შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავადაზნაურული ამბები (13)


25-02-2018, 01:35
ავტორი Ioana
ნანახია 3 324

შუაღამე იყო,საწოლში გაშოტილი ვიწექი და თავს ვაიძულებდი დამეძინა.რომ ცოტახნით მაინც არ მეფიქრა ნიკოლაზე,არ გამეხსენებინა ის ყველა უაზრო სიტყვა,რაც ბოლო ნახვისას ვუთხარი.საბოლოოდ კი ისე მოხდა,რომ ამდენი ფიქრისგან შერყეული ტვინი კიდევ უფრო ამტკივა და იმ დასკვნამდეც მივედი,რომ ძილის დრო არ იყო.მერე რა რომ საათი ღამის სამ საათს აჩვენებდა,მერე რა რომ გოგოებს უკვე დიდი ხანია ჩასძინებოდათ,მერე რა რომ საწოლიდან ადგომა სასტიკად აკრძალული მქონდა,მთავარი ხომ ნიკოლა იყო.სასწრაფოდ წამოვხტი,არც მიფიქრია,რომ პიჟამას მოკლე შორტი გამეხადა და რაიმე უფრო ნორმალური ჩამეცვა.ასე გიჟივით წამოვფრინდი,თმაგაწეწილი,მოკლე ღამის პერანგით და სახლის ჩუსტებით,დავეში კიბეებზე და ნიკოლას სახლამდე ერთი წამითაც აღარაფერზე მიფიქრია.მხოლოდ მაშინ მოვედი გონს,როდესაც მის კარზე რამდენჯერმე ზარი დავრეკე და არავინ გამცა პასუხი.მაგრამ ყველა ჩემნაირი არანორმალური ხომ არაა,ალბათ ძინავს და არ ესმისთქო.მეათე ცდაზე კარების სახელური ჩამოვწიე და ჩემდა გასაოცრად ღია დამხვდა,ცოტა კი შემეშინდა,მაგრამ ამ წამს,მის გამო კაცსაც მოვკლავდი.სახლში მძიმე ჰაერი იდგა,ყველაფერი არეული და დასალაგებელი იყო.ნიკოლასთვის ზედმეტად შეუფერებელი ბარდაგი იყო,ბოლოს საძინებლისკენ წავედი,აივნის კარები ღია იყო,სავარძელზე კი წელსზევით შიშველი ნიკოლას სხეული დავლანდე.ცალ ხელში ჩაცლილი არყის ბოთლი ეკავა,მეორეში კი სიგარეტი.სწრაფი ნაბიჯით წავედი მისკენ,მაგრამ მძინარე დამხვდა.ისე მშვიდად და საყვარლად ეძინა,თითქოს არაფერი აწუხებდა,ისეთი ნიკოლა იყო,როგორიც გავიცანი,მშვიდი,სერიოზული და თბილი.სახეზე ხელი ნაზად შევახე,მერე მისი კონტურების ხატვა დავიწყე,ყოველი შეხებისას სისხლი მეყინებოდა ძარღვებში,თითქოს ამ შეხებით მინდოდა ის ტკივილი წამეღო ჩემთან,რასაც გულით ატარებდა.ამ წამს ნიკოლა მეცოდებოდა,მინდოდა მეტირა,მინდოდა არ შემცოდებოდა,რადგან იმაზე საშინელება არაფერია,როდესაც ადამიანი საცოდავდება.
ჯერ კიდევ ორი დღის წინ ბრაზს ვგძნობდი,მინდოდა მეყვირა,მეჩხუბა,მეტირა,მინდოდა მისთვის დამერტყა,ვფიქრობდი ამაზე მეტად როგორღა უნდა მატკინოს გულითქო,მაგრამ ამ წამს ვუყურებდი ადამიანს,რომელიც მიყვარდა და ამავდროულად მეცოდებოდა.მეცოდებოდა,რომ ამდენი სიმძიმის ტარება უწევდა.და ვხვდებოდი,რომ ორმაგად მტკიოდა ამ წამს გული,ორმაგად მტკიოდა,რადგან ვერ ვშველოდი,განა შეიძლებო უშველო იმას,რაც არ იკურნება.თუ ოდესმე ბედისწერა არჩევანის გაკეთებას მომთხოვს და მკითხავს: რა გირჩევნია? შენი საყავრელი ადამინი გეცოდებოდეს თუ მასზე ბრაზობდეო,აუცილებლად სიბრაზეს ავირჩევდი,რადგან სიბრაზე დროებითია,დრო კურნავს! სინანული კი ტრამვაა,რომელიც ნაიარებს ტოვებს.
ამ ფიქრებში ვიყავი ნიკოლას შერხევამ,რომ გამომაფხიზლა.
-ნიკო,ნიკოო!
-ჰმმმ-ყრუდ ამოიზმუვლა და ისე განაგრძო ძილი თითქოს არაფერი მომხდარა.
-ნიკოო ადექი,საწოლში დაწექი!
-ჰმმმმ....
-ნიკოო რა ჰმმ,მიდი წამოიწიე,მე დაგეხმარები!
-რა ლამაზი სიზმარია-ნახევრად ძილბურანში მყოფმა ამოილაპარაკა.
-საწოლში უკეთეს სიზმრებს ნახავ,ადექი რა გთხოვ!
-არ მინდა გაღვიძება,სიზმარში მაინც გნახო ახლოს!
-სიზმარში არ ვართ და თუ არ ადგები,სამუდამოდ დაგაძინებ-წავპრწკინე და ბოლოს,როგორც იქნა წამოვწიე,ისეთი ძალით მეკიდებოდა მხრებზე,რომ საწოლამდე მითრევას ნახევარი საათი მოვუნდი მგონი.საბოლოოდ დავაწვინე და მეც გვერდით მივუწექი.ვუყურებდი მძინარე ნიკოლას და ვხვდებოდი,რომ თუ კი ბოლომდე ვიბრძოლებდი,თუ კი არაფერს შევუშინდებოდი,ისეთივე ნიკოს დავაბრუნებდი ერთ თვეში,როგორსაც ვიცნობდით.მის ყურებაში ისე ჩამეძინა,რომ ვერც გავიგე.

ნიკოლა...
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა,მაგრამ ეს უკვე რამდენიმე თვეა ყოველდღე მაწუხებს.ყოველ ღამით დალევა და მერე იმ უბედურებაზე ფიქრი,რაც გადამხდა,მთლიანად მანადგურებს.როდესაც თვალს ვხუჭავ,მუდამ იმ ბავშვის ცისფერი თვალები მიდგება წინ,მისი ღიმილი,თუ როგორ თბილად მიღიმოდა ოპერაციამდე,როგორ სჯეროდა,რომ მე ყველაფერს გავაკეთებდი,რომ მისი ექიმი სიკვდილს არ დაანებებდა მის თავს.მერე კადრები სწრაფად ქრებოდა და ჩემს მეხსიერებაში,მხოლოდ ცივი სხეული იხატებოდა,უემოციო და თეთრი.მისი გული აღარ ცემდა და მხოლოდ იმიტომ,რომ კარგი ექიმი ვერ გამოვდექი.მერე უცებ წუხანდელი სიზმარი გამახსენდა,თითქოს თათია ჩემთან იყო,თითქოს რამდენიმე წამით ჩემმა გულმა კვლავ გაიხარა.ამის გახსენებაზე თვალები სასწრაფოდ გავახილე და რეალური თათია რომ დავინახე,მივხვდი რომ სინამდვილეში ვიყავი.ისე მშვიდად ეძინა,მისი პულსი რითმულად სცემდა,ტუჩები კი წინ გამობურცვოდა.რამდენიმე წუთი ვუყურე და ვერ გავუძელი,ვერ გავუძელი მისგან სიშორეს.ხელი წელზე შემოვხვიე და სხეულზე ავიკარი,ისე რომ არაფერი გაუგია.ცალი ხელით ზედ ვიხუტებდი მის ნახევრად შიშველ სხეულს,ცალ ხელს კი პერანგის ქვეშ ხერხემალზე დავატარებდი.პირველად ხდებოდა,რომ ნახევრად შიშველი ქალი იწვა ჩემს გვერდით და ერთი წამითაც არ მიფიქრია რაიმე უხამსი.ერთადერთი რაც აზრად მომდიოდა ის იყო,რომ ეს პატარა ქალბატონი ძალიან მიყვარდა.მის კისერში ჩავრგე ცხვირი,მერე კი კოცნა დავუწყე,ქალბატონი კი კვლავ არ ინძრეოდა.
-ვიცი,რომ გღვიძავს-მკაცრი ხმით ვუთხარი,მაგრამ კვლავ ძილს აგრძელებდა.
-თათია არ გამოგდის,პულსი გაგიხშირდა და ვიცი,რომ გღვიძავს!
-ოოოოო-წამოიყვირა და ჩემგან განთავისუფელბას შეეცადა.
-აწითლებული ძალიან სასაცილო ხარ!
-მადლობის მაგიერია?-გაკაპასდა და მაინც მოახერხა ჩემი ხელიდან დასხლტომა.
-და მადლობა რისთვის?
-იმისთვის,რომ ღამე აივანზე არ გაიყინე!-გამარჯვებულის იერით გადმომხედა და წინ ისე ამესვეტა,რომ ერთი წამითაც არ აწუხდება თავისი მოკლე ღამის შორტი,რომელიც დუნდულებსაც არ უფარავდა წესივრად.
-მოთმინებით არ გამოვირჩევი!-ამოვილაპარაკე უკვე ვნებამორეულმა.
-ეგ რა შუაშია?-ისეთი გაოცებული და ბავშვური სახე ქონდა,რომ მიხვდვი,ვერაფერს ხვდებოდა.ამიტომ ხელი მოვკიდე და ისევ საწოლში დავაბრუნე.
-იმ შუაშია,რომ ნახევრად შიშველი ქალები როდესაც საწოლში მიხტებიან,მერე ჩემებურად ვერთობით ხოლმე!-ამ სიტყვებმა ახლაღა დამაფიქრა რეალობაზე-მოიცადე! შენ რა ესე მოხვედი სახლიდან?-სიბრაზისგან ძარღვები დამეჭიმა.
-არაა,ბარგი წამოვიღე და აქ გამოვიცვალე!-უდარდელად მომიგდო.
-მეღადავები?
-რა თქმა უნდა,გეღადავები!
-ამისთვის დაისჯები!
-საინტერესოა,შენი ასაკის ხალხი ბავშვებს როგორ სჯის!-ეშმაკურად შემომხედა და სანამ მისი ტუჩებისკენ წავიწეოდი,ისევ წამოხტა საწოლიდან,მაგრამ უცებ შეტორტმანდა და რომ არა მე,ალბათ მეორედ მიიღებდა ტვინის შერყევას.
-რას აკეთებ?-გაბრაზებულმა დავუყვირე და საწოლზე წამოვაწვინე-შენ აქ რა გინდა საერთოდ? ტვინის შერყევა არ გაქვს? შენ გითხრეს მგონი,რომ უნდა იწვე! ჯერ მარტო,რაც აქ ხარ,ცხრაჯერ ადექი და დაწექი! თუ პატარა ბავშვი ხარ და არ გესმის,რომ ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ შეიძლება?-მივხვდი,რომ ნერვებს ვეღარ ვაკონტროლებდი და რამდენიმე წამით ოთახიდან გავედი.ცივი წყალი დავლიე და ისევ უკან დავბრუნდი,თათია ისევ საწოლში იწვა და მომლოდინე მზერით მიყურებდა.

თათია..
-მაპატიე,უბრალოდ ნერვულ სისტემასთან პრობლემები მაქვს!
-არაუშავს!-წყნარად ვუთხარი და ხელით ვანიშნე ,რომ გვერდით მომჯდომოდა.
-შენ აქ რას აკეთებ?
-შენი ნახვა მინდოდა!
-რისთვის? უკეთ რომ დარწმუნდე ჩემს ცუდ ადამიანობაში?
-იმისთვის,რომ ბოდიში მომეხადა.იმისთვის რომ ყველა ჩემი უაზროდ ნათქვამი სიტყვა უკან წამეღო.
-შენ ჩამთვლი თუ არა ცუდ ადამიანად,მაინც ვერ შეცვლის იმ ფაქტს,რაც რეალურია.
-და რა არის რეალური? რა გჭირს? რა მოხდა? იქნებ დროა,ამაზე ვინმესთან ილაპარაკო?
-არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი-წამოიყვირა,მერე მიხვდა,რომ ისევ ვერ თოკავდა ნერვებს და ღრმად ჩაისუნთქა.
-მე მინდა!
-ვიჩხუბებთ იცოდე!
-რა გჭირს? როდიდან ვეღარ აკონტროლებს ნიკოლა დადიანი თავის ემოციებს? როდიდან დაკარგა ძველი თავდაჯერებულობა და სიამაყე? როდიდან დაემსგავსა ლოთ,უიმედო,პესიმისტ კაცს,რომლსაც ცხოვრებაში არაფერი შეუძლია?
-იმ წამიდან,როდესაც სხვისი სიცოცხლე ჩემს ხელში გაქრა.
-იქნებ მორჩე ნამოიკობანას და თქვა!-თავს ისე ვაჩვენებდი თითქოს არაფერი ვიცოდი,რადგან მინდოდა თავად ეღიარებინა,თვითონ გაენთავისუფლებინა საკუთარი თავი ამ ტვირთისგან-იცი ადამინები რისთვის ვარსებობთ? იცი თითოეული ჩვენთაგანის დანიშნულება რა არის?
-რა?-ისე მომლოდინედ მკითხა,თითქოს მთელი მისი ცხოვრება ჩემს ხელთ იყო.
-ის რომ ერთმანეთს ტკივილი შევუმსუბუქოთ.ზოგჯერ ძალიან მძიმე ხვედრი გვერგება ხოლმე,რომლის ტარებაც მარტო არ შეგვიძლია,რომელიც ერთი კაცისთვის მძიმეა.შუა გზაზე მიმავალი ეცემი და ხვდები,რომ ამ ჯვარს მარტო ვერ აზიდავ,ხვდები რომ დაეცი და წამოდგომის ძალა არ შეგწევს.ამ დროს კი ორი არჩევანი გაქვს,ან შეეგუო ძირსდაცემულის ხვედრს,ან უკან მიიხედო და გაუღიმო ადამიანს,რომელიც შენკენ მოიწევს,რომელიც მთელი ეს დრო გიყურებდა,ხედავდა შენს ტანჯვას,მაგრამ ვერ გეხმარებოდა,რადგან შენ თავად არ უშვებდი შენამდე.თუ შენ მეორე ვარიანტს აირჩევ და უკან გაიხედავ,გაუღიმებ მას და ნებას დართავ,რომ დაგეხმაროს.ის აუცილებლად მოვა,შენ ჯვარს შეუდგება და თქვენ ორივე ძირს დაცემულნი წამოდგებით.ის წამოგაყენებს,გაგიღიმებს და გეტყვის,რომ ერთად ამ ჯვარს თუნდაც მთელი ცხოვრება ატარებთ,მთავარია გაუღიმო და შენგან არ გარიყო.
-და ეს ადამინი შენ ხარ? შენი აზრით,შეძლებ ამ ჯვარის ჩემთან ერთად ტარებას? იქნებ გაგიღიმო,მოგიშვა ჩემამდე,შეუდგე კიდევაც ამ ჯვარს,მაგრამ ცოტა ხანში მიხვდე,რომ დაიღალე,რომ აღარ შეგიძლია,რომ იმაზე მძიმე აღმოჩნდა ეს ჯვარი ვიდრე ელოდი,რომ მხოლოდ ჩემი ღიმილის გამო აღარ გსურს ამ სიმძიმის ტარება?
-თუ ასე მოხდა,მაშინ მეგზურად მცდარი ადამიანი აგირჩევია და უბრალოდ უნდა გაუშვა.გაუშვა და დაელოდო ადამინს,რომელიც გზად მიმავალს ამჯერად წინ დაგხვდება და დაგეხმარება.
-ეს იმას ნიშნავს,რომ შენ სწორად არ ამირჩევიხარ-ისეთი თვალებით გამომხედა,რომ წამით გულიც კი გამიჩერდა.როგორ შეიძლებოდა ის მიმეტოვებინა,საერთოდ როგორი ადამინი უნდა ყოფილიყავი,რომ ნიკოლასნაირი პიროვნება კლდის პირას მიგეტოვებინა.
-და რა იცი? სცადე? გამიღიმე? მომიშვი შენამდე? მომეცი უფლება ამ ჯვრის ტარების? იქნებ იმაზე კარგი მეგზური აღმოვჩენილიყავი,ვიდრე შენ გოგონია?
-ალბათ,ოდესმე მოგცემ ამის უფელბას,როდესაც დავეცემი და წამოდგომა გამიჭირდება!
-როგორც გინდა,მაგრამ გვიანი არ იყოს იცოდე!
-არ იქნება-თბილად გამიღიმა და მიმიხუტა.ყოველი მისი შეხებისას გულისცემა ისე მიჩქარდებოდა,რომ ვერ ვარეგულირებდი.ჯერ კიდევ ვერ ვეჩვეოდი იმ ფაქტს,რომ ნიკოლა ასე ახლოს იყო ჩემთან.
-მგონი უკეთესია წავიდე!-ამოვილაპარაკე ჩუმად,რადგან მისი რეაქციები უკვე აღარ ვიცოდი,როგორი იქნებოდა.
-შენთვის ადგომა არ შეიძლება!-ხელი არ გაუშვია ისე მითხრა.
-ხომ მაგრამ აქაც ვერ დავრჩები!
-პირველი ღამე უკვე გვქონდა წუხელ და რას ვერ დარჩები!-გვერდულად გაიღიმა და წამით ძველი ნიკოლას მზერა დავიჭირე.
-ოოოო,რანაირი კაცი ხარ! ამ პატარა ბავშვს რას მასწავლი?
-როცა გინდა პატარა ხარ და როცა გინდა არა!-ვითომ გაბრაზებით შემომხედა და ვიგრძენი მზერა როგორ გაექცა ტუჩებისკენ.
-არ შეიძლება!-წამოვიყვირე უცებ აღელვებულმა.
-და რა არ შეიძლება?-ისევ გვერდულად გამიღიმა და უფრო მომიახლოვდა.
-ის,რასაც აპირებ!
-და რას ვაპირებ?-უკვე ტუჩებს ეხებოდა,მაგრამ არ მკოცნიდა,მაწვალებდა და ამით იღებდა სიამოვნებას.
-ნიკოო...-ძლივს წამოვილუღლუღე და კოცნის მოლოდინში თვალები მივნაბე.
-ასე ნუ იძახი ჩემს სახელს,ძალიან მადისაღმძვრელია-ამოილაპარაკა და უკვე გაგიჟებულმა ტუჩები წამოვწიე წინ,უკვე წამი-წამზე ველოდებოდი მის შეხებას,ტუჩები რომ მომაშორა და თავზე მაკოცა.დამტოვა ასე,თვალებმინაბული და ტუჩებგაბზეკილი,თვითონ კი ისე გაიცინა,რომ ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც.
-ცუდოოო-წამოვყვირე და აჭარხლებულმა სახეზე ავიფარე ხელები-გსიამოვნებს ხომ ჩემი შერცხვენა!
-მინდა,გითხრა,რომ ასეთი პატარა და ასეთი მონდომებული,არავინ მინახავს!
-გეყოფაა-უკვე საშინლად მრცხვენოდა და მინდოდა აქედან ავორთქლებულიყავი.
-ააჰაჰაჰა-ნიკოლა კი არ წყვეტდა სიცილს-კარგი გვეყოფა,მარტო შენ კი არ გინდა ჩემი კოცნა-თქვა თუ არა,სწრაფად შეეხო ჩემს ტუჩებს.მკოცნიდა ჯერ ნაზად და ნელა,მერე მომთხოვნად და ძლიერად,თითქოს ამ კოცნით გამოხატავდა ყველა იმ ემოციას რაც გულში ჰქონდა და ვერ მიზიარებდა.მისი შეხება მთელს გონებას მიბინდავდა,მთელი სხეული პარალიზებული ხდებოდა,ერთადერთი რასაც ვგრძნობდი გულის სწრაფი ცემა იყო.მხოლოდ გული მაგრძნობინებდა,რომ ცოცხალი ვიყავი და ეს სამოთხეც რეალობა იყო.უცებ ნიკოლამ ხელი მაიკის ქვეშ შემიცურა და შიშველ ზურგზე აატარა,მერე ნაზი მოძაობით მუცლისკენ წავიდა და მკერდთან მისულს კვნესაც კი წამომცდა.ამაზე კმაყოფილს გვერდულად გაეღიმა და ისევ ტუჩებს წაეტანა,თან ცალი ხელით მარჯვენა მკერდის კერტებს ეხებოდა და ნაზად ხაზავდა მის ირგვლივ წრეებს.მე კი სიამოვნებისგან ყველა კუთი დამჭიმვოდა და მის შეჩერებასაც არ ვცდილობდი.ამ ნეტარებაში ვიყავი ნიკოლა,რომ უცებ მომშორდა და ისე წამოხტა,თითქოს მუნიანს ეხებოდა.
-მაპატიეე-ამოილაპარაკა დაბოხებული ხმით და თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი-ჩემთვის ძვირფასი ხარ და არ მინდა გული გატკინო.
-და რითი უნდა მატკინო გული?-ცრემლებს ძლივს ვიკავებდი უკვე.
-შენ სიმართლე არ იცი.არ მინდა,რომ ეს ნაბიჯი გადადგა და მერე ინანო,როდესაც რეალობას თვალს გაუსწორებ!
-ნიკოლა დავიღალე-წამოვიყვარე და უიმედო მზერა ვესროლე-მე ყველანაირად ვცდილობ,რომ დაგეხმარო.მინდა,რომ მაქსიმალურად დაგავიწყო ყველაფერი,რაც გჭირს,მაგრა არ მაძლევ ამის უფლებას! როგორ გავარგძელებთ,თუ ყოველ წამს იმაზე იფიქრებ,რომ შეიძლება ვერ გაგიგო.
-მაპატიე,უბრალოდ ცუდი პერიოდი მაქვს! დრო მომეცი!-ეს თქვა და კარებისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ?-წამოვიყვირე და მეც წამოვიწიე საწოლიდან.
-არსად,უბრალოდ სამზარეულოში გავალ.შენ იწექი და ნუ ხვანცალებ,არ შეიძლებათქო რამდენჯერ გითხრა?-გაბრაზებულმა გადმომხედა და გავიდა.
ერთი საათი ვიწექი და მის სიტყვას ვასრულებდი,არ ვინძრეოდი.ცოტა ხანში კი ტელეფონი აწკრიალდა.
-გოგო ნორმალური თუ ხარ? რა გითხრა შენ ექიმმა? გინდა რომ ჭკუიდან გადამიყვანო? რა გინდა შვილო? სიკვდილი?-ანანო იმხელა ხმაზე წიოკობდა,რომ ყურმილი ხელიდან გამივარდა ლამის.
-რას მიაყარე ვირის წიხლებივით,აცადე გოგოს ლაპარაკი-შორიდან ეკას ხმაც გავიგე.
-რა ხდება?-ვიკითხე უდარდელად.
-რა რა ხდება გოგო? -სულ გაფსიხდა ანანო-სად აგდიხარ? მე მგონია ძინას ბავშვსთქო და არ შემოვედი ოთახში,ეს კიდევ სადაა ღმერთმა უწყის!
-ნიკოსთან ვარ,სახლში ვერ მოვისვენე!
-რაააააა-ორივემ იმხელაზე იყვირეს,რომ ყურის ბარაბანი გამიხეთქეს.
-აუუ ნუ წიოკობთ,ისედაც თავი მტკივა რაა-დავიწყე წუწუნი.
-ჩვენ ბოდიშით,ნიკომ თუ გაშრომა და დაგღალა,ჩვენ ნუ გვაბრალებ-ეშმაკურად ამოილაპარაკა ეკამ და ანანოს სიცილიც მოყვა.
-რა ბილწი გონება გაქვთ!
-უმწიკლო შენც გვეყოფი,ბიჭს სახლში უვარდები!-აკისკისდა ანანო და ცოტა მაკლდა,რომ არ გავმძვრალიყავი ყურმილში და არ მეთრია თმით.
-თუ ასე აპირებთ ხუმრობას,მაშინ ვთიშავ!
-კაი მიდი ხო,არ მოცდე საქმეს-აუბა ეკამ ხმარი,მერე ორივეს ხარხარი გავიგე და ტელეფონიც გათიშეს.
ნიკოლა ისევ არ ჩანდა,ამიტომ საწოლიდან წამოვდექი და სამზარეულოში გავედი.მაგიდასთან იჯდა არყის ბოთლით და უკვე კარგად შემთვრალი ფანჯრისკენ იყურებოდა.
-ეს რა არის?-გაბრაზებულმა თვალით ბოთლზე ვანიშნე.
-რა?
-არ გინდა ნიკოლა რა! არ ხარ სულელი და თავს ნუ ისულელებ.
-არც შენ ხარ სულელი,ხომ ხედავ რაცაა და რაღას კითხულობ-მითხრა აგრესიულად და ისევ ფანჯრისკენ გაიხედა.
-მე უფრო ძლიერი მეგონე!
-მეც ბევრი რამე მეგონა!
-გეყოფა ამ აგრესიის და ბოღმის ჩემზე ნთხევა,ვერც ეს წყეული სასმელი გიშველის! ალკოჰოლი პრობლემებს ვერ მოგიგვარებს,ვერც რეალობას შეგიცვლის! სუსტი არ უნდა იყო.თუ შენი თავისთვის არა,მაშინ საყავრელი ადამიანებისთვის უნდა იბრძოლო,მათ ჭირდები და უყვარხარ.როგორ შეგიძლია ასე ეგოისტურად მოექცე მშობლებს,რომლებსაც ასე უყვარხარ,ქალბატონ ნინოს,რომელიც დღე და ღამე თვალებში შემოგციცინებს,რომ ბედნიერი გნახოს,მეგობრებს რომლებსაც უყვარხარ და მე!
-შენ?
-ხო, მე... მეც მტკენ!
-ჩემზე მეტად მაინც არავის ტკივა!-ამოილაპარაკა და არყის ახალი ბოთლი გახსნა.
-გეყოფა ამ დეპრესიული და სუსტი კაცის როლის მორგება,სინამდვილეში ასეთი არ ხარ! შენც ხომ იცი,რომ შეგიძლია ბრძოლა-გამწარებული ფეხზე წამოვხტი და თან მარჯვენა ხელს მაგიდაზე გამეტებით ვურტყამდი-შეეშვი თავის ტანჯვას,შენ რა გგონია,რომ თუ თავს დაიტანჯავ,თუ მშობლებზე,ოჯახზე,მეგობრებზე უარს იტყვი,ტკივილი შეგიმსუბუქდება? -უკვე ბოლო ხმაზე ვკიოდი და ნიკოს გაფართოებულ თვალებს არ ვიმჩნევდი-შეეშვი ამ სისულელეს! რა გინდა? რას გინდა რომ მიაღწიო ამ ქცევით? თუ დალევ,თუ შენ თავთან ჩაიკეტები,ყველაფერს ეშველება? რა გინდა თქვი? რატოომ მტანჯავ,საერთოდ რატო ბრუნდებოდი,თუ ჩემთან ყოფნა არ შეგეძლო,რისთვის გამახსენე თავი,თუ მეც უნდა დაგეტანჯე? მაგრამ ეგოისტი ხარ,იმდენად ეგოისტი ხარ,რომ მარტო ტანჯვა არ გინდა! გინდა რომ ყველა შენი ახლობელიც ისე აწამო,როგორც შენ იტანჯები-გამწარებული ვკიოდი,მერე არყის ცარიელ ბოთლს ვეცი და სამზარეულოს ბარზე ისე დავკარი,რომ ნასხვრევებად იქცა,ჩემი ხელიდან კი სისხლმა იფეთქა.
-შეწყვიტე ეს ისტერიკა-დამიყვირა ნიკოლამ და ჩემ ხელს ეცა,მე კი გონება დავკარგე.
თვალები რომ გავახილე,ნიკოლა მედგა თავთან ამღვრეული თვალებით.ხელი უკვე შეხვეული მქონდა და ზედ მკოცნიდა.
-მაპატიე-ამოილაპარაკა ხმაჩამწყდარმა.
-დღეს ზედმეტად ბევრი ბოდიში და პატიება მოვისმინე!
-სხვანაირად არ შემიძლია!
-შეგიძლია!
-რა გინდა თათია?
-მეკითხები კიდეც?
-ასეთი ვარ,სუსტი ვარ!
-არ ხარ და თავს ნუ მაცოდებ! უბრალოდ გსიამოვნებს,რომ იტანჯები.მოგწონს იმის გააზრება,რომ თავს ისჯი,რომ ამით შეგიძლია ყველაფერი გამოისყიდო!
-იქნებ შემიძლია კიდეც!
-ღმერთი ჩვენგან პატიების სანაცვლოდ,მსხვერპლს არ ითხოვს!
-ღმერთი? და შენი აზრით ის რეალურია?
-არ ვიცი,იქნებ არცაა რეალური.მაგრამ მომწონს იდეა,რომ სადღაც ზის ვიღაც,რომელიც ჩვენზე ზრუნავს და ფიქრობს,მაშინაც კი როდესაც არავის უნდიხარ!
-იქნებ მასაც არ ვუნდივარ?
-როგორ შეიძლება შენი ნაწილი არ გინდოდეს? არსებობს რომელიმე შენი ნახატი,რომელიც არ გინდა და გადასაგდებად გემეტბა?
-ჩემთვის ყველა ძვირფასია,თუნადც სრულიად მახინჯი გამომივიდეს!
-ხო და უფალს ყველა ერთნაირად უყვარს,განურჩევლად მისი სულიერი მდგომარეობისა!
-მინდა,რომ ამის მჯეროდეს!
-ამის რაღაც მხრივ რომ არ გჯეროდეს,მაშინ თავს ასეც არ დაიტანჯავდი! და კიდევ..
-და რა კიდევ თათია?
-კიდევ მე მჯერა!
-რისი?
-შენი მჯერა!
-ასეც ნუ იტყვი! ერთ დღეს შეიძლება ჩემი აღარ დაიჯერო!
-რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა მოიქცე,ამ ფაქტს ვერაფერი შეცვლის!-მტკიცედ ვუთხარი და მისი მარჯვენა ხელის გული ტუჩებთან მივიტანე და ნაზად ვაკოცე.დავინახე,როგორ გაკრთა მის თვალებში ბზინავი სითხე,მაგრამ წამებში შეძლო ემოციების დაფარვა.
-მაშინაც,თუ გაიგებ,რომ რაიმე ცუდი გავაკეთე?-მკითხა გამომცდელად.
-თუნდაც სამყარო გააქრო!
-მაშინაც,თუ ისეთი კარგი არ მოგეჩვენები,როგორიც გგონივარ?
-ყოველთვის,ახლაც და მერეც!-თბილად გავუღიმე და მისი ხელის გული მკერდთან მივიტან-გრძნობ? გრძნობ ჩემი გულის ცემას?
-შენ პულს ას მეტრში ვგრძნობ!-ოდნავ გამიღიმა და ქვევიდან გამომხედა.
-ხო და სანამ პულსი ცემს,სანამ ვსუნთქავ ყოველთვის გეყოლება ჩემი სახით მეგობარი,რომელსაც ეყვარები ყველანაირი,თუნდაც ყველაზე საშინელი და სასტიკი იყო!
-მეგობარს?-გაკვირვებულმა მკითხა.
-ამ ეტაპზე როგორც მეგობარს და თუ შენამდე მომიშვებ,შეიძლება სტატუსიც შევცვალოთ-გახუმრება ვცადე და ცოტა გამომივიდა კიდეც.
-შენ ძალიან კარგი ხარ! ძალიან პატარა და სუფთა ხარ ამ ბინძური ცხოვრებისთვის! რომ გიყურებ,სურვილი მიჩნდება რომ დაგიცვა,რომ ყველა ბოროტობა აგაცილო-ამღვრეული თვალებით მიყურებდა და თბილად მიღიმოდა-მინდა,რომ გადაგეფარო და არავინ მოვუშვა შენამდე,მინდა დაგიცვა გულის ტკენისგან,ადამიანთა სისატიკისგან,მაგრამ მერე მახსენდება,რომ ყველაზე დიდი ნეგატივი ჩემშია,ყველაზე დიდი ცოდვა მაწევს და ერთადერთი ვისგანაც დაცვა გჭირდება,ეს მე ვარ!
-არ მაინტერესებს,თუნდაც დავიწვა ამ ცოდვის ცეცხლში! მთავარია შენ მყავდე ახლოს და დღესვე ვეწამოთ ორივე ამ ცოდვისთვის!
-ჩემი გულადი!-თბილად ამოილაპარაკა და ხელში ამიყვანა.
-რას აკეთებ?
-უკვე გვიანია და ძილის დროა-შუბლზე მაკოცა და საძინებლისკენ დაიძრა.
თავის საწოლში ჩამაწვინა,მერე მაიკა გაიხადა და შორტის ამარა მომიწვა გვერდით.
-მგონი ამ ოთახში ძალიან ცხელა!-ამოვილუღლუღე მისი სხულის დანახვისგან გაგიჟებულმა.
-მე კიდევ მგონია,რომ ჰორმონებმა შემოგიტიეს!-ეშმაკურად გაიცინა და მკერდზე მიმიკრა.
-შემთხვევით შუა ზაფხული ხომ არაა?
-ისეთი ცივი ფეხები გაქვს,რომ ნეტარებაა შენთან ძილი!
-თუ ხელ-ფეხი ცივი გაქვს,ესეიგი გულთბილი ხარო!-ამაყდ ვთქვი და ბედნიერი ღიმილი ავიკარი სახეზე.
-გულთბილი კი არა,სისხლძარღვების პრობლემა გაქვსო და უნდა იმკურნალოო!
-უკვე არ მომწონს,რომ ექიმი ხარ!-გავუცინე და წელზე შემოვხვიე ხელები.
-ჯერ სად ხარ!-თავზე მაკოცა,ცოტა ხანში კი ორივე გავითიშეთ.

პ.ს. მოკლედ შევეცდები,რამდენიმე თავში დავასრულო და ეს თავები მაქსიმალურად მსუყეები იქნება :დდდ ასე,რომ მოემზადეთ ბევრი ექშენისთვის



№1 სტუმარი ani

მეგონა დღეს ვეღარ ვნახავდი ახალ თავს მაგრამ შევცდი ძალიან კარგიააა
თავიც მაქსიმალურად გაზრდილია heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№2  offline მოდერი bla.ell

ხვალ დადებ? აუ შენ აზრზეც არ ხარ როგორ გამახარე დიდი თავი რომ დადეე heart_eyes მეძინა და რომ გამეღვიძა ეს დრო დამხვდა:დდ მაგრამ მაინც შემოვირბინე და რომ დავინახე მეთქი ბარემ წავიკითხავ ვერ გავძლებთქო:დდდ მაგარი იყო
ის ეპიზოდი ძალიან მომეწონააა"როგორ შეიძლება შენი ნაწილი არ გინდოდეს? არსებობს რომელიმე შენი ნახატი,რომელიც არ გინდა და გადასაგდებად გემეტბა?
-ჩემთვის ყველა ძვირფასია,თუნადც სრულიად მახინჯი გამომივიდეს!
-ხო და უფალს ყველა ერთნაირად უყვარს,განურჩევლად მისი სულიერი მდგომარეობისა!"გუუუუდ გოგო ხარ რა:დდდ

 


№3  offline მოდერი ბელუ შეროზია

ასე მალე ნამდვილად არველოდი ახალ თავს!! heart_eyes heart_eyes ძალიან, ძალიან, მაგარი იყო, როგორც ყოველთვის kissing_heart გამიხარდა რომ შერიგდნენ stuck_out_tongue_closed_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი

არ ველოდი ახალ თავს ასე მალე და ძალიანამც გამოხარდა. ველოდები შემდეგს <3

 


№5 სტუმარი სტუმარი

როდის დადეეებ

 


№6  offline წევრი Ioana

სტუმარი
როდის დადეეებ


ატვირთული მაქვს და ველოდები,როდის დადებს საიტი heart_eyes

 


№7  offline წევრი mariam m.k

Ohhh ra tavi iyo.kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent