შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავადაზნაურული ამბები (12)


23-02-2018, 20:28
ავტორი Ioana
ნანახია 3 228

ერთ-ერთ ღამის კლუბში ვიყავით,ჩემი რუჯით კმაყოფილი ყოველ ხუთ წუთში ერთხელ სარკეში ვიყურებოდი და ბედნიერი ვუღიმოდი ჩემს თავს,მერე წითელ პომადას ვიმატებდი ტუჩზე და კიდევ ორმაგად ბედნიერი ვიყურებოდი.
-რა თვითკმაყოფილი იდიოტივით იკრიჭეები?-ყურში ჩამყვირა ანანომ,რადგან მუსიკა საშინლად მაღალ ხმაზე იყო.
-თვითკმაყოფილი ვარ და იდიოტის ხმა მესმის!
-რა ლაპარაკია თათია?-ეჭვის თვალით შემომხედა იოანემ.
-ოჰოოო,დიდი ხანია არ აბრაზებ ჩემ დაქალს?-ბოროტულად გადავხედე ვაჟბატონს.
-ვიხუმრე გოგო,რამდენიც გინდა იმდენი ატირე-გამეკრიჭა იოანე და გიორგის მიუბრუნდა ჭიქით ხელში.
-ზაგარი როდესაც გაქვს,ჩვეულებრივად მულატკას გავხარ!-სიტყვით გამოვიდა ეკა.
-ვიცი და მაგრად მისწორდება!-გავიკრიჭე და არყის ჭიქა გამოვცალე.
მთელი საღამო აჟიტირებული ვიყავი,ვერ ვხვდებოდი ეს ჩემი თვითკმაყოფილების გამო იყო,ბათუმის თუ ჩემი მეგობრების გამო,ჯერ ვერ გამერკვია.ჭიქას-ჭიქაზე ვუჭახუნებდი,იოანე კიდე გაოცებული მიყურებდა,ამ პატარა გოგოს ამდენი საიდან შეგიძლიაო.
-სამჯერ ისე დამათრო,არცერთი საღამო არ მახსოვდა მეორე დღეს!-გიომ სიამაყით გამოაცხადა ჩემი გმირობები.
-რას ვიზავთ,იშვიათად რომ კაცმა გამიქაჩოს!
-დედაშენმა უნდა თქვას ვაჟკაცივით გოგო მეზრდებაო-მხარზე დამიტყაპუნა ხელი და მეორე კრუგზე წავედით სადღეგრძელოების,რადგან ყველაფერი ვთქვით,რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა.
-მე მეტი აღარ შემიძლია!-დანებდა იოანე და ანანო საწყალი სახით გახედა,მიშველე რამე ქალი არ ხარო?!
-მეტის ღირსი ხარ,ცეცხლი დალია შენმა პირმა!-მიაწყევლა ანუშკიმაც.
-რა დედაკაცივით იწყევლები?-გადავხედე და თან ჩემი აზრით ანანოს მკლავს წავეტანე საჩქმეტად,მაგრამ მეც უკვე კარგად ვიყავი გასული და იოანესი ყოფილა.ისეთი წიოკი ატეხა,ნახევარი კლუბი თავზე დაგვახვია,სანამ არ მოვასულიერეთ.
მთელი საღამო კარგად მიდიოდა.სანამ ყველა საცეკვაოდ არ გაიკრიფა და მარტო არ დავრჩი ჩემ თავთან.ვუყურებდი ეკას და გიორგის,რამდენი რამ გადაიტანეს და გამოიარეს,რამდენი სიმწარე ნახეს ერთად თუ ცალ-ცალკე.ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვინ იფიქრებდა,რომ ერთად იცეკვებდნენ ისევ.აქეთ კიდევ იოანე და ანანო ცეკვავდნენ თუ ჭიდაობდნენ ვერ გაიგებდა კაცი.ვაჟბატონი ზედ იკრავდა რასაც ქვია ჩემ დაქალს,ის კიდევ ალქაჯივით ისეთ ილეთებს აკეთებდა,უცხო თვალი იფირქებდა,კენჭის გავლა აქვსო.მე კიდევ ვიჯექი და ჩემ თავს ვაიძულებდი,რომ არ მეფიქრა ნიკოლაზე.ახლა ხომ შეიძლებოდა ისიც აქ ყოფილიყო,ჩვენც გვეცეკვა,მე კი მისი შავი თვალების ყურებით დავტკბებოდი,ისიც კმაყოფილი გაიღიმებდა გვერდულად და შეეცდებოდა ეკოცნა,მაგრამ მოულოდნელად მკლავებიდან დავუსხლტებოდი და ბევრს დავცინებდი.ამ ფიქრებში ვიყავი,როდესაც ვიღაც ბიჭი წამომადგა თავზე და თბილად მომმართა.
-ჩემი აზრით,ცეკვა გინდა და მეწყვილე არ გყავს-გამომცდელად მიყურებდა და თან იღიმოდა.
-ჭკვიანური სვლაა,საუბრის დასაწყებად,მაგრამ მადლობა!-მეც ზრდილობიანად გავუღიმე,რადგან მსაგვს ადგილებში,არასდროს მიყვარდა უცხო ბიჭებთან კონტაქტი.
-ნუ ნერვიულობ,შენი მეგობრები არაფერს გეტყვიან!
-მე ნამდვილად არაფერს მეტყვიან,აი შენი კი არ ვიცი!
-ხო და მითუმეტეს მე არ მეტყვიან!-თავდაჯერებულად გამიღიმა და მოულოდნელად მომეჩვენა,რომ ნიკო შემოვიდა კლუბში.მაგრამ შემოსასვლელთან არავინ იდგა ნაცნობი.
-საიდან ამდენი თავდაჯერებულობა?
-კაი რაა,დამთავრდა მუსიკა და ეგაა! ადექი მალე-სასწრაფოდ წამომაგდო ფეხზე და ისე მოვხვდით მოცეკვავეებს შორის,რომ ვერაფერი გავიგე.
-რას აკეთებ?-გაბრაზებულმა ავხედე ჩემზე მაღალ ბიჭს და შევეცადე ისე განვთავისუფლებულიყავი მისგან,რომ გიოს და იოანეს არაფერი შეემჩნიათ.ამ ჭიდაობაში ვიყავით,გიო რომ მოგვიახლოვდა.
-რა ხდება აქ?-შეკრული წარბებით გადმოგვხედა ორივეს.
-გიოო...-გავეკრიჭე ყველის ვაჭარივით-იცი? მმმმ....იცი რა?
-არ ვიცი და იქნებ ამიხსნა?-მის ხმაში სიბრაზე მატულობდა და ცოტა ხანში,ვიცი,გასკდებოდა.
-გაიცანიი,ეს ჩემი კურსელი ირაკლია-უცებ შევთხზი ტყუილი და უცხო ბიჭს გადავხედე,რომელიც რატომღაც იდიოტივით იცინოდა.მე ხო ყველა დეგენერატს უნდა შევხვდე,თუ ჩემს ხელში არ გაიარა ყველა იდიოტმა,აბა ისე როგორ.
-ესეიგი ირაკლი ხო?-ამის თქმა იყო და ორივე ისეთ ხმაზე ახარხარდა,რომ რამდნეიმე წამით ყურებზე ხელის აფარება დამჭირდა-ყოჩაღ თათია,ყოჩაღ-გიო ძლივს ითქვამდა სულს სიცილისგან,თან უცნობ ბიჭს ხელს ურტყამდა მხარზე,რადგანაც ისიც ვერ სულიერდებოდა.
-რა ჯანდაბა ხდება? იტყვი თუ დაგინგრიო აწყობილი ურთიერთობა და ვუთხრა ეკას,რომ იმ ღამით ყველაფერი გაიგე?-გაბრაზებულმა ხელები გადავიჯვარედინე მკერდთან და ცალი ფეხი ავაბაკუნე.
-ორი წამი... მა-ცა-დე...
-წყალი ხო არ გინდა გაპკუროთ?-გაბრაზებულმა დავჭყავლე ორივეს.
-გოგო რა კურსელი და რა ირაკლი?-სიცილისგან ატირებულმა გიომ თავისკენ მიმწია ცალი ხელით-თათ გაიცანი, ჩემი მეგობარი და უმაგრესი კაცი ზურა,ეს კი ჩემი პატარა და თათიაა-გააცნო ჩემი თავი უცხო ბიჭს,რომელსაც ირაკლი დავარქვი რამდენიმე წამის წინ.
-რაა?-გაოცებისგან შევყვირე და სირცხვილისგან გავწითლდი.
-მეორედ სანამ სახელს მომიფიქრებ,მკითხე რა მქვია-გამეკრიჭა უცნობი და ხელი გამომიწოდა გაცნობის ნიშნად-მე ზურა ვარ!
-აშკარად ირაკლი უფრო ლამაზი სახელი იყო ზურაბ!-გაბრაზებულმა მივუგდე,ჩემი გამასხარავება ესეთი მარტივი არ იყო.
-კაი ნუ ბრაზდები,ჩათვალე ზურიკო ჩევნი ძმაა!-გაიკრიჭა და ხელით ზედ უცნობზე მიმაგდო-იცეკვეთ,არ მოცდეთ!
ზურაბმაც დრო იხელთა და ამიყოლია ცეკვაში.კი ვბრაზდებოდი მათზე,ასე რომ შემარცხვინეს,მაგრამ ეს ზურა თუ ირაკლი ისეთი კაი ბიჭი აღმოჩნდა,ბოლოს სიცილისგან ძირს ვხოხავდით,კი არ ვცეკვავდით.სიცილისგან უკვე ცრემლებს ვყრიდი,მოულოდნელად ნაცნობი სურნელი რომ მიწვდა ჩემს ნესტოებს და მომენტალურად მივეყინე ერთ ადგილს.ვერ ვინძრეოდი პულსი იმდენად სწრაფად ცემდა,უკან მიხედვაც კი ვერ გავბედე,ვერ გავბედე,ძალა არ მქონდა მისი ნახვის.მთელი ეს დრო ხომ ამ მომენტზე ვოცნებობდი,ახლა კი ვიცოდი რომ უკან იდგა და მიხედვასაც ვერ ვბედავდი.ასეთია კაცის გუნება,როცა დრო გაქვს არ იყენებ,მერე კი ნანობ.მეც საუკეთესო მომენტი გავაფუჭე და ისე გავიქეცი,რომ უკანაც არ მომიხედავს.ვიცოდი მომყვებოდა,მაგრამ არ ვჩერდებოდი,არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა,არ ველოდი რომ ღამის ორ საათზე,ბათუმის შუაგულში მომიხდებოდა მისი ნახვა,მხდალი და მშიშარა ვიყავი.პატარა ბავშვს ტყუილად კი არ მეძახდა,აბა რომელი სრულყოფილი ქალი გაიქცეოდა საყვარელი მამაკაცის დანახვისას? სულელივით მივაბიჯებდი,ბოლოს სანაპიროსთან აღმოვჩნდი.ქვებზე ჩამოვჯექი და ჩემ თავს ვუთხარი,რომ დრო იყო,დრო იყო მოსახდენი,მომხდარიყო.მანაც არ დააყოვნა,მისი სურნელი თანდათან მძაფრდებოდა,რამდენიმე ნაბიჯიც და გვერდით მომიჯდა.მისკენ არც გამიხედავს,ზღვას ვუყურებდი და მეგონა რომ ამ სიშავეში მის თვალებს ვხედავდი,მისი სუნი მცემდა და მის არსებობას ვგრძნობდი.
-თათია..-რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მისი ბოხი ხმა გაისმა და მივხვდი,რომ ჩემთვის მხოლოდ მისი ხმის მოსმენაც კი ყველაფერს ნიშნავდა.
-თათიაა!-თითქოს ჩემს გამოღვიძებას ცდილობდა,მე კი კვლავ ჰორიზონტს ვუყურებდი.
-თათია,მაპატიე რა-ისე თქვა,თითქოს ამ სიტყვებს მთელი გული ამოაყოლაო.თან თავისი დიდი ხელები ჩემსას შეახო,მე კი დენდარტყმულივით გვერდით ჩავიწიე.
-არ შემეხო და პატიებას რისთვის მთხოვ? დააშავე რამე?-ისე ვკითხე,რომ მისთვის კვლავ არ შემიხედავს.რომ შემეხედა და მისთვის შეხების უფლება მიმეცა,ზუსტად ვიცოდი მთელი ეს ნაკოწიწები სიმტკიცე გაქრებოდა და კვლავ უსუსური თათია გავხდებოდი.
-ყველაფრისთვის ბოდიშიი!
-თუ რამის თქმა გინდა თქვი და შეეშვი ამდენ ბოდიშობას!-ისე მივუგდე,თითქოს სულ არ მადარდებდა მისი არცერთი სიტყვა.
-ასე ლაპარაკს გიკრძალავ!-ტონნს აუწია და ორივე ხელით თავისკენ მიმიზიდა.ახლა მეხებოდა,მაგრამ მზერა მისკენ ერთი წამითაც არ გამიპარებია-შემომხედე!-დამიყვირა გამწარებულმა.
-არ მინდა!
-შემომხედე მეთქი,ახლავე!-ისე ყვიროდა,რომ ბულვარშიც კი ისმოდა მგონი მისი ხმა.
-ნუ ყვირიხარ!-მეც დავუწიკვინე და მისი მკლავებისგან განთავისუფლება ვცადე.
-რა იყო არ მოგწონს,რომ გეხები? იმ ბიჭს კარგად უყურებდი და იცინოდი მის უაზრო ხუმრობებზე? სხვა ხომ არ შეგიყვარდა? ის ს..რი გიყვარს ხო? ესე მალე დაივიწყე შენი პენსიონერი ხო?-ისე მელაპარაკებოდა,თითქოს ვიღაც ქუჩის ქალი ვიყავი,რომელმაც უღალატა.
-ჩემი პირადი ცხოვრება შენ არ გეხება!-გამწარებულმა დავუყვირე და პირდაპირ თვალებში ჩავხედე,მაგრამ მისმა მზერამ დამაბნია,ისე დამაბნია რომ რამდენიმე წამით გონება გამეთიშა.ეს ის თვალები და გამოხედვა არ იყო,რომელსავ ვიცნობდი,როგორიც გავიცანი და როგორიც შემიყვარდა,ახლა მის მზერაში მხოლო სიშავე,დარდი და ტკივილი იყო.ეს იყო მზერა,რომელიც ამ ორი სფეროდან გამონთავისუფლებას ლამაბდო,მზერა რომელსაც უნდოდა ეყვირა,რომ ცუდაა,რომ ყველაფერი დამთავრდა.
-შენ? შენ...-ისე დავიბენი,რომ ვეღარ მივხვდი რა უნდა მეთქვა.
-ხოო,რა მე? აღარ მოგწონს ჩემი მზერა? აღარ არსებობს ისეთი ნიკოლა,როგორიც ოთხი თვის წინ ნახე? რა იყო,გაგიცრუე იმედები?-საკუთარ თავზე ისეთი ზიზღით ლაპარაკობდა,რომ წამით დავეჭვდი სხვა ადამიანი ხომ არ დგას ჩემს წინთქო.
-მეე.. მე უბრალოდ-სიტყვის თქმას არ მაცდიდა.
-რა შენ? რა თქმა უნდა,ვერ აიტანე რომ უკან არ გამოგეკიდე ხო? არცერთი წამით არ გიფიქრია,თუ რა ხდებოდა ჩემს თავს ხო? ყველა ეგოისტები ხართ,ყველანი თქვენს სიამოვნებაზე ფიქრობთ,კაციშვილს არ უფიქრია რა მჭირდა,რა მტკიოდა,რომ არავის დანახვა არ მინდოდა.შენც დამიკიდე,არც კი მოგიკითხივარ,დამიკიდე და შეყვარებულიც გაიჩინე ხომ? ხო ასეა? თვქი,რატომ ხარ ჩუმად? თქვი ამის დედას შ..ვეცი!-გამწარებული ყვიროდა და ორივე ხელს ისე მიჭერდა,რომ სისხლიც აღარ მოძრაობდა.
-ნორმალური ხარ?-გამწარებულმა იმხელაზე ვუკივლე,რომ შეცბა-შენ დამიკიდე და აქეთ გაქვს პრეტენზიები? რას ითხოვ ჩემგან ვერ ვხვდები,ბოდიში,რომ უკან არ გამოგეკიდე,როგორც შენ ყოფილ გოგოებს სჩვევიათ ხოლმე.რა უფლებით საუბრობ ჩემს პირად ცხოვრებაზე,როდესაც მასზე საერთოდ არაფერი იცი და არც დაინტერესებულხარ,რომ გცოდნოდა! თავი ვინ გგონია,შენი აზრით,შეგიძლია რომ გამოჩნდე ჩემს ცხოვრებაში,სიგიჟემდე მიმიყვანო ,მერე ოთხი თვით გაქრე და ერთ მზიან დღეს უკან დაბრუნდე,თითქოს არაფერი ყოფილა,მე კიდევ უნდა მოვიდე და ხვევნა-კოცნით შეგხვდე?-იმდენმა ემოციამ იჩინა უცებ თავი,რომ ვერ ვჩერდებოდი,ვყვიროდი,ხელებს ვურტყავდი,ვტიროდი,მერე გიჟივით ვიცინოდი,მერე ისევ ტირილი მივარდებოდა.ის კი უემოციო სახით იდგა და ისე მიყურებდა,თითქოს მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო,სულ ერთი იყო ისიც,რომ ცოცხალი იყო და არსებობდა.
-არ მინდა ამ დრამის მოსმენა! არც შენ იცი ჩემი ცხოვრება და არ გაქვს უფლება განმსაჯო-უცებ ისეთი მშვიდი ხმით მითხრა,რომ ვერ მივხვდი რა ხდებოდა მის თავს.
-აბა რა გინდა? მაშინ რისთვის დაბრუნდი,თუ ჩემი მოსმენა არ გინდა?
-უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა!
-გილოცავ,ხო მნახე? ხო და შეგიძლია უკან დაბრუნდე,წადი და იმ შენ პაციენტებს უმკურნალე,თუ შენ აქეთ სამკურანლო არ ხარ! ერთი ზარი,ერთი ზარი ვერ გაიმეტე ჩემთვის და რაზე უნდა ვილაპარკოთ?
-შენი წამოსვლის ღამეს ოპერაციას ვაკეთებდი!
- ჰაჰაჰაჰ-ისტერიული სიცილი მეწყებოდა მის საუბარზე-ოპერაციას აკეთებდა ბიჭი! ოპერაციის მერე,ოპერაციამდე? მაგ დროს რას აკთებდი,მთელი დანარჩენი ოთხი თვე ოპერაციებს აკეთებდი? -გამწარებული ვყვიროდი და გიჟივით დავდიოდი აქეთ-იქით.
-გიკრძალავ ამ თემაზე საუბარს!-ისეთი ხმით და ისეთი ზიზღით თქვა,რომ ვერ ვხდებოდი საიდან იყო მასში ამდენი უარყოფითი.
-არ გავჩუმდები და ვერც ამიკრძალავ,შენი პაციენტები გამართლება აარაა! არ მაინტერესებს,არ გინდოდა და არ დამირეკა! ოპერაციაზე იყო თურმე.ჯანდაბასაც წაუღია ეგ ოპერაცია ,შენც და ის წუთიც გერმანიაში რომ ჩამოვედი!
-იცოდე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!-გიჟივით დამიყვირა და ჩემკენ წამოვიდა.
-რაა დამარტყავ? მიდი,თუ ეს გიშველის დამარტყი და ჩემზე იყარე ჯავრი!
-უკვე ასეთიც გგონივარ?-ისეთი მზერით მიყურებდა,ყოველ წამში იცვლებოდა მასში სიბრაზე,სინანული,ტკივილი.
-უკვე აღარ ვიცი როგორი ხარ! მაშინებ!-პირდაპირ ვუთხარი,რასაც ვფიქრობდი.
-რა?-ამ სიტყვების გაგონებაზე,წამით ძველი ნიკოლას მზერა დავიჭირე,მაგრამ კვლავ ჩაანცვლა იმედგაცრუებამ-შენც?-ისე მკითხა თითქოს სასიკვდილო განაჩენი გამომეტანოს მისთვის.
-რა მეც?
-შენც ცუდი ადამიანი გგონივარ ხო? შენც გეშინია ჩემი!
-მე ეს არ მითქვამს!-უცებ მივხვდი,თუ რა სისულელე წამოვროშე გაბრაზებულმა.
-კი,ზუსტად ეს თქვი!
-არა!-მივუახლოვდი,რომ თვალებში ჩამეხედა კვლავ,მინდოდა მის ლამაზ სახეს შევხედებოდი და მეთქვა,რომ ჩემთვის ისევ ძველი ნიკოლა იყო.
-არ შემეხო და წადი!-წყნარად მითხრა,მაგრამ არ გამიგია მისი სიტყვები-წაეთრიეთქო!-დამიღრიალა და მომიშორა-შენნაირ უცოდველებს ჩემთან რა ესაქმებათ? წადი და არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა!-დამიღრიალა,მაგრამ რომ მიხვდა წასვლას არ ვაპირებდი თვითონ დამტოვა.მე კი ისევ ვერ შევძელი უკან გავკიდებოდი და მეთქვა,რომ ჩემთვის იმაზე ძვირფასი იყო,ვიდრე თვლიდა.

სახლში გამთენიისას მივედი,ყველას ეღვიძა და ჩემი დანახვისას ისე წამოიშალნენ,რომ წამით თავი მოჩვენება მეგონა.
-გოგო შენ ნორმალური ხარ?-დაიყვირა გიორგიმ და ჩემკენ წამოვიდა.
-რა ხდება?-გაოცებული ხან ერთს ვუყურებდი,ხან მეორეს.
-რა რა ხდება?სად ხარ აქამდე? სად გაიქეცი? ნორმალური ხარ? ან ტელეფონი სად ჯანდაბაში გაქვს? უკვე პოლიციაში წასვლას ვაპირებდით,დეგენრატო-ნერვიულობისგან ანანო რას ამბობდა უკვე აღარ იცოდა,იქით ეკა და იოანე წიკვინებდნენ,მე კიდევ არაფრის თავი არ მქონდა.მხოლოდ ის ვუთხარი,ცოცხალი ვარ და მეძინებათქო.ამაზე ანანო სულ გაგიჟდა,ჩვენ ვნერვიულობთ და ამას თურმე ეძინებაო.მაგრამ არავის შევუჩერებივარ,ჩემ ოთახში შევედი და მეორე დღის სამ საათამდე თვალი არც გამიხელია.მაგრამ როცა გავახილე, ვაი მაგ გახელასაც.მარცხნივ ეკა მეჯდა თავთან,მარჯვნივ ანანო.
-ახლავე მოყვები,რა მოხდა გუშინ?
-გამარჯობათ გოგოებო-ირონიულად გავუღიმე ორივეს და ზეწარი წამოვიფარე თავზე.
-გისმენთ!-ისეთი ტონი ქონდა ეკას,რომ მაინც არ მომეშვებოდნენ ვიცოდი,ამიტომ წერტილ-წერტილ და სიტყვა-სიტყვით მომაყოლეს მთელი ამბავი.ანანოს ცოტა აკლდა და იტირებდა,ეკა კიდევ გაბღენძილი იჯდა და ჩაფიქრებული მიყურებდა.
-საყვარელიი-წამოიტირა ანანომ.
-რა საყვარელი გოგო?-გაბრაზებულმა ეკამ თვალები დააკვესა-ბიჭი გაუჩინარდა,ახლა მოდის და ამდენს ბედავს?
-შენ ყველაფრის გამუქება რატო გიყვარს?-წამოეყინჭა ანანო.
-ეგ რა შუაშია? ცოტა თავს ძალა დაატანე!
-ეკა შენი სიამაყის ადგილი არაა აქ!-არ თმობდა ანანო პოზიციას.
-ეგ რა შუაშია გოგო? შენი აზრით, ნიკოლას საქციელი ნორმალური და მისაღებია?
-იქნებ რა პრობლემა აქვს,ჩვენ ხომ არ ვიცით?
-რაც არ უნდა იყოს,ასე საუბრის უფელბა არ აქვს-გამწარებული ეკა უკვე ანანოსკენ იწევდა,მაგრამ შუაში მე ვიწექი და ორივეს ვიჭერდი.
-იქნებ ორივემ მოკეტოთ? ჩემი პრობლემები არ მეყოფა?-დავჭყავლე ორივეს და თვალებით ვანიშნე,განძრევაც არ გაბედოთთქო.
-შენ რას ფიქრობ?-მკითხა ანანომ და ეკას მტრული მზერა ესროლა.
-არაფერს!
-ეგ როგორ?-გაოცებულმა შემომხედა.
-ძალიანაც კარგი-დაიწყო ისევ ეკამ-ცოტა იწუწუნოს ვაჟბატონმა,არაფერი მოუვა!
-ეკა ნუ იქნები უგულო!
-გოგო კიდე მე ვარ უგულო? დაქალი დამიტანჯა ოთხი თვე,ახლა უცებ მოდის და აქეთ ლანძღავს და უგულო მე ვარ?
-ესე ლაპარაკი მარტივია,ჩვენ არ ვიცით რა ხდებოდა ეს ოთხი თვე ნიკოლას ცხოვრებაში!
-ანანო შენი გულუბრყვილობა მანადგურებს!-ამოიფრუტუნა ეკამ და ანანოს სინანულით გაუღიმა.
-გეყოფათ ნიკოლას გაკიცხვა,არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ! უბრალოდ დინებას მივყვები!
-შენი გადასაწყვეტია,მე ახლა ვბრაზობ,მაგრამ ხომ იცი,მთავარია შენ იყო ბედნიერი!-ეკამ გამიღიმა და ჩამეხუტა,მერე ანანოც დაგვახტა და ისევ ამაწიოკეს.
-გოგო,იცი რა ვიფიქრე?-უცებ წამოიყვირა ანუშკიმ.
-თუ რამე სისულელეა,გთხოვ გაჩუმდე!-აწიკვინდა ეკა.
-იოანეს ხო არ დავცინცლო ინფორმაცია ნიკოზე?-ისე ჩუმად იკითხა,თითქოს ვინმე გვისმენდა.
-ვაა,საღოლლ! ამას არ ველოდი-ტაში შემოცხა ეკუნამ-კარგი იდეაა,მე იქნებ გიორგისგან გავიგო რამე.
-მოკლედ დღეს,მე და ეკა ვიჩალიჩებთ,რომ ინფორმაცია დავტყუოთ და საღამოს რვისთვის კაფეში გავიპაროთ და იქ დავილაპარაკოთ კარგად,მოსულა?
-მოსულა-დავეთანხმე ორივეს და მერე ორივე მაგრად ჩავკოცნე.
მთელი დღე უაზროდ გავატარე,ხან რას მივედებოდი,ხან რას.გული ვერაფერს დავუდე,თან მარტო ვიყავი.გოგოებმა ბიჭები მოიტაცეს,რომ გამოეძალათ ამბები.მე კიდევ ტელეფონს ვუყურებდი და სულელევით ნიკოლას ზარს ველოდებო.აბა მარტო ჩემნაირი სულელი,თუ იფიქრებდა,რომ გუშინდელი ლაპარაკის შემდეგ,ნიკოლა დამირეკავდა.რვა საათი მოვიდა თუ არა,სახლის კარები გავიჯახუნე და კაფეტერიისკენ ავიღე გეზი.გოგოები უკვე იქ ისხდნენ და მელოდბეოდნენ.
-აბა რა ხდება?-ისე შევყვირე,რომ ყველას ყურადღება მივიქციე.
-დაჯექი აბა!-თვალით სკამზე მანიშნა ეკამ.
-ოოო თქვით,ვერ ვითმენ!
-მოკლედ ძაან ბევრი ვეჩალიჩე გიოს და ნიკოლა რამდენჯერაც ვახსენე,იმდენჯერ მამისმკვლელი მზერა მესროლა!
-რატო?
-არ ვიცი,აშკარად რაღაცას მალავენ,ზუსტად ვიცი.გიოს ვინ მასწავლის მე? როცა რაღაც საიდუმლო აქვს და მალავს,მაგ მზერით ცდილობს ხოლმე ჩემგან თავდაცვას!
-და რა უნდა იყოს?-ინტერესით ვიკითხე და ანანოს მივუბრუნდი.
-მგონი ცუდი ამაბვია!
-შენ გაიგე რამე?-ნერვიულობისგან მთელი ძარღვები დამჭიმვოდა და სუნთქვაც კი მიჭირდა.
-ზუსტად არაფერი უთქვამს იოანეს,მაგრამ წამოცდა რაღაც! მგონი საავდამყოფოში აქვს ცუდად საქმე! ზუსტად ვერ გეტყვი!
-და რა პრობლემა უნდა ქონდეს?
-არ ვიცი,აშკარაა რაღაც მოხდა გერმანიაში.
-იქნებ მიხვიდე და პიირდაპირ დაელაპარაკო ნიკოლას?
-ვეთანხმები ანანოს-ეკამაც კვერი დაუკრა.
-ხომ მაგრამ,გუშინდელის მერე ესე როგორ მივიდე,ან რა ვუთხრა? შენზე რაღაც გავიგე და მართალიათქო?
-არ ვიცი,რაც გინდა ის უთხარი,მაგრამ რომ უნდა დაილაპარაკოთ,ეგ უეჭველია.
-იქნებ ბიჭებს ვკითხო რამე?
-იგივეს გეტყვიან!-ეკამ უდარდელად ამოილაპარაკა და ცივი ყავა მოსვა.
-ხომ მაგრამ,მე მაინც ვცდიი!-გავეკრიჭე ორივეს და ისე უცებ გამოვვარდი კაფიდან,რომ გოგოებმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრეს.
20 წუთში სახლში ვიყავი,უკვე შესასვლელთან ვიდექი,გიოს და იოანეს ლაპარაკი რომ გავიგე.
-დღეს ეკამ დაკითხვა მომიწყო!
-არ თქვა ნიკოლაზეო,თორემ გავგიჟდები!
-კიი და შენ საიდან იცი?-გაოცებული გიოს ხმა მკვეთრად ისმოდა.
-მეც დამკითხა ანანომ!
-რაღაც იყნოსეს აშკარად! მაგრამ რა ყნოსვა უნდა,ნიკოლას რომ შეხედავ შუბლზე აწერია ყველაფერი!
-ჩემი აზრით,თათიამ უნდა იცოდეს-სიტყვით გამოვიდა იოანე.
-ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა,ნიკოლა თავად გადაწყვეტს!-გიოს ხმა ასეთი კატეგორიული ძალიან იშვიათად იყო.
-ხომ მაგრამ თქმის ძალა ექნება კი? ეშინია,რომ თათია ვერ გაუგებს,ეშინია რომ ზურგს აქცევს,ამიტომაც არის ჩუმად!
-ეს ყველაფერი მეც ვიცი,მაგრამ რა უნდა ვქნათ ჩვენ? მივიდეთ და გოგოს ვუთხრათ,ეს ოთხი თვე იმიტომ არ ჩანდ,რომ შენი გაფრენის ღამეს ურთულეს ოპერაციას აკეთებდა და ოცდაერთი წლის პაციენტი ხელებში ისე ჩააკვდა,რომ გონზეც ვერ მოვიდათქო?
ამის გაგონება და ჩემი გათიშვა ერთი იყო,ყურები დამიგუბდა,სუნთქვა გამიჭირდა და რამდენიმე წამში გონება დავკარგე.თვალი რომ გავახილე,საავდამყოფოში ვიწექი,ოთახში არავინ იყო,თავი საშინლად მტკიოდა და უკვე დაყვირებას ვაპირებდი,კარი ექიმმა რომ შემოაღო.
-პატარა ქალაბატონო,გაიღვიძეთ?-ხნიერი მამაკაცი თბილად მიღიმოდა.
-რა მოხდა?
-საშიში არაფერია,გული წაგივიდათ და თავი ცუდად დაარტყით,ცოტა ტვინის შერყევა გაქვს,მაგრამ საშიში არაფერია!
-გასაგებია და ჩემი მეგობრები აქ არიან?
-ყველა აქაა,ზედმეტად კარგი მეგობრები გყავთ,გილოცავ! დღეს იშვიათია ასეთი მეგობრობა!-თბილად გამიღიმა და პალატიდან გავიდა,რამდენიმე წამში კი ოთხივე გიჟივით შემოვარდა.ანანო ტიროდა,ეკა აწყნარებდა,ბიჭები კიდევ ეჭვის თვალით მიყურებდნენ,ვერ გაერკვიათ ვიცოდი თუ არა რამე.
-ანანო რა გატირებს? ან თქვენ რა სახეები გაქვთ?-სიცილით ვკითხე ოთხივეს.
-შენ?-დაიბნა იოანე-შენ როდის მოხვედი სახლში?
-არ მახსოვს,კარები გავაღე თუ არა ცუდად გავხდი-ისე კარგად გავითამაშე,რომ ჩემი თავის მე გამიკვირდა.
-რა დაკითხვაა-უცებ გაიკრიჭა გიო-თავი როგორ წაიქციე გოგო?
-ახლა შენ თავს ვნახავთ წაქცეულს და გაგორებულს-დავემუქრე და მუშტიც მოვუღერე.
-ეს ნახე რაა,საწოლზეა მიჯაჭვული და კიდევ რამხელა გულზეა-ახლა იონაე აყვა ღადაობაში.
ბიჭებმა ბევრი იცელქეს და იმაიმუნეს,მართალია ყველაფერზე ვიკრიჭებოდი,მაგრამ მთელი ჩემი გონება და გული ნიკოლასთან იყო.რამდენი სისულელე ვუთხარი,როგორ ველაპარაკე.ვაგრძნობინე ცუდი ადამიანიხართქო,მაშინ როდესაც ასე ჭირდებოდა ჩემი გამხნევება.ამდენი ხანი მე უმისობის გამო ვტიროდი და ვბრაზობდი,ის კი მთელი ეს დრო იტანჯებოდა,იტანჯებოდა რომ ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ვერ შეინარჩუნა,ვერ გადაარჩინა ადამიანი,რომელმაც ოჯახმა ანდო.ალბათ ერთი შეხედვით მარტივია,ადამიანს უთხრა შენ ექიმი ხარ,ღმერთი ხომ არაო.დაამშვიდო ამ სისულელეთი,როდესაც იცი,რომ სინდისს,პროესიონალიზმის პიკზე მყოფი ადაიმიანის ამ მარცხს ვერსად გაექცევი.რაც არ უნდა იყოს,ექიმებისთვის ადამიანის სიკვდილი ბევრად რთულია.ჩემ თავს ვუბრაზდებოდი,საშინლად ვბრაზობდი,მინდოდა ის სიტყვები სამუდამოდ გამექრო ნიკოლას მეხსიერებიდან,მინდოდა ჩავხუტებოდი და მეთქვა,რომ ყველაფერი ძველებურად იქნებოდა,რომ მე მაინც მეყვარებოდა.
-გოგო,თათია,გოგო-ეკას ხმამ გამომაფხიზლა,ბიჭები უკვე წასულიყვნენ.
-რა ხდება?
-რა ხდება კი არა,შენ რა გჭირს?
-არ მინდა ახლა ამ თემაზე საუბარი,გთხოვთ!
-კარგი მაგრა,იცი აქ ვინ იყო?-ეშმაკურად მკითხა ანანომ.
-ვინ?-უინტერესოდ ვიკითხე და ფიქრებით ისევ ნიკოლასთან წავედი.
-ნიკოლა!
-კაია!-ვთქვი და თვალები დავხუჭე,მარამ რამდენიმე წამში ყველაფერი გავაიზრე და ისე წამოვიკივლე,რომ შერყევა თავიდან მივიღე.
-დამშვიდდი,შენთვის ესეთი მკვეთრი მოძრაობები არ შეიძლება-დამიყვავა ეკამ და ანანოს გადახედა თვალების ბრიალით-შენ კიდევ როდის უნდა ისწავლო სიახლეების შეპარება?
-აქ იყო? ზუსტად იცით? არ მატყუებთ?-გაკვირვებული ხან ანანოს ვუყურებდი და ხან ეკას.
-ზუსტად ვიცი,მინდა გითხრა,რომ საშინლად გამოიყურებოდა-სინანულით გააქნია ანანომ თავი-თვალები სულ ჩაშავებული,წვერი მოშვებული,ქერა თმა აბურძგნული,მარტო შენი მდგომარეობა იკითხა,რომ გაიგო კარგად იყავი წავიდა! არც მოვუკითხივარ წესივრად!
-თათია,მართალია ამის დრო არ არის,მაგარამ აშკარად რაღაც ხდება და უნდა გავარკვიოთ!-მტკიცეთ თქვა ეკამ და ანანოც დაეთანხმა.
-გავარკვევ,მთავარია აქედან მალე წავიდეთ! როდის გამწერენ?
-ხვალ დილით, მაგრამ ერთი კვირა წოლითი რეჟიმი გაქვს და არც იფიქრო,რომ ნიკოლასთან ირბენ და საქმეებს გაარკვევ-დედაჩემივით დამტუქსა ეკამ.
-რადგანაც შენ იტყვი!
საავადმყოფოდან მეორე დღეს გამწერეს და პირადპირ სახლში წავედით,რომ არა ეს ამბავი,ხვალ უკვე მთაში წასვლას ვაპირებდით,მაგრამ ერთი კვირა მგზავრობა კი არა,ადგომაც არ შეიძლებოდა.


პ.ს. ვაიმეე,მაპატიეთ,სორები pensive pensive ვიცი,რომ საშინლად ცუდი გოგო ვარ,მაგრამ დიდი თავი დაგიწერეთ და იმედია თქვენ გულს მოვიგებ heart_eyes kissing_heart



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

შენი ნიკი რომ ვნახე ვიფიქრე, ეხა ამ ზესიყვარულ გოგოს გავპუტავთქო!!! მაგრამ, კითხვა რომ დავამთავრე გადავიფიქრე "დატუქსვა" joy joy joy სუნთქვა რამდენჯერ დამავიწყდა არვიცი კითხვისას :დდ შეარიგე ჩვენი ნიკო და თათია თორე გავაფრეენ, :დდ (მერე არდაგადგება კარგი დღე!!) ჰოო და მთავარიი!! აღარ დააგვიანო!! kissing_heart kissing_heart

 


№2  offline მოდერი bla.ell

ეს დიდი თავი არ იყო ისე დააგვიანე რომ უფრო მეტს ველოდი://არ მეყო პატარა იყო ამდენი დღის ჩაგდების მერე:/ იმედია ხვალ მაინც დადებ და ასე არ დააგიანებ რა საშნელებააა არაპუნქტუალურობა:/ველი შემდეგ თავს საინტერესოდ მიდიხარ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი lia

ძალიან წელავ მოვლენებს,ცოტა კონკრეტულად დაწერე.რაზეც არის ეს მოტხრობა აგებული. Dავიტანჯე
არ გეწკინოს,მაგრამ დასაწკისი ბევრად უკეტესი იკო

 


№4 სტუმარი ani

Saxlshi ar ician aseti temebit tu var dainteresebuli nu Cudi ki araferia amashi Mara sad exla marto ro kitxulob shentvis Xoda jer davinaxe tu ar tavi tormeti gijivit vkiodi titeuli winadadebis wakitxvisas emocias ver vmalavdi gadavrie saxlshi yvela yochag kargia magram dzalian bevri vicadet erti rcheva meqneba tavebi shedzlebisamebr gazardo ise unakolaaa warmatebebii xvalac Dade ra gtxov

 


№5  offline წევრი Ioana

bla.ell
ეს დიდი თავი არ იყო ისე დააგვიანე რომ უფრო მეტს ველოდი://არ მეყო პატარა იყო ამდენი დღის ჩაგდების მერე:/ იმედია ხვალ მაინც დადებ და ასე არ დააგიანებ რა საშნელებააა არაპუნქტუალურობა:/ველი შემდეგ თავს საინტერესოდ მიდიხარ❤


ვიცი,რომ არ იყო დიდი თავი და ამიტომ ვთქვი,თქვენს აღშფოთებას ველოდი laughing მაპატიეთ,მაპატიეთ,ამ შაბათ-კვირას იმდენს დავწერ,რომ დასასრულამდე მივიყვან :დდდ მადლობა,რომ მიტანთ და ელოდებით ახალ თავებს heart_eyes heart_eyes

სტუმარი lia
ძალიან წელავ მოვლენებს,ცოტა კონკრეტულად დაწერე.რაზეც არის ეს მოტხრობა აგებული. Dავიტანჯე
არ გეწკინოს,მაგრამ დასაწკისი ბევრად უკეტესი იკო


გასაგებია,მესმის და ვითვალისწინებ მაქსიმალურად თქვენ აზრს heart_eyes შევეცდები დავაჩქარო მოვლენები,უბრალოდ წერისას არასდროს ვგეგმავ წინასწარ რას დავწერ,თვითონ პროცესში მომდის აზრები,ამიტომ არ შემიძლია ესე უბრალოდ ჩამოვწერო გეგმა და იმას მივყვე :დდდ მადლობა კიდევ ერთხელ და შევეცდები მაქსიმალურად გავითვალისწინო თქვენი რჩევები heart_eyes

ani
Saxlshi ar ician aseti temebit tu var dainteresebuli nu Cudi ki araferia amashi Mara sad exla marto ro kitxulob shentvis Xoda jer davinaxe tu ar tavi tormeti gijivit vkiodi titeuli winadadebis wakitxvisas emocias ver vmalavdi gadavrie saxlshi yvela yochag kargia magram dzalian bevri vicadet erti rcheva meqneba tavebi shedzlebisamebr gazardo ise unakolaaa warmatebebii xvalac Dade ra gtxov


საყვარელოოო heart_eyes ეგ არაფერი,ჩემზე წარმოდგენაც არავის აქვს,რომ ვწერ რაღაც ისტორიკოებს smile laughing მიხარია,რომ მოგწონს და ემოცია მომაქვს თქვენამდე heart_eyes heart_eyes ამ შაბათ-კვირას ჩავუჯდები და ბევრს დავწერ აუცილებლად heart_eyes

ბელუ შეროზია
შენი ნიკი რომ ვნახე ვიფიქრე, ეხა ამ ზესიყვარულ გოგოს გავპუტავთქო!!! მაგრამ, კითხვა რომ დავამთავრე გადავიფიქრე "დატუქსვა" joy joy joy სუნთქვა რამდენჯერ დამავიწყდა არვიცი კითხვისას :დდ შეარიგე ჩვენი ნიკო და თათია თორე გავაფრეენ, :დდ (მერე არდაგადგება კარგი დღე!!) ჰოო და მთავარიი!! აღარ დააგვიანო!! kissing_heart kissing_heart



აჰაჰაჰ laughing აუუ ბოდიში,ბოდიში,უბრალოდ ისე ვიღლები,სახლში მოსულს მარტო ძილი მინდა ხოლმე და შაბათ-კვირას მაქსიმალურად გამოვიყენებ,რადგან ვისვენებ heart_eyes მიხარია,რომ მიტანთ და მელოდებით :დდ

 


№6 სტუმარი სტუმარი

სულ იმაზე გეწუწუნები, რომ აგვიანებ.. ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი ამ თავს და სიმართლე გითხრა, მოლოდინსაც გადააჭარბა!! ძალიან კარგი იყო, მაგრამ ვეთანხმები სხვებსაც.. ზედმეტად პატარა თავი იყო ამხელა დაგვიანებისათვის. მესმის, იღლები, ვნუშაობო აღნიშნე კიდეც, მაგრამ ეს დაგვიანება შეგიძლია აანაზღაურო დიდი თავებით. ველოდები შემდეგს <3 წარმატებები <3

 


№7  offline მოდერი bla.ell

ჰეიი რაოო დასასრულიო ვიტირეეებ არმინდა რომ დაასრულდეს ისეთი კარგია გელოდები და არ ჩანხააარ ჩვენს მოთმინებას ნუ ცდიიjoy

 


№8 სტუმარი ani gafrindashvili

Au dges axal tavs davelodo???
Gtxov male ar daasrulo jer samives normalurad siyvarulis axsna gvindao vnaxot calcalke tavebshi Ratqmaunda mere echvianobebi patara safrtxeebi xelis txovna da qorwili dzalian gavicheri xo? smile magram male rom daasrulo gavafren mirchevnia kvirashi ertxel wavikitxo vidre es daasrulo warmatebebii gtxov dges Dade Umagresi xar

Ioana
bla.ell
ეს დიდი თავი არ იყო ისე დააგვიანე რომ უფრო მეტს ველოდი://არ მეყო პატარა იყო ამდენი დღის ჩაგდების მერე:/ იმედია ხვალ მაინც დადებ და ასე არ დააგიანებ რა საშნელებააა არაპუნქტუალურობა:/ველი შემდეგ თავს საინტერესოდ მიდიხარ❤


ვიცი,რომ არ იყო დიდი თავი და ამიტომ ვთქვი,თქვენს აღშფოთებას ველოდი laughing მაპატიეთ,მაპატიეთ,ამ შაბათ-კვირას იმდენს დავწერ,რომ დასასრულამდე მივიყვან :დდდ მადლობა,რომ მიტანთ და ელოდებით ახალ თავებს heart_eyes heart_eyes

სტუმარი lia
ძალიან წელავ მოვლენებს,ცოტა კონკრეტულად დაწერე.რაზეც არის ეს მოტხრობა აგებული. Dავიტანჯე
არ გეწკინოს,მაგრამ დასაწკისი ბევრად უკეტესი იკო


გასაგებია,მესმის და ვითვალისწინებ მაქსიმალურად თქვენ აზრს heart_eyes შევეცდები დავაჩქარო მოვლენები,უბრალოდ წერისას არასდროს ვგეგმავ წინასწარ რას დავწერ,თვითონ პროცესში მომდის აზრები,ამიტომ არ შემიძლია ესე უბრალოდ ჩამოვწერო გეგმა და იმას მივყვე :დდდ მადლობა კიდევ ერთხელ და შევეცდები მაქსიმალურად გავითვალისწინო თქვენი რჩევები heart_eyes

ani
Saxlshi ar ician aseti temebit tu var dainteresebuli nu Cudi ki araferia amashi Mara sad exla marto ro kitxulob shentvis Xoda jer davinaxe tu ar tavi tormeti gijivit vkiodi titeuli winadadebis wakitxvisas emocias ver vmalavdi gadavrie saxlshi yvela yochag kargia magram dzalian bevri vicadet erti rcheva meqneba tavebi shedzlebisamebr gazardo ise unakolaaa warmatebebii xvalac Dade ra gtxov


საყვარელოოო heart_eyes ეგ არაფერი,ჩემზე წარმოდგენაც არავის აქვს,რომ ვწერ რაღაც ისტორიკოებს smile laughing მიხარია,რომ მოგწონს და ემოცია მომაქვს თქვენამდე heart_eyes heart_eyes ამ შაბათ-კვირას ჩავუჯდები და ბევრს დავწერ აუცილებლად heart_eyes

ბელუ შეროზია
შენი ნიკი რომ ვნახე ვიფიქრე, ეხა ამ ზესიყვარულ გოგოს გავპუტავთქო!!! მაგრამ, კითხვა რომ დავამთავრე გადავიფიქრე "დატუქსვა" joy joy joy სუნთქვა რამდენჯერ დამავიწყდა არვიცი კითხვისას :დდ შეარიგე ჩვენი ნიკო და თათია თორე გავაფრეენ, :დდ (მერე არდაგადგება კარგი დღე!!) ჰოო და მთავარიი!! აღარ დააგვიანო!! kissing_heart kissing_heart



აჰაჰაჰ laughing აუუ ბოდიში,ბოდიში,უბრალოდ ისე ვიღლები,სახლში მოსულს მარტო ძილი მინდა ხოლმე და შაბათ-კვირას მაქსიმალურად გამოვიყენებ,რადგან ვისვენებ heart_eyes მიხარია,რომ მიტანთ და მელოდებით :დდ

Ras qvia dasasrulamde miiyvan ara ase ar gamimeto ra ici rogor ar minda dasruldeba gtxov gevedrebi gemudarebi ar vici rogor avxsna ra memarteba am motxrobis danaxvisas gaaagrdzele araushavs male tu ver Deb gavigeb ogond dasasrulistvis ar gamwiro

 


№9  offline წევრი Ioana

ხალხნო,მე არ გამიბრაზდეთ რაა :დდ დაწერილი მაქვს და მთელი საღამოა,რასაც ქვია საიტს ვეჭიდავებიი sob sob ჩემთან ჭირს რამე,თუ საიტს აქვს ხარვეზი,არ ვიცი.ვერ ვდებ სიახლეს weary

 


№10 სტუმარი ani

Ioana
ხალხნო,მე არ გამიბრაზდეთ რაა :დდ დაწერილი მაქვს და მთელი საღამოა,რასაც ქვია საიტს ვეჭიდავებიი sob sob ჩემთან ჭირს რამე,თუ საიტს აქვს ხარვეზი,არ ვიცი.ვერ ვდებ სიახლეს weary

ხო მეც ცოტა გამიჭედა ეხლაც ძლივს შემოვედი არაუშავს ხვალ დადე

 


№11  offline წევრი Ioana

ani
Ioana
ხალხნო,მე არ გამიბრაზდეთ რაა :დდ დაწერილი მაქვს და მთელი საღამოა,რასაც ქვია საიტს ვეჭიდავებიი sob sob ჩემთან ჭირს რამე,თუ საიტს აქვს ხარვეზი,არ ვიცი.ვერ ვდებ სიახლეს weary

ხო მეც ცოტა გამიჭედა ეხლაც ძლივს შემოვედი არაუშავს ხვალ დადე


დავდე :დდდ დაიდო უკვე

 


№12  offline წევრი mariam m.k

Tirilit bamdvilad ar mitiria magram.kargi iyo zalian perfect...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent