შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (ნაწ.2 თავი 1)


23-02-2018, 20:47
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 814

ღამის სიჩუმეში გახვეული თბილისი, მიძინებული ქალაქის პოზიციაზე მყოფიც კი ინარჩუნებდა თავის ხიბლს, რომელიც ულამაზესი იყო და ძველი უბნების, შესანიშნავი ხედებით იწონებდა თავს. წყვდიადში გამოჩენილი სავსე მთვარის ფონზე, ამ პატარა ქალაქში მყოფი, მეტად ბევრი და გასაოცარი ღირსშესანიშნაობები, კარგად შეიმჩნეოდა. განათებული იყო ბარათაშვილის ხიდი სადაც "წარსული” და ”აწმყო” ერთმანეთს ერწყმის და ძველისა და ახლის ნაზავს ქმნის. ქუჩის დასაწყისში ქართველი არქიტექტორის, შოთა ყავლაშვილის მონუმენტი გვხვდება. ამ ქანდაკებისგან არც თუ ისე შორს, მე-12 საუკუნის ქართველი ნეო-პლატონური ფილოსოფოსის, იოანე პეტრიწის მონუმენტიც დგას. ეს ორი ქართული სულისკვეთება მეტად ამშვენებს იქაურობას.. როდესაც ბარათაშვილზე აღმოჩნდებოდა, ყოველთვის მარცხნივ გადაუხვევდა და სიძველეში გახვეულ სახლებს ათვალიერებდა. დიდი დაკვირვებით უყურებდა გაბზარულ კედლებს, ჩამოშლილ აივნებს და დანგრეულ, აღარ არსებულ შენობებს. მის საყვარელ შარდენის ქუჩას, რომ მიუახლოვდებოდა მკრთალად გაიღიმებდა, თვალებს დააწვრილებდა, ღრმად ჩაისუნთქავდა თითქოს სხვა ჰაერს, ფილტვებს აივსებდა განსხვავებული სურნელით და ნელა დაუყვებოდა ძალიან ვიწრო და მოკლე ქუჩას. სანამ ფრანგი მკვლევარი ჟან შარდენი ამ მშვენებას მოინახულებდა მანამდე ქუჩას "ბნელი რიგი" ეწოდებოდა, რადგან იგი გადაჭედილი იყო მაღაზიებითა და სახელოსნოებით. გასაოცარი იყო პატარა, განსხვავებული და სხვანაირად მოწყობილი გარემო. მისთვის დამამშვიდებელს სწორედ ეს წარმოადგენდა. წვრილი წვიმა ერთვოდა მის ნაბიჯებს ნელ-ნელა, რომ მატულობდა.. მას კი არ ანაღვლებდა. თავზე კაპიუშონი წამოეფარებინა და ისევ მშვიდი, დინჯი ნაბიჯებით მიუყვებოდა გზას.
აგვისტოს დასასრული იყო..
სექტემბრის დასაწყისი.
ზაფხულის ბოლო წუთი და შემოდგომის პირველი წამი. სახე ცისკენ აღმართა. გაეღიმა ცხელ სახეზე წვეთები, რომ იგრძნო.
ნაცნობი სიცილის ხმაზე გვერდით გაიხედა და დაინახა გიკა ხიონაკი ბიჭების წინ, რომ იდგა და რაღაცაზე გულიანად იცინოდა. ღიმილი სახეზე შეაშრა, სახე ზიზღისგან დაემანჭა, თავზე გადახდილი კაპიუშონი ისევ წამოიფარა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა მისთვის არა სასურველ სილვეტს. არ ელოდა ხიონაკის თბილისში ნახვას. ბოლო იმფორმაციით ბათუმში იყო, ბიჭებთან ერთად და დაბრუნებას ვერ მოახერხებდა სკოლის დაწყებამდე, მაგრამ მას ხომ ყველაფერი უნდა ჩაემწარებინა მისთვის. ისედაც საკმაოდ დიდხანს უწევდა გიკას ატანა. შვიდი წლის იყო ხიონაკი მის მეზობლად, რომ დასახლდა. მეხუთე სართულზე მცხოვრები სიცოცხლეს უმწარებდა მეოთხეზე მცხოვრებს, თავისი აუტანელი საქციელებით. მალევე დაუახლოვდა უბანში მაცხოვრებლებს, არ გაჭირვებია ხიონაკს ახალთან შეჩვევა..
ის?
არა ის არასოდეს არ ელაპარაკებოდა გიკას. არასოდეს მიუქცევია მისთვის ყურადღება.. ეზოში ჩასული ბარდიურზე ჩამოჯდებოდა და წიგნს კითხულობდა. ხიონაკი ცუდი ბიჭის, როლში იყო და არც გამოსულა ამ როლიდან. აწვალებდა წითურ, დაუცველ, ობოლ გოგოს სხვადასხვა ოხუნჯობებით. ბაბალე არ იყო ისეთი, როგორიც ყველა. ჩაკეტილი ბავშვი გახლდათ. თავის ნაჭუჭში მყოფი, რომელიც არასოდეს დალაპარაკებია არავის მის ტკივილზე. ერთადერთი მეგობარი ყავდა. ანასტასია დვალი.. განსაკუთრებით უყვარდა ეს გოგო მისი სიგიჟეებითა და სითბოთი. ერთად სწავლიბდნენ ანასტასია, გიკა და ბაბალე.. ერთ სკოლაში, ერთ სართულზე ერთ კლასში..
ქებურია წითური, ჭორფლიანი, მწვანეთვალება და უბრალო სულის მქონე გოგო იყო. ჭკვიანი და ნიჭიერი. გართობის არა მოყვარული.. სწავლაზე მიჯაჭვული.. დედისა და მამის გარდაცვალების შემდგომ ბებიამ გაზარდა, ახლაც ბებიასთან ერთად ცხოვრობდა და მას უვლიდა. თავ დაუზოგავად სწავლობდა, რათა მიზნისთვის მიეღწია და თავისი ადგილი დაემკვიდრებინა. სწავლობდა თავისი ერთფეროვანი ცხოვრება, რომ შეეცვალა და ბედნიერება ეპოვა. აბიტურიენტი იყო, მაგრამ ისეთი არა როგორიც ხიონაკი. ფულის არქონის გამო თავად სწავლობდა... ბაბალეს ძალიან აღიზიანებდა ხიონაკის ფეხებზე მკიდიობა, გიკას მშობლების ადგილზე ასე არ გაანებივრებდა ისედაც გაგიჟებულ, თავის თავზე გაფანატებულ ბიჭს. ისე მშობლებს არაფერს ერჩოდა.. 7 წლიდან იცნობდა ზევითა მეზობლებს, რომლებსაც 10 წელი აკვირდებოდა.. ლუკა ხიონაკი და ლიკა თოდუა ყველაზე ზე ცოლქმარად ითვლებოდნენ და ერთმანეთისთვის შექმნილები გახლდნენ.. მხოლოდ ერთი ნაკლი ქონდათ.. თავიანთი შვილი. ამას უკვე საშველი აღარ ექნებოდა და აბა რა აზრი ქონდა ლაპარაკს. კორპუსისკენ მიმავალ გზაზე გადადიოდა ფეხებთან სწრაფად მოძრავი მანქანა, რომ გაუჩერდა. გულ აფართხალებულმა გახედა მომღიმარ მძღოლს და ხელი მარცხენა მხარეს მკერდთან მიიდო..ნერვები უარესად აეშალა საჭესთან მოთავსებული გიკას დანახვაზე. როგორ უმწარებდა ცხოვრებას ეს ბიჭი. ამოსუნთქვის საშვალებას არ აძლევდა.. ეზიზღებოდა იმ დღიდან რა დღიდანაც მის კორპუსში გადავიდა.. სწრაფი ნაბიჯით წავიდა და სადარბაზოს კიბეებს აუყვა.. კარები ფრთხილად გააღო ბებია, რომ არ გაეღვიძებინა. ოთახში შევიდა და პირდაპირ ჩაეშვა საწოლში. იცით როდის შესძულდა ასე მძაფრად გიკა ხიონაკი? მეხუთე კლასში. უნებლიედ, მისმა გულმა გიკას ძმაკაცი ანდრია თორია, რომ მიითვისა და შეიყვარა. ანდრიასაც მოწონდასავით, მაგრამ ხიონაკმა იმდენი გააკეთა გოგო უბრალოდ მასხრად ააგდებინა თორიას. ყველამ დასცინა.. აბუჩად და მასხრად აიგდეს უბრალო მიზეზის გამო, რომ ანდრო უყვარდა და ის ანდროს ღირსი არ იყო.. ვეღარ გაუძლო ბაბალემ და იმ წლის მეორე სემესტრიდანვე შეიცვალა კლასი. მაგრამ ამასაც ხომ ბედი უნდა? შემდეგ წელს კლასში არსებული 15 მოსწავლის გამო უაზროდ მიიჩნიეს მეორე კლასის შექმნა და ამიტომ 22 ბავშვს მიუერთეს ეს 15 ბავშვი.. სწორედ ასე და ამგვარად ისევ ერთად მოთავსდნენ ხიონაკი და ქებურია. წლები გავიდა და ბავშვური სიყვარულიც გადაივიწყა.. მაგრამ ახლა ანდრია თორია იყო გაუსაძლის სიტუაციაში. როლები გაცვალეს. წამოზრდილი, დაქალებული, ჭკვიანი, სრულფასოვანი და განსაკუთრებული თვისებების მატარებელი ქებურია შეუყვარდა თორიას. არა ბავშვურად, არამედ ასე გულწრფელი ნაღდი გრძნობით. გიკას, რომ უთხრა ბაბალე მიყვარსო. ხიონაკს ხარხარი აუტყდა. მეღადავებიო გაიძახოდა.. ხო და ამასაც დაცინვის ობიექტად ყოფნა არ სურდა და სიცილში აყვა. გეღადავები აბა მაგას რა შემაყვარებსო.. ასე და ამგვარად თავის თავში ჩაკეტილებს ზურგს უკან სხვა ფიქრები ქონდათ.
აგვისტოს ცხელ თვეში მიტოვებული თბილისი მალევე გაივსო სექტემბერში. ისევ იგივე ტემპში ჩადგა საზოგადოება, შემოდგომის ტალღას აყვნენ.. კვლავ სამსახურები და სასწავლებლები.. დაკისრებული ვალდებულებები და თან დართული თავდაუზოგავი შრომა. ზაფხულის დასვენება წამიერი აღმოჩნდა ბავშვებისთვის.. ჯერაც არ იყვნენ გამოსულები იმ ეიფორიიდან რასაც სკოლაში არ სიარული ერქვა..
ახლა?
ისევ დაიწყო მათი სატანჯველი. პირველი დღე და ახალი სასწავლო წელი. მეთორმეტე კლასელებისთვის რთულად გასავლელი ჯოჯოხეთი.
-ჩემო ბაბალე.. სკოლის წინ გაჩერებული მანქანიდან გადმომხტარი ანასტასია ყვირილით მირბოდა მეგობრისკენ. -როგორ მომენატრე ბაბი. ხელები მოხვია დიდი ხნის უნახავ მეგობარს და ლოყაზე აკოცა.
-მეც მომენატრე ან.. როგორც ყოველთვის სიმშვიდე არ დაუკარგავს ქებურიას და მისი გიჟი დაქალის მსგავსად ეზოში მდგომების ყურადღებაც არ დაუმსახურებია.. მანქანიდან გადმოსულ მაქსიმეს ღიმილით მიესალმა. ბიჭმაც ხელი აუწია მისალმების ნიშნად და ხიონაკისკენ დინჯი ნაბიჯებით წავიდა. სამაგიეროდ გიკა იყო აცდენილი დასტოინობას და მაქსიმე დვალის დანახვაზე ისეთი სისწრაფით გაექანა მისკენ ბიჭი ლამის ადგილიდან მოსწყვიტა და დასცა ძირს. ანასტასია გვერდით ამოუდგა გოგოს და შენობისკენ გაემართნენ..
-შენ არ უნდა ნახო? გიკასკენ ანიშნა თავით.
-ვნახე გუშინ ჩვენთან იყო გამოსული თავის შეყვარებულთან ერთად. სახე დამანჭა.. -ისე ვერ გავიგე რამ შეაყვარა.. მხრები აიჩეჩა და გაღიმებულმა შეხედა ბაბის.. -გუშინ ანდრიაც იყო ჩვენთან.
-არ მაინტერესებს ეგ ხომ იცი? სულერთიას სახით შეხედა, თვალი ჩაუკრა და საკლასო ოთახში შევიდა. მასწავლებელს მიესალმა და მის წინ დაჯდა. ანასტასიაც გვერდით მიუჯდა. -ნიკა ბიძია და ნიდა დეიდა როგორ არიან? თემა შეცვალა და დანაღვლიანებულ გოგოს მიუტრიალდა.
-რაჭაში დარჩნენ.. გაეღიმა დედ-მამის გახსენებაზე. -მე და მაქსი დავბრუნდით გუშინ მარტო, ეგენი ერთი კვირით იქნებიან იქ. ლამარა ბებო როგორაა?
-გუშინ წინ გახდა ცუდად, ახლა არაუშავს.. სევდიანად გაიღიმა. -სამსახური ვიშოვნე შენ სანამ ისვენებდი და გყავდი მიტოვებული.. თითქოს ნაწყენმა აარიდა თვალი, მაგრამ ტუჩის კუთხე ჩაუტყდა. დვალმა თვალები გააფართოვა და დაქალს ხელზე დაქაჩა.
-აქამდე არ უნდა გეთქვა? სასაცილოდ აიქნია თითი და დოინჯი შემოირტყა წელზე. -როგორ არ მითხარი ბაბალე?
-მეც გუშინ გადავწყვიტე. ჩემი სადარბაზოს ქვევით, რომ მაღაზიაა აი იქ ვიმუშავებ..სხვა გზაც არ მაქვს თან. გაუღიმა გაბრაზებულს. -ბებოს პენსია გადასახადებს ძლივს ყოფნის, ამას დამატებული წამლები, თან უნარებზე მინდა შესვლა..
-ხო ვიცი. დამნაშავესავით ჩახარა თავი. -მე გასესხებ ფულს. გაბრწყინებულმა ახედა.. -რამდენიც დაგჭირდება.. მამას გამოვართმევ, ვეტყვი რაღაც უნდა ვიყიდოთქო და მოგცემ.. როცა გექნება მაშინ დამიბრუნე.
-არ გამოვა მასე. თავი დახარა -რამეს მოვახერხებ, ჩემით. მადლობა ან.. ყველაზე კარგი ხარ ვინც კი გამიცვნია ამ წლების მანძილზე.. ძალიან მიყვარხარ.. ჩაეხუტა დაქალს და კარებში შესულ ანდროს დანახვაზე თვალები დახუჭა. ზარის დარეკვიდან 15 წუთის შემდგომ შევიდა გიკა და ანდრიას გვერდით მოთავსდა. არაფერი არ იყო განსაკუთრებული, ერთი ჩვეულებრივი დღე დაუსრულებელი, ახლი მოსწავლის გაცნობითა და ზაფხულის არდადეგებით გაჟღენთილი ამბებით. ბაბალეს მოსაყოლი არაფერი ქონდა, ამიტომ ფანჯარაში იყურებოდა და ყურადღებას არ აქცევდა ხიონაკის მოყოლილ ბათუმურ ვოიაჟს. რაღაცნაირი უჩვეულო შეგძნება დაეუფლა სკოლიდან გამოსვლისას ანდრიას თვალებს, რომ წააწყდა. ანასტასიას ელოდებოდა სკოლის ეზოში ხიონაკის შეყვარებულთან და თავად ვაჟბატონთან ერთად, რომ იდგა და რაღაცას გაცხარებით უხსნიდა. დითხანს უყურა თორიამ, ბოლოს ღრმად ამოისუნთქა სიგარეტი გადააგდო და წინ წამებში აესვეტა წითურს. არაფერი უთქვამს, ცოტახანს თვალებში უმზერდა და იღიმოდა. არც ბაბალე არღვევდა დუმილს.
-ბაბი, როგორ ხარ? თორიამ ისე კითხა ქებურიას თითქოს წლები იყო გასული მას შემდეგ რაც არ უნახავს. გოგოს ჩაეცინა, ორი ნაბიჯით უკან დაიხია და ანდრია აათვალიერა. ბიჭი აშკარად ნერვიულობდა. თავზე გადაისვა ხელი და თვალი ასფალტს გაუსწორა. -არ მელაპარაკები? ჩუმად კითხა წინ მდგომს და თავი ნელა აწია ზევით. -ბაბალე ისე ნუ მექცევი როგორც ქანდაკებას. წყობიდან გამოვიდა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
-არ ხარ? არ ელოდა ასე თუ შეუბრუნებდა ქებურია კითხვას.
-შენთვის ვაარ? თვალები აემღვრა და ხმა გაებზარა. ის დღე გაახსენდა ბაბალეს ხელი თავად, რომ კრა და თავისი თავი შეზიზღდა.
-ხარ. უემოციოდ, მაგრამ მკაცრად უთხრა და მათკენ მიმავალ ანასტასიას და მისთვის აუტანელ წყვილს გახედა. ხიონაკი ისე ეხვეოდა თავის შეყვარებულს, როგორც ხეს სურო. -წავედით? ანასტასიას მიუახლოვდა და წყვილს ისე აუარა გვერდი ვითომც არ არსებობდნენ. გოგონამ თავი დაუქნია და ასე გასცილდნენ მათ.
-იმას რა ჭირს ტო? გიკა წარბებ შეკრული უყურებდა მიმავალ ბაბალეს და ნერვები ეშლებოდა მის სიმშვიდეზე. ადრე ან ჩხუბს დაუწყებდა ან ატირდებოდა. ახლა კი უემოციო და უგრძნობი ადამიანივით იქცეოდა.
-რაში გაინტერესებს შენ ბაბალეს მდგომარეობა? ეჭვიანობის პიკზე იყო ნიაკო.. ბიჭს გაეცინა გოგოს გაკაპასებაზე, მისკენ მიქაჩა და ტჩის კუთხეში აკოცა. ანდრია უბრალოდ აორთქლდა და ისეთ ადგილას აღმოჩნდა სადაც ყველაფერს გადაივიწყებდა. კლუბის მეტი ხომ არაფერი უშველიდა.
სახლში მისულ ბაბალეს ბებია ფეხზე ამდგარი, რომ დახვდა ძალიან გაუხარდა. სამზარეულოში იყო და რაღაცას ამზადებდა. იმდენი აკოცა ქალს დანაოჭებულ ლოყაზე სანამ ლამრო არ გაუბრაზდა და არ გააგდო სამზარეულოდან, მანამ ვერ მოისვენა. საღამომდე ოთახში იყო და მეცადინეობდა, მერე ბებიასთან გავიდა წნევა გაუსინჯა, წამალიც დაალევინა და სამსახურში წასასვლელად მოემზადა. ფეხით ჩადიოდა კიბეზე უფროს ხიონაკს, რომ შეეჯახა.
-ბოდიში. თვალი ვერ გაუსწორა დაზარალებულ ლუკას.
-არაუშავს ბაბი. გაუღიმა და გოგოს თავზე ხელი გადაუსვა. -როგორაა ლამრო? ისევ აწუხებს წნევა?
-კარგად არის. ხანდახან აქვს ხოლმე.
-შენ უვლი და კარგად იქნება აბა რა იქნება. გაუცინა ქებურიას. -ფრთხილად ჩადი კიდე ვინმეს არ შეასკდე. სიცილით გააფრთხილა და კიბეები აირბინა.
-მოვედი.. დაიყვირა მამაკაცმა, რომელიც პარკებით ხელდამშვენებული შევიდა მისაღებში და ცოლს ლოყაზე აკოცა. ქალმაც ღიმილით უპასუხა და სამზარეულოში გაყვა.
-ლუკა.
-რა იყო ლამაზო? პარკები მაგიდაზე დააწყო და ცოლს მიუბრუნდა. -ხომ გვაქვს მშვიდობა ოჯახს.
-რავიცი თუ არ დაგვაქცევს ეს შენი ორეული მაშინ გვექნება. წარბები შეკრა და ქმარს მიეხუტა.
-ახლა რაღა ჩაიდინა? მკაცრად იკითხა.
-საცოლე უნდა ამოიყვანოს და წარგვიდგინოს. თვალებში მიაჩერდა კაცს.
-ვინ საცოლე? დაძაბულმა იკითხა.. ქალმა მხრები აიჩეჩა და მეუღლეს გაცილდა. -გადამრევს ეგ ბავშვი. რა სუ მე დამემსგავს ტო.
-შენი შვილია და ვის უნდა დამსგავსებოდა სხვას?
-ხო ეგეც მართალია. გაიცინა. -როდის უნდა დაგვაყენოს თავზე თავისი საცოლე?
-რა ვიცი. დილით მითხრა ამოვიყვანო და.. სიტყვა ლუკას ტელეფონმა გააწყვეტინა. მამაკაცმა სწრაფად ამოიღო ჯიბიდან მობილური და იოანეს ზარს უპასუხა.
-რაო ვეღარ ძლებ უჩემოდ? სიცილით კითხა და მომცინარ ლიკას თვალი ჩაუკრა.
-ახლა შენი უაზრო გამოხტომებისთვის მცხელა?
-აბა გცივა?
-40 წლის, რომ ხარ როდის უნდა შეგეტყოს?
-ორ წელს ნუ მიმატებ. გაბრაზებულმა წარბები შეკრა. -38 წლის ვარ ჯერ და წინ მაქვს კიდევ ცხოვრება. ახლა ჩემ წლოვანებაზე სალაპარაკოთ დარეკე?
-ხო მართლა რაზე გირეკავ. ხვალ ბაკურიანში მივდივარ იმ სასტუმროს ამბავზე და ქეთოს ხომ დაიტოვებს ლიკა ერთი დღით? ნიდა რაჭაშია თორემ არ შევაწუხებდი ლიკუნას.
-რას მიხსნი ბიჭი, გამოიყვანე დღესვე დავიტოვებთ თუ გინდა.
-ჯიგარ.
-ნიკოლოზს ელაპარაკე დღეეს?
-ხო დილით დავურეკე.
-ეეე გამიტყდა ტო. მაგას რატო დაურეკე ჩემამდე? გაბრაზებულმა წარბები შეკრა და მისაღებში გავიდა.
-ვაფშე არ უნდა დამერეკა.. გაღიზიანდა იო.
-რას მირეკავდი მერე?
-აუ ახლა თუ გამოვარდი მანდ ჩაგმარხავ.
-რა დღეში გაქვს ტო ნერვები.
-ფუ შენი.. გულში შეაკურთხა და ტელეფონი გათიშა.. ლუკამ სიცილით მიაგდო მობილური და მისაღებში შესულ შვილსა და სარძლოს შეხედა.
-გამარჯობა. გოგომ ჩუმად დაიჩურჩულა და სამზარეულოდან გამომავალ ქალს გაუღიმა. ლუკიტომ უმცროს ხიონაკს გახედა .
-გაიცანით ეს არის ჩემი ნიაკო. ღიმილით წარუდგინა მის გვერდით მყოფი.
ლუკამ თავი დაუკრა და ლიკას თვალით ანიშნა სამზარეულოში გაყოლოდა.
-სირცხვილია. თვალები უბრიალა ქმარს.
-სირცხვილი კი არა დროზე დაახვიოს ამ ცარაბუტა ბავშვმა აქედან თორემ გადავაბავ ორივეს ერთმანეთზე.
-შენ ხომ არ გაგიჟდი? რანაირად იქცევი ქმარს ხელში სწვდა და მისკენ დაქაჩა.
-მე მეგონა ხუმრობდა.. მეღადავება ახლა თუ რას შვება ვერ ვხვდები. რა საცოლე ? ღადაობთ დედა-შვილი თუ ჩემი გაგიჯება გინდათ? 17 წლის ლაწირაკს ცოლი მოუნდა თურმე. ცოტაღა აკლდა ყვირილამდე.
-გაჩერდი დამშვიდდი და გავიდეთ.
-ასე მსვიდად როგორ ამბობ გოგო? გავგიჟდები ახლა. ღრმად ამოისუნთქა და თვალი მისაღებისკენ გააპარა. -თან დავით ხახუბიას შვილია.. როგორ მეზიზღება ეგ კაცი. სახე მოეღრიცა.
-თავისი ცხოვრება და რაც უნდა ის ქნას. ტუჩებში მოწყვეტით აკოცა და მაცდურად გაუღიმა ქმარს.
-ისე მართალი ხარ. ოდნავ დამშვიდებული გავიდა მისაღებში და ტყავის დივანში მჯდომი შვილის კალთაში დასკუპებული ვითომ სარძლო, რომ დაინახა თვალები ლამის შუბლზე აუვიდა. ხველება აუტყდა.. გიკა მიხვდა მამამისის თვალების ბრიალს და გოგონა გვერდით გადასვა, რაც ნამდვილად არ მოეწონა ნიაკოს. ლიკამ წვენი და ნამცხვარი გამოიტანა მისაღებში და პატარა მაგიდაზე დააწყო. გოგომ წვენი მოსვა და გიკას უფრო მიეხუტა.
-როგორ გაიცანით ერთმანეთი? ლუკა მკაცრი მამის როლში იმყოფებოდა.
-რა მნიშვნელობა აქ? გიკამ დაბღვერილმა გადახედა მამამისს. ლიკა დაიძაბა ლუკას თვალებში განრისხებული ჭინკები, რომ დაინახა.
-გიკა.. გოგომ ხელი მუხლზე დაადო ბიჭს. -ჩვენ საერთო მეგობრის დაბადებისდღეზე შევხვდით. სიტუაცია გამოასწორა ნიაკომ და მომავალ მამამთილს გაუცინა. კითხვებს აყრიდა ლუკიტო წყვილს და მათგან მხოლოდ მოკლე პასუხს ისმენდა. ბოლოს დასკვნა ასეთი იყო. მთლად ცუდი გოგოც არ იყო დავით ხახუბიას შვილი. ნუ დასაწუნი გარეგნობა ნამდვილად არ ქონდა, სწორედ მაგიტომ იყო 16 წლიდან მოდელი. ბევრი ლაპარაკის შემდგომ სახლიც დატოვა წყვილმა და გასართობათ კარაოკე ბარში წავიდნენ, სადაც უკვე ელოდნენ მეგობრები.
ბაბალე მაღაზიაში იყო ამ დროს. ხალხი არ ჩანდა, ამიტომ წიგნს კითხულობდა. თორმეტს 15 აკლდა. სულ რამოდენიმე წუთი რჩებოდა მაღაზიის დაკეტვამდე და ბაბიც წამებს ითვლიდა. მობილურზე ანასტასიას წერდა კარები, რომ გაიღო და მაღაზიაში ხიონაკი შებანცალდა.
-რა გნება... გიკას დანახვაზე თვალები გადაატრიალა. -ეს ლოთიღა მაკლდა ამ ღამით. ჩაიბურტყუნა თავისთვის და სალაროსთან მდგომს ახედა. -რა გინდა? არყის სუნმა, რომ მიაღწია მის კურნოსა ცხვირთან მაშინვე ხელი აიფარა.
-ყველგან შენ როგორ ხარ ჰა? ხელები ჩამოდო სალაროს მაგიდაზე და გოგოსკენ გადაიხარა. - აქაც მე ვარ იქაც მე ვარ იმიტომ, რომ ბაბალე ვააარ.. წაიღიღინა ხითხითით.
-რა გინდათქო? ყურადრება არ მიუქცევია მისი ცანცარისთვის, ისევ მშვიდად კითხა.
-ვა. რა ნერვები გაქვს შენ ტო.. თავი გადააქნია.. -მალბორო Goldი მომეცი ორ პაჭკა.
-აჰა აიღე. ფეხზე წამოდგა, ორი შეკვრა აიღო და და წინ დაუდო.
-ამ ზაფხულს თავი რამეს დაარტყი? მისი სიმშვიდით გაოცებულმა კითხა.
-შენთან საბაასოდ არ მცალია. ნაგლურად გაუღიმა და კარისკენ წავიდა.
-რა სამწუხარუა.. გულ დაწყვეტილის პოზიცია შეინარჩუნა და შენობიდან გავიდა. კედელს მიეყრდნო და სიგარეტის მოწევა დაიწყო. ბაბალე მაღაზიის კარს კეტავდა. -თუ გინდა დაგეხმარები.
-არ მჭირდება. ღრენით გამოხედა.
-არც თავს ვიკლავდი დიდად.. გაუღიმა
-საიდუმლო აღარ არის ხომ რო მძულხარ?
-არა.. თუ არ ვცდები 7 წლიდან.. ისევ იღიმის.
-ზუსტად. სულ რაღაც 10 წელი და რამოდენიმე თვე. სადარბაზოში შესულ ბაბის უკან გაყვა.
-ამ შენს წითელ თავს როგორ იტან? ზიზღით შეხედა თმებზე.
-შენ? სწრაფად შებრუნდა გაღიზიანებული. -შენ გული არ გერევა შენს საქციელებზე? ამაზრზენი რომ ხარ? თვალები ისე გაუმუქდა, როგორც წვიმის დროს ცისფერ ცაზე გამოჩენილი შავი ღრუბელი.
-ისე ნუ იზამ ჭკუიდან გადავიდე და რამე არასწორი ჩავიდინო. კბილები ერთმანეთს დააჭირა და გოგოს გვერდი აუარა. -მერე შენი დასტოინობაც და ანასტასიას მეგობრობაც სუ ფეხებზე. არ გეხები არ მეხების პრინციპით ვიყოთ. მოაძახა და სახლის კარები შეგლიჯა. მანქანის გასაღები ტყავის დივანზე მიაგდო და თვითონაც ჩაეშვა შიგნით. თვალები დახუჭა და თავი უკან გადააგდო.
-ვერთობით და ვგულაობთ ახალგაზრდავ? ლუკა წამოადგა თავზე.
-კაი რა მამა ახლა შენი გახურება არ მინდა.. მეძინება. ფეხზე წამოდგა.
-დაეტიე მანდ. ხელი კრა და კუთვნილ ადგილზე დააბრუნა. -17 წლის ლაწირაკის კვალობაზე დიდი მიზნებით მოძრაობ. ცინიკურად გახედა შვილს და მის წინ ჩამოჯდა..-საცოლეც გყოლია თურმე..
-ნიაკოზე ცუდის თქმას თუ აპირებ მაშინ არაფერი გვქონია სალაპარაკო.
-გიკა. ლუკას მიერ წარმოთქმული მისი სახელი ყოველთვის აშეშებდა, ახლაც ერთ ადგილზე იდგა და ელოდა ცხოვრებისეულ ლექციას. -ნაღდად გიყვარს?
-დავიფიცო თუ დავიგინო?
-ცხოვრების აზრზეც არ ხარ. ხელი ჩაიქნია და შვილს თმები აუჩეჩა. - გაერთე სანამ დრო გაქვს, მაგრამ ძაანაც ნუ მიქარავ.. ცოლის მოყვანა ჯერ არ იფიქრო. თვალი ჩაუკრა და თავის ოთახში შევიდა.
ფანჯარასთან იდგა და სავსე მთვარეს აკვირდებოდა, თან ნიაკოს ელაპარაკებოდა ტელეფონზე. მქრთალ განათებაზე შენიშნა სადარბაზოდან გასული ქებურია და თვალი გააყოლა მიმავალს.
ცეცხლისფერ თმას ქარი უფრიალებდა, ნაზად ეხებოდა მოცეკვავე ნიავი სახეზე და ღიმილი ედებოდა ბაგეებზე. სწრაფი ნაბიჯებით მიუყვებოდა ქუჩას, თითქოს გაქცევა სურდა. შავთელის ქუჩაზე მარტოდ მარტო მყოფს ყვირილი მოუნდა, თითქოს რაღაც ახრჩობდა, გულს უღრნიდა, შინაგანად ტკიოდა, ცრემლები დაუკითხავად ცვიოდა თვალებიდან, იმდენად აწუხებდა შინაგანი სიმარტოვე და სიცარიელე, რომ ვეღარ სუნთქავდა. დაღლილი იყო.. ყველაფრისგან დაღლილი. ცხოვრებისგან განწირული არაფრის მქონე. დითხანს იდგა ერთ ადგილას გაშეშებული და იმ წარსულზე ტიროდა, რომელსაც ვერაფრით შველოდა, მომავლითაც ვერ ფარავდა იმ დამპალ წლებს გაყინულ ქანდაჯებად, რომ აქცია და ბავშვობის სილაღე წაართვა. დედ-მამის სიყვარული სურდა. მათი სურნელი, სითბო უნდოდა. 4 წლიდან გამქრალი დედისა და მამის სახის წარმოდგენაც უჭირდა, იმდენად იყო მისი გონებიდან წაშლილი. არც ერთი წამი არ ქონია სასიხარულო. ვერ იხსენებდა ბედნიერ ერთ დღეს. მხოლოდ მონატრებით იყო ავსებული განვლილი წლები და ასე გძელდებოდა მომავალშიც. ბარდიურზე ჩამომჯდარი ფიქრობდა ძალიან ბევრს. თითქოს დამშვიდებული ფეხზე წამოდგა, ნელი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ და იქ, იმ წამს, სწორედ იმ დღეს სამუდამოდ დამარხა მისი წარსულის ყველა ცუდი მოგონება.



№1 სტუმარი სტუმარი shalo

chemi klouni

 


ძალიან კარგია.რაღაც უნდა გკითხო,ვისი შვილია ბაბალე?აღარ მახსოვს ქებურია რომელი იყო სამწუხაროდ

 


№3  offline წევრი Firefly

მომწოონს.მალე იქნება შემდეგი?
--------------------
M.T

 


№4  offline მოდერი Mathew

ეს უსტორია ჩემს მეხსუერებაში ღრმადაა ჩაბეჭდილუ,იმდენად იმოქმედა და ჩემში იმდენი გრძნობა გამოიწვია არ შემეძლო გაგრძელება არ წამეკითხა,ხო არ მინდა მთავარი დამავიწყდეს.სასწაული ხარრ ! ))

 


№5  offline წევრი tatiachelo

მწვანეთვალებაგოგო
ძალიან კარგია.რაღაც უნდა გკითხო,ვისი შვილია ბაბალე?აღარ მახსოვს ქებურია რომელი იყო სამწუხაროდ

ბაბალე ნამდვილად ვერ გემახსოვრება, რადგან ის ამ ისტორიის მთავარი და ახალი გმირია )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent