შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თითქმის დაქორწინებული VI


24-02-2018, 15:05
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 849

დავუბრუნდით საწყის წერტილს.. ახლა ყველაფრის გადატანა თავიდან მოგვიწევდა.. ყველაფერზე ჩხუბი,ოინები და რაც მთავარია თავიდან ვატკენდით გულს ერთმანეთს,შემდეგ მის მოშუშებას შევეცდებოდით და ამით კიდევ უფრო დავიტანჯებოდით.
კვლავ თავის სახლში წამიყვანა,ჩემს უკმაყოფილო სახის დანახვაზე კი თავი ვეღარ მოთოკა.
-ახლა რაღა მოხდა ასეთი სახით რომ ხარ?-ირონიულად გადააქნია თავი თან ტუჩები დაპრუწა.
-ვერ ვხვდები ისევ აქ რატომ მომიყვანე.. ჩემთან არანაირი ურთიერთობის სურვილი არ გაქვს,როგორც კი შენთან დაახლოებას ვიწყებ შენ გამირბიხარ.. მაშინ რა აზრი აქვს ჩემს აქ ყოფნას?-უკმაყოფილოდ ვუთხარი და დივანზე მივაგდე ჩემი ტელეფონი
-მე მინდა ასე და იმიტომ,თუ საჭირო გახსება სიბერემდე აქ მეყოლები.
-რატომ.. გიყვარვარ?
-მიყვარხარ,მაგრამ ჩემებურად.
-როგორია შენებური სიყვარული,სულ ნერვებს უნდა მიშლიდე და მაღიზიანებდე?
-რაღაც ასეთი..-თავმომწონედ მითხრა და თვალი ჩამიკრა.
საღამოს გოგონებთან ერთად კლუბში მივდიოდი დასალევად..
დიტო სააბაზანოში იყო შხაპს იღებდა,მე კი მოსამზადებელი ვიყავი..
რადგან ის გამოსვლას არ ჩქარობდა მე შევაჭერი სააბაზანოში?
-რა ხდება?-კაბინის კარები გააღო.
-მაკიაჟს ვიკეთებ.-მშვიდი სახით ვუთხარი და ტუჩები დავპრუწე.
-მაგას ვხედავ,მაგრამ მე აქ ვბანაობ და შემდეგ შემოდი..
-ისეთს რას ვნახავ რაც ნანახი არ მაქვს?-თვალი ჩავუკარი და ჩემს საქმეს დავუბრუნდი..
-სადმე მიდიხარ?
-ნერვებს უნდა ვუმკურნალო.... დავბრუნდები გვიან,მთვრალი,კეთილი და ბედნიერი.-გავიღიმე ირონიულად.
-როგორ არა..-სიცილით მითხრა და დიალოგი აღარ გაგვიგრძელებია.
ოთახში შევედი,რომ შესაფერისი ტანსაცმელი მომეძებნა.. დიდი ვაივაგლახის შემდეგ ვიპოვნე მინი ქვედაბოლო და მისი შესაფერისი მაისური.ჩავიცვი და ბოლოჯერ შევათვალიერე სარკეში ჩემი ანარეკლი,კოცნა გავუგზავნე მომხიბლავ გოგონას და კარებისაკენ წავედი.
კარები ვერაფრით გავაღე,რადგან გარედან იყო გადაკეტილი..როგორც ჩანს ჩემმა დიქტატორმა შხაპის მიღება დაასრულა და ჩემი ნერვების მოშლა განიზრახა.ბევრი ვიყვირე,ვიჩხუბე,ვილანძღე მაგრამ შედეგი არ იყო..
ჩემდა საუბედუროდ ტელეფონი სააბაზანოში დამრჩა და ვერავის დავურეკავდი საშველად.
გაღიზიანებული გავიღვიძე დილითაც..
საბედნიეროდ კარები უკვე გაღებული იყო მაგრამ ჩვენს მაიორს ისევ ეძინა..
სამსახურში მივდიოდი და გასვლისას ერთმა ბოროტულმა აზრმა გამიელვა..
მაგიდასზე მისი მიბილური,საფულე და მანქანის გასაღები ეწყო,მე კი საფულედან მისი სახელფასო ბარათი ამოვაძვრე და მხოლოდ ამის შემდეგ წავედი სახლიდან..
სამსახურში მისვლამდე შოპინგოთერაპია მოვიწყვე გასული ღამის ასანაზღაურებლად და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენმა მძინარე მაიორმა დააფინანსა..
ვიყიდე კაბები,ფეხსაცმელები,საჩუქრები ჩემი გოგონებისთვის და ასევე თანამშრომლებისთვისაც.. როგორც აღმოჩნდა ჩვენს მაიორს დიდი ხელფასი ჰქონია და თან ბარათიდან დიდიხანია თანხა არ გაუტანია.. ჯამური ნაშთი თოთხმეტიათას ლარამდე შეადგენდა.
ამდენ რამეს სახლში ვერ გავაგზავნიდი,რადგან ის მანიაკი ყველაფერს დაწვავდა ან გადაყრიდა,სამსახურში წავედი შენაძენებით.
ყველა გაოგნებული მიყურებდა..
-ესენი რა არის?-მკითხა ნანაკომ
-ვიშოპინგე.
-მარტომ?
-კი მარტომ,მაგრამ არ დამვიწყებიხართ..-მარიამს და ნანაკოს თავიანთი საჩუქრები გავუწოდე და ასევე ყველა იმ თანამშრომელს ვინც ჩვენს სააგენტოში მუშაობდა.
-კი მაგრამ ამდენი ფული რატომ დახარჯე?
-მე?.. მე არა ეს ყველაფერი შენმა ძმამ შეიძინა.-ვუთხარი მარის სიცილით.
-არ არსებობს..
-არსებობს.. მას ბარათი მოვპარე.-გოგოებს გაეცინათ და შევუდექით ჩვენს ჭორაობას,რომელსაც დიდიხნის მომანტრებული ვიყავით.
ბედნიერებამ და კმაყოფილებამ მთელი დღის განმავლობაში გასტანა,მაგრამ სახლში მისულს როგორც ყოველთვის ბრაზიანი დიტო დამხვდა,უკვე მივეჩვიე მის აღრენილ სახეს,რომელზედაც მხოლოდ თვითკმაყოფილება შეიძლება აღებეჭდოს და არც მზრუნველობის და სიყვარულის გამოხატვა არ შეუძლია.
-არანორმალურიც დაბრუნდა..-ჩაილაპარაკა თავისთვის.
-შენს თავზე ამბობ?
-არა შენზე ტკბილო.
-და მე რატომ ვარ არანორმალური?
-უფრო სწორად ქურდი ხარ.გოგო ამდენი ფული რაში დახარჯე აი ამათში?-ყუთებს გახედა.
-შენ ვერ ხვდები დიტო.. შოპინგი ქალისთვის წამალივითაა... ჯანმრთელობაზე კი ფულის დაზოგვა არ შეიძლება.-გავუღიმე და ამაზე მთალად აიჭრა.
-მაგრამ თოთხმეტი ათასი ერთ სულელურ შოპინგში?
-შენ რა კრიჯანი ხარ? ჩემთვის გენანება? აი მე კიდევ საჩუქარი გიყიდე.
-რა მიყიდე?-ირონიულად თქვა.
-აი ეს..-გავუწოდე პატარა მუყაოს პაკეტი.მან გახსნა და სახე აელეწა.
-ჩემი თოთხმეტი ათასი დახარჯე და მე მხოლოდ საცვალი მიყიდე ცისარტყელას ფერებში? დამცინი?
-მცდელობა მქონდა შენი დაცინვის კრიჟანო.
-ეგ ჩემი ფული არ იყო.. დავალებისთვის ჩარიცხეს.
-მართლა?-ცოტა შემრცხვა ჩემი ხუმრობის,თვითკმაყოფილება გამიქრა.. დიტომაც მოიწყინა და სავარძელში ჩაჯდა..
ფულის პრობლემა მას არ ჰქონია,რადგან მდიდარი ოჯახიდან იყო,მაგრამ სამსახურის ფული რომ დავუხარჯე მე სწორედ ამას განვიცდიდი.. ვიცი ის თავის ფულით აანაზღაურებდა,მაგრამ მაინც უხერხულ სიტუაციაში ჩავაგდე. ჩემი დანაშაულის გამოსყიდვა მინდოდა ამიტომ სამზარეულოში შევედი.. ვეცდე რაიმე მომემზადებინა..
ჩემი კულინარიული შესაძლებლობები ნულის ტოლი იყო,ამიტომ ყველაზე მარტივი „ომლეტის“ მომზადება ვცადე.. მთლად ისე ვერ გამოიყურებოდა როგორც უნდა ყოფილიყო,მაგრამ მე ხომ მთელი გულით მოვამზადე.. თანაც ვხედავდი,როგორ აპარებდა თვალს დიტო ჩემკენ.. ცნობისმოყვარეობა კლავდა თუ რას ვამზადებდი..
სუფრა გავშალე და დიდი მოკრძალებით მივიწვიე დიტო.. წარბაწეული და ტუჩებდაპრუწული შეხვდა ჩემს მოპატიჟებას..
დაჯდა თუ არა თეფშზე ომლეტი დავუდე და შეშინებული ფეხზე წამოხტა..
-ეს რა არის გოგო?-ისეთი სახე მიიღო თითქოს ომლეტი უპრებდა დიტოს შეჭმას..
-ეს ომლეტია.
-ამდენი ხანია მას ამზადებდი?რა საზიზღრობაა.
-შენ ყოვლად უმადური და დაუნახავი ადამიანი ხარ.. აღარასოდეს გამცე ხმა.-ძალიან მეწყინა ასე აბუჩად რომ აიგდო ჩემი მომზადებული ომლეტი და ოთახში გავიქეცი.
-კარგი რა ნუ იბუსები პატარა ბავშვივით..-კარებზე მომიკაკუნა დიტომ,რადგან შიგნით ვერ შემოვიდა.-არ მინდოდა მთალად ასე გამოსვლოდა,მაგრამ ის რომ გვეჭამა დავიხოცებოდით.-უფრო და უფრო მაღიზიანებდა,თან ამას ვერც კი ხვდებოდა.-ისე ნებისმიერმა ჩერჩეტმა გოგომაც კი იცის ომლეტის მომზადება და შენ ასეთი რა ფენომენი ხარ ეგეც რომ არ გეხერხება?-თავად ეცინებოდა..
-დიტო თუ ვერ ხვდები მე გეტყვი,რომ შენი საუბარი იმდენად ნერვებს მიშლის,რომ შემიძლია ღამე თავს დაგესხა და გაგგუდო.
-ღამე რატომ?
-იმიტომ რომ ღამე გძინავს და ასეთ შემთხვევაში მოგერევი.
-ნუ სულელობ,გამოდი და მე მოვამზადებ რამეს ისეთს რომ არ მოგვკლას.-ისევ აგრძელებდა ჩემს დაცინვას.
-საზიზღარი და აუტანელი ხარ.-ვუთხარი როცა კარები გავარე და გვერდი ჩავუარე.
-არც შენ ხარ ბედის საჩუქარი,მაგრამ რას ვიზამთ.-საჟდომზე წამარტყა ხელი.
დიტომ ძალიან გემრიელი საჭმელი მოამზადა და მივუსხედით სუფრას..საუბრით აღარ გვისაუბრია,რადგან მე ძალიან დაღლილი ვიყავი..
დილით სიცილის ხმამ გამაღვიძა..
თვალები მოვიფშვნიტე დახალათი მოვიცვი,რომ მენახა ვინ იცინოდა.
ოთახის კარები შევაღე თუ არა ქალი დავინახე,რომელიც დიტოს პირისპირ იჯდა,ხელზე ეხებოდა,იცინოდნენ და თან ყავას მიირთმევდნენ კრუასანებთან ერთად..
დიტო ასეთი ბედნიერი დიდიხანია აღრა მინახავს,არა მინახავს როგორ არა.. როცა ჩემი სიბრაზე პიკს აღწევს ის ზუსტად ასეთი ბედნიერია ხოლმე,ამიტომ ოთახში შევბრუნდი,ხალათი გავიძვრე და კარადიდან მისი პერანგი ავიღე.. მოვიცვი,რამოდენიმე ღილი შევკარი და მკლავებიც სახელდახელოდ ავიკეცე,შემდეგ თმა გავიწეწე და ფეხშიშველი მათკენ გავემართე..
ჩემს დანახვაზე დიტო გაყვითლდა,გამწვანდა,გალურჯდა,გაწითლდა.. ცივმა ოფლმაც კი დაასხა,ქალს კი სიცილი სახეზე შეეყინა.. ხელი რომელიც დიტოს ეხებოდა,წამსვე ჩამოსწია და მტრული მწერა გამომაყოლა,მე კი უდარდელი სახით მათ გვერდით სუფრასთან გრაციოზულად დავჯექი..
ფრანგული კრუასანის დანახვამ კიდევ უფრო გამახალისა დიტოსკენ გადავიხარე ტუჩებზე ნაზად ვაკოცე და ქალს გავხედე.
-მაპატიეთ.. გუშინ ისეთი ვნებიანი ღამე გვქონდა,რომ ვერც კი გავიგე სტუმარი როგორ მოვიდა.-შემდეგ კრუასანს ხელი დავავლე და ჰაეროვნად ჩავკბიჩე.
ქალი ფეხზე წამოხტა და ჩანთას დაავლო ხელი,დიტოც უკან დაედევნა და შეაჩერა.. ცდილობდა აეხსნა რომ ეს უბრალოდ ჩემი თამაში იყო,მაგრამ ქალი მას არც კი უსმენდა.. ჩხუბობდა,უყვიროდა და გემრიელად სახეშიც კი უთავაზა.მე?ვიჯექი და სანახაობით ვტკბებოთი თან კრუასანს მივირთმევდი.


პ.ს როგორია მეგობრებო?
ცოოოტა პატარა თავს თუ არ ჩავთვლით



№1 სტუმარი ani

აეეე წავიდა ომი smile რა სახალისოა როგორ შემაყვარეს თავიი გადამრიეს ნუ შენი წყქალობით
მადლობა რომ არ აგვიანებ ხარისხიანად წერ ყოველთვი ინტრიგით გვავსებ მაგრამ ამ ინტრიგასაც კი ისე გადმოსცემ რომ კითხვის დასრულება არ მინდა არ ვიცი 15 წლის გოგოსთვის რატომაა ასე ძალიან ეს თემა საინტერესო მაგრამ რა ვქნა ვე გელეVი ვერცერთს heart_eyes heart_eyes heart_eyes blush

 


შემიწირავ შენ მე,საოცარი თავია.არაამქვეყნიური სიამოვნება მივიღე და ბევრიც ვიცინე,ველოდები შემდეგს და იმედია და ვიცი,დარწმუნებული ვარ,რომ შემდეგი თავიც საოცრება იქნება.ნუ შენ ხელში სხვანაირად არ შეიძლება ))

 


№3  offline მოდერი The Dreamer

ani
აეეე წავიდა ომი smile რა სახალისოა როგორ შემაყვარეს თავიი გადამრიეს ნუ შენი წყქალობით
მადლობა რომ არ აგვიანებ ხარისხიანად წერ ყოველთვი ინტრიგით გვავსებ მაგრამ ამ ინტრიგასაც კი ისე გადმოსცემ რომ კითხვის დასრულება არ მინდა არ ვიცი 15 წლის გოგოსთვის რატომაა ასე ძალიან ეს თემა საინტერესო მაგრამ რა ვქნა ვე გელეVი ვერცერთს heart_eyes heart_eyes heart_eyes blush

სულელი მეოცნებე
შემიწირავ შენ მე,საოცარი თავია.არაამქვეყნიური სიამოვნება მივიღე და ბევრიც ვიცინე,ველოდები შემდეგს და იმედია და ვიცი,დარწმუნებული ვარ,რომ შემდეგი თავიც საოცრება იქნება.ნუ შენ ხელში სხვანაირად არ შეიძლება ))


მადლობა საყვარლებო kissing_heart

 


№4  offline მოდერი Mathew

ძალიან კარგი თავია,ბევრი ვიხალისე და მომეწონა ))

 


№5 სტუმარი სტუმარი lia

Mაგარია????

Mომეწონა ზალიან,ტავი გაადიდე .❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი shalo

saxe rogor daviwva

 


№7 სტუმარი ani

Au axali tavi Mindaaaaaaa

 


№8  offline წევრი richirichi

შენ გაიხარეე.რამდენი ვიცინეე....:::)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent