შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შევუყვარდი მაფიოზს თავი 11


6-01-2018, 19:14
ავტორი ana_aneta
ნანახია 3 010

დილით გვიან გამეღვიძა. საწოლიდან წამოვხტი ხალათი მოვიცვი და ქვემოთ ჩავედი. მისაღებისკენ წავედი, ფარდები გადავწიე ძალიან ჩაბნელებულიყო იქაურობა. ღმერთო საოცრად თოვდა, სიხარულისაგან შევხტი და ტაში შემოვკარი. კლაუდიოს დავუწყე ძებნა.აშკარად სამზარეულოში იყო იქიდან ისეთი ხმები გამოდიოდა, ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც. კაცი ვაფლების გაცხელებას ცდილობდა, მაგრამ ვერც ლანგარი უჰოვია და ვერც საჭირო ღილაკი გაზქურაზე.
-რას აკეთებ?
-ვაა უკვე გაიღვიძე? ფქვილიანი ხელი თმაში შეიცურა- საუზმის გაკეთება მინდოდა, მაგრამ..თავიდან ფეხებამდე ფქვილიანი იყო და სამზარეულოც არ გამოიყურებოდა კარგად.მე გამეცინა.-კარგი რაა.
-რას გავხარ?
-აუუუ ეს რა მომსვლია. სცადა მაისური გაეფერთხა მაგრამ არ გამოუვიდა.
-კარგი გამოდი მე მივხედავ, შენ მხოლოდ დამხმარე იქნები, თან ისიც იმ შემთხვევაში თუ კარგად მოიქცევი.კაცმა თვალევი მოჭუტა.
-ასეა საქმე?
-ჰო.
-მოდი აქ შე საზიზღარო წუთურო ალქაჯო, უკვე გამოაჩინე ჰო კლანჭები. ჩემსკენ დაიძრა, მე კი მთელი სისწრაფით მოვწყდი კარის პარმაღიდან და მისაღებისაკენ გავიქეცი, ისიც უკან ამედევნა. მე მაგიდის ერთ მხარეს დავდექი ის მეორე მხარეს და სულელი ბავშვებივით დავრბოდით მაგიდის ირგვლივ. მაგიდას მოვშორდი და კიბისაკენ გავიქეცი ზემოთ მინდოდა არბენა. კლაუდიო წელში მწვდა და მხარზე შემომიგდო..
-ეხლა განახებ მე შენ. დივანზე ჩამომსვვა და თვითონ ჩემს ზემოთ მოექცა. მე საწყალი თვალებით შევხედე, აშკარად არ გაჭრა. ჯერ მკოცნოდა მერე კი მიღუტუნებდა. მე მის ქვეშ ვფართხალებდი, ხან ვიცინოდი ხან კი მთელ ხმაზე ვკიოდი. ფეხი ისე მოვუქნიე რომ წამის მეასედში ძირს აღმოჩნდა.
-ახლა ჩემი ჯერია. ძირს ჩავჩოჩდი და მუცელზე დავაჯექი. ვცადე მეჩმიტა, მომეღუტუნებინა, მაგრამ რეაქციაც კი არ ჰქონდა, ნაზად მისვამდა ფეხებზე ხელს და თბილად მიღიმოდა.
-შენ რა გგონია ამხელა კაცს ამით მომერევი? მომნუსხველად გამიღიმა და წამოიწია, თმა უკან გადამიყარა და რამდენჯერმე ნაზად მაკოცა. ხელები წელზე ჩამიცურა და ხალათის ქამარს დაწვდა. მე ხელიდან დავუსხლტი და ფეხზე წამოვხტი.
-დღეს ბევრი საქმე გვაქვს ხომ არ დაგავიწყდა.დარწმუნებული ვარ ლოყები აწითლებული მქონდა.
-ვიცი მაგრამ ამ საქმეს დიდი დრო არ სჭირდება. ნუ მართალი ხარ გააჩნია ვნების ობიექტს. ეს იტალიურად ჩაიჩურჩულა, მაგრამ ყველაფერი გავიგე.როდემდე გამექცევი, ისევ იტალიურად გააგრძელა. ესეც გავიგე. ნელა წამოდგა. გაფქვილული მაისური გადაიძრო, მოშიშვლებულ მხარზე ნაზად მაკოცა და სააბაზანოსკენ წავიდა. საუზმე სწრაფად მოვამზადეთ, როგორც დამხმარე მართლაც კარგი გამოდგა. მშვიდად ვისაუზმეთ. დავაკვირდი კლაუდიოს ძამის დროს საუბარი დიდად არ უყვარდა, მაგრამ პერიოდულად გადმომხედავდა და თბილად მიღიმოდა.
სავაჭრო ცენტრამდე მალე მივედით. კლაუდიოს შავი ჯინსი ნაცრისფერი სვიტერი და ტყავის ქურთუკი ეცვა. ყოველდღიურ ტანისამოსშიც კი ისეთი მომხიბლავი იყო.სავაჭრო ცენტრში შევედით თუ არაა სანტას ქუდი ვიყიდე და თავზე წამოვიცვი. ის ჩემმა საქციელმა უფრო გაამხიარულა. ურიკა აიღო და მაღაზიის რიგებს შორის ბპდიალს შევუდექით. ჯერ პროდუქტები ვიყიდეთ და მანქანაში ჩავალაგეთ. საახალწლო ბაზრობისკენ წავედით.
-არ არასოდეს ყოფილვარ.
-რატომღაც არ მიკვირს. თითქმის ერთი საათი ვიარეთ ისე რომ ვერაფერი ვიყიდეთ.
-ცოტა არ იყოს და პრეტენზიული ხარ.
-შეწუხდი.
-არაა. გაეცინა კაცს. ეხლა შენი გაბუტვა ყველაზე ნაკლებად მაწყობს, ამიტომ მე ყველაფერს ავიტან. ცხვირზე მაკოცა. მე ურიკაზე შემოვხტი.
-კარგი. დღეს აშკარად შემი მამიკო ვარ. ყურში ჩამჩურჩულა კაცმა. ვნებანარევი ხმით და ყურზე მიკბინა. ტანში გამცრა. დღეს მართლა ვერსად წავუვიდოდი.
პირველ რიგში ნაძვის ხე ვიყიდეთ. მერე ათასნაირი სათამაშო, ლენტები, ხელოვნური თოვლი, სანათები. ისეთი საღლილი ვიყავი ფეხზე ძლივს ვიდექი, თან ძალიან მშიერი ვიყავი. სალაროსთან უზარმაზარ რიგში ჩავდექით. კლათიდა ჩამოვხტი და მის გვერდით დავდექი. ხელკავი გამოვდე და მივეყრდენი.
-დაიღალე.
-ცოტა. პატარა ბავშვივით ჩავიბურტყუნე მე.
-კარგი არაუშავს მალე წავალთ სახლში.საათს დახედა კაცმა-უკვე ოთხი საათი ყოფილა, ისე ჰროდუქტების მაღაზიაშიც რომ შეგვევლო არ იქნებოდა ცუდი.
-აუუ ძალიან აუცილებელია?
-კი თუ არ გინდა რომ შიმშილმა მოგვკლას.
-ოოო. უარეს ხასიათზე დავდექი.
-თუ გინდა მანქანაში დამელოდე და ყველაფერს მე ვიყიდი.
-არა, მარტო როგორ იყიდი?
-კარგი როგორც გინდა.
ჩემდა გასაკვირად რიგი სწრაფად მიიწევდა წინ.ჩვენც სწრაფად ამოვალაგეთ ყველაფერი. მოლარე იმდენ ხანს აწკარუნებდა. ლამის გული წამივიდა.ისეთი გრძნობა მქონდა რომ მთელი მისი ქონება იქ დავტოვეთ. მანქანა უკვე გატენილი იყო..
-ჯერ სახლში ხომ არ წავიდეთ ეს ყველაფერი დავტოვოთ და მოვიდეთ.
-წინჩაილაგე რა გთხოვ აქ მეორედ მოსვლის თავი არ მაქვს და შენ მითუმეტეს. თავი დავუქნიე და ისევ სავაჭრო ცენტრში შევბრუნდით. კლაუდიო ვიღაც კაცს ელაპარაკებოდა, კაცს თან პატარა ბავშვები ახლდა. მე იქვე კაფეტერიასთან შევჩერდი და ჩვენთვის ბუგერები და ცხელი შოკოლადი შევუკვეთე. იმ ტიპს დიდხანს ესაუბრებოდა, მანამ სანამ მისი ცოლი არ მოვიდა. მე ტელეფონში დავიწყე ყურება, ნინას მოუწერია. უკვე რომში იყვნენ და გადარეული იყო სიხარულისაგან. მწერდა რომ აუცილებლად უნდა წავიდეთ ერთად აქ, რადგან თურმე იქაურობა არქიტექტორებისათვის სამოთხეა. მასიმოს უთქვამს. სასწაული აქამდე კი არ ვიცოდით. ჩემს უხმო რეპლიკაზე გამეცინა.
-ვის უცინი.
-ნინას მესიჯზე გამეცინა. მასიმოს ახალ დასკვნებს მიზიარებს.
-მაინც რა დაასკვნა ასეთი.
-არაფერი განსაკუთრებული. შენ ის მითხარი ის კაცი ვინ იყო.
-ჩემი რესტორნის მენეჯერია.კარგი კაცია. მიმტანად მუშაობდა თავიდან და მერე ისეთი მონდომებული იყო, ისეთი მოხერხებული. ადმინისტრატორად გადავიყვანე, მერე მენეჯერად. შარშან შვილი ყავდა ცუდად. ჩემთვის არაფერი უთქვამს, არ ვიცი რატომ..
-ალბათ დახმარების მიღების შერცხვა..კლაუდიომ გამიღიმა.
-ალბატ. მაგრამ მაინც გავიგე..
-ეხლა როგორაა?
-კარგად. მანქანა სდომებია და ამისთვის იყვნენ აქ მოსულები, მაგრამ სიცილიაზე თურმე მსგავსი არაფერი იშოვება. შეყოვნდა.
-და ამიტომ შენ გადაწყვიტე, რომ მისი თოვლის ბაბუა იყო. მას ჩაეცინა. ჭამას მალე მოვრჩით. ანგარიში მე გადავიხადე. კლაუდიო გამიბრაზდა და მთელი დრო მარკეტში ყოფნისას არ მელაპარაკებოდა. ყველაფერი ვიყიდეთ და სახლში დაქანცულები დავბრუბდით. ბოლო ძალები მოვიკრიბეთ და მანქანიდან ყველაფერი ამოვალაგეთ და სახლში შევიტანეთ. კაცმა ნაძვის ხე ბუხართან დადო და იქვე მდგარ დივანზე, ჩემს გერდით დაეშვა.
-ფეხზე ძლივს ვდგავარ. დავიჩურჩულე მე.
-ჯერ ყველაფერი წინაა.
-შობამდე ერთი დღეა კიდევ ყველაფერს მოვასწრებთ.
-თუ ვერ მოასწრებთ ესეც არაა პრობლემა. მთავარია შენ ხარ აქ. მეტს არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. თავი კალთაში ჩამიდო და თვალები მილულა. თმაზე ნაზად ვუსვავდი ხელს, კნუტივით იყო, მოფერება რომ ძალიან სიამოვნებს, ცოტაც და აკრუტუნდებოდა...
ტელეფონმა დაიწკრიალა..
-ესენი ხო არაფერს არ გაცდიან რაა. უხასიათოდ ამოიხვნეშა და ჯიბიდან ტელეფონი ამიღო. მარკო იყო.
-სად ხარ?გაისმა ტელეფონიდან მხიარული ხმა.
-სახლში. მე და ანა ნაძვის ხის მორთვას ვაპიებთ.
-რაააააა. ჩაყვირა ბიჭმა. არ მჯერა. მაგ გოგოს მედალი უდა დავკიდო.
-მორჩი სისულელეებს ის მითხარი რა გინდოდა.
-მეთქი ცოტას დავლევთ და ალესანდროზე დავილაპარაკებდით, მაგრამ სხვა დროს იყოს, არ მოგწყვეტ ოჯახურ კერას.
-ეგ ჯერ შორსაა. ჩავიჩურჩულე მე.
-არც ისე გამომეპასუხა ის.და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა.-კარგი შობას თუ მოიცლი შეგიძლია მოხვიდე.
-არა არაა, ხელს არ შეგიშლით , ისედაც ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს მშიშარა შვილივით ვწევარ თქვენს შორის.
-იდიოტი ხარ. ეს უთხრა და ტელეფონი გათიშა. ცოტა ხანს ასე ვიჯექით. კლაუდიო ფეხზე წამოდგა. -მოდი ასე მოვიქცეთ. მე გარეთ მოვრთავ შენ ნაძვის ხე მორთე.
-მარტო როგორ გააკეთებ.
-რა საყვარელი ხარ. სახე დამიკოცნა კაცმა. როგორმე მოვახერხებ. რამის მოწოდება რომ დაგჭირდეს, ან რომ ჩამოვარდე?
-და შენ დამიჭერ ჰო...
-ოოო ნუ დამცინი. მან კიდევ ერთხელ მაკოცა და ფეხზე წამოხტა. მეც მას მივბაძე და სამზარეულოსკენ წავედი. ვახშამი მოვამზადე. მაკარონი ყველით და სოკოთიჭუმელში გამომცხვარი, ხორცი შევწვი წვენიც გამოვწურე. მერე მისაღებში გადავინაცვლე და ნაძვის ხის მორთვას შევუდექი, სათამაშოებს ნელა და დაკვირვებით ვკიდებდი. ძირითადად. ლურჯი, წითელი და ოქროსფერი ჭარბობდა. თავზე ვარსკვლავიც დავდე, ბუხარიც მოვრთე, წინდები და განათებები დავამაგრე, ირმები ნაძვის ხის გვერდით მოვათავსე, ლამპრები კი კიბის საფეხურებზე გავანაწილე. შემოსასვლელ კარზე გირლიანდა დავამაგრე და ბოლოს განათების გაკეთება დამრჩა ფარდაზე. საკუჭნაოდან კიბე მოვიტანე და ზედ ავძვერი. ჯერ თეთრად მნათონი ნათურები დავკიდე და რამდენიმე ჭრელად ციმციმაც შევურიე. ფარდები გავასწორე და ძირს ჩამოვხტი. სახლი ერთიანად გავანათე. იქაურობა ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ხომ იცით ფილმებსა და ზღაპრებში რომ არის.კლაუდიოც შემოვიდა.
-ვაუუ რა ლამაზია. ყოჩაღ ამას მართლა არ ველოდი. წამო ეხლა გარეთ ნახე.
-მოიცა კედებს ვიპოვი და გამოვალ.
-არ გინდა შემომახტი მე გაგიყვან. კაცს ზურგზე შემოვახტი. მხიარულად გავიდა გარეთ, თითქმის ჭიშკრამდე მივედით. -მოგწონს?
-აუუ ძაან ლამაზია. ჩვენ ყველაზე ლამაზი სახლი გვაქვს.კაცს გაეცინა.
-შენი წყალობით ახალი ნიჭი აღმოვაჩინე ჩენს თავში.ისევ გაიცინა. ისეთი საყვარელი იყო. წელზე ფეხები შემოვხვიე და კისერში ვაკოცე. -კაი წავედით არ შეგცივდეს.
-ასე თუ გააგრძელა ხვალ ალბათ დიდი თოვლი იქნება. სახლის პარმაღზე ძირს ჩამოვხტი და სამზარეულოდან საჭმელები გამოვიტანე, მაგიდა გავშალე, ჭიქების მოსატანად შევბრუნდი. კარზე ზარი გაისმა. ამ დროს ვინ უნდა ყოფილიყო საათს დავხედე. ცხრა იყო. კარი გავაღე და ხელში ალესანდრო და დედამისი შემრჩა გაოცებისაგან პირი დავაღე.
-ეს რა ლამაზად მოგირთიათ აქაურობა. სიხარულით მითხრა ქალმა. გვერდით გავდექი და ადგილი დავუთმე რომ შემოსულიყვნენ. ქალმა კონტეინერებით სავსე პარკი მომაწოდა.-ეს კლაუდიოს მოვუტანე. სულ გარეთ ჭამს და ეს დიდად არ მომწონს. ალესანდრო ძლიერად ჩამეხუტა და მანაც ნამცხვრის ყუთი მომაწოდა. ყველაფერი სამხზარეულოში შევიტანე და მიასაღებში დავბრუნდი.
-ვინ იყო საყვარელო. კიბიდან მომესმა ხმა, რომელსაც ადრესატიც მალევე მოყვა.
-შენები მოვიდნენ. მას გაეცინა. ბიცოლამისს და ბიძაშვილს გადაეხვია.
-მეგონა აღარ მელაპარაკებოდით.
-რატომ? რატომ ჩემო საყვარელო? თავზე მზრუნველად დაუსვა ხელი ქალმა.
-არ ვიცი ბიძაჩემის გამო, ანას გამო.
-ანას არაფერი დაუშავებია. მე ძალიან მომწონს და მიხარია რომ შენც იქნები ბედნიერი. ბოლოსდაბოლოს. ასე გაგრძელება მართლა აღარ შეიძლებოდა, შენ ეს მიხვდი და სწორ გზაზე წახედი. ძალიან მიხარია შენს გამო ჩემო ბიჭო.
-ალბათ მისი დამსახურებაცაა. თმა გამიჩეჩა ალესანდრომ.
-ან იცის აქ რომ ხართ.
-მაგ ბებერ არარაობას უკვე აღარაფერს ვეკითხბი.მე სულ სხვა კაცს გავყევი ცოლად. კაცობის და წესიერების ეტალოს, შენც ესეთი კაცი გზრდიდა, მაგრამ დღეს ვერ ვცნობ. ამიქოთქოთა ქალმა და მაგიდას თვალი მოავლო.-ეს შენ გააკეთე?
-დიახ. გამეცინა მე. სამზარეულოდან თეფშები და ჭიქები მოვიტანე.
ასეთი მხიარული ვახშამი არასოდეს მქონია, კლაუდიო ძალიან საყვარელი იყო, თავისიანების მიმართ. ახლა მივხვდი რატომაც უყვარდა ამ ქალს ასე ძალიან. მის და ალესანდროს ბავშვობაზე მიყვებოდა. მათაც ათასი სისულელე გაიხსენეს, ისეთებიც კი რაც დედამის გაგონილი არ ჰქონდა. ისიც აღშფოთებული უყურებდა ორივეს.
სტუმრები გვიან გავაცილე, მაგიდის ალაგება დავაპირე, მაგრამ კლაუდიომ ხელი მომკიდა და კიდეზე აირბინა.
-კარგი რაა.
-დაღლილი ხარ.მეც და არაფრის თავი არ მაქვს. ჩანთიდა პიჟამა ამოვიღე და სააბაზანოსკენ წავედი.-საით?
-შხაპს მივიღებ და მოვალ.
-არ გინდა რომ შემოგიერთდე?
-არა მარტოც კარგად ვიქნები. წამოვწითლდი მე.
-მაგის დროც მოვა. იტალიურად ჩაიჩურჩულა კაცმა. ცხელი წყალი ძალიან მესიამოვნა. თმა გავიშრე,ტანზე კრემი წავისვი და საძინებლში დავბრუნდი. მას საწოლზე ეძინა,. ნაზად შევვარხიე. გამოფხიზდა. ძილბურანში იყო. საბნის ქვეშ შეძვრა. სვიტერი ნელა გავხადე და გვერძე მოვისროლე. მეც საბნის ქვეშ შევწექი და მთელი ძალით მივეტმასნე, მანაც იგრძნო და ხელები მომხვია...



მოკლედ მადლობა ასეთი თბილი კომენტარებისთვის და მადლობა რომ კითხულობთ, დამდეგ შობას გილოცავთ.



№1 სტუმარი Mrs.Grey

dzalian magaria da ar daikargo raa????????????

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

გაზარდე ცოტა თავები გეზარებათ წერა?

 


№3 სტუმარი სტუმარი lia

შიცოცხლე ხარ.ახალი ტავის დადება აგარ გააგვიანო.
მიკვარხარ ზალიან.❤❤❤

 


№4  offline წევრი modemodka

Vaimee ra kargiaa rom dadee axali taviii , vgijdebiii am motxrobazee , gtxooov male dadee da ar daikargoo ra... :-*

 


№5 სტუმარი ))))

არ დაიკარგოო რააა იცი მარდენი ხანი ველოდებოოოდიი დადე შემდეგი თსვიიც ლამოს გული წამივიდააა 11 თავი რო დავინახეეე ....

დააა ცოტაა განავრცე და დიდი თავი დადეეე კაიი .. ისეეე ძააან სუპერი ხარრ

 


№6  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

რა კარგი ისტორიაა და როგორ მომწონს <3 უბრალოდ აგვიანებ (( მართალია მაგაზე ხმა არმაქვს ამოსაღები მე :დდდ ძალიან კარგად წერ და ველოდებჯ მოვლენების განვითარებას <3 ცოტა თავებიც გაზარდე ისე ყველაფერი კარგია <3 წარმატებები <3

 


№7 სტუმარი Natia

Dade ra shemdegi tavii❤

 


№8 სტუმარი ))))

დადეეე რაა შემდეგი :(

 


№9 სტუმარი სტუმარი Nina

Rodis daideba shemdegi tavi? Lodinit davigale

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent