შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (ნაწ.2 თავი 4)


26-02-2018, 19:36
ავტორი tatiachelo
ნანახია 1 722

სულმოუთქმელად ელოდა გამოცდების მოახლოებას. უფასო ფაკულტეტებიც ჩაწერა ფასიანთან ერთად. რატომღაც იმედი ჰქონდა გრანტის აღების. ბოლო კვირას ანასტასიასთან ერთად მეცადინეობდა და შეჯამებას აკეთებდა მთელი წლის განვლილი მასალის.
ახალ სახლთან შეგუება არ გასჭირვებია. თითქოს ყველაფერი დალაგდა, მშვიდად აგრძელებდა ცხოვრებას.
ხიონაკი გამოცდების დღეს ნახა ბოლოს და მას მერე არ უნახავს. ბანკეტიც არ ქონიათ მათ სანაქებო კლასს. საერთოდან რომელ ბანკეტზე იყო ლაპარაკი კლასში არც ერთიანობა და არც მეგობრობა არ სუფევდა. სკოლის დამთავრებამ ყველა თავის გზაზე დააყენა და მალევე დაივიწყეს ერთმანეთი.
ლამროს სასაფლაოზე თითქმის ყოველ დღე დადიოდა. ღამის საათებში, როცა მონატრება შეიპყრობდა მის ძველ უბანში გაივლიდა და თავის სახლს უყურებდა. არასოდეს უნახავს იმ ბინაში ანთებული შუქი. ალბათ არ იყვნენ გადმოსულები ახალი მაცხოვრებლები. არ ნანობდა იმ ნაბიჯს რაც გადადგა..
ეს ჭირდებოდა..
ჭირდებოდა სულ თავიდან, რომ დამდგარიყო ფეხზე და დაეწყო ბრძოლა მომავლის მიმართულებით. ლაშასთან ერთად ატარებდა თავისუფალ დროს. მოსწონდა პაპასკირი. თავისებური ტიპი იყო. განსხვავებული აზროვნებით, თითქოს და თავისებური.
-გიკამ გიკითხა დღეს.. ანასტასია დაუდგა წინ და ჩაფიქრებულს ხელი აუფრიალა.
-რაო? აღარ ყავს დაცინვის ობიექტი?
-ოჰ კარგი რა.. ხომ იცი მაგისი უაზრო ხასიათი? არაა გულით ცუდი. ტუჩები მოკუმა და წარბებს ქვევიდან ახედა ბაბის. -ანდრია გააცილეს გუშინ ბიჭებმა, პოლონეთში წავიდა. გიკა ისეთ ცუდ ხასიეთზეა მთელი დღე იღრინება.
-ეგ სულ მასე იღრინება მაგას მიზეზი არ სჭირდება.
-მართლა ცუდად არის. ნიაკოსთან იჩხუბა თან.
-არაუშავს შერიგდებიან.
-ბაბალე ანდრო მართლა აღარ გიყვარს?
-არც მაშინ მყვარებია. ბავშვური, სულელური აკვიატება იყო.
-უყვარხარ.
-დაუვიწყარი არამგონია, რომ ვიყო. წვენი მოსვა..
-ლაშასთან რა ხდება?
-დინებას ნელა მივყვებით.
-ანუ მოგწონს და მოწონხარ?
-მასეა.
-როდის უნდა გამაცნო?
-შენ როცა გეცლება..
-მე სულ მოცლილი არ ვარ გოგო?
-ჰოო. მაშინ კვირას სადმე კაფეში გავიდეთ და ლაშასაც ვეტყვი.. ოღონდ იცოდე ზედმეტები არ დაიწყო.. მეგობარია და მეტი არაფერი..
-ჯერ ჯერობით.
-დრო გვიჩვენებს.
-დრო გვიჩვენებს. გამოაჯავრა ტასომ და მობილურს დახედა.
-წავედი მე მაქსიკომ მომაკითხა.. გნახავ ამ დღეებში კიდე . გოგოს გადაეხვია და სახლიდან გავარდა.
ხიონაკი ერთ-ერთ ბარში იჯდა და სასმელს სასმელზე სვამდა. არაფერზე და არავიზე არ ფიქრობდა. ბოლოს ისე იყო გათიშული გვერდით მჯდომი ძმაკაცის სიტყვებსაც ვერ აღიქვამდა. მთელი კვირა კატასტროფულად განლია. რაზე ბრაზობდა ვერ გაეგო. სადარბაზოში ასვლისას მეოთხეზე ჩერდებოდა და ელოდა წითურის გამოსვლას. მაღაზიაში ჩასულიც თვალებით მას ეძებდა. აკვიატებული ყავდა მის ტვინს ბაბალე ქებურია და ამ აკვიატებას ვერ ანადგურებდა. ნიაკოსთან ჩხუბმა უფრო მეტად დაამძიმა.
-დე წავედი მე არ დამელოდოთ დღეს არ მოვალ.
-სად მიდიხარ?
-მაქსიმესთან დავჩები დღეს.
-წესიერად მოიქეცი ნიდას ნერვები არ მოუშალო.
-არ ინერვიულო. ქალს ლოყაზე აკოცა და კარისკენ წავიდა..
ივნისი ასე მიილია..
ივლისმა გამოცდებიც მოიტანა. ბაბალემ ზუსტად იცოდა, რომ ჩააბარებდა და არ ღელავდა. აი ანასტასია ისე ნერვიულობდა დედამისიც ვერ აწყნარებდა.. ხიონაკს კი სუ ფეხებზე ეკიდა ჩააბარებდა თუ არა.
აგვისტოს ცხელ თვეს ანასტასიასთან და მაქსთან ერთად წავიდა რაჭაში, მათ სოფელში.
-ცივ ყავას დალევდა ახლა კაცი.. ჰამაკში მყოფმა მაქსიმემ გოგოებს გახედა.
-მე მოვამზადებ. ფეხზე წამოდგა ბაბალე.
-აი ჯიგარი ბავშვი. დას თითით ანიშნა მიბაძე შენს დაქალსო.
-გაიწი იქით. გვერდით გაწია და ჰამაკში ჩაუსკუპდა. რამდენიმე წამის აქეთ-იქით გაქანების შემდგომ, ძირს მოადინეს ბათქვანი.
-ვაიმე წელი.. ბიჭი ძლივს წამოდგა ფეხზე.. -რამ გაგასია რა უბედურებაა. სახე დამანჭული იზელდა მტკივან ადგილს.
-შენ ხარ გასიებული.. ნაწყენმა აიბზუა ცხვირი. -მოიცა ამას აქ რა უნდა? ეზოში მომავალ ნიაკოს დანახვაზე კისერი დაიგძელა.
-გიკასთან ერთად ჩამოვიდა და შენებურები არ დაიწყო.. ჩუმად უჩურჩულა..
-გიიიკ.. ხახუბია ბიჭს მოეხვია და მასთან ერთად დაიძრა შემჩნეული და-ძმისკენ.
-ახლა ამას აქვე გავიფენ.. თმები ყალყზე დაუდგა ტასოს. ბაბალეც სწორედ ამ დროს გამოვიდა სინით ხელში, რომელზეც სამი ჭიქა ცივი ყავა იდგა..
ხიონაკის დანახვა და მის თვალებში გაბრწყინებული სხივის გაქრობა ერთი იყო.
-ამას ვის ხედავს ჩემი თვალები? შეიცხადასავით გიკამ. -დახვედრაც ასეთი უნდა. გაღიმებულმა აიღო გოგოს ხელში მოთავსებული სინიდან ცივი ყავა და მოსვა.
-შაქრის ჩაყრა დაგვიწყებია.
-შხამი უნდა ჩამეყარა შაქარი კი არა..
-ვერ გამიმეტე ხო?
-ახლა ამ ყავას გადაგასხავ თავზე.
-კაი დაწყნარდით, ბაბი წამო.. სინი ხელიდან გამოგლიჯა, ხის კუნძზე დადო და გოგოსთან ერთად შევიდა სახლში.
-რატომ არ მითხარი?
-რა უნდა მეთქვა გოგო არც მე ვიცოდი თუ ჩამოდიოდა.. ბათუმში ეგდო და.
-ჯანდაბაში ეგდოს ეგ.. მობილურს დაწვდა, ვიღაცას მიწერა და თავისი ჩანთა აიღო.
-რას აკეთებ?
-მივდივარ.
-არ გადამრიო ახლა..
-არ მინდა მაგასთან ერთად ყოფნა.
-კარგი რა ბაბალე სულ გიკას გამო რატომ უნდა გარბოდე.
-არ გავბივარ, უბრალოდ ვცილდები იმ ადგილს რა ადგილასაც არა სასურველი პირია.
-ახლა აქედან, რომ წახვიდე გეფიცები ხმას არ გაგცემ. თვალები აუწყლიანდა. -ვის წერ ამდენს? სლუკუნით ამოიბუზღუნა და ცრემლები მოიწმინდა.
-ლაშას.
-ისე ჩამოვიდეს ეგეც, თან უფრო უკედ შევათვალიერებ, დაკვირვებით.
-არაფერი არ ხდებათქო ჯერ ცხრაათასჯერ გითხარი.
-ვაიმეეე ხომ მოხდება? საწოლზე ჩამოჯდა და ეშმაკურად შეხედა. - მშვენიერი წყვილი ხართ, თან მართლაც კაი ბიჭია.
-ნეტავი ვიცოდე ერთი შეხედვით ეგ როგორ დაასკვენი.
-ხომ იცი ჩემი მახვილი თვალის ამბავი..
-აბა.
-ხომ არ მიდიხარ? აი რომ წახვიდე ყველაზე სუსტი იქნები.
-ისე მეუბნები გეგონება გიკაზე ვარ შეყვარებული და ნიაკოსთან მაგის დანახვა არ მინდა.
-ისე ეგ ვარიანტიც განვიხილე მარა ...
-ტასო..
-წამში გავაქრე.
-კაი გიქნია.
-ანუ რჩები? ფეხზე წამოხტა და გოგოს მოეხვია. -მიყვარხარ ბაბალიკ.
საღამომდე ოთახში იყო ანასტასიასტან ერთად რაღაცეებზე ლაპარაკობდა. მაქსიმე, გიკა და ნიაკო მისაღებში კინოს უყურებდნენ.
-ჩვენც მოვედით. ნიაკოსა და გიკას შუაში ჩაჯდა უმცროსი დვალი. -რა უაზრობა ფილმია რა არის რა.. ტელევიზორი გამორთო.
-არადა ძაან მაგარი ფილმია. გაბრაზებულმა მაქსიმემ პულტი ისევ დაიბრუნდა უკან და ტელევიზორი ჩართო.
-ბაბი წამო, რამე გავაკეთოთ საჭმელი..
-მე გავაკეთებ თუ გინდა იყავი შენ.
-ვაიმე რა კარგი ხარ.. დივანზე გადაწვა.
-ზარმაცა. მაქსიმემ თვალები აატრიალა.. ბაბალემ გაიცინა, ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში შევიდა.
ხახვს ჭრიდა სალათისთვის და თან ვაშლის წვენს წურავდა.
-რატომ გადახვედი უბნიდან?
შიშისგან შეხტა , ხელში დაკავებული დანა დაუარდა და გაბრაზებულმა შეხედა კედელს მიყრდნობილ გუკას.
-ასე მინდოდა.
-რა ენა წყლიანი ხარ.. თავი გადააქნია. -ანდრია წავიდა..
-ვიცი.
-შენს გამო.
-მე ნუ მაბრალებ.
-სწორედაც, შენს გამო დავკარგე საუკეთესო ძმაკაცი.
-ცდები..
-რაში?
-მე, რომ მაბრალებ შენს დანაშაულს იმაში. ვერ ვხვდები რა გინდა?
-შენი გაქრობა.
-მე ხომ შეგეშვი?
-შემეშვი? ყოველთვის იქ ხარ სადაც ტასო და ეს შეშვებაა?
-შენს გამო ტასიკოზე უარს ვერ ვიტყვი.
-ყოველთვის ჩემს გარშემო უნდა იტრიალო?
-მე შენს გარშემო არ ვბრუნავ.
-ბრუნავ.
-ეგოისტი ხარ.
-ვარ.
-მეზიზღები.
-არა ნაკლებ.
-გიკა.. ნიაკოს ხმის გაგებისთანავე სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ბაბალე.
დერეფანში იყვნენ ტასო და ბაბი ოთახში ერთად შემავალი ხიონაკი და ნიაკო, რომ დაინახეს.
-მოიცა ესენი ერთად უნდა იყვნენ? ტასომ ისე კითხა მაქსიმეს თითქოს კატასტროფა ხდებოდა მათ სახლში. -რა უნდათ მაგათ ერთად?
-რა ენდომებათ ნეტა? სიცილით გააქნია თავი მაქსმა და თავის ოთახში შევიდა.
-ფუ მრუშები. სასაცილოდ აიქნია ხელი და ოთახში შემავალ ბაბალეს მიყვა. -შენ რაღა გჭირს გოგო?
-შენ რა გაპანიკებს?
-სახლს მიბილწავენ.
-ვაიმე რამდენი გაკლია. სიცილით გადაწვა საწოლზე.
-მართალი იყო ბებიაჩემი, რომ ამბობდა ყველა გაიხრწნა დღეს დღეობითო. აღშფოთებულმა თქვა და ხელი შუბლზე მიიდო.
დილაუთენია გააღვიძა მზის სხივებმა. სარაფანა გადაიცვა, ტუმბოზე დადებული წიგნი აიღო და ეზოში გავიდა. სრული სიმსვიდე და სიწყნარე სუფევდა ირგვლივ. ჩიტების ჭიკჭიკი სასიამოვნოდ ჩაესმოდა ყურებში. რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი, ცას გაუღიმა და ახლად ჩამოკიდებულ ჰამაკში მოთავსდა. ძველი წიგნის გაყვითლებული ფურცლები ფრთხილად გადაფურცლა და იმ გვერდზე გადაშალა სადაც გუშინ გაჩერდა.
ხიონაკი საწოლზე იწვა და ჭერს მიშტერებოდა. ოთახიდან დაინახა დერეფანში მიმავალი ქებურია და უნებურად გაეღიმა. გვერდით მწოლიარე შიშველ ნიაკოს გახედა, თხელი საბანი წელზე მიაფარა და საწოლიდან წამოდგა. სპორტული შარვალი ამოიცვა, სიგარეტი აიღო და გარეთ გავიდა.
წითური ჰამაკში იჯდა და ხმამაღლა კითხულობდა მისთვის ნაცნობ ემზარ გაბრიელაშვილის ერთ-ერთ ცნობილ და გასაოცარ რომანს.
-"კაიფში იპარებოდა და ისეთი რა ჯავრი მიჰყვებოდა, რომ ბალიშს ღრნიდა. -მხრები აიჩეჩა კართან მისულმა ვიღაც ბიჭმა.
"ჩაუბარებელი თავანის ჯავრი" მწარედ ჩაეღიმა დათოს და უეც....."
-"კატა შეამჩნია, კრუტუნ-კრუტუნით და გლასუნ-გლასუნით იპარებოდა ოთახში. ტანში გააჟრჟოლა და ისეთი ძალით ამოუქნია წიხლი, რომ მოპირდაპირე კედელს მიეხეთქა და გაბრუებული დაეცა ძირს." ბაბალეს წანაკითხი გააგრძელა გიკამ.
ქებურიამ სწრაფად დახურა წიგნი და თვალი გაუსწორა თაფლისფერ თვალებს.
-რომელი მოგწონს? გვეჯო, ბათო, თუ...
-დათო.
-რატომღაც მეგონა, რომ ცუდი ბიჭები არ გხიბლავდა.. სიგარეტის მეორე ღერი ამოიღო პაჭკიდან.
-დათო ცუდია?
-არ არის?
-ვისთვის როგორ. მხრები აიჩეჩა და ბიჭს გაცილდა.
გავლისას ქებურიას სურნელმა მიაღწია მასთან.. მანაც გაუაზრებლად ჩაისუნთქა ქოქოსის სურნელი. ცარიელ ჰამაკს მიუახლოვდა და ჩამოჯდა ..
-გიკა.. მაქსი ჩამოუჯდა წინ და ხელებში დაჭერილი სიგარეტი ააცალა. -რაღაც ვერ ხარ შენებურად.
-ჰო.
-რამე ხდება?
-რაღაც ვერ მასვენებს და ის რაღაც ვერ გამიგია.
-იქნებ და ბაბალე გიყვარს..
-რა სისულელეა. ნიაკოზე ვჭედავ და რა ბაბალე. ჩაიცინა. -თან ანდროს ევასება ეგ..
-რავი.. ისე იქცევი.
-როგორ?
-ბაბალეზე შეყვარებული კაცივით.
-ქებურია, რომ შემიყვარდეს თავი მექნება მოსაკლავი. ბოღმა მოაწვა.. -მეზიზღება.
-ასე, რომ ლაპარაკობ ვეღარ გცნობ. იმ ღლაპს ემსგავსები, რომელსაც მასზე კარგი არავინ უნდა, რომ იყოს დედამიწაზე.
-ჩემზე კარგი ის ვერც იქნება.. ბრაზისგან აენთო.
-,,მგონი ,იმ მდარე წიგნებში სიმართლე წერია: სიყვარული სიბრაზით იწყებაო” ორაზროვნად ჩაილაპარაკა მაქსმა და ტუჩის კუთხეში გაეღიმა.
ასე და ამგვარად გავიდა ორი წელი.. სწორედ იმ დღეს, რაჭაში ნახეს ერთმანეთი საბოლოოდ.. მას მერე არც ერთხელ არ შეხვედრილან. თბილისი პატარა იყო, მაგრამ მათთვის დიდი აღმოჩნდა. გავიდა ზუსტად 24 თვე.
ორივე გაიზარდა და დაიხვეწა.
ორივე შეიცვალა..
ბაბალე ფსიქოლოგიურზე სწავლობდა..
გიკა არქიტექტურაზე..
უკვე მესამე კურსის სტუდენტებად ითვლებოდნენ და თავიანთ მომავალს ქმნიდნენ.
ანასტასია იმ ზაფხულსვე გაემგზავრა ესპამეთში თავის ბიძასვილებთან ერთად და იქ გააგრძელა სწავლა..
ბაბალე დატოვა სულ მარტოდ მარტო პატარა ქალაქში..
რა შეიცვალა ამ ორ წელში?
ძალიან ბევრი რამ .
იმდენი რამ, რომ მოყოლითაც დაიღლება ადამიანი. ამიტომ მხოლოდ მნიშვნელოვანზე ვისაუბრებ.
იყო გაუთავებელი ხიონაკისა და ნიაკოს შერიგება გაცილებების პერიოდი, რომელიც რამოდენიმე თვის წინ ნიშნობით დაგვირგვინდა, სადაც ქორწილის დრო და თარიღიც გამოაცხადა წყვილმა და სამზადისსაც შეუდგნენ. რატომღაც ნიაკო ხახუბიამ დეკემბერში ინდომა ქორწილის გადახდა და გიკაც მას დამორჩილდა.
ახსოვდა თუ არა წითური?
ალბათ. აბა ვინ დაივიწყებდა მის მწვანე თვალებს და მუდამ აჩეჩილ მოელვარე თმებს?
კი ნამდვილად ახსოვდა ტვინის, რომელიღაც კუნჭულში ჩამალულ წერტილს ქებურია.
ბაბალემაც მონახა თავისი ცხოვრების მეგზური. ლაშა პაპასკირი...
უყვარდა ეს ბიჭი მისი შინაგანი კეთილი და გასაოცარი სამყაროს გამო.
ის სიყვარული რასაც წიგნებში წერენ, იყო თუ არა ამ ორ წყვილს შორის ამას ვერავინ იტყოდა,მაგრამ აშკარა იყო რაღაც აკლდა ორივეს.. და ეს რაღაც ის ცეცხლის ნაპერწკალი იყო კოცონის დანთება, რომ შეეძლო.
პატარაობიდანვე მიყვარდა ჩემთვის საყვარელი მწერალი, ოტია იოსელიანი და მისი ერთ ერთი ციტატა მუდამ მიტრილებდა ტვინში.
"ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ–სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია.“
პირველად, რომ წავიკითხე ისე შევშინდი თითქოს ვერასდროს ვიპოვიდი მე იმ ერთს და ვაი თუ სხვისას შევეჯახოთქო... არ ვიცი..
ხან ისეა ხან ასე. სიყვარულიც ხომ გამართლებაზეა არა?
აი საკითხავი სწორედ ეგ იყო.
ნეტავ მართლა იყო ნიაკო და გიკა ერთმანეთის ნახევრები?
იქნებ და არ იყვნენ?
ან იყვნენ...
ლაშა და ბაბაბი?
ხო.. ეგენიც კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩნენ..
ისევ აგვისტო და გაუსაძლისი სიცხე.. თბილისს, რომ წვავდა და ხალხს სულს უხუთავდა.. აივანზე იყო გასული სარეცხს ფენდა მობილურზე ტასიკომ რო დაურეკა.
-ბაბალე ჩამოვედი..
მხოლოდ ეს ორი სიტყვა და მონატრებისგან გამოწვეული ემოციები..
-თბილისში ხარ?
-ხო დავბრუნდი. კისკისებდა ყურმილს მიღმა მყოფი.
საღამოს აუარა მონატრებულ დაქალს და მთელი ისტორია უამბო რაც ესპანეთში გადახდა. სკაიპშიც არ აკლებდნენ ქოთქოთს მარა რა ჯობდა ასე ერთად ჭუკჭუკს? რა თქმა უნდა არც არაფერი.. თან ცივი ყავის ფონზე..
-ხვალ ყაზბეგში მივდივართ სასტავი და შენც გაემზადე..
-მე?
-ახლა არ დაიწყო.
-ისიც იქნება?
-ხო.. ნიაკოსთან ერთად..
-როდისაა ქორწილიო?
-რავიცი გოგო ხან ნოემბერიო ხან დეკემბერიო.. ნეტავი თვითონ გაარკვიონ და მე რას ვჩივი..
-რა შეცვლილი ხარ ჩემო ტასიკო.. მხარზე ჩამოადო თავი.
-შენც არა ნაკლები.. ისე რამ გადაგაწყვეტინა თმების ქერად შეღება?
-რავი..
-მის გამო?
-ეგ რა შუაშია? ორი წელია თვალით არ მინახავს. თან ტონიკია მალე გადავა.
-კლასის შეკრებაზე არ ყოფილხარ?
-ნწ.. არ წავსულვარ.
-ანდრია ჩამოდის ამ თვის ბოლოს.
-აეროპორტში დავუხვდე?
-ხო ბუშტებით ხელში. სიცილით დაეთანხმა. -ლაშიკო სად გყავს ?
-თურქეთშია წასული რაღაც საქმეზე.
-როდის ქორწინდებით თქვენ?
-რა დროს დაქორწინებაა ერთი წელია რაც შეყვარებულები ვართ.
-რა ცოტა დროა...
-ცოტაა.
-აბა იყავით მაშინ 20 წელი ასე ხელჩაკიდებულები და უყურეთ სხვებს..
-ხომ იცი ჩემი დამოკიდებულება დაოჯახებაზე?
-ხო და მაგიტომ მეშინია მარტოდ მარტო არ დარჩე.
-არ იღელვო მაგაზე შენ.. ხვალ რომელზე უნდა გავიდეთ?
-8სკენ.. მე და მაქსი გამოგივლით და ერთად წავიდეთ.
-ვინები მოდიან იმ წყვილის გარდა?
-ჩემი ბიძაშვილები და მშობლების სასტავის შვილები..
-ოჰ ავსებულა სასტუმრო და ეგაა.
-არ გადამაგდო იცოდე ხვალ კორპუსთან იყავი.
-მიდიხარ უკვე?
-ხო, მშობლები წესიერადაც არ მინახია ისე გამოვარდი შენთან.. ხვალამდე ბაბულიკ.. ლოყაზე აკოცა და ბინიდან გავიდა.
მთელი ღამე არ მოასვენეს ფიქრებმა. ვერ შეძლო დაძინება. ხვალინდელი დღის მოლოდინში თვალიც ვერ მოხუჭა.. თითქოს ეს ორი წელი გაქრა და იგივობაში დაბრუნდა.



უჰჰ ძალიან კარგია.მიყვარს მე ეს ისტორია!არვიცი გეწყინება თუ გესიამოვნება მაგრამ რაც კი ამ საიტზე აგიტვირთავს ყველას სჯობია!ნუ ჩემი პირადი აზრია

 


№2  offline მოდერი Mathew

ვუჰუუ,სასწაულიაა,შეიდარებელი და არ ვიცი მეტი რა ვთქვა.კომენატი კი პატარაა მაგრამმთელი გულით დავწერე ))

 


საოცრებაა,როგორ შეგიძლიანასე ჩამითრიო და დამაინტრიგო??რა ხარ ესეთი?? სასწაულიი გოგო ხარ არ ვიცი რა ვთქვაა!!სიტყვებიც ზედმეტია,საშინლად მიყვარს ეს ისტორიაა!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent