გულის ძახილი 9
წვიმიანი და თან მოღრუბლული დილა,მაგრამ ღრუბლრები გადაყარა მზის სხივებმა და მაისის მშვენიერი ოქროს დილამაც ხალისიანი სახე მიიღო.დილის ნამით ნამტირალი ყვავილები სურნელების სუფთა ჰაერით გაჟღენთილა ადრეული გაზაფხულის ლამაზი დილა.ქეთიმ ღიღინით შეაღო გიორგის საძინებლის კარი და ძმას თავზე დაადგა. -აღარ დგები,გაგიტკბა ძილი. იცი რომელი საათია? -ხო, რომელი საათია რომ დამჩხავი თავზე ქეთი. -12 საათია და ადე რა. -სად არიან უფროსები.შეეკითხა ძილისაგან დაბოხებული ხმით და ცალი თვალით გახედა წელზე დოინჯებ შემოდებულ ქეთის. -მამა მუშაობს,დღეს მორიგეა არ მოვა. დედა კი მაღაზიაში წავიდა. -დედა რატომ გაუშვი და შენ რატომ არ წადი ან რატომ არ წაყევი.უთხრა ცოტა ბრაზმორეულმა. -ჩაცმა შემეზარა,ადე რა. -ჩაცმა შეეზარა გოგოს,აბა ეთქვა ფულს მოგცემ და წადი მეგობრებშიო? -ადე,მშია შენ გელოდები. -გადი და ავდგები,ჩაი დაადგი და ბუტერბროტები გამიკეთე.ქეთის გაეცინა და წავიდა,მალე კი კარზე ზარი იყო,ქეთის ეგონა დედა დაბრუნდაო და ცოტა ფეხი შეიჩერა,რადგან დედას სულ თან ჰქონდა გასაღები,მაგრამ ზარი ისევ განმეორდა და გიორგის გაბრაზებული ხმაც გაიგონა. -ქეთი არ გესმის?კარი გააღე. -მივდივარ ხო,ნუ ყვირი.ქეთიმ კარი გააღო და დედას ნაცვლად იქ მაღალი,სუსტი ახალგაზრდა მამაკაცი იდგა. -გიორგი ბურჯანაძე აქ ცხოვრობს? -კი,აქ ცხოვრობს.ვინ კითხულობს? -მის სახელზეა ეს წერილი და პირადად მას უნდა გადავცე ხელში. -დაუძახებ ახლავეს.შებრუნდა და გიორგის ხმაც გაიგონა. -ვინ არის ქეთი.გიორგი გაკვირვებული სახით მიუახლოვდა უცნობ მამაკაცს. -თქვეენს სახელზეა ეს კონვერტი,აიღეთ და აქ ხელი მოაწერეთ.გიორგიმ აიღო კონვერტი და მითითებულ ადგილზე ხელი მოაწერა.კარი მიხურა და გაკვირვებით და ინტერესით სავსემ დახედა დიდ ყვითელ კონვერტს რომელშიდაც არ იცოდა რა წერილი იდო.ნელა-ნელა გახსნა და კითხვა დაიწყო,უეცრად სახე შეეცვალა,ადგილზე გაშეშდა,თეთრ ქაღალდზე ნაწერებმა თითქოს მოძრაობა დაიწყო და არ აძლევდნენ საშუალებას გიორგის ბოლომდე წაეკითხა წერილი,საფეთქელებზე ლურჯად დააჩნდა ძარღვები ისე როგორც ყელში, ყბის კუთხებს ისე აჭერდა ერთმანეთს საცა იყო ძვლები ჩაემსხვრეოდა,გულის ცემა აუჩქარდა,ცრემლებით აევსო თვალები და თან ჩურჩულებდა. -არა,არა,არა ეს შეუძლებელია. -რა არის შეუძლებელი გიორგი.გიორგიმ ქეთის შეხედა ამღვრეული თვალებით და ცივი,გაყინული ხმით უყვირა. -ნუ მიყურებ ასეთი უცოდველი თვალებით,იცოდით,ყველამ იცოდით და ყველა ჩუმად იყავით.ასე როგორ მომექეცით,ასე როგორ გამიმეტეთ,ასე უგულოდ რატომ მომექეცი ანდრეა.ლუკააააა,ლუკაააააააააა,ლუკააააააააააა.ღრიალებდა გიორგი და თუ რამ მოხვდა ხელში ყველაფერი ნამსხვრევებად იქცა.ქეთის შეეშინდა და კარებთან კედელს მიეკრა და ისიც ხმით ტიროდა.გულგახეთქილმა აირბინა კიბეები ანდრეამ და დემეტრემ და კართან მდგარი აკანკალებული გიორგის დედა იდგა,შიშისაგან ვერ მოეხერხებინა კარის გაღება და ისიც ტიროდა. -რა ხდება,რა დაემართა.კითხა ანდრეამ. -არ ვიცი,ახლა მოვედი და გავიგონე შიგნიდან მსხვრევის ხმა, თან ლუკას სახელს გაიძახის და ტირის. -გააღე კარი,როგორ გაიგო ვინ უთხრა.გაუკვირდა დემეტრეს.გაფითრებული სახეებით შევიდნენ სახლში,ქეთიმ დაინახა თუ არა ანდრეა სახლში შესული მას მიეკრა შეშინებულმა,მანაც ხელი მოხვია პატარას და გულზე მიიკრა,თვალი კი მოავლო სახლს და გული მოეწურა რომ შეხედა გიორგის ძირს ჩამჯდარს და ხელში ფოტო ეჭირა სადაც სამივე გაღიმებული სახეებით უცქერდნენ ანდრეას.ლუკა შუში იდგა და ორივე მის ფრთების ქვეშ ჰყავდა,როგორო ბედნიერი სახეები ჰქონდათ ანდრეას,ლუკას და გიორგის.დაჰყურებდა ფოტოს და გულამოსკვნილი ტიროდა,მის გვერდით ჩაჯდა ანდრეა ხელი მოხვია გიორგის და გულზე მიიკრა,მასთან ერთად თავადაც ტიროდა,გიორგიმ შეხედა და ტირილით ძალა გამოცლილმა უთხრა,თან ხელებს გულზე ურტყამდა. -რატომ,რატომ დამიმალე ანდრეა. -ეს ასე არ უნდა გაგეგო,დღეს დემეტრესთან ვიყავი და საღამოს ორივე ვაპირებდით შენთვის სიმართლის თქმას. -ვაპირებდით თქმას,მაგრამ ისევ ლუკამ დაგვასწრო.ეს მისი დაწერილია,როგორც ჩანს წერილი წინასწარ გაამზადა.თქვა დემეტრემ და ისიც გიორგის გვერდით ჩაჯდა. -ახლა ვხვდები,სესილი რატომ არის ასეთი დარდით და სევდით სავსე.რატომ აცვია შავი,ღმერთო ვერ ვიჯერებ,ღმერთო ჩემი ლუკა,ლუკა აღარ არის და ეს როგორ დავიჯერო. -უნდა დაიჯერო გიორგი,ლუკა აღარ არის. -და მე იმ დროს,როცა მას ძალიან უჭირდა არ ვიყავი მის გვერდით,როცა ყველაზე მეტად უნდოდა გვერდით დგომა. -ვერ გეტყოდით,რადგან შენ იმ დროს ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყავი.რომ გვეთქვა ახლა შენც მის გვერდით იქნებოდი. -უნდა გეთქვათ,აუცილებლად უნდა გეთქვათ.ეს არ გამართლებთ,რომ მე ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. -მთავარია,რომ სწორედ მაშინ გაიგე სიმართლე,როცა ძალიან მნიშვნელვანი იყო გცოდნოდა.გიორგიმ გაკვირვებულმა შეხედა ალექსანდრას და შემდეგ ანდრეას კითხვის ნიშნის თვალით შეხედა,ანდრეაც მიუხვდა ინტერესის მიზეზს და უთხრა. -ლუკას მეგობარია.ჩამოვიდა,რადგან ლუკას ანდერძი გახსნას და ყველას წინაშე წაიკითხოს. -როდის,როდის უნდა მოხდეს ეს. -როცა თქვენ გადაწყვიტავთ,შეთანხმდით და მეც იქ მოვალ სადაც თქვენ მეტყვით.შემდეგ ბოდიში მოიხადა და დემეტრესთან ერთად დატოვა მეგობრები.დემეტრემ და ალექსანდრამ უკვე გვიანი ღამე იყო ერთმანეთს რომ დაშორდნენ.შიოდა,ჯერ მაღაზიაში გაიარა იყიდა რაც უნდოდა და შემდეგ სახლში წავიდა,ცალ ხელში ნაყიდები ეჭირა და ცალი ხელით კარებს აღებდა,რომ ყელთან ცივი იარაღი მიადო ვიღაცამ და პირზე მეორე ხელი ააფარა და ჩუმი ხმით უთხრა. -ხმა არ ამოიღო,არ გირჩევ და კარგად მომისმინე.მამაკაცის ჩახლეჩილმა ხმამ ალექსანდრა ადგილზე გააშეშა,მაგრამ უკან არ დაიხია და თვალებგაფართოვებულმა შეეკითხა. -ვინ ხარ,რა გინდა ჩემგან. -მხოლოდ მოსმენა და ნუ ცდილობ სახეში შემხედო,წინ იხედე თორემ კარგად არ დასრულდება შენი ჯიუტობა და ურჩობა.ვიცი,რომ ლუკას მკვლელს ეძებ.რასაც ახლა მოგცემ,დაგეხმარება მკვლელის ძებნაში და კიდევ უფრო ბევრ საქმეებს ნახავ შენთვის საინტერესოს.არანაირ საქმეს არანაირი ფული არჩიო,რადგან დარწმუნებული ვარ,ისინი ჩიხში მოგიქცევენ და ფული შემოგთავაზებენ,ბევრ ფულს.თუ ფულს აირჩევ,ვერასოდეს ვერ მიაგნებ მკლვლელს და თუ გამომყვები მეც თქვენთან ერთდ ვობრძოლებ.ეს ჩანაწერები და ეს სტიკერი მხოლოდ დემეტრეს აჩვენე და არამც და არამც სხვას არავის. -როგორ მივხვდე რომ არ მატყუილებ,იქნებ შენ მიგებ მახეს. -არ გიგებ მახეს,თავის დროზე ყველაფერს გაიგებ ალექსანდრა.ერთ ინფორმაციას გეტვი,ეს მინიშნებასავით იქნება რადგან იცოდე საქმის ძიება საიდან უნდა დაიწყო.იმას ვისაც ასე გამალებით ეძებ,ის რამოდენიმე ბარის მფლობელია და ერთ-ერთ მის დახურულ ბარში 13-14 წლის გოგონები ჰყავს,სადაც პორნო ბარია.ხო,პორნო ბარი,სადაც ეს გოგონები ჩაკეტილი ჰყავს და აიძულებს მამაკაცებს მოემსახურონ განურჩევლად ასაკისა.ეძებეთ და იპოვეთ ეს გოგონები,გადარჩინეთ ისინი ამ საშინელებებისგან და ამ სიბინძურისგან.სულ მალე კი იქვე ახლოში,იპოვით ლუკას მკვლელსაც. -თქვენ ვინ ხართ,მინდა ვიცოდე ვინ გვეხმარება. -ნუ ჩქარობ ჩემი ვინაობის გაგებას და ნუ ცდილობ უშიშრად მომაჩვენო თავი,არ ხარ იმ მდგომარეობაში რომ კითხვები აქეთ დამისვა.საქმეს მიხედე ალექსანდრა და გააკეთე ის რაც გითხარი.დრო და დრო შეგეხმიანები,მაქვს შენი ნომერი.უეცრად სიცივე იგრძნო,ნელა ნელა შებრუნდა და სიბნელეში ვერავინი ვერ დაინახა მის სიახლოვეს.იქ აღარავინი აღარ იდგა,ხელში კი სტიკერი ეჭირა.აღარ შესულა სახლში,დემეტრეს დაურეკა გაოცებულმა. -გისმენთ. -დემეტრე ალექსანდრა ვარ. -ალექსანდრა?ახლახანს დავშორდით ერთმანეთს რა მოხდა,რა ხმა გაქვს,მე უკვე სახლში ვარ. -მაპატიე დემეტრე მაგრამ უნდა გნახო. -არ მომწონს შენი ხმა,რა მოხდა. -დემეტრე ამ წუთში თავს დამესხნენ. -რააააა?რამე დაგიშავეს?სად ხარ,გამოვდივარ.ანდრეას დავურეკავ. -არა,არავის დაურეკო,მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ,მაგრამ სასწრაფოდ უნდა გნახო ტელეფონში ვერ გეტყვი სხვას ვერაფერს. -სად დაგესხნენ თავს,სახლში თუ გზაში. -სახლში და აქ საშიშია საუბარი.ყურადღებით უმენდა იზოლდა დემეტრეს და ანიშნა მათთან მისულიყო სახლში. -ჩემთან მოდი ახლავეს,ალექსანდრა გელოდები. -ღმერთო ჩემო რა მოხდა.თქვა იზოლდამ და საწოლიდან წამოდგა დემეტრე კი ალექსანდრას მოსვლამდე ნერვიულად გადი-გამოდიოდა.ეს მოუსვენრობა კი იზოლდასაც აფრთხობდა რომელიც ქმარს უცქერდა და ყოველ დღე უფრო და უფრო აცნობიერებდა,თუ რა მძიმე და რთული პროფესია ჰქონდა.დაელოდა დემეტრეს დამშვიდებას და შეეკითხა. -ვინ არის დემეტრე, ალექსანდრა აქამდე არ გიხსენებია არასდროს.დემეტრემ წინ დაიჯინა შეშინებული იზოლდა და მოკლედ აუხსნა საქმის ვითარება.როგორც იქნა ალექსანდრე მოვიდა და პირველად დემეტრეს მისი შეშინებული თვალები მოხვდა თვალში. -შემოდი,რა მოხდა ფერი არ გადევს სახეზე.ხელი მოკიდა და მიიყვანა დსავარძელთან. -წყალი.დემეტრემ წყალი დაუსხა და მიაწოდა,თან მის წინ ჩამოჯდა.იზოლდა კი სამზარეულოში გავიდა და მოცვის ჩაი დააყენა ნერვების დასამშვიდებლად. -დამშვიდდი,დაწყნარდი და ნელა-ნელა,დალაგებულად მოყევი რა მოხდა. -დემეტრე ის ვინც იარაღით დამხვდა,არ არის მტერი.იზოლდამ ჩაი შემოიტანა და ორივეს მიაწოდა. -აბა ვინ არის,რა უნდა.ეს ჩემი მეუღლეა იზოლდა.ქალებმა ერთმანეთს ღიმილით შეხედეს,მაგრამ ისევ დაუბრუნდა თემას,დემეტრეს შეხედა და უთხრა. -იმას ვინც ეს სტიკერი მომცა,როგორც გავიგე როგორც ჩვენ,მასაც იგივე უნდა,მათი განადგურება.მითხრა მხოლოდ და მხოლოდ დემეტრესთან ერთად იყურე და მიხვდება დემეტრე რაში და როგორ დაგეხმარებათ ეს სტიკერი გამოძიებაშიო.და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი,დემეტრე.ეძებე ბარი,სადაც პორნო კლუბია გაკეთებული და იქ მოპარული 13-14 წლის გოგონები ჰყავთო. -ის ვინც არის,გამოდის რომ ლუკას იცნობდა და თან ძალიან კარგად. -მეც მასე ვფიქრობ,მაგრამ ვერ გავიგე რატომ მალავს სახეს.და არა მარტო ლუკას შენც გიცნობს,ჩემი სახელი იცის და საერთოდ თქვენ ყველას გიცნობთ და ძალიან კარგად. -არ ვიცი საიდან გიცნობს შენ,მე თუ მიცნობს ეს არაა საგანგაშო რადგან მე თითქმის ყველა მიცნობს,მაგრამ ვფიქრობ შენი მონაყოლიდან როგორც გავიგე დიდი მიხვედრა არ უნდა,რომ მათთან ერთად არის,მათი ნდობა აქვს და არ უნდა თავი გასცეს.თქვა ჩაფიქრებულმა და შემდეგ ალექსანდრას შეეკითხა. -როგორ ხარ,ცოტა დაწყნარდი? -როგორ ვარ?არ ვიცი როგორ ვარ,არ შემშინებია თავიდან,მაგრამ ახლა მეშინია რომ ვფიქრობ,ლუკას სერიოზულ და საშიშ დამნაშავესთან ჰქონდა საქმე. -ალექსანდრა მეშინია შენც არ დაგიშავონ რამე,ისინი დაუნდობლები არიან,მათ ადამიანის სიცოცხლე არაფლად მიაჩნიათ.ძალიან საშიშია შენი მარტო გაჩერება,რაღაცას მოვიფიქრებ,ბიჭებსაც დაველაპარაკები და არ მოგცემ ნებას მარტო იცხოვრო. -გავთხოვდები. -რას იზამ?შეხედა გაბრაზებულმა დემეტრემ და ალესანდრას გაეცინა. -ხო, კარგი ვიხუმრე. -ხუმრობის დროა ახლა ალექსანდრა?გაუბრაზდა დმეტრე და მერე თავადაც გაეცინა. -დემეტრე არ დავფარავ მეშინია,მაგრამ არ დავნებდები ბრძოლით ბოლომდე ვიბრძოლებ და ლუკას მკვლელს ვიპოვით. -ვამაყობ შენით და შენი სიძლიერით,შენი მონდომებით. -მე და ლუკა ერთად ვსწავლობდით,მან მე ძალიან ბევრი რამ მასწავლა დემეტრე.მან მე ცხოვრებაც მასწავლა,სუნთქვა მასწავლა და ახლა ჩემი ჯერია ჩემივე ხელით მოვუღო ბოლო მის მკვლელს.დემეტრე გეფიცები,გეფიცები ამ საქმეს თავს შევაკლავ და დამნაშავეს მაინც ვიპოვნი. -საქმის ერთგული ხარ,ვიტყვი რომ ერთგულებაზე მეტიც კი,გიჟი,მაგრამ თავსაც უნდა მიხედო,შიში დაივიწყე ჩვენ შენს გვერდით ვართ.ალექსანდრა ყველაზე ძნელი და რთული ადამიანში არ არის მხოლოდ ციხე და გისოსებს მიღმა უთავისუფლო და შეზღუდული ცხოვრება.ყველაზე ცუდი ადამიანში,მუდმივად ჩასახლებული შიშია. -ვიცი და მე გადავლახავ ამ შიშს,ისე რომ შენც გაგიკვირდება.არ ვჩქარობ,ყველაფერი ჩემს ხელთ მექნება მალე,რომ ძლიერი ვიყო ბოლო და დიდი ნაბიჯის გადასადგმელად,ყოველივე შიშის გარეშე. -ეჭვი არ მეპარება შენში,დარწმუნებული ვარ შეძლებ ყველაფერს და სულ მალე ვნახავ საუკეთესო შედეგებს შენი მხრიდან.უთხრა დემეტრემ და თვალი ჩაუკრა. -გთხოვ მოაგვარო დემეტრე რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბოთ,რომ ერთმანეთს შევხვდეთ ყველამ ერთად. -კარგი,მაგ თემას მე მოვაგვარებ,ახლა დაწყნარდი და არსად არ წახვალ,იზოლდამ საძინებელი მოგიმზადა და აქ დაისვენე.ასე მეც მშვიდად ვიქნები და შენც შეძლებ დასვენებას. -მადლობა,ძალიან დიდი მადლობა.ვიცოდი,რომ ძალიან კარგი მეგობრები იყავით,მაგრამ ჩემი თვალით ნახულმა სულ სხვა და უფრო ლამაზი გრძნობა გამიჩინა.ღამე მშვიდობისა.დაემშვიდობა წყვილს და მოახლის მიერ ნაჩვენებ საძინებელში შევიდა. ალბად ყველასათვის ცუდია,როცა სიზმარში ნახულობ თუ როგორი შეცვლილია შენი ცხოვრება.ისეთია ზუსტად როგორიც შენ გინდა რომ იყოს და ვისთანაც გინდა რომ იცხოვრო ბოლომდე.უკვე რამდენიმე ღამეა ერთი და იგივე ხმა ესმის,მაგრამ ვერ ხედავს ხმის მფლობელს.ხან მახეშია გამბმული და ვიღაც იხსნის,ხან ფრთები აქვს და დაფრინავს.ხან იმ ადგილზეა სადაც ლუკასთან ერთად ძალიან დიდ დროს ატარებდა,მაგრამ ახლა არსად არ იყო,არ ჩანდა და ჯერ ძახილი მოესმა ვიღაც ეძახდა. -სესილი,სესილი.ნელა-ნელა გაახილა თვალი და ჩუმად გასცა პასუხი,თითქოს არ უნდოდა მათი ხმა ვინმეს გაეგონა. -ლუკა?ლუკა მართლა შენ ხარ? -თვალი გაახილე და შემხედავ თუ მოხვალ. -სად,სად მოვიდე ლუკა. -შორს არა,ვერანდაზე გამოდი სესილი.ნელა-ნელა წამოდგა,ხალათი შემოიმცვა და ვერანდის კარები გააღო.ფართოთ გახელილი და შიშჩამდგარი თვალებით შეხედა მის წინ მდგარ ლუკას რომელსაც როგორც ყოველთვის კლასიკურად ეცვა. -მოხვედი სესილი და ეს იმსას ნიშნავს ჯერ ისევ გიყვარვარ. -ჯერ?რას ჰქვია ჯერ,მთელი ცხოვრება მეყვარები. -ცხოვრება ბევრ რამეს ცვლის სესილი. -არა,არაფერი არ შეიცვლება ლუკა. -ნუ დამპირდები,ასეა და ასე იყო ყოველთვის.სესილი მე შენთან აღარ მოვალ,მე უნდა წავიდე და ამჯერად საბოლოოდ,არ მინდა მთელი ცხოვრება გლოვაში და მარტოობაში გაატარო. -არა,არ ვიქნები მარტო,წამიყვანე შენთან და სულ ერთად ვიქნებით ლუკა. -მომისმინე,შენი ხელი ძლიერმა ხელმა უნდა დაიჭიროს. -არავინი მჭირდება,მე შენ მჭირდები,მხოლოდ შენ. -გჭირდება.ამიტომ ეძებე,ეძებე ის ვინც ჩემს გულს მოგიტანს.მხოლოდ ასე მიგრძნობ, რომ ისევ შენთან ვარ. -ვინ ვეძებო,ან სად ვეძებო.ვინ არის ის ადამიანი მითხარი ლუკა მოვძებნი,მაგრამ შენს ადგილს ვერავინი ვერ დაიკავებს. -არა სესილი ის ცოცხალი ადამიანია და მოგცემს სითბოს,სიყვარულს.ჯერ კიდევ ბევრი გაქვს სასწავლი საყვარელო. -შენ?შენ მართლა წახვალ? -მე თავისუფალი ვარ,ჰაერივით თავისუფალი და დროა შენს თავს მიხედო.საკმარისია ჩემი გლოვა,მშვიდობით.სესილიმ წინ წაიწია უნდოდა შეხებოდა,მაგრამ ვერ შეეხო,ის გაქრა.ბორგავდა,ხელებს აქნევდა და ოფლისგან სულ სველი იყო,უეცრად წამოიკივლა და თვალი გაახილა,ირგვლივ მიმოიხედა წამოდგა ვერანდის კარი გააღო და გარეთ გაიხედა.ქარმა შემოუბერა სახეში,თმები აუწეწა და ის კი მაღლა ცაში ყველაზე დიდ მანათობელ ვარსკვლავს უცქერდა,თითქოს იმ ვარსკვლავში იყო ლუკა და ზემოდან ღიმილით უცქერდა.როგორ უნდოდა იმ წუთში ვიკა მის გვერდით ყოფილიყო,მაგრამ ის ოთოსთან ერთად იყო და დღე გამოშვებით ნახულობდა სესილის.დილით თვალებდასიებული ადგა,გონებაში ლუკას სიტყვები უტრიალებდა,მაგრამ იმასაც აცნობიერებდა რომ ის სიზმარი იყო და თავი უნდა გაეკონტროლებინა.ყავა მოიდუღა,თავი მოიწესრიგა და ნელა-ნელა სვამდა ცხელ ყავას თან კი ლუკაზე ფიქრობდა.კარზე ზარი იყო,უეცრად გამოფხიზლდა გათიშული გონება და ხელი ჩამოისვა სახეზე,კარის გასაღებად წავიდა,გააღო და მის წინ გიორგი იდგა ხელში შოკოლადების შეკვრა ეჭირა და ელოდა როდის შეიპატიჟებდა სესილი სახლში,სესილი კი ფიქრობდა ლუკას სიტყვებზე,ეძებნა ის ვინც ჩემს გულს მოგიტანს,მაგრამ სად უნდა ეძებოს,სად არის ლუკას გული,ვინ მოუტანს ლუკას გულს მას.გამოსავალი საკუთარ თავში უნდა ეპოვნა,ახლა კი გიორგი უნდა შემოიპატიჟოს,შეხედა მკრთალად გაუღიმა და სახლში შესასვლელად გზა დაუთმო.ძნელი იყო საუბრის დაწყება,ძალა მოიკრიბა და უთხრა. -ყავას ვსვამდი,დალევ შენც ხომ დალევ. -დავლევ,მხოლოდ უშაქროს.რამდენიმე წუთში ყავის ფინჯანი დადგა გიორგის წინ და თავადაც მის ადგილს დაუბრუნდა. -არ მოველოდი ასეთ მოულოდნელ სიურპრიზს. -ეს როგორ გავიგო,გამოდის რომ გაგიხარდა ჩემი მოულოდნელი სტუმრობა? -რატომ უნდა მწყენოდა? -სესილი როგორც კი გავიგე,მაშინვე უნდა მოვსულიყავი,მაგრამ ვერ შევძელი რადგან თავს ეს დღეები ძალიან ცუდად ვგრძნობდი. -არ გინდა ახსნა გიორგი,ვიცი და დარწმუნებული ვარ,რა დღესაც გაივლიდი.ვიცი,რომ ძნელია ჯერ კიდევ ამ ყველაფრის გაანალიზება შენთვის,მაგრამ რაც არ უნდა გვერდი აუარო,ვერსად ვერ გაექცევი იმ რეალურ ფაქტს,რომ ლუკა აღარ არის ჩვენს გვერდით. -სესილი მინდა შენთან ერთად წავიდე ლუკასთან. -წავიდეთ,მე დღეს ვაპირებდი წასვლას. -როგორც გავიგე,ჯერ კიდევ სიბნელეშია და წინ ვერ მიიწევს მკვლელობის ძიება. -ვიცი,დემეტრემ მეც მითხრა რომ ვერ წაიწიეს წინ.მაშ მზად ხარ,წავიდეთ? -წავიდეთ.წამოდგა,სესილიმ ჩანთა აიღო და ჯერ გიორგი გაატარა სახლიდან და შემდეგ კი თავად გავიდა და კარიც ჩაკეტა. -მთელი ეს დრო გონება გათიშული იყო,არ მესმოდა რა ხდებოდა ჩემს გარშემო.იმდენად გაორებული ვიყავი ვეღარ ვარჩევდი როდის უნდა დამეძინა და როდის გამეღვიძა.ისეთი გრძნობა მქონდა,რომ ორ სამყაროში ვცხოვრობდი.არაფერს არ მოუხდენია ასეთი ძლიერი შოკური გავლენა ჩემს ფსიქიკაზე როგორც ლუკას ამბავმა იმოქმედა.ძალიან ვწუხვარ,სესილი ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია.მიდიოდა ფრთხილად და გარემოს ათვალიერებდა,ხედავდა ზოგან მოუვლელი ველურ მცენარეებში დამალულ საფლავის ქვებს.უნდოდა ეგრძნო გიორგის სესილის იქ ყოფნა და ხელი ჩაკიდა,ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა მივიდნენ საფლავთან და ჯერ შორი ახლოდან უცქირა ლუკას მომღიმარ ფოტოს,ცოტა ხანში ნაზი სიოს მოფერება იგრძნო სახეზე და თვალები დახუჭა,უნებურად გიორგის ხელის შეშვების ნაცვლად,ხელი მაგრად მოუჭირა და გარინდყული დადგა.გიორგიმ შეხედა და თავადაც მოუჭირა ხელზე ხელი სესილის და შემდეგ კი შეუშვა და ლუკას საფლავს მიუახლოვდა.სესილი იდგა და ათვალიერებდა ირგვლივ საფლავებს,ქვაზე დახატულ ადამიანების სახეებს უცქერდა,რომლების არსებობაც ბუნებას მტვრის სქელი ფენით დაეფარა.მდუმარე დაჰყო თითქმის ერთი საათი ლუკასთან და შემდეგ ისევ ხელი-ხელ ჩაკიდებული წამოვიდნენ,მოულოდნელად შეჩერდა,თვალი მოავლო იქაურობას და სესილის უთხრა. -სესილი უკვე ვხვდები,რომ აქ,ამ მდუმარე სამყაროშიც არსებობს დრო.დრო,რომელიც სულ ერთ ადგილას დგას,წიკწიკებს საათივით,მაგრამ არ იძვრის.სესილი უსმენდა გიორგის მაგრამ მოულოდნელად მის ფეხებთან რაღაცამ გაიფაჩუნა და იმდენად შეეშინდა,შეჰკივლა და გიორგის აეკრა და ხელი გულზე დაადო,საიდანაც თითქოს ახმაურებული ძახილის ხმა მოესმა.გულზე ჰყავდა აკრული ქალი,რომელსაც რამოდენიმე თვის წინ,მისი საუკეთესო მეგობრის საცოლედ იცნობდა,მაგრამ ახლა მისი შეხედვა და უფრო მეტიც,მისი შეხება ისე ძლიერ უჩქარებდა გულს,დარწმუნებული იყო სესილიც კი გრძნობდა ამ აჩქარებულ სუნთქვას.არ უნდოდა ეფიქრა ,,ეს კაცი სულ მთლად შეიშალა''-ო და ფრთხილად გასწია წინ,ნელა-ნელა მოიშორა მკერდიდან.ხელი ჩაკიდა და ფრთხილად ჩაიყვანა ცოტა დაქანებულ თავდაღმართში.მალე მიიყვანა ბინასთან და ჩუმი ხმით უთხრა. -სესილი ვიცი უცნაურად მოგეჩვენება მაგრამ არ მინდა მხოლოდ იმიტომ ვხვდებოდეთ,რომ ლუკას საფლავზე ვიაროთ ერთად. -ვიცი სიგიჯეა ეს ყველაფერი გიორგი მაგრამ მეც ასე ვფიქრობ,შესაძლებელია სხვა დროსაც შევხვდეთ ერთმანეთს.გიორგიმ თვალებანთებულმა შეხედა და ხომ არ მომესმაო,დასარწმუნებლად შეეკითხა. -მართლა მეუბნები? -მართლა გეუბნები და არ მინდა დაძაბული ვხვდებოდეთ ერთმანეთს. -სესილი ცხოვრებამ დიდი დარტმა მოგაყენა,ვიცი რასაც გრძნობ და რას განიცდი.შენი გული ახლა ისეა,როგორც დამსხვრეული კრისტალი. -ნუ გეშინია გიორგი ასე ადვილად არ ვიმსხვრევი,პირველი ძლიერი დარტყმა 13 წლის ასაკში მომანიჭა ცხოვრებამ,მას შემდეგ 11 წელი გავიდა,სულ მალე 12 წელიც კი გახდება და არ მაკმარა,კიდევ ერთი დარტყმაც მომაყოლა ზედ.მტკივა და მინდა ვიღაცას გული გაუხსნა,მაგრამ არც ის მინდა ჩემი ტკივილით თავი მოვაბეზრო.გიორგი მიუბრუნდა სესილის და შეეკითხა. -13 წლის ასაკში რა ტკივილი ნახე,შეგიძლია მითხრა? -ეს გრძელი ამბავია და არ მინდა თავი მოგაბეზრო. -გინდა სადმე დავჯდეთ და გულახდილად ვისაუბროთ?სესილიმ ჯერ დაფიქრდა და შემდეგ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად,გიორგიმ არაფერი არ უთხრა და ერთ საათში მანქანა მის საყვარელ ადგილზე მიიყვანა.სესილიმ გაოცებული მოათვალიერა მიდამო და გიორგის შეხედა ბედნიერებისაგან გაბრწყინებული თვალებით. -ეს ადგილი ჩემი საყვარელი ადგილია,ყველთვის მიფერადებს ჩემში არსებულ სევდიან დღეებს,ამიტომ მიყვარს აქ მოსვლა როცა მარტო მინდა ყოფნა. -როგორ აღმოაჩინე ეს სილამაზე. -ერთ დღეს,შემთხვევით მანქანა ცოტა მოშორებით დავტოვე და აქამდე ფეხით ამოვყევი გზას,უფრო სწორად ბილიკს და მივხვდი,რომ ეს ის ადგილი იყო,სადაც იმ წუთში მინდოდა ყოფნა.აქ მავიწყდება ყველა ტკივილი და თავში მხოლოდ ბედნიერი დღეებითვის იყრის ფიქრები თავს. -რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის და სიხარულისთვის.ჩაილაპარაკა სესილიმ. -გეთანხმები,ძალიან ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის.მაგრამ ბედნიერებისთვის არააქვს მნიშვნელობა სეზონს და ამინდს.დღეს მინდოდა შენთვის მეჩვენებინა ადგილი,რომელიც წელიწადის ყოველ დროს ბედნიერებას მჩუქნის.წამოდი რა განახო,იქ პატარა წყაროა და იქ დავჯდეთ.ხელი მოკიდა და ყვავილებში ჩაიმალა ორივე.ენით აღუწერელი სილამაზეს შსცქეროდა მოჯადოვებული სესილი და შემდეგ გიორგის შეხედა გაუღიმა და უთხრა. -დიდი ხანია ასე ბედნიერად არ მიგრძვნია თავი,მადლობა,რომ ეს სილამაზე მაჩვენე. -სამადლობელი არაფერია,კიდევ ამოგიყვან როცა შენ მოისურვებ.აბა ახლა მომიყევი შენი ტკივილი დაიწყე,გისმენ.სესილიმ მოუყვა ყველაფერი დაწვრილებით გიორგის და გაოცებული უსმენდა გიორგი. -სესილი არ შეგაწყვეტინე და გისმენდი გაოცებული,18 წლის ვიყავი მაგდაგვარ შემთხვევას რომ შევესწარი,გოგონა რომელიც მე გადავარჩინე დიდი ხნის მანძილზე მტანჯავდა მისი ცრემლით სავსე დიდი თაფლისფერი თვალებით.გადავეფარე და არ მივეცი საშუალება დაენახა ცეცხლმოკიდებულ მანქანაში როგორ იწვოდა მისი მშობლები.სულ ვმოძრაობდი,სულ მასზე ვფიქრობდი და ყველგან ვეძებდი იმ თვალებს და იცი სად გადავაწყდი წლების შემდეგ?სესილიმ შეხედა გიორგის ინტერესით,გიორგიმ ჩაიცინა და გააგრძელა.-იქ ძია ფრიდონის ქოხში,როცა ლუკამ წარმიდგინა შენი თავი როგორც მისი საყვარელი ქალი და მალე დავქორწინდებიო.მაშინ შეგხედე თვალებში და მე ის თვალები ამოვიცანი,შენც შემიცანი და კითხვები დამაყარე,მაგრამ აღარ გავაგრძელე.გული დამწყდა,მაგრამ გავჩუმდი იმ დროს მხოლოდ სიჩუმე იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.მაშინ კი იმ დღეს,როცა შენ გადაგარჩინე არაფერი არ მიგრძვნია გარდა გულის აჩქარება და ჭვალასავით გულზე მოჭერა.თვეების შემდეგ კი გულმა დამიწყო ტკივილი და იმ ზომამდე მიმიყვანა გულის დონორის ძებნაც დამჭირდა.ბევრი გადავიტანეთ,ტკივილს უძლებს ადამიანი და ამ ტკივილისთვისაც მოგვცემს ძალას რომ გადავიტანოთ.გვეტკინოს,დავიწყების საშუალებას არ მოგვცემს,მაგრამ ცხოვრების გაგრძელებას შევძლებთ ტკივილთან ერთად. -გიორგი შენ ხარ ის ადამიანი,ვინც მე გადამარჩინა? -მე ვარ სესილი და ხედავ?რა პატარაა ეს ქვეყანა. -ხედავ?ჩვეულებრივი დღე რომ არაჩვეულებრივად იქცა?მინდა სულ ასეთი კარგი ამბები ხდებოდეს,თუ არ ხდება უნდა მოვინდომოთ და აუცილებლად ახდება. -სესილი წინ უნდა იარო,რომ გავიზარდოთ.ვიცი,მარტივი არ არის ასე უცებ ცხოვრების შეცვლა.მაგრამ ვცადოთ,ვეცადოთ.ბედნიერება რომ მოიპოვო რთული დღეების გავლაც საჭიროა.ვთვლი,რომ დღევანდელი დღე განსხვავებული და ინდივიდუალური დასასრულით დასრულდება. -ვერასოდეს წარმოვიდგენდი,თუ შენთან საუბარი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ საიდუმლოს ამომიხსნიდა. -ასეთია ჩემთან გატარებული ერთი დღე და თუ კიდევ მოინდომებ განმეორებას,გპირდები ჩემი იდეების სკივრს გავხსნი რომელიც თაროზე მაქვს შემოდებული წლებია და უფრო გასაოცარ დღეებს გაჩუქებ,მთავარია შენ მოინდომო.სესილი ჩაფიქრდა და ადროვა გიორგიმ შემდეგ კი შეეკითხა. -რამ დაგაფიქრა ასე სამყაროს რომ გამოეთიშე. -ღია ცის ქვეშ,მინდორში,ასეთ არაჩვეულებრივ გარემოში,ყოველგვარი დეკორაციების და განათებების გარეშე ხელის მოწერა მხოლოდ საყვარელი ხალხის და მეგობრების გარემოცვაში.გიორგის ჩაეცინა და უთხრა. -მარტო ყვავილი,ისიც ვაზაში ჩაწყობილი არ მიყვარს,ის ხომ ცარიელ ოთახს ჰგავს,მას ფოთლებიც სჭირდება და მისი ბუნებრივობა.ყვავილი და სილამაზე აი ესაა აქ რასაც უყურებ,რომელიც არასოდეს არ დაგავიწყდება რა ასაკშიც არ უნდა იყო,გეთანხმები აქ ქორწილი ან ხელის მოწერა?ნამდვილად უნიკალური მოფიქრებაა,ვიფიქრებ ამ თემაზე როცა საყვარელ ქალს დავითანხმებ სამუდამოდ ჩემს გვერდით ცხოვრებაზე.სესილის სახე შეეფაკლა და დარცხვენილად უთხრა. -გიორგი ბინდდება და დროა წავიდეთ,მთელი დღე აქ გავატარეთ,დროა დავბრუნდეთ.საღამოს სახლში მისულმა როცა მთელი დღის განვლილ შედეგს გადახედა ჩაეცინა და თითქოს გულში რაღაც იგრძნო ისეთ,რაც ჯერ არ განუცდია,მაგრამ ვინ დააცადა მის თავთან მარტო დარჩენა,კარზე ზარია და გააღო კარი თუ არა,სახე შეშლილი ერეკლე შემოვარდა სახლში. -სად გაქვს გოგო ტელეფონი,იცი რამდენი გირეკე?სად იყავი. -სასაფლაოზე.სად ვიქნებოდი ერეკლე. -იქ მოვედი და არ იყავი, სესილი და სად იყავი. -იქ ვიყავი,უბრალოდ შემდეგ წავედი სადღაც. -სადღაც სად,სად წახვედი. -სადღაც,სადაც ზღაპრული ქვეყანაა.ერეკლემ გაოცებულმა შეხედა და უთხრა. -სესილი მაშინებ,იცი? -არ გაშინებ ერეკლე მართლა ისეთ არაჩვეულებრივ ადგილზე ვიყავი,ვერ ავღწერ იმ სილამაზეს და მეშინია არ დავამახინჯო.შემდეგ მოუყვა ყველაფერი სახე შეშლილ ერეკლეს რომელიც უკვე სერიოზულად ფიქრობდა სესილის შერყეულ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. -ვერ ხარ კარგად,შენ სულ შეიშალე. -რატომ მიყვირი,შენ არ მითხარი ვინმეს გული გადაუშალე და შენი ტკივილი გაანდეო? -ვინმეს სესილი და არა გიორგის. -საჩხუბრად მოხვედი?შეეკითხა მოსაწ....ბული ხმით. -არ დაგიმალავ,სწორედ რომ საჩხუბრად მოვედი,მაგრამ შენ გინდა გეჩხუბო,გინდა წყნარად გესაუბრო შენთვის ეს სულერთია,რადგან ვერ ხედავ განსხვავებას,თავში მაინც უკუღმა შეგდის ჩემი ნათქვამი. -შენ რატომ არ გესმის ჩემი ერეკლე. -მესმის სესილი და მესმის ძალიან კარგადაც,მაგრამ არ მინდა ისევ გეტკინოს. -მეტკინება,რადგან ვგრძნობ ტკივილს.ვიცი დარწმუნებული ვარ,მაგრამ მისი გული მეძახის,შენ იცი რა არის ,,გულის ძახილი''?არ ვიცი რატომ,მაგრამ მე დარწმუნებული ვარ გიორგის გული მეძახის. -ღმერთო მომეცი გაძლება ამის ხელში,ახლა მივდივარ რადგან არ მინდა ჭკუიდან გადავიდე.თქვა ერეკლემ და სახლიდან გავიდა,ცოტა ხანში კი ტელეფონზე შეტყობინება წაიკითხა. -amirie tvini da damaviwyda metqva,vikas daureke nerviulobda shenze. -xo daurekav da mesijs roca agzavni,mashin mainc nu jujgurob erke. -me agaravar sheni erke. -aba visi erke xar. -vigacis,im vigacis vinc calke mchris chkuidan da tqven ori shemiwiravs me am ...vit kacs. -vaime kolxetis medeam gagabraza da chemtan iyare javri?naxe tu ar gadagixado me tu ara gmerti gadagixdis,unairo. ბოლო მესიჯი სიცილის სმაილები მოუვიდა სესილის და მთელი დღის საოცარი შეგრძნებებით დატვირთულმა საწოლს მიაშურა და ტკბილად დაიძინა.რამოდენიმე დღე აღარ უნახას გიორგი და ხანდახან ისეთი სურვილი მოუვლიდა უნდოდა ენახა,უნდოდა მისი ხმა გაეგონა.ბევრჯერ მოკიდა ხელი ტელეფონს,დაერეკა უნდოდა,მაგრამ არა,ვერ შეძლო.სამსახურიც დაიწყო და დაღლილი,ძალა გამოცლილი და გამოფიტული ბრუნდებოდა საღამოს სახლში,ერთ ასეთი დატვირთულ დღეს სახლში მიმავალს მხოლოდ მისი საწოლი და ბალიში ელანდებოდა თვალებში,რომ მოულდნელად მის ფეხებში შავი ოპელი გაჩერდა და ადგილზე მიეყინა,თვალები დახუჭა შეშინებულმა და ასე იდგა,მაგრამ რამოდენიმე წუთში გაახილა თვალები და მის წინ ღიმილით ბაგე გაპობილი გიორგი დაინახა. -გიორგი? -შეგაშინე? -მოგატყუო და გითხრა არათქო? -არ დაგიჯერებ,რადგან ვხედავ ერთიანაც ცახცახებ.ხელი მოკიდა და მანქანაში ჩააჯინა,შემდეგ შეხედა და ღიმილით უთხრა. -აბა,საით გაგიტაცო? -იცი?სახლში მიმავალი რაზე ვფიქრობდი? -რაზე,აბა მითხარი. -კარებს გავაღებდი თუ არა,იქვე წავწვებოდი ისეთი დაღლილი ვარ,მაგრამ ცივი ყავაც მომიბრუნებს გულს. -და შოკოლადის ტორტი,თან ორი დიდი ნაჭერი. -ეეეეეე,შენ ეს საიდან იცი.გაუკვირდა სესილის. -არ მითხრა,რომ მართლა გავარტყი ათიანში.შენი არ ვიცი და მე მართლა ორ ნაჭერს შევჭამ.ეს ბარი არის ჩემი საყვარელი ბარი,სადაც საუცხოო ტორტს აცხობენ.გადმოდი.ბარში შევიდნენ და ორივე ერთდროულად განაპირა მაგიდისკენ დაიძრა.სესილი კი ფიქრობდა,ნუთუ ესეც დამთხვევა იყო?დასხდნენ და გიორგის ინტერესით შეეკითხა. -ჩვენი გემოვნება ერთმანეთის გემოვნებას ემთხვევა, თუ მე მეჩვებება ასე? -არ გეჩვებება სესილი და მინდა გითხრა, ეს დღეები ძალიან ბევრი ვიფიქრე და მინდა თავისუფლად ვისაუბროთ და თან სიმართლე ვაღიაროთ,თუ რას ვგრძნობთ ერთმანეთის მიმართ.ამიტომ მე შეგეკითხები პირველი,რაიმე განსხვავებულს გრძნობ ჩემს მიმართ?საუბარი მიმტანმა გოგონამ შეაწყვეტინათ,შეკვეთა მისცეს და შემდეგ ისევ სესილის შეხედა პასუხის მოლოდინში. -არ ვიცი რა მემართება გიორგი.რაც ოპერაცია გაიკეთე მეც უცნაური გრძნობა მაქვს შენს მიმართ,მინდა სულ შენი ხმა მესმოდეს,სულ შენს სიახლოვეს ვიყო,არ ვიცი რას მივაწერო ყველაფერი ეს. -მახსოვს,ოპერაციიდან რამოდენიმე დღის შემდეგ შეგხედე და თითქოს იმ დღეს ჩემმა ახალმა გულმა ხელახლად აღმოგაჩინა და სულ სხვა გრძნობით შემახედა შენს თავს,მაგრამ მე არ ვარ ამ ყველაფერში დამნაშავე,ვერ დამადანაშსაულებ. -აბა ვინ?გაუკვირდა სესილის. -ჩემი ახალი გული,სესილი შენ ჩემმა გულმა აღმოგაჩინა.აი დაადე ხელი და თავად ნახავ როგორ უხარია შენთან ერთად ყოფნა.სესილის ხელი აიღო თავისი ხელით და გულზე მიიდო.იგრძნო,სესილიმ იგრძნო გულის ჩქარებული ძგერა და ყურში თითქოს ლუკას ხმა. -შენ ჩემი გული გეძახის სესილი.თვალები დახუჭული ჰქონდა და უეცრად ბაგეებზე იგრძნო გიორგის შეხება ისეთი ნაზი და ჰაეროვანი იყო ეს შეხება ვერ შეეწინაღმდეგა.ბედნიერ წუთებს ყოველთვის ჰყავს ჩასაფრებული ეშმაკი და არც გიორგი და სესილი დაინდო ეშმაკის ქირქილმა,ბედნიერი და ლამაზი წუთები გიორგის ტელეფონის ხმამ დაამსხვრია.დახედა ტელეფონს და აღრენილმა უთხრა. -ანდრეა დღეს არ გაქვს ოპერაციები? -რა მოგივიდა,რას იღრინები და იკბინები.ანდრეამაც შემოიტია შორიდან.დემეტრემ მითხრა,ვერ ვუკავშირდები ნახე და საღამოს ჩემთან მოვიდესო.ახლა სესილის უნდა დავურეკო და მასაც უნდა ვუთხრა,რადგან მისი იქ ყოფნაც აუცილებელია. -არ არის საჭირო, თავად ვეტყვი. -შენ რატომ ეტყვი,მე ვნახავ და ვეტყვი. -იმიტომ ვეტყვი,რომ ახლა ჩემს გვერდით ზის და თან ესმის რასაც ამბობ. -შენ და სესილი?სად ხარ?გაუკვირდა ანდრეას. -შემთხვევით ვნახეთ ერთმანეთი,ძალიან დაღლილი იყო და კაფეში შემოვედით. -აააა,აააააა შემთხვევით,გასაგებია.გიორგის გაეცინა და უთხრა. -ანდრეა რა გინდა. -არა,არაფერი საღამოს გნახავთ დემეტრესთან. -გიორგი ყველა წინააღმდეგი იქნება ჩვენი ურთიერთობის. -არა,არა მგონია,უბრალოდ მოულოდნელი იყო.წავიდეთ,საღამოს გამოგივლი და ერთად წავიდეთ დემეტრესთან.სესილი სახლში მიიყვანა და თავად არც დაფიქრებულა ისე მივიდა ანდრეასთან.გიორგის დანახვა ყველას გაუხარდა საავადმყოფოში,ყველა თბილად მოიკითხა იქ ხომ რამოდენიმე თვე გაატარა და ყველას იცნობდა.ანდრეა უფრო გაოცებული მიაჩერდა გიორგის მის კაბინეტში რომ ნახა საუბრიდან სადღაც ნახევარ საათში. -რა გჭირს,რა გემართება. -ანდრეა ვაკოცე,გესმის?ვაკოცე. -ვის,ვის აკოცე ასე რომ აგრია ერთმა კოცნამ. -სესილის,სესილის ვაკოცე.ანდრეამ თვალებგაფართოვებულმა შეხედა გიორგის და ხმა ვეღარ გააკონტროლა უყვირა. -ვიიის?სად აკოცე გიორგი. -სად ვაკოცებდი,ანდრეა როგორ ფიქრობ ლოყაზე კოცნა დამაბნევდა ასე ძალიან? -ღმერთო.თქვა ანდრეამ და ორივე ხელი შემოიწყო თავზე.-დაგეგმილი გქონდა თუ უეცრად მოხდა. -რა დაგეგმილი,გეფიცები უეცრად მოხდა.ანდრეა ჩაფიქრდა და გიორგიმ უთხრა. -რაზე ფიქრობ,ნუ გგონია ლუკას ჩვენს გვერდით არ ყოფნა მიხარია,ლუკა რომ ცოცხალი იყოს გეფიცები ეს არც კი მოხდებოდა. -მაგაში მეც დარწმუნებული ვარ,ეს არ მოხდებოდა,მაგრამ ახლა ხდება.ცხოვრება არ ჩერდება,გრძელდება და რას ვიზამთ.გიორგი ფიქრობ,ღირს ამ ურთიერთობის გაგრძელება?ხმა დაურბილდა ანდრეას. -სესილიც იგივეს გრძნობს ანდრეა,რასაც მე. -კარგი,მე რა უნდა გითხრა.საღამოს ხომ მოხვალ დემეტრესთან. -მოვალ არა,მოვალთ.სესილის მე მოვიყვან და ერთად მოვალთ. ---------------------------- უცხო სხეულში, უცხო გულმა ფრთხიალი იწყო, მან დაინახა მომავალი მისი ნაწილი, დღემდე ერთმანეთს , მეგობრული თვალით შემყურნე, დღეს რაღატომღაც სულ სხვა გრძნობა აკრთობთ ფარული, თითქოს პირველად დაინახეს დღეს ერთმანეთი, თითქოსდა ხელი, ერთმანეთზე არ ჩამოერთვათ, დღეს გასაოცრად, ერთმანეთის ხელის შეხებით თითქოსდა გულში მათთვის ვულკანს ამოეხეთქათ, მათ გაიგონეს ერთმანეთის გულის ძახილი და მათ თვალებში აციმციმდა სხივი ტრფობისა, აღარ უნდოდათ მათ დაეთმოთ კვლავ ერთმანეთი თუმც შეეცადნენ შორს მდგარიყვნენ ერთმანეთისგან, დღემდე მეგობარს, დღეს აქვს მისი გულის ნაწილი, გულის ნაწილი, მან რომ მისცა მის საყვარელ კაცს, თურმე გონება, ხასიათი რჩება უძლური თუ ორი გული ერთად იქმნა სიყვარულისგან, ვერ დააჯერებს მათ ამ ქვეყნად ბევრჯერ სიკვდილიც რადგან სიყვარულს, ძალა შესწევს, გაცოცხლებისა. //ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე// |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.