შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შევუყვარდი მაფიოზს...თავი 12 (ნაწილი მეორე)


24-02-2018, 00:32
ავტორი ana_aneta
ნანახია 3 345

ჩემი ოცდახუთ წლიანი ცხოვრების მანძილზე ასეთი კარგი შობა არასოდეს მქონია. ამ გადმოსახედიდან მგონია რომ მხოლოდ ამ დღის გამოც კი ღირდა აქ ჩამოსვლა.ყველანი ძალიან მხიარულები და ბედნიერები ვიყავით. ბევრი ვიცეკვეთ დავლიეთ, გავერთეთ. კლაუდიოს არაჩვეულებრივი მეგობრები ყავდა. ძალიან უყვარდათ და პატივსცემდნენ ერთმანეთს, მეც ძალიან კარგად მიმიღეს, ჩემდა გასაკვირად.
გამთენიისას დავიშალეთ. ცოტა ნასვიმი ვიყავი და ძალიან დაღლილი, ისეთი დაღლილი რომ ფეხზე ძლივს ვიდექი. სახლი თავდაყირა იდგა. იქვე ბუხრის წინ სავარძლზე ჩამოვჯექი და ცეცხლის მოიზგიზე ალს მივაშტერდი.
-აქ ხარ ფისო. მის მზრუნველი, სიმთვრალე შეპარული ხმა მომესმა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.-მერე არ გინდა რომ დავიძინოთ?
-აუუ აქ რო დავიძინოთ არა. კაცი უკან აბრუნდა და ბალიშებით და საბნებით ხელში დაბრუნდა. ერთი ძირს დააფინა ბალიშები ძირს დაყარა. ნელ-ნელა ჩავჩოჩდი და ბუხრის მხარედ დავწექი. ისე ჩამეძინა ვერც კი მივხვდი.
შუაღამისას გამეღვიძა. ტანსაცმელი გავიძრე ზემოდან სვიტერი გადავიცვი, ისევ საწოლში შებრუნებას ვაპირებდი, მაგრამ შევამჩნიე რომ კლაუდიო არ იყო საწოლში. შემეშინდა. ირგვლივ ყველაფერი მოვიარე. არ იყო. ზემოთ ავედი. იქაც არ იყო. დავურეკე და არ მპასუხობდა. ღამის სამ საათზე სად უნდა წასულიყო. სერიოზულად ავნერვიულდი. ბუხარი ავანთე. აწი რაღა დამაძინებდა.ვცადე სხვა რამეებზე გადამეტანა ყურადღება, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.ყოველ ხმაურზე ფანჯრიდან ვიხედებოდი, მაგრამ სულ ტყუილად. ლამის მოვკვდი ნერვიულობისგან. ცოტაც და ალბათ კანკალი დამეწყებოდა. კარის საკეტმა გაიჩხაკუნა. სწაფად წამოვხტი ფეხზე და კართან ავიტუზე. კლაუდიო ფრთხილად ცდილობდა შემოსვლას. არ ელოდა რომ იქ დავხვდებოდი.
-გაგეღვიძა?
-შენ ნორმალური ხარ? იცი როგორ შემეშინდა? სად იყავი? კაცი კარს მიეყრდნო და თვალები ჭერს მიაპყრო. უცებ რაღაც აზრმა გამიელვა თავში. მღალატობს? თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა.
-არ გღალატობ. ნუ დარდობ ეს მითხრა და თვალი გამისწორა.
-სადარდებელი შენ უფრო გექნება ვიდნერე მე, იმედია პირობა გახსოვს. თავი უხმოდ დამიქნია.
-ბიცოლაჩემმა დამირეკა. ალესანდროს და ენცოს უჩხუბიათ და ანერვიულებული იყო.აღარ გაგაღვიძე.
-რა აჩხუბებდათ?
-ენცოს კლუბში გოგოსთვის ხელი გაურტყავს, ეს გამოსარჩლებია. იქ დაიწყეს ჩხუბი. სანდრო გამოერიდა, მაგრამ ეს სახლში მოუვარდა და ორივე დასისხლიანებული, ბიცოლაჩემი კი ატირებული დამხვდა.რომ მივედი ჩემს დანახვაზე, სულ გადაირია და მეცა, მგონი ჩემი ცემა უნდოდა. ორივეს გაგვეცინა. მანტო შემომახია.ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ისევ გააგძელა.- ეხლა ვხვდები რატომაც არ უნდა ჩემი გამოშვება, თავის არაპრონოზირებად შვილს ვერ ჩააბარებს საქმეებს, სანდროს კი იქით მიხედვაც არ უნდა. სულ იმას ეძახდა ქალად უნდა დაბადებულიყავიო.
-რაა? რა სისულელეა. რახან ხალხს არ ურტყავს იმიტომ არ არის კაცი? მუშტები შეკრა და ღრმად ამოისუნთქა.
-ალბათ მეც ასე დამიძახებს მალე.
-რატო? შენ...
-მე ხომ მაინც მყავს ნაცემი ვინმე არაა. გაეცინა.
-მაგის თქმას არ ვაპირებდი.
-იმიტომ რომ შენ შემიყვარდი. მისი აზრით ძლიერი ადამიანები, ნამდვილი კაცები გრძნობებს კონტროლს უწევენ.შუბლზე მაკოცა და დივანზე წამოწვა. მე აღარ გამიგრძელებია ლაპრაკი. ორივე ჩუმად ვიყავით. კლაუიდიო ჩვენს “საწოლზე“ ჩაცოცდა და ზედ გაიშოლტა.მე კი იმდენად მქონდა ძილი გამტყდარი თვალიც კი ვერ მოვხუჭე. მთელი დღე საშინლად ვიქნებოდი. მას მშვიდად ეძინა, უდარდელად.
წიგნის კითხვაში ისე დამათენდა ვერ გავიგე. ფრთხილად წამოვდექი და ფარდა გადავწიე, არ მინდოდა გაღვიძებოდა.ბუხარს შეშა შევუკეთე და ადგილს დავუბრუნდი. საბანი გადამძვრალი ჰქონდა. მაისურსა და საბანს შორისდარჩენილი სიშიშვლიდან კი რამოდენიმე შრამი მოუჩანდა და შავი მელანიც. ფრთხილად ჩავაცურე საბანი ქვემოთ და ნაიარევს კარგად შევხედე. ღრმა არ იყო, მაგრამ შესამჩნევი კი. ტატუც ჰქონდა ხერხემლის გასწვრივ. ბოლომდე მინდოდა ნახვა ამიტომ მაისურის ბოლოს ფრთხილად ავაყოლე ხელი და კისრამდე ავწიე. საინტერესო რაღაც ჩანდა, მაგრამ მე ვერაფერი გავუგე. რამდენადაც იდიოტურად არ უნდა მოგეჩვენოთ, ძალიან სექსუალური იყო ეს ყველაფერი ერთად.
-რას ათვალიერებ? ნამძინარევი ხმით მკითხა კლაუდიომ.
-შემეშინდა. გადმოტრიალდა და მაისური აიძრო.
-წინაც ბევრი საინტერესო შრამი მაქვს. ეს მითხრა და ისევ თვალები მილულა. მე ამჯერად შორიდან ვაკვირდებოდი. ნეკნებთანაც ჰქონდა შრამები. მკლავზეც.-მორჩი?
-ნუ ხარ იდიოტი.
-მივხვდი რომ ჩემს შრამებს ათვალიერებ. არ მკითხო რა საიდან მაქვს.
-არც ვაპირებ. თითქოს გავბრაზდი.
-კარგი ეხლა შენი ჯერია.
-რა?
-შენ არ გაქვს შრამები? ან რამე ნიშანი? ან ხალები.
-რა ხალები? არ შევიმჩნიე მე.
-ვგიჟდები ხალებზე. აი ლავიწებზე ხომ გაქვს ორიცალი...ნეტა რა იცოდა, რომ ბევრი ხალები მაქვს, თან ინტიმურ ადგილებში. სვიტერი ავიწიე და ჭიპთან არსებული ორი ხალი ვაჩვენე.
-ყველას არ გაჩვენებ.
-კარგი. ტუჩები გაილოკა. მიწვევდა არც მე ვაპირებდი დანებებას. მენჯზე ვაჩვენე. მკერდზეც მაქვს, დუნდულაზეც, ნეკნებზე, მუცელზე. მივბრუნდი და ხერხემალზე ჩაყოლებული ხალები ვაჩვენე. ჩემი მეგობარი პლანეტებს ეძახდა და ზუსტად ცხრა ცალი იყო.
-ვაუ რა მაგარია. თითი დამისვა. მისი სუნთქვა კისერთან ვიგრძენი. მერე კოცნა მოყვა. მისი ტუჩები ჩემს ხერხემალს მიყვებოდა. ნელა. თითო მალას ეხებოდა. მთელ ტანზე ეკალი მაყრიდა.მისკენ მიმაბრუნა და ტუჩებში ნაზად მაკოცა. მერე კისერზე გადავიდა. ჩემს კანს ტუჩენს შორის იქცევდა, მკბენდა და კანზე ლურჯ ლაქებს მიტოვებდა. ხელები სვიტერის ქვეშ შემიცურა და მკერდზე შემეხო. კნესა ამომხდა.არ ჩერდებოდა.ერთი მოძრაობით გამაშიშვლა. ლავიწებიდან მკერდზე ჩააცურა ტუჩები, მერე მუცელზე, წამის მეასედში მოექცა ჩემს ფეხებს შორის და დაიწყო........ ნელ-ნელა აძლიერებდა ბიძგებს. ჩემი სხეული უნებურად ყვებოდა მისი სხეულის მოძრაობას. სასწაული იყო. ასეთი შეგრძნება დიდი ხანია არ მქონია. არც ასეთი კაცი მყოლია. სიამოვნების პიკზე ვიყავი. სხეული მიკანკალებდა. ჯერ მე, მერე მას. კიდევ ოთხჯერ გვქონდა სექსი. მთელი ზურგი დაკაწრული ჰქონდა მე კი დაქანცული ვიწექი გვერდით...
შუადღეს გამეღვიძა. საშინლად მშიოდა. საწოლიდან ავდექი და შხაპის მისაღებად წავედი. წყალი კანს მიწვავდა. დიდხანს ვიდექი წყლის ჭავლის ქვეშ, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს თავიდან დავიბადე. თმა გავიშრე, ხალათი შემოვიცვი და ქვემოთ ჩავედი. კლაუდიო საუზმეს აკეთებდა.
-კარგად ხარ?
-კი. შენ.
-სამი თვეა არავისთან ვწოლილვარ. საოცრება იყო. ამდენი ხნის თავშეკავების მერე ორმაგი სიამოვნება ყოფილა.
-რა იდიოტი ხარ?
-რატო? შენ მიყვარდი და სხვასთან ვერ ვწვებოდი. ნორმალურია. ყავა მომაწოდა.
-ზეგ ვაპირებ წასვლას.საწყალი თვალებით შემომხედა.
-დარჩი რა.
-არ მინდა აქ გაჩერება. თან სამსახურიც მალე დამეწყება. ნინაც მომენატრა.-მხრები აიჩეჩა, უკმაყოფილო იყო-ამაზე ხომ ვილაპარაკეთ.
-კარგი მეჩამოვალ ახალი წლის მერე, საერთოდაც იქ გადმოვალ. ასე შორიდან ვერ გვექნება ურთიერთობა, მეზიღება ეგეთი რაღაცეები. აქ გაჩერება არც მე მინდა.მესმის შენი. ასე თუ ისე ის ამბავი მაინც გაგახსენდება. თან აქ არ გექნბა ისეთი სამუშაო როგორიც მილანში, მესმის შენი ამ მხრივ. მე სხვა შესაძლებლობები მქონდა და მგონია რომ მე მივაღწიე რაც მინდოდა ცხოვრებაში, კარიერულად... ჯერ ბოლომდე ვერ გადმოვალ , მინდა რომ ალესანდროს საქმეც მოვაგვარო და მერე სულ გადმოვალ. ზურგზე მივეხუტე ისიც ნაზად მომეფერა. -ბიძაჩემი სახლში არაა და მონიკამ დაგვპატიჟა.
-იმ ნამცხვარს გააკეთებს?
-რა მელა ხარ ღმერთო. მივწერ და გააკეთებს. სხვათაშორის ძალიან მოსწონხარ.
-მეც ძალიან მომწონს. კარგი დედამთილი იქნება.
-სანდროს ცოლისთვის კი და ენცო დიდი ალბათობით თავისნაირს მოიყვნს.
-ან კიდე ისეთს რომელიც თავს დაუხრის და შეურაწყოფაზე რეაქცია არ ექნება. ასეთი მოძალადე რატომაა?
-მამამისს გავს. მართალია მონიკა არ უცემია, მაგრამ ვიცი რომ რამოდენიმე ქალისთვის სილა გაუწნია.თბილად არც მას ექცეოდა არასოდეს. ენცოც მასავითაა ქალი მხოლოდ ხვრელია მისთვის მეტი არაფერი. მე და სანდრო ერთმანეთს ვგავართ. არ შემიძლია ცუდად მოგექცე. ძალიან მგრძნობიარ ვარ შენს მიმართ, მონიკას მიმართაც. ვისთანაც ვყიფილვარ არავის არ მოვქცევივარ მეძავივით. სანდროც ასეთი. სიმართლე გითხრა და ძალიან მომწონს ჩემს თავში ეს თვისება.
შენ ხომ ამბობდი რომ შენთვის ავტორიტეტი იყო.
-კი იყო. სანამ ბევრ რამეს გავიგებდი მასზე. ხომ იცი როცა ახალგაზრდა ხარ და ადამიანი შენთვის ყველაფერს აკეთებს და გათამამებს. ვერ ხვდები მის მიზნებს და ვერც საფრთხეეებს. პირველად მასიმომ დაიწყო მასზე ლაპარაკი. ძალიან დაგვეძაბა ურთიერთობა ამის გამო.წამო თან ჩავიცვათ ჰო. ჩემოდანი ისევ ჩალაგევული მქონდა. შავი სვიტერი და ტყავის შარვალი ამოვაძვრინე. გაჩეჩილ თმაზე ბერეტი დავიფარე, მანტო მოვიცვი, ტუჩსაცხი., ფეხსაცმელი და მზად ვიყავი. მაგრამ კლაუდიომ მაინც მომასწრო/ უკვე მანქანაში ვიჯექით.
-მერე?
-რა?
-გააგრძელე.
-ჯერ მაღაზიაში წავიდეთ ჰო. მე თავი დავუქნიე და ინტერესით მივაჩერდი. გააგრძელა-არ ვუჯერებდი. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო როცა ვიკამათეთ. მე და მარკო ორივე პანსიონში ვსწავლობდით. ძმებივით ვიყავით. ერთად ვგეგმაბდით მომავალს ყოველთვის საერთო მიზნები და შეხედულებები გვქონდა. არდადეგებზე როცა სახლში ვბრუნდებოდი. ბიძაჩემს ყველგან დავყავდი, მაქებდა, მეუბნებოდა რომ მის დიდ ოჯახს მე ჩამაბარებდა. მეც მეტი რა მინდოდა, როცა ქუჩაში გავივლიდით ყველა თვალს არიდებდა, მაშინ მეგონა რომ მისი რიდი და პატივისცემა ჰქონდათ, მაგრამ.. მარკო ძალიან ცანცარა და სასაცილო ჩანს მაგრამ სინამდვილეში ჩემსავით მგრძნობიარეა და კარგი ალღო აქვს ადამიანებთან დაკავშირებით. ჩემზე უკეთესი. როცა უნივერსიტეტში ჩავაბარტეთ. ბიძაჩემს ვთხოვე მამაჩემის დატოვებული საქმეები ჩემთვის გადმოებარებინა. მან მითხრა რომ ბევრად უკეთესი შემოთავაზებები ჰქონდა და მომეცაადა. როცა ოცის გავხდი. ანდერძით ისედაც ყველაფერი ჩემს მმართველობაში გადმოვიდა, რათქმაუნდა მარკოც გვერძე დავიყენე.ის კი ამის მომხრე მხოლოდ ერთი პირობით იყო, თუ ისიც ჩემთან ერთად მიხედავდა მის საქმეებს. იმდენი ვქენი რომ დავარწმუნე. თავიდან ვალების ვიღებდით, მშვიდად წყნარად, ძალადობის გარეშე, მერე მიწების საქმეებს ვაგვარებდით. ეს საწყისი პატარა საქმეები იყო. მეუბნებოდა“შენ რომ არა ვერ მოგვარდებოდა“, „ჩემი იმედი ხარ“.თვითონ ხელს აღარ ისვრიდა გესმის? თავიდან აღფრთოვანებულები ვიყავით. მაგარი მანქანები გვაყვდა, ნებისმიერი რამ რაც გვინდოდა, ნებისმიერი ვინმე , ვინც გვინდოდა,საუკეთესო ნარკოტიკი. ვინც არ გვემორჩილებოდა სიკვდილამდე ვცემდით. ის ამბობდა რომ სიტყვით უნდა მოგვეგვარეინა ყველაფერი შენი სიტყვა ყველაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სახელის და სიტყვის დამკვიდრება რთული. სახელს ვიმკვიდრებდით. რულს მოუჭირა ხელი-სიმართლე გითხრა, მე დიდად არ მომწონდა , მაგრამ როგორც ყველა იქცეოდა ისე ვიქცეოდი მეც, სხვები სულ კაიფში იყვნენ, მე ნაკლებად, მაგრამ მაინც. ისეთ გარყვნილებაში ვიყავით გადაშვებული.. თავი გააქნია თითქოს, ამ მოგონებების თავიდან ამოგდებას ცდილობსო.სამყარო ჩვენი გვეგონა.ერთ საღამოს მე და მარკო სახლში ვიჯექით, მაგარ კაიფში, ახალგაზრდა ქალი მოგვივარდა, სახეში მომაფურთხა და მითხრა ჩემი ქმარი ბიძაშენის მუქარამ და შიშმა გაისტუმრა იმ ქვეყნადო. არ მჯეროდა. მეგონა რახან მე „დამეხმარა“ და რახან ობოლ ბავშვებს ფულს ურიცხავდა და მას ყველა მოწიწებით ეკიდებოდა, ყოველთვის ბრძნულად და კარგად ლაპარაკობდა, ჩვენი თანდასწრებით ყოველთვის სამაგალითოდ იქცეოდა, მისი მეგობრები მის საგმირო საქმეებს ყვებოდნენ არასოდეს მიფიქრია... იცი ეს რატომ დამემართა. არავინ მყავდა გესმის, არავინ.მარტო ვიყავი, ის კი ჩემს მიმართ ყურადღებას იჩენდა.რათქმაუნდა მან ყველაფერი უარყო და მითხრა რომ პირიქით , სიკეთეს იჩენდა იმ ქალის მიმართ და მამულიდან არ აგდებდა, ის კი საშინლად უმადური იყო მისი. მასიმომ არ მოისვენა და ყველაფერი ბოლომდე გამოკითხა იმ ქალს. გაარქვია, რომ მის ქმარს ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა, წამლებით არეგულირებდა, დიდი ღვინის ქარხანა ქონდა და ეგრედწოდებულ წილს არ იხდიდა, სანამ ჭკუაზე იყო, მათ ეს რათქმაუნდა არ მოსწონდათ,როცა ავად გახდა ძალიან სუსატად იყო, მოვლენებს წესიერად ვერც კი იხსენებდა. თურმე ბიძაჩემი პირადად მიდიოდა და ხან ცოლის, ხან შვილის მოკვლით ემუქრებოდა.. მან კი თავი მოიკლა.... ამაზე ჩხუბი მოგვივიდა, მასიმო ხმას აღარ მცემდა, წავიდა. რამოდენიმე თვე არც ვკონტაქტობდით.მერე ჩემი ბიძაშვილი მოკლეს, მერე ერთი ბიჭი წამალში გაიპარა. მე კაიფს შევეშვი. სამი თვე მხეცს ვგავდი, საშინელება მჭირდა. ათი თვის მერე პირველად შევხედე სამყაროს ფხიზელი თვალით..
ერთი საქმე იყო. ტოსკანაში დიდ მამულზე და ვენახზე იყო ლაპარაკი. მითხრა რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს წლის ყველაზე დიდი საქმე იყო და თუ არ დამთახმდებოდნენ, რაღაც საცოდავ რამდენიმე დოლარზე,თუ მუქარა არ გაჭრიდა, ძალა მეხმარა...ჩავედი. უცნაური გრძნობა მქონდა, გაქცევა და დამალვა მინდოდა. კარი ათი წლის გოგომ გამიღო, მოვეწონე და ისე გამიღიმა. სახლში შემიპატიჟა. ბებია ყავდა და კიდევ ხუთი წლის ძმა.ქალი ძალიან თბილად შემხვდა. იმ მომენტში იმდენად შემრცხვა ჩემი თავის, ვერ აგიხსნი. ჩემ თავზე გული მერეოდა. იმ საღამოს მათთან ვივახშმე, ბავშვებს ვეთამაშე. ჩემში ადამიანობამ გაიღვიძა. როცა მობინდდა სელმამ მკითხა რატომ მივედი. იცოდა, ყველაფერს ხვდებოდა. ასაკის გამო ბიზნესის მართვა უჭირდა. თანამშრომლობა შევთავაზე, აქციები ვიყიდე და მმართვის უფლება მას დავუტოვე...ბავშვებთან დღემდე ჩავდივარ, სელმას ძალიან ვუყვარვარ. ჩამოსვლისთანავე, მარკოსთან წავედი და ყველაფერი ავუხსენი.. ადვილად შევრიგდით.. იმ დღეს ბევრი ვიტირე, ძალიან ბევრი. მიშველა! ამის მერე ამ სიბინძურიდან უკან გამოსვლა დავიწყე... რვა წელია არც ნარკოტიკს გავკარებივარ, არც არავინ მიცემია და ბოლო ხუთი წელია მის საქმეებსაც აღარ ვაგვარებ, მაგრამ ბიცოლაჩემით მანიპულირებს, მეკი მისი დარდის და ტკივილის ყურება არ შემიძლია.თითქოს ბოლომდე მაინც ვერ ამოძვერი მისი მარწუხებიდან, რაც შენ გამოჩნდი, ხომ საერთოდ შეიცვალა ყველაფერი, მილანში გადასვლით ორივე ვუშველით თავს, ჩემზე და სანდროზე დიდი ხანია ჩაიქნია ხელი.. ამბის მოყოლა დაამთავრა უკვე, სახლის წინ ვიყავით, გარეთ საშინლად წვიმდა. პირდაღებული ვუყურებდი, ვერ ვიაძრებდი იმას რაც მოყვა..
-მე კი მეგონა გამოცდას თუ ვერ ჩავაბარებდი ცხოვრება დამთავრდებოდა. მთელი გულით გაიცინა.
-იმედი მაქვს მეტი სადარდები არ გექნება.
-არა უფრო სწორად ენცო რო მაწამებდა, ეგ იყო ჩემი ცოვრების მაქსიმუმი, საშინელებათა ისტორიებში, თავბრუ მეხვევა.
-აქ იჯექი მე მარკეტში შევირბენ და მოვალ. ნახევარი საათი პირდაღებული ვიჯექი სავარძელზე, ღმერთო. სხვა ვინმეს რომ ასეთი კაცი შეყვარებოდა, ალბათ საშინლად გავკიცხავდი..როგორი ძლიერია წარმომიდგენია. ფანჯარაზე მომიკაკუნა, ხელით მანიშნა წავედითო.დარეტებული ვიყავი,
-მე რატომ შეგიყვარდი.
-დღეს რა გულწრფელობის საღამო გვაქ?
-როგორც გინდა.
-შენმა თვალებმა გადამრია მერე შენმა ხასიათმა. ძალიან ალე შემაყვარე თავი.არ ველოდი. არ გელოდი. მინდა კარგი ოჯახი გვქონდეს, ბევრი შვილი გვყავდეს. დანარჩენი სახლში გავაგრძელოთ.. ესთქვა და კარზე ზარი დარეკა
კარი მონიკამ გააღო, ქალს ჩვენს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა .სახლში შეგვიპატიჟა. მაგიდა უკე გაეწყო. ალესანდრო უკვე იქ იჯდა. ისეთი გატიშული ვიყავი, მის ნათქვამზე კონცენტრირებას ვერ ვახდენდი. კლაუდიო ძალიან თბილი იყო, ვერ წარმომიდგენია ის ადამიანი რომელზეც ყვებოდა და ეს კაცი, ერთიდაიგივე პიროვნება როგორ იყო. რამდენიმეხანში ჩაისდასალევად ბუხართან გადავინაცვლეთ. მონიკამ ოჯახზე გამოიკითხა.თავისაზეც ყვებოდა.ძალიან ნანობდა ასე რომ დაშორდა მათ.ტრადიცული რეცეპტების წიგნი მაჩუქა. ლამის გული ამიჩუყდა. ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ.ფილმებზე, წიგნებზე, ნიკოლა აშკარად ძალიან განათლებული იყო, მონიკაც. მე და სანდრო გატრუნულები ვიჯექით. მე დაღლილი ვიყავი, ემოციებისგან დაცლილი, ნიკოს მხარზე მიმეძინა.
შუაღამეს გავიღვიძე, ნიკოს ეღვიძა. კითხულობდა.
-მცივა. დავიკუსუნე მე.ის უხმოდ წამოდგა და სქელი პლედი დააფარა საწოლს.ისევ უკან დაბრუნდა. მივეხუტე, ისიც მომეწება. იდაყვებს დავეყრდენი და პირდაპიორ თვალებში შევხედე.
-კიდე გაინტერესებს რამე?
-ასე მალე როგორ..
-მანამდეც მიყვარდი.
-ნუ სულელობ? საიდან?
-თბილისიდან....


ძალიან დიდი პაუზის მერე მეორე ნაწილით დავბრუნდი, ვიცოდი ასერომ არ უნდა დამეგვიანა, მაგრამ იმედი მაქვს ისევ დაინტერესდებით და მოგეწონებათ ახალი თავი მადლობა ყველას <3 <3 თქვენს აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის



№1 სტუმარი Mrs.Grey

Rogor gamixarda????????????????????????

 


№2 სტუმარი A

Gamixarda sgeni gamochena kvlav.... Agar dagvekargo ra....

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

მალე დადე ახალი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent