზე მიწერილი პროდუქტების სიით მოკლედ, საფრანგეთის ქუჩებში მოსეირნე დედაჩემის მაგივრად ლალიკოა ჩვენი ძიძა, დედა და მამა. -დედა-თეაკო ზმუის და ჯერ ცალ თვალს ახელს, რომ ყველაფერი შეათვალიეროს-სად ვარ? -ჰო აბა იქნებ მეც ვერ მიცნო?-ხელებს უკმაყოფილოდ ვშლი და ნინის მოშიშვლებულ მხრებზე საბანს ვუწორებ-საჭმელს გავაკეთებ და თუ გშია აბრძანდი. -რას მებღვირები სწერვა დედამთილივით გოგო?! კიდევ დიდ გულზეა, რას ველოდი?! აი ესაა, დაქალს რომ ნორმალურად ვერ აღრზი. -მშია-ბალიზე თავ აბრუნებს და ოცდათორმეტივე კბილით მიღიმის. -რას შეჭამ? -ყიყლიყოს-მიკვეთავს და ნერწყვს ყლაპავს. სამზარეულოში გასულს, ქალბატონიც თან მომყვება საბანში გახვეული და თმააბურძგნული -არ გინდა მუშაობა დაიწყო?-თვალს მისწორებს -თეა, ხომ იცი მუშაოა ჩემი სუსტი წერტილია -ანა, ოთხი ენა იცი, წიგნებთან ერთად გძინავს, შენნაირი მზარეული ჯერ კიდევ ვერ მიპოვია, რომ დავიქირაო და ტრიუფელები გამომიცხოს. გამოცდილება არ გაქვს? გამოსცადე დ გექნება, ვერ გავიგე, წუწუნისთვის აიბადე ამხელა ქალი? -შენ ხომ იცი, რომ საშინლად ზარმაცი ვარ, დასვენებაზე მეტად არაფერი მიყვარს, ვეერ გავძლებ სამსახურში, არ შემიძლია -კარგი, რახან შენ უარზე ხარ, მე გავანძრევ ხელს და მოგართმევ ლანგარზე დადებულს, მთელი თბილისი ნაცნობობითაა დასაქმებული და შენ რა წითელი კოჭი ხარ თუ ბებიაჩემის გაკეთებული მურაბა, კაციშვილი რომ არ სინჯავს? ზოგჯერ ძალიან ჯიუტია, მაგრამ რა ქნას, სიტყვას ხომ ვერ დათმობს. -ხო მართლა, დღეს დიდი დღეა -რა ხდება? -საშოპინგოდ მივდივართ, წავალ მე ნინიკოს გავაღვიძებ, თუ უკვე არ გააღვიძა ლაშამ თეა რომ გავიდა, ტაფისკენ მივტრიალდი და თითქმის დამწვარი ყიყლიყო ტაფიდან ავაფხიკე. *********************************************************************************** -ესეიგი, ორი პური, ზეთი, ერთი კილო შაქარი,მაიონეზი, ორი კონა კამა, ნახევარი კილო ხახვი, კიდევ რამეა?-შეწუხებული სახით გავხედე ლალის. -არა შვილო, რაც დაგაბარე ის მოიტანე-ცხვირზე ჩამოცურებული სათვალე შეისწორა და ნარინჯირფერი კატა ხალათზე მიიხუტა. -ეხ, ასეთია ჩემი ბედი...-კიბე ღიღინით ჩავირბინე და ატმის ყვავილების სუნი რომ ვიგრძენი, სიამოვნებისგან ჩამეღიმა. მაღალ ხეებში გავიარე და ასფალტზე მიყენებულ უცხო მანქანას გავხედე. არა, ასეთი მანქანა ჩემს სადარბაზოში არავის ჰყავს.ჰმ, სტუმარი იქნება... "მერე შენ რა?"-ალტერეგომ ლოყაში გამილაწუნა და გამომაფხიზლა. ღიღინის ავუარე გვერდი შავ აუდს და ტელეფონი ამოვიღე -რა მოხდა ანუკი, მოგენატე?-ტელეფონში ნინის ჩურჩული გავიგე -რატომ ჩურჩულებ?-დაეჭვებულმა ვკითხე -მერე გეტყვი, მთავარია დღეს საღამოს ჩემთან შევიკრიბოთ. -ნინ, ახლა რაღაცას გკითხავ და არ დამიმალო, ლაშას ხოარ ღალატობ? ყურმილშ კისკისი გაისმა და დავმშვიდდი -კარგი ახლა, ბევრს ნუ მელაპარაკები, ჩაიცვი და გამოდი ჩემთან. ამოვიოხრე-ლალიმ დამატყვევა -ანუ? -ანუ რაღაცეებს ვიყიდი და თუ ლალისთან ასულმა კროგრამისტობაში არ გავივარჯიშე, მოვალ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.