შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯოჯოხეთიდან სამოთხემდე თავი 4


28-02-2018, 16:17
ავტორი მია მია
ნანახია 990

თვალები ეშმაკურად უელავს ნიკოლოზს მაგრამ ხმას არც ის და არც მე აღარ ვიღებთ მეტად. მის სახლამდე თვალის დახამხამებაში მივდივართ,უზარმაზარი ჭიშკრის ნაცრისფერი მოჩუქურთმებული კარი იღება და მეკარე ეზოში ატარებს მანქანას.
მანქანიდან გადასულებს მაშინვე სახლის კარამდე მიგვიძღვება შავებში გამოწყობილი კარის კაცი,გარედან ხსნის და თავის უმნიშვნელო დაკვრით გვიშვებს შიგნით..
უზარმაზარ მისაღებ ოთახში ვყოფ თავს,ვეებერთელა ჭაღი თავზე დამყურებს და ერთიანად ანათებს სამ სართულიან სახლს. ემოციის დამალვას ენაზე კბილების დაჭერით ვახერხებ,თუმცა თვალებს მაინც ინტერესით ვაცეცებ. მოგვიანებით მაგრამ მაინც ,სამზარეულოდან გამორბის ახალგაზრდა დაბალი გოგონა,დაახლოებით ოცდა შვიდი წლის შესაძლოა რომ იყოს,ქურთუკებს გვართმევს და სადღაც მიარბენინენს გამწარებული სახით.
ცოტა არ იყოს და მეცოდება კიდეც,იმდენად გამხდარი და ცეროდენაა სამ ქურთუკს თრევა-თრევით ექაჩება და მისი ყურებისგან გული მეწურება.
სამზარეულოს უზარმაზარი მაგიდის გარშემო ყველა ჩუმად ვსხედვართ და ბოლოს შემოტანილ ცხელ კერძს ვაშტერდებით ყველა,
კოვზს ხელს ავლებს ნიკოლოზი და თეფშე ცოტა ოსტრს იღებს,თვალები კი მაინც ცხელ-ცხელი ხაჭაპურისკენ გამირბის.
იმის გამო რომ უცხო ადამიანის სახლში მიწევს ვახშმობა ჭამის საზიზღარი კომპლექსი მეჩემება,მშია მაგრამ ჭამას შიმშილს ვამჯობინებ ახლა.
-მიირთვი-თავაზიანად მეუბნება,ჩემს გვერდით მჯდარ გალუკმულ ნათიას არ ვიმჩნევ და უხეხულად ვიგრიხები სკამზე მჯდარი
-არა..არ მშია მადლობა -ვწითლდები და თავს ვხრი.
-არა უნდა გასინჯო აუცილებლად რაღაც -ჯინში მიდგება და არ ვიცი ხვდება თუ სახეზე მაწერია რა მინდა მაგრამ ხაჭაპურის ერთ გვარიანად დიდ ნაჭერს თეფშზე მიდებს-საოცრებაა დამიჯერე გასინჯვად ღირს-ბაგეები ოდნავ ეპობა,იღიმის და არც ის ავიწყდება რომ საკვები უნდა დაღეჭოს კარგად.
მორცხვად ვკიდებ ხელს ხაჭაპურის ნაჭერს და შევექცევი გემრიელად.
-ყველაფერი უგემრიელესია -აღნიშნავს ნათია
-ყველაფრის გასინჯვა მოასწარი?-მეცინება უნებლიედ
-ვერ მოასწრებდა ?-ეშმაკურად ცქმუტავს ნიკოლოზი სკამზე მჯდარი
-ეჭვიც არ მეპარება რომ მოასწრებდა - თავს კონფორტულად ასე ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ.
სასიამოვნო ცახშმლბის შემდეგ მისაღებ ოთახში ახლად მოხარშულ ყავას ვეახლებით.
-მისმინე-კარიდან გასვლისას ნიკოლოზი ხელზე მწვდება და მაჩერებს
-ხო... რა მოხდა ?
-მინდა რაღაც შემოგთავაზო-თვალებში ვარსკვლავები დაუხტიან
-დამაინტრიგებლად ჟღერს -მეღიმება უნებლიედ
-ასაბერი ბუშტების ფესტივალზე წამოხვალ ?- ვწითლდები. თვალს კიდევ ერთხელ ვავლებ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილ ნიკოლოზს,შემდეგ მის უზარმაზარ სახლს,შემდეგ მახსენდება რამდენი მოსამსახურე ყავს და ცოტა მეეჭვება ეს ყველაფერი
-შენ მსგავს ადგილებში დადიხარ?
-როგორც წესი არა
-გამონაკლისია ? -მეგობრულად ვუღიმი
-შესაძლოა იყოს კიდეც
-მარი რჩები ?-მესმის შორიდან ნათიას ხმა. ნიკოლოზს ვუახლოვდები და მარცხენა ხელს კანკალით და დიდი გაჭირვებით ვახებ,უეცრად უკან იხევს და უხერხულად იკიდებს ხელს ადგილზე რომელზედაც რამდენიმე წამის წინ ჯერ კიდე მე უნდა შევხებოდი
-არ გინდა-თავს უკმაყოფილოდ აქნევს.გაურკვევლობაში ჩავარდნილი ნაბიჯს უკან ვდგამ და კარის შუა გულში ვიჭედები -წინადადებაზე რა აზრის ხარ ?- თემას უსწრაფესი ტემპით ცვლის
-დავფიქრდები
-კარგი. ტელეფონზე მოგწერ შეტყობინებას შენ კი როდესაც გექნება პასუხი მაშინ დამიბრუნე პასუხი- რა? ტელეფონზე მომწერს ? მე ხომ მისთვის ნომერიც კი არ მიმიცია ? შეშფოთებული ვტრიალდები ეზოსკენ და უხმოდ ჩავდივარ კიბეებზე. მოლოდინისგან გადაქანცული ნათია თვალებს მობეზრებულად ატრიალებს.
სახლში მისვლის თანავე ცხელ კაკაოს ვსვამთ,ნათია ტელეფონზე განუწყვეტლივ შეტყობინებებს აგზავნის,მე კი ჯერ კიდევ ნიკოლოზის ქმედებაზე ვფიქრობ.
რატომ ქონდა ასეთი მკვეთრი რეაქცია ჩემი შეხებით შეშინებულს ? თავს უცნაურად ვგრძნობ .. ნუთუ მას ჩემი შეხებაც კი ამაზრზენად ეჩვენება ? მაგრამ ასე რომ იყოს და მისთვის ამაზრზენი ვიყო არც ვახშამზე დამპატიჟებდა თავის სახლში.
ნაგიდაზე დადებული ტელეფონი ნათდება და ეკრანზე უცხო ნომრიდან შემომავალ შეტყობინებას ვამჩნევ,ვხვდები ეს ნიკოლოზია.
შეტყობუნებას ვხსნი

+9957823** ნომერს გვერდით მეპატრონის სახელს ვაწერ "ნიკოზოლი"

ღამე მშვიდობის მარიამ -მარიამ ? ასე დიდი ხანია არავის მოუმართავს ჩემთვის ნათიას გარდა. შეტყობინების კითხვას ვაგრძელებ-მინდა მოდიში მოგიხადო დღევანდელი შემთხვევის გამო,ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი რამ არის ამას კი ვერ გაიგებ ვერასდროს,უბრალოდ ბოდიში. მინდა გკითხო თუ დაფიქრდი ჩემს წინადადებაზე ?-მისი შეტყობინებაც ისეთივე ცივი და უჩვეულო მეჩვენება როგორც ნიკოლოზი.


ღამე მშვიდობის ნიკოლოზ-ოჰო. ოფიციალურად მიმართვა იმაზე სასიამოვნო შესაგრძნობია ვიდრე აქამდე მეგონა -არაუშავს ნუ მებოდიშები. დავფიქრდი შენს წინადადებაზე და კი,წამოვალ შენთან ერთად -გაგზავნას ვაჭერ თითს. იმავდროულად შეტყობინების ქვემოთ ჩანს რომ ბიკოლოზს მიუვიდა შეტყობინება



მოხარული ვარ პატარა ქალბატონო -პატარა ? მეცინება უნებლიედ- შეხვედრამდე.


პატარა ბავშვივით მომღიმარი ტელეფონის ეკრანს ვაშავებ და ისევ მაგიდაზე ვდებ. თვალებს ნათიასკენ ვაპარებ ის კი ცნობის მოყვარე თვალებით მომჩერებია
-რა გიხარია?-წარბებს ათამაშებს ცბიერი გამომეტყველებით
-ნიკამ მომწერა
-ნომერიც კი მიეცი?-გაოცებას ვერ მალავს
-მე არ მიმიცია-კიდევ ერთი საინტერესო თემო მიჩნდება რისი გარკვევაც უნდა მოვახერხო-მეც არ ვიცი როგორ მოახერხა ეს
-რა იდუმალებით მოცული ტიპია არა ?
-ნამდვილად-ვეთანხმები. ტელეფონს ისევ ხელს ვკიდებ და კიდევ ნიკოლოზის ნომერს ვკრეფ


ჩემი ნომერი საიდან გაიგე არ გითქვამს-ვაგზავნი შეტყობინებას..


არ გამჭირვებია სიმართლე თუ გაინტერესებს,მთავარია მოინდომო რამე.

გაოგნებული ისევ მაგუდაზე ვაბრუნებ ტელეფონს.მაგრამ როდის არის ფესტივალი ? არც კი მიკითხავს მისთვის.. ალბად თვითონ მეტყვის..
სკამიდან ვდგები და ჭიქას ნიჟარაში ვათავსებ,გონებაში ისევ ნიკოლოზის სახე მიტრიალებს.
არც კი ვიცი ასე რატომ ამოიჩემა ჩემმა ქვეცნობიერმა ის,რატომ ჩამებეედა გონებაში მისი უკიდეგანოდ მუქი ჭაობის ფერი თვალები ?
მალევე ვამჩნევ რომ ისევ დაბნეული ვდგავარ ნიჟარასთან,ნათია ისევ გაოცებული მაჩერდება.
რაც არ უნდა იყოს საინტერესოც კია ახალი ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების პროცესი,მით უმეტეს მაშინ როდესაც შენს ცხოვრებაში იდუმალებით მოცულ პიროვნებას აღმოაჩენ.
-მეძინება,მე დავწვები,ხვალ ვეცდები სამსახური მოვნახო -ნათიასკენ ვტრიალდები
-ღამე მშვიდობის-მიღიმის და ხელს ისე მიქნევს თითქოს გემების გაჩერებაზე ვიდგეთ და კარგა ხნით მემშვიდობებოდეს,მეც ხელს ვწევ საპასუხოდ და ოთახში ჩემს საწოლში ვიბურდები ძალიან მალე.
დაღლილსა და დაქანცულს მაშინვე მეძინება.
ფანჯრებში შემოღწელ მზის სხივებს დახუშული თვალებითაც კი ვცნობ,არ ვიცი როგორ მაგრამ თვალებს უჩვეულოდ მჭრის.
გაჭირვებით ვიფარებ თავზე საბანს და შირვეული ბავშვივით ვბრუნავ აქეთ-იქით,ვკრუტუნებ და სწრაფი მოძრაობით ვჯდები საწოლზე.
ჩემს წინ მდგარ კარადის სარკეს ვაჩერდები,თმა აბურდულ გოგოს ვხედავ რომელსაც სადღაც აგვიანდება. ჯანდაბა ! სამსახური უნდა მოვძებნო ! ვდგები და ძალიან ჩქარა ვიცვამ,მერე ოთახიდან გავდივარ და მოსაღებ ოთახში შევრბივარ
-დილა მშვიდობისა-ვახლი ნათიას მაშინვე
-საით გაგიწევია ?
-დაგავიწყდა ? სამსახურს ვეძებ-ჩანთას ვკიდებ ხელს და მხარზე ვიკიდებ. კიბეებზე ბრაგუნით ჩავრბივარ,გაჩერებამდე შეუჩერებლად მივრბივარ და იქ მიღწეულს გული ამოვარდნას მაქვს. ვიხრები და ხელებით მუხლებს ვეხები,ღმერთო რა დამღლელი ყოფილა ეს ყველაფერი.. ვვოხრავ და ჩემკენ მომავალ ტაქსის ვაჩერებ.
ჯერ კიდევ ცხრის ნახევარია,კარგ დროს მომისწრია სახლიდან გამოსვლა,ჯერ ახლა იხსნება ყველაფერი..
ქალაქის თითქმის ყველა მაღაზიას ვივლი,თუმცა უშედეგოდ,არსად არ ესაჭიროებათ გამყიდველი და არც კონსულტატი,მით უმეტეს მაშინ როდესაც ის გამოუცდელია.
ბოლო იმედიღა რჩება,ბარი რომელის შესასვლელ კარზე შავით თეთრზე დიდი ასოებით აწერია "გვესაჭიროება მიმტანი " ..
თვალები მიბრწყინავს ბედნიერებისგან,ასე თუ გამიხარდებოდა რამის დანახვა არც კი მეგონა.
შენობაში შევდივარ თუ არა ფეხებში დაბნეული გოგონა მედევა და ვბორძიკდები
-ბოდიშით რა -შეშფოთებული ჩემკენ ტრიალდება და ვერც კი ამჩნევს როგორ უვარდება ხელიდან უზარმაზაფი პოდნოსი და ერთიანად იმსხვრება იატაკზე დაცემისას მასზე დალაგებული გამჭვურვალე ჭიქები
-ღმერთო ჩემო-ვიხრები და ნამსხვრების კრეფას ვიწყებ
-არა არა... გთხოვ შეეშვი მე ავკრეფ-დაბნეული იხრება ისიც. დარცხვენილი და თავდახრილი დრო და დრო ჩემკენ იყურება და მეტად სიტყვის თქმას ვერც კი ბედავს. მაგრამ,მაინც არ მესმის ასეთი მკაფიო რეაქცია ორი შუშის ჭიქის გამო ? მხრებს ვიჩეჩ და უკვე მოსუფთავებულ ადგილს ვშორდები.
ძალიან ბევრი მაგიდა დგას,თითო მაგიდასთან ოხთ-ოთხი სკამია მიდგმული და მაგიდის შუა გულში თეთრ გაწკრიალებულ საფერფლეს,ჩხირებს და სალფეთქებს ვხედავ. მოწესრიგებული ადგილია აშკარაა.
-ნინტანი გნებავთ?-მორცხვად ვეკითხები ერთ-ერთ მიმტანს და ისიც მაშინვე მანიშნებს თავით რონ უკან უნდა გავყვე
-კი.. არავინ გამოჩენილა ჯერ,კარგ დროს მოგისწრია მოსვლა-დიდი სივრციდან ვიწრო კორიდორამდე მივდივართ და პირველივე ოთახის კართან ვჩერდებით. -აქ არ არის უფროსი,მაგრამ მისი მოადგილეა და ის გადაწყვეტს შენი დარჩენა არც დარჩენის ამბავს-მიღიმის და მშორდება. კარზე ფრთხილად ვაკაკუნებ და ოთახში ცალი თვალით ვიჭყიტები
-შეიძლება ?-მაგიდასთან მჯდარი ოცდაათ წლამდე მამაკაცი მაჩერდება
-მოდი
-მინტანი გნებავთ როგორც გავიგე,მე კი სამსახური მჭირდება
-გამოცდილება გაქვს ?
-არა.არაქმდე მსგავს დაწესებულებაში არ მიმუშავია მსგავსი საქმიანობით
-აიღე ეს ფურცელი და შეავსე -თაბახის ფურცელს კალამს აყოლებს და წინ მიდებს. უხმოდ ვიღებ კალამს და წერას ვიწყებ .
ფურცელს უკან ვუცურებ და ძალაუნებურად ვუღიმი
-თავისუფალი ხარ,პასუხს გვიან ღამით გაგაგებინებთ-მოკლედ მიჭრის და მეც მაშინვე სამადლობელო თავის დაკვრით ვშორდები ჯერ მის მაგიდას,შემდეგ ოთახს და შენობიდან გარეთ კინწისკვრით გასროლილივით გავდივარ..
ვითომ მიმიღებენ ? მაგრამ რატომაც არა რო ? ახალგახრდა და ჯანღონით სავსე ვარ,არც ვეწევი და არც ამათ საჭმელს არ შევჭამ თუ საჭირო გახდება..
ფიქრებში გაბლანდული ფეხით გავდივარ კილომეტრებს და სუფთა ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ფილტვებში ვაქანებ.

სახლამდე მისურს წვიმა მისწრებს და თმას მინამავს,სადარბაზოს კიბეებზე აუღელვებლად მივაბიჯებ და კარზე ზანტად ვრეკ ზარს.
-რა ქენი აბა ?-კარის გაღებისთანავე გაფართივებული თვალებით მაშტერდება ნათია
-სახლში შემომიშვებ ?
-ხო აბა რა-იწევა.
-რავიცი ერთგან უნდოდათ მიმტანი,ღამე გაგაგებინებთ პასუხსო
-აგიყვანენ -წარბებს ეშმაკურად ათამაშებს
-საიდან იცი ?
-შენ უარს ვინ გეტყვის?-რაღაც არ არის რიგზე.. აშკარად ეტყობა რომ ღელავს ჩემთან საუბრისას,ხელებს ნერვიულად ათამაშებს და ერთმანეთზე ახახუნებს დრო და დრო.
-რამე მოხდა ? -გამომცდელი მზერით ვატყვევებ
-მთლად არა
-სანახევროდ ?
-კარგი გნებდები.. -მხრებს ანთავისუფლებს დაძაბულობისგან და წელში ოდნავ იხრება -მისაღებში შედი და ნახავ -მაშინვე მისაღები ოთახისკენ მივდივარ..
რა ? მოიცადე.. ჯერ იყო და უცნაურად გამომეცხადა,მერე ფულს მჩუქნიდა,მერე ნომერიც კიგაიგო ჩემი ღმერთმა უწყის რანაირად ! ახლა სახლში გრძელ მდივანზე გადაქინდრული თავიდ მხვდება ნიკოლოზი. გაოცებას ვერანაირად ვერ ვმალავ,ხელებს პირზე ვიფარებ და იქამდე სანამ მოიხედევა უკან და შემამჩნევს ვსწორდები ისევ
-მოხვედი ?-ფეხზე დგება და ჩემკენ მოდის
-რა ხდება ნათია ? -გაბრაზებული კბილებიდან ვცრი
-ვიცოდი რომ გაბრაზდებოდა,ხომ ვიძახდი ?
-რა ხდება თქო ?
-იქნებ მე შემომხედო და მე მკითხო ? -ხელს ხელზე მკიდებს ნიკოლოზი
-კარგი.. რა ხდება ?
-არაფერი განსაკუთრებული.. მინდა რომ სადღაც წაგიყვანო -მე ? კი მაგრამ რატომ ?
-კარგი-დაეჭვებული ვპასუხობ
-არაფერი არ გინდა უბრალოდ მოიცვი კურტკა-მაფრთხილებს
-კარგი.
კარზე კაკუნი ცოტა ხანს მავიწყებს ყველაფერს. უცნაურია,ნათია ხსნის კარს,უჩვეულო სიჩუმე ვარდება შემოსასვლელში და მე და ნიკოლოზი მაშინვე მივდივართ მისკენ.
-მარი-გავრწყინებული სახით კიდებს ხელს სადარბაზოში მდგარ უცნიბ ადამიანს რომელსაც ჯერ კიდევ ვერ ვხედავ
-რა ხდება ?
-ესაა ჩემი საქმრო-სახლში ითრევს. ბედნიერი სახე მალევე მაშრება,ბრაზი და წყენა ერთიანად მივლის სხეულში,ეს ექვთიმეა..
რანაირად ? კი მაგრამ როგორ მოხდა ეს ? ექვთიმესა და ნათიას შორის აქამდე სერიოზული არაფერი შემინიშნავს,თანაც ბედავს და აქ მოდის როცა იცის რომ აქ მე დავხვდები ? გაოგნებისგან პირს ვაღებ,ნიკოლოზისთვის გაუგებარ სიტუაციაში ყოფნა უხსრხული ხდება,ეტყობა როგორ ეცვლება ხასიათი ვერცხლის წყალივით,მაგრამ ახლა არც ნიკოლოზი და არც მისი ხასიათი არ მადარდებს იმაზე მეტად ვიდრე ექვთიმეს შოკის მომგვრელი გამოვლინებაა.
- მოიცადე.. რა ?-თვალებ დაქაჩული იმ იმედით რომ მწარე ხუმრობა იანება ეს ნათიას ვაშტერდები
-ვერ ვთქვი აქანდე არ ვიცოდი როგორი რეაქცია გექნებოდა -წითლდება.
-ექვთიმე !-არ იღებს ხმას. მისკენ მივდუვარ და ხელს ძლიერად ვუჭერ ხელზე. სააბაზანოში ვითრევ და კარს შიგნიდან ვკეტავ
-ეს რა,ხუმრობაა ?



№1 სტუმარი სტუმარი keti

rogori intriga dagvitove :D eqvtime da mari saidan icnoben ertmanets,ra urtiertoba hkondat? male dadee rom gaverkve kargad

 


№2 სტუმარი სტუმარი Keti

კაი აბდაუბდა გამოვიდა. აწმყოში წერა უფრო აუბრალოებს ნაწერს. იმედია უფრო დაალაგებ და ასე შეუფერებელ დროს არ გაწყვეტ. ნიკოლოზი რა ფენომენია ვერ გავიგე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent