შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (ნაწ.2 თავი 2)


24-02-2018, 21:36
ავტორი tatiachelo
ნანახია 1 787

გიკა ხიონაკისთვის ბაბალე ქებურია ამოუცნობი იყო. ყოველთვის იზიდავდა მასში არსებული უხილავი სხივი და არ აძლევდა საშვალებას სამუდამოდ, რომ გაექრო მისი არსებობა გონებიდან. პირველად ეზოში ნახა, ჩუმად მჯდომი მკაცრი გამოხედვით, ზიზღიანი მზერით მომზირალი წითური. იმ წამიდანვე მიიქცია მისი ყურადღება გოგონამ, ან და როგორ არ მიიქცევდა მზესავით ანათებდა და კაშკაშებდა. მისი წყობიდან გამოყვანა ისე ახალისებდა ყმაწვილს, რომ ბაბის გაბრაზება ჩვევად ქონდა გადაქცეული. უბრალოდ რაღაც ამოუხსნელი იყო მასა და ბაბალეს შოორის, რასაც ვერავინ ვერ დაარქმევდა სახელს. მეათე კლასში ყოფნისას გაიცნო ნიაკო ხახუბია. ლამაზი, მომხიბლელი, მდიდარი და უკვე ქალად ქცეული. ძმაკაცებისგან სმენოდა მისი უდიდებულესობის სილამაზეზე. ერთი თვე ისმენდა ყველასგან ხახუბიას თვალის მომჭრელ გარეგნობაზე სხვადასხვაგვარ ფრაზებს. გონებაში აკვიატებად ქონდა უნახავი გოგო, რომელიც ძმაკაცის წვეულებაზე დაგეგმილად გაიცნო და მას შემდეგ ხელიც არ გაუშვია მისთვის. უყვარდა თუ არა ამას ვერავინ გაიგებდა.. ხიონაკს სართოდ ვერ გაუგებდით რა უნდოდა და რა სურდა. ნიაკოზეც ვერ ვიტყოდით რა გრძნობა ქონდა ბიჭის მიმართ, მაგრამ ფაქტი ერთი იყო. უკვე ორი წელი ერთად იყვნენ შეყვარებულების სტატუსით.
-გიკა მაღაზიაში ჩადი დე და პროდუქტი ამომიტანე. მძინარე შვილის ოთახსი შესულმა ლიკამ, ფარდები გადასწია და განკარგულება გასცა.
-მმმ. ამოიზმუილა და გვერდი იცვალა.
-გიკათქო.
-მივდივარ. გაბრაზებული, დაბოხებული და გაღიზიანებული ტონით თქვა და საწოლიდან წამოდგა.-რა ამოვიტანო? შარვალს იცმევდა და თვალებს სასაცილოდ ჭუტავდა.
-ფურცელზე დავწერე..პატარა ფურცელი და ოცლარიანი დაუდო ტუმბოზე. -ლიმონათიც გამოაყოლე.
-გეცლია დედა ძილი და ამოვიტანდი მერე. წარბები შეკრა.
-შუადღეა უკვე.. ლოყაზე აკოცა მასზე მაღალ ვაჟს და ოთახიდან გავიდა. -მალე თორემ ყველაფერი გადაჭამა მამაშენმა. სამზარეულოდან გამოსძახა.
-რატომ იტყუები ცოლო? მეუღლეს სიცილით აკოცა ლოყაზე და კიდევ ერთი ნაჭერი ხაჭაპური შესანსლა. -უგემრიელესი ხაჭაპურია.
-ხაჭაპური ახსენა ვინმემ? სწრაფად შევარდა სამზარეულოში უმცროსი ხიონაკი და მამის ხელებში მოთავსებული მსუყე ნაჭერი მოკბიჩა. -მართლაც გემრიელია. პირგამოტენილმა დაუდასტურა, ტყავის ქურთუკს დასწვდა და სახლიდან გავარდა.
-ველური. თვალი გააყოლა შვილს ბატონმა ლუკამ.
-ნეტავ ვის გავს? თვალებში მიაჩერდა ქმარს.
-რა თქმა უნდა შენ. ღიმილით მისწია თავისკენ და ტუჩებზე დაეწაფა.
კიბეებზე ჩადიოდა და თან თმებს ისწორებდა. შარვლის უკანა ჯიბეში ჩაჩურთული ფურცელი ამოიღო და მაღაზიაში შეიჭრა. ბაბალეს დანახვაზე ჩუჩის კუთხე აუხტა. ერთი კვირის განმავლიბაში თვალით არ ენახა ქალბატონი ქებურია. სკოლაში არ დადიოდა მისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო. ფურცელზე დაწერილი ყველა პროდუქტი აიღო და სალაროსთან მყოფს მიუახლოვდა. გოგონა მშვიდად ატარებდა პროდუქტს და პარკებში აწყობდა.
-რატომ არ დადიხარ სკოლაში? იმ აუტანელი წრიპინის დასარღვევად თავად წამოიწყო დიალოგი.
-19 ლარი და 40 თეთრია სულ. ყურადღება არ მიუქცევია გიკას კითხვისთვის.
ხიონაკს სიბრაზისგან თვალები აენთო. ოც ლარიანი მიუგდო, პარკებს დასწვდა და ხურდასაც არ დალოდებია ისე გავარდა მარკეტიდან.
საღამოს ნიაკოსთან გავიდა. კარგად გაერთო გოგონასთან ერთად. ბევრი იგიჟეს და იმხიარულეს, მერე სახლში მიიყვანა თავისი ლამაზმანი, თვითონ კი ანდროსთან გავიდა. შუაღამე იყო. განათებულ სტადიონზე იყვნენ და კალადბურთს თამაშობდნენ. ფრე დაასრულეს და ძალა გამოცლილები გაწვნენ მინდორზე.
-გიკა. თორიამ თავი ძმაკაცისკენ მიაბრუნა.
-ჰო. მთვარისთვის თვალი არ მოუცილებია ისე ამოაყოლა ორი ასო ჰაერს.
-ბაბალე მიყვარს. ყველაფერს ელოდა ამ ორი სიტყვის გარდა. ყველაფერს წარმოიდგენდა მაგრამ იმ დროს ნათქვამ ამ ფრაზას ვერა. გვერდით გადასწია თავი და ანდროს მიაჩერდა. ბიჭის თვალებში სრული სისუფთავე იყო. არადა როგორ უნდოდა ეშმაკური ჭინკების დანახვა, რომელიც ასე არ ააღელვებდა და სულს არ აუწვავდა. თვითონაც არ იცოდა რა ჭირდა იმ წამს. რა ემართებოდა..ეგოისტურად უნდოდა ბაბალე მარტო ყოფილიყო. არავინ ყვარებოდა და არავის ყვარებოდა. რა იქნებოდა, რომ არ დაბადებულიყო ის წითური ან დაც სულაც არ გაეცნო. ეზიზღებოდა.. ეზიზღებოდა იმ დონეზე რა დონეზეც შეეძლო. ტვინში ჩაბეჭდილი ქებურია სძულდა ასე უმიზეზოდ. ფეხზე წამოდგა და სტადიონიდან გავიდა.
-გიკა, გაიგე რაც გითხარი? დაბნეულმა თორიამ დაუყვირა.
-გავიგე. ჩუმად თქვა და სახლისკენ წავიდა.
ერთმა თვემ გაიარა.
ბაბალემ სხვა სამსახური მონახა, სადაც უფრო მაღალი ხელფასი ქონდა. ანასტასიამ უშოვა ეს სამსახური, მაგრამ ბაბალემ ამის შესახებ არაფერი იცოდა. საღამოს აზიურ რესტორანში მუშაობდა მიმტანად, დღისით სკოლაში მიდიოდა, მერე უნარებზე წავიდოდა დვალთან ერთად, იქედან გამოსული სახლში აირბენდა, ბებოს მოინახულებდა და სამსახურში მირბოდა. ღამის 2ზე მივიდოდა სახლში, რამოდენიმე საათს გაატარებდა წიგნებთან, კარგად დაამუშავებდა უნარებს და დაძინების პირას მისული საწოლს ესტუმრებოდა. ამ გიჟურ რეჟიმს უსწრებდა კიდეც.
ოქტომბრის დასაწყისი იყო.
მისთვის საზიზრარი დღე ახლოვდებოდა. ის საზიზრარი დღე ღმერთმა გიკა ხიონაკის დაბადება, რომ ინდომა ამ ქვეყანაზე და ისედაც დამძიმებული დედამიწა უარესად, რომ დაამძიმა. დილიდანვე საშინელ ხასიათზე იმყოფებოდა. გამოუძინებელს ზეზეულად ეძინებოდა. სკოლაში წასვლა იმწამსვე გადაიფიქრა რა წამსვეც გიკას დაბადების დღე გაახსენდა. ბებიასთან ერთად იყო შუადღემდე, მერე ანასტასიამ დაურეკა და მასთან გავიდა.
-გამარჯობა ნიკა ბიძია. ღიმილით მიესალმა კარს იქით მდგომ მამაკაცს.
-ბაბალე ნუ მაბერებ.. თითი ვითომ გაბრაზებულმა დაუქნია და სახლში შეატარა. -ტასო თავის ოთახშია და გელოდება. ღილით მიუთითა შვილის ადგილ სამყოფელი და თავად ტელევიზორს მიუბრუნდა.
-როგორ ხარ ბაბი? სამზარეულოდან გამოსული ნიდა მიეჭრა და გადაეხვია..
-მე კარგად..თქვენ როგორ ხართ? ქალმა თავი გააქნია ისე რას ნიშნად და ღიმილით გაცილდა. მაშინვე აირბინა კიბეები და ანასტასიას ოთახში შეიჭრა..
-კუს მოყავდი? წარბებ შეკრულმა გახედა დაქალს.
-არა, ურმით მოვდიოდი. სიცილით ჩაუსწორა და კარადაში შემძვრალს მიაშტერდა. -სადმე მიდიხარ? აუუ ტყუილად გამოვედი? ტუჩები დაბრიცა.
-მივდივარ კი არა მივდივარ"თ". წარბები აათამაშა და გარდირობიდან გამოღებული კაბა ესროლა.
-თუ საიდუმლო არ არის შეიძლება გავიგო სად მივდოვართ?
-კლუბში..
-ვინ შეგვიშვებს გოგო ჩვენ კლუბში? ხითხითით კითხა.
-მაქსიმე წაგვიყვანს.. შენ ნუ იღელვებ შეშვებაზე.. ფეხზე წამოაგდო და კაბა მიაჩეჩა -აჰა ჩაიცვი მალე.
-რამ გაგაგიჟა?
-შენმა სილამაზემ.. სიცილით დაუბრუნა პასუხი და შავი ტანზე მომდგარი კაბა გადაიცვა.
რამდენიმე წუთში ბაბალეც გამოწყობილი იყო. მასაც ანასტასიასავით ტანზე გამოყვანილი შინდისფერი კაბა ეცვა, რომელსაც ბაბის წითური თმები უფრო მეტად ამშვენებდა. მაღალ ქუსლიან წკაპუნებზე უარი განაცხადა და თავის თეთრი კეტები არჩია, ტასიკოს შავი ტყავის კურტკა ჩაიცვა და გამზადებული მის წინ დადგა. ანასტასიამ მანამდე ვერ მოისვენა სანამ მაკიაჟი არ გააკეთებინა, ამასაც სად შეეძლო დვალთან ჭიდილი და მალევე დათანხმდა.
-ვსო.. უმშვენიერესი ხარ.. თმები მხრებზე გადაუყარა და კმაყოფილი სახით დაუდგა გვერდით. -წავედით..
მაქსიმეს მანქანაში ისხდნენ და მიუყვებოდნენ გზას. სიმღერას ყვებოდნენ და ხალისობდნენ. ქებურია გახალისებული იყო, სულ არ ახსოვდა ხიონაკი და მისი 5 ოქტომბერი. კლუბში შესულმა გიკას, რომ მოკრა თვალი, რომელიც ნიაკოს ეცეკვებოდა ლამის ანასტასიას მივარდა და იქვე გაჩეჩა. კიდევ კარგი არ იყო ამის გამკეთებელი თორემ ხელიდან ვერ გააგდებინებდნენ გაკრეჭილ დვალს.
-ამის დაბადებისდღეზე როგორ მომიყვანე?
-ავდექი გამოგაწყვე და წამოგიყვანე.. ღიმილით განუმარტა.
-მე წავედი. გასასვლელისკენ შებრუნდა და რაღაცას, უფრო სწორად ვიღაცას მიეჯახა. -უკა... წინ მდგომი ანდრიას დანახვაზე თვალები გადაატრიალა და გვერდის ავლა სცადა.
-ვიცეკვოთ! მკლავში ჩაავლო ხელი ბაბალეს და საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა.
-არ მინდა ცეკვა.. მივდივარ. ხელის მოცილება სცადა, მაგრამ ბიჭმა არ დააცადა. მისკენ მიიზიდა და ხელი წელზე მოხვია. -ანდრია.. გაბრაზებულმა შეხედა თვალებში. თორიას ჟრუანტელმა დაუარა, რაც ქებურიამაც შეამჩნია.
-ხედავ, არ ვყოფილვარ ქანდაკება.. გაღიმებულმა უთხრა. ბაბალეს ხმა არ ამოუღია, ხელები კისერზე მოხვია და მუსიკას ააყოლა ტანი - იცი რა ლამაზი ხარ? ხმა შეცვლილმა ჩასჩურჩულა.
-იაც ლამაზია, მაგრამ ჭკნება..
-შენ უჭკნობი ხარ! თმები ყურს უკან გადაუწია. -ყველაზე ლამაზი უჭკნობი ყვავილი ხარ.
-გაბანალურებულხარ თორია.
-გამაბანალურე. სევდიანად გაიღიმა.
ხიონაკმა, რომ დაინახა მოცეკვავე წყვილი ძარღვები დაებერა. თითქოს მის ნივთს შეეხნენ. ახლა აღიქვა ბაბალეს სინაზე და ბავშვურობა. რატომღაც გაეცინა მის ტანს, რომ ჩააყოლა თვალი და კეტები, რომ შეამჩნია. მის გვერდით მდგომი ნიაკოც გადაავიწყდა წამით. ჭიქაში მოთავსებული ალკოჰოლი ჩაცალა და მათკენ წავიდა. ანდრიამ რო დაინახა გიკა გოგოს მოცილდა.
-გილოცავ. ძმაკაცს გადაეხვია.
-მადლობა.
ბაბი უხმოდ გასცილდა ანდროსა და ხიონაკს.. ანასტასია მოძებნა თვალით და მასთან მივიდა.
-ახლა ვფიქრობ, როგორ მოგკლა წამებით თუ პირდაპირ მტკვარში გისროლო.
-სადისტო.. აღშფოთებულმა შეჰკივლა.. -არ მიაქციო ყურადღება გიკას და ეგ იქნება.. გამოსავალი მონახა წამებში.
-რა ადვილად ამბობ. თავი გააქნია და ანასტასიას წვენი მოსვა.
მაქსიმესთან ერთად იმდენი იცეკვა ვეღარ სუნთქავდა. მაგიდისკენ მიდიოდა ხიონაკი, რომ აესვეტა წინ.
-მე არ მეცეკვები?
-არა.
-რახან ასე მთხოვ კარგი ვიცეკვოთ.
-გთხოოვ? მე გთხოოვ? გაცოფდა. -ხელი გამიშვი.
-ეგ საზიზღარი წითელი თმებიც გიხდება დღეს.
-ბევრი დაგილევია.
-არც ისე. გაიცინა.
-გილოცავ..
-ვააა. რაღაც საოცარი დღეა.. უნდა ჩავიწერო ეს დღე დაუვიწყარ მოგონებებში.
-ჩაწერე. მათკენ მიმავალ ნიაკოს გაუსწორა მზერა და ბიჭს მოცილდა. -შენი შეყვარებული ეჭვიანობის ზენიტშია. სიცილით წავიდა ტასოსკენ..
ხიონაკი ნიაკოს მოეხვია და მასთან განაგრძნო ცეკვა. იმდენად უდარდელი იყო ეს ბიჭი, რომ ხანდახან ბაბის შურდა კიდეც მისი. ცოტახანი კიდევ იყო და ტასოსთან ლაპარაკით ირთობდა თავს. ანდრიას მზერას აიგნორებდა, არც გიკას აქცევდა ყურადღებას..
-ან წავალ მე თორემ ძალიან დავიღალე.
-მოიცა მაქსიმე გაგიყვანს.
-არ მინდა ტაქსს გავყვები. ლოყაზე აკოცა დაქალს და კლუბიდან გავიდა.
ფეხით მიუყვებოდა გზას ნელი ნაბიჯით. მარკეტთან გაჩერდა, ფერადი ბამბის ნაყინი იყიდა და ქუჩას დაუყვა.
ისევ იგივე ტემპიტ მიდიოდა ცხოვრება.. იგივობებით იყო გაჟღენთილი.
ოქტომბერი მიილია..
დეკემბერიც მას მიყვა.
ახალი წლის ღამე იყო..
წინა დღისით შეძენილი პროდუქტი, დილას გადმოალაგა და გემრიელი კერძების გაკეთებას შეუდგა. ახალი წლის სუფრა გააწყო და ბებიასთან ერთად მიუჯდა მაგიდას. ზუსტად 12 საათზე ფანჯარასთან მდგომი უყურებდა განათებულ ცას და მხოლოდ ერთს ნატრობდა.. კიდევ ბევრი ახალი წელი გაეტარებინა ბებოსთან ერთად.
მეორე დღეს ლიკა ესტუმრა. ლამარას ელაპარაკებოდა დითხანს. ბაბიც გაღიმებული უსმენდა მათ საუბარს და ხანდახან ყვებოდა ლაპარაკში.
საახალწლო არდადეგებიც დასრულდა. ისევ დაუბრუნდნენ სკოლას და მის გარემოცვას.
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, პირცელივე დღეს შეჯიბრი მოაწყო მასწავლებელმა.
ქებურია და ხიონაკი.
ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და ელოდნენ მასწავლებლის მიერ დასახელებულ წიგნს, რომლიდანაც იტყოდნენ მეხსიერებაში ჩაბეჭდილ დაუვიწყარ და უკვდავ ფრაზებს ..
- გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“.
-გითმობ.. ხელები გადააჯვარედინა და თავის მერხზე ჩამოჯდა. -შეგილია დაიწყო..
-რახან ნებას მრთავ.. ირონიულად გაუცინა ბიჭს.. თავი დახარა და რამდენიმე წამი ჩაფიქრდა, მერე სწრაფად წამოდგა, გიკას თვალებში ჩახედა და მისი საყვარელი ფრაზა ხმამაღლა წარმოსთქვა.
-" ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს". ბაბალეს თვალისფერი შეეცვალა, ხიონაკს გააჟრჟოლა.. თავი გვერდით გადასწია და ღიმილით წარმოსთქვა.
-"ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, იგივე."
ქებურიამ ჩაიცინა..
-"ჭეშმარიტად გულადი კაცი რომ გახდე, რაღაცა უფრო ღირებულისთვის უნდა იბრძოდე".
გიკას ჩაცინებაც მოყვა ბაბალეს ცინიკურ ღიმილს.
-"ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე"
თვალები დააწვრილა და ბაბალეს მიაჩერდა.
-"დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით". თაფლისფერ თვალებში ჩაჩერებული, სუნთქვა გახშირებული ამბობს და თავის მერხზე ჯდება.
-"დედამიწას სიყვარული ატრიალებს". გამარჯვებული მზერით უყურებს თვალებ აწყლიანებულ გოგოს. ქებურია დანებებას არ აპირებს, ფეხზე დგება, ფანჯრისკენ ბრუნდება და გამხმარ ალვის ხეს უყურებს და თავის საყვარელ ეპიზოდს ამბობს.
-"სიკვდილი, რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა. სიკვდილი რომ არ იყოს, არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე არაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე - სიცოცხლეა... მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, სიკვდილი რომ არ იყოს".
ბიჭისკენ ბრუნდება, თვალებში უყურებს, მერე ანდროს ავლებს მზერას, რომელიც თვალს არ აცილებს გოგონას.
გიკა ტუჩის კუთხეს ტეხს, ბაბალესკენ იხრება და ძალიან ჩუმად ეუბნება
-"ოკეანე ხარ... დიდი მოქნილი თევზებით სავსე. ხან გაცოფებული თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ, ხანაც კი-მშვიდი, ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები… ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ უცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ... მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო, გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და… ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე..."
ფაფუკი ტუჩების შეხებას გრძნობს ლოყაზე, წამიერად, რომ ეხება მის ნაზ კანს.. მერე მალევე სცილდება.. ბიჭი თვალს უკრავს კლასის წინაშე გამარჯვებულ ქებურიას, უცნაურად უღიმის და საკლასო ოთახს თვალებ აციმციმებული ტოვებს.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime ramagariaaaa, imdeni rame sheizleba iscavlo marto am epizodidann. Moutmenlad veli momdevnoss, yochagg

 


სასწაული ხარ.არასდროს მომბეზრდება ამ ისტორიის კითხვა იმდენად საინტერესო და ჩამთრევია.გრძნობებს ნათლად ავღვითქვამ და ყველა დეტალი თვალ წინ გარბის.ჩამითრიე და აქიდან გამოსვლა უკვე შეუძლებელია...მიყვარხარ !!!

 


№3  offline წევრი TrustYourSoul

ვაიმეეეე
როგორ გამიხარდააა,წინა პერსონაჟების შვილებზეა ხოო ესსსს? ❤️❤️❤️ ძაააან მომეწონა,ანუ ლიკას და ლუკას ჰყავთ გიკა,ნიკას და ნიდას მაქსიმე და ანასტასია,ბაბალეა ხო უცხო პერსონაჟი? მაგრამ ქებურია მეცონობა გვარი :/// გადავავლო უნდა წინა ნაწილს თვალი ❤️საერთო ჯამში უფრო დახვეწილი ხარ❤️ველოდები შემდეგს❤️

 


№4 სტუმარი kati

Pirvel nawilshi ufro didi tavebi iyo xolme da es Ra uceb shemomekitxa.kide mindoda"mshieri"davrchi naxevrad;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent