შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის ძახილი.თავი 6


25-02-2018, 17:56
ავტორი zia-maria
ნანახია 3 397

არსებობს გამოთქმა,რომ სიყვარული არ კვდება,რომ თუ სიყვარული ნამდვილია გაუძლებს ყველაფერს.თუმცა მყარად და სრულყოფილად რომ იგრძნო თავი და დარწმუნდე შენი გრძნობა ხელშეუხებელია და მხოლოდ შენია,შენ შეგიძლია მისი დაცვა,დიდი და რთული გზა იქნება გასავლელი,რადგან გრძნობის დასაწყისში სიყვარული ნაზია მანამ,სანამ არ იჩენს თავს პრობლემები.ამ სინაზის დაცვა არ არის ადვილი,რადგან ადვილია მხოლოდ მესამე პირის ჩარევა წყვილს შორის,მესამე პირს შეუძლია ყველაფერი მტვრად აქციოს,დააზიანოს ან განადგუროს.მოლოდინი,რამოდენიმე წლიანი მოლოდინის შემდეგ იდგა და გაოცებული უცქერდა ერეკლეს.რას ელოდა? კარგს თუ ცუდს? არ იცოდა,უბრალოდ იდგა და ელოდა.მთელი მსოფლიო რაღაცას ელოდება, მაგრამ არც მათმა იციან,რას ელოდებიან, კარგს თუ ცუდს.არასოდეს უფიქრია ამ სახლში მოსულს კარს უცხო მამაკაცი გაუღებდა,და ვინ იყო ეს მამაკაცი ვიკასი ნუთუ შვილი?ნუთუ გათხოვდა?შეუძლებელია.ღმერთო,ოღონდ ეს არა.გაიფიქრა გულში,ძალა მოიკრიბა და ერეკლეს შეეკითხა.
-ნუთუ დავიჯერო ბინა შემეშალა?ვიკასთან მოვედი.
-არა,არ შეგშლიათ ვიკა სახლშია.
-ერეკლე ვინ არის.გამოვიდა ვიკა და კარებში მდგარ მამაკაცს მიაჩერდა.სიჩუმემ დაისადგურა და ამ სიჩუმეში მხოლოს უცნობი მამაკაცის მძიმე სუნთქვა ისმოდა.ნელანელა აზრზე მოვიდა ვიკა და ცოტა შეცბა,შიში დაეუფლა.გაოცებულმა ორივე ხელი პირზე მიიდო და თვალები ცრემლებით აევსო.უცქერდა მამაკაცს და მის წინაშე დიდი დანაშაულის გრძნობა ტანჯავდა,რომ ცხოვრების შეეშინდა.მამაკაცმა უფრო ფართოდ გააღო კარი და სახლში შევიდა,იდგა და შორი ახლოდან შესცქეროდა ვიკას გაოცებისგან გაფართოვებულ თვალებს და ამ თვალებში ცრემლის გუბეს,რომელიც ნელა-ნელა მოედინებოდა ვიკას სახეზე და მამაკაცისათვის რამდენის მთქმელი იყო ის ცრემლები.
-შეეენ?ოთო შენ ხარ,მართლა შენ ხარ.მამაკაცმა კიდევ გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი და ორივე ხელი შემოხვია ვიკას და გულში ჩაიხუტა ატირებული ქალი.ერეკლე გაოცებული უცქერდა სამყაროსგან გამოთიშულ ორ ადამიანს და იქ ზედმეტად იგრძნო თავი,ვიკას მიუბრუნდა და უთხრა.
-მე წავალ და თუ რამე დაგჭირდეს ჩემი ნომერი იცი,გთხოვ სესილის ამბავი შემატყობინე როგორ იქნება.ვიკას საუბარი არ შეეძლო და თავი დაუქნია,ერეკლემ მისთვის უცნობ მამაკაცს დაემშვოდობა და ჯერ კიდევ ღიად დარჩენილ კარებში გაუჩინარდა.
-როგორ ხარ ვიკა,ჩემო ვიკუსია.შეეკითხა მამაკაცმა დაღლილი ხმით და მასზე უფრო დაღლილ ქლს შეაჩერდა სახეში.
-ცუდად,ოთო ძალიან ცუდად.
-რას გულისხმობ ცუდად ყოფნაში,მითხარი ყველაფერი.ვიკამ ყველაფერი უამბო და ოთო თვალებგაფართოვებული უსმენდა.
-რატომ არაფერი მითხარი,რატომ არ მომწერე,არ დამირეკე.მე კი რა არ ვიფიქრე,მეგონა აღარ გჭირდებოდი.უფრო მეტიც,მეგონა აღარ გიყვარდი ვიკა.
-იმდენი რამ გადავიტანე,განა ჩემს თავზე მეფიქრა,მქონდა კი ამის დრო?
-ცუდია ეს ყველაფერი რა თქმა უნდა,მაგრამ ჩვენ?ჩვენ ასე ცალ-ცალკე უნდა ვიცხოვროთ?ვიკა როდემდე,ვიკა 45 წლის ხარ უკვე.მთელი ეს წლები შენ გელოდები,35 წლის წინ როცა პირველად გაკოცე,მაშინ 10 წლის ბავშვები ვიყავით,მაგრამ იქედან,იმ დღიდან,იმ წამიდან ვიცოდი რომ შენ ჩემი ქალი იქნებოდი.
-შენი ვარ,ოთო მართლა შენი ვარ.ჩემში შენმა სიშორემაც ვერ ჩაახშო შენი სიყვარული,ეს ასე იყო და ასე იქნება ბოლომდე.
-მაგრამ როდემდე,ვიკა როდემდე გაგრძელდება ეს ლოდინი.
-სულ ცოტა კიდევ,სულ ცოტა მოთმინებას გთხოვ.
-ვიკა,ვიკა მთელი ცხოვრება ლოდინში გავატარე,შენს ლოდინში.ვერ გეტყვი,რომ არ მქონია ურთიერთობა ქალთან და წმინდანი ვართქო,მაგრამ შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი და მე შენთან მინდა ყოფნა,შენს გვერდით.მინდა ერთმანეთის ცხოვრებით ვიცხოვროთ,ერთმანეთის ტკივილი და სიხარული გავიზიაროთ.
-გთხოვ გამიგე,სესილი ცუდად არის.
-ყოველთვის ვიხევ უკან და ყოველთვის გიგებ,მაგრამ მე დღეს აქ დავცალე მოთმინების ფიალა.
-რას გულისხმობ.შეშინებულმა შეხედა ვიკამ ოთოს.
-იმას ვფიქრობ,რომ აღარსად მივდივარ,აქ ვრჩები შენთან და შენი ხმა არ გამაგონო.
-სესილი...................
-ჩუმადთქო,სესილის მე დაველაპარაკები.უკვე დიდი გოგოა,ბევრი ნახა და გამოიარა მის ასაკში,ის ჩვენ გაგვიგებს.ვიკა დამიჯერე,მე მხოლოდ ერთს ვნატრობ და თან ძალიან ვნანობ.
-რას,რას ნანობ.
-ამდენი წლები,რომ უშენოდ ვიცხოვრე და ადრე რატომ არ მოვედი.
-ეს რა გამოდის,თანხმობა თუ არ მოგეცი ძალით უნდა ჩამისახლდე სახლში?
-ნეტავ ადრე მეხმარა ძალა და ადრე ჩავსახლებულიყავი შენში,მაგრამ არა,აქ არ ვიცხოვრებ,მე ჩემს სახლში უნდა ვიცხოვრო ქ-ნო ვიკა.უთხრა და ჩაფიქრებულ ვიკას შეხედა.გვერდით მიუჯდა და ღიმილით უთხრა.
-სად მოგზაურობს ჩემი ქ-ნი მისი პატარა თავში არსებული ტვინით?არ გინდა,შეეშვი წარსულზე ფიქრს ვიკა და მოდი დღეიდან დავიწყოთ ახალი ცხოვრება,მხოლოდ ასე წავალთ წინ,მხოლოდ ასე.მე და შენ,შენ და მე და ჩვენთან ერთად სესილი.
-არ წახვიდე,ოთო აქ იყავი ჩემს გვერდით,ჩემთან ერთად.მჭირდები,ძალიან მჭირდები.
-არ წავალ საყვარელო,მოვედი და შენთან ვარ,შენს გვერდით.დავქორწინდებიც კიდევ რომ სულ ჩემი იყო,მთლიანად ჩემი,მხოლოდ ჩემი.
-ძია ოთო როდის დაბრუნდი,ან აქ როდის მოდი ვერაფერი ვერ გავიგე.სესილი დაადგა თავზე ჩახუტებულ წყვილს.ოთომ ხელი უშვა ვიკას და ისიც უეცრად წამოფრინდა ფეხზე,სესილის კი დამნაშავე ბავშვის თვალებით შეხედა.სესილის გაეცინა და ვიკას ხელი გადახვია,ოთოც ფეხზე წამოდგა და სესილის წინ დადგა.
-როგორ ხარ პატარავ,ვწუხვარ ძალიან ვიკამ ყველაფერი მითხრა.
-არ ვიცი როგორ ვარ,მაგრამ შენ რომ აქ ხარ ძალიან გამეხარდა.წარსული უკან არ ბრუნდება,ის რაც წლები დაკარგეთ ცუდია და ახლა მაინც ნუ დაკარგავთ ერთმანეთს,ნუ გაუშვებ ხელს მამიდას,მთელი მისი ახალგაზრდობა მე შემომწირა,დროა ძია ოთო თავადაც იყოს ბედნიერი.მართალია,ცოტა გვიან არის მაგრამ...............
-მაგრამ გვიან არასოდეს არ არის პატარავ.მოვა დრო,რომ შენც იქნები ბედნიერი.
-არა,ოთო ძია ჩემი ბედნიერება დასამარდა,ის ჩემმა ლუკამ თანვე წაიღო.ხანდახან ვფიქრობ,ნეტავ არ გამეცნო და არ შემყვარებოდა ასე ძალიან არ მეტკინებოდა.ის რაც ჩვენ ორს შორის იყო,შეუძლებელია სხვასთან ვიპოვო.
-მართლა ძალიან ძნელი გადასატანია რაც მოხდა,მაგრამ ცხოვრება გრძელდება და შენც უნდა დაუბრუნდე რეალურ ცხოვრებას.ის წავიდა,მაგრამ მისი წასვლით ცხოვრება არ შეწყდება,გრძელდება და შენც ამ ცხოვრების რეალური ნაწილი ხარ გინდა არ გინდა ეს ასეა.მე და ვიკა ჩემს სახლში გადავალთ,მე ვერ დაგაძალებ და შენ თუ სურვილი გაქვს რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად ცხოვრების.
-არა,ეს არ მოხდება ოთო.მე იქ უნდა ვიყო,სადაც სესილი იქნება.
-რატომ ვიკა.თუმცა რატომ გეკითხები,გასაგებია შესაძლებელია ამდენი წლის შემდეგ გაქრა ის გრძნობა,რაც ჩვენში იყო.
-არა,არ ხარ მართალი.სესილი მართალია ისეთ ასაკშია თავის თავს და თავის ცხოვრებასაც მიხედავს,მაგრამ მე მისგან შორს ვერ ვიცხოვრებ,მის გვერდით უნდა ვიყო.
-მაგრამ შენ არ ხარ მისი დედა შენს კალთაზე გამოიბა და შენს ჭკუაზე ატარო.იყვირა მოთმინება დაკარგულმა ოთომ.არც ვიკა ჩამორჩა ყვირილში და მანაც უყვირა.
-არა მარტო მე,ვერც შენ მიატოვებ როცა სიმართლეს გაიგებ.
-რას გავიგებ,რა უნდა გავიგო, ვიკა რამე გაქვს სათქმელი?რამეს მიმალავ?გაფითრდდა ოთო და არა მარტო ოთო,სესილიც გაოცებული მიაჩერდა ვიკას რომელიც ფერდაკარგული იდგა და ნერვიულობისგან თითებს იმტვრევდა,მაგრამ ჯერ სესილის შეხედა და შემდეგ ოთოს და უთხრა.
-გიმალავ,24 წელია გიმალავ სიმართლეს და ეს მკლავს მთელი ეს წლები.ოთომ და სესილიმ ერთმანეთს შეხედეს და შემდეგ ვიკას რომელიც გაშეშებული იდგა და ოთოს თვალებში უცქერდა.
-თქვი რა ხდება მამიდა,რას მალავ მთელი ეს წლები რომ გტანჯავს და გტკივა.ვიკამ ღრმად ამოიოხრა,სესილის გვერდით დაჯდა,მისი ხელი ხელში აიღო და ოთოს შეხედა.
-უკვე დროა ორივემ იცოდეთ სიმართლე,სიმართლე რომელიც მხოლოდ მე და ჩემმა ძმამ ვიცოდით.ჩვენი ბოლო შეხვედრა გახსოვს?შეეკითხა ოთოს.
-რა თქმა უნდა მახსოვს,ჩემთან სახლში ვიყავით და დავგეგმეთ,რომ საღამოს მოვიდოდი და შენებს შენს ხელს ვთხოვდი.
-მაგრამ ეს აღარ მოხდა,რადგან დედაშენი და შენი და მოვიდა და ერთად რომ გვნახა,არ შემიძლია იმ სიტყვების დავიწყება.ვიცოდი,რომ არ მოვწონდი,მაგრამ იმ დღეს დავრწმუნდი,რომ საშინლად ვეზიზღებოდი.სახლში რომ მოვედი,ჩემი ძმა მარტო იყო და ვეღარ მოვითმინე,მას ყველაფერი ვუთხარი.იმ დღიდან ერთ თვეში კი გავიგე,რომ ჩემს სხეულში ახალი სიცოცხლე იყო,მე მალე დედა გავხდებოდი.გამეხარდა,მაგრამ გულიც მეტკინა,რომ არ იყავი ჩემს გვერდით.მეორე დღეს კი ჩემმა რძალმა ახარა ჩემს ძმას,რომ მალე მამა გახდებოდა.ხარობდნენ ბედნიერებით და ერთმანეთს შეჰხაროდნენ თვალებში.მე კი მხოლოდ გულში ვზეიმობდი ჩემი პატარას არსებობას.რაც შემეძლო ვფრთხილობდი,მაგრამ მეოთხე თვეში რომ გადავედი ჩემმა ძმამ შემატყო და გაბრაზდა და მთელი ორსულობის დრო სოფელში დამაჯინა ბებიასთან.როცა დრო მოვიდა მშობიარობის,მე და ხათო გვერდი-გვერ ოთახებში ვიწექით ისე რომ მან არ იცოდა.მათაც გოგონა შეეძინათ,მაგრამ სუსტი იყო ძალიან ბავშვი და მესამე დღეს დაიღუპა.ერთ საღამოს,როცა ჩემი გოგონა ხელში მეჭირა,ჩემი ძმა შემოვიდა ტირილისაგან თვალები დასიებული და დაწითლებული ჰქონდა და მითხრა,რომ მათი სესილი აღარ ჰყავდათ.ერთი წუთით შვილი გულზე მივიკარი,შუბლზე ვაკოცე და ჩემს ძმას გავუწოდე.
-წაიყვანე,ლევან არავინმა იცის ჩემი ორსულობა და მხოლოდ ერთს გთხოვ,ნუ იფიქრებ დამაშორო ბავშვთან.ერთად ვიცხოვროთ და მეც მივიღებ მონაწილეობას ბავშვის აღზრდაშითქო.შემომხედა ლევანიმ და ტირილით მითხრა.
-მართლა გააკეთებ ვიკა ამას ჩემს გამო?
-გავაკეთებ,რადგან თქვენ ხართ ჩემი ოჯახი და ბოლომდე ასე იქნება.მივეცი,ოთო ბავშვი მივეცი,ჩემი ხელით ჩაუწვინე აკანკალებულ ხელებში და ეს ტკივილი მიკლავს გულს 24 წელია.
-და შენ,შენ ხარ ჩემი დედა?შეეკითხა სესილიმ.
-და ოთო შენი მამაა სესილი.ოთო გაშეშებული იდგა და სესილის უცქერდა,შემდეგ სახეზე მოისვა ხელები და ვიკას მიუბრუნდა.
-შენ გესმის რა გააკეთე ვიკა?ამდენი წელი ამ ტკივილს გულით ატარებ,რა იფიქრე არ დაგიჯერებდი?არ ვაღიერებდი სესილის შვილად?მთელი 24 წელი,ეს წლები მაცხოვრე შორს შენგან და ჩემს შვილისგან?რატომ ვიკა არ გინდოდა ერთად გვეცხოვრა,მე ხომ მოგეცი ჩემი გული და ჩემი სულიც ხომ შენი იყო,მე ხომ სულ შენი ვიყავი,არ გყოფნიდა ალბად ჩემი სიყვარული.შენ იცი ახლა რა გააკეთე?ცოცხლად დამმარხე ვიკა.სხვის ბავშვებს შევხაროდი,სხვის შვილებს ვეფერებოდი.რატომ არ მომეცი საშუალება ჩემი შვილი ამეყვანა ხელში და მეც მეგრძნო მამობა რა გრძნობა იყო,რა სითბო მოდიოდა მარტო ამ სიტყვის დაძახებისას.მტკიოდა რომ ჩემი შვილი არ მყავდა,მაგრამ თურმე მყოლია.მაშინ 13 წლის რომ იყო,11 წელია მას შემდეგ გასული ლევანი და ხათო რომ გარდაიცვალა,რატომ არ მითხარი მაშინ მაინც,რაღა გიშლიდა ხელს.ვინ ხარ შენ ამხელა საიდუმლო რომ გულში დაიტოვე მხოლოდ შენთვის და დღემდე ჩუმად იყავი.
-მეგონა აღარ გახსოვდი,მეგონა ოჯახი გყავდა ოთო.ტიროდა ვიკა.
-ვიკა არ გადანაშაულებ,ვიცი რომ დედა ვერ გიტანდა,ვერც შენ ვერ იტანდი,იმიტომ რომ
არ მოგექცა კარგად,მაგრამ სიყვარული რომელიც გულში გქონდა არ გიკარნახა,რომ ცუდს აკეთებდი?სხვა გაახარე,შენ კი შენში ჩაკალი შენი სიხარული.
-მამიდა ეს არ არის სიყვარული,მადლობა რაც ჩემთვის გააკეთე,მაგრამ ეს მაშინ უნდა გეთქვა როცა ის ორი ადამიანი აღარ იყო ჩემს გვერდით,ვინც ჩემი დედა და მამა მეგონა იყვნენ დღემდე.სესილი ფეხზე წამოდგა,ოთოს შეხედა და თავის ოთახისაკენ წავიდა.
-სესილი არ შემეძლო სხვა გვარად.
-ვერაფერს ვერ გეტყვი ახლა,ყველაფერზე უნდა დავფიქრდე.ყველაფერი ამერია თავში,მაგრამ თქვენ ორნი თუ ერთმანერთს გაუგებთ და აპატიებთ შეცდომებს,შესაძლებელია მეც დავფირდე და რაღაც-რაღაცეები შევცვალო და გვერძე გადავდო წყენა,მაგრამ ახლა ამ წუთში მარტო მინდა ყოფნა.ამიტომ მოკიდე ხელი და წაიყვანე სადაც გინდა ორი-სამი დღე აქ არ დაგინახოთ.
-35 წელია შენთან ერთად ცხოვრებას ვნატრობ და შენ?შენ 24 წელია მიმალავ ამხელა საიდუმლოს.რა ვქნა ახლა წავიდე,თუ ისე მოვიქცე თითქოს არც არაფერი მომხდარა.შენ თავად მითხარი,რა ვქნა ვიკა.
-ვიცი,ვიცი რომ დიდი და უზარმაზარი შოკი იყო ამ ყველაფრის მოსმენა,მაგრამ მეც გამიგე,მე ხომ 20 წლის ვიყავი.მშობლები არ მყავდა,მხოლოდ ერთი ძმა მყავდა და მას ვერ დავკარგავდი ოთო.
-ჩემმა დაკარგვან და შენი მსხვერპლის გაღებამ რა შედეგი მოგიტანა,თუ არა ის,რომ შენი ბედნიერება დამარხე შენში სამუდამოდ.
-არა,რომ მოეთხოვა ბავშვი მოიშორეო,არ ვიზამდი,რადგან ეს ბავშვი შენი და ჩემი იყო და შენს მერე არც არავინი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში.ოთომ ადგა,გაჩერდა ფანჯარასთან დადგა და უკვე ამომავალ მზეს შეხედა.ჩუმად იყო,მაგრამ სახე ხანდახან გაუბრწყინდებოდა. ვიკას მიუბრუნდა.
-რა გიყო,თხელი ჭკუის ხარ,მაგრამ რა ვქნა რომ აქამდე ვერ განელდა ჩემი შენდამი სიყვარული.გიყურებ და ახლა თავს ვეღარ აღვიქვამ თავს მამაკაცად,ყოფილიყო ისე როგორც იყო,მაგრამ მცოდნოდა,რომ სესილი ჩემი შვილია.
-წარსული უკან აღარ დაბრუნდება ოთო და დავიწყოთ ახალი ცხოვრება.
-დავიწყოთ,ვიკა დავიწყოთ მაგრამ გული მეტკინა.შენმა უნდობლობამ უფრო მატკინა,ვიდრე იმან რომ ლევანი იყო ვითომ სესილის მამა.ოთომ ნელი ნაბიჯით წავიდა და სესილის საძინებელში შევიდა,მოკუნტულად დაწოლილ სესილის პლედი გადააფარა,გვერდით მიუწვა ფრთხილად და მისი სუნი შეისუნთქა.ვიკა კარებთან იდგა და იქედან უყურებდა და უსმენდა მამა-შვილის ჩუმ სუნთქვას.უეცრად სახლში დამდგარი სიმყუდროვე ოთოს ტელეფონის ხმამ დაარღვია,ფრთხილად წამოდგა,კარებთან მდგარ ვიკას გვერდი აუარა და მისაღებში გავიდა.
-გისმენთ ბ-ნო ნოდარ.
-ოთო უნდა დაბრუნდე,უშენოდ გაგვიჭირდება წინ წასვლა.
-ბ-ნო ნოდარ დღეს მინდოდა თქვენთან დამერეკა და მეთქვა,რომ მე ვტოვებ სამსახურს.
-ოთო შენ?შენ ხომ საუკეთესო თანამშრომელი ხარ,ვერ ვიჯერებ.
-მაგრამ ეს სიმართლეა,ვწუხვარ.უნდა გამანთავისუფლოთ.
-რადგან ჩვენგან წასვლა გადაწყვიტე,იმედია ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის ეს ნაბიჯი და მიხარია,რომ როგორც იქნა შენი თავისთვის გამონახე დრო,შენ ყოველთვოს იქნები ჩემთვის საუკეთესო მებრძოლი.
-სამსახური რომელსაც მთელი ჩემი საუკეთესო წლები შევალიე და ბევრი რამ შეცვალა ჩემში,მინდა მასზე წინ ჩემი ოჯახი დავაყენო ბ-ნო ნოდარ.ჩემი სახლი,მეუღლე და შვილი ესენი უფრო მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში და დროა მათ მივხედო,მათთან ერთად ვიცხოვრო და მეც ვიგრძნო როგორია იყო ბედნიერი.
-ეს შენი არჩევანია ოთო.მართალია,ძალიან ძნელია შენისთანა სუფთა თანამშრომლის გაშვება,მაგრამ მომწონს შენი არჩევანი.თავისუფალი ხარ ჩემგან და მინდა ბედნიერება გისურვო.ოთომ ტელეფონი გათიშა,უკან შეტრიალდა და დაინახა მის უკან მდგარი გაღიმებული სესილი და ვიკა.გაეღიმა,შემდეგ ორივე ხელი გაშალა და ორი უსაყვარლესი ადამიანი ჩაიხუტა გულში.ოთოსთვს ეს წუთები იყო ენით აღუწერელი ბედნიერების წუთები მთელი მისი ცხოვრების მანძილზე.
-ერთი მთლიანი და ბედნიერი ოჯახი,ოჯახი რომელსაც აკლდა ყოველთვის მეორე ნაწილი.თქვა ვიკამ.
-ბედნიერი ოჯახი,როგორც თქვი ვიკა და მე ვარ ის მეორე ნაწილი რომელიც შეავსებს შენში იმ სიცარიელეს რომელიც აქამდე იყო,ჩვენ ორივე შევასებთ ერთმანეთის ცხოვრებას.სესილი მომცემ ნებას დავქორწინდე იმ ქალზე,რომელიც შენი დედაა და შენც ჩემსავეთ დღეს გაიგე ეს დიდი საიდუმლო.
-მართალია ძალიან მეტკინა,მეწყინა კდეც მაგრამ ვერ დავუკარგავ იმ სიკეთეს რაც ჩემთვის აქვს გაკეთებული,მე თანახმა ვარ მამა.თომამ მომენტალურად ხელი შეუშვა ვიკას და სესილი აიყვანა ხელში და ჰაერში დაატრიალა,რადგან ძალიან გააბედნიერა მისმა ნათქვამმა ერთმა სიტყვამ ,,მამა''.



№1  offline წევრი mia15

საინტერესო თაბი იყო.მომეწონა#♡♡♡♡♡ ველოდები შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი marina

koveli tavi moulodneli siurprizebitaa.eses kargi iko heikmna acali bednieri ojaxi.❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent