შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება დემონი,ნაწილი 2,თავი 3


27-02-2018, 05:41
ავტორი katiusha
ნანახია 2 828

ოდესმე ოცნება თუ აუხდებოდა თან ახალი წლის ღამეს ვერ წარმოიდგენდა.ალბათ ინტუიციით გრძნობდა რომ ამ დღეს რაღაც კარგი ელოდა და ამიტომ იყო მთელი დღე კარგ ხასიათზე.ახლა ისიც კი დაიჯერა რომ ახალი წლის ღამე ჯადოსნურია და ბავშვობაში ხშირად რომ უმეორებდნენ სურვილები ხდებაო ახლა ბოლომდე იწამა ამ სიტყვების..
გელოვანის ტუჩებმა მის ბაგეებზე ისეთი ხანძარი გააჩინა, რომ მისი ჩაქრობა არ ისურვა და მეტიც ბოლომდე გადაწყვიტა მასთან ერთად ჩამწვარიყო ვნების ამ ცეცხლში. თავს უფლება მისცა და დროებით ყველა და ყველაფერი დაივიწყა და მამაკაცის კოცნას კოცნითვე უპასუხა.კისერზე შემოხვია ხელები და მჭიდროდ შეკრა.არც ბექა დარჩენილა ისე. მის თმაში ახლართა თითები და უფრო მეტად მიიზიდა თავისკენ.იმდენად შევიდნენ ეშხში და იმდენად მოწყდნენ სამყაროს რომ ელენემ ბექას კბენა ვერ იგრძნო ქვედა ტუჩზე და ვერც ბიჭი გამოერკვა უცებ ისე აღმოჩნდა ელენეს ხელები როგორ ჩამოუცურდა მის გულ-მკერდზე მის მაისურზე და ღილებს ხსნიდნენ...
ისე იყო გოგო ალერსს და სითბოს მონატრებული მამაკაცისგან რომ გაველურებული თვითონაც მჭიდროდ ეკვროდა ბიჭს, ამდენი წლის თუ თვის ნაგროვებმა ვნებამ ერთად ამოხეთქა და მხოლოდ მაშინ გამოერკვა გელოვანის ცივი თითები რომ იგრძნო მაისურის ქვეშ-შიშველ წელზე..მაშინვე მოაშორა ტუჩები და ხელებით მსუბუქად უბიძგა რომ მისგან გაწეულიყო...მერე თავი დახარა და დამნაშავესავით იატაკს დაუწყო ყურება
-მეც გილოცავ ახალ წელს, ჩაიდუდღუნა და თითებს დაუწყო წვალება.
-მაპატიე,თავი ვერ შევიკავე,მეც არ ვიცი რა დამემართა.უკან დაიხია ბექამ.-დაივიწყე და ისე მოიქეცი როგორც აქამდე.მიხვდა რომ გოგო უხერხულ სიტუაციაში ჩაგდო და გამოსწორება სცადა ბოდიშით,თუმცა შინაგანად დუღდა და ერთი სული ჰქონდა იგივე კვლავ გაემეორებინა.
-და ისე მოვიქცე თითქოს არაფერი მომხდარა, ამის თქმა დაგავიწყდა.ელენეს ხმაში წყენა შენიშნა ბიჭმა, და უკან გადევნება სცადა,მაგრამ ელე ოთახიდან გაუჩინარდა და მალე ცოცხით და ასაღებით გამოჩნდა.ნამსხვრევები ერთად მოაგროვა და აწმინდა.
-წავალ ჩვენს გვრიტებს დავუძახებ და სუფრას მივუსხდეთ. მის გასაგონად ჩაილაპარაკა და გასვლისას ჩუმად გააპარა ისევ თვალი ბექასკენ,რომელიც დივანზე იჯდა და ყურადღების გადასატანად ტელევიზორს მიჩერებოდა.
-ვაა ვაა თეფში გატყდა?ბედნიერების ნიშანია. გაიხუმრა ირაკლიმ,რომელიც ელენეს სააბაზანოს კართან შეეჩეხა,რუსასთვის ხელი მოეხვია და ბედნიერები მოაბიჯებდნენ.
-სად გაქრით თქვენ ამდენ ხანს?მიდით სუფრასთან და მეც ორ წუთში შემოგიერთდებით
-ის ცოცხალია?ხომ არ დახოცეთ ერთმანეთი?-გაეცინა რუსას
-მიდით და ნახეთ,აჰყვა ელეც და სამზარეულოში გაუჩინარდა. რუსა რის რუსა იყო რომ ამ ღიმილის მიღმა არ შეემჩნია ის დაბნეულობა რასაც ელე ცდილობდა დაემალა.მიხმარება მოიმიზეზა და უკან მიჰყვა მას,ირაკლი კი ბექასთან გაუშვა
-ელე რამე მოხდა?
-რატომ არ მითხარი რომ ისიც მოვიდოდა?
-შენ წინააღმდეგი ხარ?
-არა..კიი.არ ვიცი.. დავიბენი..ხომ იცი რომ ეს შეცდომაა..
-დამშვიდდი და ბედს მიენდე.შენ ხომ არ იცი რა მოხდება მომავალში და რატომ იტანჯავ თავს ამაზე ნერვიულობით?
-მეშინია ის ღამე რომ ვერ დავივიწყო ან ვერ გამიგოს
-მორჩიიი.დაიჯერე და დაარწმუნენ საკუთარი თავი რომ შენ გაქვს ბედნიერების უფლება.იქნებ ეს ის შანსია ცხოვრება რომ ერთხელ,ყოველთვის გვაძლევს და მისი გამოყენება უნდა შევძლოთ?
-ვინ იცის...
-დღეს არ გვინდა ამაზე ლაპარაკი და ფიქრი,ცუდი დავტოვოთ წარსულში და ახალს და კარგს ველოდოთ ამ წლისგან.თან იმას ნამდვილად ვერ უარყოფ რომ თქვენს შორის არის რაღაც მუხტი,რაღაც ძალა რაც ისე გიძიდავთ ერთმანეთთან რომ უარს ვერ ამბობთ.
-ხოო, ვერ ვწყვეტ მასზე ფიქრს
-ხოდა წამო დღეს ყველაზე მაგარი ახალი წელი გავატაროთ, გაეცინა რუსას ხელი ჩაჰკიდა და მისაღებისკენ წაათრია ელე.....

-რა გჭირს ბიჭო რატომ ხარ ასე დაბნეული?უჩურჩულა ირაკლიმ ძმაკაცს.-მოგწონს?
-ეს გოგო ჭკუიდან გადამიყვანს.
=ასეც ვიცოდი...
-როგორ მომატყუე, აკი სახლში არ იქნებაო?თუმცა როგორ დაგიჯერე, აბა სად წავიდოდა, ერთადერთი დაქალი ყავს და მასთან ერთად ცხოვრობს.
-დღეს ნუ გამოამჟღავნებ შენს უჟმურ ხასიათს კარგი?გაიღიმე ნახე მოდიან.
-ასე კარგია?ყურებამდე გაიკრიჭა ბექა და მოჩვენებითი ღიიმილი აიკრო სახეზე.
-მასხარა ხარ ნამდვილი,გაეცინა ირაკლის და რუსას მიუბრუნდა.-ჰაა გახდა უკვე ტორმეტი, არ დავსხდეტ?
-მობრძანდით ვაჟბატოონებო.ყველაფერი მზადაა. სკამი გამოსწია რუსამ და ირაკლი გვერდით მოისვა. ელენეს და ბექას სხვა გზა არ დარჩენოდათ,, ჯერ ერთმანეთს გადახედეს და მერე სუფრას მიუსხდნენ,შინაგანად ორივე ისეთ სიხარულს გრძნობდა რომ ის რამდნეიმე სანტიმეტრი რაც ერთმანეთისგან აშორებდათ არაფრად მიაჩნდათ. ვერც გამოხატავდნენ, თითქოს რღაცას ან ვიღაცას უმალავდნენ რომ არ წაერთმიათ და არ დაენგრიათ ეს სასწაული რაც გულში ნელ-ნელა იბადებოდა და რასაც სიყვარული ერქვა...
თითქოს აკრძალული იყო ეს და ამისთვის ორივე დაისჯებოდა..თიტქოს წაართმევდნენ და ამ უთქმელობით და დამალვით ცდილობდნენ გაფრთხილებოდნენ და დაეცვათ.
-ელენე, შენი ჭიქა..გამოარკვია ირაკლის ხმამ და დაბნეულმა მიაწოდა ჭიქა.მადლობა გადაუხადა და უხმოდ დააბრუნა უკან მაგიდაზე.
-ბოლოს ჩვენ რომ დავლიეთ მგონი ბევრი მოგვივიდა.გაეცინა ირაკლის
-მგონიი?მგონი კია არა იმდენი დალიეთ მეორე დღე სულ ამ ქალბატონის მოვლაში გავატარე. შეიცხადა რუსამ
-რუუს ნუ შემარცხენ ძალიან გთხოვ..
-არა ბატონო დალევა შენი საქმე,ორი ჭიქის მეტს ვერ სვავ და არც ეშვები...
ბექას ჩუმად ეღიმებოდა ელენს გაწითლებულ ღაწვებზე თითქოს დანაშაულზე გამოიჭირესო.
-ასე არც ეს გახლავთ დალევის დიდი მოყვარული იშვიატად სვავს მაგრამ ყოველთის კარგად იტანს და სახლში ისე მიდის თითქოს სულ არ იყოს ნასვამი, ფეხიც კი არ ერევა. გასცა მეგობარი ირაკლიმ
-სამაგიეროდ შენსავით სულ ბარებსი და რესტორნებში არ დავდივარ და ვმუშაობ..
-მოიცა რაა?თვალები დაქაჩა რუსამ.-შენ კიდევ დადიხარ კლუბებსი?თან უჩემოდ?
-აუუ..ეხლა ამას აუხსენი..მოგკლავ გელოვანო...
ელენე და ბექა ხმამაღლა იცინოდნენ წყვილის კამათზე
-ბექას კი არა შენ მოგკლავ თუ გავიგე რომ უჩემოდ წახვედი იქ და ნაშებში იგულავე...გვერდებზე უჩნიტა რუსამ
-ნელა რა მწარე ხელი გაქვს ენასავით.გაეხუმრა ბიჭი და მტკივანი ადგილი ხელით დაიზილა
-მოდი ნუ ვიკამტებთ და სადღეგრძელოზე გადავბიდეთ, და წინააღმდეგები თუ არ იქნებით ერთ სადღეგრძელოს ვიტყვი?სიტუაციის განმუხტვა ცადა ბექამ და გამოუვიდა კიდეც თანხმობა მიიღო სამივესგან.
-მოდით დღევანდელი დღე დავლოცოთ და ჩვენს ერთად ყოფნას გაუმარჯოს.არა აქამდე კი ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ აი ასეთ სიტუაციაში ყოფნას გაუნმარჯოს და ჩვენს ირველ ერთობლივ ახალ წელს, რომელიც დარწმუნებული ვარ წინ კიდევ ბევრი გველოდება ამ ლამაზი წყვილი წყალობით.აქამდე თიქოს ერთფეროვანი იყო, სულ ამ ბედოვლათთან ერთად მიევდა შეხვედრა და ხშირად სამსახურსი.
-მოიცა რამეს მიწუნებდი?ცუდი პარტნიორი ვიყავი?
არა რათქმა უნდა,ახალ წელს მასხარა ყოველთვის მყავდა..გაეცინა ბექას
რაოო?_თვალები გაუფართოივდა იკარლის
გოოები უკვე ულიანად იცინოდნენ, ელენე ისიც კი ვერ გაიაზრა როგორ მიეყრდნო მხხარით ბექას და გადაბჟირდა..თან მისკენ აპარებდა თვალს და მის თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა, მის მომღიმარ სახეს უყურებდა და თამამდ შეიძლება ახლა ეთქვა რომ ეს სულ სხვანაირი ბექა იყო და არა ისეთი უჟმური იქ რომ შეხვდა მაშინ განყოფილებაში.
-აბა გაგვიმარჯოს ქალბატონო ელენე...ჭიქა წაიღო მისკენ ბექამ
-კიდევ ერთხელ დამიძახებ ქალბატონოს და პირადად ვიძრუნებ იმაზე რომ მომავალ ახალ წელს აღარ შეხვდე,თვალები დაუბრიალა ელენემ.
-შენ ჩემს მეგობარს არ იცნობ, როცა ბრაზდება ისეთია მტრისას ვუბმემ გააჩეროს ან დაიმორჩილოს.
-გამოჩნდება მისი დამმორჩილებელიც ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ბექას
-ბოლოსდაბოლოს გვეტყო ს ფორმალობები და შინაურულად მივმართოთ ერთმანეთს.
-კარგი ირაკლი, ასე იყოს. დაეთანხმა ელენე და ჭიქა მიურტყა ჭიქაზე ბექას
ისედაც გვიან მიუსხდნენ სუფრას და მეტი სადღეგრძელო არ დასცალდათ.თორმეტი საათი გახდა და გარეთ უისეთი ფეიერვერკი დაიწყო რომ გააყრუა გარემო. რუსამ ირაკლის ჩაჰკიდა ხელი და აივანზე გაიყვანა. მიეხუტა და სულ არ ადარდებდა რომ მარტო დატოვა წყვილი.გაბადრული უყურებდა ცას
-ჩვენც გავიდეთ.ხელი მოჰკიდა ბექამ და სკამიდან წამოაყენა დაბნეული ელენე.
აივანი არც ისე დიდი იყო, მაგრამ ოთხივე დაიტია.ბექა და ელენე უბრალოდ ერთმანეთის გვერდი გვერდ იდგნენ დადა მხრებით ეხებოდნენ ერთნმანეთს.ბიჭმა ვეღარ მოითმინა და ჩუმად გააპარა ხელი ელენესკენ.მისი თითები მოიქცია თავის დიდ ტორში და ცერა თითით ხელის ზურგზე მოეფერა.გოგოს ერთიანად დაუარა სხეულში ჭიანჭველებმა და გააკანკალა ვნებისგან თუსიცივისგან უკვე ვეღარ იგებდა.
-ნუ კანკალებ,არაფერს დაგიშავებ,ტუჩები ყურთან მიუტანა და უურჩულა ბიჭმა
-ნუ მაბნებ,თითის წვერებზე აიწია რომ მის სახესთან ახლოს ყოფილიყო და მანაც უჩურჩულა
-ხელები გაგეყინა.
-გამითბე.გოგომ ისე შეხედა და ისე მიანათა ანთებული თვალები რომ გელოვანმა თავი ძლივს შეიკავა არ ეკოცნა.
-ნებას თუ მომცემ ისევ დაიხარა მისკენ ბიჭი
-ნუ ცუღლუტონ, ხელი მიჰკრა გვერდში ელენემ.
ასე ფლირტსი გაატარეს ის წუთები და იმ სილამზის ვერაფერი გაიგეს რომელზე უსა აღტაცებით საუბრობდა.მერე შიგნით შებუნდნენ, ბიჭებმა ხმაურით გახსენს შამპანურის ბოთლები, ჭიქებში ჩამოასხეს და ახალი წლის სადღეგრძელოც შესვეს.მერე რამდნეიმე ტრადიციულიც მიაყოლეს და ცოტა შეზარხოშდნენ.თამადად ბექა დააყენეს და ისიც ნელ-ნელა გაიხსნა.ისეთი მხიარული იყო და ისეთ საგღეგრძელოებს ამბობდა და ისე გულიანდ რომ ელენე სერიოზულად დაფიქრდა მგონი გელოვანს ორეული ყავს და არ ვიცოდიაო.
-აკადენმიაში რომ ვსწავლობდით ეს მაIშნაც ასეთი სერიოზული და უჟმური იყო როგორიც ახლაა და როგოიც გაიცანით.ჩვენ ბიჭები ყირაზე გადავდიოდით,ათას სისულელეს ვაკეთებდით გოგოების შესაბმელად, ეს კი ერთს გაუღინმებდა და მორჩა იქ დამთავრებული იყო,
რა ჩემი ბრალია თუ გოგოებს თქვენნაირი ცანცარა და არასერიოზული მამაკაცები არ მოსწონდათ>მხრები აიჩეჩა ბექამ-თან მე ყოველთვის ვიცოდი ვითვის უნდა განმეღიმა
-იცოდე ახლაც რომ იგივე გააკეთო და ვიმესთან დაგინახოო...
-აუუ ამას კიდევ გაგიჟება უნდა?სული ამომხადა ეჭვიანობით. თავი შეაცოდა ირაკლიმ
-სიყვარულის გამო უნდ აიტანო,გაეცინა ელენეს
-შენ თუ აიტან ან მოითმენ რამეს სიყვარულის გამო?
-მე თავის დროზე ბევრი რამე მოვითმინე და ავიტანე სიყვარულის გამო,მაგრამ როცა უკვე მოთმინების ძაფი წყდება იქ უკვე სხვანაირადა საქმე.არის რაღაცეები რასაც ვერც აიტან და არც მოითმენ
-რა თქმა უნდა ზღვარი ყველგან დ ყველაფერსი არსებობს.
-მოდი არ გვინდ ასეთ ტემებზე საუბარი და ვიცეკვთ.მართალია ღამის ორის საათია მაგრამ დღეს ხომ ყველას ღვიძავს და მეზობლები არ გაგვიბრაზდებიან. წამოხტა რუსა, ლეპტოპსი მუსიკა ჩართო და ირაკლი საცეკვაოდ წაიკვანა მოკრძალებული მოედნისაკენ.
-თქვენც ადექით რაა,მიაძხა ელენეს და ნელი მოძრაობით ააყოლა ტანი ნაზ მელოდიას.
მეტი გზა არ დარჩენოდათ.ბექამ ხელი გაუწოდა და ვიცეკვოთო სთხოვა,ელენემ თავის აკანკალებული ხელი გაუწოდა დაწამოდგა,ბუჭმა წელზე მჭიდროდ მოხვია ხელი,სხეულზე აიკრა და მუსიკას აჰყვნენ.
-ისევ კანკალებ. ჩემი გეშინია?
-არა საიდან მოიტანე?რატომ ფიქრობ ასე?ისე უპასუხა ელენემ მას არ უყურებდა,
-მე არ ვფიქრობ, ამას შენი სხეული ამბობს.
-კიდევ რას ამბობს ჩემი სხეული?
-ამბობს რომ სიგიჟემდე გინდა გაკოცო,-ჩაეღიმა ბიჭს
-ნუ სარგებლობ იმით რომ ვერაფერს გეტყვი.-გაავბული მიანათა თვალები გოგომ და მგობარს გახედა, რომელიც ირაკლის ისე იყო ჩახუტებული სულ არ აინტერესებდა იმ წუტსი არც ელენე და არც ბექა.
-ისე საკმაოდ ბევრ რამეს მალავ და ბევრი საიდუმლო გაქვს,
-რას გულისხმობ?
-დაწმუნებული ვარ იცი რასაც ვგულისხმობ, ნუ ყოველსემთხვევასი ხვდები მაინც,თვაი ჩაუკრა ეშმაკურად ბექამ
-ვერ მივხვდი..
-ვიცი რომ მიხვდი და იცოდე რომ შენს ყოველ ნაბიჯს ვაკონტროლებ და ამჯერად ვეღარ გამაცურებთ.
-შენ რა ჩემს პირად მცველად აპირებ მუშაობას?
-რაც გინდა ის დაარქვი ამას
-ისე ნუ იზავ რომ ქალაქის ცნობილი გამომძიებელი დევნაში და შევიწროვებაში დავადანაშაულო
-თუ გინდა სცადე და ნახავ რა გამოვა.
-ეს გამოწვევაა.მაგრამ არაუშავს,ვნახავთ ვინ დარჩება გამარჯვებული. ამჯერად ელენმ ჩაუკრა თვალი ეშმაკურად და მაცდურად გაუღიმა.ცეკვა ისე დაამთავრეს აღარაფერი უთქმათ,ასე ერთმანეთის ყურებაში და უხმოდ გალიეს დარჩენილი რამდენიმე წუთი,ან რა იყო სათქმელი და რას იტყოდა იქ ენა როცა თვალები ამბობდა ყველაფერს,გული და სხეული კი გრძნობდა..
...ასეა მართლაც..ხანდახან თუ გულით ვირწმუნებთ და დავიჟერებთ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს მართლაც აგვიხდება ოცნება თუ სურვილი და ბედნიერება ჩვენთანაც მოვა..ეს დაიჯერა ელენემაც,გაუფიქრა რომ მართალია მათ შორის ისეთი არაფერი მომხდარა მაგრამ ბედნიერად ვგრძნობ თავსო.და თუ მართლა ამას ისეთს არაფერს ეძახდა მისთვის სწორედ ეს ისეთი არაფერი იყო ბედნიერება და ახლა უკვე ნამდვილად დარწმუნდა იმაში რომ მის ბედნიერებას სახელად ბექა ერქვა და ყველაფერი უბრალოდ და მარტივად კარგად იყო...

ვიცი პატარაა და ის არაა რასაც ელოდით მაგრამ მაპატიეთ მალე დავდებ ახალს და გავზრდი თავებს. შეცდომებისთვისაც ბოდიში,არ მქონდა გადახედვის დრო



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძლივვვვს დაადგა საშველი ნუღა აგვიანებ ასე ძალიან რაააა... მერე კითხვის ინტერესიც მეკარგება ხოლმე არადა ძალიან მიყვარს ეს ისტორია... ისე ელენეს ეს "კანკალი" არ ჯდება მის ხასიათში... ძალიან მაინტერესებს რა მოხდება და მალე დადე გხოვ რა.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ?!

 


№3 სტუმარი ))))

Dzaan nu dagvianeb raa)) oro dgea vMowmebb xo ar dadotqo.. male dade kaii))) kargi motxrobaa

 


№4 სტუმარი nia nia

auu dzaan magari oyo arc ki vici meramdened gadavikitxe ukve. rogor momnatrebia es orii dade male raa gtxoov ar daagviano.

 


№5  offline წევრი katiusha

Iqneb dges game movaxerxo tu arada xval aucileblad iqneva<3

 


№6 სტუმარი ))))

ყოველ დღე ვამოწმებ ჰო წრ დადოთქოო .
... წესით 3 ში უნდა ყოფილიყო და რატო არ დადე აქამდე

ყოველ დღე ვამოწმებ ჰო წრ დადოთქოო .
... წესით 3 ში უნდა ყოფილიყო და რატო არ დადე აქამდე

 


№7  offline წევრი katiusha

ატვირთულია მაგრამ არ დადებულა ჯერ.უკვე სამი დგეა და ვერც საიტზე სჰემოვდივარ ტელეფონით.ეხლა ვნახე კომპიტ როცა სჰმოვედი რომ არ დადებულა

 


№8 სტუმარი ))))

აუუ ცუდია.. როგორშეიძლება ეგრეე... :( დამელია სული და გილი

 


№9  offline წევრი katiusha

ჩემი ბრალი არაა ბოდიშით ჩემო ერთგულო მკითხველებო.ვეცადე მალე მომეტანა თქვენთAნ ეს თავი მაგრამ საიტის ადმინისტრაცია რაღაც აგვიანებს :(

 


№10 სტუმარი ))))

უუხხხ :/ რატო აგვიანებენ არ შეიძლება ასე

 


№11  offline წევრი katiusha

სამწუხაროდ სიახლე არ გამოქცეყნდა და საიტიდან წაიშალა :( ცოტაც მოითმინეთ და თავიდან ავტვირთავ თან ორ თავს ერთად

 


№12 სტუმარი ))))

როდისთვის გული გჩერდა

ეგ რო თქვი :დდდდდდ

 


№13 სტუმარი სტუმარი დადუ

დადე მალეეე გთხვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent