შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (3 თავი)


27-02-2018, 19:20
ავტორი Stranger things
ნანახია 2 045

-შენ აქ საიდან გაჩნდი?-ვკითხე გაოცებულმა.
-მიდი,მიდი გადაღებებზე გვეჩქარება.-მითხრა მან.
-ერთი წუთით,ჯერ მიპასუხე.
-ქალბატონო მერი,მეგონა სერიოზული ქალბატონი ბრძანდებოდით თქვენ კი პატარა გოგოსავით იბუტებით.-მითხრა და გაიღიმა.
-არა რას ბრძანებთ,უბრალოდ თქვენი გაცნობა მინდოდა.-ვუთხარი და სკამზე ჩამოვჯექი.
-ალექსანდერ ჰარდი.-გამეცნო.-იურისტი, ჩემი პროფესიით ძირითადად არ მიმუშავია,შემდეგ დიზაინი შევისწავლე და გადავწყვიტე მუშაობა დამეწყო,აქამდე ბევრგან მიმუშავია,მაგრამ ცოტა ხნის წინ თქვენი კომპანიის აქციები შევისყიდე.
-საინტერესოა,რატომ?
-პირადი მიზეზების გამო-მითხრა და ჩაეღიმა.-თქვენზე რას მეტყვით?
-მერი მარშალი, ეს ჩემი კომპანიაა და აქ მე ვსვამ კითხვებს.ახლა კი თუ შეიძლება გამომყევით,გადაღებებზე ვაგვიანებთ.
წამოდგა და კარი გამიღო,რომ გავსულიყავი,როდესაც გავდიოდი პირი ჩემს ყურებთან მოიტანა და მითხრა:
-ახლა ვერსად გამექცევი ლამაზო.
უცნაური შეგრძნება დამეუფლა, მის შეხებაზე. ვერაფერი ვთქვი,მან კი კისერზე ცხვირი მომადო.
-მმმმ....
ცოტა ხანი გავბრუვდი,მაგრამ მალევე მოვედი გონზე და წინ წავედი.გარეთ ჩემი მანქანა შევნიშნე და იქით გადავდგი ნაბიჯი.
-მოიცა, სად გეჩქარება მე წაგიყვან.-მკლავით დამიჭირა ალექსმა.
-ხო და მერე საავადმყოფოში მომიწევს შენი გაძლება დამტვრეულები რომ ვიქნებით.არა მადლობა.-ვუთხარი და ხელი გამოვტაცე.
-გამარჯობა ქალბატონო მერი.-მომესალმა მძღოლი.
-წავედით.-ვუთხარი და უკანა სავარძელზე მოვთავსდი.თან ტელეფონში ჩავიხედე,მინდოდა დღევანდელი განრიგი გადამემოწმებინა.მანქანა დაიძრა და წავედით.
-ახლა მთელი გზა ეგ უნდა გეჭიროს.-ალექსის ხმა მომესმა.
-ჩემი მძღოლი სად არის?
-სახლში გავუშვი.-მითხრა თავმოწონებით.
-კარგი,ახლა შენ მოგიწევს მთელი დღე ჩემი ტარება.
-არ ვარ წინააღმდეგი.
-საერთოდ იცი სად არის გადაღებები?
-კი, ტბასთან.
მე ისევ ტელეფონში ჩავიხედე.
-მიდი წინ გადმოძვერი.-მითხრა და წინა სავარძელზე მიმანიშნა.
-არა.
ტბასთან რომ მივედით,არ დავაცადე კარის გაღება ისე გადმოვხტი მანქანიდან.
-კარგი,მოემზადეთ და ორ წუთში ვიწყებთ.-დავუყვირე გადამღებ ჯგუფს.-ჩემი მოდელი სადაა?
-ქალბატონო მერი,ტბაში ჩავარდა და ტირის.-მიპასუხა ენიმ
-რაა?ამხელა გოგო ტბაში როგორ ჩავარდა?ახლა სად არის?
-იცვლის.
ტრაილერისაკენ წავედი,სადაც „მტირალა" იჯდა, დანარჩენები კი ამშვიდებდნენ.
-მორჩა გეყოთ!მე იმიტომ გიხდით,რომ საქმე აკეთოთ და არა მტირალა მოდელები დაამშვიდოთ.და, შენ?რა გატირებს?ადექი და მოწესრიგდი.
ყველა წამოდგა და მის მოწესრიგებას ეცადა, მაგრამ ვინ დაგაცადა? ისტერიკაში ჩავარდა და უარესად ატირდა.
-მორჩა,გადაღებებიდან მოხსნილი ხარ,აიღე შენი ნივთები და წადი.
მოვბრუნდი, ალექს გვერდი ავუარე და ტრაილერიდან გავედი.
-გაგიჟდი?-გამომეკიდა ალექსი.-ახლა ახალი მოდელი როგორ ვიპოვოთ?
-ენი,მოდელების სია მომეცი,რომლებსაც დღეს გავესაუბრე.- ვუთხარი და სია გამოვართვი.
ის მოდელი ვიპოვე რომელსაც ვეძებდი და დავურეკე.
-გამარჯობა ანდრია,თქვენ აყვანილი ხართ,2 საათში ტბასთან იყავით,კორდინატებს გამოგიგზავნით.
-...კაარგი...
-მორჩა,მოვაგვარე შეგიძლიათ გაისეირნოთ,მაგრამ ერთ საათში დაბრუნდით.-ვუთხარი ყველას და ტბისკენ წავედი.
ბოლოს სკამზე ჩამოვჯექი და ხედს ვუყურებდი,თან ვიხსენებდი რატომ წამოვედი და რატომ გავხდი ასეთი.თვალებზე ცრემლები მომადგა მაგრამ შევიკავე,რადგან ალექსის ხმა გავიგე.
-რაზე ფიქრობ?
-შენ რატომ დამყვები უკან?წადი სხვა საქმე არ გაქვს?!-ვკითხე გაბრაზებულმა.
-არა.ერთმა ქალბატონმა მოდელი გააგდო და ახლა ნახევარი საათი უნდა ველოდო ახალს.
-კარგად მოქცეულა,ალბად ღირსი იყო ეგ შენი მოდელი.
-რა დაგიშავა იმ საწყალმა?-მკითხა და გვერდით ჩამომიჯდა.
-რომელი ზრდასრული ქალი ვარდება ტბაში და შემდეგ ტირის?ეგ ვერ დაწყნარდებოდა და სწრაფად ვიმოქმედე.
-მაინც არ მიპასუხე,რაზე ფიქრობდი.
-შენი საქმე არაა.-ვუთხარი და წამოვედი.
ანდრეა მალე მოვიდა და გადაღებებიც დავიწყეთ.ძალიან ლამაზი იყო და ნიჭიერიც.
-მომწონს ეს გოგო.
-მართლაც. ნიჭიერია.-მიპასუხა ალექსმა.
-ერთი წუთით...წვიმა იწყება?-ვთქვი და ამ დროს თავსხმა წვიმა წამოვიდა.-ჩქარა,ჩქარა,ხვალ გავაგრძელებთ,ახლა კი სასტუმროში წავიდეთ.
-ალექს...ჩქარა.-ვუთხარი და მანქანისაკენ გავიქეცი.-რომ ჩავჯექი ენის დავურეკე.-ენი,კამერები ხომ არ დასველდა?
-არა ქალბატონო მერი,ყველაფერი კარგადაა.
-კარგია.ბუღალტერთან გადარეკე,ბიუჯეტი გამოგვიყოს და სასტუმროს ხარჯები დაფარეთ.
-დიახ,ახლავე.-ყურმილი დავკიდე და ალექსს მივუბრუნდი.-პრობლემა ხომ არაა ერთი ღამე სასტუმროში რომ გავატაროთ?გცალია?
-ერთად?-მკითხა და ეშმაკურად გამიღიმა.
-ხო.
ისე შემომხედა თითქოს ამ წამს ცუდი სიტყვა მეთქვას.
-არა გამოშტერებულო!ვერ წავალთ,ამ გადაღებებისთვის ერთი კვირაა ვემზადებით.დღეს სასტუმროში დავრჩებით მე ცალკე შენ ცალკე(დავუკონკრეტე) და ხვალ გავაგრძელებთ გადაღებას.
სასტუმროში ყველა მოვთავსდით(მთლიანი სასტუმრო ჩვენ დავიკავეთ).მე ჩემს ოთახში შევედი და მოვათვალიერე,ლამაზი ოთახი იყო,როგორც კომპანიის დირექტორს კარგი ოთახი მერგო. მიკას დავურეკე.
-მიკა,მე წავედი და არ მეძებო,როგორც კი გადაიღებს დავბრუნდები.
-კიდე მიდიხარ?ვერ გავიგე რა მოგწონს ამაში.
-კარგად.-გავუთიშე.
ქურთუკი ავიღე და სასტუმროდან გავედი.


******************
ალექსი
******************
სასტუმროში შესვლის თანავე ჩემს ნომერში ავედი,მერი თავისაში შევიდა და ვერ მოვასწარი მეთქვა,რომ შარფი მანქანაში დარჩა, ცოტა ხნის შემდეგ მის კარზე დავაკაკუნე,მაგრამ არავინ მიპასუხა. ვიფიქრე მიკასთან იქნებოდა და ახლა მასთან მივედი.
-ალექს?-არ ელოდა ჩემს ნახვას.
-მერი აქ არის?შარფი დარჩა და მიმდოდა მიმეცა.
-ააამმმ...გასულია,მე მომეცი და გადავცემ.
-გასული?ამ წვიმაში?მანქანაც აქ არს.
-ოჰ,იცი...უყვარს წვიმაში გარეთ სიარული....ერთი საათის წინ წავიდა.არ ვიცი ახლა სადაა.
-კარგი,კარგად.-ვუთხარი,წამოვედი,მანქანაში ჩავჯექი და ტბისკენ ავიღე გეზი. იქ დამხვდა იჯდა და თითქოს არაფერი აწუხებსო ისე გაჰყურებდა ხედს.
-...ეჰ,როდის გავიდა ამდენი დრო.თითქოს გუშინ იყო...-თავისთვის ლაპარაკობდა.
გვერდით მივუჯექი და ქოლგა გადავაფარე, თავიდან თითქოს შეეშინდა და არ მელოდა,შემდეგ კი რომ დამინახა ისევ წინ გაიხედა.
-აქ რას აკეთებ ასეთ ამინდში?-ვკითხე მე.
-ოოო....-თქვა და წამოდგა.-მეგონა ჩუმად იქნებოდი.
-კარგი დაჯექი,ჩუმად ვარ.-ხელები ავწიე და ვანიშნე დამჯდარიყო, ცოტა ხანი მიყურა,თითქოს დარწმუნებას ცდილობსო და ბოლოს დაჯდა.
წვიმამ რომ გადაიღო,მანქანისკენ წავიდა და მეც უკან გავყევი, მივდიოდით და ხმას არ ვიღებდით.
-მოკლედ,რაღაც საბუთებია,რომლებსაც მინდა,რომ გადახედოთ...- ისე დაიწყო საქმეზე ლაპარაკი,თითოქს ცოტა ხნის წინ წვიმაში კი არა თათბირზე ვმსხდარიყავით.
-ერთი წუთით...რომ მოვედი რაზე ლაპარაკობდი?
-გაიგე?-მკითხა და თავი დახარა.
-მხოლოდ ნაწყვეტი დროის გასვლაზე.
-შეგიძლია დაივიწყო?-მკითხა და გვერდით გაიხედა.
-ხომ იცი,რომ თუ გინდა შეგიძლია მელაპარაკო.
-ოოოჰ...შენ?ორი დღის გაცნობილს?რომელმაც რამის მომკლა? არა მადლობა.-გაბრაზდა.-იცი რაა...გამიჩერე ფეხით წამოვალ- თქვა და ღვედი მოიხსნა.
-ნუ სულელობ,შეიკარი ღვედი.
-გამიჩერე!
მანქან გავაჩერე, ის კი გადავიდა და წინ წავიდა.მე ფანჯარას ჩავუწიე და თან გვერდით მივდიოდი.
-ვფიქრობ ეს მანქანა უფრო სწრაფია ვიდრე მე.-თქვა,ისე რომ არც შემოუხედავს.
-ჯიუტო.-მივაძახე,მანქანიდან გადავედი,მხარზე გადავიკიდე და ისე ჩავსვი,მის კივილს კი ყურადღება არ მივაქციე.-ასე მოგიხდება.
სასტუმრომდე ჩუმად იჯდა,როდესაც მანქანა გაჩერდა სწრაფად გადავიდა კარი ხმაურით დაკეტა და თავისი ნომრისაკენ წავიდა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent