შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და შენ როგორც მე . . .


8-08-2016, 00:03
ნანახია 1 854

და შენ როგორც მე - სულ ყველაფერს ეჩვევი ახლა,
ადამიანი სულ ყველაზე დიდ ტკივილს იტანს.
დღეს უჩემობამ შენც ისევე თამამად გმართა,
როგორც ეჭვები, რომ შენს გარდა კიდევ სხვა მიყვარს.

და შენ როგორც მე - მონატრება მთელს სულში დაგდის,
თითქოს ეს გრძნობა ცუდს თუ არა კარგს არას გვიზამს.
მაგრამ ვფიცავარ, შენს გარეშე მთელს სულში მაწვიმს
და ეს შორს ყოფნა სულიერად საოცრად მფიტავს.

შენ სისხლის ნაცვლად სიყვარული ვენებში დაგდის,
მე კი რომც გამჭრან სხეულს შიგნით სისხლი არ მიდგას.
ჰო... გეფიცები სისხლი არ მაქვს ვენებში, მაგრამ
ჩემი სხეული უსაშველოდ დიდ გრძნობას იტანს.

და მე ვიცი, რომ უშენობით ვეღარ ვძლებ ახლა,
ვერც ეს სხეული და ვერც სული ტკივილს ვერ ზიდავს.
მე მაინც მინდა დავუჯერო გრძნობის ანგელოზს,
რომ ჩვენ ეს გრძნობა კარგს თუ არა - ცუდს ვერას გვიზამს ...

ჩუმი 'პოეტესა'




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent