შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენამდე ჯოჯოხეთი გამომივლია (1 თავი)


26-02-2018, 00:44
ავტორი teona184
ნანახია 1 273

-ნია, ნიაკო გაიღვიძე
მესმის ბებიაჩემის ხმა და ნელ-ნელა ვცდილობ თვალები გავახილო. უბედნიერესი ვარ დღეს ჩემი პირველი დღეა უნივერსტეტში თან სალი და საბაც ჩემს ჯუფში არიან რა თქმა უნდა ოცნება ავიხდინე ბავშვობიდან მინდოდა ჟურნალისტი ვყოფილიყავი მინდოდა ღამის ოთხ საათზე დაერეკათ და ეთქვათ რეპორტაჟი გააკეთეო, ან ომში წადიო, ძალიან სასაცილო რაღაცეებს ვიძახი მაგრამ ჩემი ოცნება ასეთი სასაცილო იყო
-ვიცმევ
ავდექი პირი დავიბანე ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი ჩემი ძმა სანდრო ჭამდა და თეონას ბებია ვარცხნიდა
-მოდი ბებო ისაუზმე
-არ მინდა
ვთქვი გავიღიმე ზურგზე ჩანთა მოვიკიდე და კარისკენ გავემართე
-ნიაკო
გავიგე ჩემი ძმის ხმა როდესაც უკვე კარის სახელურს ვწევდი და უკან დავბრუნდი
-ხო სანდრო?
-ტელეფონი
გავიცინე ტელეფონი ავიღე და ვუთხარი
-მადლობა
გარეთ გავედი და სალის მესიჯი დამხვდა
-გამომივლი?
-კი შენს სახლთან ვარ თითქმის
მივწერე და გავიღიმე სალი ძალიან მიყვარს მიუხედავად იმისა რომ კარგი ურთიერთობა არ გვქონდა ვცდილობ გამოვასწორო და მგონი გამომდის, სალი პირველი კლასიდან ჩემი მეგობარია და საბა მეათე კლასიდან ჩემი შეყვარებული აუდიტორიაში შევედი და საბასთან ჩასახუტებლად გავიქეცი
-როგორ მომენატრე
-მეც ძალიან
ვუთხარი და თავი მხარზე დავადე
ერთად დავჯექით უცებ საბამ მაკოცა და მე ჩხუბი დავუწყე
-ნორმალური არ ხარ ხო? ეხა ლექტორი შემოვა
-კაი ბოდიში
ორი საათი ვუსმენდი ინგლისურს შემდეგ ენათმეცნიერება მქონდა რაც ძალიან მაინტერესებდა. გარეთ გავედი ეზოში და ხესთან ბიჭი დავინახე ფეხში იყო დაჭრილი მასთან მივედი მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე რადგან თვალებში ვუყურებდი ისეთი სიმპატიური იყო მუქი ქერა თმა და თაფლისფერი თვალები ქონდა თვალს ვერ ვაშორებდი და უცებ მისმა ხმამ გამომაფხიზლა
-რო დამეხმარო არა?
თქვა და გაიცინა
-მაპატიე
ვთქვი თმა ავიწიე და მის დასახმარებლად მეც ხესთან დავჯექი ჩემი იასამნისფერი შარფი მოვიხსენი და ჭრილობა შარფით შევუხვიე
-სხვას ვერფერს გავაკეთებ
ვთქვი და ოდნავ გავიღიმე
-რომელ კურსზე ხარ?
მკითხა მან
-პირველზე შენ?
ვუთხარი და შარფი კარგად გავჭიმე რომ სისხლი შეჩერებულიყო
რაზეც
-მეოთხეზე და ერთი სული მაქვს როდის გავაღწევ აქედან
გაიცინა
ზარის ხმა გავიგე და წამოდგომა ვცადე მაგრამ ფეხზე ხელი მომიჭირა გამაჩერა და თქვა
-ცოტა ხანი დარჩი
ვერ შევეწინააღმდეგე და ისევ დავჯექი
-იცი რა მაინტერესებს? პირველივე დღეს ფეხში დაჭრა როგორ მოახერხე?
ვთქვი და სიცილი დავიწყე
-რა მნიშვნელობა აქვს?
თქვა და მანაც გაიცინა მერე გამომხედა და მკითხა
-რამდენი წლის ხარ?
-18 შენ?
-22
ვერ მივხვდი რა შუაში იყო ასაკი დიალოგთან
-უნდა წავიდე თორემ ძალიან დამაგვიანდება
ვთქვი და წამოვდექი
-ალექსანდრე
თქვა მან მე კი გაკვირვებულმა გავხედე
-ალექსანდრე ჯაფარიძე
-ნია გაჩეჩილაძე
გავიღიმე და შენობაში შევარდი აუდიტორიაში ავირბინე და კარზე დავაკაკუნე
-ძალიან დიდი ბოდიშით
ვუთხარი და ადგილზე უხმაუროდ დავჯექი ლექტორმა რაღაც ჩაილაპარაკა ამოისუნთქა და ლაპარაკი განაგრძო. საბამ გამომხედა და მკითხა
-სად იყავი?
-ეზოში
აღარაფერი მიხასუხა დრო მალე გავიდა და მე სალი და საბა ერთად წავეიდით
-ძალიან გაგიკვირდებათ რასაც გეტყვით მაგრამ გიორგის ვშორდები
თქვა სალიმ
-რას გვეღადავები?
უთხრა საბამ და მიმიხუტა
-არ მიყვარს და არც არასდროს მყვარებია, არ ვიცი როგორ ავუხსნა
-ჯერ მე ამიხსენი ესეთი დებილი როგორ ხარ და მერე იმას აუხსენი ეგ.
-კარგი ნია რა
-კარგად!
დავიყვირე და სადარბაზოში შევირბინე სახლში ავედი თუ არა ტელეფონი მოვიმარჯვე და სალის მივწერე
-გაგიჟდი ხო? ექვსი წელია მარტო გიორგი გაკერია პირზე და ის ხო საერთოდ გიჟდება შენზე რა გჭირს?
-ჯაფარიძე მიყვარს
ეს რომ წავიკითხე ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და მივწერე
-ვინ?
-ალექსანდრე ჯაფარიძე, ჩემი დის მეგობარია აუ რაღაც უნდა გთხოვო ხვალ დაბადების დღე აქვს და მეგობართან ერთად ვარ დაპატიჟებული გამომყევი რა
-კარგი
მივწერე ტელეფონი გადავდე მაცივრიდან იოგურტი გამოვიღე და ჭამა დავიწყე
-კარგი ბებო რა! სულ იოგურტზე როგორ შეიძლება იყო
-დალი!
ოთახში გავედი და ხელში დედას და მამას ფოტო ავიღე საწოლზე დავწექი და ჩავიხუტე
-ნიაკო
კარზე ჩემი ძმა მიკაკუნებდა
-შემოდი
-ცუდ ხასიათზე ხარ?
თქვა და გვერძე მომიწვა
-დედა და მამა მენატრება
ვთქვი და მისკენ გადავბრუნდი სანდრომ ცრემლები მომწმინდა და მითხრა
-მეც
ჩამეხუტა და თმაზე მოფერება დამიწყო
უცებ ოთახში თეონა შემოვარდა
-მე იცით ლა ვქენი?
-რა?
-თქვენ დაგქატეთ
-მოგვიტანე
უთხრა სანდრომ
-აი
თქვა საწოლზე ამოხტა და ნახატი მოგვაჩეჩა
-ჩემო პრინცესა
უთხრა სანდრომ და სამივემ ერთად თამაში დავიწყეთ.
მეორე დილით ავდექი ჩავიცვი ვისაუზმე და სალის გავუარე
-მაგარი რაღაც მოვიფიქრე ლექციის მერე ჩემთან ამოდი მერე სალონშიც ჩავიდეთ და რამეს ჩაგაცმევ ძაან ლამაზს თორე შენ რომ გიცნოვ ჩაიცმევ რაღაც სპანჯბობის მაიკას და თეთრ შარვალს
-ეგრეც ვაპირებდი
ვთქვი და გავიცინე
-ისე მთელი შენი სადაქალოდან რომელშიც მე არც შევდივარ მე რატომ ამირჩიე?
-იმიტომ რომ შენ ყველაზე ლამაზი და საყვარელი ხარ
-კარგი რა
ვუთხარი და გავუღიმე.
ლექციის მერე სალისთან ავედით დედამისი ქეთა გადავკოცნე და სალის და მოვიკითხე
-ნატკა სად არის?
-სად იქნება? იმ იდოტთან
ამაზე ხმამაღლა გავიცინე
-თაზოსთან
-კაი წამო სალონში
თქვა სალიმ ჩანთა აიღო და ხელი მოკიდა რომ ჩავედით დამსვა და ფიქრობდა რა უნდა გამეკეთებინა
-მოვიფიქრე!
დაიყვირა მოულოდნელად
-ღია ტონები თვალზე, ღია კონტური, დატვირთული სახე, თმა დავასწოროთ და ფრენში!
მისი ნათქვამიდან მხოლოდ ორი სიტყვა გავიგე ღია და თმა მაგრამ კარგი ვენდობი. სალონიდან სულ სხვანაირი ამოვედი ვერ ვცნობდი ჩემს თავს
-რაც გინდა აიღე
თქვა და კარადისკენ გაიშვირა ხელი მე ღია მოტკეცილი ჯინსები კრემისფერი დაბალყელიანი როლინგი ჩავიცვი და ბეჟი პალტო მოვიცვი ბოტასებს ვიცმევდი უცებ სალის ყვირილი რომ გავიგე
-გაგიჟდი? მაგ პალტოსთვის სპეციალური ფეხსაცმელები მაქვს
მითხრა და კარადიდან ზუსტად იგივე ფერის ქუსლიანები გამომიღო
ჩავიცვი და უცებ სალიმ მითხრა
-მგონი შენი წაყვანა გადავიფიქრე
-რატო?
-ჩემზე ლამაზი ხარ
გავიცინე და ხელი მოვკიდე
-წავედით ხო?
თქვა მე თავი დავუქნიე და ჩანთა ავიღე
-ლუკა! მზად ვართ
დაუძახა სალიმ თავის ძმას
-ნია რა ლამაზი ხარ
მითხრა და გამიღიმა
-მადლობა
ვთქვი და გავუღიმე
-ნიაკო წინ დაჯექი რა
მითხრა ლუკამ, სალიმ გამომხედა და სიცილი დაიწყო ლუკას ბავშვობიდან მოვწონვარ და ამას აღიარებს, სადღაც კლუბში შევედით სალიმ ალექსანდრე გადაკოცნა და საჩუქარი მიაწოდა ისე ვიქცეოდით თითქოს ერთმანეთს არ ვიცნობდით სალი სულ ალექსანდრეს გვერძე იყო და არც მე მიშვებდა არსად
-ნია საპირფარეშოში გავალ მაკიაჟს შევისწორებ და ახლავე მოვალ
-კარგი გელოდები
ალექსანდრე ჩემთან მოვიდა და კოქტეილი მომაწოდა უცებ შევამჩნიე რომ ხელზე ჩემი შარფი ეკეთა
-ძაან ლამაზი ხარ
-მადლობა
ვთქვი და დაბლა დავიხედე
უცებ ხელზე დაიხედა და მეუბნება
-ა...მ...შარფი
-შენი იყოს, ფეხი როგორ გაქვს?
-რავი ისეთი არაფერი ძალიან კარგად
-კარგია.
უცებ სალის ყვირილი გავიგონე
-ნიაკო!
-აქ ვარ
ვუთხარი და მასთან მივედი
-ქეთა ცუდად არის მე და ნატკა უნდა წავიდეთ და სასწრაფო გამოიძახა და ეხა ჩვენ გველოდება.
-მეც წამოვალ
-არა, არა შენ დარჩი
მითხრა და გაიქცა
-მომწერე როგორ იქნება
დავუყვირე და უცებ უკნიდან მოხუტება ვიგრძენი ავხედე ვიღაც უცხო ბიჭი იყო უფრო და უფრო მეხუტებოდა ვცდილობდი თავიდან მომეცილებინა მაგრამ უშედეგოდ უცებ გამიშვა უკან მივიხედე და ალექსანდრე დავინახე საყელოში ხელი ჩაავლო და კედელზე ააყუდა
-აქ აღარ დაგინახო გასაგებია?
-კი
კანკალით თქვა საწყალმა ალექსანდრემ დაცვასთან მიიყვანა და დაცცვას რაღაც უთხრა
-უცებ ვიღაც გოგო გამოვარდა და ალექსანდრეს ყვირილი დაუწყო
-ვინ არის ეს გოგო ესე რომ იცავ?
-ჩემი შეყვარებულია
ამ სიტყვებზე ტანში ჟრუანტელმა გამიარა.
-აჰ... გინდა შენი "გოგოს" როლი ათამაშო და ნერვები მომიშალო ხო? დამიმტკიცე
მოულოდნელად ჩემთან მოვიდა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მაკოცა
ძლივს ამოვისუნთქე და დამშვიდება ვცადე
უცებ იმ გოგომ დაიკივლა
-არ უნდა მოვსულიყავი!
-არც არავის დაუპატიჟებიხარ
მიაძახა ალექსანდრემ და ჩაიცინა გოგომ ფეხები დააბაკუნა ჭიქა ძირს გათხლიშა და გაიქცა
-უნდა წავიდე
-კარგი რა ამის გამო?
-არ უბრალოდ გვიანია
ვთქვი და გავიღიმე
-მე წაგიყვან
-არ არის საჭირო
-წამო
ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამსვა მთელი გზა არცერთს ხმა არ ამოგვიღია რომ გადავდიოდი გამაჩერა
-ბოდიში, მადლობა
მე უბრალოდ გავუღიმე სახლში ავედი და წამოვწექი სალის მოწერილი დამხვდა
-რამე განსაკუთრებული ხო არ მოხდა?
-არა, არაფერი...



ვუაიჰ,ისტუაცია იძაბება.მგონი რაღაც ცუდი მოხდება მაგრამ მოვლენებს არ გავუსწრებ.იმედია სალო და ნიაკო არ იჩხუბებენ ხოდა საბას რა ვუყოთ ეგ არ ვიციი )) წარმატებები მომეწონაა

 


№2  offline წევრი teona184

სულელი მეოცნებე
ვუაიჰ,ისტუაცია იძაბება.მგონი რაღაც ცუდი მოხდება მაგრამ მოვლენებს არ გავუსწრებ.იმედია სალო და ნიაკო არ იჩხუბებენ ხოდა საბას რა ვუყოთ ეგ არ ვიციი )) წარმატებები მომეწონაა

მადლობა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent