გულის ძახილი.თავი 7
-არ ვიცი,თქვენთვის რას ნიშნავს და როგორ აღიქვამთ სიტყვა ” მეგობარი” ,მაგრამ ჩემს ცხობრებაში ამ ადამიანებს ძალიან დიდი ადგილი უჭირავთ.თუ შევიყვარე ადამიანი და მე მას მეგიბარი ვუწოდე,მე მისი ერთგული ვარ სამუდამოდ.ოდესმე გიგრძვნიათ ეს ტკივილი? ოდესმე მარტოდ მარტოდ დაუტოვებიხართ მეგობარს ამ მწარე წუთისოფელში?სულ რამდენიმე კვირის წინ, მე განივცადე ის საშინელი გრძნობა,რომელსაც მეგობრის დაკარგვა ჰქვია.როცა მეგობარს კარგავ,დიდ გაურკვევლობაში ვარდები,როცა შენთვის საყვარელი ადამიანი სუნთქვას წყვეტს შენი ცხოვრება იცვლება.როცა მეგობარს კარგავ წარსულის გახსენება დიდ ტკივილს გაყენებს,იხსენებ ბედნიერ მომენტებს და ტირი.ტირი,იმიტომ,რომ იცი ეს არასოდეს განმეორდება.ანდრეამ მთელი ღამე გიორგის საწოლთან გაათენა,იჯდა და მის სუნთქვას უსმენდა,აკვირდებოდა.მოულოდნელად დაღლილს მაინც მოერია ძილმა და ჩათვლიმა,უეცრად განათდა და ამ ძლიერ შუქს ადამიანის სხეული გამოეყო,როცა გადაიწმინდა ბურუსით მის ირგვლივ ყველაფერი შეხედა მის წინ ლუკა იდგა გაღიმებული სახით. -ჩაგეძინა,გადაღლილი ხარ რთული დღეები გქონდა ანდრეა.შემდეგ შებრუნდა და გიორგისთან მივიდა,სახეზე დაუსვა ხელი და შუბლზე აკოცა.ისე ნათლად ხედავდა ლუკას,რომ ვერც კი გააცნობიერა ის თუ ძილში იყო.ხმა,ლუკას ხმამ შეაფხიზლა ცოტა,მაგრამ არ განძრეულა. -რა უცნაურია ეს ცხოვრება ანდრეა.რამდენიმე კვირის წინ ყველაფერი კარგად იყო,მაგრამ ერთ დღეს გაქრა ის ყველაფერი რასაც ,,ჩვენ''ჰქვიოდა.არ მინდა კვლავ იგრძენო ტკივილი, მწარე ტკივილი, რომელიც მთელ სხეულს დაეუფლება.მე თქვენთან ვეღარ მოვალ,მე თქვენ ვეღარ გნახავთ,ვეღარ შევეხებით ერთმანეთს,ვეღარ გიგრძნობთ,მაგრამ ის რომ ახლა გიორგი კარგადაა და თავისუფლად სუნთქავს,მე ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით და მჯერა,ჩემი სამი მეგობარი ისევ გაათბობს ერთმანეთს როგორც წლების წინ.მშვიდობით,ანდრეა მე მშვიდად მივდივარ.თვალი გაახილა შეშინებულმა და ოთახს მოავლო თვალი და იქ მხოლოდ თეთრი კედლები შემოეფეთა,ოთახში კი გიორგის მშვიდი სუნთქვა ისმოდა.დაბნეულმა ადგა,წყალი დალია და გახშირებული სუნთქვა დაიმშვიდა,შემდეგ ცრემლი მოერია და დანანებით ჩაიცინა და მის ბაგეებს წამოცდა. -ლუკა,ლუკა ისევ ჩვენთან ხარ,მთელი ეს დრო ჩვენთან იყავი.გიორგის საწოლთან მივიდა,შუბლზე ხელი დაადო და მის შეხებაზე გიორგი შეირხა,თვალი გაახილა ანდრეა რომ დაინახა მკრთალად გაუღიმა და ანდრეამაც ღიმილით კითხა. -როგორ ხარ,როგორ გრძნობ თავს. -იცი როგორ ვარ?მანქანას რომ დამწვარ ზეთს გამოუცვლი და როგორც იქნა თავისუფლად ამოისუნთქავს და წავა ღუღუნ-ღუღუნით,აი სწორედ ისე ვარ.ისე თავისუფლად ვსუნთქავ,რომ არაფერი არ მაწუხებს. -როგორ გამახარე,შენ არ იცი ეს სიტყვები ჩემთვის რა ძალიან მნიშვნელოვანია. -ლუკა?არ დაბრუნებულა ალბად,თორემ დარწმუნებული ვარ ისიც აქ იქნებოდა შენთან ერთად. -არა,არ დაბრუნებულა,დარეკა რამდენჯერმე და დემეტრეს ესაუბრა საქმის გარშემო,ჩემთანაც რამოდენიმე სიტყვით შემოიფარგლა,დღეს მოვიდა კიდეც,გნახა და სულ ცოტა ხნის წინ წავიდა. -ანდრეა რადგან ყველაფერი კარგად არის,მითხარი რა მჭირდა.დონორი რომ არა,მოვკვდებოდი ხომ? -რა გითხრა გიო ძალიან რთული დღეები გამოიარე,გულის სისხლძარღვების შევიწროვება,რომლის შედეგად გულს ნაკლები სისხლი და ჟანგბადი მიეწოდება.უჭირს ძალიან სიცოცხლე, ფიზიკური დატვირთვის დროს ვერ სუნთქავს,შემდეგ კი მოსვენების დროსაც შეახსენებს ტკივილი თავს.ამ დაავადების ერთ-ერთი სახიფათო გამოსავალი გულის კუნთის ნაწილის სიკვდილია,რასაც სამედიცინო ენით ექიმები მიოკარდიომის ინფარქტს უწოდებენ.არ გინდა,გიო მთავარია ყველაფერი კარგად დასრულდა და თავს კარგად გრძნობ. -კარგად ვარ,კარგად ვსუნთქავ თავისუფლად და უშიშრად ტკივილს რომ ვეღარ ვგრძნობ,მაგრამ რაღაც სუსტად ვარ,მეძინება. -ეს ჩემთვის ნაცნობი ფრაზა არის,შესაძლებელია ოპერაციის შემდეგ ტემპერატურა გქონდეს. -ეს საშიშია? -არა,ეს სრულიად ნორმალური რეაქციაა და კარგია,სხეული უცხო სხეულის შეგუების პროცესშია.შესაძლებელია ოფლიანობაც დაგეწყოს და ტემპერატურამ რამოდენიმე დღემ გასტანოს,ამიტომ ჯერ აქ იქნები ყველასგან შორს და დაცულად,ვერავის ვერ ნახავ რამოდენიმე დღით,ყველა კარგადაა ქეთიმ მოგიკითხა დიდი სიყვარულით.უთხრა ბოლოს ღიმილით. -მადლობა ყველაფრისთვის ანდრეა.უთხრა გიომ და თვალები მიელულა,ძილმა წაართვა გონება.ანდრეამ დახედა ღიმილით და პალატიდან გავიდა.ექიმის თქმით გიორგის მაღალი სიცხეები ჰქონდა რამოდენიმე დღე და მისი ნახვა აკრძალა მნახველისთვის,ყველა იქ იყო მაინც ყოველ დღე და მათ შორის სესილიც რომელიც ინტერესით უსმენდა ანდრეას საუბარს.ერთი თვე დასჭირდა გიორგის ბოლომდე გამოჯამრთელებას და ერთ დილით ღიმილით უთხრა ანდრეამ. -არ დაიჯერებ ახლა რასაც გეტყვი,როგორც იქნა ოქროს ხანა დაგიდგა,სამ დღეში აქედან გახვალ და გააგრძელებ ჩვეულებრივ ცხოვრებას. -აუ რა ბიჭი ხარ,იცი რომ სულ სხვა გვარად ვგრძნობ თავს? -მაინც როგორ.შეეკითხა ინტერესით ანდრეამ და გიორგის შეაჩერდა. -თითქოს რაღაც უფრო მსუბუქად ვარ და ვერ ვგრძნობ თავს ისე რომ უცხო სხეულით ვცოცხლობ,რაღაც შინაური გრძნობა მაქვს,ჩემისეული და არა განსხვავებული. -ნუ ფიქრობ,შეეშვი მთავარია ყველაფერი კარგად დასრულდა.ოჯახი დიდი მოლოდინით და სიხარულით გელოდება გიო. -ანდრეა რაღაც მინდა გკითხო. -რა,მითხარი ვხვდები რომ რაღაც გაწუხებს,რაღაც გინდა გაიგო. -მართალია,ვიცი არ მეტყვი ვინ მაჩუქა სიცოცხლე და არ გამიმეტა სიკვდილისთვის,მაგრამ მეც გამიგე.მინდა ვიცოდე,ვინც გადამარჩინა მას ოჯახი ჰყავს?ანდრეა დაიბნა,დაიძაბა და სად გაეხედა აღარ იცოდა,სახეზე ჩამოისვა ნერვიულად ორივე ხელი და დაძაბულმა შეხედა გიორგის. -რატომ მაყენებ უხერხულ მდგომარეობაში გიო.არ გინდა,ნუ დაინტერესდები,მაგრამ რომ დაგამშვიდო გეტყვი,მეც არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი. -იცი მთელი ეს დრო მხოლოდ მასზე ვფიქრობ,ვინ არის,როგორ ცხოვრობდა,როგორი ადამიანი იყო,ვინ ყავდა,რა უყვარდა.ანდრეა ღამე ერთიდა იგივე სიზმარს ვხედავ,თითქოს ეს სიზმარი რაღაცას მიმანიშნებს,მაგრამ რას ვერ ვხვდები,ვერ გავიგე აზრი სიზმრის. -რა სიზმარს ნახულობ.დაიძაბა ანდრეა. -რაღაც უცნაურს,ავარიას,სისხლს.ზურგით დგას მამაკაცი და თითქოს ნაცნობია მისი სხეულის უკანა ხედი.ვხედავ ნიღბიან ორ მამაკაცს,რომელიც ჩემსკენ მოიწევს და ამ დროს მეღვიძება.ანდრეა გაოცებული უსმენდა გიორგის და დემეტრეს სიტყვები გაახსენდა. -ანდრეა ,,ლუკა მოკლეს,ავტო-საგზაო შემთხვევა შემთხვევითი არ ყოფილა,ეს დაგეგმილი მკვლელობა იყო''.ყელში მოწოლილი ნერწყვის დიდი გორგალი მძიმედ გადაყლაპა და ასევე მძიმედ,დაძაბული ხმით უთხრა გიორგის. -ყველაფერი უნდა დაივიწყო,ხშირ სემთხვევაში პაციენტი როცა უკვე სხვისი სხეულის ნაწილით იღვიძებს და მითუმეტეს გულია ეს ნაწილი,თითმის მის განვლილ ცხოვრებასაც ხედავს.მართალია,სისხლის იმიტომ ხედავ ის ადამიანი ავტო-საგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა და დონორიც ამიტომ ვიპოვეთ ასე მალე,ეს მოხდა ასე ჩვენს შემთხვევაში,მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ხალხს წლობით უწევს დონორის ლოდინში ყოფნა. -თუ მართლა ასეა,საშინელი ავარიის მსხვერპლი ყოფილა.მაგრამ მე მადლობის თქმა მინდოდა თუ ვინმე ჰყავს უკან,სიცოცხლე მაჩუქა ანდრეა და მოვალე ვარ ეს გავაკეთო. -მე თავად გადავცემ მადლობას მის ახლობლებს.გიორგის თვალები გაუფართოვდა და ანდრეას გაოცებულმა შეეკითხა. -შენ,შენ რა გინდა მითხრა,იცნობდი პირადად დონოსრს? -არა,არა რას ამბობ,საიდან უნდა მცოდნოდა.ვიცნობ იმ ადამიანს ვინც დამირეკა და მაცნობა რომ დონორს რომელსაც ვეძებდი უკვე ჰყავდა,მე კი პაციენტი მომემზადებინა საოპერაციოდ.ისიც ვიცი,რომ ეს ავტო საგზაო შემთხვევა მისი ქორწილის წინა საღამოს მოხდა. -რაააა?დაქორწინება ვერ მოასწრო? -ვერა,ვერ მოსწრო. -უყვარდა? -ძალიანო ასე თქვეს,ძალიან უყვარდათ ერთმანეთიო. -სესილიმ საავადმყოფოში მისვლამდე სასაფლაოზე მივიდა,უბრალო ყვავილები იყიდა და ლუკას საფლავზე დააწყო,იქვე დაჯდა და ჯერ ლუკას ფოტოს უცქირა სინანულის ღიმილით,იტირა კიდეც.ერთი საათი დაჰყო იქ და შემდეგ საავადმყოფოში წავიდა გიორგის სანახავად,მაგრამ გაოცებული დარჩა,როცა უკვე ფეხზე იდგა გიორგი და მზად იყო სახლში წასასვლელად.გიორგიმ დაინახა სესილი თუ არა გულმა სხვაგვარად დაარტყა ჯერ მსუბუქად,ეს გრძნობა ძალიან განსხვავებული იყო იმ გრძნობასთან რაც თავად ჰქონდა,ეს იყო თითქოს ისე რომ ჯერ არასოდეს არ უგრძვნია სესილის შეხვედრისას და თავადაც გაოცებული იყო. -გიორგი მიხარია რომ კარგად ხარ,უკვე მზად ხარ კიდეც წასასვლელად.დასრულდა ყველაფერი ცუდი. -დასრულდა ყველაფერი ცუდი,მადლობა რომ მოხვედი.ლუკა?ჯერ კიდევ ვერ დაბრუნდება? -არა,ჯერ ვერ დაბრუნდება და არც ის ვიცი როდის დაბრუნდება,მეც იშვიათად მეკონტაქტება,ძალიან გადატვირთულია.რამხელა ძალის მოკრება დასჭირდა ეს სიტყვები ეთქვა სესილის გიორგისთვის და ძალიან,ძალიან შეეცადა არ ატირებულიყო. -დაბრუნდება ნუ ნერვიულობ,შენ როგორ ხარ,მრაღაც ძალიან სევდიანი მეჩვენები,რამე მოხდა ამ მოკლე ხანში? -მოხდა, გიორგი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. -რა მოხდა,რამე სერიოზულია?გაკვირვებულმა შეეკითხა ოთახში შემოსულმა ანდრეამ რომელიც დაძაბული უცქერდა სესილის. -ჩემთვის მნიშვნელოვანია,მოხდა ის რომ თურმე მამა რომელიც მკვდარი მეგონა ცოცხალია. -რაააა?როგორ,სად იყო,ვინ არის.ერთად მიაყარა კითხვები ორივემ და სესილიმ მოკლედ აუხსნა მისი ახალი ცხოვრების ისტორია მის წინ მდგარ ორ გაოცებულ ადამიანს. -ეს უნდა გიხაროდეს სესილი.უთხრა ანდრეამ. -ვიცი,მაგრამ ჯერ გაურკვევლობაში ვარ. -კარგი მამა იქნება სესილი და ნახე გაგიქრება ეს ყველა უარყოფითი გრძნობა.დაამშვიდა ანდრეამ და გულზე მიიკრა.სესილიმ ვეღარ შეძლო და ანდრეას მკერდზე ატირდა,ანდრეამ კარგად იცოდა რა აწუხებდა სესილის და რატომ ჰქონდა ეს უცნაური შეგრძნება,მაგრამ სესილის?სესილი ვერ გარკვეულიყო რატომ იყო გაორებული.გიორგიმ ტელეფონი ამოიღო და გადარეკა და გრძნობის დასაფარად მხიარულად დაელაპარაკა. -სად ხარ,არ წამოხვიდე დამელოდე და ერთად ნივიდეთ სახლში ქეთი. -რატომ?მეც რას გეკითხები,უკვე გამოგწერეს?გაიგონა სესილიმ ქეთის გაოცებული ხმა. -ხო გამომწერეს და სიურპრიზი მინდა გავუკეთოთ ერთად მისვლით სახლში დედას და მამას.გამოგივლი,მანქანა მომიყვანა ანდრეამ და დამელოდე. -კარგი,როგორც შენ გინდა.გიორგი ანდრეას და სესილის მიუბრუნდა და უთხრა. -სესილი ყველაფერი კარგად იქნება.დღეს საღამოს ორივე ჩემთან მოხვალთ,გელოდებით.დაემშვიდობა ორივეს და ქეთისთან წავიდა ჯერ სკოლაში.ქეთიმ დაინახა თუ არა გიორგის მანქანა ხელებგაშლილი წავიდა და შემოეხვია მისი მოფერებით მონატრებულ ძმას და დიდი ხანი ყავდა გიორგის ჩახუტებული მისი ცხოვრების პრინცესა.ქეთამ თვალებმოჭუტულმა შეხედა ძმას და ეშმაკურად შეეკითხა. -რა მოხდა,პირველად მომაკითხე სკოლაში. -არაფერიც არ მოხდა,ასე მომინდა.მინდა,რომ დამინახოს ხალხმა ისევ ცოცხალი ვარ და შენ მარტო არ ხარ.უთხრა ღიმილით და მიაჩერდა ქეთას. -გიო ასე რატომ მიყურებ,რა მოხდა,რა მოგივიდა. -ქეთი შენ ყველაზე ძვირფასი არსება ხარ ჩემთვის და არ მინდა რამე დამიმალო,არ მინდა ჩემი გეშინოდეს და მინდა გახსნილი იყო ჩემთან.გესმის? -მესმის ძლიერი ავადმყოფობა გადაიტანე ეს თვეები და არ იყავი ჩემს გვერდით,მაგრამ მართლა არაფერი არ ხდება ისეთი რაც მაშინებდეს შენზე თქმას გიო.შენზე უკეთეს მრჩეველს მე სად ვიპოვი და ვინ დამელაპარაკება შენზე უკეთესად.ეს ერთი და მეორე, მართლა უცნაურად მეჩვენები დღეს. -მიდა წამოხვიდე ჩემთან ერთად და სახლში ერთად მივიდეთ. -წამოვალ,ერთი პირობით. -უკვე პირობებსაც რომ მიყენებ,რა პირობით თქვი.ჩაეცინა გიორგის. -კინოში მიდიან ბავშვები და მეც მინდა წასვლა. -როდისმე დამიშლია შენთვის რამე?წადი,მაგრამ დღეს სესილი და ანდრეა მოვა საღამოს,შესაძლებელია დემეტრეც მოვიდეს. -გპირდები მანამდე მოვალ. -კარგი,გიჯერებ და წავიდეთ ახლა.ერთად მივიდნენ სახლში,მოულოდნელად და გაიხარა ოჯახმა.გიორგის მონატრებოდა მისი საწოლი და ღიმილით გაწვა,თვალები დახუჭა და განა დააცადა ნაცნობი სურნელიით გამოწვეული სიამოვნება შეეგრძნო,ქეთიმ რომ საწოლზე ჩამოუჯდა. -სიტყვა,სიტყვაა ხომ იცი გიუნა. -წადი და 7 საათზე სახლში იყავი. -ფული?მომეცი ფული. -დარწმუნებული ვარ დედას ცალკე წაართვი,შემდეგ მამას მოეფერე და მანაც მოგცა,მაგრამ ახლა ჩემი ჯერია.ქეთი როგორ ახერხებ რომ ცალ-ცალკე გვატყუებ სამივეს? -არა,მართლა არ მაქვს ფული.გაეცინა ქეთის. -ქეთევან. -ოხ,რატომ ხვდები ყოველთვის სიმართლეს. -იმიტომ რომ ბატი ხარ და არ გეხერხება ტყუილების თქმა.გაეცინა ორივეს,შემდეგ საფულე გახსნა და ქეთის შეხედა. -მე თვალებს დავხუჭავ და შენ რამდენიც გინდა ამოიღე. -აუუუუ,ნამუსზე მაგდებ? -არა,როგორ გეკადრება.გაეცინა გიორგის.ქეთიმ აიღო საფულე ჯერ ცალი თვალით ჩაჭყიტა,წარბი მაღლა ასწია და ერთი დაუსტვინა რაზედაც გიორგის თვალი არ გაუხელია მაგრამ გაეცინა.-ასიანი არ მინდა,არც ორმოცდაათიანი,ბოლოს ოც-ლარიანი შეარჩია და გიორგის შეხედა. -შეგიძლია გაახილო თვალები,არც ისეთი ცუდი გოგო ვარ ოც-ლარიანი ამოვიღე. -ჯიბეში რამდენი გაქვს,დარწმუნებული ვარ ორი მაგდენი.ღიმილით უთხრა წარბაწეულმა. -მიყვარხარ შენ მე.უთხრა და ოთახიდან გავადრა სიმღერ-სიმღერით.-ტაში ბიჭო გიორგუნა..............გიორგი იცინოდა ქეთის ცეკვაზე და გრეხვაზე.ბოლოს მივარდა ძმას ჩაკოცნა და კარებში გავარდა,უეცრად ისევ დაბრუნდა და გამოაჯავრასავით გიორგი.-ისე როცა გინდა ძალიან,ძალიან თბილი ხარ გიორგუნა მაგრამ თუ ცუდ ხასიათზე ხაააარ,მტრისას............... -წადი,წადი არ დააგვიანო სახლში მოსვლა.ის ღამე ყველა ერთად იყო,იმ ღამეს ყველას უხაროდა გიორგის გამოჯამრთელება,მაგრამ მათ სიხარულს არ იზიარებდა ლუკა.გვიან დაიშალნენ,დაშლამდე რამდენჯერმე შეავლო თვალი გიორგიმ მოწყენილად მჯდარ სესილის.მასში გრძნობა ებრძოდა გულს და ფიქრობდა,რატომ ემართებოდა სესილის შეხედვაზე უცნაური შეგრძენება.შუბლზე გადაისვა ხელი და მიხვდა,რომ რთულ წნეხში ეხვეოდა.თანდათან კი ისიც დააფიქსირა,სესილის გარდა მის გარშემო ვეღარავის ვეღარ ამჩნევდა,ვერავისზე ვერ ფიქრობდა.თითქოს,თვით ცხოვრება უგებდა ხაფანგს.ვერანდაზე გავიდა და მისივე ფიქრებზე გაეცინა თავად. -ნუთუ ეს დასაჯერებელია,რომ გრძნობამ მხოლოდ სესილი აარჩია.არა,არა ეს ხომ შეუძლებელია,ის ხომ ლუკას საყვარელი ქალია.ასე რომ არ იყოს,მის გამო სიცოცხლესაც კი გავწირავდი რადგან ჩემს მეხსიერებას ახლაც ის შეშინებული თვალები ახოვს.საკმარისია,ის ჩემთვის სრულიად უცხოა,უცხოა როგორც ქალი.უეცრად გონება იქ წავიდა,როცა ანდრეამ მისთვის სასიხარულო ამბავი აცნობა. -,,გიორგი გილოცავ,დონორი გამოჩნდა.თავად პაციენტმა მოითხოვა მის გულს ეცოცხლა და შენც მოგეცა სიცოცხლის გაგრძელების შანსი''.თავიდან არ ამოდიოდა ფიქრები სესილიზე,ლუკაზე და სრულიად უცნობ დონორზე.მტკიცედ გადაწყვიტა გაეგო ვინ იყო დონორი ვინც სიცოცხლე აჩუქა,მაგრამ ეს ძალიან რთული აღმოჩნდა,თითქმის შეუძლებელი.ანდრეამ ამ თემას ტაბუ დაადო და აუკრძალა მასთან ამ თემაზე საუბარი.დრო სწრაფად კეცავდა კალენდრის ფურცლებს და რაც დრო გადიოდა უფრო ერიდებოდა სესილისთან შეხვედრას,მაგრამ მასთან სიშორით გამოწვეულმა დისტანციამ უფრო ძლიერ გახადა სესილის ნახვის სურვილი და ლტოლვა მისკენ წევდა,სიგიჯემდე უნდოდა ენახა თუნდაც შორიდან შეეხედა,მაგრამ შეგნებულად თოკავდა გრძნობებს.რამოდენიმე თვის შემდეგ ისევ შეეცადა ანდრეასთან საუბარს,მაგრამ ისევ უშედეგოდ. -ანდრეა რა გემართება,გთხოვ გამიგე. -გიორგი შენი მხრიდან ეს დასაფასებელია რაც გინდა გააკეთო,მაგრამ იფიქრე იმ ადამიანზეც,მის საცოლეზე რომ გაიგებს მისი გული ცოცხალია და ისევ ფეთქავს მასზე ეს ყველაფერი როგორ ფიქრობ, ცუდად არ იმოქმედებს? -რატომ იმოქმედებს ცუდად,პირიქით. მე ვფიქრობ, რომ გაუხარდება. -რა გემართება ადამიანო,რა დაეძებ.გაჩუქეს სიცოცხლე და წადი გაიარე,დატკბი ამ ნაჩუქარი სიცოცხლით.გაუბრაზდა ბოლოს ანდრეა. -თუ მან ამხელა რამ გააკეთა,მე სიცოცხლე მაჩუქა,მე რა უბრალოდ მადლობის თქმა არ შემიძლია მასზე?ვიცი,რომ არ იცნობდი პირადად,მაგრამ ნახე არქივში იქნებ რამე ინფორმაცია ნახო მის შესახებ,თუნდაც მისამართი სად ცხოვრობს.ანდრე დაიღალა ახსნით და ბოლოს თვალები დაუბრიალა გიორგის და ისიც გაჩუმდა,მაგრამ წარბებშეკრულმა შეხედა ანდრეას და იმ წუთში ანდრეას წინ იჯდა პატარა,სკოლიდან გამოპარული ბიჭი,რომელიც დანაშაულზე წაისწრო და დატუქსა.ანდრეამ ჯერ უცქირა და შემდეგ გაეცინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.