მომეცი ხელი ...1...
როცა გგონა, რომ ყველაფერი სწორად გააკეთე, როცა ფიქრობ, რომ შედეგიც დაგაკმაყოფილებს, როცა იცი მიზნის მისაღწევად რაღაცის გაკეთება, დათმობა გიწევს, მაგრამ ეს რაღაც უმნიშვნელო გგონია, რადგან შენს წარმოსახვაში შექმნილი გინდა გააცოცხლო და ზედმეტად აღარ ფიქრობ, შედეგის მრავალმნიშვნელოვნებაზე... რა არის ადამიანი?! რამდენნაირი შეიძლება იყოს ვიზუალით, ხასიათით, გონებით,გულით... რამდენად ეგოისტია ადამიანის ბუნება, როცა საქმე საკუთარ მეს ეხება?! და ბოლოს, რამდენად სამართლიანია, კონკრეტულ სიტუაციებში?! წამით რომ შემეძლოს წარსულის დაბრუნება, სულ რამოდენიმე წამით, ვეცდებოდი იმ სიტყვებით გაყინული, ჩემი ნებით წარმოთქმული ბგერებით უნებლიედ გაბზარულ გულს მოვეფერებოდი. ჩვენში გამავალ უხილავ ძაფებს განვაახლებდი, იმ მწარე სიტყვებს წავშლიდი და ყოველდილით, ყავასთან ერთად ტკბილი სიტყვებით შეგიცვლიდი. ვიცი უამრავჯერ მითქვამს „მიყვარხარ“ , მაგრამ მხოლოდ ახლა ვფიქრობ ამ სიტყვის სრულ მნიშვნელობას. სიტყვის, რომელიც ერთად იტევს მონატრებას, ტკივილს, სევდას, მწუხარებას, სიხარულს,შენით არსებობის წყურვილს... ვხვდები, რომ ამ მიზეზების გამო ვერ იმეტებდი ამ სიტყვას. ვერ აფერმკრთალებდი, მისი ფერდაკარგულობა გაშინებდა. სწორედ ამიტომ არ ამოგქონდა გულის ზედაპირზე, სწორედ ამიტომ გინდოდა რომ გავფრთხილებოდი. ახლა?! ახლა ვზივარ და ვფიქრობ. იცი?! ერთი კითხვა მებადება, მაგრამ გამუქების საშუალებას არ ვაძლევ. არ მინდა ხმამაღლა წარმოვთქვა, არ მინდა სხვაც ვაფიქრო ამ კითხვაზე, მაგრამ დაცდა მინდა. მინდა ვინმეს ჩემი გული გადაშლილი წიგნივით ხელში ჩავუდო და ვუთხრა, რომ ჩაიხედოს. გრძნობებს, ემოციებს შეეხოს. ვინმეს,ვინც დამიჯერებს და დავაინტერესებ ან თუნდაც არ „წაიკითხოს“, მაგრამ მთავარია მომისმინოს. მერე თუ უნდა ნუღარ მნახავს. იქნებ ამით ცოტა მეშველოს, იქნებ ამით სხვას დავეხმარო... ჩემი ხათრით არ ვითხოვ, ჩემ გამო არ მინდა... მე ჩვენი ერთობლივი სიყვარულის ხათრით ვცდილობ ცალ ფეხზე მაინც ვიდგე, უღელში კენტად დატოვებული, მაგრამ ჯერ კიდევ მაინც ფეხზე მდგომი. *** სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, ისე მოხდა, რომ ეროვნულებზე ბედი არ მიცდია, ალბათ ფიქრობთ რატომ?!- გიპასუხებთ. მინდოდა ძალიან, მაგრამ მატერიალური მხარე ხელს არ მიწყობდა. დედა-დიასახლისი, მამა კი სამარშუტო ტაქსის მძღოლი იყო. და და ძმა კი ჯერ ისევ სკოლის მოსწავლეები. მიუხედავად სკოლის მაღალი ქულების, ჩემი უზომო სურვილის, სწავლა უმაღლესში გამეგრძელებია,გამოცდებზე მაინც უარი ვთქვი... -მართალია არ გასულხარ დედი მაგარამ მთლად უსწავლელს ვერ დაგტოვებ-მითხრა ერთ დღეს დედამ და თბილისს ერთ-ერთ კოლეჯში შეიტანა საბუთები. ორ წლიანი სწავლის შემდეგ კი ფარმაცევტი გავხდი. გული მწყდებოდა მაგრამ ჩემებთან არ ვიმჩნევდი. ჩემი ძმა რომ ცოტა დიდი ყოფილიყო ალბათ იმის იმედიც მექნებოდა, თუმცა ჩემზე 7 წლით პატარა, ჯერ ბავშვი იყო. სწავლის დამთავრების შემდეგ თბილისშივე დავრჩი, იმ იმედით რომ რაიმე სამუშაოს ვიპოვიდი. თითქმის თვეზე მეტი ვიარე, უკვე მერიდებოდა მერისიც, რომლის ბინაშიც უკვე მესამე წელს ვითვლიდი. - ნუ სულელობ მეთქი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ნათესავები ვართ, თან ახლო მეგობრები და რაც ყველაზე მთავარია ამ შენს ლამაზ და სათუთ მერიკუნას, დილით, შუადღე, საღამოს საჭმლის გარეშე დატოვებ? ხომ იცი მე და სამზარეულო ისე ვართ როგორც... აი რა გითხრა- თითი ქვედა ტუჩზე მიიდო და ჩაფიქრდა -ცა და დედამიწა?- ვცდილობ დავეხმარო, თორემ ვიცი რამე დიდ საოცრებას წამოაყრანტალებს და ამის ზე „ჭკვიანურს“ ისევ ჩემი საოცრება ჯობია -არა გოგო, ცა დედამიწას სულ უყურებს და მე სამზარეულოში საყურებლად კი არა შენი ნახელავის დასაგემოვნელადაც არ შევდივარ, მისაღებში ვჭამ ხოლმე- ამბობს და გულიანად იცინის. საბოლოოდ კი ისე გამოყავს,აქეთ მიხდის მადლობას.მინდა პირი გავაღო და რაღაც ვუთხრა მაგრამ მხოლოდ თვალებით ღიმილს ვახერხებ. თვის ბოლოს იმდენად მეწურება იმედი რომ უკვე მაღაზიებზე დავიწყე ფიქრი. ალბათ ესეც ნორმალურია, ხალხი ხომ მუშაობს? ხოდა მე რითი ვარ გამონაკლისი? სამუშაო გინახავთ ისეთი ცოტა დისკომფორტს არ გიქმნიდეს?-არც მე. მხოლოდ სახლში ჯდომაა მასეთი და ზოგჯერ ისიც მოსაწყენი და მოსაბეზრებელია. ამიტომ გადავწყვიტე ახლა უკვე სუპერმარკეტებში მეცადა ბედი კონსულტანტად. გამიმართლა კიდეც. თავიდან ერთი კვირა გადარბენებზე ვიყავი, თავში ყევლაფერი ამერია,მაგრამ მალე შევეჩვიე. გოგოებიც გავიცანი, რამოდენიმეს გამოკლებით მეგობრულებიც აღმოჩნდნენ. ერთ-ერთ დღეს კი გოგონებმა ყავა მოვინდომეთ და რატომღაც გადავწყვიტე მე წავსულიყავი. მარკეტი საკმაოდ დიდ ფართობზე იყო, მე კი ყავის გასაკეთებლად ლამის, შენობის ბოლოსკენ უნდა წავსულიყავი. უცნაური კი ის გახლდათ რომ ყავის გაკეთება არა, მაგრამ იმ გზის გავლა კი დამეზარა. -აუფ... მეზარება მართლა- ავბუზღუნდი და კრუასანების ბოლო შეფუთვა თაროზე შემოვდე -ცისა! გთხოვ რა...სულ სამი ჭიქა-მეტი დამაჯერებლობისთვის ყელს ხელებიც მიახმარა.კიდევ ერთხელ , თვალით გავზომე მანძილი ოთახამდე და ჩემ თავს შევუძახე, ბოლო-ბოლო ასეთი ზარმაციც არ ვიყავი, გოგონებს თვალი ჩავუკარი და ღიმილით გავემართე პატარა, მომსახურე პერსონალისთვის გამოყოფილ სამზარეულოში. თითქმის ყველა გავიცანი მაგრამ სულ ორი მოვიდა ჩემს პიროვნებასთან ახლოს თეო-ცისფერთვალება, ღია წაბლისფერი თმებით და მუდამ ღიმილიანი სახით ნათია-წაბლისფერი თმებით,თაფლისფერი თვალებით და მუდამ მოლაპარაკე, ენერგიული ხმით. ალბათ უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენს შორის ყველაზე პატარა და საყვარელი, სულ რაღაც 1,58სმ. აქვე აღვწერ ჩემ თავსაც ცისა- თაფლისფერი თვალებით და შავი თმებით, დიდი ბრიალა თვალებით. სამეული ერთად ვიყავით სულ, ერთად ვიცინოდით და ერთად ვნერვიულობდით... -ცისა! ერთხელ გვერდით დამიდგა რუსა და პირდაპირ მკითხა ის, რაც ალბათ ყველაზე მეტად აინტერესებდა-დაცვის ბიჭებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგწონს?-ტუჩები დაწრუპა და თავისი ისედაც გამომწვევი სამოსი უფრო გამომწვევი გახადა. მიუხედავად იმის, რომ გოგო ვიყავი მეც და დიდად არ მანაღვლებდა მისი გამობურცული ადგილები (ჩემიც მაკმაყოფილებდა), მაინც გამექცა თვალი. მოდი და ამ ყველაფრის მერე ბიჭი გაამტყუნე! კითხვის გამეორების შემდეგ მივხვდი რას მეკითხებოდა. ეჭვით გავხედე კარში მდგარ ბიჭებს და მზერა ისევ რუსაზე გადავიტანე. აქვე რუსასაც აგიღწერთ. ქერა თმები და სხვათაშორის ლამაზი, ცისფერი თვალები, საშუალო სიმაღლის გოგო იყო! ახლა კი კითხვას დავუბრუნდეთ... -არც მიფიქრია რომელიმე მომწონებოდა, რატომ მეკითხები? -არა, არაფერი... ისე-ამათვალიერა და გამცილდა. ვერ გავიგე რა უნდოდა -რაო გოგო იმან,რა ჯანდაბა მინდაო?-ახლა ნათია „დამაცხრა“ თავზე -რავი ნათ, ვერც მე გავიგე... გიჟია... დაცვის ბიჭები არ მოგწონსო?-მხრების ჩეჩვით ჩავურაკრაკე -ჰა? რაო? ვაიმე ცუდად ვარ, წყალი მინდა... არა ჯობია შემასხა-ისე უცბად არაკრაკდა ესეც სიტყვის გააზრებას ვერ ვახერხებდი -ნათია დამშვიდდები?-გაფართოებული თვალებით ვკითხე -არა...ვერ. ამდენი ხანი გავიძახდი ვიღაც მოწონს ჩვენი ბიჭებიდან-თქო და არავინ მიჯერებდა. მაგას ვინ შეხედავს გოგო, ყველას ვისაც შარვალი აცვია, წინ თავის მკერდს ულაგებს, თან ისე რომ სხვაგან ვერ გაიხედავ, გეგონება ვინმე მაგის უნახავი იყოს.ხოდა ბევრიც რომ უყუროს იმ ბიჭს... თუმცა გასართობად როგორ არაა, არაუშავს. სანამ პირს გააღებს, შეიძლება ცოტა ხანს უყურო კიდეც... -ვაიმე! კარგი... ცუდად ვარ უკვე!-ლამის დახლთან ჩავიკეცე ის კიდევ აგრძელებდა, თვალებს და ხელებსაც იყენებდა და ისე სწრაფად ლაპარაკობდა ეს ერთი წერტილი გოგო, რომ ძლივს გავაჩუმე-წიწილა გეყო! -წიწილა? ეს რა არის?-გაკვირვებულმა მკითხა და ძლივს ამოისუნთქა -შენ! შენ ხარ წიწილა!-ლოყაზე ვაკოცე და გავეცალე. რაც არ უნდა მომხდარიყო შემდეგ, მე მაინც ჩემი საქმე მქონდა, არ მაინტერესებდა არც რუსა და არც დაცვა, მაგრამ ეს მხოლოდ პირობითად, უნდა აღვნიშნო რომ ამ ამბის შემდეგ მივაქციე ყურადღება კართან მდგომებს. ერთმანეთში საუბრობდნენ და სმენებში ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. რამდენიმე კვირაც თითქმის შეუმჩნევლად გავიდა, თუმცა ეს ალბათ სხვის თვალში, მე კი, რუსაზე ფიქრები არ მშორდებოდა, რატომ მკითხა? ან მოწონდა თუ არა იმ ბიჭსაც. ვხვდებოდი რომ ეს ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ მაინც ჩემდაუნებურად მეფიქრებოდა... რამოდენიმეჯერ შემომხედა რუსამაც, ისიც, სწერვულად და გამშორდებოდა. ვერ ვხვდებოდი რატომ ქონდა მსგავსი დამოკიდებულება ჩემს მიმართ,თუმცა ალბათ ჩემთვისაც ასე ჯობდა. მალე აცივდა კიდეც,უკვე თბილად ჩაცმაც ვისწავლე და ცხელი ჩაიც შევიყვარე,რასაც გოგოებზე ვერ ვიტყვით,მათ ისევ ყავა ერჩივნათ, მიუხედავად იმის, რომ ყავის აპარატი არადა არ დაიდგა. -აუ სულ გვპირდება ეს ლევანი ამ აპარატს და რა არის, სირცხვილია ბოლო ბოლო ამხელა სუპერმარკეტში... საბოლოოდ მე რომ წავალ მერე დადგავს-ამოიოხრა ნათიამ და თან ცალი თვალით გადმომხედა -წავალ აგიდუღებ გინდა? შენ რომ გიყვარს ისეთს-თვალი ჩავუკარი და ერთჯერადი ხსნადი ყავის პაკეტები მუჭში მოვიქციე. სანამ ოთახისკენ გავუხვევდი,თვალი რატომღაც ბიჭებისკენ გამექცა. გარეთ იდგნენ და ნათლად ეტყობოდათ რომ სციოდათ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია სამზარეულოში წასასვლელი, მათკენ წავედი -ბიჭებო ყავას დალევთ?-არ ვიცი ის მინდოდა, რომ ისინი გამეცნო თუ ის, რომ გულით შემეთავაზებინა ცხელი სითხით გათბობა. ჩემს ხმაზე ორივე მომიტრიალდა, ერთმა გამიღიმა და თავის დაკვრით მანიშნა კი-ო, მეორემ კი ჩემი თვალიერება დაიწყო. -ნუ გეშინია, ადუღება რომ არ ვიცოდე, არ შემოგთავაზებდით- თვალი ჩავუკარი და პასუხს დაველოდე -მე გეგა ვარ-ისევ პირველმა აიღო ინიციატივა და ხელი გამომიწოდა.-ამას კი ნიკა ქვია და ხო, ის სერიოზულია-ბოლო სიტყვა ჩურჩულით წარმოთქვა და გამიღიმა -მე ცისა ვარ და ხო, მე ჭკუამხიარული ვარ-მეც ვითომ ჩურჩულით ვუპასუხე და გავუღიმე -ადგილს რატომ ტოვებ, ამდენი ხნით?-სერიოზული ხმით მკითხა და თვალებში შემომხედა. პირველი რაც გულში გავიფიქრე „რა ლამაზი თვალები აქვს“-თქო, თუმცა თქმით სხვა რამე ვთქვი -როგორც ჩანს სერიოზულს ყავა არ უყვარს, დამელოდე შენ მოგიტან-ღიმილით გავეცალე და სადღაც 10 წუთში, ორივესთვის გავიტანე ცხელი სითხით სავსე ჭიქა -ოქრო ხარ რა ცისა-ღიმილით გამომართვა გეგამ და ღიმილით გადახედა მეგობარს. ნიკამ ჯერ მას შეხედა, შემდეგ ჭიქას და ბოლოს, მე. მხრები აიჩეჩა და იგივე ხმით თქვა -მე არ მითქვამს მინდა-თქო-თვალები დავაწვრილე და დაჟინებით მივაცქერდი -შენ არა, შენმა თვალებმა მითხრეს. საწამლავი არ მქონდა თორემ დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდი, ამიტომ დღეს შეგიძლია დალიო, გპირდები სხვა დროს არც ადგილს გავაცდენ და არც შენ მოგაცდენ-უცბად ჩამოვარაკრაკე, ჩიქა ხელში მივაჩეჩე და გამოვბრუნდი. არა, რა მინდოდა, ხომ მითხრა არაო, რას ვაძალებდი ერთი... ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული და სულ არ გამიგია ნათიას მოახლოვება -რაო ცის, რა გინდოდა იმასთან?-ჭიქა გამომართვა და მრავლისმეტყველი თვალებით შემომხედა -ვისთან? -ვისთან და რუსას ბიჭთან -ვისთან? ვაიმე ანუ დამერხა?-მოჩვენებით მივიდე ხელი შუბლზე, ტუჩები კი ლამის „დავიჭამე“, მერე კი სიცილი დავიწყეთ -კაი გეგა და რუსა? კაი რა...ვერ წარმომიდგენია, უფრო სწორად არ მინდა წარმოვიდგინო -გეგა ვინაა გოგო? გეგა არა, ეგ ჩემ უბანში ცხოვრობს, მეორეზე გეუბნევი. ესეც არ შეეფერება, მაგრამ თუ ამასაც თავში არაფერი უყრია მაშინ კარგი წყვილიც იქნებიან-გადაიკისკისა და გამშორდა. დაბნეულმა კარისკენ კიდევ ერთხელ გავიხედე, ნათიას ნათქვამს ნელ-ნელა ვიაზრებდი. გეგას მზერა შევამჩნიე,მკრთალად გავუღიმ,მან კი ხელი მსუბუქად დამიქნია და თვალი ჩამიკრა... მას მერე ვეცადე არ მეფიქრა ნიკაზე,თუმცა ვგრძნობდი გეგას ვუმეგობდებოდი და ეს მიხაროდა კიდეც. ყოველი დღის ერთფეროვნება ვერაფრით შვცვალე. ერთი და იგივე მეორდებოდა და ხანდახან მძულდა ჩემი ყოველდღიურობაც. თავს მხოლოდ გეგას ფიქრს არ ვუკრძალავდი, მხიარული და ლაღი ადამიანი იყო, აი ნიკა კი სრულიად საწინააღმდეგო, ან უბრალოდ თავს ასეთად გვაჩვენებდა. ასეთი ხასიათის თვისებებით უფრო მიზიდავდა მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი. -აუ ცისა რაღაც უნდა გთხოვო-გაწელილად დაიწყო გამომწვევმა ქალბატონმა და ძლივს დაამთავრა -გისმენ!- მობეზრებულად ავატრიალე თვალები. მთელი თვეა ზედაც არ შემოუხედავს და ასე უცბად რა ეტაკა -ნიკასთან გაგატან რაღაცას რა...-ტუჩები დაწრუპა და გამობუშტა -ბატონო?-ყურებს არ დავუჯერე -აუ გთხოვ რა...შენ მოგისმენს,დაგელაპარაკება და ბოლო ბოლო გაიგებს რა მინდა... -რუსა ნორმალური ხარ? ან მერამდენე საუკუნეში ცხოვრობ, ტელეფონების შესახებ გსმენია? უნივერსალური საშუალებაა ნახე,ტექსტს დაწერ, ადრესატის ნომერს აარჩევ და ჰოი საოცრებავ, იგზავნება-მობეზრებულმა, ირონიულად ავუქნიე ხელი და ჩემს საქმეს მივუბრუნდი -ცისა კარგი რა, ეგ მეც ვიცი, მაგრამ ტელეფონით არ მინდა. მე არ მისმენს. რომ მხედავს ისე მკაცრად მეუბნევა ადგილზე დაბრუნდიო სათქმელი მავიწყდება. გთხოვ, უბრალოდ მიდი და მარტო ეს მიეცი, დაგინახე ამას წინათ რომ ესაუბრებოდი-ხელში ოთხად დაკეცილი ფურცელი მომაწოდა -არ არსებობს რუსა, სხვას სთხოვე-ვეცადე მკაცრად მეთქვა -იციი...თუ გინდა უფროსს დაველაპარაკები ყავის აპარატზე-გვერდულად გამომხედა და ოდნავ გამიღიმა -მე ჩაი შევიყვარე და სხვას სთხოვე-თქო,იქნებ მიგეგზავნოს -ძალიან გთხოვ, სხვას ვერ ვეტყვი რა... -ჯანდაბა, ჯანდაბა რუსა...მომცილდი აქედან და იცოდე ეს პირველიცაა და ბოლოც -აღარც კი შემოგხედავ ხოლმე, უთხარი რომ ვნერვიულობ ხოლმე მასზე-უკანალის ქნევით გამშორდა და მეც ამოვისუნთქე ალბათ ფიქრობთ რატომ გამოვართვი, სულელი ვარ და ა. შ. მართალი ხართ, ვერც მე ვერ ვიგებ რატომ დავრჩი ფურცლით ხელში, თუმცა ალბათ იმ დროს მეგონა ერთ უბრალო ფურცელს დიდი მნიშვნელობა არ ქონდა... ნაშუადღევს, ხალხმაც იკლო და მეც დრო ვიხელთე, დაცვის ოთახისკენ გავწიე და გიგას მივესალმე -გიგუშ შენი ბედოვლათი სადაა? -გავიდა და მოვა მალე. რამე პრობლემაა?- ეშმაკურად გამომხედა -არაა... რაღაც უნდა გადამეცა... კურიერიც გამხადეს-უკმაყოფილოდ ამოვიბუზღუნე და სახე გვერდით შევარტრიალე -ადგილს რატომ ტოვებ?-ჩუმად მოახლოებულმა ისე მკითხა შევხტი -შენ როგორც აცდენ მეც ისე ვაცდენ! გული გამიხეთქე... მოკლედ შენთან მოვედი, საქმე მაქვს. -ჩემთან გაქვს საქმე? შენ? -აუ მე წავედი გარეთ-თვალი ჩამიკრა გეგამ და მხარზე ხელი გამამხნევებლად დამკრა. -მოკლედ კლდე, ეს გამომატანეს-ხელში მივაჩეჩე ფურცელი -ეს რა არის?-ქაღალდს დახედა და გაკვირვებულმა შემომხედა -აუ მართლა შეეფერებით...იმან ტელეფონის გამოყენება არ იცის და ვაი, შენ კიდე წერილი არ იცი და ვუი-სერიოზული სახით მივაშტერდი -ვინ გამოგატანა და მერამდენე კლასში ხართ? იქნებ და იტყუები? ეს რამე ახალია?-მობეზრებულად აატრიალა თვალები-სხვა ტაქტიკა არ გაქვს? -რა? გგონია მინდოდა ეს ნაჯღაბნი მომეტანა? იცი რა? მართალი ხარ, დებილი ვარ აბა რა ვარ, რა ძალა მადგა, ხომ ვიდექი ჩემთვის. რას გადამეკიდეთ, ყელში ხართ უკვე რა, ჯერ იყო და ყურადღებას არ მაქცევს,მერე მოდის და ტვინის ბურღვით ცდილობს დამითანხმოს. იცი კიდე რას გეტყვი?! საშინლად უხასიათო და უჟმური ტიპი ხარ და კიდევ იცი რა?! საოცრად უხდებით ერთმანეთს, პირდაპირ ავსებთ ერთი-მეორეს-ერთი ამოსუნთქვით მივაყარე და გამოვბრუნდი, როცა მაჯაში მწვდა და დამიჭირა -ყოველთვის ასეთი ნერვიული ხარ? -არა, თქვენ ხართ უკვე ძალიან დამღლელები...-კარგად დავინახე ტუჩის კუთხე როგორ ჩატეხა -იცი სათვალეს ვხმარობ და ახლა ვერ ვხედავ, შეგიძლია წამიკითხო? სერიოზული სახით მკითხა -მეტი საქმე არ მაქვს?! ადგილი დიდი ხნით დავტოვე და არ შეიძლება! -არაუშავს, გთხოვ რა-მომეჩვენა რომ ხმა დაუთბა -არა! სულ ნუ წაიკითხავ თუ გინდა. არ მაინტერესებს! -წამიკითხე-თქო-მკაცრად, ოდნავ ხმამაღლა დაიძახა -არა!-ხმას მეც ავუწიე და ჯიუტად ჩავხედე თვალებში -ჯიუტო! -უხასიათო! -ბოროტო! -ბატონო? -დახმარებაზე უარს მეუბნევი! -ყოველთვის ასე იქნება როცა გამაღიზიანებ -კიდევ გაგაღიზიანებ?-ოდნავ გამიღიმა -არ ვიცი... მე რა ვიცი-დაბნეულად ვუპასუხე, ამან სიცილიც იცის?! -ეგ პასუხი უკვე მომწონს-ცხვირის წვერზე თითით შემეხო და ისევ გამიღიმა -შენ ღიმილიც შეგიძლია?-ირონიულად ვკითხე -ამ წერილის ავტორს მე მივხედავ, კარგი?- ჩემი ნათქვამი დააიგნორა და ისე მკითხა როგორც პატარა ბავშვს ეკითხებიან „ხო არაფერს გააფუჭებ“-ო. მხრები ავიჩეჩე და ჩემი ადგილისკენ დავიძარი. _______ მომენატრეთ... დაგიბრუნდით სიახლით და იმედი მაქვს მოგეწონებათ... სულ ცოტათი მაინც :) მიყვარხართ და მიხარიხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.