შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილი ფსიქოლოგი სვანეთში(სრულად)


28-02-2018, 21:23
ავტორი მერიემ
ნანახია 13 689

შეშლილი ფსიქოლოგი სვანეთში
ბავშვობაში მიყვარდა მთა,ვგიჟდებოდი ულამაზეს ხედებზე და ბუნებაზე. ვგიჟდებოდი მთის ხალხზე , მათ კუთხურ დიალექტზე. განსაკუთრებით სვანები მიყვარდა, რაღაც საოცარი გრძნობა მქონდა , თითქოს მათთან შეხვედრა მაბედნიერებდა და მაგრძნობინებდა სიმშვიდეს. შესაბამისად ჩემი ოცნებაც სვანეთი იყო , უფრო სწორად სვანეთში ჩემს არანაკლებ გაგიჟებულ დაქალთან ერთად წასვლა. ყოველთვის წარმოვიდგენდი ჩემი და ჯულის ემოციებს თვითმფრინავის დაშვებისას , მეგონა ორივე მივვარდებოდით შხარას და თეთნულდს შემოვეხვეოდით და .... თითქოს ეს ასეთი ადვილი იყო, როგორც წარმოდგენაში. ახლა რომ ვიხსენებ მეცინება, მაგრამ გვიყვარდა მე და ჯულის სვანეთი და სვანები , რაგვექნა . ვერასდროს გამოვნახეთ დრო , ამიტომ პატარა ოცნებად დაგვრჩა. ხოო... მოვრჩები ამაზე საუბარს , მე არ ვიღლები ამ თემით და ძალიან გამიგრძელდება. კიდევ სეირნობა მიყვარდა და გამვლელებზე ფიქრი. მაინტერესებდა რა იმალებოდა მათი სევდიანი, ბედნიერი თუ აღელვებული სახეების მიღმა. მაინტერესებდა მათი პრობლემა, გასაჭირი და მიზნები. მოკლედ ადამიანები მაინტერესებდა... ამიტომ დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კურსდამთავრებული ვარ. დიდი ხნის ძიების და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ფსიქოლოგი გავმხდარიყავი და ხალხი უფრო კარგად შემეცნო...
-მარიამ !! მარიამ ადექი გასაუბრებაზე გაგვიანდება!!- დილიდან დედას ხმა ჩამესმის , რომელიც როგორც ყოველთვის თავგამოდებით ცდილობს გამოჰგლიჯოს ძილს ჩემი თავი. მაგრამ ეს ესეთი ადვილი როდიაა.
- ვდგები დე , ვდგები- როცა ისევ ვატყობ რომ ძილმა შემიტყუა, მახსენდება გასაუბრება, ჩემი საყვარელი მომავალი სამუშაო და სწრაფად ვდგები.
-დილამშვიდობისა დე, ვერ ვისაუზმებ მეჩქარება- ვეუბნები სწრაფად და მალევე ვტოვებ სახლს სენდვიჩით და ყავით ხელში.
დღეს გადაწყდება ამიყვანენ თუ არა ფსიქოლოგად . კომპანიის კარებს ვაღებ, დაბნეული და შეშინებული შევდივარ.
- გამარჯობათ , თქვენ ალბათ მარიამი ხართ, - უცებ მაყრის და დასტურის შემდეგ ისევ იგივე შემართებით აგრძელებს.- სასიამოვნოა მე თიკა, უფროსი კაბინეტში გელოდებათ .
გზა კაბინეტამდე სასტიკად გაიწელა , როგორც იქნა კარები გაიღო და ახალგაზრდა მამაკაცი ჩემკენ წამოვიდა.
- გამარჯობა, მობრძანდით- ხელის ჩამორთმევის შემდეგ სკამისკენ მიმითითა და საქმიანი სახით დაიწყო.
- მარიამ , გავეცანით თქვენს დოსიეს , ვიცით არც ისე დიდი გამოცდილება გაქვთ, მაგრამ ჩვენ გაძლევთ საშუალებას იმუშაოთ ფსიქოლოგად ერთ-ერთ სკოლაში, მაგრამ ის არაა ქალაქში და რა აზრის ხართ, შეძლებთ ?- ცოტა დავიბენი არმეგონა ქალაქგარეთ თუ მომიწევდა წასვლა , ალბათ სადმე ახლოსაა, ჩემთვის ხომ უმთავრესი პროფესიით მუშაობაა.
- არა არ მაქ პრობლემა , იქნებ ჯერ პირობები გამაცნოთ- ვეუბნები არანაკლები საქმიანი სახით , რომელიც თვითონაც მიკვირს, მე ზეარასერიოზულ ადამიანს როგორ შემიძლია ასე საუბარი. ნეტა ჩემი გოგოები მხედავდნენ , წამით გამეცინა, რაც ბიჭს არგამორჩენია .
-მარიიამ ალბათ გესმის რა საპასუხისმგებლო სამსახურია- გაბრაზება შეერია ხმაში , რამაც ჩეემს გიჟ ხასიათს ცეცხლზე ნავთი დაუსხა.
- ნუ ნერვიულობთ , მე ყველაფერს პასუხისმგებლობით ვეკიდები. თუ შეგიძლიათ განაგრძეთ.
- მოკლედ, როგორც გითხარი სკოლა არაა ქალაქში , შენ მიგიღებს ძალიან კარგი ოჯახი და გიმასპინძლებს, დანარჩენს კი იქ მოგახსენებენ.
- კარგით და სადაა სკოლა?
- იმედია ის,რომ შორსაა არშეგაშინებს - ცინიკური ტონი გაურია ხმაში , ლამის წამოვუვარდი და ვისროლე თავისი დიდი ფანჯრიდან . დაწყნარდი მარიამ , დაწყნარდი შენ ხომ ფსიქოლოგი ხარრრ.
- მითხარით- მივუგე წყნარად, ნუ რაც შემეძლო წყნარად
- სვანეთში ...- არაა მომესმა ,შანსიარააა მომესმა, . ღმერთო მომესმა
- უკაცრავად - ხველა ამიტყდა ძლივს განვაგრძე საუბარი - სად?
- თანახმახართ? - ბიჭი აშკრად გააკვირვა ჩემმა რეაქციამ , კარგა ხანს შოკში ვიყავი და მეღიმებოდა.
- დიახ თანნახმა ვარ , სვანეთში ვიმუშავო - ემოციების შეკავება მიჭირდა , მე ხომ იქ მივდიოდი სადაც წასვლა, მართლაც რომ ოცნებად მქონდა ქცეული.
- პირობებზე და სხვა საკითხთან დაკავშირებით ხვალ მობრძანდით და მოემზადეთ, მალე მოგიწევთ წასვლა. თვითმფრინავი 3 დღეში მიფრინავს. - არ აგეტიროს მარიამ , არ აგეტიროოოსს. ვუმეორებდი ჩემს თავს და გაოგნებულმა, ბედნიერმა და ზეხასიათზე მყოფმა დავტოვე მუდო, ცინიკოსი უფროსის კაბინეტი.
გოგოებს რომ ვუთხრა გაგიჟდებიან , ძალიან გაეხარდებათ მე ხომ ოცნებას ვიხდეეენ , ჯული ალბათ ჩემოდანში ჩახტება , დედა? უჩემოდ რაუნდა ქნას. გზაში ყველაფერზე ვფიქრობდი , ყველაფერზე საერთოდ, გარდა იმისა რომ ჩავიდოდი რა უნდა მექნა, გასაგებია ფსიქოლოგობას მარტივად შევძლებდი მაგრამ , მეხომ სვნეთის ერთ-ერთი სოფლის ფსიქოლოგიიი უნდა ვყოფილიყავი
- ჯულიიი სწრაფად შემოუძახე გოგოებს თქვენთან სერიოზული საქმე მაქქქ- ვაღვიძებ ჩემს დათვს , რომელიც ჩემი შურიკა დაქალების შემოძახების დიდოსტატია
- რაგჭირს გოგო ამ დილაადრიან , რა ძალამ აგაგდო ფეხზე თან ისეთი ბედნიერი ხარ ვითომ კოშკზე იდგე - გადაბჟირდა თავისივე ხუმრობაზე , კარგა ხანს მოსულიერებას მოუნდა , მერე გამოფხიზლდა და დაკითხვა განაგრძო
- ჯული მეშენ განახებ კოშკს რომ მოვალ , სწრაფად შემიკრიბე სასტავი
- უი ხო გოგო გასაუბრებაზე რა ქენი - აწვებოდა თავისას, აშკარად ეძინა კიდევ
- ჯულიანა შენს სისხლს დავლევ თუ არ გააკეთებ რასაც გეუბნები - ჩვეული მუქარა გავაჟღერე,
- კარგი გოგო მივწერე შენ მუქარაში უკვე გოგოებს , ამო მალე მოვლენ.
წარდმოდგენაც არ მინდოდა რას იზამდნენ ახალ ამბავს რომ გაიგებდნენ. სანამ მივალ დრო მაქ გაგაცნოთ ჩემი შურიკა დაქალები და ოჯახი. და დავიწყოოოთ. სადაქალოში 6 ვართ, მე, ჯული, დიანა. გვანცა, მარიამი და ანი.სიმართლე, რომ გითხრათ ასე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებს ვერსად ნახავთ, მაგრამ ვუძლებთ ერთმანეთს. ნუ რა თქმა უნდა, ხუმრობით, სინამდვილეში ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია.ჩვენთან ყოველთვის სინათლე, სიფერადე, სიხარული და სიგიჟეა. მოკლედ, თავი რომ არ მოგაწყინოთ ამბის თხრობაზე გადავალ. ამბის, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება.
-სვანეთი? სვანეთში? ასე შორს? და მართლა სვანეთი?- მეკითხებოდა მარიამი და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. ამ დროს ჯულის სახე ჯერ კიდევ :ო -ს სმაილს გავდა.
- პირველ რიგში ძალიან მიხარია, შენი პროფესიის დახმარებით შანსი გეძლევა ბავშვებს დაეხმარო, მართალია ძალიან შორს მიდიხარ, მაგრამ ეს ხომ სვანეთიააა- გეგონათ ბოლომდე სერიოზზული იქნებოდა!? არამც და არამც, საბოლოოდ ის ღამე ერთად წივილ-კივილში გავატარეთ.
ფიქრობთ რა არის აქ ასე პანიკურად ბედნიერების მომნიჭებელი, გასაგიჟებელი და აღმაფრთოვანებელი!? არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკში ხარ, ან რა მიზანი დაისახე ცხოვრებაში, ყოველთვის, ყოველთვის გაგხდის ბედნიერს ბავშვობის ოცნების ასრულება. თავი რომ არ მოგაბეზროთ ჩემი ემოციური გამოსვლებითა და მონოლოგებით, გეტყვით, რომ ჩემი გაცილება იყო ძალიან ემოციური, ამაღელვებელი. არადა ყველას ვუხსნიდი ნებისმიერ დროს შეეძლოთ დარეკვა და ჩამოსვლა.
-მთაში გიშვებ დედი, იცოდე გარეთ ღამე ბევრი არ იბოდიალო, შენნ რომ იცი იმხელა ხმაზე არ გაიცინო ხოლმე და ბინადარნი არ შეაშინო, ვიცი ოცნებას იხდენ დედი, ამიტომ შეირგე და შეისუნთქე ბედნიერება ხარბად- მიმეორებდა დედა თვითფრინავში ჩაჯდომამდე და ცრემლებს იშორებდა წამდაუწუმ.
-თვითმფრინავიი რომ დაჯდება მერე ჩამოდიიი- მომაძახა გვანცამ და ატირებული ხალხი შეძლებისდაგვარად გააღიმა.
ასე იუმორ-ცრემლნარევი გაცილება მომიწყვეს.
ემოციურობა ყოველთვის ჩემს ნაკლად მიაჩნდათ. არასდროს გაუვლია თემას, რომელსაც გიჟივით ბედნიერი ან მოწყენილი არ შევხვედროდი. არ შემეძლო, არც შემიძლია წყნარად შევხვდე რაიმე ამბავს, არ გეგონოთ მარტო მაშინ საქმე მე, რომ მეხება. როცა 17 წლისები ვიყავით ჩემ დაქალს,დიანას ბრმანაწლავი ატკივდა. ხო ისეთი არაფერი არა?! მაგრამ მთელი დღეები მგლოვიარე დავდიოდი და ნახვის საათების მერე ტელეფონზე ვეკიდე. რომელიმე ჩემი დაქალი პაემანზე მიდიოდა? ოოო... მაშინ ხო მე მე აღარ ვიყავი ნერვიულობით. თან წასვლამდე ყველას ჩვეული ფრაზებით ვისტუმრებდი : "თუ საკოცნელად მოიწია ჩააარტყი", "თუ მიხვდი, რომ შენს სიაში არ წერია გამოექეცი", " თუ მაინც "გორმონებმა" შემოგიტია ბუჩქებისკენ აკოცე, ანზორამ არ დაგინახოთ, თორემ სახლში არ შემოგიშვებთ" და სხვანი. არასდროს ვყოფილვარ მშვიდი , კარგი გატყუებთ, უცხოებთან... ვხდებოდი კლდემა, უნაზესი, უმშვიდესი, მაგრამ თუ ვინმეს ახლოს მოვუშვებდი აი მაშინ იწყებოდა ბუმი. სიმართლე რომ გითხრათ ჩემი ლაღი ხასიათის მიუხედავად ურთულესი ადამინი ვარ, ჩემი წიკებით და მოთხოვნებით.
და ჰო, სანამ დრო მაქვს ოჯახზეც მოგიყვებით, ოჯახზე, რომლის დახასიათება არ შემიძლია ორი მნიშვნელოვანი სიტყვით არ დავიწყო, ტიპური იმერლები. თბილი, იუმორით აღსავსე, მხიარული, სტუმართმოყვარე და საოცრად ჯიგარი ხალხი. მყავს და , დედა და მამა. ბებო და ბაბუ კი სოფელში, იმერეთში, არაფრისდიდებით არ დატოვეს წინაპართაგან ნაბოძები სახლი, ქალაქში ჩამოსულები კი რამდენიმე დღეში გარბიან ფრაზით "სად შეგვიძლია ბაბუკა ჩვენ ამდენ ხანს ამ ციხე-სიმაგრე კორპუსებში ყოფნა, მეენატრა ბებიაშენსაც ჩვენი შავთვალა ,თან გუშინ ციალამ დარეკა რაღაც მიზეზად არისო და ხო ვიცი მეენატრებოდა ბებიაშენის მოვლა-პატრონობა". ასევე მყავს და ნინი, რომელიც ჩემგან სრულიად განსხვავებული ტიპაჟია, უწყნარესი, უმშვიდესი. მოკლედ ვერ დაიჯერებთ, რომ ჩემი დაა.
დაშვების დროა, ფიქრებში გართული გონს , გამცილებლის ხმამ მომიყვანა. გადახედვა ვერ გავბედე, ჩემი ერთ-ერთი ფობიის, სიმაღლის შიშის გამო. მესტიისს აეროპორტში დავეშვით. როგორც კი გარეთ გამოვედი, მაშინვე მომხვდა სახეზე საოცარი აურა, რომელიც გარშემო მკაცრად მდგარ მთებს დაეყენებინათ. კიბეებიდან ნაბიჯს ვერ ვდგამდი, მე აქ ვარ. იქ სადაც ყოფნა რამდენიმე წლის წინ დავგეგმე , იქ სადაც არ ყოფნას ჩვენს თავებს მე და ჯული ვერასდროს ვპატიობდით. ვიცოდი ვიღაც უნდა დამხვედროდა, მკაცრმა დასაქმების სამსახურის უფროსმა ესეც გამაფრთხილაა და კიდევ უამრავი რამ, რაც უბრალოდ ისედაც კარგად ვიცოდი, მაგრამ ბევრი ხომუნდა ელაპარაკა არა?! კარგით ჰო მე ვიზე რას ვამბობ მაგრამ ვაღიარებ , მან მაჯობა. თვალის ცეცებით ვუყურებ არემარეს, ვინ შეიძლება გამოეგზავნათ ჩემ დასახვედრად და სწორედ ამ დროს ვხედავ ფორმატზე დიდი ასოებით წარწერას , რომელიც მომღიმარ გოგონას უჭირავს:"welcome სვანეთის ფსოქოლოგიურად მშველელო მარიამ". გამეღიმა, რაო?! თვითონაც ისე იღიმოდა ეგრევე მისკენ წავედი.
- გამარჯობა? - ჯერ კიდევ სახიდაან ღიმილს ვერცერთი ვიშორებდით.
-გამარჯობაა, მარიამი ხო? მე ლილიანა დადეშქელიანი ვარ, სასიამოვნა შენი გაცნობა, ყველა შენ გელოდება- და რა საოცარიი ადამიანი შემხვდა ჩამოსვლისთანავე?! როგორაა ასეთი ლაღი, მისმა სიფბომ მთელი ჩემი ხასიათი მოიცვა.
- მე მელოდება? მართლა? ერთი სული მაქ როდის ვნახავ ამ ყველას- მეც არ დავაკლი სიფბო ხმაში. კიდევ უამრავი ემოციური გამოსვლებით მოვკალათდით მანქანაში. ყველაფერი მაინტერესებდა ოჯახზე სადაც მივდიოდი, ამიტომ გოგონას ჯერ აღტაცებული საუბრის დასრულება ვაცადე და შემდეგ კითხვა კითხვაზე დავუსვი.
- არ გაგიკვირდეეს ჩემგან, ზოგადად სვანეთზე გაგიჟებული ადამიანი გერგოთ ფსიქოლოგად და იმედია ჩემს ემოციებს არ შეიმჩნევთ
- იცი შენ ჩამოსვლამდე შენზე რა ინფორმაცია მოგვივიდა?- მეკითხება ფრთხილად შეპარვით, მე კი მეღიმება და ვანიშნებ მოყოლა განაგრძოს
- სკოლის დირექტორმა თქვა, ძალიან ლაღი გოგონაა,მაგრამ კაბინეტის კარების დაკეტვისთანავე ჩვეულებრივი საქმიანი, ოფიციალური, სერიოზული ქალი ხდებაო, იცი ცოტა შეეშინდათ შენი- მოვკლავ დირექტორს შემიშინაა ხალხი, პირველი სიანსზე ის უნდა მივიღო და ვუთხრა, რომ არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც არ იცნობ ასე დაახასიათო და მითუმეტეს ბავშვებთან.
ლილიანნას მონაყოლიდან როგორც გავიგე ის 17 წლისაა, დამოუკიდებლად მართავს მანქანას, თავისი ძმისგან უსწავლია, რომლის ხსენებაზეც თვალები უბრწყინდება. მოკლედ, ის აქ ცხოვრობს ბებოსთან ერთად, ბებოსთან, რომელმაც გაზარდა. ასევე ყავს ძმა, საზღვარგარეთ იყო წლები და ბიზნესი როგორც კი გააფართოვა მშობლიურ მხარეს დაბრუნებია.
- ჩემს ძმას უნდოდა ბებოს დაესვენა და აღარ ემუშავა , ამისთვის ოჯახში დამხმარეც აუყავნა, მაგრამ ბებო, როგორც ავალიანების ქალს შეეფერებოდა ისე გასვანდა და მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო სასტუმრო ჩემის ძმის მოთხოვნით დავხურეთ , როგორც კი სოფელში ფსიქოლოგის ჩამოყვანამ გაიჟღერა , გადავწყვიტეთ ჩვენ გვემასპინძლა- მთელი გზა ვლაპარაკობდით, ის ყვებოდა თავის ძმაზე, სოფლის მაცხვრებლებზე, რომელებიც თურმე დიდიხანია მელოდნენ.
დიდხნიანი მგაზვრობის შემდეგ გავიაზრე, რომ არ ვიცოდი სად მივდიოდი. არც სოფლის სახელი ვიცოდი და მითუმეტეს არც ღირშესანიშნაობები. იმდენად მოიცვა ჩემი გული სიხარულმა googliს ძალაც არ გამხსენებია. ან საერთოდ ცოცხალი გუგლი ლილიანას სახით გვერდით მეჯდა. ჯერ კიდევ მიკვირდა, როგორ შეეძლო ასეთი თბილი ყავისფერი თვალები ჰქონოდა .
-მოვედიით, ესეც ჩვენი სოფელი ჟიბიანი, რომელიც მდებარეობს უშგულის თემში, ზღვის დონიდან 2100მეტრზე
-ჟიბიანი? უშგულის ლამარიას ტაძარი აქაა ხომ? - აღფრთოვანება ვერ დავმალე, რა თქმა უნდა, ვიცოდი.
-იცი ჩვენი ლამარიას ტაძარი?- ისეთი სახე მივვიღე, მიხვდა, როგორ მეკადრებოდა ამ კითვის დასმა.
მანქანა ეზოსთან გააჩერა, უკვე მოსაღამებულიყო. სახლიდან ხელის მშრალებით შავებში ჩაცმული ქალი გამოვიდა,ისეთივე მომღიმარი, თბილი, მივხვდი,ვის გავდა ლილიანა.
-ისგუ ნაცად დადა(სვ.გენაცვალეთ ბებო)- დაიძახა ქალმა, ჩვენკენ წამოვიდა და თბილად ჩამეხუტა
-გაიცანი დადა, ეს მარიამ ნებიერიძეა, ჩვენი ფსიქოლოგი, მარიამ ეს კი ჩვენი ბებოა,ლილე ავალიანი
- ხოჩა ლადეღ დადა- წარმოვთქვი გაბრწყინებულმა ჩემი წლების წინ ნასწავლი სვანური, ჯერ კიდევ იმ დროს ნასწავლი, მე და ჯულის სვანურის ლექსიკონი, რომ გვქონდა
-მიშგუი ლადეღ სი (შენ გენაცვალე), მომიკვდეს თავი კუბდარი დამეწვა, წამოდი, შემოდით- ვინ თქვა სტუმართმოყვარე, ლაღი მარტო იმერლები არიანო?! ვინ თქვა სვანები თბილები არ არიანო?! ყოველშემთხვევაში მე არა!
როგორ მომმწონს აქაურობა? გაინტერესებთ ალბათ... ულამაზესია! ნოსტალგიური! ვისაც წერა შეუძლია, რომ დააწერინებს. ვისაც ცეკვა შეუძლია, რომ ააცეკვებს. ვისაც სიმღერა კი აამღერებს. ცალკე სამოთხეა, უმკაცრესი მთებით გარშემორტყმული.
კუბდარი? როგორ არ მქონდა ნაჭამი, მეკადრება? მაგრამ ლილე ბებოს გაკეთებულს სხვა გემო ჰქონია. თავს საკუთარი შვილიშვილივით მევლება.სახლიც ძალიან მოწმონს, ეზოში სვანური კოშკია, ააბა როგორ?! ლილიანას ძმას, რომელსაც მთელი დღეა ხშირად ახსენებენ , გადაუწყვიტავს ტრადიციულობა არ დაეკარგა არც კოშკს და არც სახლს , ამიტომ ყვეელაფრის რესტავრირება გაუკეთებია.
- ჩემი ძმა, როგორც ყოველთვის ცხენითაა სასეირნოდ.შეიძლება გვიან მოვიდეს და ხვალ აუცილებლად გაგაცნობ- ოთახში შესვლისთანავე მიხსნის ლილიანა და ჩემს საწოლზე ხტება
-იცი?! ჩემი ძმა ცოტა მკაცრია... მძიმე ცხოვრება გვქონდა, როგორც ბებო ამბობს ის ნაღდი სვანია, ბაბუს გავსო- იცინოდა თან "უნდა შემოგაპარო" სახე ჰქონდა. მგონია, რომ აბუქებს , აბა როგორ შეიძლება ლილიანას და ლილე ბებოს ნათესავი ჯმუხი იყოს.
ძალიან დაღლილი ვიყავი, ამიტომ დასვენება ვამჯობინე, ხვალიდან კი დაიწყებოდა ჩემი სვანური თავგადასავალი. როგორც აღმოჩნდა მარტო სკოლასთან კი არა მოსახლეობასთანაც მექნებოდა შეხება . ხალხს მოუთხოვია ასე, რატომ არა?! ძალიან საინტერესოა. ფიქრებში გართული გონს ტელეფონის ზარმა მომიყვანა. რა თქმა უნდა გოგონები არიან. ისეთ ეიფორიაში ვიყავი მათთან დარეკვა დამავიწყდა.
-უნამუსოო!! ჩახვედიი, იპოვეე თეთრ რაშზე ამხედრებული სვანი კაცი და დაგვივიწყე ხო? ჩვენ კი ვნერვიულობთ გვგონია, სადმე კოშკთან განუტევე ბედნიერებისგან სული. ხმაა მაინც ამოიღე- გგონიათ სადმე ლაპარაკისას შეისვენა? მომაყარა და სიცილი ძლივს რომ შევიკავე ჯულის ყურმილი დიანამ გამოართვა
- ჰაა არიან სანდომიანი(როგორც ბებიაჩვენები ამბობენ)ხალხი? როგორ იმგზავრეე? ხალხი როგორი დაგხვდა? ინტერნეტს იჭერს? - რა თქმა უნდა დიამაც არ დააკლო ხმას ემოცია
-როგორ მომენატრეეთ- ამეტირა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამეტირა.
- ტირი? ეს მთა ქალი? არარსებობსს გვანცაც ტირის, ხოარ გაგიჟდით რაგატირებთ- არეშვებოდა ჯული ქაქანს , ხო ვიცი თვითონ ყველაზე მეტად ვენატრებოდი. მერე რა რომ ერთი დღეა რაც წამოვედი, მათ გარეშე მზე არ ჩასულა იცით?!
- კარგით ჰოო, კარგად ვარ, კარგად ვიმგაზვრე, არც კოშკთან ვგდივარ და არც თეთრ რაშზე ამხედრებული სვანი მიპოვია, სახლის პატრონი უსაყვარლესი ლილე ბებოა, აეროპორტში კი მისი შვილიშვილი ლილიანა დამხვდა, თურმე სახლში მისი ძმაც ცხოვრობს , იცით თურმე მთელი სოფელი მე მელოდებოდა-ისეთი აღფრთოვანებული ვლაპარაკობდი, ვიცი ჩემი ზუსტად ესმოდათ.
-ყურადღებით იყავი მარიამ, ხვალ დაგირეკავთ, თუ მოიწყინო და გაგაბრაზეს ხოიცი დარეკე, ეგრევე მოვაგვარებთ.ჩვენი დამრიგებელი ტყუილად კი არ გვეძახდა მამა ქალებს- წყნარად ლაპარაკობდა ანა, მაგრამ ვიცი რამხელა სიამაყე იგრძნო. იცოდა მარტოც გავუმკლავდებოდი ყველა პრობლემას, მაგრამ ერთ-ერთი ჩვენგანის პრობლემა არ ყოფილა მარტო ერთის. 6ივე ერთად ვიბრძოდით ბედნიერებისთვის.
დაღლილობამ გაჭრა, მალევე ჩამეძინა, მაგრამ როგორც ყოველთვის ადგილის გამოცვლა, როცა მიწევს ღამით მეღვიძება ხოლმე. წყალი მომინდა,ძალიან კი მეზარებოდა მაგრამ... ხის მრგვალ კიბეებს ჩავუყევი, მახსოვდა სამზარეულო, კიბეებიდან ხელმარჯვნივ იყო და როცა გეზი სწორედ იქეთ ავიღე ხმაური შემომესმა. ძალიან შემეშინდა , ამიტომ როგორც ყველაზე მშიშარა ადამიანმა იქვე მდებარე ლარნაკს დავავლე ხელი და შეშინებული სამზარეულოსკენ წავედი. ალბათ ქურდია... ქურდი? კარგი რა ვიინ გაბედავდა ?მაგრამ ქურდს ან შიში ან მოფიქრბის უნარი სად აქ.
- მიდი მარიამ ნუ გეშინია- მამხნვებდა ალტერეგო
- კიდევ კარგი მამხნევებ, თორემ როგორ შევძლებდი- უნებლიედ გამეღიმა ჩემს თავზე. ლარნაკით ხელში და საკუთარ თავთან ლაპარაკში უცებ ვიღაცას დავეჯახე
-ააააააააა!!!! ქურდიი!!! სახლში ქურდიაა- იმხელაზე ვყვიროდი მთებბსაც გაეღვიძათ. ლარნაკი მოვიქნიე, უკვე უნდა ჩამერტყა ვიღაცამ ერთი ხელი წელზე, რომ შემომხვია, მეორეთი კი ლარნაკიანი ხელი დამიჭირა.
- ნუ ყვირიი- ისეთი მკაცრი ხმა ჰქონდა მომენტალურად გავჩერდი
- ნნუ ვყვირი? როგორც მეტყვი... მიშველეეეთ ქურდიაა- კიი მისი მკაცრი ბარიტონი გამაჩუმებდა აბარა
- ნუ ყვირითქო- ხელს უფრო მიჭერდა და თვალებზე ცრემლი მადგებოდა,კიდევ კარგი მალევე ააინთო შუქი, ლილე და ლილიანა შემოვიდნენ
- აქ რა ხდება?-ლილე ბებოს აშკარად არ დახვდა კარგი კადრი. ან რა იქნებოდა სასიამოვნო, მე ჩემს მოკლე პიჟამაში თუ ის ქურდი, რომელსაც ორივე ხელით მე ვეჭირე
- ქურდი ლილე ბებოოო, ქურდიიი- პატარა ბავშვივით თავით ვანიშნე, აბა ხელები ამ ახმახს ეჭირა.გვიან მივხვდი, რომ სახეზეც არ შემიხედავს, კარგიი... წელს ზემოთ შიშველია, კუბიკები? წელს ზემოთ შიშველი ქურდი, კუბიკებით? რაღაც ახალია.
- ხელი გაუშვი ალექსანდრე- მკაცრად დაუძახა ბებომ, ამ ავაზამაც ხელი გამიშვა, მე კი ლილიანას ამოვეფარე, იცნობდა? ალესანდრეო...
- ეს ვინაა დადა(სვ.ბებია)?- გგონიათ ხმა შეარბილა, ნამდვილი ავაზა იყო
- კიდე მე ვინ ვარ? ქურდი შემ ხარ და კიდე აქეთ სვამ კითხვებსს?- წამოვეჭიმე უკნიდან, ან რა გამაჩუმებდა.
- მოკეტავ? შენ გელაპარაკები? -საზიზღარიიი
- ახლა ამ ლარნაკს გამოგიქანებ და თუ გგონია აგაცილო- შევეპუე? არამც და არამც
- დადაა ვინაა ეს გიჟი
- ეს მარიამია ბებო, ფსიქოლოგი, ხომ გაგაფრთხილე, ესაა სტუმრის დახვედრა ბიჭო? - არ არსებობს? ესაა ლილიანას ძმა? სირცხვილოო... ან ჩემი რა ბრალია ქურდივით რომ დაძვრებაა
- თავისი სახლია გენიოსო- ალტერეგოღა მაკლდა
- მერე ამ სტუმარს არ ასწავლეთ ნახევრად შიშველმა, რომ არ იაროს სახლში? მითუმეტეს ანტიკვარი ლარნაკით არავის დაემუქროს, იმიტომ რომ ეს ლარნაკი მთელ მის ქალაქზე ძვირი ღირს- გამოსცრა კბილებში. ოჰ რა მკაცრიაა.
-მომე მარიამ და ამას ნუ მიაქცევვ ყურადღებას ღამურაა- გამომართვა ლილიანამ ეს"ქალაქზე ძვირი ლარნაკი", უტიფარიი.
-უტაქტო-ჩავილაპარაკე რაც არ გამორჩენია
- ბევრი რომ არ უნდ ილაპარაკო არ გასწავლეს ქალაქში ფსიქოლოგო?- ცინიკოსიი, ცინიკური ღიმილით...
-შენ სტუმრის პატივისცემა არ გასწავლეს ავაზა? - არა ეს სახელი ხმამაღლა მე დავუძახე? უბრალოდ წამომცდაააა
-ავაზა? შენ კი უფროსებთან საუბარი არ იცი თაფლისფერთვალებავ?! - იდიოტიი
- მე დავიძინებ ბებო, მაპატიეთ არ ვიცოდი სამზარეულოში ვინმე თუ დამხვდებოდა, ბოდიშიი- ბებომ გულში ჩამიკრა
-ხოჩა ლეთ(ძილინებისა)- ღიმილით მითხრა ლილიანამ
ვინ თქვა ლილიანას და ლილეს ნათესავი ცუდი როგორ იქნებაოო? მოსაკლავია!!!!
-შენ თქვი ქალბატონო- ოხ ეს ალტერეგო- კაი ხო გინდ მე მეთქვა !!! ეგ არაფერი!! პირველი ფსიქოლოგი ამ ავაზას სჭირდება. მერე შევთავაზებ დახმარებას, მანამდე თუ არ გამატყავა.
არ ვიცი დილით 7 საათზე რა ძალამ გამაღვიძა, თან ისეთ მაგარ ხასიათზე, რომ აღწერაც მიჭირს. დღეს მოსახლეობას უნდა შევხვდე, წარმოდგენაც არ მაქვს, როგორი იქნება ჩემი პირველი სამუშაო დღე სვანეთში. კიბეებზე მომღიმარი დავეშვი, მისაღებში ტელევიზორთან კი ავაზა ალექსანდრე დამხვდა, რამაც წუხანდელი ღამე გამახსენა თუ როგორ ვუპირებდი ანტიკვარი ლარნაკით მოკვლას, უნებლიედ გამეცინა.
-ხოჩა ლადეღ დადა (დილამშვიდობისა ბებო)- იდიოტების დაიგნორება ყოველთვის კარგად გამომდიოდა, სამზარეულოში ბებოსკენ წავედი. რაღაცნაირად კი გამომხედა, ალბათ "ჩემი სვანური" გაუკვირდა .
-გენაცვალოს დადა, მოდი დაჯექი, მეგონა გვიან გაიღვიძებდი, ახლავე იქნება საუზმე
- არ შეწუხდეთ რა, ყავას დავლევ მხოლოდ
- არც გამაგონო, მარტო ყავა გეყოფა? დღეს ბევრი საქმე გექნება, უნდა მოგაძლიერო- ჩემი უტკბილესი ბებო გამახსენდა, როგორ მეჩხუბება ხოლმე , როცა საუზმედ მხოლოდ ყავას ვსვამ
-კარგი ლილე ბებო , როგორც მეტყვი- თბილად გავუღიმე, ისეტი ტკბილი ადამიანია წინააღმდეგობას რომ ვერ გაუწევ
- ოჰ ეს დამჯერი გოგო სად იპოვე დადა- ეს მისაღებიდან აქ როგორ შემოიპარა
- ლილე ბებო ვიღაც ლაპარაკობს?! ვერ ვხედავ?! ჰაერია?!- დედა მხედავდეს, ამას როცა ვაკეთებ სულ მეუბნება უზრდელობააო , მაგრამ რას ვიზამ კი გამომადგა
-უზრდელი ქალაქეელი- მომაძახა და მაცივრის კარები გამოაღო
- ალექსანდრე!! როდის იყო სტუმრებს ასე ექცეოდი, მე და შენ შევთანხმდით არა?- ისეთი მკაცრი იყო ქალის ხმა,წამიერად ტანში გამცრა
-ნაი ამჟი მამ გვად ლუქუნე(სვ. ჩვენ ასე არ შევთანხმებულვართ)- ჩაილაპარაკა და გავიდა,ამდენიც არვიცი , ვერ გავიგე რა უთხრა, მაგრამ მისი ხმაც არ იყო რბილი
-ეს ბიჭი სულ რატომ მეჩხუბება?-მართლა მაინეტერესებდა, იშვიათად ადამიანს ვერ გავუგო, ამას კი პირველივე წამიდან გადავემტერე, უფრო სწორად თვითონ მეჩხუბება.
-რთული ხასიათიაქ გენაცვალოს ბებო, არ მიაქციო ყურადღება, მაგას გონია ვიღლები, ძალიან მიფრთხილდება
-რა გამოხედვა აქ- უნებურად წამომცდა, ქალს გაეღიმა, მე კი გავწითლდი
-ხოჩა ლადეღ- გამოანათა მზესავით ლილიანამ
-მოდი მოდი, ჭამეთ და მარიამ მერე ლილიანა მიგიყვანს იქ სადაც ალბათ უკვე მოიყარეს თავი- ისევ გამაჟრიალა, ავღელდი
საუზმე დავასრულეთ თუ არა, მოვემზადეთ და სკოლისკენ წავედით. არ შემიძლია არ აღვნიშნო, ულამაზესი , გამწვანებული გარემო... ეზოდან გამოვედით თუ არა ბილიკს ზემოთ ავუყევით, სახლები ახლოს იდგა ერთმანეთთან , რამდენიმეს ეზო კოშკითაც იწონებდა თავს. თვალს ვერ ვწყვეტდი ამ საოცარ სანახაობას.
- ხოჩა ლადეღ ლილიანა- გამოსძახა სვანური აქცენტით ეზოდან ქალმა და ჩვენკენ ბავშვით წამოვიდა.
-ხოჩაუ ჯარ დინა, მაგუარდ ხარი?- ლილიანამ ბავშვი გამოართვა და თბილად მოიკითხა ქალი
- ხოჩამდ ხვარიი,ეს ლამაზი გოგონა, როგორც მივხვდი, ჩვენი ფსიქოლოგია არა? - არანაკები თბილი ხმა ქონდა ქალსაც. ნუთუ აქ ყველა ასეთი სტუმართმოყვარე და გულღიაა? აბა ის ავაზა რამ გააგიჟა
-გამარჯობა,მე მარიამი მქვია
- მე დინა
- სასიამოვნოა დინა, ხომ შეიძლება შენობით მოგმართო?- არასდროს მიყვარდა ოფიციალურობა, უფროსებთან თავისთავად ვიყენებდი, მაგრამ დინა ძალიან ახალგაზრდა და ლაღი ქალი იყო
-რა თქმა უნდა, საყვარელო, ალჩედ, გვიღლიხ (წავიდეთ, გველოდებიან)
როგორც აღმოჩნდა დინა ჩემთან შესახვედრად მოდიოდა, ის ახალგაზრდა დედაა, ყავს შვილები , ერთი თურმე ლილიანას დაქალი ყოფილა, ნინე. დინა თავის მეუღლეს ძალიან პატარა მოუტაცებია, როგორც თვითონ მითხრა გზაში, მიყვარდა თორემ რას გამაჩერებდა, კიდეც მოვკლავდიო. აი სვანი ქალი!! რამდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ გორას მივადექით. ბევრ ადამიანს მოეყარა შენობის წინ თავი. შემაღლებულ ადგილას ამიყვანეს და ყველა ჩემს სიტყვას ელოდა. ცოტა დავიბენი, მაგრამ მალევე მომეხსნა დაძაბულობა და ერთი ამოსუნთქვით დავიწყე
- ხოჩა ლადეღ, მიხარია რომ გხედავთ, ჩემი "დამტვრეული " სვანურის ატანაც მოგიწევთ, ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ. ვიცი მელოდებოდით, რაც მართლა ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. სვანეთი არის ადგილი, საედანაც უნდა მოდიოდეს ურთიერთობის, ადამიანობის, ერთგულების მაგალითები. მე მესმენია თქვენს ადათ-წესებზე, რაც მართლა საამაყოა. არმინდა ჩათვალოთ, რომ პრივილეგირებული ადამიანი ვარ.
- ჩვენ გვითხრეს, რომ ნებისმიერ პრობლემაზე შეგვეძლება თქვენთან ლაპარაკი, ოღონდ ნორმის ფარგლებში- წინ წამოვიდა შედარებით ასაკოვანი ადამიანი, რომელსაც საოცარი აქცენტი ქონდა,კინაღამ გულები გადმომცვივდა თავლებიდან
- მე ვარ ფსიქოლოგი, ჩემი ვალია მოვუსმინო თითოეულ თქვენგანს, გავიზიარო ყველას პრობლემა , ვიყო მეგობარი, და, ძმა, ოჯახის წევრი. თითოეული თქვენგანის უნდა მესმოდეს, არ მინდა რამემ შეგზღუდოთ. იყავით თავისუფლები. მესაუბრეთ, გაიხსენით.
- ქალაქელებს არ გესმით ჩვენი- წამოიძახა ისევ მამაკაცმა და ხელი ჩაიქნია
- არ გვესმის? და თუ თქვენი არა მაშინ ვისი გვესმის?! ჩვენ ადამიანები, თვითონ ვაბამთ ზღვარს, თვითონ ვქმნით განსხვავებებს, თვითონ ვაყალილბებთ სტერეოტიპებს... უბრალოდ თავს ვიტყუებთ,უბრალოდ ყველაფერში მარტივ გამოსავალს ვეძებთ...უბრალოდ ერთმანეთს არ ვუსმენთ!!
კიდევ უამრავ რამეზე ვისაუბრეთ, სოფელში მცხოვრებ და ქალაქში მცხოვრებ ხალხში უდიდესი განსხვავება, როგორც აღმოჩნდა ჩვენ დღის თემად იქცა.მივხვდი, არ იქნებოდა ადვილი საუბრები რაც კიდევ წინ მელოდა... რაც შეეხება სკოლას, იქ ბულინგი არ კარგავდა აქტუალურობას, არ მეგონა აქაც თუ ამაზე დამჭირდებოდა ყურადღების გამახვილება, მაგრამ ...
-მარიამ გიორგი მირტყამს- წამოიძახებდა ანასტასია
-მარიამ ნიკა დამცინის- ფსიქოლოგის გარდა გამშველებელ-დამზავებელის სტატუსიც მოვირგე, რაც ძალიან სახალისო იყო. საქმე მაშინ გარდთულდა ერთ დღეს ელენე, რომ მოვიდა ჩემთან.
- ელ ჩემო ლამაზო მას უბრალოდ არ უნდა ვინმე გაწუხებდეს- ვაწყნარებდი 17 წლის ელენეს, რომელსაც დამიანე ნერვებს უშლიდა და ყველა ფეხის ნაბიჯს უკონტროლებდა
- მე მისთვის უფლება არ მიმიცია მარიამ
- ამ გრძნობას ნების დართვა არ სჭირდება ფერია- ვაწყნარებდი და ყველანაირად ვუხსნიდი გოგონას, რომ დამიანეს უბრალოდ არ აქვს ცუდი განზრახვა მის მიმართ.
- თუ მოვწონვარ მითხრას- არ ცხრებოდა, ამიტომ დამიც დავიბარე და ვეცადე ისე მივდგომოდი, როგორც ჩემს გიჟ ბიძაშვილ ბიჭებს , როცა თავდავიწყებით შეუყვარდათ
- დამიანე ის უბრალოდ სხვანაირად იგებს შენ ქმედებებს,იქნებ უთხრა რასაც გრძნობ, აღარც შენ მოგიწევს ბღვერა და არც მას გაგიჟება
- ღირსი არაა, ლიტერატურის საღამოზე მესტიაში ვიღაც მუხრანი გადაეკიდა, მე რომ ჩავერიე გაგიჟდა, მოეგდო იმ მუხრანს ბეჭებზე კი იყო ღირსი, გულს რა ვუთხარი თორრემ
მეცინებოდა მათ პრობლემებზე, მაგრამ უქმად ყოფნას გადავწყვიტე, კუბიდონის როლიც მეკისრა. ამიტომ იმდენი ვქენი დამიმ ელეს სიყვარული აუხსნა ... აი ასეთი საყვარელი წყვილი გამოვძერწე... მე რა მეშველება ის ავაზა სადაცაა რომ გამატყავებს. ანდაც ჩემი რა ბრალია წინა საღამოს ისე , რომ შემაშინა ნამცხვარი პირდაპირ "გაშმოტკილ" ალექსანდრეს რომ მოხვდა. სახლში ისე დადის ვერც გაიგებ, ამიტომ "შემთხვევით" დაამშვენა მისი პიჯაკი უგემრიელესმა შოკოლადის ნამცხვარმა.
-რა იცი რომ გემრიელი იყო, იქნებ გაგესინჯა და მერე შეგეზილა - არ ცხრებოდა ჯული და სიცილით სულს ძლივს ითქვამდა
-გოგო ისე მებღვირება თითქოს მისი ვალი მქონდეს, აუუ იცი დღეს ელემ და დამიმ სოფელი დამათვალიერებინეს... ისეთი კარგები არიან
-გოგო ასეთი სატანა სად გამოეკვეტა მაგ ანგელოზ ხალხში - ჩემმი ჰუმანური გვანცუციც გააგიჟა ავაზას ხასიათმა. გაქაფულები ვჭორავთ მთელ სოფელს და ალექსანდრეს ხო თავისთავად, ამ დროს კარმა დაიჭრაჭუნა და გამოჭერილმა კისერი ისე გავატრიალე თითქოს დასახვრეტად მომაკითხეს
- დადამ საჭმელი ჭამოსო- იცინოდა იდიოტი, ან როდის იყო ეს მეძახდა
- ისე გოგობო არც ისეთი ავაზა ვარ , როგორც ეს ამბობს, უბრალოდ თქვენი დაქალია ალქაჯი- რაო?! გაიცინა?! არა ნამდვილად გაიცინა და გავიდა
- მოგვეჩვენა?! ამ ანგელოზივით ბიჭს გვალანძღინებ გოგო?!
- რა ეტაკა ნეტა? სავსე მთავრე ხოარაა დღეს? -
- წადი ჭამე და წყალიც შეისხი ნუ გაქ წაშლილი სახე
ალექსანდრეს ლაღი საუბარი ძლივს გავიგე , და წამეშლებოდა აბა რას იზამდა
- დადა გავიდა, დამიბარა მიმიხედე რამე ჭამოსო, დადას თხოვნით იცოდე, თავში არ აგივარდეს- ვახშამი თეფშზე ლამაზად დააწყო, ჩაიც დამისხა და ჩემ წინ მოკალათდა
- თვალი ხო არ გეცა? - რა გამაჩუმებდა, რა გრძელი ენა გაქ მარიამმ!
- შეირგე და ნერვებს ნუ მომიშლი
- ერთი გამაგებინა რა გიშლის ნერვებს, რას მებღვირები, ღამეც წარბ შეკრული გძინავს?
- და შენ ძაან გაინტერესებს ღამე როგორ მძინავს?- უზრდელიი!! უზრდელიი
- კიიი!! ხვდები ალბათ ზოგადად შენ როგორ მაინტერესებ არაა? - მასთან ახლოს მივიწიე, მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი, ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გულის ცემა...
- მადლობა ვახშმისთვის, ოჯახში არ დაგიწუნებეენ- უცებ მოვშორდი და კიბეებს ავუყევი, გავიგე როგორ დაარტყა მაგიდას ხელი
მისი ერთი გამოხედვაც კი გულს მიჩქარებდა, მისი სურნელი?! რაღაც საოცრება იყო ... თითქოს შოკოლადის... მისი გრძელი თითები, ტანი, მხრები, ვარდისფერი ტუჩები... რა ჯანდაბა მჭირს?რამდენს ვფიქრობ მასზე, უხხ მოწყენილობისგან ბოლი ამივა!! ელენეს და დამიანეს მურმანის ეკალივით სულ ხომარ გავეკიდები, დღეს დავასვენე, ხვალ ვერ გადამირჩებიან.ვიღაც თორნიკე კი დამსდევს სოფელს დაგათვალიერებინებო, მაგრამ უცხოა მაინც! ლილე ბებო და ლილიანა სტუმრად იყვნენ, მეხვეწნენ მაგრამ წასვლის თავი არ მქონდა.
წამოვდექი ეზოში გავივლითქო, მაგრამ კოშკში შესვლის სურვილმა მძლია, არადა ლილიანამ გამაფრთხილა ალექსანდრე ვერ იტანს იქ მის გარდა ვინმე რომ ადისო, მაგრამ მე რომ მინდოდა მარტო მისი სურვილი მიშველიდა? რა თქმა უნდა ავედი.ზემოთ, ფანჯარასთან ულამაზესი სამხატვრო ადგილი ჰქონდა გაკეთებული, კიდევ უფრო ლამაზი ნახატებით. მივუახლოვდი, ნაჭერ გადაფარებულ მოლბერტს, ნაჭერი ავწიე, ხელში უალამაზესი ქალისა და გოგონას პორპრეტი შემრჩა, გოგონა ძალიან გავდა ლილიანას... ქალის საოცარი ნაკვთები...ჯერ ნანახსაც კი ვერ ვიაზრებდი ისე წავედი მეორისკენ, ამ დროს აფეთქდა ბომბიიი
- აქ რას აკეთებ- იმხელა ხმაზე იყვირა შევხტი, მისი ხმა ექოსავით გაისმა ეზოშიც კი.
- უბრალოდ... უბრალოდ ამოვედი და - მეტყველების უნარი წამერთვა, კიდევ კარგი ნახატს ისევ ნაჭერი დავაფარე
- ვინ მოგცა უფლება, გამაგებინე ვინ მოგცაა უფლებაა- ბოლო ხმაზე ყვიროდა, მართლაც რომ ავაზაა , ტყიდან გამოქცეული
- რას მიყვირი იდიოტო, უბრალოდ კოშკის ნახვა მინდოდა რა გაღრიალებს
- რამე ნახე? რამეს შეეხე?- დაიბნა
- ეგღა მაკლია შენი ნივთები ვათვალიერო- მეც ძალიან ავნერვიულდი, მართლა ზედმეტი მომივიდა რა უფლებით შევეხე მის ნახატებს
- ფსიქოლოგო ნახე თუ არა ფოტოებითქო, მეორედ აღარ გკითხავ
- მხოლოდ ერთი- ცრემლი წამომივიდა, ვერ აგიხსნით რატომ ,მაგრამ ამეტირა. მივხვდი მისთვის ძალიან პირადს შევეხე და ...
- მართლა არ მინახავს მეტი- უკვე ვსლუკუნებდი... აღუ მარიამ!! აღუუ, ყოჩაღ
- და რატომ ტირი ბავშვივით, ოხ კიდე აქეთ მადანაშაულებინებ თავს? - ჩემკენ წამოვიდა , ერთი ხელით თავისკენ მიმწია და გულში ჩამიკრა.
- ნუ ტირი , უბრალოდ ვერ ვიტან ჩემს ნივთებს რომ ეხებიან- მისი ხმა ისეთი ტბილი იყო, ისეთი სანუგეშო ლამის სული განვუტევე...
- მართლა არ მინდოდა, ცნობისმოყვარეობამ მძლია, მაპატიე- ვღვრიდი ცრემლებს, ვღვრიდი, თან ისე გაჩერებას არ ვაპირებდი. დანაშაულის გრძნობა არ მასვენებდა.
- კარგი ახლა ნუ დაიღვარე ცრემლად, იცი არც მეგონა თუ ტიროდი საერთოდ- გაეცინა, ჩემი გაცინებაც სცადა, გესმით?? ალექსანდრე დადეშქელიანს გულში ჩაკრული ვყავდი, ჩემს გაცინებას ცდილობა, და მანუგეშებდა... არა მართლა გესმით?!
- მე კი არ მეგონა შენ თუ წყნარად საუბარი შეგეძლო- ამოვისლუკუნე
- ვერ ვიტან ქალი რომ ტირის , აღარ იტირო რა, გაპატიე
- მაპატიე? მართლა?- უცებ წამოვყავი თავი გაღიმებულმა
-რა შეშლილი ხარ ფსიქოლოგო- ხმამაღლა გაეცინა
- სულ რატომ მეჩხუბები? - გავთამამდი, რა გამაჩუუმებდა, გავინაღდე მისი მშვიდად ყოფნა და ავლაპარაკდი ლაღად
- მითხარი როდის გეჩხუბე , რომ არ დაგიმსახურებია ისე, აბა გაიხსენე
- მე არ მიყვარს როცა ვინმეს ვერ ვუგებ, შენ არც კი მელაპარაკები- ლამის ისევ დავიწყე ტირილი
- და რად გინდა ჩემთან ლაპარაკი? სოფელში ყველა შენზე აფრენს, ყველა შენზე ლაპარაკობს, შენ ხარ შემრიგებელ-გამშველებელ-მომგვარებელი-გაეცინა, კიდევ გაეცინა, გეუბნებით რაღაც რადიაციული დღეა.
- ვიცი, მეც ვგიჟდები მათზე, შენ სულ არ გინდა ჩემთან საუბარიც კი- ქვედა ტუჩი გაბუსხულმა წინ გამოვწიე, ჩვეულებაა ჩემი რამექნა
- ტუჩებს ნუ აწვალებ მარიამ- ოჰ ვნბები ავურიე ბიჭს? ღირსია!
- პირველად მომმართე სახელით- გამეღიმა
- მე და შენ რასაც პირველად გავაკეთებთ ერთად ყველაფერს დაიმახსოვრებ? - ცალი წარბი აწია და ქვემოდან ამომხედა!! მაინც მომიშალა ნერვები
- ოჰ შენ გებღვირა ისევ სჯობდა, რამდენს ლაპარაკობ?!- როგორ გამაბრაზა სულ რაღაც წამებში, წამოვედი აბა ამ კრეტინთან რრაღა მელაპარაკა
- კარგი ჰო , შეგიძლია დარჩე, მოვიწყინე ძალიან და გამართობ შენ
- მე ცირკაჩს ვგავარ?
- როგორ გაკადრებთ
- დღეს ზედმეტად ბევრს იცინი და ინფაქტი არ მოგივიდეს
-ჯანმრთელი ვარ ფსიქოლოგო, აქ ნატურალურ პროდუქტზე ვიზრდებოდი არ დაგავიწყდეს, შენგან განსხვავებიით
- და რა გინდა მითხრა, რომ ბებიაჩემის შავთვალას რძე ნატურალური არაა? ეწყინება, არც გაიგოს- საწყალი შავთვალა რა აკადრეს
- შავთვალა? - გადაგორ-გადმოგორდა იმხელა ხმაზე იცინა სოფელმა გაიგო
- რა გეტაკა ადამიანო, მოსულიერდი, ღმერთოო მგონი კვდება და რაც მთელი ცხოვრება არ უცინია დღეს ინაზღაურებს
- რაო ღმერთმა, გიჟი ფსიქოლოგების არესმის მგონი არა?!
- რისი ღირსი ხარ საერთოდ ავაზააა- დავინახე თუ არა როგორ აენთო ბრაზისგან თვალები იქედან გამოვიქეცი, ბავშვობაში სულ მაგრად დავრბოდი, რას დამეწეოდა
- სად გარბიხარ, რასაც იტყვი იმაზე პასუხიც უნდა აგოო, მაინც დაგიჭერ- გამომეკიდა, უჰჰ ეს წარბშეკრულიც არ ყოფილა დალაგებული. თუ არ დაეზარა ნეტა.
-მაინც ვერ დამიჭერ ავაზაა- რა ნერვებზე თამაშობ მარიამმ!! კოშკიდან ქარიშხალივით გამოვვარდი, ზუსტად იმწამს შემოვიდნენ ლილიანა და ლილე ბებოც
- აქ რა ხდება- ლილიანას გაოგნებისგან თვალები ლამის გადმოუვარდა
- შენი ძმა მომსდევს, მიშველეეთ
- მეტი საქმე არმაქ გსდიო, შეშლილოო- ჩხუბით გამოდიოდა კოშკიდან
-რას აფუჭებთ ბავშვებო- ლილე ბებო სიცილს ძლივს იკავებდა
- ბებო კოშკში წამიჭირა და გასატყავებლად მომსდევდა, ძლივს გამოვექეციი- მინი დრამა დავდგი, ბიჭი გაოგნდა
- გატყუებს დადა პირიქით, როგორც მასპინძელს შეეფერებოდა ისე მივიღე, დაჟე ვუთხარი დარჩი თუ გინდათქო- სიცილით კვდებოდა ეს ახმახი
- იცინი?-ლილიანა დასერიოზულდა
-მართლა იცინის მგონი- აყვა ბებოც
- სიცხე ხოარ გაქვს ბებო ჰა? - მაინც ვერ შეიკავეს ბებიამ და შვილიშვილმა სიცილი
- მარიამის დამსახურებაა?!- გადახედეს ერთმანეთს შეთქმულებივით
- კაცს გაღიმებას არ აცდიან!! წავედი მე ქალაქში საქმე მაქ, რამდენიმე დღე არ დავბრუნდები- სერიოზული სახით უცებ გაქრა
მერე კარგა ხანს იცინეს, მადლობაც მითხრეს ამას მარტო შენ თუ შეძლებდიო, მე კი მის თბილ ხელებს ახლაც ვგრძნობდი სახეზე, მის ჩახუტებას სხეულზე, მის თითებს თმებზე, წელზე, საერთოდ ყველგან...
მომავალი ორი დღე არ გამოჩნილა.
ველოდებოდი მაგრამ არ ჩანდა.
ლილიანას ვკითხე შეყვარებული ხო არ ყავსთქო. არაო.
მენატრებოდა?!
მენატრებოდა.
ყველას უკვირდა ჩემი ხასიათის ცვლილება, ლილე ბებო თავს დამფუსფუსებდა, ლილიანა კი მგონი, ყველაფერს ხვდებოდა... მე შეპყრობილი ვიყავი ალექსანდრეს თვალებით, თითებით, ტუჩებით, მკაცრი სახით, რომელის გაღიმება მხოლოდ მე შევძელი... შეპყრობილი ვიყავი მისით... ალექსანდრისეული სიარულით,ალექსანდრისეული სურნელით...
- რაღაც გჭირს, რატომ აღარაფერს გვიყვები, სად წავიდა აღფრთოვანება?სიხარული?ბედნიერება?- უკვე მერამდენედ მისვამდა ამ კითხვას გვანცა ვეღარც დავითვლი, მე კი მოკლე პასუხებით შემოვიფარგლებოდი
-რა ხდება შენს თავს!!- აი ეს უკვე კითხვა აღარ იყო, ეს იყო ლოდინით დაღლილი ჯულის ხმა
-არც ბუნებაზე ყვები, არც ხალხზე, არც შენს ყოველდღიურ სიანსებზე, არც ალექსანდრეს ლანძღავ!!! რამე გითხრა? ვინმემ რამე ხოარ დაგიშავა გოგო!!-აუღელვებელ ტონს ინარჩუნებდა დიანა.
პასუხი არ მქონდა. ამ გრძნობას სიტყვებით ვერ აღვწერდი. ელენე და დამიც ხშირად მოდიოდნენ, დინას შვილი ნინეც, მშობლებსაც ხშირად ველაპარაკებოდი...იცით როდის მივხვდი, რომ თვითგვრემა უნდა დამესრულებიინა? უკვე ჩემი უხასიათობა თვითონვე რომ მომბეზრდა. ხოდა ერთ დილას ავდექი და ისევ მხიარულად დავეშვი კიბეებზე, ისევე ლაღად განვაგღძე დღე.
რამდენი დღეა არ მიხანავს ალექსანდრე?
ზუსტად 25დღე...
მენატრებოდა?! რისი ღირსი იყო საერთოდ!!
კი, მენატრებოდა.
-რაღამც ისევ იცინი აღარ დაეძებს ჟიბიანის მოსახლეობა- ყურში ჩამყვირა ელენემ
- გამშორდით ეს შეყვარებული წყვილები
-მე ისე მოგეჩვიე თუგინდა ამას დავშორდები და მაინც არ გაგშორდები- ამყვა ხუმრობაში ელენეც
- რა უცებ გამწირა ნახეთრა- გასვანდა დამიც
-ამოისუნთქე ნინე- ახლა გადაბჟრებულ ნინეს მივდექი
როგორ მიყვარდა ყველა, თითოეული მათგანი, მე კი ეს დღეები ჩემს თავში ჩაკეტილი, ყურადღებასაც არ ვაქცევდი მათ
-გინდათ ლამარიას ტაძარი ვანახოთ მარიამს?- წამოჭრა ახალი იდეა ჩვენში ერთადერთმა მამაკაცმა
-ვანახოთ, მგონი მაგის გარდა ყველგან ვიყავით-აყვა ელენეც
-იცით, იქნებ სხვა დროს იყოს?
- კი მაგრამ შენ ხო გინდოდა ლამარიას ნახვა
ლამარიას ნახვა როგორ არ მინდოდა?! მინდოდა, მაგრამ ხასიათი არ მიწყობდა ხელს, მე კი ბედნიერი მინდოდა ვწვეოდი იმ გასაოცარ ადგილს, ადგილს, რომლის შესახებ თვალით ნანახის გარდა ყველაფერი ვიცოდი.
- სანდრო ქალაქშია, კომპანიაში ბევრი საქქმე მაქვსო დარეკა- მოწყენილმა გამომხედა ლილიანამ, აი ისეთი სახით აუცილებლად რომ უნდა ეთქვა ჩემთვის
-ზოგჯერ დიდი ხნით უწევს წასვლა, წარმომიდგენია როგორ უჭირს აქედან ამხელა ბიზნესის მართვა, მაგრამ ვერ გვტოვებს ვერც ჩვენ და ვერც ამ მხარეს- ისევ იგივე ხმით განაგრძო ლილიანამ
-ალბათ იმიტომ დადის სულ დაბღვერილი- წავგესლე, მაინც ვერ მოვითმინე
- მარიამ ჩვენ მძიმე ცხოვრება გვქონდა, ალბათ ერთ დღეს გაიგებ ყველაფერს და მის ხასიათსაც უპოვი გამართლებას
ბავშვები ხშირად მოდიოდნენ, საღამოობით კინოს ჩავუჯდებოდით ხოლმე და კომედიებზე ვკვდებოდით სიცილით.
ზამთრის არდადეგებზე სოფელი დაიცალა, მოხუცები ქალაქში წავიდნენ შვილებთან,სკოლა ჩვეულლებისამებრ ისვენებდა, სეანსებზე ვინც დადიოდა ყველა შემომეცალა რამდენიმე თვით... თბილისიდან მენეჯერმა დამირეკა, რამდენიმე კვირიანი შესვენება გაქვს, თუ გინდა ქალაქში დაბრუნდიო...
გოგოები, ოჯახი, ყველა ძალიან მენატრებოდნენ ამიტომ სოფელს რამდენიმე კვირით დავემშვიდობე.
-იმედია დაბრუნდები მარიამ- სადაცაა იტირებდა ელენე
-რა თქმა უნდდაა, უბრალოდ რამდენიმე კვირა წავალ, მოვინახულებ ჩემებს და აქ გავჩნდები!
ისევ თვითმფრინავი... ისევ მესტიის აეროპორტი, ისევ ის საოცარი აურა რაც მთებს დაეყენებინათ... დავბრუნდი იქ საედანაც ყველაფერი დაიწყო....
....
ვიცოდი გოგონები ჯულისთან იყვნენ, სახლში ჩუმად შევიპარე და
-სიურპრიზიიიი- ბოლო ხმაზე ვიყვირე
- არარსებობსსსსს- პირველი გვანცა გადმოახტა საწოლს
- გეუბნებიით არსებობსსს- ყვიროდა ანი
-ახალ წელს ერთად შევხვდებიით, ტრადიციულაად-ვეხუტებოდით ერთმანეთს, ტრადიციულად,გიჟურად და ბოლო ხმაზე ყვირილით...
გვანცა ჩემი კოლეგაა, ჯული დიზაინერი, დიანა ბიზნესვუმენი, ანიც, მარიამი კი თეატრალური დასის წევრია... ყველა ვყვებოდით სიახლეებს, როცა მარიამმა ჯერ გოგოებს გადახედა, ისეთი თვალებით ჩვენ, რომ ვიცით და მერე დაიწყო
- არ გვინდოდა სანამ არ გნახავდით მანამდე გვეთქვა
-ასაკი! სახელი, გვარი! დედის სახელი-მივხვდი , რა თქმა უნდაა, მივხვდი
-ნინას დაბადების დღეზე ვიყავით, მომეწონა- მოვეწონე, ნომრები გავცვალეთ
-რა მუდოცაა ისე მუდოდ გაიცნო, მაგრამ ბიჭი კია დაცემა
-გაიცანით?
- შენ გელოდებოდით, უშენოდ არ გავიცანით- თბილად გამიღიმა დიანამ
- არადა გავგიჟდით ისე გვაინტერესებს როგორია, კიდე კაი იკადრე ჩამოსვლა
-ოხ ჯული როგორ მომენტრეეთ- კიდევ ავწიოკდით , ისევ ჩავეხუტეთ... კიც გამიკვირდებოდა უჩემოდ რომ გაეცნოთ "სიძე კაცი", როგორც ჯული ეძახდა.
-გასაცნობი ბევრია, მაგრამ ნაცნობებიც რომ წარვადგინოთ?
- ანუ? - გამიკვირდა
-მარიამ...რიზომ მომწერა- ჯული საყვარლად, მოღუშული სახით იღიმოდა
გაინტერესებთ ვინაა რიზო?ჯულის ბავშვობის სიყვარულლი, ორივეს უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ უთქმელად, გამოუხატავად, მაგრამ მე რა გამომრჩებოდა?! სულ მომწონდა ეს ბიჭი!! როგორც შევხვდი მის ამბავს?
- ვიცოდი ეგ ბიჭი ბოლოს თავისას გაიტანდა!! შენით ვამაყოოობბ რიზოო!!- იმხელაზე ვყვიროდი ასე საკუთარი ბედნიერება არ გამიხარდებოდა
მოკლედ გავიცანი მარიამის საბა, ადამიანი სიტკბო, სიმხიარულე, სილაღაღე და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი ფერია, ჩემმი სიცოცხლე, მარიამი უყვარდა.
შემდეგ რა იყო?
"გავიცანი" რიზო, ისე მხიარულად შევხვდით ვინმე იფიქრებდა ბავშვობის ძმაკაცი ნახაო, მაგრამ ის ხომ გმირიააა!!! ჩემ ქვის ლოდს, ჩემ სულის ნაწილს, ჩემს გიჟს თავი შეაყვარაა!!
შემდეგ?
ოჯახის წევრების წუწუნი, რომ იმ გადაკარგულში აღარ უნდოდათ წავსულიყავი, რომ ვენატრებოდი, მესმოდა , მაგრამ მე მჭირდებოდა სვანეთი!! ბევრი რამ შეიცვალა რაც აქ არ ვიყავი, არ შეცვლილა ჩემი დის, ნინის წყნარი ხასიათი, მისი სიდინჯე. ნინი ჩემი საფიცარი და ცხოვრების აზრია, ჩემი სინათლე.
-თავს ისე გვაჩვენებ თითქოს აქ ყოფნა გიხარია, შენ კი ამ ოთახის ზღურბლს გადმოაბიჯებ თუ არა სევდიანი ხდები- ოთახში მშვიდი საუბრით შემოვიდა ნინი
-ყველაფერი კარგგადაა მენატრებოდით და აქ ვარ , მოდი ჩემთან ჩაგეხუტო- თბილად ჩავიკარი გულში.
-წადი
- რა?
- წადი იქ, სადაც ახლა გინდა, რომ იყო
- საედან მოიტანე ჩემო პატარა, რომ აქ ყოფნა არ მინდა
- წადი მარი, შენი გული იქაა, სხეული კი აქ
- გაგიჟდებიან ჩვენები, ძლივს დაწყნარდნენ და აღარ ნერვიულობენ
- 22 წელი ჩვენებზე ფიქრი აღარ გეყო? წადიი და იყავი ბედნიერი იქ...- ჩემი გოგო გაზრდილიყო, თან ისე ჩემს ყველა მოქმედებას და ქცევას აკვირდებოდა
და რა ვქენი მე?
დავრეკე და ფრენები გაუქმებული იყო, უამინდობის გამო.
და მერე რა ვქენი?
მარშუტკით წავედი, ისე გოგოებისთვის არც მითქვამს , ვიცოდი გამიჭირდებოდა... დედა მიხვდა, შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა...
მენატრებოდა სვანეთი, ლილე ბებო, ლილიანა, ელენე, დამი, ნინე და
ალექსანდრე...რომელზე ფიქრი წამითაც არ შემიწვიყავს
როგორ შემიძლია მენატრებოდეს, როცა თვითონ ჩემზე არც ფიქრობს, ერთხელაც არ მოვუკითხივარ
-თქვენ კარგი ურთიერთობა გქონდათ და არ მახსოვს?- ალტერეგო შე ბოროტოო!!
ეს გრძნობა ისეთივეა, როგორიც ჩემი ხასიათი და ცხოვრება... გიჟური, ქაოსური.
სოფელში შესვლისთანავე გული ამიჩქარდა, სითბობ მთლიანად ჩემი ორგანიზმი მოიცვა, მომნატრებია, ყველაფერი აქაური... ძალიან გვიან ჩამოვედი, ამიტომ სახლში ჩუმად შევიპარე.
დილით ყველაზე ადრე ავდექი და საუზმე მოვამზადეე, ერთი სული მქონდა ლილიანა და ლილე ბებო როდის გაიღვიძებდნენ, ცხელი ჩაის ჭიკით მისაღებში გავდიოდი , როცა რაღაც მყარს დავეჯახე და მთელი ცხელი ჩაი გადავასხიი
- ააა დამწვიი!! - აღმუილდა ავაზა, ღმერთო მომეჩვენა?
-აქ რა გინდა?- გაოგნებას ვერ ვმალავდი
- ხოარ გაგიჟდი, მე რამინდა თუ შენ - არანაკლებ გაოგნებული მიყვიროდა, თან იწვოდა, გამეცინა
- ეს მოპარვით სიარული რა იცი , დამესიზმრებოდა შენ რომ მოდიდი?
- ნერვებს ნუ მომიშლი დილიდან , ტელეფონით ხელში რომ არ უნდა იარო ახლა გაიეგე?
- ვიცი რომ მოგენატრე და არ არის გამოაშკარავება საჭირო- არ შევეშვი, მთელი თვეების ბრაზი ერთად გადმოვანთხიე, არასდროს ვაძლევდი გრძნობას საშუალებას თავმოყვარეობა დაეძლია
-ჯანდაბა აი ვაღიარებ ჯერ არ დაგიწვივარ, ახლა ეგეც გააკეთე- შემეცოდა, ახალი დასხმული ჩაი სულ მაიკაზე ესხა, ალბათ როგორ ეწვოდა მე კი ვეჩხუბებოდი, მაგრამ თვითონ რომ დამიწყო?!
- წამოდი მაიკა გაიხადე, მორჩი ღრიალს დილიდან
- გახდაში დამეხმარე, როგორც დამწვი ახლა მომიარე- არა სიტუაციის სათავისოდ გამოყენება იცის, ვერ დავუკარგავთ
- მარიამ?- ლილიანა ეგრევე ჩემკენ გამოიქცა და ისე ჩამეხუტა ლამიის ძვლები გადამიტყდა
- ასე ადრე არ გელოდით, 3 დღე გავიდა მხოლოდ, 2 კვირიანი დასვენება არ გქონდა?
-მივხვდი აქ უფრო ვჭირდებოდი ხალხს- უპს!! არ ვიცოდი თავი როგორ მემართლებინა, ამ ტყიურის წინაშე არ ვაღიარებდი მონატრების ძალას
- რომელ ხალხს ფსიქოლოგო, ქალაქში რომ შეაფარა ზამთარს თავი და სოფელში ააღარავინაა?- გაეცინა ალექსანდრეს, მისი ღიმილი...
- რაღამც შენ წუწუნს მორჩი, იცინე- დავებღვირე
- რა გააფუჭეთ?- სიცილით კვდებოდა ლილიანა ალექსანდრეს სახის დანახვაზე
-ისე ციოდა გადაწყვიტა ცხელი ჩაით გავეთბე, ყველაზე კეთილიაა- ამას ახლა ჩაიდანს გადავასხამ
-კარგით გეყოთ სულ ჩხუბი! რა მოამზადეე მარიამ? - ღიმილით სამზარეულოსკენ წავიდა, ლილე ბებოც შემოგვიერთდა, ძალიან გაუკვირდა ჩემი დანახვა, მაგრამ ერთი თბილად გამიღიმა... დაბრუნების მიზეზს მიმიხვდა
- ვიცოდი უჩვენოდ დიდხანს ვერ გაძლებდი- უკვე მეხუთედ მეხუტებოდა ელენე
- შენ კი არა მე მოვენატრე ყველაზე მეტად- ახლა ნინემ წაართვა ჩემი თავი
- მარიამ ამათ არ ვუთხრათ ყველაზე მეტად მე და ლილე ბებო რომ მოგენატრეთ- გადმომჩურჩულა ლილიანამ
-გავიგეეთ- წამოიბღვირა(ახალი სიტყვაა) დამიმ
-კარგით არ იჩხუბოთ,ყველას გეყოფათ- ბოლო ხმაზე ვხხარხარებდით, როცა ბატონი უჯმუხესობა შემოგვიერთდა
- ამას აქ რა უნდა-შევუღრინე
- სად რა მინდა, ჩემი სახლის აივანზე?
- კარგით ახლა მაინც ნუ იჩხუბებთ- გაეცინა ლილიანას
-არადა თქვენც ხო იცით ბავშვებო, როდის იყო მე ვჩხუბობდი- დამიანეს თვალებით ანიშნა ჩემკენ იყავიო
-აბა რა ალქსანდრეს ჩხუბი სოფელს არ ახსოვს, განსაკუთრებით ის ჩხუბი ვიღაც მესტიის გუბერნატორი ლამის რომ დააგორა დაღმართზე- ბჟირდებოდა დამიანე
-გველი გამიზრდია უბეში- შეუბღვირა
-ალექსანდრე რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე ჩანხარ და რა ხდება?-თვალები დააწვრილა ნენემ
-ჩემივე გაზრდილი ბავშვები რომ მიტევთ ამ ქალაქიდან ჩამოსულს რაღა მოვთხოვოო
-ის მაინც თუ იცი რამდენი წლისები არიან- სიცილს ვერ ვიკავებდი
- 17 ის არა?
- ახლა არ მოვკვდეე- გადაგორ-გადმოგორდა ლილიანა, მოკლედ ძალიან ბევრს ვიცინოდით. ორი სვანი დამიანე და ალექსანდრე წარბებსაც არ ხსნიდნენ, ნუ იშვიათად. ბავშვები ახალი წასულები იყვნენ, როცა გვანცუცის ფოტომ გაანათა ტელეფონი
- მარიამ გცალია?- სხვანაირი ხმა ქონდა
- ვიცი უნდა დაგმშვიდობებოდით მაგრამ უფრო გამიჭირდებოდა უკან დაბრუნება, შემირიგდით რა უკვე 1 კვირა გავიდა, ამდენ ხანს როდის იყო მებუტებოდით- სადაცაა ტირილს დავიწყებდი, ალექსანდრე აივნიდან მიყურებდა
- გაპატიეთ, გაპატიეთ, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად მჭირდები, მინდა მომისმინო
- გვანც რა ხმა გაქ, რამე ხდება?
- ვიწყებ, ბევრი საუბარი მოგვიწევს იმედია გცალია
- ხომ იცი თქვნთვის ყოველთვის მცალია
-გახსოვს როგორ გავიცანი დემეტრე? მზის ჩასვლისას, ცურვისგან დაღლილი ბუიოკთან რომ ვისვენებდი, მოვიხედე და მისმა ხუჭუჭა თმამ , მწვანე თვალებმა იქვე დამატყვევა
- მახსოვს , ყველაფერი მახსოვს
-ისიც ხო გახსოვს როგორი შინაგანი სამყარო , კეთილი გული და საოცარი ხასიათი ქონდა
- მახსოვს
-მაშინ არ მიყვარდა, სანდროსთან ვიყავი. როცა დემემ სიყვარული ამიხსნა, შენ მითხარი შენს ადგილას უდიდეს ტრიუკს გავაკეთებდი და არჩევანს შევცვლიდიო, დემეტრე მოგწონდა მარიამ, თან სულ მეუბნებოდი შენნაირ ადამიანს არ იმსახურებს სანდრო, შენ და დემეტრე ერთად უნდა იყოთო... ხოდა დღეს დილით, 6 წლის მერე ეგ ტრიუკი შევასრულე მარიამ!! ყველა და ყველაფერი დავტოვეთ და წამოვედით, დემეტრესთან ერთად ზღავზე ვარ, მერე რა , რომ ზამთრია და მზე იშვიატად ანათებსო, ჩემი მზეე ხარ და მუდამ ჩემთვის უნდა იკაშკაშოო, თავზე გვათოვდა მარიამ, სანაპიროზე ჩვენ ორნი ვიყავით, ხელი მთხოვა- ტიროდა, ჩემი სიფერადე, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ანგელოზი ტიროდა
- ვერ ვიჯერებ, ვერ ვიჯერებ -მეც ვტიროდი,ხელს ვიფარებდი არ მინდოდა გაოცებული თვალებით მომზირალე ალექსანდრეს ხმა გაეგო
- გოგოებს ეტყვი?
- გაგიჯდებიან
- ვიცი
-მიყვარხრ
-მეც
- ბედნიერებას გისურვებ, აიი იმდენს შენ რომ იმსახურებ, ხოიცი ეგ უამრავია
-მიყვარხარ უზომოდ
- მეც
საუბარი დავასრულეთ თუ არა ცრემლები ისევ წამსკდა, მიხაროდა, ძალიან , თან ვერ ვიჯერებდი... ჩემი გოგო ბედნიერდებოდა
- ყველაფერი კარგადაა?- მომიახლოვდა ალექსანდრე
- კიი- გული უფრო ამიჩუყდა
- რატომ ტირი მაშინ, ყველა კარგად გყავს?
-კიი- მოვტქვავდი, თითქოს ვინმეს დავსტროდი
- მარიამ რა გატირებს - ხმა დაუთბა და ჩემკენ წამოვიდა
-ჩემი ბავშვობის დაქალი თხოვდება
- და შენ ტირი?
- ძალიან მიხარია
- ღმერთო შენ რა გულჩვილი ყოფილხარ- გაეღიმა და ფრთხილად გულში ჩამიკრა
- რამდნჯერ უნდა დამინახო, როგორ ვტირიი- ჩემს სისუსტეზე უფრო მეშლეებოდა ნერვები
-რამდენჯერაც საჭირო იქნება
-კარგი გამიშვი შენი ტორები- დავეჯაჯგურე, შენც არ მომიკვდე
- წამო კოშკში, ვიცი დაწყნარდები- თვალები ბედნიერებისგან ამიციმციმდა
- ოხხ რა ცუღლუტი ხარ ფსიქოლოგო- გაეცინა, ისე მივდიოდდით ხელს არ მიშვებდა. დავინახე ლილე ბებო და ლილიანა ფანჯარასთან, ფარდის უკან იმალებოდნენ, გამეცინა
- მეც ვხედავ, მაგრამ ნუ შეიმჩნევ- უფრო ეცინებოდა, გეუბნებით ამ ბიჭს რაღაც ჭირს.
კოშკში, პატარა სარკმელთან ერთი სკამი ედო, გევრდით მეორე მიადგა და ხელით მანიშნა დავმჯდარიყავი
-სადაქალოში 6 ვართ, ყველა განსხვავებული ხასიათის, ჩვენებურად გვიქრის... მოკლედ ერთ-ერთი დათხოვდა და დანარჩენებმა არ იციან- მოულოდნელად ჩემი საფიქრალი გავანდე, თან ვის?! ალქსანდრეს!
- ოჰჰ რთული მისია გაკისრია, როგორც მივხვდი
- არ ეწყინებათ, პირი ქით, მაგრამ ქალაქიდან, რომ დავბრუნდი ძალიანნ ეწყინათ
- ეწყინათ?
- დაუმშვიდობებლად წამოვედი
- რატო?
- სვანეთი მჭირდებოდა!
- დარწმუნებული ხარ, რომ მარტო სვანეთი?- თვალების ჟუჟუნი რომ დაიწყო ინსტიქტურად გამეცინა
- იმედია არ გგონია შენ მომენატრე
- რა თქმა უნდა არ მგონია, ვიცი
- თავდაჯერებულო ავაზა- ამ სახელზე ხო სულ ვარდება, ახლაც იწყებდა მისი თვალები ნაპერწკლების გადმოცვენას, როცა მესენჯერშ "შარიანები" აციმციმდა
- გოგოები რეკავენ, დავიღუპე
- კარგი დაწყნარდი, ნუ ხარ გიჟი- ამან არ იცის 4 ჩემზე გიჟი, რომ რეკავს, თან კამერით
- კი მაგრამ ამდენი ხანი რა გაბრაზებამ არ გადაგიარათ- ჩხუბით დავიწყე
- სუსი უნამუსო, იმედია ისწავლი ჭკუას
- მოღალატეეე გაგიშვი ჩვენი ოცნებისს მხარეში და ახლა ვეღარც ჩამოგვყავხარ- აწუწუნდა ჯული
- არა მაინც როგორ არ გვითხარი- აყვა მარიამიც
- თქვენ კიდე ხო დაპანიკდებოდით, მე მაინც რატო არ მითხრა- ეცინებოდა ანის
- მართლა ხო, გვანცა გაქრა დილიდან, აიი რამდენიმე წუთიც და სატელიტით მოვძებნით- ალექსანდრეს ისე ეცინებოდა მათ რეპლიკებზე სულ გაწითლებული იყო
- გოგოებო, არ იყვიროთ!!! გვანცა დემეტრეს გაყვა
არ იყვირეს?!
კი როგორ არა დამიჯერეს!!
ბოლო ხმაზე კიოდნენ
ალექსანდრე უკვე ჩაკეცილი იყო სიცილით
- გოგო შენ რაღაც შენ მუდო, სექსუალურ თანამცხოვრებ ავაზას აღარ ახსენებ და ხო ცოცხალია თუ მოკალი უკვე- იმხელაზე დავიწყე ხველა, ყელი მტკიოდა, მაგრამ გინდ კედლისთვის მიგიხველებია. კარგადთთქო და ეგრევე გავუთიშე
- შენ რა ხშირად მახსენებ ხოლმე?- ეშმაკური ღიმილი დათამაშებდა სახეზე
- წინაზე ამდენი რომ იცინე, მერე ქალაქში გაქრი და ახლაც იგივეს აპირებ?- ენას კბილი ვერ დავაჭირე
- დღეებიც ხო არ დაგითვლია
-კიი მეტი საქმე არ მქონდა- ენა გამვუყავი პატარა ბავშვივით
- შენ 12 ის ხარ თუ 22 ის?
- უჟმურო, წავედი მე ყველაზე საყვარელ ხალხთან
- წადი დამასვენე აქ მაინც
- ძლივს აგალაპარაკე და მაინც რა უმადური ხარ
- შენ ხო მიდიოდიი
- მივდივარ კიდეც
- ხოდა წადი- შემომიბღვირა
- ეგ ორი წარბი რომ არ გქონდეს რა გეშველებოდა- სიცილით მმოვდიოდი, ის კი ბუზღუნით უკან მომყვებოდა
გვიან დავიძინეთ, მე და ლილიანა ფილმს ვუყურებდით საშინელებათა ჟანრის იყო, წარმომგიდგენიათ რა ამბავი იქნებოდა?! იმხელაზე ვყვიროდით ალექსანდრე 5ჯერ ჩამოგვივარდა ახლა გარეთ გაგყრითო, უკვე ფინალისკენ ხო საერთოდ ...
ლილიანა ოთახამდე რომ მივაცილე შიშით ავედი ჩემს საძინებელში
- ყველაზე გამბედავი ხარ, როდის იყო ასეთ ფილმებს უყურებდი- დამცინოდა ალტერეგო
- ღმერთო ეს მეორე გენიოსი მე მომაშორე
-ღირსი ხარ დაიძინე ახლა შუქ ანთებულ ოტახში.
დავუჯერე მეორე გენიოს მეს, მაინც არ მიშველა, ჩაძინებული ვიყავი, როცა მომეჩვენა ვიღაც მახრჩობდა... წამოვვარდი და მთელი რამე დავაბოტებდი ოთახში, მართლაც ღირსი ვიყავი. გადავწყვიტე კოშკში ავსულიყავი, იქნებ იქ მაინც მომესვენა... ჯერ ხო შიშით გადავლახე ეზოს ნახევარი ,მერე შიშით ავედი, უკვე თენდებოდა... პიკი ის იყო ალექსანდრემ რომ დამიძახა ამ დროს აქ რაგინდაო, იმხელაზეე ვყვიროდიი, მესტიიდან გამოგვძახეს პასუხი
- ღმერთო ამხელა ხმა საედან ამოგდის- ყურებზე ხელს იფარებდა ავაზა
-როდის შეწყვეტ ჩემს შეშინებას?! ისედაც გული მისკდება ყველაფერზე
- იმ ფილმს მეორე ნაწილი არ ქონდა თორემ უფრო კარგად დაგეძინებოდათ-გაეცინა, აბარა ამას ჩემი დასაცინი მიეცა
- შემიხიზნე ეს ღამე შენს კოშკში რა ავაზა- კრავის თვალები მივიხატე
- ჯანდაბას შენი გიჟი თავი
-შენ რატო არ გძინავს?
- ღამე დაძინება წლებია მიჭირს
- რატო?
- თავი შენნს კაბინეტში ნუ გგონია ფსიქოლოგო
-არ შეგიძლია ადამიანურად რამეზე მიპასუხო?
- და რაში გაინტერესებს
-რაღაცას მალავ ალექსანდრე, არ ამბობ და ეს შენ ჯმუხ ხასიათზე მოქმედებს, მიეცი ტკივილს საშუალება სხვამაც გაიზიაროს, მარტო ვერ შეძლებ ცოდო ხარ- დავსერიოზულდი, მივხვდი რაღაც იყო მასში რაც შველას მთხოვდა, მისი თვალები ტკივილს მოეცვა
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი
- კარგი გასვანდი!! ჯანდაბას შენი თავი
რამდენიმე წუთი ჩუმად ვისხედით...10? 20? მგონი 30, არაფერზე ვფიქრობდი, საერთოდ არაფერზე,მისი თვალები მედგა თვალწინ
- 10წლის ვიყავი, ლილიანა თვეების- მოულოდნელად დაიწყო, თან ისე თვალებს სარკმლიდან მთებს უყრებდა, თითქოს ვერაფერს აღიქვამს და სივრცეში დაიკარგაო
-მე, დედა და მამა ქალაქიდან მივდიოდით, ჩვენი ოჯახი მაშინაც ფლობდა ბიზნესს, მაგრამ ჩემებს არ უყვარდათ ხმაურიანი ქალაქი. მხიარული, ლაღი ოჯახი გვქონდა. ყველაფერი ბურუსმა მაშინ მოიცვა, როცა მოსახვევში უმართავი მანქანა გამოვარდა, მამა და დედა ერთდროულად გადამეფარნენ...გონს საავადმყოფოში მოვედი- შეჩერდა, ნერწყვი ქმაურიანად გადაყლაპა, თავი გონს მოსასვლელად გააქნია და განაგრძო
- პირველი მაშინვე მშობლები ვიკითხე, ვერავინ მცემდა პასუხს, ყველას თვალზზე ცრემლი ედგა შემდეგ დავინახე კარებში ლილე ბებო , ნამტირალევი თვალებით, ხელში თვეების ლილიანა ეჭირა, მას შემდეგ ერთად ვართ ჩვენ სამნი-მოყოლა დაასრულა თუ არა გამომხედა, ვტიროდი...
-არ მინდა იტირო, არ შემიძლია ქალი რომ ტირის, იცცი დადას იმდღის მერე არ უტირია, ვაჟკაცურად გაგვზარდა, ყველაფერში გვერდით გვედგა, ქონებას ვინღა დაეძებდა, სანამ სრულწლოვანი არ გავხდი დააყადაღეს, შემდეგ მე ჩავუდექი სათავეში. მეც აქედან ვმართავ, არ მიყვარს ქალაქი,აქ მყავს ხალხი, რომელიც მაბედნიერებს
- მშობლები გახსოვს?- სლუკუნით ვკითხე
- ძალიან კარგად
- გენატრებიან არა?
- უსაზღვროდ!!
- ძალიან ვწუხვარ- ვერ ვჩერდებოდი, თითქოს მისი ტკივილი მეც შემეხო
-ეს რა ძალა გქონია ფსიქოლოგო, რა უცებ ამალაპარაკე, აი თურმე რამ გადარია ამ სოფლის მოხუცები, ყევლა პრობლემაზე შენთან რომ გამორბიან-გაეღიმა
-ცოტახნით მაინც დაივიწყე ეს ცინიზმი
-ვერ ვეგუები რომ ყველაფერი მოგიყევი, არ ვარ გახსნილი ამას შენც მიხვდებოდი, ყველაფრის საკუთარ თავში ჩამარხვას ვარ მიჩვეული- წამოდგა და ნერვიულად დაიწყო სიარული
-შემომხედე ალექსანდრე
-დაიძინე მარიამ, უკვე თითქმის გათენდა
- შემომხედე- მივუახლოვდი, შემოვაბრუნე და ისე ძლიერად ჩავეხუტე, თითქოს მისი ტკივილის გაქრობა მინდოდა
-როლები გავცვალეთ ფსიქოლოგო?
-25
-რა?
- მაშინ რომ მკითხრე დღეებს ხომ არ ითვლიდი რამდენი დღე ვიყავიწასულიო
- მერე?- გაეღიმა
- ხოდა 25
იმ ღამეს ოთახამდე მიმაცილა , გზაში მოჩვენება არ შეგხვდესო.
დილით ჩვეულებისამებრ ადრე გამეღვიძა, ქვემოთ ჩავდიოდი ალექსანდრე რომ შემხვდა.
- ხოჩა ლადეღ
-ხოჩაუ ჯარ- გაეცინა ჩემ დამტვრეულ სვანურზე
- რა გაცინებს ვსწავლობ ჯერრ
- შენი ნასწავლი არ გაიშვა
- ღმერთო ამ მუდოს რამე უშველე
- მესმისსს
- და ვინ გითხრა რომ არ უნდა გაგეგო?
- თქვენ დილით გეხსნებათ ჩხუბის მუზა?- თვალების სრესვით გამოვიდა ლილიანა სამზარეულოდან
- როგორ გეძინა ყველაზე გამბედაოო- თავზე აკოცა ძმამ
- მარიამ დღესვე დავიფიცოთ ხატზე, რომ აღარასოდეს ვუყურებთ ასეთ ფილმებს, მთელი ღამე არ მეძინა
-ღირსები ხართ, რა გეგონათ ამ მთაში ასტრალს რომ უყურებდით
- ჩვენ დაცინვას როდის შეწყვეტ?!
-როცა ღამე წყნარად დაიძინებთ და სახლში ბორიალს შეწყვეტთ
-უმადური ხარ- გამეღიმა
- კარგი ახლა შენ ერთ ფსიქოლოგიურ სეანსს ნუ გადამაყოლებ
-არც არაფერი მითქვამს
-რა სეანსს? - გაოგნებული გვიყურებდა ლილიანა
- ისეთი არაფერი, წუხელ ვერ დავიძინე და შემიფარა კოშკში
-ღმერთო მიშველე, მომესმა? სად შეგიფარა?
-კოშკში
- მანდ ხო არავის უშვებ- თვალები დააწვრილა და ძმას გახედა
- დადამ სტუმარს ნუ დაანახებ რომ ტყიური ხარო, ჩემი რა ბრალია
მოკლედ, იმ დღეს შევთანხმდით, ლამარიას ტაძარს მოვინახულებდით, ბედნიერებისგან თვალებიდან გულები მცვიოდა. ბავშვებს არ ეცალათ, რატომღაც ლილიანას მაშინ მოერია ძილი, დავრჩით მე და ალექსანდრე
- კარგი მოვალეობის გამო ნუ წამიყვან, თქვენი მეზობელი თორნიკე დამპირდა სოფელს დაგათვალიერებინებო და ვეტყვი მერე
- ვინ დაგპირდა?! რას დაგპირდა? - თვალები ბრაზით აენთო
- თორნიკე, მგონი დადვანი
-ღმერთო მომეცი გაძლება, სწრაფად ჩაიცვი და წავიდეთ, თორემ დაგადუღე დადვანზე- რა ავაზაა, რა ჯანდაბამ გააბრაზა, არადა მშვენიერი ბიჭია თოკჩო
-ნეტა ყველაზე და ყველაფერზე არ+ იბღვირებოდე
- დიდხანს გელოდო? თუ მაინც და მაინც დადვანმა უნდა წაგიყვანოს
-თავი დაანებე, თოკჩოსგან რაღა გინდა
- ვისგან? ღმერთო მოვკლაავ
-კარგიი მოვდივარ- გრძელი შავი კაბა ჩავიცვი, თავსაფარიც დავიფარე, უკვე სახლიდან გავდიოდით როცა ალექსანდრემ შარფი მომახვია ყელზე, შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა, პირი გავაღე თუ არა ის უკვე ჭიშკრიდან გადიოდა, მთებზე იდო თოვლი, მაგრამ ძალიან არა, უბრალოდ ქარი იყო ძლიერი და ციოდა
- ერთი სული მაქქ- აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი
- გიდი არ გვყავს, მე შემიძლია შევითავსო ეს ფუნქცია
- შენთვის არ მითქვამს რომ უკვე საკმარის ინფორმაციას ვფლობ აქაურობაზე?-ბეჭებში ამაყად გავსწორდი
- ნეტა შენს მედიდურობას მიხედო
- წყნარად ხარ და მაინც მეჩხუბები, ახალი სტრატეგიაა?
ისევ შემომიბღვირა, მე კი აღარ ვბრაზდები მის წარბების შეკვრაზე!! ალბათ უფრო ბრაზდება, მაგრამ მივეჩვიე...
-მოვედით- მანქანა დიდ გორასთან გააჩერა, რომელიდანაც საოცარი სილამაზით მოჩანდა უშგულის ლამარია.
ეზოში შევედით, ეკლესია აღარ ფუნქციონირებდა... გული დამეწვა, ულამაზესი იყო გარემო, დათოვლილი მთები, კოშკი ეზოში, და ჩემი სვანი!!
-შენი სვანი?- ფიქრის დასრულება არ მაცადა ალტერეგომ!! მომშორდეს!! ოცნებებში მაინც ნუ მეჭრება
-უშგულის ლამარია IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა უშგულის თემში- ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა
-ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა. შემორჩენილია ფრესკები, ასევე XIX საუკუნის რუსული სერობის ხატი.- განვაგრძე მე და დავასრულე თუ არა წინ მიმავალმა გამომხედა, გაეღიმა საოცრად, წრფელი გულით
-იცი,რა თქმა უნდა იცი- ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან
-მე და ჩემს დაქალს ისე გვიყვარდა სვანეთი, ყველაფერი ზეპირად ვიცოდით, მახსოვს დავპირდი აქ დავიწერდი ჯვარს, ახლა კი გული დამწყდა, რომ არ ფუნქციონირებს- ვიდექი და ასე მოულოდნელად გავანდე ჩემი ბავშვობის "საიდუმლო"
******
- მერე ? მერე რა მოხდა? არ გითხრა აქ ჩვენ დავიწეროთ ჯვარიო?- არ ისვენებდა 17 წლის ქეთი
- არა, წრფელი ღიმილით მიღიმოდა, იშვიათად კი არა საერთოდ რომ არ დამინახავს მის სახეზე ისეთით
-რად გინდოდა ღიმილი, იქვე უნდა ჩაეკიდა შენთვის ხელი, მაშინ ძალიან გიყვარდა დედა?!- ნერვიულად თითებს იწვალებდა ჩემი ანგელოზი
-მიყვარდა, ისე ძალიან სიტყვებით ვერ გადმოვცემ, მისგანაც ვგრძნობდი სითბოს , მაგრამ უჯიუტესი იყო, ნამდვილი ავაზა
- ღმერთო თქვენ ხო ერთმანეთი გიყვარდათ, რას ჯიუტობდით- ბრაზი ერეოდა ჩემს ვაჟკაცს, დემეს
- კარგი!! კარგი განაგრძე დედი, თორემ შემოვარდებიან ის გიჟები და არ გვაცდიან
******
მერე იყო ახალი წელი.
არ წავედი თბილისში, სვანეთში შევხვდი,ლილე ბებოსთან, ლილიანასთან, დამიანესთან, ელენესთან, ნინესთან ერთად!!
ჩემები გამიბრაზდნენ , სულ დაგვივიწყე მამიო, მამამ რომ მითხრა ცრემლი გადმომგორდა თვალებიდან, მაგრამ აქ კარგად ვიყავი.
სად იყო ალექსანდრე?- ქალაქში
მოულოდნელი საქმე გამოუჩნდაო ლილიანამ.
არ დამემშვიდობა.
12 საათზე მხოლოდ ერთი ფეიერფერკი განათდა ცაზე.
უბედნიერესები ვიყავით.
თოვდა...
გვიან ბავშვები დაიშალნენ. მე კი კოშკში ვიჯექი, ჩემს სკამზე, რომელიც იმ საღამოს ალექსანდრემ ჩემთვის დადგა. ისევ იქ დამხვდა. ფანჯრიდან ვუყურებდი საოცარ სანახაობას, თუ როგორ ცვიოდა ფანტელები...
-სახლში არც შევსულვარ, ვიცოდი აქ იქნებოდი- მოულოდნელობისგან ავხტი
- მე კი ქალაქში მეგონე
- არ მიყვარს ახალი წელი, ზუსტად პირველში მოხდა ავარია- სევდიანი იყო, განადგურებული
- ვწუხვარ
- ის კი ვიცი რომ შენ გიჟდები ახალ წელზე- გაეღიმა, სევდიანად მაგრამ გაეღიმა
- ახალი წლის ღამეს მომხდარი სასწაულების მჯერა
-სასწაულები არ ხდება ფსიქოლოგო
-ყოველი დღე და წამი სასწაულია, მთავარია შენ აღიქვა ის
-მაგნიტი ხარ
- რა?
- აქ არ უნდა ვიყო და აქ ვარ, არავის არასდროს არაფერს ვუყვები და შენ გიყვები, არავის ვუღიმი დადას და ლილიანას გარდა , შენ კი გიღიმი. მაგნიტი ხარ ფსიქოლოგო, მაგნიტი
ჩემი სკამი მისკენ მივწიე, ცოტა გაკვირვებულმა კი გამომხედა, მაგრამ... თავი მხარზე დავადე, შემომხვია თავისი დიდი ტორები და მარჯვენა ხელით თმაზე ფერება დამიწყო.
რამდენიმე წუთი გაგრძელდა ჩვენი სიმშვიდე, მერე ჩემი ტელეფონი აწკრიალდა.
-უპასუხე, ალბათ ისედაც უჭირთ უშენოდ-
-გოგოები არიან, გითხრა პასუხის გაცემისთანავე რა კადრი დაგვხვდება? ტყუპებთან იქნებიან, (არ მითქვამს, ჯული და დიანა ტყუპები არიან, სრულიად არაიდენტურები), მათ ოჯახთან ერთად სუფრასდან იქნებიან, პირველი მე ავდიოდი მარიამთან, მერე მე და მარიამი გვანცასთან, მერე ჩვენ ყველა ტყუპებთან,ტყუპებიდან ბოლო მარშუტი ჩემი სახლი იყო...
- და მაინც აქ ხარ, რატო? იქ ხო ბედნიერი ცხოვრება გაქ, ისინი გყავს
- მე აქ უბედნიერესი ვარ, მათ ეს იციან, ხანდახან წაუწუწუნებენ ხოლმე
ზარი არ წყდებოდა.
- გილოცააააააავთ ფისოოოო- ყვიროდა უკვე გალეშილი მარიამი, ბნელოდა და მე არ ვჩანდი, მაგრამ ისინი იცოცხლეე
-მეც გილოცააავთ- არასდროს გვიყვარდა გაწელილი დალოცვები და უაზრო ფრაზები
- რას ჩაბნელებულხარ დაგვენახე გოგო- წამოყო თავი გვანცამ დიანას კალთიდან
- შენ მანდ რა გინდა გოგო-გაოგნება ვერ დავმალე, ეს ნახევრად გათხოვილი ქალი რომ დავინახე
-დანიშნული ვარ ჯერ არ გავთხოვილვარ, მაცოცხლეე, უკვე მიშორეებს დიაა
-აბა ახლა თუ იცი სად მივდივართ-ბედნიერებას ასხივებდა ანი
-აზრზე არ ვარ
-შენთან!!
- ჩემთან?
- შენ რომ წელს ჩვენ "დაგვადე" იმას კი არ ნიშნავს რომ ჩვენ ტრადიციას "დავადოთ", შენები ყველა სახლში არიანნ, ხოდა მივდივართთ!!! გაგვიმარჯოოოსს- ადგილზე ქანაობდა ანი
- ჯული მიმიხედე მაგათ- სიცილს ვერ ვიკავებდი, ალექსანდრე საერთოდ ფერიი აღარ ედო სიცილით
-გოგო დაგვენახე რას იმალები
- სიბნელეში ვარ მიხვდით, შუქი არააა
-ვინმე სვანი ბიჭი შეიტყუე ფისო?- ნახევრად დაძინებულმა მარიამმა მაინც მოასწრო თვალების დაჟუჟუნება
-კი გოგოებო შემომიტყუა კოშკში და გამომკეტაა- სიცილს ვერ იკავებდი ალექსანდრე
- მართლა გოგო? ვისი ხმააა? დავიღუპეეეეეთ- ლამის სუფრის თავიდან გადმოხტა ჯული
-ალექსანდრეა ნუ აყვირდებით ახლა- შენ მოგეცა ჩემი ცოდვა სახით გავხედე მომღიმარ ალექსანდრეს
-სიბნელეში რა გინდათ ერთად გოგო?
-ნუ გაიშლით თმებს, უბრალოდ ვსაუბრობთ
-გატყუებთ წეღან კოცნას მიპირებდა
-ვაიმეეე სირცხვილოო, შეგვარცხვინე გოგო?- აყვა დიანა
-იოცნებე, რამ გადაგრია ამხელა კაცი- შევუბღვირე
- ალექსანდრე თუ ძალადობს გვითხარი და ჩვენ მივხედავთ- ოხ ჯული დავურეკავ რიზოს და შენ განახებ მიხედვას
-აუცილებლად გოგოებო- ამას რაღა სჭირს
- თქვენ ხო არ გაგიტკბათ ჟღურტული, მომშორდით ლოთებო!! დამასვენეთ
-რა მხიარული გოგო გაგიშვით და რა მუდო გახდი,წაგვექცა ქალი- ჩაიქნია ხელი მარიამმა და ხელს გადაყვა
-მომშორდიით
- აბა წავედით ჩვენ ათასი საქმე გვაქ!! დროებით სიძე- გააჟღერა ჯულიმ ჩვეული ფრაზა და წამში გათიშა რომ არ მომეკლა
-აი შეიმჩნიო მთვრალლები არიან
-კარგი, ბოლოს რაც დამიძახა ვითომ არ გამიგია?!
- თავი მაინც მომაჩვენე ადამიანო
-ამდენი საოცარი ხასიათის ხალხი სად შეიკრიბეთ- აღფრთოვანებას ვერ მალავდა
-დიდი ისტორიის მქონე ხალხი ვართ- გავიფოფრე
- მომიყვები?
- მართლა დიდი ისტორიაა, თან არ დაგაინტერესებს
-რახან გეკითხები ანუ მაინტერესებს მარიამ
დილამდე ვყვებოდი, ხელებით, ემოციურად, სიცილით კვდებოდა, მაგრამ მაშინ შეეცვალა სახე როცა ვუთხარი ბარძაყის ძვალი რატო ამოვიგდე 16 წლისამ
-იმის გამო გადმოხტი პირველი, რომ იმ ბიჭს წელზე ხელი არ მოეკიდა და არ დაგხმარებოდა?- თვალები შუბლზე აუვიდა
- გადმოვხტი და კიც დავიჭირე კაი ჩიტი, 2 კვირა სიარული მიჭირდა
-ღმერთო რა გიჟი ხარ- სულს ვერ იბრუნებდა
- ამდენი ბოლოს როდის ვიცინე იცი? მეცარ მახსოვს,ალბათ არასდროს
-მიხარია რომ აღარ იბღვირები
- რაზე ოცნებობ?- მკითხა მოულოდნელად
-ჩემს, საკუთარ ბავშვთა სახლზე, შენ?
-ვერ გეტყვი
-მე რომ გაგანდე?
-რას მამადლი
-ჯმუხო
-შეშლილო- გამიღიმა და ენა ისე გამომიყო როგორც მე მჩვევია
-ჩემივე ხერხებით მებრძვი?
-შენგან კაის რას ისწავლის ადამიანი
-უმადურო
-ჯუჯღუნა
- ალექსანდრე მაგას მე რომ მეუბნები არ გრცხვენია?
- შენ რომ ჩემნაირ სისაყვარლე ადამიანს ავაზას ეძახი ეგ არაა სასირცხვილო?
-ხარ და ჩემი რა ბრალია
-არადა მშვენიერი საღამოა, რატომ გინდა შემომაკვდე
-აი რა წყნარად დავაიწყეთ და მაინც ვჩხუბობთ
-კარგი ხო
-რატომ გინდა ბავშვთა სახლი გქონდეს?
-ვგიჟდები ბავშვებზე, ცუდად ვხდები როცა ისინი ბედნიერები არ არიან, ზოგჯერ გარემო არ უწყობთ ხელს, ზოგჯერ უბრალოდ ბედი, მე კი ავაშენებდიი დიდ, უთბილეს შენობას, უკეთილეს ხალხს დავასაქმებდი და ბავშვები იქნებოდნენ სუულ, სუულ ბედნიერად
-რა სხვანაირი ხარ მარიამ
- როგორი?
- ნამდვილი
- ნამდვილი?
- აქამდე ტყუიილი ვიყავი?- გამეცინა
- ნწუ, უბრალოდ შენს ოცნებას რომ მიზიარებ ყველაზე ნამდვილი ხარ
- ხო რავიცი- შემრცხვა და თავი გვერდით გადავწიე
-რომ გაკოცო რას იზამ?
- ყვირილს დავიწყებ!!- გამაოგნა მისმა კითხვამ
- კარგი
ჩემკენ მოიწია, და ფრთხილად წაეტანა ჩემს ტუჩებს, ჩვეული ფრაზა გამახსენდა და მართლაც ასე იყო, მუცელში პპეპლებმა დაიწყო ფრენა, ფერადმა პეპლებმა
-აბა ვიყვირებო?- როცა მისი ბაგეები ჩემსას მოშორდა, ოდნავ გაიღიმა
-არც ახლაა გვიანი და ძაან მეზარება ყვირილი- მეც გამეღიმა, მარჯვენა ხელი კისერზე მოვხვიე და თვითონ, ახლა მე წავეტანე მის ვარდისფერ ტუჩებს.
ჩემი პირველი კოცნა, სვანეთში, კოშკში, მგონი სიზმარში ვარ.
- შეშლილი ხართქო რომ ვამბობ არ მიჯერრებ- შუბლი შუბლზე მომადო და კარგა ხანს ასე ვიყავით
- გეძინება?
- ნწუ
- თვალები რატომ გენაბება აბა?
- აარ მენაბება
- იცი რა ლაღი თვალები გაქ? სულ ბედნიერებას ისვრი მაგ თაფლისფერი თვალებიდან
-ჩუმად იყავი- თავი ისევ მხარზე დავადე, ხელები შემოვახვევინე და გავისუსე
- პატარა ტერორისტი ხარ- გაეცინა და ერთი მოძრაობით თავის კალთაში მომაკალათა, ნუ ახლა, ვაღიარებ კომფორტული იყო
-რას აკეთებ?
-კომფორტს გიქმნი
-ასე როგორ დავიძინო
-იყუჩე ფსიქოლოგო
მერე რა მოხდა?
მე და ალექსანდრეს თბილი ურთიერთობა გვქონდა, მხოლოდ მაშინ მისვანდებოდა თორნიკეს რომ მოვყავდი სახლში. ნერვებს ნუ დამაწყვეტო გამაფრთხილა, მაგრამ ზოგჯერ კიც მენატრებოდა მისი შეკრული წარბები.
ზამთარი გადავაგორეთ, დიდი თოვლითა და ჟრიამულით. ბავშვები სულ ჩემთან იყვნენ, ალექსანდრე ჩასახლებულებს ეძახდა.
როგორი ურთიერთობა გვქონდა?
ჩვეულებრივი, უსტატუსო, კარგად ვიყავით ასე, მხოლოდ მაშინ ვნადგურდებოდი, რროცა ქალაქში მიდიოდა... მივეჯაჭვე...ძალიან მივეჯაჭვე.ლილიანა ამბობდა ძალიან შეიცვალა ადრე ასე ცოტა ხნით არ მიდიოდა, საქმე თავზე საყრელად ქონდა და ვერ ჩამოდიოდა მალეო. ამის გაგონებისას გული მითბებოდა ხოლმე.
გაზაფხულისკენ უკვე ჩემი კაბინეტიც გაიხსნა და სიანსები აღდგა, რაც ძალიან მეხმარებოდა კარგი ხასიათის შენარჩუნებაში როცა ალექსანდრეს ვერ ვხედავდი.
******
-ამხელა დროის განმავლობაში ერთხელაც არ გითქვამთ სიტყვა მიყვარხარ? - ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა ქეთი,ლიზა კი ემოციებისგან ვერ ლაპარაკობდა, ბიჭები კი დინჯად ისხდნენ
- გრძნობები უნდა გამოხატო დედი, მიყვარხარ რა საჭირო იყო, ისედაც ნათელი იყო და ყველა ხედავდა, რროგორ ვეჯაჭვებოდით ერთმანეთს
- მთა და დედამიწა იყავით- გაეღიმა თორნიკეს
-გეყოს ემოციებიი!! განაგრძე რა, მარიამ ვეღარ ვითმენ-ჩემმა თაფლისფერთვალება თორნიკემ შეუბღვირა და-ძმას
- მოიცათ ჯერ ბოლო ნაწილი ჩავიწერო- აბუზღუნდა ლიზა
- რას იწერ ყველაფერს გოგო, აცადე მოყოლა ვეღარ ვითმენ
-უნდა დავწერო!!
- რა უნდა ქნა დედი? - გამიკვირდა
- შენი და ალექსანდრეს ისტორია უნდა დავწერო!!!- ამაყად გასწორდა მხრებში ლიზიკო
******
ჩემი დაბადების დღე ახოვდებოდა, ახალი წლის მერე ჩემთვის უძვირფასესი დღე, რა ვქნა მიყვარდა ეს დღეეე!! ლილე ბებომ შენ კუბდარი ისე გიყვარს სანთლები იქ ჩავარჭოთო, ლილიანამ შოკოლადში ჩავარჭოთო, ბოლოს ალექსანდრემ შეუბღვირა ტორტი ტყუილად გამოაცხვეთო?! რა თქმა უნდა, ყველა დავემორჩილეთ. თან მეცინებოდა , თან ვუყურებდი როგორ გვეხმარებოდა სუფრის გაწყობაში, თვითონ კი იმაზე დამცინოდა, მოხუცებმა ქათმები რომ მომიყვანეს, რა ვქნათ აქ არაფერია საჩუქებელი ბებია და გამოგადგებათ მაინცო, ისეთი საყვარლები იყვნენ ლამის გავჭყლიტე ყველა... ეს ახმახი კი ჯერ კიდე იქედან მოყოლებული იცინის რაც ჭიშკართან შეკრებილი სამეზობლო ქათმებით ხელში დაინახა, მერე ხო იმაზე მოკვდა ლამის, რომ გაიგო ქათმების მეშინოდა.
- არა ქათმების როგორ გეშინია , არადა სოფელმა პატივი გცა-ახლა ამას მოვკლავ
- რა გჭირს ბიჭო, ჯერ წარბს არ ხსნიდა ახლა პირს არ ხურავს სულ იცინის-თვითონაც ეღიმებოდა ლილე ბებოს
- ამდენი თეფში რად გვინდა? - გამიკვირდა როცა უკვე თეფშების რაოდენობამ 10ს გადააჭარბა
- იქნებ კიდე მოვიდეს ვინმე ქათმებით
- ალექსანდრე სერიოზულადდ
-არა შენც გეცინება და არ იმჩნევ - გაძახა სამზარეულოში დას, რომელიც ნინესთან ფხუკუნებდა
- ვიღაც მოვიდა მანქანის ხმაა-დამიმ გაიხედა ფანჯარაში და ღიმილით გადმომხედა
- მანქანის არა მანქანების ხმაა- გაეღიმა ლილე ბებოსაც, ალექსანდრემ კარები გააღო და ხელით მანიშნა მობრძანდიო
- რა ხდება?- გაოგნებული გარეთ გავედი და რას ვხედავ?!!!! ყველაააა!!! მთელი ჩემი ოჯახი , დაქალები, დაქალების შეყვარებულ-საქმროებიი, ბებია და ბაბუა?! ღმერთო ყველა აქ იყო
- სიურპრიზიიიი- დასჭექა ჯულიმ და წინ გადმახტა ყველას
- მიმიშვით მეეეც მომენატრა- ტიროდა დედა
-ახლა ჩემი ჯერია- გასწია ყველა ნინიმ
ჩახუტების სცენები ბოლომდე რომ მოგიყვეთ დღეს ვერ მოვრჩებით, გოგოები მეორე ხაზზე წამოვიდნენ კიდევ. მოკლედ, საერთოდ ყველაფერი ბურუსმა მოიცვა მამამ და ბაბუმ ალექსანდრეს , რომ გაუღიმეს და სახლში შეუძღვა
-რა ხდება ჩემს თავს- გაოცებულმა გადავუჩურჩულე დიანას
-შენს თავს ხდება ყველაფერიი კარგიი- დამაინტრიგა და წინ წავიდა
ვხვდებოდი რაღაც ხდებოდა, მთელი ჩემი ოჯახი აქ იყო, არა ვერ ვიაზრებდი, მართლა ყველა აქ იყო
-შემობრძანდით, დაბრძანდით, თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში- ლილიანა მიუჯღვოდა გოგონებს, ჯული კი ეზოს შუა გულში იდგა და გარემოს თვალს ვერ აშორებდა, გამეღიმა , მივუახლოვდი და ჩავეხუტე.
- არ მჯერა აქ ვართ, მე შენ და ყველა ჩვენიანი, ჩვეენი ბიჭებით. ბედნიერებაა ეს ყველაფერრი- აეტირა ჩემს გიჟს
- ყველაზე დიდი ბედნიერების დასაწყისი , ვიცოდი, სვანეთი იქნებოდა- გამიღიმა, ცრემლი მოიშორა და სახლში შევედით
ყველამ მე შემომხედა, მართლა ვერ ვხვდებოდი რა სჭირდათ.
- დე რატო ტირი რაც მოხვედი?- მივეჯექი და ცრემლს ვწმენდიი
- არაფერია მომენატრე- ჩამიკრა გულში
-დავსხდეთ- გამოაცხადა ჩემმა უჯმუხესობამ, რომელიც ძალიან სერიოზული ჩანდა
-კი მაგრამ გაცნობა დამავიწყდა- არა კიც გამიკვირდა გოგოები ასე სერიზულად როდისიყო იჯდნენ და გაგვაცანიო არ ყვიროდნენ მაგრამ...
- მარიამ ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს
- კიმაგრამ მა, ალბათ გადმოცემით
-მარიამ მოდი ჩემთან-ყველა უკვე სუფრასთან ისხდნენ, რომ დამიძახა ალექსანდრემ
-ჩემმა ცხოვრებამ მკვეთრად ცვლილება, მაშინ დაიწყო როცა მარიამი გამოჩნდა- ერთი ამოსუნთქვით დაიწყო და ჩემებს გახედა
-ლაღი, გიჟი ხასიათის მქონე ფსიქოლოგმა მოახერხა ჩემი წყნარი ცხოვრების თავდაყირა დაყენება, რა თქმა უნდა, გრძნობებიც არ უნდა გამომრჩეს, რომლებიც ადგილს ვერ პოულობენ სხეულში. თავიდან ვიფიქრე, რომ მომეჩვენა ის ნაპერწკლები რომლებიც გულში და გონებაში ერთდროულად ჩნდებოდნენ შენი დანახვისას, მეგონა უბრალოდ ვბრაზობდი შენს ოინებზე და ურჩ ხასიათზე... მერე უკვე საკუთარ თავსაც რომ ძლივს გამოვუტყდი შენდამი გრძნობებში იმაზე ფიქრი დავიწყე, შეძლებდი თუ არა შემოგეწირა ჩემთვის შენი ცხოვრება, შეძლებდი თუ არა შენს მეგობრებთან, ოჯახთან ტერიოტიული სიშორის ატანას. ყველა გზა მოვიჭერი შენამდე და მაინც შენთან მოვედი, მოგეჯაჭვე. მაგნიტი ხარ მეთქი რომ გითხარი მართალი ვიყავი... ყველგან შენ ხარ , მაშინაც კი როცა არ ხარ. ყველაფერს შენი თვალით ყურება დავუწყე. ერთ დღეს მივხვდი, რომ შენს გამო ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ქალაქში ცხოვრებაზეც კი. ჩავედი და ყველა შენიანი გავიცანი... მიყვარხარ! მესამყაროები! გაღმერთებ! მინდა ჩემი ცოლი გახდე თაფლისფერთვალება, შეშლილო ფსიქოლოგო-რას ვგრძნობდი? ვერ გეტყვით, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, მეგონა სიზმარში ვიყავი , ვტროდი, სუფრას თვალი, რომ მოვავლე ყველა ტიროდა. ალექსანდრესკენ რომ მოვაბრუნე თავი ჩემი ხელი ეჭირა და მუხლებზე იდგა. მეგონა სამყარომ სვლა შეწყვიტა,უბედნიერესი ვიყავი
-თანახმა ვარ- დავიჩურჩულე და უძლიერესად ჩავეხუტე
მერე რა მოხდა?
ალექსანდრეს ბავშვობის მეგობარს დაველოდეთ და როგორც კი ჩამოვიდა, ჩემი ოჯახის და გიჟების თანდასწრებით უშგულის ლამარიას ტაძარში ჯვარი დავიწერეთ.
- ხედავ ოცნებაც აგიხდინე, რა სვანი კაცი ჩამიგდო ხელში ნახეთრა- გასძახა გოგოებს
- შენ რა გოგო წაგვართვიი- უკვე ტირილლისგან თვალები დასიებოდა გვანცას
-გახსოვს რომ ვამბობდით ბოლო მარიამი იქნება თავისი ხასიათის გამოო- გადმოგვიჩურჩულა ანიმ
- გვახსოვსს
- ხოდა გვაჯობა და დროა საქმეს მივხედოთ ჩვენც- გაეცინა შეთქმულივით დიანას.
-ჩვენც აქ დავიწეროთ ჯვარი არა ელე?- დამიმ გადაჩურჩულა ელეს
- რა თქმა უნდა - ცრემლი მოიწმინდა ელემ და დამის აკოცა.
ასე მხიარულებაში, ქოთქოთში, მთელი ჟიბიანის მოსახლეობის სრული დასწრებით დავიწერეთ ჯვარი. უბედნიერესი ვიყავი, სიტყვებით ვერ გადმოვცემდი ბედნიერებას .
ურთიერთობაში პრობლემები არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან, ჩემს ჯმუხ, ავაზა ქმარში იყო დამალული მხიარული ალექსანდრეც, მაგრამ როცა ჯმუხდებოდაა უფრო საყვარლად მეჩვენებოდა, ამიტომ იმედია მაპატიებთ თუ გეტყვით რომ ცოტას ვაბრაზებდი, სუულ ცოტაას.
ყველაზე ბედნიერები მაშინ ვიყავით როცა კოშკში ავიყვანე და ყუთში ჩადებული პაწუწა ბაჩუჩი მივაწოდე
- მამა გავხდები?! მამა გავხდებიიი!!!- იყვირა და იმ დღეს პირველად დავინახე მის თვალზე ცრემლი... შეგვეძინა ბიჭი, თორნიკე, მერე დემეტრე, მერე ლლიზა, ქეთი და ნიკოლოზი...
როცა პირველად ვიმშობიარე სრული პანიკა ქონდა, აქეთ ვაწყნარებდი,თორნიკე მესტიაში გაჩნდა, ალქსანდრე დაესწრო და არა მარტო ის, კამერით ჩემი 5 გიჟი მბალეშიკობდა, ჩემზე მეტი იყვირეს...!! ჩემი სვანი ხან მათ აწყნარებდა ხან მე, უმეტესობა ფეხძიმედ იყო წესით ნერვიიულობა არ შეიძლებოდა, მაგრამ გმირულად გადავიტანეთ ყველამ ერრთად ჩემი ჩემი პირველი მშობიარობა...
და ბოლოს,ალბათ გაინტერესებთ სხვები როგორ არიან არა?
ლილიანა, ნინე, დამიანე და ელენე ქალაქში წავიდნენ სასწავლებლად, ჯული რიზოს გაყვა(ეღირსათ), მარიამი საბას, გვანცუცი დემეტრეს, დიანა გიორგის...ნინი ლუკას, ანი იყო ჯერ თავისუფალი, შეყვარებული კი ყავდა და დადიოდა ხან სად ხან სად... მოკლედ ყველა ბედნიერები ვიყავით, მე მათგან შორს, მაგრამ ყოველ დღესასწაულზე ჩვენთან იყვნენ, ნუ სულ ისეც კი არ ვიყავით, ჩვენც ჩავდიოდით ხოლმე... მაგრამ ბავშვების გაჩენისთანავე ქალაქში გადავცხოვრდით...
ფსიქიქოლოგი ვიყავი თუ არა ისევ?
კი, ჩემს , საკუთარ ბავშვთა სახლში, რომელიც ალექსანდრემ დაბადების დღეზე დიდი ბანტის გაჭრის შემდეგ გახსნა ... ჩემთვის...
******
- ვგიჟდები თქვენზეე- აეტირა ქეთის და მაგრად მომხვია ხელები
- რას წარმოვიდგენდი შენი გოგოები ახალგაზრდობაშიც ასეთი გიჟები თუ იქნებოდნენ- იცინოდა თორრნიკე
-აბა რას შეყუჟულხარრთ, რასს ლაპარაკობდიით უჩემოოდდ- გიჟივით შემოვარდა ალექსანდრე ნიკოლოზთან ერთად
- შენზე ვჭორაობდით მამი- ლიზიკომ ხმაურიანად აკოცა ლოყაზე
-თქვენი ისტორია მოგვიყვა და ვამაყობთ შენით, ამდენ გიჟს რომ გაუძელი, გმირი ხარ მამა!!- მხარზე დაადო ხელი და შემოეხვივნენ მამიკოს.
- დედიკოს ჩახუტება არ უნდა? - გავიბუსე
-ჩეემიი ბუტიაა როგორ შემოვირიგოოთ- აცანცარდა დემეტრეც
-მამიკომ იცის შემორიგების ხერხები ნუ ღელავთ თქვენ - თვალი რომ ჩამიკრა მაგაზე ბავშვები სიცილით გადაგორდნენ საწოლიდან
....
რას ვგრძნობდი?
ბედნიერებას!
ჩემი ისედაც გიჟი და ქაოსური ცხოვრება სრულიაც შეიცვალა... ახლა მარტო ჩემი გიჟი გოგოები კი არა, უდიდესი ოჯახი მყავდა...5 შვილი...
არ მოგესმათ.
ბავშვთა სახლში ყველაფერი კარგად იყო... შენობაში შესვლისთანავე იმხელა სითბო და ბედნიერება იდგა, წამოსვლა არ მოგინდებოდათ...
ყოველ დღესასწაულზე გიჟებივით სვანეთში გავრბოდით ლილე ბებოსთან.
მე, ჩემი ოჯახი და გოგოები თავიანთი ოჯახებით...
ესაა ისტორია ჩემზე, შეშლილ ფსიქოლოგზე, ჩემს ავაზა სვანზე და მოკლედ ყველაზე ვინც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრრულებს...
პატივისცემით მე და ჩემი სვანი..
მე და ჩემი სვანი...
მე და ჩემი სვანი...!
*******

გამარჯობათ, საიტზე ახალი ვარ, ეს კი ჩემი პირველი ისტორიაა. ვიცი პატარაა, მაგრამ აბიტურიენტობამ სხვა გასაქანი არ მომცა. ბედნიერი ვიქნები თუ წაიკითხავთ და შთაბეჭდილებას გამიზიარებთ...
და კიდევ რისი თქმა მინდოდა,ისტორია დახუნძლულია ჩემი და ჩემი გიჟი სადაქალოს რეალური პროტოტიპებითა და ისტორიებით...
თქვენი მერიემი <3



№1 სტუმარი სტუმარი Pawu

Umagresi iyo.imdeni msmenia svanetze ro erti suli maqvs wavide odesme

 


№2  offline წევრი მერიემ

სტუმარი Pawu
Umagresi iyo.imdeni msmenia svanetze ro erti suli maqvs wavide odesme
<3 <3

 


№3 სტუმარი Mrs.Grey

kargi dasawyisia,vgijdebi svanetze????????????????

 


№4  offline წევრი მერიემ

Mrs.Grey
kargi dasawyisia,vgijdebi svanetze????????????????

მადლობაა

 


№5 სტუმარი kati

Pirveli istoriis pirobaze zalian kargi da srulyofilia.warmatebebi...

 


№6  offline წევრი მერიემ

kati
Pirveli istoriis pirobaze zalian kargi da srulyofilia.warmatebebi...

ძალიან დიდი მადლობა

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

მე ძალიან მიყვარს სვანეთი... ვგიჟდები ამ მხარეზე... იმდენი რამ წავიკითხე და მოვიძიე რომ ,, სვანური ვერდიქტი" დავწერე .. ეს ყველაფერი კი ისე რომ თვალითაც კი არ მინახავს...
ისტორიის დასრულებიდან რამდენიმე თვეში მოვხვდი სრულიად შემთხვევით, ისე რომ მეც კი ვერ გავიგე. რომ ჩავედი ყველაფერი ნაცნობი და ფერადი დამხვდა..
მიხარია რომ. არიან ადამიანები რომლებიც ასეთ სიყვარულს განიცდიან ამ კუთხის მიმართ

 


№8  offline წევრი მერიემ

terooo
მე ძალიან მიყვარს სვანეთი... ვგიჟდები ამ მხარეზე... იმდენი რამ წავიკითხე და მოვიძიე რომ ,, სვანური ვერდიქტი" დავწერე .. ეს ყველაფერი კი ისე რომ თვალითაც კი არ მინახავს...
ისტორიის დასრულებიდან რამდენიმე თვეში მოვხვდი სრულიად შემთხვევით, ისე რომ მეც კი ვერ გავიგე. რომ ჩავედი ყველაფერი ნაცნობი და ფერადი დამხვდა..
მიხარია რომ. არიან ადამიანები რომლებიც ასეთ სიყვარულს განიცდიან ამ კუთხის მიმართ

ვგიჟდები "სვანურ ვერდიქტზე". მეც ისე დავწერე არ ვარ ნამყოფი, მაგრამ მგონია, რომ ჩავალ ყველაფერი ნაცნობი დამხვდება

 


№9  offline წევრი tatiko.1995

dzalian kargi iyo chemo tkbilo ese ganagrdze gultan axlos movida guli gamitbo emociebit dammuxta me davinaxe mati bedniereba da mec gavbednierdi kargi xar dzalian kargi velodebi shengan axal siaxleebs

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

მერიემ
terooo
მე ძალიან მიყვარს სვანეთი... ვგიჟდები ამ მხარეზე... იმდენი რამ წავიკითხე და მოვიძიე რომ ,, სვანური ვერდიქტი" დავწერე .. ეს ყველაფერი კი ისე რომ თვალითაც კი არ მინახავს...
ისტორიის დასრულებიდან რამდენიმე თვეში მოვხვდი სრულიად შემთხვევით, ისე რომ მეც კი ვერ გავიგე. რომ ჩავედი ყველაფერი ნაცნობი და ფერადი დამხვდა..
მიხარია რომ. არიან ადამიანები რომლებიც ასეთ სიყვარულს განიცდიან ამ კუთხის მიმართ

ვგიჟდები "სვანურ ვერდიქტზე". მეც ისე დავწერე არ ვარ ნამყოფი, მაგრამ მგონია, რომ ჩავალ ყველაფერი ნაცნობი დამხვდება

ძალიან სასიამოვნოა თუ წაიკითხე...
რამდენადაც ნაცნობია იმდენად უფრო მეტის გაგება გსურს...
წარმატებებს გისურვებ მწერლობის სარბიელზე

 


№11  offline წევრი მერიემ

terooo
მერიემ
terooo
მე ძალიან მიყვარს სვანეთი... ვგიჟდები ამ მხარეზე... იმდენი რამ წავიკითხე და მოვიძიე რომ ,, სვანური ვერდიქტი" დავწერე .. ეს ყველაფერი კი ისე რომ თვალითაც კი არ მინახავს...
ისტორიის დასრულებიდან რამდენიმე თვეში მოვხვდი სრულიად შემთხვევით, ისე რომ მეც კი ვერ გავიგე. რომ ჩავედი ყველაფერი ნაცნობი და ფერადი დამხვდა..
მიხარია რომ. არიან ადამიანები რომლებიც ასეთ სიყვარულს განიცდიან ამ კუთხის მიმართ

ვგიჟდები "სვანურ ვერდიქტზე". მეც ისე დავწერე არ ვარ ნამყოფი, მაგრამ მგონია, რომ ჩავალ ყველაფერი ნაცნობი დამხვდება

ძალიან სასიამოვნოა თუ წაიკითხე...
რამდენადაც ნაცნობია იმდენად უფრო მეტის გაგება გსურს...
წარმატებებს გისურვებ მწერლობის სარბიელზე

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა

tatiko.1995
dzalian kargi iyo chemo tkbilo ese ganagrdze gultan axlos movida guli gamitbo emociebit dammuxta me davinaxe mati bedniereba da mec gavbednierdi kargi xar dzalian kargi velodebi shengan axal siaxleebs

ძალიან დიდი მადლობა. საოცარი ენერგიით ამავსე, შენ ხარ ყველაზე ტკბილიი

 


№12 სტუმარი სტუმარი ლიკა

გენაცვალეე ამატირე ძალიანკარგი იყოო ველოდები შემდეგს:*

 


№13  offline წევრი მერიემ

სტუმარი ლიკა
გენაცვალეე ამატირე ძალიანკარგი იყოო ველოდები შემდეგს:*

ძალიან დიდი მადლობა

 


№14  offline წევრი მერიემ

eremar
უსაყვარლესიაა. გემრიელი, ალბათ ავტორივით:) წარმატებებიი

მადლობა ჩემო უსაყვარლესო

 


№15  offline წევრი goddess

ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაა რაც კი წამიკითხია❤❤❤

 


№16  offline წევრი მერიემ

goddess
ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაა რაც კი წამიკითხია❤❤❤

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. უდიდეს სტიმულს მაძლევს ასეთი კომენტარი, რომ გავაგრძო წერა <3

 


№17 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian pozitiuri da lamazi istoriaaa. Gilocav debiutss, imedia ar mogvanatreb tabs, yochag, gelodebit axali istoriit

 


№18  offline წევრი მერიემ

Qeti qimucadze
Zalian pozitiuri da lamazi istoriaaa. Gilocav debiutss, imedia ar mogvanatreb tabs, yochag, gelodebit axali istoriit

დიდი მადლობა, ვეცდები მალე დავწერო შემდეგი <3

 


№19  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ვაიმე ეს რა საყვარლობააა იყოოო ^_^
პატარა, მაგრამ თბილი და სავსე სიყვარულით! :*
შემდეგ ისტორიას ველოდები, რაც შეიძლება მალეე :დ
უნდა ავღნიშნო ისიც, რომ მაგ სახელებზე ვგიჟდები, მითუმეტეს წყვილს, როცა ქვია <3
შემდეგ ისტორიაზეც არ იქნება ურიგო "მარიამი და ალექსანდრე", რომ ერქვათ :დ ♥
წარმატებები შენ მერიემ ♥♥

 


№20  offline წევრი მერიემ

Tskrialashvili Mariami
ვაიმე ეს რა საყვარლობააა იყოოო ^_^
პატარა, მაგრამ თბილი და სავსე სიყვარულით! :*
შემდეგ ისტორიას ველოდები, რაც შეიძლება მალეე :დ
უნდა ავღნიშნო ისიც, რომ მაგ სახელებზე ვგიჟდები, მითუმეტეს წყვილს, როცა ქვია <3
შემდეგ ისტორიაზეც არ იქნება ურიგო "მარიამი და ალექსანდრე", რომ ერქვათ :დ ♥
წარმატებები შენ მერიემ ♥♥

მადლობა ჩემო თბილო და საყვარელო. შემდეგი ალბათ ცოტა დაიგვიანებს, აბიტურიებტობის გამო , მაგრამ ვეცდები დავაჩქარო <3 <3

 


№21  offline წევრი Ninuca)

უმაგრესი იყო ისე მომეწონა ცრემლიც კი წამომივიდა❤ყოჩაღ

 


№22  offline წევრი მერიემ

Ninuca)
უმაგრესი იყო ისე მომეწონა ცრემლიც კი წამომივიდა❤ყოჩაღ

დიდი მადლობა ნინუცა ❤❤❤❤❤

 


№23  offline წევრი Barbare ❤

me shenshi cxel-cxel mwerals vxedav, romelic imedia weras ar shewyvets da did xandzrad gadaiqceva ❤️ namdvilad ver warmovidgendi tu pirveli istoria iyo ❤️ martla dzalian kargad wer❤️ warmatebebi❤️ istoriam gamatbo, gamamxiarula, damatkbo da ragac dozit chemi tavic agmovachine mariamshi ???? mec abiturienti var da mesmis sheni ❤️

 


№24  offline წევრი მერიემ

Barbare ❤
me shenshi cxel-cxel mwerals vxedav, romelic imedia weras ar shewyvets da did xandzrad gadaiqceva ❤️ namdvilad ver warmovidgendi tu pirveli istoria iyo ❤️ martla dzalian kargad wer❤️ warmatebebi❤️ istoriam gamatbo, gamamxiarula, damatkbo da ragac dozit chemi tavic agmovachine mariamshi ???? mec abiturienti var da mesmis sheni ❤️

მე შენმა კომენტარმა დამატკბო, უღრმესი მადლობა...❤❤❤

 


№25 სტუმარი feola

madloba, dzalian kargi iyo

 


№26  offline წევრი მერიემ

feola
madloba, dzalian kargi iyo
❤❤❤❤❤

 


№27  offline წევრი tikuna tika

საოცარი ისტორიაა,ყველაზე მეტად მომეწონაა <33

 


№28  offline წევრი მერიემ

tikuna tika
საოცარი ისტორიაა,ყველაზე მეტად მომეწონაა <33

მადლობა ჩემო კარგო ❤❤

 


№29 სტუმარი მარუსაა

სასწაული იყო ძალიან მომეწონა ❤❤ ყოჩაღ შენ და წარმატებებიი ❤❤

 


№30  offline წევრი მერიემ

მარუსაა
სასწაული იყო ძალიან მომეწონა ❤❤ ყოჩაღ შენ და წარმატებებიი ❤❤

მიხარია რომ მოგეწონა, უღრმესი მადლობა❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent