შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (4 თავი)


28-02-2018, 19:10
ავტორი Stranger things
ნანახია 1 974

*********
მერი
*********

მეორე დღეს გადაღებები გავაგრძელეთ. ალექსს გოგოები შემოეხვივნენ და ეტიკტიკებოდნენ. ეტყობოდა,რომ ერთი სული ჰქონდა როდის გამოექცეოდათ.მალე მისგან შეტყობინებაც მივიღე.
„მიშველე!"
-ბატონო ალექს!-დავუძახე, რომ მეხსნა.
-დიახ ქალბატონო მერი?!
-ერთი წუთით თუ შეიძლება, საქმე მაქვს თქვენთან.
-დიახ, რა თქმა უნდა.-ჩემკენ წამოვიდა.
-არაფრის.-ვუთხარი სხვათაშორისად.
-ღმერთო ამ მოდელებმა რამდენი ლაპარაკი იციან.აღარ შემიძლია.
-ოჰ,მოგეასლმები კლუბში.
-მაგ კლუბში მარტო შენ ხარ?
-კი.
-მაშინ მინდა.-მითხრა და გამიღიმა.ვცადე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა.
-ანდრეაზე რას იტყვი?-ვკითხე მე.
-კარგი და ლამაზია,იცის თავისი საქმე.
-გეთანხმები,ვფიქრობ რომ კარგი იქნება ის გახდეს კომპანიის სახე.
-გეთანხმები.
-ძალიან კარგი, მაშინ როგორც კი დავბრუნდებით კონტრაქტი დავდოთ.
-მერი,მერი,რომ იცოდე რა ლამაზი ხარ...-ეტყობოდა,რომ არ მისმენდა.
-უკაცრავად?-ვკითხე დაბნეულმა.
-არაფერი.-მიპასუხა და ამოიოხრა.-ცოტა ხანს აქ ვიქნები, თორემ შეიძლება ისინი კიდევ მოვიდნენ.
-შენ არ შეგეშინდეს მე დავაფრთხობ.-ვუთხარი და ერთად დავიწყეთ სიცილი.
-დავასრულეთ ქალბატონო მერი.-მითხრა ფოტოგრაფმა.
-კარგი, სურათები გამომიგზავნე.-ვუთხარი და ტბისკენ წავედი.
ხედმა დამატყვევა,მაგრამ დობრუნებას ვაპირებდი ,როდესაც ალექსი ამომიდგა გვერდით.
-ლამაზია არა?
-მკვლელია.-ვუთხარი დაუფიქრებლად,მას კი გაეცინა.
-ზამთარი აქ გასაოცარი იქნება.
გავიყინე...ვეღარაფერი ვთქვი საიდან იცოდა?!
-გაფითრდი,ხომ კარგად ხარ.-ხელი მომკიდა,შეეშინდა რა დავცემულიაყავი.
-არა!ზამთარში არაფერია გასაოცარი- ვუთხარი მკაცრად.
-რაა?როგორ შეიძლება ზამთარი არ გიყვარდეს,თეთრი ფიფქები...
-რა გინდა?!-დავუყვირე,ისე მელაპარაკებოდა თითქოს ყველაფერი იცოდა.
-რაა?ვერ ვხვდები რამ გაგაღიზიანა?ჩენ ხომ კარგად ვიყავით..
-საიდან მოიგონე?!ან ეს საიდან იცი?-ვაგრძელებდი.
-რა?
შევხედე და მივხვდი რომ დაბნეული იყო და ვერაფეეს ხვდებოდა, მას ხომ ვერც ეცოდინებოდა, შორს ვიყავი, ძალიან შორს,რომ ვინმეს რამე სცოდნოდა.
-არაფერი,დაივიწყე.
-არა, მითხარი.-მკლავში ხელი ძლიერად მომკიდა.
-შემეშვი.-ვუყვირე უკან გავიწიე.
-კარგი,ერთ დღესაც ყველაფერს თვითონ მომიყვები.
-იოცნებე.-ვუთხარი და წამოვედი.
საღამოს ჩემს სახლში ვიყავი და მშვიდად მივირთმევდი წვენს, ტელეფონის ხმა გავიგე და წინასწარ ვიცოდი ვინც იქნებოდა.
-როგორ ბრძანდებით ქალბატონო დირექტორო?-გაისმა ტელეფონში მიკას ხალისიანი ხმა.
-ნუ მაიმუნობ.
-კარგი,მიდი ჩემთან გამოდი და რამე ფილმს ვუყუროთ.
-შენ გამოდი.
-არა,თან შარფი უნდა დაგიბრუნო ალექსმა რომ დაგიტოვა.
-მერე მაგიტომ არ მოდიხარ?ერთი შარფი გამძიმებს?
- ოოოოჰ,მეზარება.
-კარგი ხო მოვდივარ.
მიკამ პოპკორნი დამახვედრა,ფილმიც უკვე შერჩეული ჰქონდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მკითხა:
-როგორი ბიჭია ალექსი?
-რა ვიცი, ჩვეულებრივი.-ვუპასუხე სხვათაშორისად.
-აჰა,მოგწონს?
-რააა?!არა!საიდან მოიტანე?
-უბრალოდ ვისაც ვკითხე,ყველა ირწმუნება,რომ ყველაზე სიმპატიური ბიჭია.შენ კი არ აღიარებ.
-ხო სიმპატიურია,მაგრამ უკეთესებიც მინახავს.-სინამდვილეში მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ჩემთვის „უკეთესი."
-ვინ?
-იყო ვიღაც.-ვთქვი და მაშინვე მომაწვა ცრემლები.
-ვიღაც?!მე რატო არ ვიცოდი არაფერი?!
-ის აქ ჩამოსვლამდე იყო.
-მაჩვენე!-წამოიძახა ბედნიერმა.
-არა!
-კარგი.-თქვა „გაბუტულმა" და ფილმის ყურება გააგრძელა.
ყურადღება გამეფანტა და ფილმის ბოლომდე ისე ვიჯექი,რომ არაფერი მომისმენია.
-ოჰჰჰჰ....-მიკამ ცრემლები მოიწმინდა.
-რა გატირებს გოგო?-ვკითხე გაკვირვებულმა და თან შევეცადე ის მომენტი გამეხსენებინა, რაზეც იტირა.
-უბრალოდ ის ბიჭი შემეცოდა.-მითხრა და ისევ ატირდა.
-მოიცა ყავას დაგისხამ,არ მოკვდე ტირილით.-გამეცინა და სამზარეულოსაკენ წავედი.
-რატო...მოკდააა....დაან...საკვალელი იკოო....
-ნუ ტირი არაფერი მესმის.
-მოკდააა....
-კაი მოდი,რა გულჩვილი ხარ.-ვუთხარი და ჩავეხუტე,მალე ჩაეძინა.
ერთი დღისთვის ეს უკვე ზედმეტი იყო.
-უნდა წავიდე.-ყურში ჩავჩურჩულე და სახლიდან გარეთ გავვარდი.
თებერვალი იდგა და ციოდა. სახლამდე დიიდ მანძილი არ იყო და ფეხით გავლა გადავწყვიტე. სახლათან უკვე ახლოს ვიყავი, როდესაც ძლიერმა ხელმა დამიჭირა. მე როგორც ნასწავლი მქონდა,უკნიდან მოვუარე ხელი მოვუგრიხე და ფეხი ჩავარტყი ძლიერად, ის დაეცა.
-მერი?!
-ალექს?-სიბნელეში ალექსი დავინახე.-აქ რას აკეთებ?შემეძლო გამეთიშე.ასე დაჭერა არ შეიძლება.
-რაა?საიდან იცი ეს ილეთები?არ ველოდი!-თქვა და წამოდგა.
-კარგი მასწავლებელი მყავდა.და, რა მითხარი რა მინდაო?
-ააა,ეს სურათები დღევანდელი გადაღებებიდანაა,რამდენიმე მომეწონა და ვიფიქრე მოგცემდი.
სურათები გამოვართვი და სახლისაკენ წავედი.
-მოიცა!არ შემიპატიჟებ?
-ნწ!
-კარგი,ხვალამდე ქალბატონო მერი.
-ხვალამდე ბატონო ალექს.
-მერი!ეს ოფიციალურობა.-ჩემსკენ წამოვიდა ხელი მომხვია და კისერთან ნაზად მაკოცა.-ეს კი შენ ლამაზო.ძილინებისა.
მანქანა დაძრა და წავიდა.მე კი გამოშტერებული ვიდექი და კიდევ ვგრძნობდი მის ტუჩებს ჩემს კანზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent